Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    საზრდო სულისათვის

    არის ღრმა შეწუხების მიზეზი იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც საცდურს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან. მათ არ შეუძლიათ თავი აარიდონ ცუდ წრეს. ისინი ხედავენ, ესმით და განიცდიან იმას, რაც მათ დემორალიზაციას ახდენს და ეს გავლენა, თუ საგულდაგულოდ არ დავიცავთ მათ, შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ განუხრელად გარყვნის გულს და დაამახინჯებს ხასიათს.ბოს 137.2

    გონებას აჩვევენ კეთილგანწყობით მოეპყროს ცოდვას. Æანამედროვე პერიოდული გამოცემები სულმდაბლობასა და საძაგლობას ნერგავს. “ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, - იტყვით თქვენ, - და ვერ გავექცევით მას”. მაგრამ, ძვირფასო მშობლებო, მაინც შეგვიძლია ავირჩიოთ კეთილი გზა და თუ მოვისურვებთ, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მრავალი ხინჯის ხილვა, რომლებიც ასე სწრაფად მრავლდება ამ ბოლო ჟამს. ჩვენ შეგვიძლია არ მოვისმინოთ ამბები მრავალ ბოროტმოქმედებასა და დანაშაულზე.ბოს 138.1

    თანამედროვე პოპულარული გამოცემები სავსეა სენსაციური ისტორიებით. რაც შეეხება დანაშაულს, პატარა ბავშვები ამჟღავნებენ უფროსების ღირს ცოდნას. ისტორიები, რომლებსაც ისინი კითხულობენ, ბოროტებისაკენ უბიძგებს მათ. თავიანთ გონებაში ისინი იმეორებენ იმ საქციელს, რომლის შესახებაც წაიკითხეს და მათში იღვიძებს სურვილი ჩაიდინონ დანაშაული და გაექცნენ სასჯელს.ბოს 138.2

    მგრძნობიარე ბავშვების გონებაში სცენები, დანახული მათ მიერ, იღვიძებს, როგორც ცხადში. როდესაც დაწვრილებით არის აღწერილი კანონის დამრღვევი და ყველაფრის ნების დამრთველი ყველა მოქმედება, მრავალი ითვისებს მსგავსი ისტორიების სულსიკვეთებას. ადამიანს, თუ მას ეძლევა საშუალება, შეუძლია ჩაიდინოს უარესი დანაშაული, ვიდრე ის, რომელიც აღწერილია ამ სენსაციებს დახარბებული ავტორების მიერ. საზოგადოება დემორალიზების გზას ადგას და არ არის გასაკვირი, რომ ამას მოაქვს თავის ნაყოფი - დანაშაული.ბოს 138.3

    ჩაუფიქრდით იმას, რასაც ბიბლია ამბობს ფსალ.100:3-7-ში: “თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დანაშაულებრივიბოს 138.4

    საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. მრუდე გული შორს იყოს ჩემგან. ბოროტს არ მინდა ვცნობდე. თავისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან. თვალს დავიჭერ მართლებზე ქვეყნისა, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარებოდა, ის მემსახურებოდა მე. ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ”.ბოს 139.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents