Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 10 - ემაუსის გზაზე

    სახარება ლუკასი, 24:13-33

    ამავე კვირადღეს, ნაშუადღევს, იესოს ორი მოწაფე მიდიოდა ემაუსში, პატარა ქალაქში, რომელიც იერუსალიმიდან თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა. ეს მოწაფეები არ იყვნენ ქრისტეს საქმის აქტიური აღმსრულებლები, მაგრამ მათ გულწრფელად სწამდათ იგი. ისინი იერუსალიმში პასექის დღესას წაულის აღსანიშნავად მოვიდნენ და, როცა გაიგეს ამ ბოლო დღე ებში იერუსალიმში მომხდარი მოვლენების შესახებ, შეცბუნდნენ. მათ მოისმინეს სამარხიდან ქრისტეს სხეულის გაუჩინარების და იმ ქალების ამბავი, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს ანგელოზები და მკვდრეთით აღმდგარი იესო. ახლა კი ისინი შინ ბრუნდებოდნენ, რათა გონს მოსულიყვნენ და ელოცათ. გზაში საუბრობდნენ ამ საშინელ სამსჯავროზე და მაცხოვრის ჯვარ ცმაზე. არასოდეს ყოფილან ეს ადამიანები ასე იმედდაკარგულნი! ურწმუნოება და უიმედობა დაეუფლა მათ. გოლგოთაზე მომხდარმა ამბავმა წყვდიადით მოიცვა მათი გონება.ქვ 125.1

    ამ საუბარში გართულთ, მათ ვიღაც კაცი დაემგზავრათ, მაგრამ დარდითა და მწუხარებით გათანგულებს, მისკენ არც მიუხედავთ, ისე განაგრძობდნენ გულახდილ საუბარს. ისინი იხსენებდნენ ჭეშმარიტებებს, რომელთაც ასწავლიდა ქრისტე და რომლებიც გაუგებარი იყო მათთვის. როცა საუბარი ამ უკანას კნელი დღეების მოვლენებს შეეხო, იესო შეეცადა დაემშვიდებინა ისინი. იგი ხედავდა მათ მწუხარებას. მას კარგად ესმოდა ამ ადამიანთა ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები, მათი შფოთვა და წუხილი ერთი საკითხის გამო: „ნუთუ შესაძლებელია, რომ კაცი, რომელმაც უფლება მისცა ასე დაემცირებინათ, ქრისტე იყო?” მოწაფეებმა ვერ დაძლიეს მწუხარება და ატირდნენ. იესომ იგრძნო მაცხოვრისადმი მათი უდიდესი სიყვარული და მათ დამშვიდებას შეეცადა. მას სურდა შვება და სიხარული მიეცა მათთვის. მაგრამ ჯერ სურდა ესწავლებინა მათთვის ის, რაც აღარასოდეს დაავიწ ყდებოდათ.ქვ 125.2

    იესომ ჰკითხა: „რაზე მსჯელობთ გზაში ერთმანეთში? რამ დაგამწუხრათ?” ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, პასუხად უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც აქ ამ დღეებში მოხდა?” და უამბეს მას თავიანთ სასოწარკვეთასა და გაცრუებულ იმედებზე, რომელსაც მოძღვარზე ამყარებდნენ, „რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე”. მაგრამ... „გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს”. სასოწარკვეთილებმა, ღრმა მწუხარებით, მთრთოლვარე ბაგეებით დაუმატეს: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც ისრაელი უნდა გამოესყიდა. ყოველივე ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა”.ქვ 125.3

    საოცარია, რომ მოწაფეებს არ ახსოვდათ ქრისტეს ნათქვამი იმ მომავალი მოვლენების შესახებ, აუცილებლად რომ უნდა მომხდარიყო! მათ არ ესმოდათ, რომ მაცხოვრის წინასწარ მეტყველების ბოლო ნაწილი მისი სიკვდილისა და მესამე დღეს აღდგომის შესახებ ისევე ზუსტად უნდა აღსრულებულიყო, როგო რც მისი პირველი ნაწილი. მათ აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ასეთი რამ, მღვდლებმა და მთავრებმა კი არ დაივიწყეს ეს. „მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან. თქვეს: „ბატონო, გაგვახ სენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: „სამი დღის შემდეგ აღვდგებიო” /მათ. 27:62,63/. მოწაფეებს არ ახსოვდათ მაცხოვრის ეს სიტყვები.ქვ 126.1

    მაშინ იესომ უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო! ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რაც წინასწარ მეტყველებმა თქვეს, განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?” მოწაფეები გაოცდნენ: ვინაა ეს უცხო მგზავრი, ასე რომ გაგვითბო გულები, ასე გულწრფელად და თანაგრძნობით რომ ცდილობს ჩვენს გამხნევებას? ქრისტეს სიკვდილის შემდეგ პირველად შეეხო მათ გულებს იმედის სხივი. ისინი აღტაცებით უსმენდნენ ამ უცხო მგზავრს - იგი ისე საუბრობდა, როგორც ოდესღაც მათი უფალი, როცა ცოცხალი იყო. გაოცებულნი უსმენდნენ და გული ძალუმად უძგერდათ რაღაც დიდი სიხარულის მოლოდინში.ქვ 126.2

    „დაიწყო მოსედან”, ბიბლიური ისტორიის სათავეებიდან „და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს”. იესო რომ მაშინვე წარსდგომოდა მოწაფეებს, რა თქმა უნდა, მათ ბედნიერებას და სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა, მაგრამ ჯერ ისინი ღრმად უნდა ჩასწვდომოდნენ ძველი აღთქმის სიმბოლოების მნიშვნელობასა და წინასწარმეტყველებებს, რაზედაც მათი რწმენა უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. ისინი რომ დაერწმუნებინა ქრისტეს, არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, განუმარტა წინასწარმეტყველებანი. მისმა სიკვდილმა მოწაფეებს ყოველგვარი იმედი გადაუწურა, ქრისტემ კი წინასწა რმეტყველთა წიგნებზე დაყრდნობით დაანახა, რომ სწორედ მისი სიკვდილი უნდა ყოფილიყო მათი მტკიცე რწმენის საძირკველი.ქვ 127.1

    ამ ახსნა განმარტებებით იესომ გაახსენა მოწაფეებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძველ აღთქმას, რომელიც მაცხოვრის მისიაზე მიუთითებს. ბევრი, ეგრეთ წოდებული, ქრისტიანი უგულებელყოფს მას და თვლის, რომ იგი ჩვენთვის საჭირო აღარაა. ის იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მას, რომ ერთხელ თქვა: „თუკი მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუ სმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ” /ლუკ. 16:31/. ქრისტე გვესაუბრება პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით ადამის დღეებიდან უკანასკნელ ჟამამდე. მაცხოვრის პიროვნება ისევე ნათლადაა წარმოდგენილი ძველ აღთქმაში, როგორც ახალში. ადრეულ წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის მოძღვრებათა ნათელში ქრისტე მთელი თავისი სრულყოფილებით და სილამაზით გვეცხადება. მისი სასწაულები მის ღვთიურობაზე მეტყველებს, მაგრამ ყველაზე დიდ მტკიცებას იმისა, რომ იგი ქვეყნიერების მხსნელია, ძველი და ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებათა შედარებისას ვპოულობთ.ქვ 127.2

    სწორედ ამ წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით შთააგო ნებდა ქრისტე თავის მოწაფეთ თავისი, როგორც მხსნელის, მისიის მნიშვნელობას. მოწაფეთა წარმოდგენა მესიის შესახებ, რომელიც იუდეველთა სურვილით ავა სამეფო ტახტზე და აღიჭურვება მეფის ძალაუფლებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა. ეს იყო მცდარი აზრი თუნდაც იმიტომ, რომ ქრისტემ დატოვა უზენაესის ტახტი და ასე დაიმდაბლა თავი. მაცხოვარს სურდა, რომ მის მოწაფეებს ყველა მხრივ სწორი წარმოდგენა და წმინდა აზრები ჰქონოდათ მის საქმიანობაზე. მათ უნდა სცოდნოდათ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, თუ რა ტანჯვა ელოდა მესიას. ქრისტემ უჩვენა მათ, რომ სწორედ ის საშინელი ბრძოლა, რომლის სიღრმესაც ისინი აქამდე ვერ ჩასწვდნენ, იყო წუთისოფლის შექმნამდე უფლის მიერ დადებული აღთქმის აღსრულება. ქრისტე უნდა მომკვდარიყო უფლის რჯულის დამრღვევი ცოდვილის მსგავსად, რომელსაც არ სურს მონანიება. ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო არა იმიტომ, რომ უფალი დამარცხებულიყო, არამედ, პირიქით, მისი საუკუნო დიდებისა და გამარჯვებისათვის. იესო ასწავლიდა მათ, რომ საჭირო იყო ყველა ძალების მოკრება წუთისოფლის ცოდვათაგან გასათავისუფლებლად; რომ მის მიმდევრებს ისე უნდა ეცხოვრათ, როგორც ცხოვრობდა და იღვწოდა მაცხოვარი - შეუსვენებლად და დაუღლელად.ქვ 127.3

    ასე ცდილობდა ქრისტე მოწაფეებთან საუბარში წარემართა მათი გონება წმინდა წერილის ჭეშმარიტებისაკენ. მოწაფეები დაიღალნენ, მაგრამ საუბრის შეწყვეტა არ სურდათ. სიცოცხლისა და იმედის მომცემი სიტყვები თვით მაცხოვრის ბაგეთაგან იღვრებოდა, მაგრამ მოწაფეებს ჯერ კიდევ ვერ შეეცნოთ იგი. როდესაც იესომ იერუსალიმის დანგრევაზე ჩამოუგდო საუბარი, მათ დაიტირეს განწირული ქალაქი, მაგრამ მაინც ვერ მიხვდნენ, ვინ იყო მათი მოსაუბრე და თანამგზავრი. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ის, ვისზედაც ისინი საუბრობდნენ, მათ გვერდით იყო, ვინაიდან ქრისტე ისე ლაპარაკობდა თავის თავზე, როგორც სხვაზე. მოწაფეებმა ჩათვალეს, რომ მათი თანამგზავრი იყო პასექის დღესასწაულზე მოსული კაცი, რომელიც ახლა შინ ბრუნდებოდა. მათ მსგავსად, ისიც ფრთხილად აბიჯებდა წვეტიან ქვებზე და დროდადრო მათთან ერთად ჩერდებოდა შესასვენებლად. ასე ბაასით მიდიოდნენ მოწაფენი მთის ბილიკებზე მასთან ერთად, ვინც სულ მალე ღვთის ტახტის მარჯვნივ უნდა დამჯდარიყო და ვისაც შეეძლო ეთქვა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე” /მათ. 28:18/.ქვ 128.1

    ამასობაში მზე ჩაესვენა და სანამ მგზავრები ღამისთევის ადგილს მიაღწევდნენ, გლეხებმაც დაამთავრეს მინდვრებში მუშაობა. როცა მოწაფეებმა სახლში შესვლა დააპირეს, უცნობმა ისე განაგრძო გზა, თითქოს შეჩერება არც სურდა. მაგრამ მოწაფეებს შეუყვარდათ იგი. მათ კვლავაც ძალიან სურდათ მაცხოვრის საუბრის მოსმენა. „დარჩი ჩვენთან”, - ეუბნებოდნენ ისინი”. იგი არ თანხმდებოდა, მაგრამ მაინც დაითანხმეს, ვინაიდან „დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა”. ქრისტემ მიიღო მოწვევა და მათთან ერთად შევიდა სახლში.ქვ 129.1

