Go to full page →

დედის შრომის ჭეშმარიტი ფასი ბოს 77

თვით ქალებიც კი არ აფასებენ ხოლმე ღირსეულად თავიანთ შრომას. ოჯახური მოვალეობები მოითხოვს მოთმინებით სავსე ძალისხმევას, თავშეკავებულობას, ტაქტს, სიბრძნეს და სიყვარულს, რომელიც მზად არის გაიღოს მსხვერპლი. და მაინც, ხშირად ქალს არ შეუძლია დაიტრაბახოს დიდი მიღწევებით. ის მხოლოდ წესრიგს ინარჩუნებს სახლში. ხშირად დაღლილი და დაბნეული, იგი ცდილობს ბავშვებს ალერსიანად ესაუბროს, ცდილობს რაღაცით გაართოს ისინი, მიანიჭოს მათ ბედნიერება და მიმართოს მათი პატარა ფეხები სწორ გზაზე. იგი თვლის, რომ არ აკეთებს არაფერს განსაკუთრებულს. მაგრამ ეს ასე არ არის. ზეციური ანგელოზები აკვირდებიან დაღლილ დედას, ამჩნევენ იმ ტვირთს, რომელსაც იგი დღითი დღე ატარებს. მისი სახელი შეიძლება არ მოიხსენიება წუთისოფელში, მაგრამ იგი ჩაწერილია ღმერთთან, სიცოცხლის წიგნში. ბოს 77.3

შეასრულეთ თქვენი მოვალეობები ღირსეულად და სიხარულით, ნუ ჩათვლით, რომ დამამცირებელია ყოველივე იმის საკუთარი ხელით კეთება, რაც კარგად ორგანიზებულ სახლში უნდა გაკეთდეს. ბოს 78.1

თქვენ შეიძლება თვლიდეთ, რომ რომელიღაც სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ღმერთს სულაც არ სურს, რომ თქვენ უყურადღებოდ დატოვოთ თქვენი სახლი, ქმარი და ბავშვები. არ დაუშვათ, რომ ბავშვები განვითარდნენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და გაიუხეშონ გული თქვენს მიმართ. უმეტეს შემთხვევაში ეს მათ არასწორ გზაზე აყენებს. ბავშვების ადრეული წლები არის დრო, როდესაც უნდა იშრომოთ, იფხიზლოთ, ილოცოთ და წაახალისოთ ყოველი კარგი მიდრეკილება. Ïოდესაც ყურადღებას უთმობთ რაღაც სხვა საქმეს, თქვენ ვერ მოასწრებთ ამასთან ერთად თქვენი პატარების აღზრდას და ვერ აქცევთ მათ ისეთებად, როგორიც ღმერთს სურს იხილოს ისინი, რათა მათ შეძლონ მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს. ღმერთი ზრუნავს მათზე; ასევე უნდა მოიქცეთ თქვენც. ბოს 78.2