Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    გამოიჩინეთ მოქნილობა

    ოჯახურ ცხოვრებაში ქალები და მამაკაცები ზოგჯერ არადისციპლინირებული, ჯიუტი ბავშვებივით იქცევიან. ყოველი ცდილობს თავისი გაიტანოს და არც ერთს არ სურს დაუთმოს მეორეს. ამან შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგიყვანოთ. მეუღლეები მზად უნდა იყვნენ დაეთანხმონ მეორის მიდგომას ან აზრს. ოჯახში არასოდეს იქნება ბედნიერება, სანამ ორივე დაჟინებით მოითხოვს თავისას.ბოს 24.1

    როგორ შეიძლება ცოლს და ქმარს - განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ თავიანთ ოჯახთან დაკავშირებით და ამვე დროს ერთმანეთთან სიყვარულის მჭიდრო კავშირით იყვნენ დაკავშირებულნი? მათ აუცილებლად უნდა გააერთიანონ თავიანთი ინტერესები ყველაფერში, რაც შეეხება მათ ოჯახს. ოჯახური კერის სითბო - ეს შეუფასებელი სიმდიდრეა. თუ ერთი ცდება, დაე, მეორემ მოთმინება გამოიჩინოს და ნუ უპასუხებს ნაწყენი სახით.ბოს 24.2

    ყველაფერი, რასაც კი შეუძლია შელახოს მშვიდობა და ერთობა ოჯახში, გადაჭრით უნდა დაითრგუნოს, მის ნაცვლად კი სიკეთე და სიყვარული უნდა გამომჟღავნდეს. ის, ვინც სინაზის, მოთმინებისა და სიყვარულის სულს ამჟღავნებს, შემდგომში აღმოაჩენს, რომ საპასუხოდ მას იგივე სული უბრუნდება.ბოს 24.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents