Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    საპატიო საქმე

    ბევრ ოჯახში ცოლს არ აქვს დრო იმისათვის, რომ წაიკითხოს, მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია, იქონიოს ურთიერთობა ქმართან და თვალყური ადევნოს ბავშვების განვითარებას. მის ძალღონეს, დროს, ინტერესებს თანდათანობით შთანთქავს მძიმე საოჯახო საქმეები. ძალიან გვიან ამჩნევს, რომ იგი უცხო ხდება თავის სახლში. ძვირფასი შესაძლებლობები, ოდესღაც მინიჭებული მისთვის, რათა გავლენა მოეხდინა ძვირფას ადამიანებზე და მათი ცხოვრება უფრო დიდებული გაეხადა, გამოუყენებელი და სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდა.ბოს 14.3

    დაე, ოჯახის კერის სითბოს მცველებმა მიიღონ გადაწყვეტილება - მისდიონ უფრო ბრძნულ გეგმას. დაე, ეს იყოს თქვენი მთავარი მიზანი - აქციოთ თქვენი სახლი სასიამოვნო ადგილად. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ შრომას და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.ბოს 15.1

    ყოველგვარ საქმეს, რომლის გაკეთებაც ჩვენ გვიწევს, - ჭურჭლის რეცხვა იქნება ეს, ავადმყოფის მოვლა, საჭმლის მომზადება თუ სარეცხის რეცხვა, - აქვს მორალური აზრი. თქვენი აზრით უბრალო საქმეც კი, ვიღაცამ უნდა გააკეთოს და ის, ვინც ასრულებს მას, უნდა თვლიდეს, რომ იგი აუცილებელი და საპატიოა.ბოს 15.2

    რა შემიძლია გავაკეთო მე, რათა ჩემი სახლი იქცეს მიმზიდველ და სასიამოვნო ადგილად?ბოს 15.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents