Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დავალება ღმერთისგან

    ქალის ცხოვრებისეული საქმეებიდან ყველაზე წმიდათაწმიდაა მისი მოვალეობა შვილების მიმართ. მაგრამ რაოდენ ხშირად არის უგულებელყოფილი ეს მოვალეობა ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების გამო! მშობლებს მინდობილი აქვთ შვილების მიწიერი და მარადიული ინტერესები.ბოს 73.2

    მოდას და წესჩვეულებებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი ცუდია, აქვს ძლიერი ხელმწიფება ახალგაზრდობაზე. თუ დედა ივიწყებს თავის მოვალეობას დაარიგოს, უხელმძღვანელოს და მოთოკოს შვილები, მაშინ ისინი ბუნებრივი სახით აღიქვამენ ბოროტებას და ზურგს აქცევენ სიკეთეს. უთხარით ღმერთს ლოცვაში: “გვასწავლე, როგორ აღვზარდოთ ისინი და როგორ მოვექცეთ მათ”. მიმართეთ რჩევებს, რომლებიც ღმერთმა თავის წერილში მოგცათ და თქვენ მიიღებთ სიბრძნეს, რომელსაც საჭიროებთ.ბოს 73.3

    არის ღმერთი ცათა შინა და მისი ტახტის ნათელი და დიდება წარუძღვება ერთგულ დედას, როდესაც იგი ცდილობს ასწავლოს შვილებს წინ აღუდგნენ ბოროტებას. თავისი მნიშვნელობით ვერავითარი სხვა საქმე ვერ შეედრება მის საქმეს.ბოს 73.4

    დედა არ არის მოწოდებული, მხატვრის მსგავსად, დახატოს ლამაზი სურათი ტილოზე ან, მოქანდაკის მსგავსად, მარმარილოდან გამოკვეთოს ბრწყინვალე ქანდაკება. იგი არ არის მოწოდებული, მწერლის მსგავსად, გამოხატოს ბრწყინვალე აზრი სიტყვის ძალით ან, მუსიკოსის მსგავსად, განასახიეროს შესანიშნავი გრძნობა მელოდიაში. მისი მოვალეობაა ღმერთის დახმარებით შექმნას ღვთის მსგავსება ადამიანის სულში.ბოს 73.5

    ქალი, რომელიც აფასებს ამ დავალებას, საპატიოდ ჩათვლის მისთვის მიცემულ შესაძლებლობებს. იგი შეეცდება თავის შვილებს უმაღლესი იდეალი თავის ხასიათში აჩვენოს და გამოიყენებს აღზრდის საუკეთესო მეთოდებს. მოთმინებით და თამამად შეეცდება სრულყოს თავისი შესაძლებლობები, რათა სწორად გამოიყენოს გონების უმაღლესი ძალები ბავშვების აღზრდისათვის.ბოს 74.1

    დაე, ყოველმა დედამ გაიგოს, რომ მისი ცხოვრების წამები ძვირფასია, რომ მისი საქმე გამოცდილი იქნება საზეიმო დღეს, როდესაც ყოველმა ანგარიში უნდა მიაგოს. მაშინ გაცხადდება, რომ ადამიანთა მრავალი წარუმატებლობისა და დანაშაულის მიზეზი არის იმათი უმეცრება და დაუდევრობა, ვისი მოვალეობაც იყო შვილები სწორ გზაზე დაეყენებინათ. მაშინ გაცხადდება, რომ მრავალი, ვინც აკურთხა სამყარო სულის სიდიადით, ჭეშმარიტებითა და სიწმიდით, თავისი პრინციპებით, გავლენითა და წარმატებით, უნდა უმადლოდეს მისთვის მლოცველ ქრისტიან დედას.ბოს 74.2

    ნაცვლად იმისა, რომ მთლიანად ჩაეფლოს მძიმე საოჯახო საქმეში, ცოლი და დედა დროს უნდა უთმობდეს კითხვას, აუცილებელი ინფორმაციის მიღებას, ქმართან ურთიერთობას და ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, რათა გავლენა მოახდინოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე და მათი ცხოვრება უფრო აღამაღლოთ. დაუთმეთ დრო იმას, რომ ღმერთი აქციოთ თქვენს უცვლელ თანამგზავრად და ახლო მეგობრად. დაუთმეთ დრო მისი სიტყვის შესწავლას, გადით ბავშვებთან ერთად ბუნებაში, რათა ღმერთის საქმეების სილამაზის ხილვით ისწავლოთ მისგან.ბოს 74.3

    იყავით კეთილნი და ხალისიანნი. ნაცვლად იმისა, რომ მთელი დრო დაუთმოთ უსასრულო საოჯახო საქმეს, აქციეთ საღამო მეგობრული ურთიერთობის სასიამოვნო დროდ, როდესაც სამუშაო დღის შემდეგ მთელი ოჯახი შეძლებს ერთად შეკრებას. მრავალი მამაკაცი მაშინ საკუთარ სახლს მიანიჭებდა უპირატესობას და არა მეგობრებს. მრავალი ბიჭუნა დახსნილი იქნებოდა ქუჩისაგან. Êრავალი გოგონა გადარჩებოდა ქარაფშუტა ნაცნობობას. ოჯახის გავლენა მშობლებისა და შვილებისათვის იქცეოდა იმად, რაც ჩაიფიქრა ღმერთმა, - კურთხევად მთელი ცხოვრების მანძილზე.ბოს 75.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents