Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მოციქული პავლე

    ღმერთმა ადამიანებს მისცა თვალები, რათა მათ შეძლონ მისი საოცარი საქმეების ხილვა. მან მისცა მათ ყურები, რათა მათ შეძლონ უწყების მოსმენა მასზე. მან მისცა ადამიანებს მეტყველების ნიჭი, რათა მათ შეძლონ ისაუბრონ ქრისტეზე, როგორც ცოდვის მიმტევებელ მაცხოვარზე.ბოს 136.1

    მოციქული პეტრე ცდილობდა მორწმუნეთათვის ესწავლებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი გონების დაცვა აკრძალული თემებისა და არაარსებით საკითხებზე გონებრივი ძალების ხარჯვისაგან. ადამიანებმა, რომლებსაც არ სურთ გახდნენ ბოროტი ძალების მსხვერპლი, ყურადღებით უნდა დაიცვან თავიანთი სულის მისადგომები; მათ მართებთ თავი აარიდონ იმის კითხვას, ყურებას და მოსმენას, რასაც უგუნური აზრების გმოწვევა შეუძლია. არ შეიძლება ჩვენი აზრების უკონტროლოდ მიმართვა ყველა იმ თემაზე, რომლის შემოთავაზებაც შეუძლია ადამიანთა მტერს. გული სანდოდ უნდა იყოს დაცული, სხვაგვარად გარეშე ბოროტება უნებლიეთ წარმოშობს ბოროტებას მასში და ადამიანი ბნელში იხეტიალებს.ბოს 136.2

    ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმის შესახებ, რომ უხილავი შუამავლები, ბოროტნი და კეთილნი, შრომობენ იმისათვის, რომ მოიპოვონ კონტროლი ჩვენს გონებაზე. ისინი გამოიყენებენ უხილავ, მაგრამ ქმედით ძალას. კეთილი ანგელოზები - ეს მომსახურე სულები არიან, რომლებიც ზეციურ გავლენას ახდენენ გულსა და გონებაზე, მაშინ, როდესაც სულის უდიდესი მტერი, სატანა და მისი ანგელოზები მუდმივად შრომობენ ჩვენს დასაღუპად. როდესაც ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ უხილავ, ძნელად გასარჩევ მტერთა თავდასხმას, ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ: მათ არ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ ჩვენი თანხმობის გარეშე. სატანა ვერასოდეს შეძლებს მოიპოვოს ბატონობა ჩვენს აზრებზე, სიტყვებსა და საქმეებზე, თუ ჩვენ თვითონ არ გავაღებთ კარებს და არ მოვიწვევთ მას.ბოს 137.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents