Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ღმერთის თანდასწრება ოჯახში

    შემწყნარებლობისა და სიყვარულის გარეშე ვერც ერთი მიწიერი ძალა ვერ დააკავებს ცოლსა და ქმარს ერთობის კავშირში. თქვენი ურთიერთობები ქორწინებაში უნდა იყოს ახლო და ნაზი, ამაღლებული და თქვენს ცხოვრებას სულიერი ძალით უნდა აღავსებდეს, რათა შეძლოთ ერთმანეთისათვის იყოთ ყველაფერი, როგორც ამას წმ. წერილი მოითხოვს. როდესაც თქვენ მიაღწევთ იმ მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის უფალს სურს, თქვენ იგრძნობთ, თითქოს ზეცაზე აღმოჩნდით და იხილავთ ღმერთის თანდასწრებას თქვენს ცხოვრებაში.ბოს 20.5

    ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ იდეალს, რომელიც მათთვის წინასწარ დასახა ღმერთმა, თუ მას თავიანთ დამხმარედ აქცევენ. რაც არ ძალუძს ადამიანურ სიბრძნეს, იმას ღმერთის მადლი აღასრულებს მათთვის, ვინც სიყვარულით მიენდობა მას. ღმერთის განგებას ძალუძს შეაერთოს გულები ზეციური წარმოშობის კავშირით. ზეციური დაზგა საფუძველს უფრო ნაზად და ამასთანავე უფრო მჭიდროდ ქსოვს, ვიდრე მიწიერი დაზგები, როდესაც ქმნიან ტილოს, რომელიც უძლებს ყოველგვარ გამოცდას და უბედურებას. გულები შეერთებული იქნება სიყვარულის ოქროს კავშირით, რომელსაც არ გააჩნია დასასრული.ბოს 21.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents