Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დაუთმეთ ყურადღება თქვენს შვილებს

    მშობლებმა არ უნდა დაუშვან, რომ სამუშაოსთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, გადაუდებელმა საქმეებმა, წესჩვეულებებმა, ჩვევებმა და მოდის მიდევნამ წაართვას მათ საშუალება სათანადო ყურადღებით მოეპყრონ თავიანთ პატარა შვილებს, რაც შემდგომში, როდესაც ისინი წამოიზრდებიან, შეუძლებელს გახდიდა მათ სწორად აღზრდას.ბოს 43.2

    მსოფლიოში ბოროტების არნახული თარეშის მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მშობლები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - მოთმინებითა და კეთილგანწყობით როგორ ასწავლონ თავიანთ შვილებს უფლის გზებით სიარული.ბოს 43.3

    ადამიანისათვის უხილავი რომ ნათელი გამხდარიყო, დავინახავდით, რომ ჭეშმარიტ გზას აცდენილი ბავშვი მოკლებული იყო კეთილ გავლენას მშობლების დაუდევრობის გამო. არავითარმა საქმემ, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს იგი, ხელი არ უნდა შეგიშალოთ ასწავლოთ ბავშვებს.ბოს 44.1

    როგორ ჯილდოს მოიმკით თქვენი ძალისხმევისათვის? თქვენ დაინახავთ, რომ ბავშვები თქვენს მხარეზე არიან, რომ ისინი მზად არიან მხარი დაგიჭირონ და ითანამშრომლონ თქვენთან იმ მიმართულებებით, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ.ბოს 44.2

    მშობლებმა შეძლებისდაგვარად მეტი დრო უნდა გაატარონ სახლში. ისინი ვალდებულნი არიან დარიგებებისა და მაგალითების საშუალებით ასწავლონ თავიანთ შვილებს იყვნენ გონიერნი, თანაზიარნი, მოსიყვარულენი. მათში შრომისმოყვარეობის, მომჭირნეობის, თავგანწირვის აღზრდით და ოჯახში თანადგომის გაწევით მშობლები შეძლებენ მათთვის მრავალი ხიფათისაგან უსაფრთხო და სასურველი თავშესაფრის მიცემას.ბოს 44.3

    დედას თითქმის განუწყვეტელი ურთიერთობა აქვს შვილებთან, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. იგი ყოველთვის მათი დამრიგებელი და მეგობარი უნდა იყოს, შვილები სისუფთავესა და წესრიგს უნდა მიაჩვიოს, რათა მათ სწორი ჩვევები და გემოვნება ჩამოუყალიბოს; უნდა აღზარდოს ისინი შრომისმოყვარენი, რათა ჰქონდეთ უნარი დაეყრდნონ საკუთარ ძალებს და შეეძლოთ სარგებლობა მოუტანონ სხვებს, რომ მათ იცხოვრონ, მოიქცნენ და იშრომონ ისე, თითქოს ყოველთვის ღმერთის თვალწინ იმყოფებიან.ბოს 44.4

    ბიბლიური წესები მოცემულია იმისათვის, რომ ამ წესებით ყველამ იხელმძღვანელოს - მშობლებმაც და შვილებმაც. ღმერთის მითითებები ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. გადაშალეთ ღვთის სიტყვა და გულწრფელად იკითხეთ: “რას ამბობს ღმერთი?”ბოს 44.5

    მშობლებს დაკისრებული აქვთ პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ ნაცვლად სხვა ვერავინ აიღებს თავის თავზე. სანამ ისინი ცოცხლები არიან, ისინი პასუხს აგებენ ღმერთის წინაშე ღვთის გზების შენახვაზე. მამები და დედები პასუხისმგებელნი არიან თავისი შვილების ჯანმრთელობაზე და მათი ფიზიკური და ზნეობრივი თვისებების ჰარმონიულ განვითარებაზე. ამ საქმით არ უნდა იყოს დაკავებული სხვა ვინმე. მშობლები, რომლებიც ღვთის სიტყვას თავის მეგზურად აქცევენ და ესმით, თუ რაოდენ ძლიერადაა დამოკიდებული მათზე მათი შვილების ხასიათის ფორმირება, მისცემენ მაგალითს, რომელსაც მათი შვილები შეძლებენ განუხრელად მისდიონ.ბოს 45.1

    რა სამწუხაროა, რომ მრავალი მამა და დედა უარს ამბობს ღმერთის მიერ მათთვის შვილებთან დაკავშირებით დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე და სურთ, რომ მათ ნაცვლად სხვა ადამიანებმა ზიდონ იგი! მათ სურთ, რომ სხვებმა იშრომონ მათი შვილებისათვის და გაათავისუფლონ ისინი ყოველგვარი ტვირთისაგან ამ საქმეში. ბევრმა, ვინც ხშირად ცრემლებამდეა დანაღვლიანებული თავისი შვილების ურჩობის გამო, მხოლოდ თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს ამაში.ბოს 45.2

    რა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი: მოვიპოვო მატერიალური კეთილდღეობა თუ დავეხმარო ჩემს შვილებს ხასიათის ფორმირებაში?ბოს 45.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents