Go to full page →

შრომის სასიკეთო გავლენა ბოს 99

აუცილებელია ბავშვები მიაჩვიოთ კეთილი საქმეების კეთებას. ისინი ბუნებით აქტიურნი არიან და მიდრეკილება აქვთ ეძიონ საქმე. ამ აქტიურობას შეიძლება უხელმძღვანელოთ და იგი საჭირო გზით წარმართოთ. ადრეულ წლებში საჭიროა ისინი მიაჩვიოთ ყოველდღიური ადვილი მოვალეობების შესრულებას, რომელთა გამოც ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან. პატარა ამოცანების შესრულება ბავშვებს კმაყოფილებას და ბედნიერებას მოუტანს. ისინი მიეჩვევიან შრომას და ბედნიერნი იქნებიან, თუ დიდხანს შეაქცევთ სასარგებლო საქმით. ისინი დიდი სიხარულით დატკბებიან გასართობებით მას შემდეგ, რაც წარმატებით შეასრულებენ თქვენს დავალებას. ბოს 99.1

შრომა ამაგრებს კუნთებს და გონებას. როდესაც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ, ბავშვებს შეუძლიათ განივითარონ მეხსიერება, ასევე გამოიმუშაონ ხასიათის სიმტკიცე და უნარი მალე გაართვან თავი სამუშაოს. დღე თავისი მცირე მოვალეობებით მოითხოვს აზროვნებას, გაანგარიშებას და მოქმედებათა გეგმას. როდესაც ბავშვები მოზრდილები ხდებიან, მათ შეიძლება მეტი მოვთხოვოთ, შრომა არ უნდა იყოს დამქანცველი და იმდენად ხანგრძლივი, რომ დაღალოს ისინი. სამუშაო საგულდაგულოდ უნდა იყოს შერჩეული, ამით ხელს შეუწყობთ ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ძალების და ასევე ბავშვის ხასიათის საუკეთესო განვითარებას. ბოს 99.2

თუ ბავშვები ზედმეტს არ შრომობენ, დაღლილობას არ ძალუძს მათ მეტად ავნოს, ვიდრე თქვენ. არსებობს განსხვავება დაღლილობასა და დაუძლურებას შორის. ბავშვებს უფრო ხშირად, ვიდრე დიდებს, სჭირდებათ საქმიანობის შეცვლა და დასვენება; მაგრამ მათ ადრეული წლებიდან შეუძლიათ ისწავლონ შრომა და ისინი სიხარულით გააცნობიერებენ, რომ სარგებლობის მოტანა ძალუძთ. როდესაც ჯანსაღი შრომის შემდეგ ტკბილი ძილით დაიძინებენ, ისინი აღადგენენ თავიანთ ძალებს, რათა იშრომონ მომდევნო დღეს. ბოს 99.3