Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    შატობრიანი

    ქორწინების ცნება, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია გაუკუღმართებული. წარმოდგენა მეუღლეების მოვალეობებზე შესუსტებულია და ცოლქმრული ურთიერთობის სიწმინდე შემცირებულად არის წარმოდგენილი. ასე მახინჯდება ღვთის მსგავსება ადამიანში და კარები იღება ტანჯვისა და ბოროტებისათვის.ბოს 120.1

    უზნეობა - ეს ახლანდელი საუკუნის განსაკუთრებული ცოდვაა. ჯერ არასოდეს წამოუწევია ცოდვას თავისი მახინჯი თავი ასე უტიფრად, როგორც ახლა. ადამიანები, როგორც ჩანს, გაოგნებულნი არიან და სიკეთის მოყვარულნი - თითქმის თავგზააბნეულნი ცოდვის შეუპოვრობით, ძალით და გაქანებით. ბევრი იმდენად დაშორდა ღმერთს, რომ მათი გონების წმიდა და ნათლისაკენ მობრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც არ შეიძლება აიძულო ნაიგარის ჩანჩქერის დინება უკან დაბრუნდეს და მისი წყლები ავიდეს მაღლა.ბოს 120.2

    ადამიანის გონება უცებ არ დეგრადირდება სიწმიდიდან უზნეობის, გარყვნილებისა და ბოროტმოქმედებისაკენ. საჭიროა დრო, რათა ადამიანს მიეცეს ღვთიური სახე და პირიქით, ის, ვინც ღმერთის მსგავსად არის შექმნილი, გახდეს სატანის მსგავსი. Ïოდესაც ვუცქერთ, ჩვენ ვიცვლებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შემოქმედის მსგავსად იყო შექმნილი, მას შეუძლია ისე გამოწვრთნას გონება, რომ ოდესღაც საძულველი სასიამოვნო გახდება მისთვის. მისი გონება დეგრადაციას განიცდის და შეუძლებელია მისი გადარჩენა მაშინ, როდესაც ადამიანი თვითონ აკეთებს ყველაფერს, რათა თავისი მორალური და გონებრივი ძალები ბოროტებას დაუმოჩილოს. ნებისმიერი ადამიანი, ახალგაზრდაა იგი თუ მოხუცებული, არ იქნება უსაფრთხოებაში, სანამ არ შეიგნებს ყოველ ნაბიჯზე რჩევისათვის ღმერთისადმი მიმართვის აუცილებლობას.ბოს 120.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents