Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    როგორი არ უნდა იყოს ქმარი

    რასაც თქვენ საჭიროებთ, ეს არის სიყვარული და მოთმინება და ნაკლებად - შეუპოვრობა, რათა განამტკიცოთ თქვენი პოზიცია სიტყვით და საქმით.

    ბევრ ოჯახში არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები, ზოგიერთები საჭიროებენ არა მარტო დედის ყურადღებასა და ბრძნულ დარიგებებს, არამედ მამის უფრო მკაცრ და ერთდროულად მეგობრულ გავლენას. მამებიდან ცოტანი თუ ანიჭებენ ამას სათანადო მნიშვნელობას. ისინი არად აგდებენ თავიანთ მოვალეობას და ამგვარად მძიმე ტვირთს დედას აკისრებენ, ამავე დროს თვლიან, რომ უფლება აქვთ გააკრიტიკონ და დაგმონ მისი მოქმედება მხოლოდ საკუთარ შეფასებებზე დაყრდნობით. დათრგუნული პასუხისმგებლობის გრძნობით და მუდმივი გაკიცხვით, უბედური ცოლი და დედა ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს და ინანიებს იმას, რაც უნებლიედ ან უცოდინრობით ჩაიდინა, მაშინაც კი, როდესაც მან გააკეთა ყველაზე საუკეთესო მოცემულ გარემოებებში. და მაშინაც კი, როდესაც მისი ძალისხმევა ღირსეულად უნდა იყოს შეფასებული და წახალისებული, მისთვის მწუხარებისა და გაკიცხვის ღრუბელი ჩამოწვება, რამდენადაც ქმარს, უგულებელყოფს რა თავის მოვალეობას, იმედი აქვს, რომ ცოლი საქმეს ორის ნაცვლად გაუმკლავდება.ბოს 66.1

    მრავალი მამაკაცი სათანადოდ არ აფასებს იმ საზრუნავს და სიძნელეს, რომელსაც ცოლი აწყდება, როდესაც მთელ დღეს, თითქოს პატიმრობაში მყოფი, საოჯახო საქმეთა გაუთავებელ მორევში ატარებს.ბოს 66.2

    ქმრები ხშირად უკმაყოფილონი ბრუნდებიან სახლში. თუ საჭმელი დროზე არ იქნება მიწოდებული, დაღლილი ცოლი, რომელიც ხშირად ითავსებს მნე ქალის, ძიძის, მზარეულისა და დამლაგებლის მოვალეობებს, ისმენს საყვედურებს. მომთხოვნმა ქმარმა შეიძლება გამოიჩინოს შეწყნარება, გატანჯული ცოლის ხელიდან აიყვანოს ბავშვი და მისცეს მას შესაძლებლობა სწრაფად დააპუროს ოჯახი; მაგრამ პატარა თუ მოუსვენრად იქცევა მამის ხელში, იგი არ თვლის თავის მოვალეობად მიხედოს მას, დააწყნაროს და დაამშვიდოს იგი. იგი არ უფიქრდება იმას, თუ რამდენის ატანა უხდება დედას პატარას ჭირვეულობის გამო და მოუთმენლად ეძახის: “ეი, დედა, აიყვანე შენი შვილი”. განა ეს ბავშვი მისიც არ არის? Áანა მოვალეობა არ აკისრებს მას მოთმინებით ატაროს ტვირთის ნაწილი და აღზარდოს საკუთარი შვილები?ბოს 67.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents