Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ბავშვები ზეცის თვალში

    თქვენი ბავშვები იმდენად ძვირფასნი არიან ქრისტესათვის, რომ მან თავისი სიცოცხლე გასწირა მათთვის. ყველაზე პატარა ბავშვი, რომელსაც ღმერთის სიყვარული და შიში აქვს, მის თვალში უფრო ამაღლებულია, ვიდრე ყველაზე უფრო ნიჭიერი და განათლებული ადამიანი, რომელიც უარყოფს დიად გადარჩენას. ბავშვი, რომელსაც სწამს ქრისტესი, ისევე ძვირფასია მის თვალში, როგორც მის ტახტთან მყოფი ანგელოზები. ბავშვებს მშობლები შობენ და მაინც, ყველა ბავშვი სიცოცხლეს ღმერთის შემოქმედებითი ძალის წყალობით ღებულობს, იმიტომ, რომ ღმერთია სიცოცხლის მიმცემი.ბოს 95.2

    ოდესღაც ქრისტეც იყო ბავშვი. იყავით ალერსიანი თქვენს შვილებთან მის გამო. ისინი მინდობილი გყავთ არა იმისათვის, რომ თავზე ხელი გადაუსვათ, გაათამამოთ და გააღმერთოთ ისინი, არამედ, რომ ასწავლოთ იცხოვრონ სუფთა და ამაღლებული ცხოვრებით. ისინი ღმერთის საკუთრება არიან; მას უყვარს ისინი და მოგიწოდებთ ითანამშრომლოთ მასთან, რათა დაეხმაროთ მათ სრულყოფილი ხასიათის ჩამოყალიბებაში.ბოს 96.1

    ბავშვებს უნდა აუხსნათ, რომ მათთვის დამახასიათებელი ნიჭები არ არის მათი საკუთრება. ძალა, დრო, ინტელექტი - ეს ნასესხები სიმდიდრეა. იგი ღმერთს ეკუთვნის და ყოველმა ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მიუძღვნას თავისი ნიჭები უმაღლეს მიზანს.ბოს 96.2

    იესომ იცის ჩვენი სისუსტეები და ყველაფერი განიცადა, რასაც ჩვენ განვიცდით, გარდა ცოდვისა, ამიტომაც ჩვენთვის განამზადა გზა, რომელიც შეესაბამება ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებს. მას შეუძლია მხარი დაგვიჭიროს და გვანუგეშოს თავისი თანდასწრებით და იყოს ჩვენთვის მარადიული დამრიგებელი. იგი ბავშვებსაც მოუსწორებს ცხოვრებისეულ ბილიკს. ღმერთმა მოგვიმზადა გზა, შესაბამისი ჩვენი ძალებისა და შესაძლებლობების.ბოს 96.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents