Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    რა ვიკითხოთ

    ბავშვის მგრძნობიარე, განვითარებად გონებას ცოდნა სწყურია. სხეულის მსგავსად, გონება ძალას იმ საზრდოდან იკრებს, რომელსაც იღებს. ბევრ ახალგაზრდას გატაცებით უყვარს წიგნები. ისინი კითხულობენ ყველაფერს, რაც კი ხელთ ჩაუვარდებათ. მე მოვუწოდებ ასეთი ბავშვების მშობლებს გააკონტროლონ მათი კითხვისადმი მიდრეკილება. დაუდეთ მაგიდაზე წიგნები, რომლებიც მათ ხასიათის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. წაახალისეთ ბავშვები აღიჭურვონ სასარგებლო ცოდნით და ნება მისცენ ყოველივე კარგს აღავსოს მათი გულები. შეაკავეთ მათი სურვილი იკითხონ ისეთი წიგნები, რომლებიც მავნე საკვებია გონებისათვის.ბოს 139.2

    წუთისოფელი სავსეა წიგნებით, რომელთა განადგურება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე გავრცელება. ახალგაზრდობისათვის უკეთესი იქნებოდა არ წაეკითხა მრავალი წიგნი, რომელიც კომერციული მიზნით გამოიცემა და ვრცელდება.ბოს 139.3

    წიგნები, რომლებიც ამახინჯებს სიმართლეს, არასოდეს უნდა მოხვდეს ბავშვების და ახალგაზრდობის ხელში. დაე, ბავშვებმა არ შეიძინონ აღზრდის პროცესში მცდარი წარმოდგენები.ბოს 139.4

    როდესაც აწყდებიან ბეჭვდითი მასალის უზარმაზარ ნაკადს, პერიოდულ პრესას, მოხუცები და ახალგაზრდები იძენენ ნაჩქარევად და ზედაპირულად კითხვის ჩვევას და გონება კარგავს დალაგებულად და მიზანმიმართულად აზროვნების უნარს. გარდა ამისა, პერიოდული გამოცემებისა და წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი არა მარტო ბანალურ, ფუჭსა და გამრყვნელ, არამედ უხამსსა და დამამცირებელ მასალასაც შეიცავს. ასეთი ლიტერატურის გავლენა არა მარტო ათრობს და არღვევს გონებას, არამედ ხრწნის და ღუპავს სულს. სასიყვარულო ისტორიების კითხვა ადამიანს შესაძლებლობას ართმევს ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხებზე. ის, ვისაც უყვარს უშინაარსო, ამაფორიაქებელი ამბების კითხვა, ზოგჯერ კარგავს უნარს შეასრულოს თავისი ყოველდღიური მოვალეობები, იმდენად, რამდენადაც არარეალურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს.ბოს 140.1

    ბავშვები შესაფერის საკითხავს საჭიროებენ, რომელიც მათთვის სიამოვნება და გართობა იქნებოდა, მათ გონებას არ დააზიანებდა და სხეულს არ დაღლიდა. ბავშვები და ახალგაზრდები იპოვიან, რა იკითხონ და თუ არ შევარჩევთ მათთვის წიგნებს, ისინი თვითონ გააკეთებენ არჩევანს. არ არის რთული ისეთი წიგნების პოვნა, რომლებიც გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანის სულზე და ბავშვებს მომენტალურად იტაცებს ეს წიგნები. Ðაჭიროა გონების დისციპლინირება და მასში ყოველივე ჯანსაღისა და სასარგებლოსადმი გემოვნების დაუღალავად დანერგვა. მშობლებმა დროულად უნდა გააცნონ შვილებს წმ. წერილი, რათა მათში აზროვნების სისწორე განავითარონ.ბოს 140.2

    ძალა არ დაზოგოთ გამოკვლევის სასარგებლო ჩვევის დასანერგად. თუ თქვენ დაბნეული ხართ, ისწავლეთ გონების მოკრეფა. თუ არ გაქვთ სურვილი დაძაბოთ გონება, უნდა გამოიჩინოთ გადამჭრელი ძალისხმევა, რათა დაძლიოთ საკუთარი თავი. აუცილებელია მკაცრი წესების გამოყენება, რათა გონება სწორი მიმართულებით წარიმართოს.ბოს 140.3

    იშვითად თუ შეხვდებით გაწონასწორებულ გონებას, იმიტომ, რომ მშობლები დანაშაულებრივ დაუდევრობას იჩენენ თავისი მოვალეობის მიმართ წაახალისონ ხასიათის კეთილ თვისებათა განვითარება და შეაკავონ ბრიყვული თვისებები. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ დაკისრებული აქვთ მნიშვნელოვანი მოვალეობა - თვალყური ადევნონ თავისი ყოველი შვილის მიდრეკილებათა განვითარებას, დანერგონ მათში კარგი ჩვევები და ჩამოუყალიბონ მათ სწორი აზროვნება. წაახალისეთ ზნეობრიობა და განავითარეთ ინტელექტუალური ძალები.ბოს 141.1

    რას უყურებენ, კითხულობენ და უსმენენ ბავშვები თვქენს სახლში?ბოს 141.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents