Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    როდესაც ერთმანეთს ეხმარებით

    მხოლოდ მაშინ, როდესაც შეთანხმებულად შრომობენ, მამას და დედას შეუძლიათ შეასრულონ სამუშაო, რომელიც მათ ღმერთმა დააკისრა.

    არ შეიძლება ბავშვებისადმი მამის მოვალეობების დედაზე გადატანა. თუ დედა კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს, ეს მისთვის საკმარისი იქნება. მხოლოდ მაშინ, როდესაც შეთანხმებულად შრომობენ, მამას და დედას შეუძლიათ შეასრულონ სამუშაო, რომელიც მათ ღმერთმა დააკისრა.ბოს 62.1

    მამაკაცმა თავი არ უნდა აარიდოს ცხოვრებისა და მარადისობისათვის თავისი შვილების აღზრდაში მონაწილეობას. იგი ვალდებულია გაინაწილოს ეს პასუხისმგებლობა. მოვალეობები გააჩნია დედასაც და მამასაც. მშობლებს პატივისცემის და სიყვარულის გამჟღავნება მართებთ ერთმანეთის მიმართ, თუ მათ სურთ, რომ ეს თვისებები მათ შვილებში განვითარდეს.ბოს 62.2

    გამამხნევებელი გამოხედვით და ალერსიანი სიტყვით ქმარმა გული უნდა გაუმაგროს და მხარი უნდა დაუჭიროს ცოლს მის შრომასა და საზრუნავში. შეეცადეთ დაეხმაროთ ცოლს იმ კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა. ფრთხილნი იყავით სიტყვების შერჩევისას, გამოიმუშავეთ კარგი მანერები, თავაზიანობა, სიკეთე და დროთა განმავლობაში თქვენ დაჯილდოვებულნი იქნებით.ბოს 62.3

    არ დაუშვათ, რომ სამსახურებრივმა უსიამოვნებებმა დაამწუხროს თქვენი ოჯახური ცხოვრება. რითაც არ უნდა იყოს დაკავებული მამა და როგორიც არ უნდა იყოს სიძნელეები, დაკავშირებული მის სამსახურთან, სახლში იგი პირმოცინარე უნდა მოვიდეს, ისაუბროს იმავე სასიამოვნო ხმით, რომლითაც იგი მთელი დღის განმავლობაში ესალმებოდა გარეშე პირებს. კარგია, თუ ცოლმა იცის, რომ მას შეუძლია ქმრის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი ალერსიანი დამოკიდებულება მას ძალას შემატებს.ბოს 63.1

    მეუღლეები მზრუნველობით უნდა ემსახურებოდნენ ერთმანეთს. არსებობს ტენდენცია, რომ ქმარს თავისუფლად შეუძლია წავიდეს და მოვიდეს სახლში, როცა მოესურვება და მოიქცეს უფრო როგორც მდგმური, ვიდრე როგორც ოჯახური წრის გამგებელი. ოჯახური მოვალეობები წმიდათაწმიდა და მნიშვნელოვანია. და მაინც, მათ ეპყრობიან დაღლილი განურჩევლობით, ეგუებიან რა ყოველდღიურ მონოტონურობას. მრავალრიცხოვანი საზრუნავი და სიძნელე იწყებს გაღიზიანებას, თუ არ არსებობს არავითარი მრავალფეროვნება, ცვლილება და დასვენეება. დედის ცხოვრება, რომელსაც არც თუ ისე მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა უჭირავს, სავსეა უსასრულო თავგანწირვით და იგი უფრო მძიმე ხდება, თუ ქმარს არ ესმის მისი წილხვედრი სიძნელეები და არ ეხმარება მას.ბოს 63.2

    მამაკაცი დიდ ინტერესს უნდა ამჟღავნებდეს თავისი ოჯახის მიმართ. ალერსიანი, სიხარულით აღსავსე, გამამხნევებელი სიტყვები უფრო ქმედითია, ვიდრე ყველაზე ძლიერი სამკურნალო საშუალებები. ბედნიერება და სინათლე, შემოტანილი ოჯახში კეთილი საქმეებით და გამამხნევებელი სიტყვებით, ასჯერ აანაზღაურებს დახარჯულ ძალისხმევას. ქმარს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ცოლს აწევს მხრებზე, რომ მასზე ბევრად არის დამოკიდებული მათი გონების ფორმირება. ამან მასში ყველაზე კეთილი გრძნობები უნდა გამოიწვიოს და იგი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ შეამსუბუქოს მისი შრომა. არ ღირს, რომ ქმარი სახლში წარბშეკრული მოვიდეს, თავისი თანდასწრებით მან ოჯახში აუცილებლად უნდა მოიტანოს სინათლე და წაახალისოს ცოლი მთლიანად მიენდოს მას.ბოს 63.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents