Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ალექს ხალეი

    თუ გსურთ, რომ თქვენი ქორწინება ქორწილის შემდეგ არ იქცეს საცოდავ სანახაობად, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აქციოთ იგი სერიოზული, დაკვირვებული განსჯის საგნად. არვის ძალუძს ისე სწრაფად დაანგრიოს ქალის ბედნიერება, გახადოს მისი ცხოვრება აუტანელი, როგორც მის საკუთარ ქმარს; არვის ძალუძს მცირედის გაკეთებაც კი იმისათვის, რათა გაანელოს ქმრის იმედები და მისწრაფებები, პარალიზება გაუკეთოს მის ძალებს და არარად აქციოს მისი გავლენა და პერსპექტივები, თუ არა საკუ თარ ცოლს. ქორწინების დღე არის წერტილი, რომლიდანაც მრავალი მამაკაცი და ქალი იწყებს თავისი წარმატებებისა თუ წარუმატებლობების ათვლას და რომელსაც უკავშირებს თავის იმედებს მომავალში. ქორწინება - ეს არის რაღაც ისეთი, რაც ზემოქმედებას და გავლენას ახდენს მთელ თქვენს ცხოვრებაზე ამ წუთისოფელშიც და მომავალშიც.ბოს 16.1

    ღმერთმა შექმნა ქალი, რათა იგი ყოფილიყო მამაკაცის თანამგზავრი და დამხმარე, ყოფილიყო მასთან ერთი მთლიანი, გაემხნევებინა, შთაეგონებინა და ეკურთხებინა იგი და რათა მამკაცი, თავის მხრივ, ყოფილიყო მისი საიმედო საყრდენი. ცოლქმრულ ურთიერთობებში წმინდა მიზნით შემსვლელნი - ქმარი, რათა მოიპოვოს ქალის გულის კეთილგანწყობა, ცოლი, რათა მოალბოს და გააუმჯობესოს თავისი ქმრის ხასიათი, - მათდამი ღმერთის ნებას აღასრულებენ.ბოს 16.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents