Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავისი შვილების მეგობარი

    მამამ, რომელსაც ვაჟები ჰყავს, აუცილებლად უნდა დაამყაროს მათთან მჭიდრო კავშირი, გაუზიაროს გამოცდილება, უნდა ესაუბროს მათ უბრალოდ და მეგობრულად, რათა ისინი თავისადმი განაწყოს. მამამ უნდა აჩვენოს მათ, რომ ყველაფერს აკეთებს მათთვის, მათი ბედნიერებისათვის. მიუხედავად იმისა, თუ რად მუშაობს მამაკაცი, მან არასოდეს უნდა უგულებელყოს თავისი შვილები. მან მისცა მათ სიცოცხლე და იგია პასუხისმგებელი მათზე ღმერთის წინაშე. მას არა აქვს უფლება მზრუნველობა თავის მოუსვენარ ვაჟებზე მთლიანად დედას მიანდოს. მისთვის ძალზე ძნელია ბავშვების აღზრდისას თავშეკავების გამჟღავნება და შვილების გონივრულად მართვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მამამ აიღოს თავის თავზე დიდი პასუხსიმგებლობა.ბოს 69.2

    როგორც ოჯახის უფროსმა, მამამ უნდა იცოდეს, როგორ აღზარდოს შვილები, რათა ისინი იყვნენ საზოგადოების გამოსადეგი წევრები და ერთგულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. ეს მისი საქმეა, რომელიც ნებისმიერ სხვა საქმეზე მნიშვნელოვანია. ბავშვის ცხოვრების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ხასიათის ფორმირება ძირითადად დედას აქვს მინდობილი, მაგრამ მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ აღზრდის საქმეში ყოველთვის აუცილებელია ქმართან თანამშრომლობა. მამა არ უნდა იყოს საქმიანი ცხოვრებით ან სხვა სამუშაოთი იმდენად გატაცებული, რომ მას არ დარჩეს დრო თავისი შვილების ხასიათის და საჭიროებების შესასწავლად. იგი ვალდებულია იპოვოს მიდგომა და შესაძლებლობა გაართოს თავისი შვილები მათი სხვადასხვაგვარი უნარისა და ინტერესების შესაბამისად.ბოს 70.1

    მამებო, გაატარეთ თქვენს შვილებთან იმდენი დრო, რამდენიც შეგიძლიათ. არასოდეს არავითარი ხასიათის წამხდენი სიტყვა არ უნდა მოსწყდეს თქვენს ბაგეს. ნუ შეიტანთ ბნელს თქვენს სახლში. იყავით კეთილი და ალერსიანი შვილებთან, მაგრამ არ იყოთ უაზროდ შემწყნარებელი. დაე, მათ ისწავლონ თავიანთი პატარა იმედგაცრუებების გადატანა, როგორც სხვა დანარჩენებმა. ნუ წააქეზებთ მოვიდნენ თქვენთან ერთმანეთზე საყვედურით. ასწავლეთ მოთმინებით მოეპყრონ ერთმანეთს და შეეცადონ შეინარჩუნონ ურთიერთნდობა და პატივისცემა. შეუთავსეთ სინაზე სიმკაცრეს, სიკეთე და თანაგრძნობა - მტკიცე შეზღუდვას. დაუთმეთ შვილებს თავისუფალი დროის რამდენიმე საათი, შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ ისინი; მათთან ერთად იყავით დაკავებული შრომითა და სპორტით, მოიპოვეთ მათი ნდობა. იზრუნეთ მათთან მეგობრობაზე, განსაკუთრებით ვაჟიშვილებთან. ასე თქვენ ძლიერ სასიკეთო გავლენას მოახდენთ.ბოს 70.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents