Go to full page →

სიყვარულის ძალა ბოს 51

სიყვარული - ეს ოჯახური ბედნიერების გასაღებია.

სიყვარულს აქვს ძალა, რამდენადაც იგი ღვთიური წარმოშობისაა. ტკბილი პასუხი, რომელიც “მიაქცევს გულისწყრომას” (იგავ.15:1), სიყვარული, რომელიც “სულგრძელია, ქველმოქმედია” (1კორ.13:4) და რომელიც “ცოდვათა სიმრავლეს ფარავს” (1პეტ.4:8), - როგორ გაკვეთილს მივიღებდით ასეთი განმკურნებელი ძალის წყალობით, ეს ნიჭი ჩვენს ცხოვრებაში რომ ვლინდებოდეს! Ïოგორ შეიცვლებოდა ცხოვრება! ეს ძვირფასი გაკვეთილები იმდენად უბრალოა, რომ მათი ათვისება ბავშვებსაც კი შეუძლიათ. ბოს 51.1

საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისით ძალაუფლება ფულია, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით, სიყვარულია ძალაუფლება. ამ პრინციპში ამოქმედებულია გონებრივი და სულიერი ძალები. წრფელ სიყვარულს აქვს ძალა აკეთოს სიკეთე და არ ძალუძს არაფრის კეთება, გარდა სიკეთისა. იგი გვარიდებს უთანხმოებასა და ტანჯვას და მოაქვს ჭეშმარიტი ბედნიერება. Ðიმდიდრე ხშირად აფუჭებს ადამიანებს და ისინი დაღუპვამდე მიჰყავს; ძალას შეუძლია ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ჭეშმარიტება და სიკეთე წმიდა სიყვარულის თვისებებია. ბოს 51.2

სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება დღითიდღე უნდა გამოვზარდოთ. სიყვარულის ნერგი მზრუნველობას მოითხოს, სხვაგვარად იგი დაიღუპება. ნებისმიერ კარგ პრინციპს უნდა მოვუფრთხილდეთ, თუ გვსურს, რომ იგი აყვავდეს ჩვენს სულში. შური, ეჭვი, ბოროტი განზრახვა, ავყიაობა, შეუწყნარებლობა, ცრურწმენა, ეგოიზმი, სიხარბე და პატივმოყვარეობა აღმოფხვრილ უნდა იქნას. ბოს 51.3