Go to full page →

ღვთის ხალხის სიკვდილით დასჯის ბრძანება, 25 დეკემბერი ქიმ 362

„და დაუგზავნეს წერილები მალემსრბოლელთა ხელით მეფის ყველა სამთავროს, რათა გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე; ბალღები და ქალები ერთ დღეს” (ესთ. 3:13). ქიმ 362.1

სატანა განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს აღძრავს ცრუ ზნეჩვეულებათა უარმყოფელი ნარჩომის წინააღმდეგ... ეკლესია გაერთიანდა წუთისოფელთან, წუთისოფელი კი ეკლესიას მიანიჭებს ძალაუფლებას, აუკრძალოს ადამიანებს ღმერთის თაყვანისცემა მისი სიტყვის შესაბამისად. ქიმ 362.2

ბრძანება, რომელიც მალე გამოვა ღვთის ხალხის წინააღმდეგ, ჰგავს ესთერის დროს ახაშვეროშის მიერ გამოცემულ ბრძანებას ებრაელთა წინააღმდეგ. სპარსთა ბრძანება გამოსცა ჰამანმა მორდექაის სიძულვილის გამო... ებრაელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიწვია მცდარმა შეხედულებამ და ცილისწამებამ ამ განსაკუთრებულ ხალხზე. სატანა იყო წამქეზებელი შეთქმულებისა, რომლის მეშვეობითაც მას სურდა იმათი განადგურება, რომლებიც ინახავდენენ ცოდნას ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ... ქიმ 362.3

ისტორია მეორდება. ძალაუფლების მოყვარული იგივე სული, რომელიც წინა საუკუნეებში შეთქმულებას აწყობდა ერთგულთა წინააღმდეგ, დღესაც მოქმედებს და ცდილობს დაიმორჩილოს დაცემული ეკლესიები, რათა მათი მეშვეობით მსჯავრი დასდოს და დახოცოს ყველა, ვინც კერპთაყვანისმცემლურ შაბათს არ ეთაყვანება. ჩვენ მოკვდავთ არ ვებრძვით, ერთი შეხედვით კი თითქოს ასეა. ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. მაგრამ თუ ღვთის შვილები მოუხმობენ უფალს და რწმენით დაენდობიან მის ძალას, ისინი დაამარცხებენ სატანის ხრიკებს, როგორც მორდექაის დროს. ქიმ 362.4

გამოვა ბრძანება - ვინც მხეცის ხატებას არ მიიღებს, დაკარგავს ყიდვაგაყიდვის უფლებას და ბოლოს სიკვდილით დაისჯება. მაგრამ უფლის წმიდები არ მიიღებენ ამ ხატებას. პატმოსზე წინასწარმეტყველმა დაინახა მძლეველნი მხეცისა, მისი ხატებისა და მისი სახელის რიცხვისა. იდგნენ მინის ზღვაზე და ეპყრათ ღვთის ქნარები. გალობდნენ მოსეს გალობას და კრავის გალობას... ქიმ 362.5

რომაელთა მიმართ წერილში პავლე წერს: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით”. მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქით შეუძლებელია შეინარჩუნო ხალხთან ერთიანობა და თანხმობა და არ დაარღვიო პრინციპი. მაშინ გამიჯვნა აბსოლუტური მოვალეობაა. სახელმწიფოს კანონები პატივსაცემია, თუ არ ეწინააღმდეგება ღვთის რჯულს. მაგრამ როცა ისინი თელავენ ღვთის მცნებებს, ქრისტეს ყოველი ჭეშმარიტი მოწაფე წარმოთქვამს პეტრე მოციქულის სიტყვებს, როცა უბრძანეს აღარ ელაპარაკა იესოს სახელით: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს”. ქიმ 362.6