Go to full page →

სიყვარულის გამომჟღავნება ბოს 19

ბევრი სიყვარულის გამომჟღავნებას სისუსტედ მიიჩნევს და ინარჩუნებს ქცევას, რომელიც ხელს ჰკრავს სხვებს და თრგუნავს კეთილგანწყობას. თუ კეთილშობილური, მეგობრული სურვილები შეკავებულია, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება საერთოდ გაქრეს და გული დაიცლება და გაცივდება. ჩვენ უნდა ვერიდოთ ამ შეცდომას. სიყვარული დიდხანს ვერ იარსებებს, თუ იგი არანაირად არ მჟღავნდება. დაე, იმის გული, ვინც თქვენთან ცოლქმრული ურთიერთობებითაა დაკავშირებული, ნუ გაიტანჯება სიკეთისა და თანაგრძნობის უკმარისობით. ბოს 19.2

დაე, ყოველმა გასცეს უფრო მეტი სიყვარული, ვიდრე მოითხოვს. განავითარეთ თქვენში ყველაზე კეთილშობილური თვისებები და ისწრაფეთ ერთმანეთში ღირსებები აღიაროთ. ბოს 19.3

შეგნება იმისა, რომ შენ ღირსეულად გაფასებენ, არის ბრწყინვალე სტიმული და მას კმაყოფილება მოაქვს. თანაგრძნობა და პატივისცემა ხელს უწყობს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას. ბოს 20.1

მიზეზი იმისა, რომ ჩვენს წუთისოფელში არსებობს ამდენი უგულო ხალხი, მდგომარეობს იმაში, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ითვლება სისუსტედ და ადამიანიც დაბნეული და დაჩაგრულია. ბოს 20.2