Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    სიყვარული და თანამშრომლობა

    სადაც ღვთის სული მეფობს, იქ არ იქნება საუბარი შეუთავსებლობაზე ცოლქმრულ ურთიერთობებში.

    ორნი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებისეული ინტერესები გააერთიანეს, სხვადასხვა ხასიათის მქონენი არიან. ქორწინების შემდეგ მათ მოუწევთ იმ მოვალეობების შესრულება, რომლებიც მათ ადრე არ ჰქონიათ.ბოს 23.1

    ბიბლია ამტკიცებს, რომ ოჯახის უფროსი არის ქმარი: “ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს”. მოცემული ბრძანება ამ სიტყვებით რომ მთავრდებოდეს, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ქალის მდგომარეობა არასახარბიელოა; შემდეგ ეს ბრძანება გვეუბნება: “როგორც უფალს”.ბოს 23.2

    ღმერთმა ადამიანს მისცა გონება და ქალის ინდივიდუალურობა არ შეიძლება შთანთქას მამაკაცის ინდივიდუალურობამ. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ იგი ბრმად და განუხრელად უნდა დაემორჩილოს ყველაფერს, რასაც ქმარი ეუბნება, როდესაც მან იცის, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მის სხეულსა და სულს. არის ის, ვინც განუზომლად მეტია, ვიდრე ქმარი. ქალს ევალება პატივი სცეს ქმარს. ქმარს, თავის მხრივ, უნდა უყვარდეს და უფრთხილდებოდეს თავის ცოლს. ჩვენ ვკითხულობთ: “ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ”.ბოს 23.3

    არც ცოლი და არც ქმარი არ უნდა ცდილობდეს იბატონოს. ორივე უნდა ცდილობდეს შეინარჩუნოს გულითადობის სული და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, არასოდეს აწყენინონ და არასოდეს ატკინონ გული ერთმანეთს.ბოს 23.4

    ნუ შეეცდებით აიძულოთ პარტნიორი ყველფერი ისე გააკეთოს, როგორც ეს თქვენ გსურთ და დაემორჩილოს თქვენს სურვილებს. ასეთი მოქცევით თქვენ ვერ შეძლებთ ერთმანეთისადმი სიყვარულის შენარჩუნებას. თვითნებობის გამოვლენა ანგრევს მშვიდობასა და ბედნიერებას ოჯახში. დაე, თქვენს ცოლქმრულ ცხოვრებაში ნუ იქნება უსასრულო კონფლიქტები. თუ განუსჯელად მოიქცევით, ორივე უბედური იქნებით. იყავით კეთილნი, მომთმენნი, თავშეკავებულნი და ყურადღებიანნი.ბოს 23.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents