Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 3 - განდგომილების პერიოდი

    პავლე მოციქულმა თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე წერილში იწინასწარმეტყველა უდიდესი განდგომილება პაპის მმართველობის დამყარების შედეგად. იგი წერდა, რომ უფლის დღე ისე არ დადგება,“სანამ უწინ არ მოვა განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად, ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს” (2თეს. 2:3,4,7). და შემდგომ მოციქული ძმებს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ”ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს”. ჯერ კიდევ ქრისტიანული ერის ადრეულ პერიოდში ხედავდა იგი ეკლესიაში შეღწეულ შეცდომებს, რაც გზას უმზადებდა პაპის მმართველობის განვითარებას.დბ 23.3

    `ურჯულოების საიდუმლო” თავიდან მალულად, სრულიად შეუმჩნევლად აკეთებდა თავის ღვთისმკრეხელურ საქმეს, შემდეგ კი, ძალის მოკრებასთან ერთად, უკვე გახსნილად და აშკარად დაეუფლა ადამიანთა გონებას. წარმართული ადათწესები შეუმჩნევლად შევიდა ქრისტიანულ ეკლესიაში. ამ შეთანხმებისა და დათმობის სულს ერთხანს აჩერებდა ის დევნის ქარიშხალი, რომელიც თავს დაატყდა ეკლესიას წარმართთა წყალობით. მაგრამ როდესაც დევნა შეწყდა და ქრისტიანობამ მეფეთა სასახლეში და პალატებში შეაბიჯა, მაშინ ქრისტეს უბრალოება და მის მოციქულთა მოკრძალება წარმართ ქურუმთა და ხელისუფალთა დიდებულებითა და ამპარტავნობით შეიცვალა, ხოლო უფლის კანონები - ადამიანური თქმულებებითა და გამოგონილით. მე-4 საუკუნის დასაწყისში რომის იმპერატორის, კონსტანტინეს ფორმალურმა მოქცევამ ქრისტიანთა უდიდესი სიხარული გამოიწვია. სიმართლის ნიღბით დაფარული ამქვეყნიური სიცრუე კი ეკლესიაში შეიპარა და ეკლესიამაც სწრაფად იწყო გახრწნა. გარეგნულად დამარცხებული წარმართობა გამარჯვებული აღმოჩნდა. მისი სული დაეპატრონა ეკლესიას. წარმართული მოძღვრება, ადათწესები და ცრუ რწმენები შეერწყა ეგრეთ წოდებულ ქრისტეს მიმდევართა რწმენას.დბ 23.4

    წარმართობასა და ქრისტიანობას შორის ასეთი შეთანხმება დამთავრდა”ურჯულოების კაცის” გამოჩენით, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველება ამბობდა, რომ აღზევდება ღმერთზე მაღლა და შეებრძოლება მას. და ეს ცრუ რელიგიის გიგანტური სისტემა სატანის ძალაუფლების შედევრია. ეს არის მისი ტახტზე ასვლისა და დედამიწის თვითნებურად მართვის მცდელობის მონუმენტი.დბ 24.1

    სატანა ერთხელ უკვე შეეცადა ქრისტესთან მოლაპარაკებას. მივიდა უფლის ძესთან ცდუნების უდაბნოში და აჩვენა რა მთელი მსოფლიოს სამეფოები და მათი დიდებულება, დაპირდა, რომ ყველაფერს მას მისცემდა ერთი პირობით, - იესომ უნდა სცნოს ბოროტების მეფის უმაღლესი ძალაუფლება. ქრისტემ ამხილა თავხედი მაცდური და აიძულა გაშორებოდა მას. მაგრამ, როცა სატანამ ადამიანს იგივე შესთავაზა, უდიდეს წარმატებებს მიაღწია. განდიდებისა და გამდიდრების მოშურნე ეკლესია იძულებული იყო, მოეძებნა ამა სოფლის ძლიერთა მხარდაჭერა და მფარველობა, რითაც უარყო ქრისტე და კავშირი შეკრა სატანის წარმომადგენელთან - რომის ეპისკოპოსთან.დბ 24.2

    რომის ეკლესიის ძირითადი და უპირველესი დოგმა მდგომარეობს პაპის მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის”ხილულ თავად” აღიარებაში, რომელსაც მიეცა უმაღლესი ძალაუფლება მთელი დედამიწის ყველა სამღვდელოებასა და ეკლესიაზე. უფრო მეტიც: პაპმა ღვთიურობის ტიტულიც მიითვისა. იგი გამოცხადებულია წმიდანად და ასე იწოდება:“უფალი ღმერთიპაპი” და ადამიანებისაგან ამის აღიარებას მოითხოვს. რომის ეკლესიის მეშვეობით სატანა იგივე პრეტენზიებს გამოთქვამს, რაც იესოს წაუყენა ცდუნების უდაბნოში და ბევრი მზად არის, მიაგოს ეს პატივი მას.დბ 24.3

    მაგრამ ღვთის მოშიში ადამიანები ისევე შეხვდნენ ამ თავხედურ მოთხოვნებს, როგორც ქრისტე - ბოროტი მტრის წინადადებას:“უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე” (ლუკ. 4:8). ღვთის სიტყვაში გადაკვრითაც კი არ არის ნათქვამი”ეკლესიის თავად” ვინმეს დანიშვნის შესახებ. ეს სწავლება პაპის უმაღლესი ხელისუფლების შესახებ გადაჭრით ეწინააღმდეგება წმიდა წერილს. პაპს არავითარი ძალაუფლება არა აქვს ქრისტეს ეკლესიაზე, გარდა იმისა, რომელიც უკანონოდ მიითვისა.დბ 24.4

    რომის ეკლესიის მესვეურები პროტესტანტებს ერესში და ჭეშმარიტი ეკლესიიდან თვითნებურად გამოყოფაში ადანაშაულებენ. მაგრამ ასეთი ბრალდება მათ უფრო შეეფერებათ. სწორედ მათ უარყვეს ქრისტეს დროშა და განუდგნენ რწმენას,“რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ” (იუდა 3).დბ 24.5

    სატანამ მშვენივრად იცოდა, რომ წმიდა წერილის წყალობით ადამიანები შესძლებენ ჭეშმარიტების გარჩევას სიცრუისგან და მას წმიდა სიტყვის მეშვეობით შეებრძოლებიან. სამყაროს მხსნელიც კი სიტყვის დახმარებით იგერიებდა მის შემოტევებს. ყოველ თავდასხმას ქრისტე ჭეშმარიტების მარადიული ფარით ხვდებოდა და ამბობდა:“დაწერილია”. მტრის ყოველ თავხედურ წინადადებას იგი ღვთის სიტყვის ძალითა და სიბრძნით პასუხობდა. და სატანა მიხვდა: ადამიანებზე ბატონობისა და პაპის უზურპატორული ძალაუფლების დამყარებისათვის ხალხი წმიდა წერილის არცოდნის ბორკილებში უნდა hყავდეს. ბიბლია ადიდებს ღმერთს და ამხელს ადამიანთა სულის ჭეშმარიტ მდგომარეობას, ამიტომ სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უფლის წმიდა ჭეშმარიტება მათგან დაფარული იყოს. ასეთი დადგენილება რომის ეკლესიამაც მიიღო. მრავალი საუკუნის განმავლობაში იგი ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის გავრცელებას. ადამიანებს აკრძალული hქონდათ არა მარტო ბიბლიის კითხვა, არამედ მისი უბრალოდ სახლში შენახვაც კი. ამ დროს კი ზნედაცემული მღვდლები და პრელატები ბიბლიური ჭეშმარიტების თავისებური (თვითნებური) ახსნით თავიანთ ავტორიტეტს განამტკიცებდნენ. ამგვარად პაპი აღიარებული იქნა თითქმის აბსოლუტურ”უფლის ნაცვლად” დედამიწაზე, რომელსაც მიეცა უმაღლესი ძალაუფლება როგორც ეკლესიაში, ასევე სახელმწიფოშიც.დბ 24.6

    მოიშორა თუ არა ბიბლია, რომელიც ამხელდა მათ შეცდომებსა და სიცრუეს, სატანამ თავისი მოღვაწეობის ფართოდ გაშლის მშვენიერი შესაძლებლობა მიიღო. წინასწარმეტყველება მოწმობდა, რომ პაპი”განიზრახავს მათთვის სადღესასწულო დროისა და რჯულის შეცვლას” (დან 7:25). და პაპის ძალაუფლებასაც არ დაუყოვნებია თავისი საქმის კეთება; წარმართთა გაქრისტიანების გასაადვილებლად და მათი ადრინდელი კერპთაყვანისმცემლური რიტუალების შესანარჩუნებლად ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში თანდათან შემოვიდა ხატებისა და”წმიდანთა ნაწილების” თაყვანისცემა. და საბოლოო ჯამში, მსოფლიო საეკლესიო კრებამ დააკანონა კერპთაყვანისმცემლობის ეს ფორმა. ამ ღვთისმკრეხელური საქმის აღსასრულებლად რომს ეყო თავხედობა, ღმერთის კანონიდან ამოეღო მეორე მცნება, რომელიც კრძალავს სხვა ღმერთთა თაყვანისცემას და მათი რიცხვის შესანარჩუნებლად ორად გაყო მეათე მცნება.დბ 25.1

    წარმართობასთან შეთანხმების სულმა გზა გაუხსნა ზეციური ძალაუფლების შემდგომ უგულვებელყოფას. ეკლესიების არაქრისტიან ხელმძღვანელთა მეშვეობით სატანა მეოთხე მცნებასაც შეეხო და შეეცადა უფლის მიერ განწმედილი და კურთხეული დღის,“უფლის შაბათის” (დაბ. 2:2,3) გაუქმებას და მის შეცვლას წარმართთა თაყვანისცემისა და მათ მიერ პატივცემული”მზის საპატიო დღით”. თავიდან ეს მცდელობა გულმოდგინედ იყო შენიღბული. პირველი ასწლეულების განმავლობაში ჭეშმარიტ შაბათს ყველა ქრისტიანი იცავდა. ისინი გულმოდგინედ ემსახურებოდნენ ღმერთს, სწამდათ მისი კანონის უცვლელობა და ერთგულად იცავდნენ მისი პრინციპების სიწმიდეს. სატანა უდიდესი სიფრთხილითა და ჩვეული მზაკვრობით თავის მსახურთა საშუალებით განაგრძობდა თავისი მიზნის განხორციელებას. კვირა დღეზე ხალხის ყურადღების მისაქცევად მან ეს დღე საზეიმო დღედ გამოაცხადა ქრისტეს აღდგომის პატივისცემის ნიშნად. და თუმცა ამ დღეს ტარდებოდა ღვთისმსახურება და იგი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული, შაბათს მაინც იცავდნენ, როგორც წმიდა დღეს.დბ 25.2

    მიიკვლევდა რა გზას თავისი მიზნისაკენ, ქრისტეს მოსვლის წინ სატანამ იუდეველთ შთააგონა წმიდა შაბათი მეტად მძიმე და მკაცრი მოთხოვნებით დაემძიმებინათ, რათა ადამიანთათვის იგი მძიმე ტვირთი ყოფილიყო. მერე ისარგებლა იმით, რომ შაბათის სიწმიდეს უკვე აღარ ინახავდნენ, როგორც უფლის ჭეშმარიტ წმიდა დღეს, სატანამ ზიზღით უწოდა მას იუდეველთა მიერ დადგენილი დღე. იმ დროს, როდესაც ქრისტიანები დიდი სიხარულით ზეიმობდნენ კვირა დღეს, სატანამ ბევრი იღვაწა იმისათვის, რომ მათში იუდეველთა მიმართ სიძულვილის ნიშნად შაბათი მარხვის, მწუხარებისა და სევდის დღედ ექცია.დბ 25.3

    მეოთხე საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა კონსტანტინემ მთელ რომის იმპერიაში დააკანონა კვირა, როგორც უფლის დღე. წარმართთა თაყვანისცემის დღეს - მზის დღეს - ახლა უკვე ქრისტიანებიც ზეიმობდნენ. იმპერატორის პოლიტიკა მიმართული იყო ქრისტიანობისა და წარმართობის ურთიერთსაპირისპირო ინტერესების გაერთიანებისაკენ. ამისკენ მას უბიძგა სამღვდელოებამ, რომელიც დიდებისა და ძალაუფლებისაკენ ისწრაფოდა. მას კარგად ესმოდა, რომ წარმართთა და ქრისტიანთა ერთიანობა ხელს შეუწყობდა წარმართთა გაქრისტიანებას, ეს კი, თავის მხრივ, ეკლესიას გააძლიერებდა. ბევრი ღვთისმოშიში ქრისტიანი კვირა დღეს წმიდა დღედ თვლიდა და ამავე დროს ძველებურად იცავდა ჭეშმარიტ შაბათს, როგორც უფლის წმიდა დღეს და უფლის მეოთხე მცნების თანახმად პატივს მიაგებდა მას.დბ 26.1

    მაგრამ უდიდესი თვალთმაქცი ამით არ დაკმაყოფილდა. მან გადაწყვიტა თავისი დროშის ქვეშ შემოეკრიბა მთელი ქრისტიანული სამყარო. ამისათვის თავისი ერთგული ქვეშევრდომი - ამაყი პაპი გამოიყენა, რომელმაც თავს”ქრისტეს ნაცვალი” უწოდა. და ნახევრად მოქცეულ წარმართთა, ამპარტავან პრელატთა და ამ წუთისოფელზე შეყვარებულ სამღვდელოებათა დახმარებით თავის მიზანს მიაღწია. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დროდადრო იკრიბებოდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი სასულიერი პირები. ყოველ ასეთ კრებაზე სულ უფრო და უფრო იჩრდილებოდა უფლის დაწესებული შაბათი და მაღლდებოდა კვირა დღის მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, ამ წარმართთა დღესასწულს ისე იცავდნენ, როგორც უფლის დღეს, ხოლო ბიბლიის შაბათს იუდაიზმის გადმონაშთი უწოდეს, მის დამცველებს კი დევნა გამოუცხადეს.დბ 26.2

    ამ განდგომილმა ურჯულომ შეძლო გამხდარიყო”წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად” (2თეს. 2:4). მან გაბედა უფლის კანონის იმ ერთადერთი მცნების შეცვლა, რომელიც ადამიანებს ერთადერთ, ცოცხალ, ჭეშმარიტ ღმერთზე მიუთითებს. მეოთხე მცნებაში უფალი გვეცხადება, როგორც ცისა და დედამიწის შემოქმედი, - სწორედ ამით გამოირჩევა იგი ყველა სხვა ცრუ ღმერთებისაგან. შაბათი - ესაა უფლის შემოქმედებითი შრომის ძეგლი, რომელიც მოწმობს იმის შესახებ, რომ მეშვიდე დღე უფალმა აკურთხა, წმიდაhყო და ადამიანს სიმშვიდისა და დასვენების დღედ დაუდგინა. იგი დაწესდა იმისათვის, რომ ადამიანებს მუდამ ახსოვდეთ ცოცხალი ღმერთი - ყოფიერების წყარო, პატივისცემისა და მარადიული თაყვანისცემის საგანი. სატანას სურს, რომ ღმერთს არ hყავდეს თავისი ერთგული ხალხი, რომელიც იცავს მის მცნებებს. სწორედ ამიტომ მიიტანა იერიში ამ მცნებაზე, რომელიც ლაპარაკობს ღმერთზე, როგორც შემოქმედზე.დბ 26.3

    დღევანდელი პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ კვირა დღე ქრისტეს აღდგომის გამო გახდა ქრისტიანული შაბათი. მაგრამ წმიდა წერილი ამის არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. არც ქრისტეს და მის მოციქულებს უთქვამთ რაიმე კვირა დღის შესახებ. ქრისტიანთა მიერ კვირა დღის დაცვა”ურჯულოების საიდუმლო” - ებიდან მოდის (2თეს. 2:7), რომელიც ჯერ კიდევ პავლე მოციქულის დღეებში გამოჩნდა. სად და როდის დაადგინა უფალმა პაპის ეს ნამოქმედარი? რომელ დამამტკიცებელ საბუთს შეუძლია გაამართლოს ის გარეგნული ცვლილებანი, რომელთა შესახებ წმიდა წერილში არაფერი წერია?დბ 26.4

    მე-6 საუკუნეში პაპის მმართველობა მსოფლიოში დიდად განმტკიცდა. მისი ძალაუფლების ცენტრად არჩეული იქნა სატახტო ქალაქი, რომის ეპისკოპოსი კი მთელი ეკლესიის წინამძღოლად იქნა დანიშნული. პაპის მმართველობამ შეცვალა კერპთაყვანისმცემლობა. გველეშაპმა მისცა მხეცს”თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება” (გამოცხ. 13:2). დაიწყო პაპის მიერ დევნის 1260 წლიანი პერიოდი, რომლის შესახებ ნაწინასწარმეტყველებია დანიელისა და გამოცხადების წიგნებში (დან. 7:25; გამოცხ. 13:5-7). ქრისტიანები არჩევანის წინაშე დადგნენ: ან უნდა მიიღონ პაპის დადგენილებანი და ემსახურონ მას, ან - თავიანთი სიცოცხლე დაასრულონ საპყრობილეებში, ტანჯვაწამებაში, კოცონზე ან სახრჩობელაზე. ახლა აღსრულდა იესოს სიტყვები:“გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო” (ლუკ. 21:16,17). მორწმუნეთ თავს დაატყდა ჯერ არნახული დევნა და მთელი წუთისოფელი ბრძოლის ველად იქცა. საუკუნეების მანძილზე ეკლესია თავშესაფარს ეძებდა მიუვალ კლდეებსა და უდაბნოებში. წინასწარმეტყველი ამბობს:“დედაკაცი გაიქცა უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღვთისაგან, რათა იქ გამოეკვებათ იგი ათას ორას სამოც დღეს” (გამოცხ. 12:6).დბ 26.5

    რომის ეკლესიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დღიდან დაიწყო შუა საუკუნეების ბნელი პერიოდი. რაც უფრო მტკიცდებოდა მისი ძალაუფლება, მით უფრო მცირდებოდა ჭეშმარიტება. ქრისტეს რწმენა, - ჭეშმარიტი საძირკველი, პაპზე იქნა გადატანილი. უფლის ძის ნაცვლად, რომელიც გვაძლევს ცოდვათა მიტევებასა და საუკუნო ხსნას, ხალხი შესცქეროდა პაპსა და სხვა სასულიერი პირებს, რომელთაც ძალაუფლება ეპყრათ ხელთ. ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ პაპი არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის და არავის შეუძლია მიუახლოვდეს უფალს მის გარეშე, რადგან იგი ღმერთის ნაცვალია დედამიწაზე, ამიტომ ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა საკმარისი მიზეზი იყო დამნაშავის სასტიკად დასჯისათვის. ამგვარად, ხალხის ყურადღება უზენაესიდან გადატანილი იქნა ცოდვილ, სასტიკ ადამიანებზე, - უფრო მეტიც, - თვით ბნელეთის მთავარზე, რომელიც მათი მეშვეობით ავლენდა თავის ძალას. ცოდვა სიწმიდის სამოსით შეინიღბა. როდესაც ხალხი წმიდა წერილს გვერდს უვლის და არაფრად აგდებს, მაშინ მათგან კარგს არაფერს უნდა ელოდო. ადამიანური კანონებისა და ტრადიციების განდიდებასთან ერთად თავი იჩინა უწმიდურებამ და გარყვნილებამ, რაც ყოველთვის უფლის კანონის უგულვებელყოფის შედეგია.დბ 27.1

    ხიფათით სავსე დღეები დაუდგა ქრისტეს ეკლესიას! რა ცოტანი იყვნენ ჭეშმარიტების მედროშენი! თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილიყვნენ ჭეშმარიტების ერთგული მოწმენი, მაგრამ დგებოდა მომენტები, როცა ეგონათ, რომ ცრუ სწავლებამ და ცრურწმენამ გაიმარჯვა, ჭეშმარიტი რელიგია კი განიდევნა. როდესაც ადამიანებს სახარება წაართვეს, გამრავლდა სხვადასხვა რელიგიები, რომლის მოთხოვნათა სიმძიმისა და სისასტიკის ქვეშ ხალხი გმინავდა.დბ 27.2

    ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ პაპი არა მხოლოდ შუამავალია, არამედ - ადამიანთა ცოდვების მიმტევებელი, მათ კი მიტევება საკუთარი საქმეებით უნდა დაიმსახურონ, რაც გამოიხატებოდა წმიდა ადგილების მოსანახულებლად მეტად ძნელ და ხანგრძლივ მოგზაურობაში, მონანიების გზაზე მდგარ ადამიანებზე დაკისრებულ სასჯელში, წმიდა სხეულების ნაწილთა თაყვანისცემაში, ეკლესიების, საკურთხეველთა და სამსხვერპლოთა აგებაში, სოლიდურ შესაწირავებში. ყოველივე ეს და კიდევ მრავალი სხვა მოეთხოვებოდა ხალხს თითქოსდა უფლის რისხვის დაცხრომისა და მისი კეთილგანწყობის მოპოვებისათვის, თითქოს ღმერთი, ადამიანების მსგავსად, უბრალო შეცდომაზე რისხდება და მისი გულის მონადირება მხოლოდ ძღვენითა და იმ სასჯელით შეიძლება, რომელიც მონანიების გზაზე დამდგარმა ადამიანმა უნდა იტვირთოს.დბ 27.3

    თვით რომის ეკლესიის უმაღლეს მმართველობაში ურჯულოების გაბატონების მიუხედავად, მისი ზეგავლენა მაინც იზრდებოდა და ვრცელდებოდა. მეშვიდე საუკუნის დასასრულს პაპისტებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ პირველ საუკუნეში რომაელ ეპისკოპოსებს ისეთივე სულიერი ძალაუფლება hქონდათ, როგორიც ახლა. ამ განცხადების განსამტკიცებლად საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება და”ყოველგვარი სიცრუის მამამ” მათ ესეც უკარნახა. ბერებმა გააყალბეს ძველი ხელნაწერები. აღმოაჩინეს ეკლესიის კრების ვითომდა აქამდე უცნობი გადაწყვეტილებანი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა პაპს პირველი დღეებიდანვე ეძლეოდა განუსაზღვრელი უფლებები. და ეკლესიამაც უარყო ჭეშმარიტება და დიდი მზადყოფნით მიიღო ეს სიცრუე.დბ 28.1

    მცირერიცხოვანი ჭეშმარიტი აღმშენებლები, რომელნიც ჭეშმარიტ საძირკველზე იდგნენ (1კორ. 3:10,11), დაიბნენ: მათ წინაშე ახალი წინააღმდეგობანი და სიძნელეები აღიმართა: ცრუ მოძღვრებათა სიუხვე ხელს უშლიდა მათ მსახურებაში. ნეემიას დღეებში იერუსალიმის კედლების მშენებელთა მსგავსად ზოგიერთი უკვე მზად იყო ეთქვა:“ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება” (ნეემია 4:10). უფლის ერთგული ზოგიერთი აღმშენებელი, დაღლილი მუდმივი ბრძოლით, დევნით, ცილისწამებით, ურჯულოებითა და ყოველგვარი სიძნელეებით, რითაც სატანა ცდილობდა ხელი შეეშალა მათი წარმატებებისათვის, სულიერად დაეცა და მშვიდობის, სიცოცხლისა და ქონების შესანარჩუნებლად მიატოვა ჭეშმარიტება. ზოგნი კი პირიქით, უშიშრად აცხადებდნენ:“ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი,” (ნეემია 4:14) და კვლავ განაგრძობდნენ თავიანთი საქმეების კეთებას,“ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები” (ეფ. 6:14,17).დბ 28.2

    უფლის მტრები ყოველ საუკუნეში ერთნაირი, უცვლელი სიძულვილით ესხმოდნენ თავს ჭეშმარიტებას, ამიტომ ქრისტეს მსახურთ ყოველთვის სიფხიზლე და ერთგულება მართებდათ. მოწაფეებისადმი ოდესღაც თქმული ქრისტეს ყოველი სიტყვა მიმართულია ყველა მისი მიმდევრისადმი, რომლებიც ბოლო ჟამს ცხოვრობენ.”რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ” (მარკ. 13:37).დბ 28.3

    წყვდიადი სულ უფრო ღრმავდებოდა. ყველგან დამკვიდრდა გამოსახულებათა თაყვანისცემა. ხატების წინაშე იკმეოდა საკმეველი და მათზე ლოცულობდნენ. წინა პლანზე წამოწეულ იქნა სრულიად უაზრო და ცრუ ადათწესები. ცრურწმენის ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანებმა ჯანსაღი აზროვნების უნარი სრულიად დაკარგეს. ან კი სხვა რა იყო მოსალოდნელი უმცრებასა და მანკიერების მორევში ჩაფლული ადამიანებისაგან, როცა თვით სასულიერო პირნი და სამღვდელოება გახრწნილებასა და გარყვნილებას ეწეოდა.დბ 28.4

    პაპის მესვეურებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი პატივმოყვარეობის ასამაღლებლად, როცა მეთერთმეტე საუკუნეში პაპმა გრიგორი მეშვიდემ რომის ეკლესია”უცოდველად” და ჭეშმარიტად შერაცხა. მის მიერ წამოყენებულ ერთერთ წინადადებაში ნათქვამი იყო, რომ წმიდა წერილის თანახმად, ეკლესიას არასოდეს hქონია შეცდომები და არც არასოდეს ექნება. მაგრამ ბიბლია არასოდეს ეთანხმებოდა ასეთ მტკიცებებს. ამაყი პაპი მეფის ავტორიტეტზე მაღლა დგომას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ არავის აქვს უფლება, წინააღმდეგობა გაუწიოს პაპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ მას, ერთადერთს, უნდა hქონდეს სხვათა გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება.დბ 28.5

    `სიწმიდის დამცველი” ტირანის ხასიათი სრულად გამოვლინდა მას და გერმანიის იმპერატორ hენრიხ მეოთხეს შორის კონფლიქტის დროს. ამ მონარქს ეყო გამბედაობა, არ დამორჩილებოდა პაპის ავტორიტეტს, რისთვისაც ეკლესიიდან გააძევეს და სამეფო ტახტი ჩამოართვეს. პაპის მიერ შეგულიანებული მთავრები აუჯანყდნენ იმპერატორს და მთავართა მუქარით შეშინებული და მარტოდ დარჩენილი hენრიხ მეოთხე მიხვდა, რომ მას ყველა სხვა გზა მოჭრილი აქვს, გარდა ერთისა - შეურიგდეს რომს. დედოფლისა და ერთგული მსახურის თანხლებით ზამთარში მან ფეხით გადაჭრა ალპები, რათა ამით პაპის წინაშე მორჩილება დაემტკიცებინა. პაპის ციხედარბაზთან მისვლისას hენრიხი თანამგზავრთა გარეშე მიიყვანეს სასახლეში, სადაც ზამთრის საშინელ ყინვაში, ფეხშიშველი, თავდაუხურავი, მათხოვრის ტანსაცმლით შემოსილი, პაპთან შეხვედრას ელოდა. სამი დღის მარხვისა და მონანიების შემდეგ პაპმა, ბოლოს და ბოლოს მიუტევა მას და გააფრთხილა, რომ ამის შემდეგ იმპერატორმა მხოლოდ პაპთან შეთანხმებით უნდა იმოქმედოს. გრიგორი მეშვიდე კი თავის გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან ურჩ მეფეთა მორჯულებას თავის პირდაპირ მოვალეობად თვლიდა.დბ 29.1

    რა საოცარი სხვაობაა პატივმოყვარე და ამპარტავან პაპსა და მორჩილ, მოკრძალებულ ქრისტეს შორის, რომელიც ყოველი ცოდვილის გულის კართან დგას და შემოსვლის უფლებას ითხოვს, რათა მიტევება და სიმშვიდე მისცეს და რომელიც თავის დროზე მოწაფეებს ასწავლიდა”ვისაც თქვენს შორის სურს, რომ პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს” (მათ. 20:27).დბ 29.2

    შემდგომი საუკუნეები რომის მიერ ჭეშმარიტი მოძღვრების უფრო დიდი დამახინჯების მოწმენი გახდნენ. ჯერ კიდევ პაპის ხელისუფლების დაწესებამდე ეკლესიის ყურადღებას წარმართული ფილოსოფიის იდეები იქცევდა, რაც უდიდეს გავლენას ახდენდა მასზე. ბევრი ე.წ. ქრისტიანი ძველებურად წარმართულ ფილოსოფიას მისდევდა და არა მხოლოდ თავად განაგრძობდა მის შესწავლას, არამედ წარმართებზე უფრო მეტი გავლენის მოსაპოვებლად, სხვებსაც თავს ახვევდა. ამ გზით ქრისტიანულ რელიგიაში სერიოზული შეცდომები შემოიპარა. მათ შორის უმთავრესი იყო რწმენა - სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულისა და ცნობიერების უკვდავების შესახებ. სწორედ ამის საფუძველზე დააკანონა რომმა წმიდანთა შუამავლური ლოცვები და ქალწულ მარიამის გაღმერთება. აქედან მოდის სწავლება მარადიული ტანჯვის შესახებ, რომელიც პაპის მიმდევართა მოძღვრების სიმბოლო გახდა.დბ 29.3

    ასე მომზადდა საფუძველი სხვა წარმართული იდეების მისაღებად, მათ შორის - საწმიდარის შესახებ, რომლითაც რომი ცრუმორწმუნე და გულუბრყვილო ადამიანებს ასე აშინებდა. საწმიდარში ისინი გულისხმობდნენ ტანჯვაწამების ადგილს, სადაც თითქოსდა, ხვდებოდნენ სულები, რომლებიც სამუდამო დაღუპვისათვის არ იყვნენ განწირულნი და სადაც შესაბამისი მკაცრი სასჯელის მიღების შემდეგ იწმიდებოდნენ, ვიდრე ზეცაში ავიდოდნენ.დბ 29.4

    კიდევ ერთი სიცრუე სჭირდებოდა რომს, რათა ესარგებლა თავის მიმდევართა შიშითა და მანკიერებით. ეს იყო მოძღვრება ინდულგენციების შესახებ. ისინი წარსულის, აწმყოსა და მომავალი ცოდვების სრულ მიტევებასა და ყოველგვარი ტანჯვისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას პირდებოდნენ მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებდა ომებში, რომელსაც პაპი თავისი სამფლობელოების გასაფართოებლად აწარმოებდა, თუ არა და გაანადგურებდნენ მათ, ვინც გაბედავდა და უარყოფდა მის სასულიერო ძალაუფლებას. ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ ეკლესიისათვის ფულის გადახდის შემთხვევაში თავისუფლდებოდნენ ცოდვებისაგან. ამავე დროს, ამით მათ შეეძლოთ თავიანთი დაღუპული მეგობრების ხსნაც, რომლებიც ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯებოდნენ. ამ გზით რომი მდიდრდებოდა და ფუფუნებაში, გარყვნილებასა და მანკიერებაში ეფლობოდა. და ესენი იყვნენ ეგრეთწოდებული წარმომადგენლები უფლისა (ქრისტესი), ვისაც თავის დასადები ადგილიც კი არსად hქონდა დედამიწაზე.დბ 29.5

    უფლის სერობის ბიბლიური დადგენილება წარმართული მსხვერპლშეწირვით შეიცვალა. პაპის სამღვდელოება უაზრო რიტუალებით ცდილობდა უბრალო პური და ღვინო”ქრისტეს სხეულად და სისხლად” ექცია. ღვთისმკრეხელური ქედმაღლობით ითვისებდნენ შემოქმედის ღვთიურ ძალასა და ძლიერებას. ისინი ქრისტიანთაგან სიკვდილის მუქარით მოითხოვდნენ, სახალხოდ გამოეთქვათ რწმენა ამ საშინელი ღვთისმგმობელი სიცრუის მიმართ. მრავალი ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელმაც უარი თქვა ამაზე, კოცონზე დაწვეს.დბ 30.1

    მე-12 საუკუნეში დამკვიდრდა პაპის ყველაზე საშინელი იარაღი - ინკვიზიცია. ბნელეთის მეფე ამ საკითხის გადაწყვეტაში პაპის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა. მათ საიდუმლო შეკრებებს ფარულად ესწრებოდნენ სატანა და მისი დემონები, რომლებიც წარმართავდნენ ამ ურჯულოთა აზრებს, ხოლო ამ დროს უფლის ანგელოზი მალულად იწერდა მათ საშინელ ბრძანებებს და ყოველი მოკვდავისათვის თავზარდამცემ მათი საქმეების ისტორიას.”დიდი ბაბილონი მორწყული იყო წმიდანთა სისხლით”. მილიონობით მოწამეთა გატანჯული სხეული შეhღაღადებდა უფალს შურისგებისათვის.დბ 30.2

    პაპის ხელისუფლება მსოფლიოს დესპოტი გახდა. იმპერატორები და მეფეები პაპის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. თითქოს ყოველი ადამიანის მიწიერი და საუკუნო მომავალი მის ხელში იყო. საუკუნეთა მანძილზე ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა რომის მოძღვრებებს. რა მოწიწებით სრულდებოდა მისი ადათწესები! რომის სამღვდელოება საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა, უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა უხვი შემოწირულობანი. არასოდეს არ ყოფილა რომის ეკლესია დიდების ასეთ მწვერვალზე, არასოდეს hქონია ასეთი დიდება და ძლიერება, როგორიც ამ პერიოდში.დბ 30.3

    მაგრამ”პაპის ძლიერების შუადღის ნათელი მსოფლიოსათვის შუაღამის წყვდიადი იყო”. წმიდა წერილში არა თუ უბრალო ხალხი, არამედ მღვდლებიც კი ვერ ერკვეოდნენ. ძველ ფარისეველთა მსგავსად, პაპის მესვურთ სძულდათ ნათელი, რადგან იგი ამხილებდა მათ ცოდვებს. უარყვეს რა ღმერთის კანონი, როგორც სიმართლის საზომი, უსაზღვრო ძალაუფლება მოიპოვეს და თავაწყვეტილ გარყვნილებას მიეცნენ. ყველგან ყვაოდა სიცრუე, ანგარება და მანკიერება. ადამიანები არ ერიდებოდნენ არავითარ დანაშაულს, თუკი იგი სიმდიდრესა და დიდებას მოუტანდა. პაპებისა და პრელატების სასახლეები გარყვნილების ბუდეებად იქცა. ზოგიერთი გაბატონებული პაპი ისეთ დანაშაულს ჩადიოდა, რომ სამოქალაქო ხელისუფლებაც კი ცდილობდა მისი, როგორც აუტანელი, ბილწი ურჩხულის, ეკლესიიდან გაძევებას. ევროპაში მრავალი საუკუნის მანძილზე არ ყოფილა არავითარი პროგრესი მეცნიერებაში, ხელოვნებასა და კულტურაში. ქრისტიანობა დაავადებული იყო მორალური და სულიერი დამბლით.დბ 30.4

    რომის ხელისუფლების ბატონობის უღელქვეშ მყოფი მსოფლიო წარმოადგენდა ოსია წინასწარმეტყველის სიტყვების საშინელ და საოცარ აღსრულებას:“მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ... დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს”.”რადგან არ არის ჭეშმარიტება, სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს” (ოს. 4:6,1,2). ესაა უფლის კანონის უარყოფის შედეგი.დბ 30.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents