Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    სოლომონი

    მეტყველება - ეს ჩვენთვის მონდობილი ნიჭია და იგი იმისათვის უნდა გამოვიყენოთ, რომ დავეხმაროთ ახლობლებს, გავამხნევოთ და განვამტკიცოთ ისინი. ანგელოზებს ესმით სიტყვები, რომლებიც წარმოითქმება სახლში. ამიტომ არასოდეს ილანძღოთ.ბოს 148.1

    წარმოთქვით კეთილი სიტყვები, გამოამჟღავნეთ გულწრფელი თანაგრძნობა და სიყვარული; მაგრამ, ამავე დროს, მტკიცენი და უდრეკნი იყავით თქვენს პრინციპებში. თუ თქვენ მტკიცენი ხართ თქვენს შვილებთან, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ თქვენ არ გიყვართ ისინი. სამართლიანობა და გულმოწყალება მხარდამხარ უნდა მიდიოდნენ და არ უნდა იყოს არავითარი ყოყმანი და ქცევების იმპულსურობა.ბოს 148.2

    მეტყველება, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სუფთა, კეთილი და მართალი. ოჯახი საუკეთესო სკოლაა ასეთი ენის შესწავლისათვის.ბოს 148.3

    კეთილი სიტყვები - ეს არის ნამი და ნაზი წვიმა სულისათვის. წმ. წერილი მოგვითხრობს, რომ ქრისტეს ბაგეები მადლს აფრქვევდა, რომ მან იცოდა საჭირო სიტყვების თქმა მისთვის, ვინც დაქანცული იყო. უფალი ჩვენც მოგვიწოდებს: “თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს” (კოლ.4:6). უკმეხი და ბრაზიანი სიტყვები ღმერთის თვალში ღვთისგმობის ნაირსახეობაა: ღმერთი ამბობს: “სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია” (იგავ.18:21).ბოს 148.4

    აუცილებელია ოჯახის წევრებს ვასწავლოთ მეტყველების კულტურა და რიტორიკა. მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს ილაპარაკონ იმდენად ნათლად, რომ მსმენელებმა შეძლონ მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის გაგება. შეინარჩუნეთ მეტყველების სისუფთავე. გამოიმუშავეთ ნაზი და დამაჯერებელი და არა უხეში და მბრძანებლური ხმის კილო. აღზარდეთ ბავშვებში სწორი მეტყველების ჩვევა, რადგანაც, როდესაც ისინი გამოცდას წააწყდებიან, უნებურად არ წამოსცდეთ უკმეხი სიტყვები.ბოს 149.1

    ოჯახში, სადაც უხეში, ფიცხი, სალანძღავი სიტყვები წარმოითქმება, ხშირად ტირიან ბავშვები და მათ ნაზ ფსიქიკას უბედურებისა და უთანხმოების კვალი ატყვია. შეეცადეთ ხშირად გაიღიმოთ და ბავშვების გონება და გულები, როგორც სარკე, აირეკლავს თქვენი სახეების ნათელს.ბოს 149.2

    არ დაუშვათ, რომ ოჯახში უსიამოვნება და უთანხმოება წარმოიშვას. ისაუბრეთ ნაზი ტონით. არასოდეს აუწიოთ ხმას და არ ისაუბროთ უხეშად. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი აარიდეთ შარს. ჩვენ უნდა მოვთოკოთ სიფიცხე და ვაკონტროლოთ საკუთარი მეტყველება.ბოს 149.3

    მრისხანედ საუბრის ჩვევის გამო ჩნდება მტრობის გრძნობა და ოჯახს ტოვებს ბედნიერება. ოჯახის წევრები კარგავენ პატივისცემას იმის მიმართ, ვინც მსგავსად ლაპარაკობს; მას რომ თავისი გრძნობები შეეკავებინა, იგი ყველას ნდობისა და კეთილი განწყობის მოპოვებას შეძლებდა.ბოს 149.4

    ერთის ფიცხი კილო აქეზებს მეორეს უპასუხოს იგივე ყაიდაზე. უხეში და საწყენი სიტყვები ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს, იმიტომ, რომ ყველა ეს მწარე სიტყვა კვლავ და კვლავ ამოტივტივდება გონებაში და წამლავს სულს.ბოს 149.5

    ნუ მიეჩვევით იყოთ ვულგარულნი ქცევებში, აზრებში და სიტყვებში. უხეში გამოთქმები, უხამსი ხუმრობები, უზრდელობა თქვენს მეორე ბუნებად იქცევა. ოჯახი ძალზედ წმიდაა, რომ იგი ურთიერთდადანაშაულებით და უსიამოვნებებით შეურაცხვყოთ. ოჯახში არ უნდა არსებობდეს კრიტიკის და გადაკიდების სული. თავი დაანებეთ ნაკლის ძებნას და მოუფიქრებელ, ფიცხ საუბარს.ბოს 149.6

    თავი აარიდეთ უაზრო საუბარს თქვენს სახლში. ყველაზე პატარა ბავშვებიც კი ღებულობენ სარგებელს “საღი აზროვნებისაგან”. მაგრამ ფუჭი და უაზრო სიტყვები, რომლებსაც ერთმანეთს დედმამა ეუბნება, იგივე საუბარს წარმოშობს მათ შვილებში, მაშინ, როდესაც სამართლიანი, წრფელი, ალალმართალი და სერიოზული სიტყვები, ატაცებული მთელი ოჯახის მიერ, მოიტანს მართალი საქმეების ნაყოფს.ბოს 150.1

    კარგი იქნებოდა ყოველ ადამიანს თავის ოჯახში გულითადად საუბრის პირობა დაედო და ნება დაერთო სიყვარულის კანონს ემართა მისი მეტყველება. მშობლებო, არასოდეს იჩქაროთ საყვედურის თქმა! თუ თქვენი შვილები ცდებიან, შეუსწორეთ მათ, მაგრამ, დაე, თქვენი სიტყვები სავსე იყოს სინაზითა და სიყვარულით. ყოველთვის, როდესაც თქვენ ილანძღებით, თქვენ კარგავთ ძვირფას შესაძლებლობას მისცეთ მოთმინებისა და თავდაჭერილობის გაკვეთილი. დაე, სიყვარული გამოძრავებდეთ, როდესაც შეცდომებს ასწორებთ.ბოს 150.2

    გაიხსენეთ, რომ თვითონ ხართ განმცდელი და არ გიყვართ, როდესაც გადანაშაულებენ; დაფიქრდით და გაიგეთ, რომ შვილები თქვენ გგვანან. თუ თქვენ ვერ იტანთ დასჯასა და ბრალის დადებას, ეს ასევე არ მოეწონება თქვენს შვილებს, რომლებიც თქვენზე სუსტები არიან და არ შეუძლიათ ძალზე ბევრი გულისტკივილის ატანა.ბოს 150.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents