Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ერთიანი ფრონტი

    მშობლებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ, როგორც ერთმა მთლიანმა. მათ შორის არ შეიძლება იყოს არავითარი უთანხმოება. მაგრამ ბევრი მშობელი მოქმედებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და ამით ზიანს აყენებს შვილს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობელთაგან ერთი ძალზე შემწყნარებელია, მეორე კი - ძალზე მკაცრი. ეს სხვაობა უარყოფითად აისახება შვილების ხასიათის ფორმირებაზე. როდესაც გარდაქმნას ვაწარმოებთ, არ შეიძლება უხეში ძალის გამოყენება, მაგრამ ამავე დროს არ ღირს უნებისყოფო შემწყნარებლობის გამოჩენა.ბოს 113.1

    თუ მამა და დედა სხვადასხვა აზრისანი არიან და ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ერთმანეთის გავლენას, ასეთი ოჯახი დემორალიზებული იქნება და შვილები მამისა და დედისადმი პატივისცემას დაკარგავენ. ბავშვები უცებ ხვდებიან ყველაფერს, რაც ოჯახის წესებსა და კანონებს ჩრდილს აყენებს. Áანსაკუთრებით იმ წესებს, რომლებიც ზღუდავს მათ მოქმედებას.ბოს 113.2

    ზეგიერთი მოსიყვარულე დედა შვილებს ნებას აძლევს ჩაიდინონ ისეთი საქციელი, რომელსაც საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ადგილი. შვილების შეცდომები ზოგჯერ დამალულია მამისგან. აქ დაფარულია მოტყუების გაკვეთილი, რომელსაც ბავშვები წარმატებით სწავლობენ. თუ მამა სიმართლეს აღმოაჩენს, შეთქმულების მონაწილენი მიზეზებს პოულობენ და მხოლოდ სიმართლის ნაწილს ამბობენ. შვილებმა იციან, რომ მათ მშობლებს არა აქვთ თანხმობა და ტყუილის თქმას ადრეული წლებიდანვე იწყებენ, მალავენ თავაინთ დანაშაულს, მშობლებს ყველაფერს გაუკუღმართებულად წარმოუდგენენ. გაზვიადება იქცევა ჩვევად და უხეში ტყუილი სინდისის ქეჯნის გარეშე წარმოითქმება.ბოს 113.3

    ხდება ისეც, რომ მამა, რომელიც ნაკლებ დროს ატარებს შვილებთან და არ იცნობს მათი ხასიათისა და ჩვევების თავისებურებას, უხეში და მკაცრია. იგი ვერ მართავს საკუთარ თავს და გააფთრებული სჯის მათ. ბავშვმა იცის ამის შესახებ და იმის ნაცვლად, რომ დაემორჩილოს, ივსება რისხვით, როდესაც სასჯელს ღებულობს. დედა ერთ და იმავე დანაშაულს ხან უყურადღებოდ ტოვებს, ხან მკაცრად სჯის ამის გამო. ბავშვებმა არასოდეს იციან, რას მოიმოქმედებენ მშობლები და ცდუნებას განიცდიან გაარკვიონ, რამდენ ხანს შერჩებათ ეს ყველაფერი.ბოს 114.1

    რას ვხედავთ ბოლოს და ბოლოს? მამისა და დედის ხმის ტონი, მათი გამოხედვა, სიტყვები - ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ მათ არ აქვთ ერთობა ბავშვების აღზრდის საკითხებში. მამა კიცხავს დედას და აიძულებს შვილებს პატივი არ სცენ დედობრივ სიკეთესა და სიყვარულს. დედას ჰგონია, რომ მან უნდა გამოამჟღავნოს დიდი სიყვარული შვილებისადმი, შეასრულოს მათი სურვილები და გამოექომაგოს მათ, რამდენადაც თვლის, რომ მამა უხეში და თავშეუკავებელია და თავისი მოქმედებით მან უნდა გაანეიტრალოს მისი ნეგატიური გავლენა.ბოს 114.2

    თუ მშობლები ერთსულოვანნი არიან აღზრდის პრინციპებში, ბავშვი გაიგებს, რას მოითხოვენ მისგან. მაგრამ თუ მამა სიტყვით ან გამოხედვით აჩვენებს, რომ არ ამართლებს დედის მოქმედებას, თუ იგი ფიქრობს, რომ დედა ძალზე მკაცრია და თვლის, რომ სისასტიკეს ალერსი და შემწყნარებლობა უნდა დაუპირისპიროს, მაშინ ეს დამღუპველია ბავშვისათვის. მალე ის გაიგებს, რომ შეუძლია მოიქცეს, როგორც მას სურს.ბოს 114.3

    ოჯახი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. მამას და დედას მართებთ ერთობლივად განიხილონ თავიანთი მოვალეობები და მკაფიო გაგებით შეუდგნენ ამოცანის შესრულებას. საჭიროა ყველა შეუთანხმებლობის აღმოხვრა. მამამ და დედამ შვილების თანდასწრებით არასოდეს უნდა გააკრიტიკონ ერთმანეთის გეგმები და აზრი. თუ მშობლები არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ნუ დაიწყებენ ურთიერთობის გამორკვევას თავიანთი შვილების თანდასწრებით.ბოს 115.1

    მამებო და დედებო, გააერთიანეთ თქვენი გულები ყველაზე მჭიდრო და ბედნიერ კავშირში. ნუ იცხოვრებთ თქვენთქვენი ცხოვრებით, არამედ შეეცადეთ იყოთ ახლოს ერთმანეთთან და მაშინ თქვენ სიყვარულის ნაზი კავშირით შეძლებთ თქვენი შვილების გულების თქვენთან შეერთებას.ბოს 115.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents