Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მემკვიდრეობა

    მშობლების ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა მათ შთამომავლობას გადაეცემა. ამას არ ეთმობა სათანადო ყურადღება. თუ მშობლებს აქვთ ჩვევები, რომლებიც ჯანმრთელობის წესებს ეწინააღმდეგება, მაშინ ზიანი, რომელსაც ისინი თავიანთ ორგანიზმს აყენებენ, მომავალ თაობაზე აისახება. ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობლებზე. მათი ცხოვრება განსაზღვრავს, მათი შვილები კურთხევა იქნებიან თუ წყევლა.ბოს 37.2

    რაც უფრო კეთილშობილურია მისწრაფებები, რაც უფრო მაღალია გონებრივი და სულიერი შესაძლებლობები და რაც უფრო უკეთესია მშობლების ფიზიკური განვითარება, მით უფრო მდი დარი იქნება ცხოვრებისეული მარაგი, რომელსაც ისინი თავიანთ ბავშვებს გადასცემენ. როდესაც სრულყოფენ ყოველივე კარგს, რაც მათ გააჩნიათ, მშობლები გავლენას ახდენენ საზოგადოების ფორმირებაზე და მომავალი თაობების პროგრესზე. მშობლებმა უნდა აღმართონ ზღუდეები, რათა თავიანთი შვილები დაიცვან ამ საუკუნის ვნებიანი მიდრეკილებებისაგან, რომლებიც ანგრევს ათასობით ადამიანის ფიზიკურ და ზნეობრივ ჯანმრთელობას. თუ ამჟამად ჩადენილი მრავალი დანაშაულის ჭეშმარიტ მიზეზს გამოვავლენთ, აღმოჩნდება, რომ იგი დაფარულია დედებისა და მამების უმეცრებაში, რომლებიც მიუტევებელ გულგრილობას ამჟღავნებენ.ბოს 37.3

    მშობლებს, რომლებიც შვილებს არ აძლევენ სათანადო აღზრდას როგორც სიტყვით, ასევე თავიანთი მაგალითით, ღმერთის წინაშე მოუწევთ პასუხის გაცემა შედეგების გამო.ბოს 38.1

    ეს შედეგები აისახება არა მარტო მათ შვილებზე. ისინი თაობიდან თაობას გადაეცემა. მსგავსად იმისა, როგორც მინდორში დატოვებული ნარშავას ერთი ბუჩქი იზრდება, ასევე თქვენი დაუდევრობის შედეგები დამღუპველად დაეტყობა ყველას, ვინც მისი გავლენის სფეროში აღმოჩნდება.ბოს 38.2