Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თაობათა კონფლიქტი

    მშობლები და მასწავლებლები, რომლებიც ძალიან ბევრს ავალებენ და უწესებენ ბავშვებს, საფრთხეში არიან, რადგანაც მათთვის ძნელი ხდება ხოლმე მეგობრული ურთიერთობების დამყარება მათთან. ხშირად უფროსები ძალზედ თავშეკავებულნი არიან და თავიანთ ავტორიტეტს ცივ, უგულო ქცევაში ამჟღავნებენ, რაც ვერასოდეს დაიპყრობს მათი ბავშვებისა და მოწაფეების გულებს.ბოს 48.4

    უფროსები უფრო მჭიდროდ რომ გაერთიანებულიყვნენ ბავშვებთან და ყველა მათ წამოწყებაში მონაწილეობის მიღებით ეჩვენებინათ, რომ მათ უყვართ ისინი, ხშირად კი თვითონ რომ დამსგავსებოდნენ ბავშვებს, ამით ისინი დაიმსახურებდნენ ბავშვების სიყვარულსა და ნდობას და დაეხმარებოდნენ მათ უფრო გაბედულნი გამხდარიყვნენ. და ბავშვებიც უფრო მეტი ხალისით მიაგებდნენ პატივს თავიანთ მშობლებსა და მასწავლებლებს და შეიყვარებდნენ მათ.ბოს 49.1

    მშობლებსა და შვილებს შორის არ უნდა არსებობდეს არავითარი ზღუდე, არავითარი გულცივობა და გულდახურულობა. მშობლები აუცილებლად უნდა ცდილობდნენ შეაღწიონ თავიანთი შვილების შინაგან სამყაროში, გაიგონ მათი გემოვნება და მიდრეკილებანი, მათი გრძნობები და სურვილები. დაე, თქვენი შვილები ხედავდნენ, რომ თქვენ გიყვართ ისინი და აკეთებთ ყველაფერს, რისი უნარიც შეგწევთ, მათი ბედნიერებისათვის. თუ თქვენ ასე მოიქცევით, ისინი თქვენს მოთხოვნებს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. მართეთ თქვენი შვილები სინაზითა და თანაგრძნობით.ბოს 49.2

    ბავშვები, რომლებიც ბრძნული და სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობის ქვეშ იზრდებიან, არ მოისურვებენ სიამოვნებისა და ურთიერთობის ძებნაში სახლიდან წასვლას. სული, რომელიც ოჯახში მეფობს, ჩამოაყალიბებს მათ ხასიათს; ისინი შეიძენენ ჩვევებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი დასაყრდენი და მათი მფარველი იქნება, როდესაც ისინი მშობლიურ სახლს დატოვებენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილს ამქვეყნად.ბოს 49.3