Go to full page →

ჩვენს დროში სულიწმიდა ისევ მოვა, 26 ოქტომბერი ქიმ 302

„ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას” (იაკ. 5:7). ქიმ 302.1

ჩვენ ველით ანგელოზის ციდან ჩამოსვლას და მისი დიდებით დედამიწის გაბრწყინებას. მაშინ ვიხილავთ ადამიანთა მკას, რომელიც ორმოცდაათობის დღეს მომხდარის მსგავსი იქნება. ამ ძლევამოსილ ანგელოზს სასიამოვნო ამბავი კი არ მოაქვს, არამედ სიტყვები, რომელმაც გულის სიღრმემდე უნდა შეძრას ადამიანები... ვითანამშრომლოთ თუ არა ღვთიურ ძალასთან? ვაცნობოთ თუ არა ადამიანებს ამ ძლევამოსილი ანგელოზის სიტყვა, რომელმაც თავისი დიდებით უნდა გააბრწყინოს მთელი დედამიწა? ქიმ 302.2

რაოდენ ძლიერი და საყოველთაო უნდა იყოს ბოროტების მთავრის ძალაუფლება, თუკი მისი გადალახვა მხოლოდ სულიწმიდის ძლევამოსილ ძალას შეუძლია! ღმერთისადმი ურჩობა, ყოველგვარი ურჯულოება გავრცელდა მთელ წუთისოფელში. ღვთის ერთგული და მის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები ჯოჯოხეთის ისრების და საბრძოლო იარაღების სამიზნე ხდებიან. თუ დიდი ნათლის მიმღებ ადამიანებს არ გააჩნიათ შესაფერისი რწმენა და მორჩილება, ისინი სწრაფად ექცევიან გაბატონებული განდგომის გავლენის ქვეშ და სხვა სული ეუფლებათ. თუმცა ისინი ცად აამაღლეს მათი უპირატესობებისა და შესაძლებლობების მხრივ, მაინც უარეს დღეში არიან, ვიდრე სიცრუის ყველაზე თავგამოდებული ქომაგები... ქიმ 302.3

სხვანი, რომლებიც არ ფლობენ ამოდენა ნათელს და არასოდეს უთანაბრებენ თავს ჭეშმარიტებას, სულის გავლენით ეხმაურებიან ნათელის გაბრწყინებას. ჭეშმარიტება, რომელიც გავლენას აღარ ახდენს მისი მოძღვრების უარმყოფლებზე, დიდებული და მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს ნათელში ყოფნა... ქიმ 302.4

ცრუ მოძღვრებათა ორომტრიალში ღვთიური სული გაუძღვება და დაიცავს მათ, ვინც არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტების დამადასტურებელ მოწმობებს... ერთი შეხედვით, თითქოს სატანა ხელმძღვანელობს წუთისოფელს; იგი ცდილობს წუთისოფელში ყველაფერი თავის მიზნებს დაუმორჩილოს, შთაბეროს ადამიანებს თავისი სული და არსი. ბრძოლა საშინელი იქნება... სატანური ძალების შეკვრა ბოროტ ადამიანებთან არის სიცრუის იარაღი, რომლითაც მთელი ძალები იკრიბება საბრძოლველად, ბოროტება სიკეთის წინააღმდეგ... ქიმ 302.5

როდესაც სულიწმიდა მოეფინა ციდან, ეკლესია აივსო ნათელით, ხოლო ქრისტე იყო წყარო ამ ნათელისა. მისი სახელი ყველას პირზე ეკერა; მისი სიყვარული ავსებდა თითოეულ გულს. ასე იქნება მაშინაც, როცა ციდან ჩამომავალი ძლევამოსილი ანგელოზი თავისი დიდებით განაბრწყინებს მთელ დედამიწას. ქიმ 302.6