Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    როგორ გავერთოთ

    ახალგაზრდობას არ შეუძლია იყოს ისეთივე გაწონასწორებული და სერიოზული, როგორც ხნიერი ადამიანები, ბავშვებს კი - ისეთივე თავშეკავებულნი, როგორც მშობლები. როდესაც გმობენ ცუდ გასართობებს, რაც უნდა გააკეთონ კიდეც, მშობლებმა და მასწავლებლებმა სანაცვლოდ რაღაც უნდა შესთავაზონ. ნუ შებოჭავთ ახალგაზრდებს მკაცრი წესებითა და შეზღუდვებით, რათა მათ თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ. მტკიცედ, კეთილგანწყობითა და მზრუნველობით უხელმძღვანელეთ თქვენს შვილებს, რათა იცოდნენ, რომ ამას მათ საკეთილდღეოდ აკეთებთ.ბოს 158.1

    ბავშვებს არ სჭირდებათ ნაღვლიანი გამოცდილება. ღვთის ბრძანება და აღთქმა ადასტურებს ამას: სიბრძნის გზები - ეს “საამური გზებია და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა” (იგავ.3:17).ბოს 158.2

    კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ცხოვრება უბრალო იყო. ადამიანები ბუნებასთან სიახლოვეში ცხოვრობდნენ. შვილები ინაწილებდნენ მშობლების შრომას და ეცნობოდნენ ბუნებრივი საგანძურის სილამაზესა და საიდუმლოებებს. ტყეებისა და მინდვრების სიმშვიდეში ისინი ფიქრობდნენ დიად ჭეშმარიტებებზე და თავიანთ წმიდა რწმენას თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ასეთი აღზრდა მათ ძლიერ ადამიანებად აქცევდა.ბოს 158.3

    ახლანდელ საუკუნეში ცხოვრება სავსებით სხვაგვარია. თუმცა ჩვენ არ გვაქვს საშუალება მთლიანად დავუბრუნდეთ ძველი დროის უბრალო ჩვეულებებს, ჩვენ მაინც შეგვიძლია მათგან გაკვეთილების მიღება, რომლებიც ჩვენი დასვენების დროს აქცევს იმად, რასაც იგი უნდა წარმოადგენდეს, - სხეულის, გონებისა და სულის ჭეშმარიტი განმტკიცების დროდ.ბოს 158.4

    რამდენიმე ოჯახს, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, შეუძლია გაერთიანდეს და წავიდეს სოფლად, თვალწარმტაცი ტბის სანაპიროზე ან გაემგზავროს მშვენიერი პეიზაჟებით სავსე ტყეში. თან წაიღეთ უბრალო, ჯანსაღი საკვები, საუკეთესო ხილი და მარცვლეული და დაბანაკდით ხეების ჩრდილში ან ზეციური კარვის ქვეშ. მგზავრობა, ფუსფუსი, გარემომცველი პირობები მადას გააღვიძებს და ყველა შეძლებს დატკბეს ტაბლობით, რომლისაც მეფეებსაც კი შეშურდებოდათ.ბოს 159.1

    ასეთ შემთხვევებში უფროსები და ბავშვები საზრუნავის, შრომისა და პრობლემებისაგან თავს თავისუფლად იგრძნობენ. Ïოდესაც ბავშვებთან ურთიერთობა აქვთ, მშობლები, რაღაც მნიშვნელობით, თვითონ უნდა გახდნენ ბავშვები, გააკეთონ ყველაფერი, რისი ძალაც შესწევთ, რათა ძეებსა და ასულებს სიამოვნება მიანიჭონ. დაე, მთელი დღე დასვენებას მიეძღვნას. ვარჯიშები სუფთა ჰაერზე ძალზე სასარგებლოა ყველას ჯანმრთელობისათვის, ვინც დახურულ შენობაში მუშაობს და მთელი დღე ჯდომა უხდება. ყველა, ვისაც შეუძლია, უნდა ისწრაფოდეს აქტიური დასვენებისაკენ. არაფერი იქნება დაკარგული, მაგრამ ბევრი იქნება შეძენილი. ადამიანები განახლებული შეუდგებიან შრომას, მათი ორგანიზმი მომზადებული იქნება იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობებს.ბოს 159.2

    უფალ ღმერთს, რომელმაც დიდებული ხეები დარგა, ისინი ხშირი მწვანე ფოთლებით შემოსა და ჩვენთვის ნათელი და ლამაზი ყვავილები შექმნა, რომლის მარჯვე ხელს და დიდებულ ნაშ რომს ბუნების მთელს სამეფოში ვხედავთ, არ სურს გვიხილოს უბედურნი; პირიქით, მას სურს, რომ გულგრილნი არ ვიყოთ გარემომცველი სილამაზისადმი და დავტკბეთ ამ სილამაზით. მას სურს, ბედნიერნი ვიყოთ, როდესაც მის მიერ შექმნილი ბუნების მშვენიერებას ვუყურებთ.ბოს 159.3

    მშობლები ძალზე ხშირად ხელს უწყობენ შვილებს გართობისადმი სიყვარულში. ისინი ეთანხმებიან საყოველთაოდ მიღებულ აზრს, რომ ბავშვების და ახალგაზრდების ცხოვრების ადრეული წლები უსაქმურობაზე, გართობასა და მათ უაზრო განებივრებაზე უნდა დაიხარჯოს. ასე ბავშვები და ახალგაზრდები გემოს უგებენ აღმგზნებ სიამოვნებას, ეჩვევიან სიხარულის პოვნას მიმზიდველ წარმოდგენებში და უჩნდებათ აშკარა მტრობა შეუმჩნეველი, მაგრამ აუცილებელი ცხოვრებისეული მოვალეობებისადმი.ბოს 160.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents