Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჭეშმარიტი სივაჟკაცე

    მამა არ უნდა იყოს, როგორც ბავშვი, მოძრავი მხოლოდ გრძნობებით. “როცა ბავშვი ვიყავი, - ამბობს პავლე მოციქული, - ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე” (1კორ.13:11). მამა უნდა აცნობიერებდეს თავს ოჯახის უფროსის როლში, უნდა ისწრაფოდეს ჰქონდეს მტკიცე ხასიათი, შეეძლოს თავისი თავის მართვა. მისი ქცევა ოჯახურ ცხოვრებაში ზნეობრივი პრინციპებით უნდა იყოს მოწესრიგებული. მისთვის აუცილებელია თავის თავში შრომისმოყვარეობის აღზრდა. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ძალუძს, რათა შეინახოს ოჯახი. ეს გამოიწვევს მისი ცოლის პატივისცემას მისადმი.ბოს 61.2

    მამაკაცი არ ამტკიცებს თავის ვაჟკაცობას იმით, რომ გამუდმებით იცავს თავის, როგორც ოჯახის უფროსის, პოზიციას. პატივისცემა მისადმი არ გაიზრდება, თუ ის გამუდმებით მოიყვანს ციტატებს ბიბლიიდან, რათა დაიჩემოს ავტორიტეტი. იგი არ გახდება უფრო ვაჟკაცური, თუ თავის ცოლს, თავისი შვილების დედას, მოსთხოვს იმოქმედოს მისი გეგმების თანახმად, თითქოს ისინი უტყუარია. უფალმა დააყენა ქმარი ცოლის თავად, რათა იგი იყოს მისი დამცველი. მაგრამ ღმერთი თავის ავტორიტეტს სიბრძნესა და სიკეთეში ამჟღავნებს. ქმარმაც ასევე უნდა გაამჟღავნოს თავისი ძალაუფლება.ბოს 61.3