Go to full page →

უსაფრთხო ურთიერთობა ბოს 153

ნებისმიერი ჩვენი ურთიერთობა, რამდენადაც შეზღუდული არ უნდა იყოს იგი, რაღაც გავლენას ახდენს ჩვენზე. ამ გავლენის ძალა განისაზღვრება სიახლოვის ხარისხით, ურთიერთობის მუდმივობით და ჩვენი სიყვარულით და პატივისცემით მისდამი, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. ბოს 153.3

ახალგაზრდობა გაცილებით იოლად ემორჩილება სხვის გავლენას, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანები. მათზე ყველაფერი ახდენს გავლენას - სახეები, რომლებსაც ისინი უყურებენ, ხმები, რომლებიც ესმით, ადგილები, რომლებშიც დადიან, მეგობართა წრეები, რომლებშიც არიან ხოლმე და წიგნები, რომლებსაც ისინი კითხულობენ. არ შეიძლება ჩვენთვის და განსაკუთრებით ჩვენი ბავშვებისთვის საზოგადოების არჩევნის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება, რადგან ჩვენს ბედს ამ წუთისოფელშიც და მომავალშიც ეს განსაზღვრავს. ბოს 153.4