Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ზრუნვა ჩვილ ბავშვზე

    რაც უფრო მშვიდი და უბრალო იქნება ბავშვის ცხოვრება, მით უფრო სასიკეთოდ აისახება ეს მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. დედა ყოველთვის უნდა ცდილობდეს იყოს მშვიდი, ჩუმი და მომთმენი. არასწორი მოქცევა ჩვილ ბავშვებთან ძალზე დამღუპველია მათთვის. როდესაც ისინი ჭირვეულობენ, როგორც წესი, იწყებენ მათ ჭმევას, რათა დააწყნარონ. ასე ბავშვები უკვე აკვნიდან ეჩვევიან იმას, რომ ისინი ცხოვრობენ, რათა ჭამონ. ხშირად დედა აწყობს გეგმებს, განზრახული აქვს შეასრულოს ესა თუ ის საქმე დღის განმავლობაში და როდესაც იძულებულია ყურადღება ბავშვებზე გადაიტანოს, ნაცვლად იმისა, რომ დაამშვიდოს და გაართოს ისინი, აძლევს მათ რაიმე საჭმელს, ცდილობს ასეთი გზით დააწყნაროს ისინი და გარკვეული დროით აღწევს კიდეც თავის მიზანს, მაგრამ, მთლიანობაში, ართულებს მდგომარეობას. ბავშვების კუჭები ივსება საჭმლით მაშინ, როდესაც ისინი სრულებით არ საჭიროებენ ამას. ყველაფერი, რაც საჭირო იყო მოცემულ შემთხვევაში, - ეს არის ცოტაოდენი დედობრივი ყურადღება.ბოს 89.3

    პატარებისათვის ტანსაცმლის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოხერხებულობას, კომფორტსა და ჯანმრთელობას, ვიდრე მოდას და აღტაცების გამოწვევის სურვილს. ბავშვები საჭიროებენ სითბოს, მაგრამ სერიოზული შეცდომა, რომელსაც ასე ხშირად ჩადიან, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ჰყავთ ძალიან გამთბარ ოთახებში, რითაც მათ მნიშვნელოვანწილად აკლებენ სუფთა ჰაერს.ბოს 90.1

    ბავშვები უნდა დავიცვათ ყოველგვარი გავლენისაგან, რომელსაც შეუძლია დაასუსტოს მისი ორგანიზმი და ზიანი მოუტანოს მას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ მის ირგვლივ ყველაფერი სასიამოვნო და სუფთა იყოს. შეიძლება გაჩნდეს აუცილებლობა პატარები დავიცვათ მოულოდნელი ან ძალზე მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობისგან, მაგრამ ასევე საჭიროა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ძილის ან ფხიზლობის დროს, დღისით ან ღამით, მათ ისუნთქონ სუფთა, ორგანიზმის გამაკაჟებელი ჰაერით.ბოს 90.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents