Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ბავშვები - უბრალოდ ბავშვები

    ნუ მოეპყრობით თქვენს შვილებს მკაცრად, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი ბავშვობა და ის, რომ ისინი, უბრალოდ, ბავშვები არიან. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი უცბად გახდებიან სრულყოფილნი და ნუ მოსთხოვთ მათ, უფროსებივით მოიქცნენ. მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ თავიანთი ბავშვობის წლები, - რა ძლიერ სურდათ თანაგრძნობა და სიყვარული, რა უბედურნი იყვნენ, როდესაც უფროსები ბრაზმორეულნი კიცხავდნენ და სჯიდნენ მათ. მათ გულში უნდა აღადგინონ თავიანთი ბავშვური გრძნობები და უნდა ჩასწვდნენ ბავშვური აზროვნების დონეს, რათა გაიგონ ბავშვების მოთხოვნილებები.ბოს 52.1

    ბავშვები საჭიროებენ კეთილ, გამამხნევებელ სიტყვებს. რა ადვილია თქვა გულითადი, გულწრფელი სიტყვები, რომლებიც მზის სხივს აანთებს პატარების გულებში და მათ ყველა უბედურებას დაავიწყებს!ბოს 52.2

    მშობლებო, გიყვარდეთ თქვენი შვილები: გიყვარდეთ ისინი ჩვილი ყრმის ასაკში, გიყვარდეთ ისინი ბავშვობაში, გიყვარდეთ ისინი ახალგაზრდობაში. ნუ შეკრავთ კოპებს მათი თანდასწრებით, იყავით ყოველთვის მხიარულნი.ბოს 52.3