Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 38 - უკანასკნელი გაფრთხილება

    `ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება hქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით. დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა:“დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად; და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად”.”გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა:“გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან” (გამოცხ. 18:1,2,4).დბ 381.1

    ეს ტექსტი მიუთითებს იმ დროზე, როდესაც გამოცხადების მე-14 თავში აღწერილი მეორე ანგელოზის მიერ წარმოთქმული გაფრთხილება ბაბილონის დაცემის შესახებ დამატებით უნდა განმეორდეს და კვლავ უნდა შეახსენოს ხალხს სხვადასხვა საეკლესიო ორგანიზაციებში შეჭრილი გარყვნილების შესახებ, რაც ბაბილონს წარმოადგენს. ეს გაფრთხილება პირველად 1844 წლის ზაფხულში გაისმა. აქ აღწერილია რელიგიური სამყაროს საშინელი მდგომარეობა. ჭეშმარიტებათა ყოველი ახალი უარყოფა კიდევ უფრო დაუბნელებს გონებას ადამიანებს, უფრო მეტად გაუქვავებს გულს, ვიდრე მათ სრული ურწმუნოება არ დაეუფლებათ. უზენაესის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი კვლავ გააგრძელებენ უფლის ერთერთი მცნების უგულვებელყოფას, შემდეგ კი დევნას დაუწყებენ მის წმიდად შემნახველთ. შეიძულებენ ღვთის მცნებებს, მის ხალხს და ქრისტესაც არაფრად ჩააგდებენ. როდესაც ეკლესიები მიიღებენ სპირიტიზმის მოძღვრებას, ხორციელი გულისათვის აღარ იარსებებს რაიმე ზღვარი და რელიგიის ფორმალური აღიარება უმდაბლესი მანკიერების დამფარველ ნიღბად გადაიქცევა. სპირიტულ მოვლენათა მიმართ რწმენა გზას გაუხსნის მაცდურ სულებს,“ეშმაკთა მოძღვრებებს” და ეკლესიებზე ბოროტ ანგელოზთა ზეგავლენა მეტად საგრძნობი გახდება.დბ 381.2

    ბაბილონის შესახებ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია:“მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი” (გამოცხ. 18:5). მან აავსო თავისი ურჯულოების თასი და დაღუპვის პირას დგას. მაგრამ უფალს ჯერ კიდევ hყავს თავისი ერთგული შვილები ბაბილონში და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ისინი უნდა გათავისუფლდნენ მისგან, რათა არ ეზიარონ მის ცოდვებს და”არ მიიღონ მისი წყლულებისაგან”. დაიწყო მოძრაობა, რომელიც სიმბოლურად წარმოდგენილია ციდან ჩამომავალი ანგელოზის სახით, რომლის დიდებითაც დედამიწა განათდა და რომელმაც ძლიერი ხმით ამხილა ბაბილონის ცოდვები. ამასთან არის დაკავშირებული მოწოდება:“გამოერიდე მას, ჩემო ხალხო”. ეს მოწოდება მესამე ანგელოზის უწყებასთან ერთად იმ უკანასკნელ გაფრთხილებას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის ყოველი მკვიდრისადმია მიმართული.დბ 381.3

    წუთისოფელს საშინელი დასასრული ელის! დედამიწის ძალები გაერთიანდებიან უფლის მცნებათა წინააღმდეგ საბრძოლველად და კანონის ძალით აიძულებენ”ყველას - დიდებსა და პატარებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს” (გამოცხ. 13:16) ეკლესიის დადგენილებათა მიხედვით ცრუ შაბათის დაცვას. ისინი, ვინც მათ არ დაემორჩილება, დაისჯებიან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ და საბოლოოდ, მათ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. მეორეს მხრივ, უფლის კანონი, რომელიც ბრძანებს შემოქმედის მიერ დაწესებული დღის - შაბათის დაცვას, ითხოვს მის აღსრულებას და ღვთის რისხვას აღუთქვამს მის დამრღვევთ. ყოველი, ვინც გათვითცნობიერებული იქნება ამ საკითხში, მაგრამ მაინც დაარღვევს რჯულს და ადამიანურ დადგენილებებს დაემორჩილება, მიიღებს მხეცის ნიშანს, ნიშანს იმ ხელისუფლების მიმართ ერთგულებისა, რომელიც მისთვის ღმერთის ავტორიტეტზე მაღალი იქნება. ზეცა გვაფრთხილებს:“ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის მომზადებული შეუზავებლად” (გამოცხ. 14:9,10).დბ 382.1

    ღვთის რისხვა თავს დაატყდება მხოლოდ მათ, ვისაც hქონდა ჭეშმარიტების შემეცნებისა და მიღების შესაძლებლობა, მაგრამ უარყო იგი. მრავალ ადამიანს ჯერ კიდევ არ სმენია დღეისათვის განკუთვნილი განსაკუთრებული ხმა ჭეშმარიტებისა. მეოთხე მცნების დაცვის აუცილებლობა არასოდეს hქონიათ მათ სწორად გაცხადებული. გულის ყოველი სურვილის წამკითხველი და გამომცდელი ყოვლისმცოდნე ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჭეშმარიტების შემეცნების მაძიებელი ადამიანი მოტყუვდეს და არ მიეცეს სატანურ ქსელში გარკვევის შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანებმა ბრმად არ უნდა მიიღონ ეს დადგენილება. თითოეულ მათგანს მიეცემა საკმარისი ნათელი, რათა შეგნებულად გააკეთოს არჩევანი.დბ 382.2

    შაბათი დღის დაცვასთან იქნება დაკავშირებული ერთგულების უდიდესი გამოცდა, რადგან სწორედ იგია ჭეშმარიტების მთავარი საკამათო საკითხი. გადამწყვეტი მომენტის დადგომისას უფლის ჭეშმარიტ და ცრუ მსახურთა შორის მკვეთრი ზღვარი დაიდება. ამ დროს ცრუ შაბათის დაცვა - სახელმწიფო კანონების თანახმად და უფლის მეოთხე მცნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებისადმი ერთგულების გამომხატველი აშკარა მტკიცება იქნება, ჭეშმარიტი შაბათის დაცვა - ღვთის კანონებისადმი მორჩილებისა და შემოქმედის ერთგულების მოწმობა გახდება. ადამიანები, რომელნიც ამ საკითხში მიწიერი ხელისუფლების წინაშე მორჩილებას გამოიჩენენ, მხეცის ნიშანს მიიღებენ, ხოლო ვინც ღვთიური მმართველობის ნიშანს აირჩევს, უფლის ბეჭედს მიიღებს.დბ 382.3

    დღემდე სამი ანგელოზის სახარების ჭეშმარიტების მქადაგებელთ უბრალო შფოთისმთესველებს უწოდებენ. გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებში კვლავ დაბრუნდება რელიგიური შეუწყნარებლობა, ეკლესია და სახელმწიფო კი ღვთის მცნებების დამცველთა წინააღმდეგ გაერთიანდებიან, უსაფუძვლო და უაზრო უწოდეს. ისინი დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის იყო რელიგიის თავისუფლების დამცველი და ბოლომდე ასეთად დარჩება. მაგრამ იმდენად, რამდენადაც უკვე კვირა დღის აუცილებელი დაცვის საკითხი ფართო მსჯელობის საგანი ხდება, მოვლენები, რომელთაც ადრე ეჭვის თვალით უყურებდნენ და არ სჯეროდათ, უკვე რეალურ ელფერს იძენს და მესამე ანგელოზის სახარების გავლენაც თანდათანობით ძლიერდება.დბ 382.4

    ღმერთი ყოველ თაობას უგზავნიდა თავის მსახურთ ცოდვათა სამხილებლად როგორც წუთისოფელში, ასევე ეკლესიაში. მაგრამ ადამიანებს უყვართ სასიამოვნო ამბების მოსმენა, ხოლო ჭეშმარიტ, შეულამაზებელ სინამდვილეს არ ღებულობენ. მრავალი რეფორმატორი თავისი მსახურების დასაწყისშივე დიდი სიფრთხილით ამხილებდა ეკლესიისა და ხალხის ცოდვებს. ისინი თავიანთი წმიდა ქრისტიანული ცხოვრების მაგალითით იმედოვნებდნენ ადამიანთა კვლავ დაბრუნებას ბიბლიური საწყისებისაკენ. სულიწმიდით აღივსნენ ელია წინასწარმეტყველის მსგავსად, რომელმაც მიიღო სულიწმიდა და ამხილა უკეთური მეფისა და ღვთის მოღალატე ხალხის ცოდვები. რეფორმატორებს არ შეეძლოთ, არ ექადაგათ ბიბლიის ნათელი ჭეშმარიტებანი, თუმცა თავიდან ერიდებოდნენ ამას. მათ სულიწმიდა შთააგონებდა, მგზნებარედ და პირდაპირ ემცნოთ ხალხისათვის ჭეშმარიტება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ისინი უშიშრად გადასცემდნენ სიტყვებს, რომლებიც უფალმა ბაგეებში ჩაუდო, ხალხი კი იძულებული იყო მოესმინა ეს გაფრთხილებები.დბ 383.1

    ასევე ეუწყება ხალხს სამი ანგელოზის სახარება; როცა დადგება დრო მისი დიდი ძალით ქადაგებისა, უფალი თავისი მორჩილი შვილების მეშვეობით იმოქმედებს და თავად წარმართავს მათ გონებას, ვინც მის სამსახურს მიუძღვნა თავი. ამ საქმისათვის ღვთის მორჩილნი მიიღებენ სულიწმიდით ცხებულებას და არა სპეციალურ განათლებას. რწმენისა და ლოცვის წმიდა ერთგულნი იქადაგებენ იმას, რასაც უფალი ჩაუდებს ბაგეებში. გამოაშკარავდება ბაბილონის ცოდვები; მხილებული იქნება სამოქალაქო ხელისუფლების მეშვეობით ეკლესიების დადგენილებათა ძალისმიერი თავსმოხვევის საშინელი შედეგები, სპირიტიზმის მოზღვავება, პაპის ძალაუფლების შეუმჩნეველი, მაგრამ სწრაფი გავრცელება. ეს საზეიმო გაფრთხილება აღაგზნებს და აამოძრავებს ათასობით ადამიანს, რომელთაც ადრე მსგავსი არაფერი სმენოდათ. მათ განცვიფრებას საზღვარი არ ექნება, როდესაც გაიგებენ, რომ ბაბილონი - ეს არის თავისი შეცდომების, ცოდვებისა და ზეციურ ჭეშმარიტებათა უარყოფის შედეგად დაცემული ეკლესია. როდესაც ადამიანები შეეკითხებიან თავიანთ ძველ მოძღვრებს:“მართლაც ასეა ეს?”, ისინი მოუთხრობენ სხვადასხვა ლეგენდებს, დაპირდებიან კეთილდღეობას მომავალში და ამით დაამშვიდებენ მათ შიშსა და გაღვიძებულ სინდისს. მაგრამ ბევრს არ დააკმაყოფილებს მხოლოდ ადამიანური ავტორიტეტი და მოსთხოვენ მტკიცებას:“ასე ამბობს უფალი”. მაშინ ეკლესიის ავტორიტეტიანი მსახურნი, ძველ ფარისეველთა მსგავსად, რისხვით აღივსებიან მათზე, ვინც მათ ავტორიტეტში ეჭვი შეიტანა და გამოაცხადებენ, რომ ეს სახარება სატანისეულია და აამბოხებენ ბრბოს, რომელიც ადვილად იხრება ურჯულოებისაკენ, რათა შეურაცხყონ და შეავიწროვონ ჭეშმარიტების მქადაგებელნი.დბ 383.2

    რაც უფრო ფართო გაქანებას ღებულობს ეს ბრძოლა, რაც უფრო მეტს ფიქრობს ხალხი აბუჩად აგდებულ უფლის კანონზე, მით უფრო აქტიურად მოქმედებს სატანაც და ამაოდ არ კარგავს დროს. ამ სახარების ძალას მძვინვარებაში მოhყავს ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება. სამღვდელოება უდიდესი ძალისხმევით შეეცდება თავისი სამწყოსაგან დამალოს ჭეშმარიტი ნათელი: ისინი ნებისმიერი საშუალებით ეცდებიან ამ სამკვდროსასიცოცხლო საკითხთა განხილვის ჩახშობას. ეკლესია მიმართავს სახელმწიფო ხელისუფლებას დახმარებისათვის, პაპისტები და პროტესტანტები გაერთიანდებიან ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც განმტკიცდება მოძრაობა კვირა დღის აუცილებელი დაცვისათვის, მაშინ უფლის მცნებების დამცველთა წინააღმდეგ კანონის ძალას გამოიყენებენ. ზოგს ჯარიმის გადახდითა და ციხეში ჩასმით დაემუქრებიან, ზოგს მაღალი თანამდებობით, ქრთამითა და ძვირფასეულობით მოსყიდვას დაუპირებენ, რათა იძულებული გახადონ, უარყონ თავიანთი რწმენა, მაგრამ ისინი შეუვალი აღმოჩნდებიან:“დაგვიმტკიცეთ ჩვენი შეცდომები საღვთო წერილის მეშვეობით”, - ასეთივე სიტყვები წარმოთქვა ოდესღაც მარტინ ლუთერმა მსგავს მდგომარეობაში. ისინი, ვინც სასამართლოს წინაშე წარდგება, ისე დამაჯერებლად დაიცავენ ჭეშმარიტებას, რომ მსმენელთა შორის მრავალი შეიგნებს და გადაწყვეტს უფლის მცნებათა დაცვას. ამგვარად, ნათელი გაბრწყინდება ათასობით ადამიანისათვის, რომლებიც სხვანაირად ვერ მოისმენდნენ ამ ჭეშმარიტებას.დბ 383.3

    ღვთის სიტყვისადმი შეგნებულ მორჩილებას ამბოხებად ჩათვლიან. სატანის მიერ დაბრმავებული მშობლები დიდ სისასტიკესა და სიმკაცრეს გამოიჩენენ თავიანთი მორწმუნე შვილების მიმართ; ბატონები შეავიწროვებენ თავიანთ ღვთის მცნებათა დამცველ მსახურთ; სიყვარული გულგრილობით შეიცვლება, შვილები დაკარგავენ მემკვიდრეობას და მშობლიურ კერას. პავლე მოციქულის სიტყვები:“ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება” (2ტიმ. 3:12), ზუსტად აღსრულდება. იმის გამო, რომ ჭეშმარიტების დამცველნი უარს იტყვიან შაბათის ნაცვლად კვირა დღის დაცვაზე, ზოგ მათგანს საპყრობილეში ჩასვამენ, ზოგს - გადაასახლებენ, ზოგს კი მონებად აქცევენ; ადამიანური თვალსაზრისით ეს თითქოს შეუძლებელია, მაგრამ როდესაც ბოროტების შემკავებელი ღვთიური ძალა დატოვებს ადამიანებს და ისინიც სრულად დაემორჩილებიან სატანას, რომელსაც ასე სძულს ღვთიური კანონები, ბევრი რამ შეიცვლება. როდესაც ადამიანის გულში ადგილი აღარ დარჩება ღვთის შიშისა და სიყვარულისათვის, იგი შეიძლება მეტად გასასტიკდეს.დბ 384.1

    ახლოვდება ქარიშხალი და მრავალი ადამიანი, რომელმაც უკვე მოისმინა სამი ანგელოზის სახარება, ირწმუნა, მაგრამ არ დამორჩილდა ჭეშმარიტებას, უარყოფს თავის რწმენას, საკუთარ თვალსაზრისს და მტრის ბანაკში გადაინაცვლებს, ის დაუბრუნდება წუთისოფელს, აღივსება მისი სულით, მიწიერი სურვილები გაუჩნდება და როცა გამოცდის ჟამი დადგება, იოლ გზას აირჩევს. ნიჭიერი და მიმზიდველი ადამიანები, ოდესღაც ჭეშმარიტებით რომ ხარობდნენ, ახლა მთელი ძალით შეეცდებიან სხვების ცდუნებასა და შეცდომაში შეყვანას. ეს ადამიანები თავიანთი ადრინდელი ძმების ყველაზე სასტიკ მტრად იქცევიან. როდესაც შაბათის დამცველნი თავიანთი მრწამსის გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან, ეს მოღალატენი სატანის ყველაზე აქტიურ თანამშრომლებად იქცევიან და მოყვასისადმი ცილისწამებისა და ლანძღვის მორევში ჩაეფლობიან. თავიანთი ცრუ დასმენებითა და შეთითხნილი ცილისწამებით ხელისუფლებას აამხედრებენ თავიანთი ყოფილი ძმების წინააღმდეგ.დბ 384.2

    სწორედ ამ დევნის პერიოდში გამოიცდება უფლის მსახურთა რწმენა. ისინი ყოველთვის ერთგულად ამცნობდნენ ხალხს გაფრთხილების უწყებას, ემორჩილებოდნენ მხოლოდ უფალსა და მის ჭეშმარიტ სიტყვას. უფლის სულის ხელმძღვანელობითა და მისი ნებით ქადაგებდნენ ისინი წმიდა სიტყვას. გულმოდგინებით ასრულებდნენ თავის მოვალეობას, უქადაგებდნენ ხალხს უფლისაგან მიღებულ სიტყვას და არ წუხდნენ იმაზე, თუ რა შედეგი მოhყვებოდა ყოველივე ამას. ისინი არ ზრუნავდნენ თავიანთ მიწიერ და ამქვეყნიურ ინტერესებზე, არ უფრთხილდებოდნენ თავიანთ რეპუტაციას და თვით სიცოცხლესაც კი. და როდესაც ლანძღვაგინების ქარიშხალი თავს დაატყდებათ, ზოგი მათგანი შიშით წამოიძახებს:“რომ გვცოდნოდა, თუ რით დამთავრდებოდა ჩვენი ქადაგება, ხმასაც არ ამოვიღებდით”.სიძნელეებს ბოლო არ უჩანს. სატანა მეტად მძიმე განსაცდელს უგზავნის და საგონებელში აგდებს მათ. ისინი ფიქრობენ, რომ დაწყებული საქმისათვის ძალა არ ეყოფათ. მათ ემუქრება სიკვდილი. ადრინდელი ცეცხლი ჩაქრა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჩანს. მაშინ, სრულიად დაუძლურებულნი, უზენაესს მიაპყრობენ თვალებს. გაიხსენებენ, რომ მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ეკუთვნოდა არა მათ, არამედ იმას, ვინც დაავალა, ეუწყებინათ ეს გაფრთხილება. უფალმა ჩაუდო ჭერშმარიტება გულში და მათ არ შეეძლოთ, ხალხისათვის არ ემცნოთ იგი.დბ 384.3

    ღვთის შვილთ გასულ საუკუნეებშიც უნდა გაევლოთ ეს გამოცდა. უიკლიფი, იან hუსი, ლუთერი, ტინდალი, ბაქსტერი, უესლი - მოითხოვდნენ, რომ ყოველი მათი მოძღვრება ბიბლიით შემოწმებულიყო და აცხადებდნენ, რომ მზად არიან, უარყონ ყველაფერი, რაც წმიდა წერილს ეწინააღმდეგება. ამ ადამიანებს დიდი სისასტიკით დევნიდნენ, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ ჭეშმარიტების ქადაგებას. ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში იქადაგებოდა სწორედ ის განსაკუთრებული ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის ხალხის საჭიროებას სწორედ იმ მომენტისათვის პასუხობდა. ყოველი ახალი ჭეშმარიტება გზას იკვალავდა სიძულვილისა და წინააღმდეგობის ატმოსფეროში, ხოლო სინათლის გამავრცელებელთა ხვედრი - ტანჯვა და დევნა იყო. სასოწარკვეთილების ყველაზე კრიტიკულ მომენტში უფალი თავის ხალხს განსაკუთრებულ ჭეშმარიტებას უგზავნის და ვინ გაბედავს, რომ არ ახაროს იგი? მოწყალე უფალი თავის მსახურთ მოუწოდებს, უკანასკნელი გაფრთხილება აუწყონ კაცობრიობას და განა მათ შეუძლიათ დუმილი, როცა ადამიანთა სულებს დაღუპვა ელის? ქრისტეს მაცნეებმა არ უნდა იფიქრონ შედეგზე, არამედ უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, შედეგები კი ღმერთს მიანდონ.დბ 385.1

    როდესაც წინააღმდეგობა კრიტიკულ წერტილს მიაღწევს, ღვთის მსახურნი შეცბუნდებიან და იფიქრებენ, რომ მართლაც მათ გამოიწვიეს კრიზისი. მაგრამ სინდისი და ღვთის სიტყვა დაარწმუნებს მათ, რომ სწორად მოიქცნენ და თუმცა განსაცდელი კვლავ მრავლად ექნებათ, გაუძლებენ მას. ბრძოლა თანდათან უფრო გართულდება და გამწვავდება, მაგრამ კრიტიკულ მომენტში მათი რწმენა და მხნეობა გაიზრდება. ისინი განაცხადებენ:“ჩვენ არ შეგვიძლია ღვთის სიტყვის დამახინჯება და მისი წმიდა კანონის დაყოფა; ვერ ვუწოდებთ მის ერთ ნაწილს უმნიშვნელოს, მეორეს კი - მნიშვნელოვანს, რათა წუთისოფელს ვაამოთ. უფალი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, ძლიერია და გადაგვარჩენს კიდეც. ქრისტემ უკვე დაამარცხა მიწიერი ძალები და ნუთუ ჩვენ ამ დამარცხებული წუთისოფლის უნდა გვეშინოდეს?”დბ 385.2

    დევნა, რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, იარსებებს მანამ, სანამ სატანა არსებობს და სანამ ქრისტიანებს ცოცხალი ძალა გააჩნიათ. ვერც ერთი ადამიანი ვერ ემსახურება ღმერთს ბნელი ძალების წინააღმდეგობის გამოწვევის გარეშე. ბოროტი ანგელოზები მუდამ თან სდევენ ასეთ ადამიანს, რადგან ეშინიათ, რომ ლუკმას ხელიდან გამოსტაცებენ. მისი მაგალითით მხილებული ბოროტი ადამიანები დემონებს შეუერთდებიან და ყოველმხრივ შეეცდებიან მათ ცდუნებას, რათა დააშორონ ღმერთს. ხოლო, როდესაც ამას ვერ ახერხებენ, ცდილობენ, სინდისის ხმა ძალის გამოყენებით ჩაახშონ.დბ 385.3

    სანამ იესო ქრისტე, როგორც ადამიანის ქომაგი, ზეციურ საწმიდარში იმყოფება, ხელისუფლებისა და ხალხისათვის საგრძნობი იქნება სულიწმიდის ძალის შემკავებელი ზეგავლენა, რაც რამდენადმე დედამიწის კანონებშიც ვლინდება. ამ კანონის არსებობის გარეშე კაცობრიობა დღეს უფრო სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა. თუმცა მსოფლიოს მრავალი ხელისუფალი და მმართველი დღეს სატანის ხელშემწყობია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის უფლის ერთგული მსახურნიც არიან. მტერი თავის ხელქვეითებს ავალებს, ყოველნაირად ხელი შეუშალონ უფლის საქმეს, მაგრამ წმიდა ანგელოზთა გავლენის ქვეშ მყოფ, ღვთის ერთგულ სახელმწიფო მოხელეთ შესწევთ ძალა, სიმართლით აღუდგნენ წინ ამ ხრიკებს. ამგვარად, ჭეშმარიტების მცირერიცხოვანი დამცველნი ჯერ კიდევ აკავებენ ბოროტების ძლიერ ნაკადს. სატანის მსახურთა აქტიური მოქმედება შენელდება, რათა სამი ანგელოზის სახარებამ შეძლოს თავისი საქმის დასრულება. უკანასკნელი გაფრთხილება ყველა მმართველ მოღვაწეთა ყურადღებას მიიპყრობს, რომელთა მეშვეობითაც უფალი გააკეთებს თავის საქმეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი ამ გაფრთხილებას კიდეც მიიღებს და მწუხრის ჟამს ღვთის ხალხის მხარეზე გადავა.დბ 386.1

    ანგელოზმა, რომელიც მესამე ანგელოზის მსახურებას უერთდება, თავისი დიდებით უნდა გაანათოს მთელი დედამიწა. ეს არის წინასწარმეტყველება იმ მსახურების შესახებ, რომელიც საყოველთაო მასშტაბებს მიიღებს და განსხვავებული, გამაჯანსაღებელი ძალა ექნება. 1840-44 წლების ადვენტისტური მოძრაობა უფლის ძალის დიდებული გამოვლინება იყო; პირველი ანგელოზის სახარება მთელ მსოფლიოში იქადაგებოდა მისიონერთა მიერ. ბევრ ქვეყანაში გაჩნდა რელიგიის მიმართ უდიდესი ინტერესი, როგორიც არსად შეიმჩნეოდა მე-16 საუკუნის რეფორმაციის დღეების შემდგომ, მაგრამ მესამე ანგელოზის გაფრთხილებით გამოწვეული მოძრაობის უდიდესი აღმავლობა დიდად აღემატება რეფორმაციის პერიოდის მოძრაობას.დბ 386.2

    ეს მოძრაობა დაემსგავსება მოვლენას, რომელსაც ადგილი hქონდა სულიწმიდის გარდმოფენისას. როგორც”საადრეო წვიმა” (სულიწმიდის გარდმოფენა) იქნა გამოგზავნილი სახარების გავრცელების დასაწყისში ძვირფასი თესლის აღმოსაცენებლად, ასევე”საგვიანო წვიმა” მოგვეცემა ბოლო ჟამს სამკალის დასამწიფებლად.”შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს” (ოს. 6:3).”სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ წვიმას ზომიერად, გამოგიგზავნით საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად” (იოვ. 2:23).”იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე”.”და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება” (საქ. 2:17,21).დბ 386.3

    სახარების, ამ უმნიშვნელოვანესი სიტყვის ქადაგების დასრულებისას ღვთის ძალა ისეთივე სიძლიერით უნდა გამოვლინდეს, როგორც დასაწყისში. წინასწარმეტყველება, რომელიც”საადრეო წვიმის” მიღებისას აღსრულდა, უნდა განმეორდეს”საგვიანო წვიმის” გარდმოფენისას, როდესაც დასრულდება სახარების ქადაგება. ესაა სიხარულის პერიოდი, რომლის შესახებაც პეტრე მოციქული ამბობს:“მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა აღიხოცოს თქვენი ცოდვები”,“რათა დადგეს სიხარულის დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე” (საქ. 3:19,20).დბ 386.4

    უფლის მსახურნი სიხარულით გაბრწყინებული სახეებით იჩქარებენ, ეს სასიხარულო ამბავი დედამიწის ყველა კუთხეს აუწყონ. ათასობით ხმა გაავრცელებს ამ გაფრთხილებას. მოხდება მრავალი სასწაული. ავადმყოფები განიკურნებიან, მორწმუნენი მრავალ ზებუნებრივ სასწაულს მოახდენენ და მრავლად ექნებათ ნიშნები. სატანაც მრავალ სასწაულს მოახდენს,“ცეცხლსაც კი ჩამოიტანს ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე” (გამოცხ. 13:13). სწორედ ამ დროს უნდა მიიღოს დედამიწის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება.დბ 386.5

