Go to full page →

არჩევნის შედეგი, 6 მარტი ქიმ 68

„თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ” (დაბ. 13:9). ქიმ 68.1

ღმერთმა გამოსცადა აბრაამი, რათა დაენახა, იქნებოდა თუ არა იგი მისი მორჩილი. უფალმა იცოდა, რომ აბრაამის ყოფნა თავის სამშობლოში, ნათესავებს შორის არ პასუხობდა მის მაღალ სულიერ ინტერესებს. ის იქ მათზე ვერ მოახდენდა კეთილისმყოფელ გავლენას. და ღმერთმა უბრძანა, დაეტოვებინა დამკვიდრებული ადგილი. აბრაამი მდიდარი კაცი იყო, მაგრამ იგი გასაკვირი უბრალოებით დაემორჩილა ღმერთს და გახდა ხიზანი უცხო ქვეყანაში. როდესაც აბრაამმა დატოვა თავისი სახლი და ნათესავები, ღმერთმა აღუთქვა, რომ ქანაანის მიწაზე ის მიაღწევს მიწიერ დიდებულებასა და კეთილდღეობას. ქიმ 68.2

რატომ არ გამოიყენა აბრაამმა ყველა მის ხელთ არსებული საშუალება, რათა ხელი შეეწყო თავისი აყვავებისა და კეთილდღეობისათვის? რატომ არ ჩადო თავისი ქონება სარფიან საქმეში, რათა გამდიდრებულიყო და კიდევ უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა იმათზე, ვისთანაც ჰქონდა საქმე? აბრაამი არაფერს აკეთებდა თავისი თვითგანდიდებისათვის. მისი მიზანი არ იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ის არც საკუთარი თავის განდიდებისათვის ისწრაფვოდა ქალაქების აშენების გზით, რომლებსაც საკუთარ სახელს დაარქმევდა. ის იმითაც კმაყოფილი იყო, რაც გააჩნდა. ქიმ 68.3

მატიანე გვამცნობს, რომ აბრაამმა თან წაიყვანა თავისი დისწული ლოტი, რომელთანაც გარკვეული დრო ერთად ცხოვრობდა. მაგრამ მათი ოჯახები გამრავლდა და ერთხელაც აბრაამის მწყემსებსა და ლოტის მწყემსებს შორის ჩხუბი გაიმართა საქონლის თაობაზე. „და უთხრა აბრაამმა ლოტს: ნუ იქნება ჩემსა და შენს შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის დავა, რადგან ჩვენ ძმები ვართ. განა მთელი ქვეყანა შენს წინ არ არის?” ქიმ 68.4

ლოტმა სოდომის მიწა აირჩია. აბრაამი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა, ლოტმა კი დაბლობის ქალაქებში, სოდომის ახლოს გაშალა თავისი კარავი. მაგრამ სოდომელები მძიმედ სცოდავდნენ ღმერთის წინაშე. ქიმ 68.5

აქ ჩვენ კიდევ ერთ გაყოფას ვხედავთ. როდის და როგორ ხდება ეს გაყოფა, ძალზე მნიშვნელოვანია. ლოტს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა ვითარების შესასწავლად და დიდი სიფრთხილის გამოსავლენად თავისი მარშრუტის არჩევისას, რათა ყოფილიყო ძალიან ფრთხილი იმ საზოგადოების არჩევის დროს, რომელშიც მოუწევდა ცხოვრება მის ოჯახს. მაგრამ ის არც კი დაინტერესებულა ადგილობრივ მკვიდრთა ზნეჩვეულებების გაცნობით, ისე ამოირჩია ის ადგილმდებარეობა, რომელიც დიდი შემოსავლების იმედმომცემი უნდა ყოფილიყო. ლოტი სოდომში მდიდარი მივიდა და იქედან ხელმოცარული გამოვიდა, რადგან თავისი მცდარი არჩევნის შედეგი მოიმკა. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ადგილს ვირჩევთ საცხოვრებლად. რა არის უფრო მნიშვნელოვანი: მატერიალური უპირატესობანი თუ ჯანსაღი ზნეობრივი ატმოსფერო, რომელიც კეთილ გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე. ბევრი გზა მიდის სოდომში. ჩვენ ყველას გვჭირდება სულიერი თვალების მალამო, რათა გავარჩიოთ ღმერთისკენ მიმავალი გზა. ქიმ 68.6