Go to full page →

ქრისტე ასწავლიდა სიტყვითა და პირადი მაგალითით, 9 აგვისტო ქიმ 224

„რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი” (იოან 7:5). ქიმ 224.1

ხალხი ხედავდა, რომ უკვე თორმეტი წლის ასაკში სულიწმიდა იყო მასზე. იგი გრძნობდა საკუთარ თავზე იმ მისიის სიმძიმეს, რის გამოც მოევლინა წუთისოფელს... ქიმ 224.2

მას ბავშვების ცდუნებები კარგად ესმოდა, რადგან თავად ატარებდა მათ მჭმუნვარებას და მათ მსგავსად გამოიცდებოდა. მტკიცე და ურყევი იყო მისი მისწრაფება სიმართლისაკენ; თუმცა სხვები ცდილობდნენ ბოროტებაში მის გასვრას, მას არ ჩაუდენია არც ერთი არამართებული და უსამართლო საქციელი და არასოდეს გადაუხვევია ჭეშმარიტების გზიდან. მშობლების დამჯერე იყო ყოველთვის და თავის ცხოვრებისეულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. ქიმ 224.3

თუმცა მისი ბავშვობა და ყრმობა სულაც არ იყო იავარდით მოფენილი და უღრუბლო. მისი უბიწო ცხოვრება მის ძმებში შურსა და ეჭვს აღვივებდა, რადგან მისი არ სწამდათ. მათ არ მოსწონდათ ის, რომ იესო ყოველთვის სხვაგვარად იქცეოდა და მათ ბოროტ საქმეებში არ მონაწილეობდა. ქიმ 224.4

რადგან უმალ არჩევდა სიცრუეს ჭეშმარიტებისგან, მისი ძმები ჯავრობდნენ და ცდილობდნენ, შეეგონებინათ მისთვის, რომ მღვდლების დარიგება ისევე წმინდად უნდა აღქმულიყო, როგორც თავად ღმერთის ბრძანება. მაგრამ იესო თავისი სიტყვებითა და მაგალითით ასწავლიდა, რომ ადამიანებმა თაყვანი უნდა სცენ ღმერთს ისე, როგორც მან ბრძანა და არა რელიგიური ბელადების მიერ თავსმოხვეული წესჩვეულებებით... ქიმ 224.5

ეს ბავშვი აღიზიანებდა მღვდლებსა და ფარისევლებს იმით, რომ არ იზიარებდა მათ ადამიანურ გამონაგონებს, ზნეჩვეულებებსა და ტრადიციებს... რადგან ვერ ახერხებდნენ მის დარწმუნებას იმაში, რომ პატივი მიეგო ადამიანური ტრადიციებისათვის, როგორც წმინდა დადგენილებისათვის, მიდიოდნენ იოსებთან და მარიამთან და ჩიოდნენ იმაზე, რომ იესო არასწორ გზაზე დგას, უარყოფს მათ ზნეჩვეულებებსა და ტრადიციებს. იესომ იცოდა, რომ გამოეყო ოჯახს, რომელიც რელიგიისა და რწმენის მისეული გაგების თავზე მოხვევას ცდილობდა. მას მშვიდობა უყვარდა და ოჯახის წევრების მხრიდან სიყვარული და ნდობა სწყუროდა, მაგრამ ისიც იცოდა, თუ რას ნიშნავს მათი სიყვარულის დაკარგვა. ის იტანჯებოდა, როცა ტუქსავდნენ და სჯიდნენ, რადგან ყოველთვის სწორი გზით მიდიოდა, არ სურდა ბოროტების ჩადენა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები სჩადიოდნენ და მუდამ ღმერთის მცნებების ერთუული რჩებოდა... ქიმ 224.6

მწიგნობრებმა, რაბინებმა და ფარისევლებმა ვერ აიძულეს იესო, ზურგი ექცია უფლის სიტყვისათვის და ადამიანურ ტრადიციებს გაჰყოლოდა, მაგრამ მათ შეეძლოთ მის ძმებზე ისეთი ზეგავლენა მოეხდინათ, რომ მისთვის ცხოვრება გაემწარებინათ. ძმები ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ არამართებული გზით ევლო, მაგრამ იგი თავის გზით ვიდოდა, გზით, რომელსაც წმინდა წერილი ასწავლიდა. ქიმ 224.7