Go to full page →

ავადმყოფი ბავშვის მოვლა ბოს 91

ყველა მშობელმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ მოუაროს ბავშვს ავადმყოფობის დროს, როგორ აარიდოს ავადმყოფობას და როგორ უმკურნალოს ავადმყოფ პატარას. განსაკუთრებით დედამ უნდა იცოდეს კარგად, როგორ მოუაროს ავადმყოფ ბავშვს. ბევრ შემთხვევაში ბავშვის ავადმყოფობის მიზეზი არასწორი მოვლაა. არარეგულარულმა კვებამ, არასათანადო ტანსაცმელმა, სისხლის სწორი მიმოქცევისათვის საჭირო ფიზიკური ვარჯიშების და სისხლის გაწმენდისათვის საჭირო სუფთა ჰაერის ნაკლებობამ შეიძლება უსიამოვნებამდე მიგიყვანოთ. უნდა შეეცადოთ რაც შეიძლება მალე განსაზღვროთ ავადმყოფობის მიზეზი და შემდეგ გამოასწოროთ შეცდომები. ბოს 91.1