    ეს სახარება გავრცელდება არა იმდენად მტკიცებათა მეშვეობით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით და მისმიერი ღრმა რწმენით. მტკიცებანი უკვე მოგვეცა. თესლი დათესილია, ახლა კი იგი ამოვა და ნაყოფს გამოიღებს. მისიონერთა მიერ გავრცელებულმა ცოდნამ თავისი ზეგავლენა უკვე მოახდინა, თუმცა ბევრ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტებამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაღაცამ შეუშალა ხელი მის მიღებაში. ახლა კი სინათლის სხივები ყველგან აღწევს, ჭეშმარიტება ყველასათვის გახსნილია. ღვთის გულწრფელი შვილები დაამსხვრევენ თავიანთი ტყვეობის ბორკილებს. ვერც ოჯახის და ვერც ეკლესიის წინაშე მოვალეობა ვერ შეაჩერებს მათ. ჭეშმარიტება ყველაზე ძვირფასი გახდება მათთვის. მიუხედავად სიმართლის მოწინააღმდეგეთა ძლიერი ძალებისა, მოქცეულთა უმრავლესობა უფლის მხარეზე გადავა.დბ 387.1

    სამი ანგელოზის სახარება
    /გამოცხ. 14:6,7/

    ეს ტექსტი პირველი ანგელოზის გაფრთხილებას გადმოგვცემს. შემდეგ წინასწარმეტყველი განაგრძობს:“სხვა ანგელოზი მოhყვა მას და თქვა: “დაეცა დიდი ბაბილონი, ...და მესამე ანგელოზი მოhყვა მათ”.დბ 387.2

    აქ გამოყენებული სიტყვა”მოhყვა” კონტექსტში ნიშნავს:“ერთად სვლას”. ლიდელი სკოტი ასე ხსნის ამ სიტყვას:“ერთად წასვლა, უკან მიყოლა, პირველთან ერთად სიარული”. იგივე სიტყვა აქვს გამოყენებული მოციქულ მარკოზს (მარკ. 5:24). იესო”წაhყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა”. იგივე სიტყვა გვხვდება გამოცხ. 14:4-ში: ამ ორ ტექსტში ერთი აზრია ჩაქსოვილი.”ერთად წასვლა, ანუ გაყოლა”. იგივეს ვკითხულობთ 1კორ. 10:4; ინგლისურ ენაზე ეს ტექსტი შემდეგნაირად იკითხება:“ისინი ...სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაhყვებოდა მათ”, აქედან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ გამოცხ. 14:8,9 მთავარი აზრი გამოიხატება არა მხოლოდ მის გაფრთხილებაში, არამედ მთავარია ისიც, რომ მეორე და მესამე ანგელოზი თან მოhყვა პირველს, რომ ისინი ერთად მოფრინავდნენ. სამივე ანგელოზის გაფრთხილება ერთ სახარებას წარმოადგენს, რომელსაც სამი ანგელოზის სახარება ეწოდება. ისინი აღნიშნულია, როგორც პირველი, მეორე და მესამე მხოლოდ იმისათვის, რომ მათი გამოჩენის თანმიმდევრობა გვიჩვენოს. მაგრამ ისინი ყველანი ერთად აცხადებენ, ერთად მიდიან და ერთურთისაგან განუყოფელნი არიან.დბ 387.3

    ეს განმარტება დამატებითი ახსნაა სამი ანგელოზის სახარების განუყოფლობისა და ერთიანობისა. იგი ამოღებულია ამ საკითხთან დაკავშირებული ე.უაითის სხვა, დამატებითი კომენტარებიდან.დბ 387.4

    გამომცემლები