    დაჟინებით რომ არ ეთხოვათ მოწაფეებს ქრისტესათვის, მათთან დარჩენილიყო, ისინი ვერასოდეს მიხვდებოდნენ, რომ მათი თანამგზავრი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იყო. მაცხოვარი არასოდეს ახვევს თავის თავს ვინმეს. იგი მხოლოდ მასთან არის, ვისაც იგი სჭირდება. სიხარულით შედის უფალი ყველაზე ღარიბულ ქოხში და ამხნევებს ყველაზე მორჩილ გულს. მაგრამ თუკი ადამიანები გულგრილობას იჩენენ მის მიმართ და არც კი ფიქრობენ ზეციურ სტუმარზე, არ იწვევენ სტუმრად და არ სთხოვენ მათთან დარჩენას, იგი გვერდს აუვლის მათ. ძალიან ბევრს კარგავენ ამით ადამიანები: ქრისტე ისევე შეუცნობელი რჩება მათთვის, როგორც მოწაფეთათვის - მათი თანამგზავრი.ქვ 129.2

    მალე მოამზადეს უბრალო ვახშამი - პური. მიაწოდეს მგზავრს, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა მაგიდასთან. და აი, მან ხელი გაიწოდა, რათა აკურთხოს პური. გაოცებული მოწაფეები თვალს არ აშორებდნენ მას: მათმა თანამგზავრმა ზუსტად ისე გაიწოდა ხელი, როგორც ამას მათი მოძღვარი აკეთებდა. გაფაციცებით აკვირდებიან და მის ხელებზე ლურსმნის ნაკვალევს ხედავენ! და მაშინ ორივეს ერთხმად აღმოხდება: „ეს ჩვენი უფალი იესოა, მკვდრეთით აღმდგარი!”ქვ 129.3

    ისინი სწრაფად დგებიან, რათა დაეცნენ მის ფერხთით და თაყვანი სცენ, „მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის”. ისინი დაჰყურებენ ადგილს, სადაც სულ ახლახანს იჯდა მათი უფალი, ვისი ცხედარიც ცოტა ხნის წინათ სამარხში ესვენა და აღელვებით ეუბნებიან ერთმანეთს: „განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა!” ახლა, ასეთი დიდი მღელვარების შემდეგ მათ აღარ შეეძლოთ მშვიდად ვახშმობა და საუბარი. დაღლილობა და შიმშილი სადღაც გაქრა. ვახშამს არც მიკარებიან. სასწრაფოდ დაბრუნდნენ გახარებული მოწაფეები უკან, ქალაქში, რათა ეს ამბავი სხვა მოწაფეებისათვის ეხარებინათ. ისინი უშიშრად, სწრაფად მიიკვლევდნენ გზას მთიან, ვიწრო ბილიკებზე, რაც უსაფრთხო როდი იყო. სიპ ქვებზე ხშირად უცურდებოდათ ფეხი. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ იმის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვინც მათთან ერთად გაიარა იმ დღეს ეს გზა. სამგზავრო კომბლებით შეიარაღებულნი, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად ევლოთ. ზოგჯერ გზაც კი ებნეოდათ, მაგრამ კვლავ პოულობდნენ და სირბილით მიიკვლევდნენ გზას უხილავი თანამგზავრის თანხლებით.ქვ 129.4

    ბნელია ღამე, მაგრამ მათ სიმართლის მზე უნათებთ. გული სიხარულით უცემთ. ეჩვენებათ, რომ სხვა სამყაროში არიან. მათი მხსნელი - ქრისტე, ცოცხალია! აღარაა საჭირო ტირილი მისი სიკვდილის გამო. ქრისტე აღდგა! ისევ და ისევ იმეორებენ ამ სიტყვებს. ისინი ისწრაფვიან, რათა გააგებინონ ეს საოცარი ამბავი იესოზე დამწუხრებულთ. მალე ისინი უამბობენ მათ ემაუსის გზაზე განსაცვიფრებელი მგზავრობის ამბავს. იმას, თუ როგორ შემოუერთდა უცნობი მგზავრი და ვინ აღმოჩნდა ის. მათ უნდა აუწყონ საოცარი ამბავი, სახარება, რომლის მსგავსი არასოდეს მისცემია კაცობრიობას, რომელთანაც დაკავშირებულია ყოველი ადამიანის იმედი - წუთიერი თუ მარადიული.ქვ 130.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents