Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    საუკეთესო ადგილი დედამიწაზე

    აუცილებელია ბავშვებისათვის სახლი ვაქციოთ საუკეთესო ადგილად მთელს ქვეყანაზე, მასში ყველაზე მიმზიდველი კი დედის თანდასწრება უნდა გახდეს. ბავშვები - ეს მგრძნობიარე, მოსიყვარულე ბუნების არსებები არიან. მათი გახარება ადვილია და ასევე ადვილია მათი განაწყენება. რბილი მოპყრობით, სიტყვებით და საქმეებით, რომლებშიც მჟღავნდება სიყვარული, დედებს შეუძლიათ დაიპყრონ თავიანთი შვილების გულები.ბოს 13.2

    სისუფთავე, სიფაქიზე და წესრიგი წარმოადგენს საოჯახო საქმეების წარმატებით მართვის აუცილებელ პირობას. მაგრამ თუ დედა წესრიგის დამყარებას თავისი ცხოვრების მთავარ მოვალეობად აქცევს, თავს მთლიანად უძღვნის მყუდროების შექმნას და ვერ ასწრებს სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვების ფიზიკურ განვითარებას, მათ გონებრივ და ზნეობრივ აღზრდას, მაშინ იგი სავალალო შეცდომას ჩადის.ბოს 13.3

    ზედმეტი მორთულობის და ყოველივე მოჩვენებითის თავიდან აცილების მცდელობისას, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ უყურადღებონი და განურჩეველნი ჩვენი გარეგნობისადმი. ყოველივე, რაც დაკავშირებულია ჩვენს გარეგნობასთან და ჩვენს საცხოვრებელ ბინასთან, უნდა იყოს სუფთა და მიმზიდველი.ბოს 14.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents