Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 14 - ბრიტანეთის კუნძულებზე ჭეშმარიტებამ შეაღწია

    /გვიანი პერიოდის ინგლისელი რეფორმატორები/

    იმ დროს, როდესაც ლუთერმა თავის ხალხს მათთვის ადრე მიუწვდომელი ბიბლია მიუძღვნა, სულიწმიდით შთაგონებულმა ტინდალმა იგივე მოიმოქმედა ინგლისში. უიკლიფმა ბიბლია ლათინური ენიდან თარგმნა და მასში მრავალი შეცდომა იქნა დაშვებული. ეს ბიბლია არასოდეს დაბეჭდილა, ხოლო ხელით გადაწერილი წიგნის ფასი იმდენად დიდი იყო, რომ მისი ყიდვა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. ამავე დროს, ეკლესია კრძალავდა მას და ფართო გავრცელება ვერ hპოვა. 1516 წელს, ლუთერის თეზისების გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე ერაზმმა პირველად დაბეჭდა ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე, შემდეგ კი სულ მალე მისი ლათინური თარგმანიც გამოვიდა. ახლა ღვთის სიტყვის ორიგინალი პირველად დაიბეჭდა. ამ გამოცემაში შესწორდა ადრინდელ გამოცემებში დაშვებული შეცდომები და დაზუსტებულ იქნა ტექსტი. ეს ბევრ განათლებულ ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების შეცნობაში, ამან კი, რა თქმა უნდა, ბიძგი მისცა რეფორმაციის საქმეს. მაგრამ ღვთის სიტყვა უბრალო ხალხისათვის კვლავინდებურად უმეტესად მიუწვდომელი რჩებოდა. ტინდალს უნდა დაესრულებინა უიკლიფის დაწყებული საქმე და ბიბლია თანამემამულეთათვის მიეძღვნა.დბ 150.1

    ტინდალმა, ჭეშმარიტების გულმოდგინე და სერიოზულმა მკვლევარმა, წაიკითხა რა ერაზმის მიერ ბერძნულ ენაზე დაბეჭდილი ახალი აღთქმა, ირწმუნა სახარება. იგი უშიშრად ქადაგებდა ჭეშმარიტებას და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ყოველგვარი მოძღვრება წმიდა წერილის საფუძველზე უნდა შემოწმდეს. განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ბიბლია ხალხს ეკლესიამ მისცა და მხოლოდ მას შეუძლია მისი განმარტება, ტინდალი პასუხობდა:“იცით თქვენ, ვინ ასწავლა არწივებს საკვების მოპოვება? ამგვარად, იგივე ღმერთი ასწავლის თავის მშიერ შვილებს, მოძებნონ მამა მის სიტყვაში. თქვენ არ მოგიციათ ჩვენთვის წმიდა წერილი, პირიქით, გვიმალავდით; თქვენ ცეცხლში წვავდით მათ, ვინც მის სიტყვას ქადაგებდა. თქვენ რომ შეგძლებოდათ, თვით წერილსაც დაწვავდით”.დბ 150.2

    ტინდალის ქადაგება დიდ ინტერესს იწვევდა და მრავალი ღებულობდა ჭეშმარიტებას. მაგრამ მღვდლები ფხიზლად იყვნენ და როგორც კი იგი ტოვებდა სამოღვაწეო ასპარეზს, მუქარითა და მზაკვრობით ცდილობდნენ დაენგრიათ ის, რასაც რეფორმატორი აშენებდა. და ხშირად ახერხებდნენ კიდეც ამას.”რისი გაკეთება შეიძლება? - ამბობდა ტინდალი, - იმ დროს, როდესაც მე სხვაგან ვთესავ, მოდის მტერი და ჩემს დატოვებულ მინდორს აჩანაგებს. მე ხომ ყველგან არ შემიძლია ყოფნა. რა კარგი იქნებოდა, მორწმუნეთ წმიდა წერილი თავიანთ მშობლიურ ენაზე რომ hქონოდათ, მაშინ ისინი შეძლებდნენ ბრძოლას ამ ცრუბრძენთა წინააღმდეგ. ბიბლიის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ჭეშმარიტებაში დამკვიდრება.”დბ 150.3

    ეს აზრი მოსვენებას არ აძლევდა ტინდალს.”ებრაელი ხალხი მშობლიურ ენაზე მღეროდა ფსალმუნებს უფლის ტაძარში, - ამბობდა იგი, - და ნუთუ სახარება არ უნდა ჟღერდეს აქ ინგლისურ ენაზე?.. განა ეკლესიას შუადღისას უფრო ნაკლები ნათელი უნდა hქონდეს, ვიდრე განთიადისას?.. ქრისტიანებმა ახალი აღთქმა თავის მშობლიურ ენაზე უნდა წაიკითხონ”. ღვთისმეტყველნი და ეკლესიის მოძღვარნი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მხოლოდ ბიბლიის დახმარებით შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა.”ერთი ამ მოძღვარს უსმენს, მეორე სხვას, ერთი სწავლული დანარჩენებს ეწინააღმდეგება... როგორ გავარჩიოთ მართალი ტყუილისაგან? როგორ? მხოლოდ ღვთის სიტყვის მეშვეობით”.დბ 150.4

    რამდენიმე ხნის შემდეგ ტინდალთან დისპუტი გამართა ერთმა კათოლიკე ღვთისმეტყველმა, რომელმაც ფიცხად წარმოთქვა:“ჩვენ გვირჩევნია ღმერთის კანონების გარეშე ვიცხოვროთ, ვიდრე პაპის კანონების გარეშე!” ტინდალმა ამაზე უპასუხა:“მე არ მაინტერესებს პაპი და მისი კანონები. თუკი უფალი გამიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მივაღწევ იმას, რომ უბრალო გლეხის მეგუთნე ბიჭმა თქვენზე უკეთესად იცოდეს წმიდა წერილი”.დბ 151.1

    ახლა ტინდალმა მტკიცედ გადაწყვიტა თავისი დიდი ხნის სურვილის განხორციელება - ახალი აღთქმის მშობლიურ ენაზე თარგმნა და დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას. სახლიდან გაძევებული ტინდალი ლონდონში ჩავიდა, სადაც შეძლო რამდენიმე ხანს დაუბრკოლებლად ემუშავა. მაგრამ მალე განრისხებულმა პაპისტებმა კვლავ გააძევეს იგი ლონდონიდან. მთელ ინგლისში არ აღმოჩნდა მისთვის საიმედო თავშესაფარი და მისი ძებნა რეფორმატორმა გერმანიაში გადაწყვიტა.დბ 151.2

    სწორედ აქ დაიწყო მან ახალი აღთქმის ინგლისურ ენაზე გამოცემა. ორჯერ შეაწყვეტინეს მუშაობა, მაგრამ როცა ღვთის სიტყვის დაბეჭდვას ერთ ქალაქში უკრძალავდნენ, სხვა ქალაქში მიემგზავრებოდა. ბოლოს ჩავიდა ვორმსში, სადაც რამდენიმე წლის წინათ ლუთერი სახარების ჭეშმარიტებას იცავდა სეიმის წინაშე. ამ ძველ ქალაქში რეფორმაციის ბევრი მეგობარი ცხოვრობდა, ამიტომ აქ ტინდალმა მუშაობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაგრძო. მალე ახალი აღთქმის სამი ათასი ეგზემპლარი დაიბეჭდა და იმავე წელს კიდევ ერთი გამოცემა გახდა საჭირო.დბ 151.3

    იგი მთელი სერიოზულობითა და მონდომებით განაგრძობდა მუშაობას. ინგლისის ხელისუფლების სიფხიზლის მიუხედავად, რომელიც მკაცრად აკონტროლებდა ნავსადგურებს, ღვთის სიტყვა საიდუმლო გზებით ჩაhქონდათ ლონდონში, იქიდან კი იგი მთელ ინგლისში ვრცელდებოდა. პაპის მესვეურები ძალღონეს არ იშურებდნენ ჭეშმარიტების გასანადგურებლად, მაგრამ ამაოდ. ერთხელ დარhემის ეპისკოპოსმა წიგნებით მოვაჭრისაგან, რომელიც ტინდალის მეგობარი იყო, ყველა ბიბლია შეისყიდა და მათი მოსპობა გადაწყვიტა, იმედოვნებდა რა, რომ ამით რეფორმატორის მოღვაწეობას დიდ ზიანს მიაყენებდა. მაგრამ მოხდა პირიქით: ამ ფულით შეიძინეს მასალა ახალი უფრო უკეთესი გამოცემისათვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდნენ. შემდგომში, როდესაც ტინდალი დააპატიმრეს, მას გათავისუფლებას დაპირდნენ იმ პირობით, თუკი დაასახელებდა ადამიანებს, რომლებიც მატერიალურ დახმარებას უწევდნენ მას ბიბლიის გამოცემაში; ამაზე ტინდალმა უპასუხა, რომ ამ საქმეში ყველაზე მეტად დარhემის ეპისკოპოსი დაეხმარა, როდესაც მან დიდი რაოდენობით შეისყიდა ბიბლია და ამით დიდად შეუწყო ხელი მისი საქმის წარმატებით დაგვირგვინებას.დბ 151.4

    ტინდალი მტრებს ჩაუვარდა ხელში და მრავალი თვე ციხეში გაატარა. და ბოლოს, მოწამებრივი სიკვდილით დაამტკიცა თავისი რწმენა, მისი დამზადებული იარაღით კი სხვა მეგობრებიც იბრძოდნენ საუკუნეთა განმავლობაში, ჩვენს დღეებამდე.დბ 151.5

    ლათიმერი კათედრიდან აცხადებდა, რომ ხალხმა ბიბლია მშობლიურ ენაზე უნდა წაიკითხოს.”წმიდა წერილის ავტორი, - ამბობდა იგი, - თვით უფალია, წერილი კი ისეთივე ძლიერი და მარადიულია, როგორც მისი ავტორი. ყოველი მეფე, იმპერატორი თუ მმართველი უნდა დაემორჩილოს მას...მის წმიდა სიტყვას. მოდით, ნუ ვივლით მრუდე გზებით, არამედ ღვთის სიტყვა იყოს ჩვენი გზის მაჩვენებელი. ნუ ვივლით ჩვენს მამაპაპათა ნაკვალევზე, - ჩვენ ის კი არ უნდა ვაკეთოთ, რასაც ისინი აკეთებდნენ, არამედ ის, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ”.დბ 151.6

    ტინდალის ერთგული მეგობრები, ბარნსი და ფრაიტი ჭეშმარიტების დამცველთა მხარეზე დადგნენ. მათ მაგალითს მიბაძეს რიდლიზმა და კრენმერმა. ინგლისის რეფორმაციის ხელმძღვანელები განათლებული ადამიანები იყვნენ და მათი უმრავლესობა თავიანთი გულმოდგინებისა და პატიოსნების გამო დიდი პატივისცემით სარგებლობდა კათოლიკეთა საზოგადოებაში. მათი პაპთან დაპირისპირების შედეგი სწორედ პაპის “წმიდა ტახტის” შეცდომების უფრო ახლო გაცნობა იყო. ბაბილონის საიდუმლოთა ცოდნა დიდ ძალას მატებდა მათ.დბ 152.1

    “ნება მომეცით, ერთობ უცნაური შეკითხვა დაგისვათ, - თქვა ერთხელ ლათიმერმა თავის ქადაგებაში, - ვინ არის ყველაზე გულმოდგინე ეპისკოპოსი და პრელატი მთელ ინგლისში?.. ვხედავ, რომ პასუხს ჩემგან ელით... მე გეტყვით თქვენ: სატანა. იგი არასოდეს ტოვებს თავის სამფლობელოს; მიმართეთ მას ნებისმიერ დროს, იგი ყოველთვის სახლში დაგხვდებათ. იგი ყოველთვის საქმით არის დაკავებული. თქვენ ვერასოდეს დაინახავთ მას უქმად, ეს სიმართლეა. სადაც ეშმაკი იბუდებს,.. იქ წვავენ წიგნებს და მათ ნაცვლად იძენენ სანთლებს; იქ ანადგურებენ ბიბლიას და იძენენ კრიალოსანს; იქ მალავენ სახარების ნათელს და შუადღისას სანთლებს ანთებენ... უარყოფენ ქრისტეს ჯვარს და ადიდებენ საწმიდარს, რათა გაძარცონ მორწმუნენი,.. იქ ღარიბთა, საწყალთა და უძლურთა დახმარების ნაცვლად ამკობენ ხატებს, თაყვანს სცემენ კერპებს, აკანონებენ ადამიანურ ტრადიციებსა და წესებს, უარყოფენ უზენაესს და მის წმიდა სიტყვას... რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს პრელატებს ისეთივე გულმოდგინებით დაეთესათ კეთილი სახარების თესლი, როგორც სატანა თესავს ღვარძლსა და სარეველა ბალახებს!”დბ 152.2

    მთავარი პრინციპი, რომელსაც ეს რეფორმატორები იცავდნენ, - იგივეა, რისთვისაც ვალდენსები, უიკლიფი, იან hუსი, ლუთერი, ცვინგლი და მათი მიმდევრები იბრძოდნენ. სახელდობრ: წმიდა წერილის, როგორც რწმენისა და ცხოვრების საზომის, ურყევი ავტორიტეტი. ისინი უარყოფდნენ პაპების, კრებების, ეკლესიის მამებისა და მეფეების მიერ ადამიანის რელიგიური სინდისის გაკონტროლების უფლებას. მათთვის ერთადერთ ავტორიტეტს ბიბლია წარმოადგენდა. ისინი ყოველგვარ მოძღვრებასა და სწავლებას წმიდა წერილით ამოწმებდნენ. უფლისა და მისი სიტყვისადმი რწმენა მათ კოცონზე ასვლისას აძლიერებდა;”სულით არ დაეცე, - მიმართა ლათიმერმა თავის მოწამე მეგობარს, როდესაც ცეცხლის ალი უკვე მისწვდა მას, - ჩვენ დღეს ისეთ სინათლეს დავანთებთ ინგლისში, რომელიც, იმედი მაქვს, ღვთის წყალობით არასოდეს ჩაქრება.დბ 152.3

    კოლუმბასა და მის თანამეგობართა მიერ შოტლანდიაში დათესილი ჭეშმარიტების თესლი სრულად არასოდეს განადგურებულა. მას შემდეგ, რაც ინგლისის ეკლესიები რომმა დაიმორჩილა, შოტლანდიის ეკლესია მრავალი საუკუნის განმავლობაში თავისუფლებას ინარჩუნებდა. მაგრამ მე-12 საუკუნეში პაპიზმმა აქაც გაიდგა ფესვი და არსად მისი ძალაუფლება არ ყოფილა ისეთი უსასრულო, როგორიც ამ ქვეყანაში. მაგრამ ზოგჯერ ამ სქელ წყვდიადშიც კი იჭრებოდა ნათელი სხივი, რომელსაც განთიადის იმედი მოhქონდა. ლოლარდებმა, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბიბლია და უიკლიფის მოძღვრებანი ჩამოიტანეს, ბევრი გააკეთეს სახარების ჭეშმარიტების სხივის შენარჩუნებისათვის. ყველა საუკუნეს hყავდა თავისი მოწმენი და რწმენისათვის მოწამენი.დბ 152.4

    უდიდესი რეფორმაციის დასაწყისშივე აქ გამოჩნდა ლუთერის ნაშრომები და ტინდალის მიერ თარგმნილი ახალი აღთქმა. უფლის ამ მაცნეებს პაპის ხელისუფლებისათვის შეუმჩნევლად, უხმაუროდ, ჩუმად გადაhქონდათ ჭეშმარიტების ნათელი სიტყვა მაღალმთიანი ბილიკებისა და ველების გავლით შოტლანდიაში, იქ, სადაც იგი თითქმის სულს ღაფავდა. ძალისხმევა რომისა, რომელიც აქ ოთხი საუკუნის განმავლობაში ბატონობდა, ამაო აღმოჩნდა.დბ 153.1

    მოწამეთა დაღვრილმა სისხლმა ახალი ძალები მისცა ამ მოძრაობას. პაპის ხელისუფლებამ, დაინახა რა მოსალოდნელი საფრთხე, კოცონზე მოწამებრივი სიკვდილით დასაჯა შოტლანდიის რამდენიმე დიდგვაროვანი ოჯახის შვილები. მაგრამ ამით მათ მხოლოდ აღმართეს ის კათედრა, საიდანაც მთელ ქვეყანაში გაისმა მომაკვდავ მოწამეთა სიტყვები და რამაც ხალხს მტკიცედ გადააწყვეტინა რომის ბორკილების გადაგდება.დბ 153.2

    hამილტონი და უიშარტი, ეს კეთილშობილი ადამიანები თავიანთი ბუნებითაც და წარმოშობითაც, ქრისტეს უბრალო მოწაფეებთან ერთად მოწამებრივი სიკვდილით დაიღუპნენ. წამებულმა უიშარტმა დატოვა ღირსეული შემცვლელი, რომელიც ვერავითარმა კოცონმა და ცეცხლმა ვერ შეაშინა და ვისაც წილად ხვდა, უფლის ნებით და ძალით, სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა პაპისათვის შოტლანდიაში.დბ 153.3

    ჯონ ნოქსმა ზურგი აქცია ეკლესიის ტრადიციებსა და მისტიციზმს და მიიღო ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, ხოლო უიშარტის მოძღვრებამ უფრო განუმტკიცა რომთან ურთიერთობის გაწყვეტისა და დევნილ რეფორმატორთა მხარეზე გადასვლის გადაწყვეტილება.დბ 153.4

    მეგობრები ურჩევდნენ, მქადაგებელი გამხდარიყო. მან თავიდან უარი თქვა, მაგრამ ხანგრძლივი ლოცვებისა და მტანჯველი შინაგანი ბრძოლის შემდეგ დათანხმდა ამ წინადადებას. ასეთ საპასუხისმგებლო მოვალეობას იგი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად და გაბედულად ასრულებდა. ამ მამაცმა რეფორმატორმა არ იცოდა, რა იყო შიში. მის გარშემო დანთებულ კოცონთა სიმრავლე, რაზეც ქრისტეს მოწაფეებს აწამებდნენ, უფრო მეტ გულმოდგინებას მატებდა მას. მის თავზე აღმართულმა ტირანის მახვილმაც კი ვერ შეაცვლევინა თავისი რწმენა და იგი სულ ახალახალ დარტყმას აყენებდა კერპთაყვანისმცემლობას.დბ 153.5

    შოტლანდიის დედოფლის წინაშე წარდგომისას, როცა ბევრი პროტესტანტი იბნეოდა და ხმას ვერ იღებდა, ჯონ ნოქსი უშიშრად მოწმობდა ჭეშმარიტების შესახებ. იგი ვერ გატეხეს ვერც პირფერობით და ვერც მუქარით. დედოფალმა იგი ერესში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ აკრძალული რელიგიის ქადაგებით იგი არღვევს ღმერთის კანონს, რომელიც ბრძანებს ხელისუფალთა წინაშე მორჩილებას. ამაზე ნოქსმა მტკიცედ უპასუხა:დბ 153.6

    `რადგანაც ჭეშმარიტი რელიგია საწყის ძალას იღებს არა ამქვეყნიური მეფეების, არამედ მარადიული ღმერთისაგან, ამიტომ ქვეშევრდომნი ვალდებული არ არიან, თავიანთი რელიგიური რწმენა მთავართა გემოვნებას დაუმორჩილონ. მთავრები ჭეშმარიტი რწმენის საკითხებში ხშირად უვიცნი არიან. ...აბრაამის თესლს რომ ფარაონის რელიგია მიეღო, რომლის ტყვეობაშიც ისინი ასე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რომელ ღმერთებს, - მიტევებას ვითხოვ კადნიერებისათვის, - დედოფალო, დაემორჩილებოდა დღეს მთელი მსოფლიო? მოციქულთა დღეებში, ყველას რომ რომის კეისართა რელიგია მიეღო, რომელი რწმენა გაბატონდებოდა დედამიწაზე?.. ამგვარად, თქვენო უმაღლესობავ, ახლა თქვენთვის გასაგებია, რომ ქვეშევრდომნი არ არიან ვალდებული, მიიღონ თავიანთ მმართველთა რწმენა, თუმცა კი სხვა საკითხებში უნდა დაემორჩილონ მათ”.დბ 153.7

    მის სიტყვებს დედოფლის პროტესტი მოhყვა:“თქვენ თქვენებურად განმარტავთ სახარებას, ისინი კი (კათოლიკე მოძღვრები) - თავისებურად. ვის უნდა დავუჯერო, ან ვინ იქნება თქვენი მსაჯული?”დბ 154.1

    `თქვენ უნდა ერწმუნოთ უფალს, რომელმაც თავის სიტყვაში ყველაფერი გასაგებად განაცხადა, - უპასუხა რეფორმატორმა, - უნდა დაიჯეროთ ის, რასაც მისი სიტყვა გვასწავლის და არა ის, რასაც სხვადასხვა ადამიანები ამბობენ. ღვთის სიტყვა გასაგებად არის დაწერილი და თუკი მასში არის რომელიმე ძნელად გასაგები ადგილი, სულიწმიდა, რომელიც არასოდეს ეწინააღმდეგება თავის თავს, დაგვეხმარება, იგი სხვა ტექსტების მეშვეობით გავიგოთ. ასე, რომ სხვა არავითარი ეჭვი არ დარჩება, გარდა ადამიანის სიჯიუტისა, იმყოფებოდეს თავის უმეცრებაში”.დბ 154.2

    ასე და ამგვარად, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად გამოვიდა ის მისი უმაღლესობა დედოფლის წინაშე და გაბედულად ლაპარაკობდა ჭეშმარიტებაზე. იგი ასევე უშიშრად და ლოცვით იბრძოდა და შრომობდა დასახული მიზნის განსახორციელებლად და უფლის საქმის აღსასრულებლად მანამ, სანამ შოტლანდიამ პაპის უღელი არ მოიშორა.დბ 154.3

    ინგლისში პროტესტანტიზმის ეროვნულ რელიგიად დაკანონებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა პაპის მესვეურთა მძვინვარება, თუმცა დევნა საბოლოოდ არ შეწყვეტილა. უარყოფილ იქნა მრავალი დოქტრინა, მაგრამ შენარჩუნდა კათოლიკური ადათწესების გარეგნული გამოვლინებები. აქ უკვე აღარ აღიარებდნენ პაპის ძალაუფლების უზენაესობას. მისი ადგილი ეკლესიის სათავეში მონარქმა დაიკავა. ღვთისმსახურებაშიც ჯერ კიდევ მრავლად იყო სახარებისეული სიწმიდისა და უბრალოებისაგან გადახვევა. რელიგიური თავისუფლების უდიდესი პრინციპი სათანადოდ არ იქნა მიღებული. თუმცა პროტესტანტი მღვდლები იშვიათად იჩენდნენ ისეთ არაადამიანურ სისასტიკეს, როგორითაც რომის ხელისუფლება ებრძოდა ერესს, მაგრამ მაინც არ იქნა აღიარებული თითოეული ადამიანის უფლება, საკუთარი სინდისის თანახმად ემსახურა ღმერთისათვის. ყველა ვალდებული იყო მიეღო და ეღიარებინა გაბატონებული ეკლესიის მრწამსი და მისი წესჩვეულებანი. სხვაგვარად მოაზროვნენი კი საუკუნეების მანძილზე, ცოტად თუ ბევრად, მაგრამ მაინც იდევნებოდნენ.დბ 154.4

    XVII საუკუნეში ათასობით პასტორი ჩამოაშორეს ღვთისმსახურებას. აიკრძალა სხვა რელიგიურ შეკრებებზე დასწრება, ოფიციალური ეკლესიების გარდა, რისთვისაც დიდი ჯარიმები, პატიმრობა და გადასახლებაც კი იყო დაწესებული. უფლის ერთგული მორწმუნენი სალოცავად მალულად იკრიბებოდნენ სახლებში, ბნელ ორღობეებში, ზაფხულობით კი ხშირად ტყე იყო მათი თავშესაფარი. გაუვალ ტყეებში, უფლის ხელით შექმნილ ამ ტაძრებში იკრიბებოდნენ დევნილი ღვთისშვილები, რათა სამადლობელი ლოცვებით შეემსუბუქებინათ თავიანთი სულიერი ტანჯვა. ასეთი სიფრთხილე ყოველთვის როდი შველოდა მათ: ბევრი დაიღუპა თავისი რწმენის გამო. ავსებული საპყრობილეები, დანგრეული ოჯახები, სამშობლოდან გაძევებული მრავალი ადამიანი - ასეთი იყო დევნის შედეგი. მაგრამ უფალმა არ მიატოვა თავისი ხალხი. სასტიკმა დევნამ ვერ დაადუმა ისინი. ბევრმა გადასერა ოკეანე და ამერიკაში დასახლდა, სადაც საფუძველი ჩაუყარეს სამოქალაქო და რელიგიურ თავისუფლებას, რომელმაც ეს ქვეყანა შემდგომში ასე შეადუღა და გააძლიერა.დბ 154.5

    და კვლავ, როგორც მოციქულთა დღეებში, დევნამ მხოლოდ ხელი შეუწყო სახარების გავრცელებას. გარყვნილებითა და დამნაშავეებით სავსე სარდაფში ჯონ ბუნიანი ზეცის სიახლოვეს გრძნობდა; იქ მან დაწერა თავისი მშვენიერი სიმბოლური მოთხრობა:“მლოცველის მოგზაურობა სიკვდილის ქვეყნიდან ზეციურ ქალაქში”. 200 წელზე მეტია, რაც ეს ხმა, რომელიც პირველად ბედფორდის ციხის კედლებში გაისმა, გულში ჩამწვდომი ძალით უხმობს ადამიანთა სულებს. ბუნიანის”მლოცველის მოგზაურობა” და”უსაზღვრო წყალობა უდიდესი ცოდვილის მიმართ”, ბევრს დაეხმარა ცხოვრების გზის არჩევაში.დბ 154.6

    ბაქსტერი, ფლაველი, ალეინი და სხვა ნიჭიერი, განათლებული ადამიანები თავიანთი დიდი სულიერი გამოცდილებით მამაცურად იცავდნენ ჭეშმარიტებას,“რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ”. ის, რაც ამ დევნილმა და ყოველგვარ უფლებაჩამორთმეულმა ადამიანებმა გააკეთეს, არასოდეს დაკარგავს თავის მნიშვნელობას. ფლაველის თხზულებებმა:“სიცოცხლის წყარო” და”მადლის ზეგავლენა”, ბევრ ადამიანს ასწავლა იესოსადმი ერთგულება. ბაქსტერის წიგნი -“განახლებული მწყემსი” დიდი კურთხევა იყო მათთვის, ვისაც უფლის საქმის აღორძინება სურდათ; მისი მეორე წიგნის,“წმიდანთა მარადიული სიმშვიდე”-ს დანიშნულება იყო ადამიანთა შეყვანა”სიმშვიდეში”, რომელშიც”მარადიულად უნდა იცხოვროს ღვთის ხალხმა”.დბ 155.1

    ასი წლის შემდეგ, დიდი სულიერი წყვდიადის პერიოდში, ადამიანებს გზას უნათებდა უესლი და უაითფილდი. სახელმწიფო ეკლესიის გაბატონების წლებში ინგლისის რელიგია იმდენად დაეცა, რომ თითქმის არაფრით განსხვავდებოდა წარმართთა რელიგიისაგან. ეკლესიის მსახურთა საყვარელ საქმედ საბუნებისმეტყველო რელიგიის კვლევაძიება და ძირითადად ამ საკითხზე საუბარი იქცა. ღვთისმოსაობა საზოგადოების უმაღლესი ფენის წარმომადგენელთა დაცინვის საგანი გახდა, რომელნიც ამაყობდნენ თავის აზრთა თავისუფლებით. დაბალი ფენა უმეცრებისა და მანკიერების ჭაობში ჩაეფლო, ეკლესიას კი არ გააჩნდა არც საკმარისი რწმენა და არც გაბედულება, დახმარებოდა დასაღუპად განწირულ ჭეშმარიტებას.დბ 155.2

    ლუთერის მიერ ასე ნათლად ჩამოყალიბებული რწმენით გამართლების უდიდესი პრინციპი თითქმის დავიწყებული იქნა. წინა პლანზე წამოიწია კათოლიკურმა პრინციპმა, რომლის თანახმადაც ხსნა კეთილი საქმეებით მოიპოვება. უაითფილდი და ძმები უესლები სახელმწიფო ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ და გულწრფელად ცდილობდნენ ღვთის წყალობის დამსახურებას, რომელიც, როგორც მათ ასწავლიდნენ, შეიძლებოდა კეთილი საქმეებითა და რელიგიურ ადათთა დაცვით მიეღოთ.დბ 155.3

    ერთხელ ჩარლზ უესლი მძიმედ გახდა ავად და სიკვდილისათვის მოემზადა. მას hკითხეს, თუ რის საფუძველზე hქონდა მარადიულ სასუფეველში ცხოვრების იმედი. უესლიმ უპასუხა:“მე მთელი ჩემი ძალებით ვემსახურებოდი უფალს”. მეგობარი, რომელმაც ეს კითხვა დაუსვა, არ დააკმაყოფილა მისმა პასუხმა, უესლიმ კი გაიფიქრა:“ნუთუ მთელი ჩემი გაწეული შრომა არ მაძლევს გადარჩენის იმედს? განა შეიძლება ვინმემ წამართვას ყოველივე ის, რაც გამიკეთებია? მე სხვა არაფრის იმედი არა მაქვს”. აი, როგორი წყვდიადით იყო მოცული ეკლესია, სადაც დაფარული იყო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი და მისი დიდება; ბნელით იყო მოცული ადამიანთა გონება და წყვდიადი ართმევდა მათ გადარჩენის ერთადერთ იმედს, რომელსაც ჯვარცმული მაცხოვრის სისხლი იძლეოდა.დბ 155.4

    უესლი და მისი თანამოაზრენი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა გულშია დაფარული, ხოლო უფლის კანონი ისევე მოქმედებს ადამიანის გონებაზე, როგორც მის სიტყვებზე და ქცევებზე. გულის სიწრფელე და უმანკო ცხოვრება, მათი აზრით, აუცილებელი პირობა იყო სიმართლისათვის, საითკენაც ისინი ისწრაფოდნენ. ლოცვებით ცდილობდნენ ისინი თავიანთ ცოდვილ ბუნებაზე გამარჯვებას. ანიჭებდნენ რა დიდ მნიშვნელობას მორჩილებასა და კეთილ საქმეებს, ყველაფერს იკლებდნენ, არაჩვეულებრივი სიმკაცრითა და გულმოდგინებით ასრულებდნენ ყველაფერს, რათა მიეღწიათ სასურველი მიზნისათვის - სიწმიდისათვის, რითაც უფლის კეთილგანწყობის დამსახურება სურდათ. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს სასურველ მიზანს. საკუთარი თავის ცოდვის წყევლისაგან გათავისუფლებისა და მისი ძალაუფლების დამარცხების ყოველგვარი მცდელობა ამაო გამოდგა. ასეთივე შინაგანი ბრძოლა გადაიტანა ლუთერმა ერფურტის მონასტრის საკანში, მათაც იგივე კითხვა აწუხებდა:“რით უნდა გამართლდეს ადამიანი უფლის წინაშე?” (იობი 9:2).დბ 155.5

    პროტესტანტიზმის საკურთხეველზე თითქმის უკვე ჩამქრალი ღვთიური ჭეშმარიტების ცეცხლი კვლავ უნდა გაჩაღებულიყო იმ ძველი ჩირაღდნიდან, რომელიც ბოhემიელმა ქრისტიანებმა თაობებს გადასცეს. რეფორმაციის შემდგომ პერიოდში პროტესტანტიზმი ბოhემიაში დამარცხდა რომაელი ურდოების მიერ. ყოველი, ვინც ჭეშმარიტებას არ უარყოფდა, იძულებული იყო გაქცეულიყო. ზოგმა, ვინც საქსონიას შეაფარა თავი, შეინარჩუნა ძველი რწმენა. ამ ქრისტიანთა თაობებიდან მიიღეს ჭეშმარიტების ნათელი უესლიმ და მისმა თანამოაზროვნეებმა.დბ 156.1

    მას შემდეგ, რაც ჯონ და ჩარლზ უესლები ხელდასხმით აკურთხეს მსახურებისათვის, ისინი მისიონერული დავალებით ამერიკაში გაგზავნეს. გემბანზე მორავიელი ძმების ჯგუფი იმყოფებოდა. ზღვაზე ძლიერი გრიგალის დროს, რომელიც სასიკვდილოდ დაემუქრა მგზავრებს, ჯონ უესლიმ იგრძნო, რომ არ არის შერიგებული ღმერთთან. მას მეტად გაუკვირდა გერმანელთა სიმშვიდე და უფლისადმი ნდობა, რომელიც ჯონისათვის უცხო და გაუგებარი იყო.დბ 156.2

    `მე დიდხანს ვაკვირდებოდი, - ამბობს იგი, - რა უჩვეულოდ იქცეოდნენ ისინი. მათი მორჩილება სხვა მგზავრთა მიმართ ყურადღებასა და დახმარებაში გამოიხატებოდა, რისი მოფიქრებაც ვერც ერთმა ინგლისელმა ვერ შეძლო. ისინი ამას უანგაროდ აკეთებდნენ და განმარტავდნენ, რომ ეს სასარგებლოა ამაყი გულის დამორჩილებისათვის; რომ მაცხოვარმა თავისი შვილების სიყვარულის გამო უფრო მეტი გააკეთა. არაფერს შეეძლო მათი მოთმინებიდან გამოყვანა და თავშეკავების დაკარგვა. როდესაც დიდი ქარიშხალი ამოვარდა და გემმა რყევა დაიწყო, ამ ძლიერი, მტკივნეული დარტყმების მიუხედავად, არც ერთი მათგანის ბაგეს ჩივილი და კვნესა არ დასცდენია. მათ შესაძლებლობა მიეცათ ეჩვენებინათ, რომ ისინი ისეთივე თავისუფალი არიან შიშისაგან, როგორც სიამაყის, რისხვისა და გაღიზიანებისაგან. გალობის დროს, რითაც მათ თავიანთი ღვთისმსახურება დაიწყეს, გემს უზარმაზარი ტალღა მოასკდა, რომელმაც გემის დიდი აფრა ნაფლეთებად აქცია და მთელ ხომალდს ისე გადააფარა, თითქოს თითოეული ჩვენთაგანი ბნელმა უფსკრულმა ჩაყლაპა. ინგლისელებმა საშინელი ყვირილი მორთეს; გერმანელები კი მშვიდად განაგრძობდნენ გალობას. შემდეგ მე ვკითხე ერთ მათგანს;”განა თქვენ არ შეგეშინდათ?””მადლობა ღმერთს, არა”. მე კვლავ შევეკითხე:“განა თქვენს ცოლებსა და ბავშვებს არ შეეშინდათ?” მან თავაზიანად მიპასუხა:“ჩვენს ცოლებსა და შვილებს სიკვდილისა არ ეშინიათ”.დბ 156.3

    სავანაში ჩასვლისას, უესლი რამდენიმე ხანს მორავიელ ძმებთან ცხოვრობდა. იგი სულის სიღრმემდე შეძრა მათმა ქრისტიანულმა საქციელმა. ერთერთი ღვთისმსახურების აღწერისას, რომელიც დიდად განსხვავდებოდა ინგლისური ეკლესიის უსიცოცხლო ფორმალიზმისაგან, მან აღნიშნა:“მათი ღვთისმსახურების საოცარმა უბრალოებამ და ამავე დროს, საზეიმო განწყობილებამ მე-17 საუკუნის მიღმა გადამახედეს და ჩემი თავი იმ ერთერთ შეკრებაზე წარმოვიდგინე, როდესაც არავითარი გარეგნული ფორმალობა და პარადულობა არ არსებობდა. ღვთისმსახურებას ატარებდა მეკარვე პავლე, ან მეთევზე პეტრე. მაგრამ მათში იგრძნობოდა სულიწმიდა და ღვთის ძალა.”დბ 156.4

    ინგლისში დაბრუნების შემდეგ უესლი ერთი მორავიელი პასტორის ხელმძღვანელობით უფრო ღრმად ჩაწვდა ბიბლიურ რწმენას. იგი დარწმუნდა იმაში, რომ არავითარი იმედი არ არსებობს საკუთარი საქმეებით გადარჩენისა; რომ საჭიროა სრულად მიენდო”ღვთის კრავს, რომელმაც იტვირთა წუთისოფლის ცოდვები”. მორავიელთა საზოგადოების ერთერთ შეკრებაზე ლონდონში წაკითხული იქნა ლუთერის მტკიცება იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მორწმუნე ადამიანში სულიწმიდის ზეგავლენით ხდება. ამის გაგონებაზე უესლის გულში რწმენის ცეცხლი დაინთო:“მე ვგრძნობდი: თუ გადარჩენა მინდა, ქრისტეს უნდა მივენდო, მხოლოდ ქრისტეს. მე დავრწმუნდი იმაში, რომ მან გამათავისუფლა ჩემი ცოდვებისაგან, სწორედაც რომ ჩემი ცოდვებისაგან და იგი მიხსნის ცოდვისა და სიკვდილის კანონისაგან”.დბ 157.1

    მრავალი წლის განმავლობაში მტანჯველი, უშედეგო ბრძოლის, მკაცრი თვითაღკვეთის, საყვედურებისა და დამცირების ფასად ეძებდა უესლი ღმერთს. ახლა კი იპოვა; იგი მიხვდა, რომ ღვთის მადლი, რომლის დამსახურებასაც იგი ლოცვებითა და მარხვებით, ქველმოქმედებითა და თავგანწირვით ცდილობდა, არის საბოძვარი, რომლის ყიდვაც ფულზე შეუძლებელია, რადგან იგი”შეუფასებელია”.დბ 157.2

    ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულმა, ამ საოცარი სახარების ცოდნის გავრცელების სურვილით ანთებულმა უესლიმ დაიწყო ქადაგება ღვთის მადლის უსასყიდლოდ გაცემის შესახებ.”მე მთელ მსოფლიოს ვუყურებ, როგორც ჩემს სამრევლოს, - ამბობდა იგი, - სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ვალი, უფლება და მოვალეობაა, ვახარო ხსნის სახარება ყველას, ვინც მოსმენას მოისურვებს”.დბ 157.3

    იგი კვლავინდებურად მკაცრ, თავგანწირულ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ ეს მისთვის არ იყო საყრდენი, არამედ რწმენის შედეგი, არა ფესვი, არამედ სიწმიდის ნაყოფი. ღვთის მადლი ქრისტეში - ქრისტიანული იმედის საყრდენია და ეს ძღვენი მორჩილებაში ვლინდება. ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის რწმენით გამართლება, სულიწმიდის გარდამქმნელი ძალა ქრისტეს მაგალითის მიმბაძველთა გულში - ამ უდიდეს ჭეშმარიტებათა ქადაგებას შეალია უესლიმ მთელი თავისი ცხოვრება.დბ 157.4

    უაითფილდი და ძმები უესლები მომზადებული იყვნენ მომავალი მოღვაწეობისათვის. მათ გაიარეს საკუთარი უბადრუკობის შემეცნების ხანგრძლივი და მტანჯველი გზა; ჯერ კიდევ უნივერსიტეტში და შემდეგ მსახურების დასაწყისში დაცინვისა და დევნის ქარცეცხლში იმისთვის გამოიწრთვნენ, რომ შემდგომში ყველა უბედურებას ისე დახვედროდნენ, როგორც ეს ქრისტეს ჭეშმარიტ მებრძოლთ შეhფერის. ურწმუნო სტუდენტიამხანაგები მათ დაცინვით”მეთოდისტებს” უწოდებდნენ. ამ სახელს დღეს ინგლისსა და ამერიკაში ერთერთი პატივსაცემი და უდიდესი ქრისტიანული განვითარება ატარებს.დბ 157.5

    მიეკუთვნებოდნენ რა ანგლიკანურ ეკლესიას, მათთვის მეტად მძიმე იყო მისი ღვთისმსახურების ფორმა, მაგრამ უფალმა მათ თავის სიტყვაში აჩვენა ღვთისმსახურების უფრო სრულყოფილი მაგალითი. სულიწმიდა შთააგონებდა, ექადაგათ ჯვარცმული ქრისტე და ყოვლისშემძლეს ძალა თავისი დიდებული შუქით ანათებდა მათ ნაშრომებს. დარწმუნდნენ რა მათ სიმართლეში, ათასობით ადამიანმა მიიღო ჭეშმარიტი რწმენა. ეს სამწყსო მგლების მძვინვარე იერიშისაგან დაცვას საჭიროებდა. უესლის მიზნად არ hქონია რელიგიის ახალი მრწამსის ჩამოყალიბება, მან უბრალოდ, მორწმუნენი მეთოდისტთა საზოგადოებაში გააერთიანა.დბ 157.6

    სახელმწიფო ეკლესიამ რაღაც უჩვეულო და მტანჯველი ბრძოლა წამოიწყო ამ პასტორების წინააღმდეგ, მაგრამ უფალმა თავისი სიბრძნით ისე წარმართა მოვლენები, რომ რეფორმები თვით ეკლესიის შიგნით დაიწყო. რეფორმა გარედან რომ დაწყებულიყო, ვერ შეეხებოდა საეკლესიო ცხოვრების იმ მხარეებს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ გარდაქმნა. მაგრამ, რადგანაც რეფორმის გამტარებლები თვით ამ ეკლესიის მსახურნი იყვნენ, რომელთაც უამრავი შესაძლებლობები hქონდათ, ჭეშმარიტებამ შეაღწია იქ, სადაც სხვა პირობებში ვერ შეაღწევდა. გაკვირვებისაგან გონს მოსული ზოგიერთი სასულიერო პირი მგზნებარე მქადაგებლად ევლინებოდა თავის მრევლს. ფორმალიზმისაგან გადაგვარებული ეკლესიები კვლავ ახალი სიცოცხლისათვის იღვიძებდნენ.დბ 158.1

    უესლის პერიოდში, ისევე, როგორც საეკლესიო ისტორიის ყველა საუკუნეში, ამა თუ იმ მსახურებას ასრულებდნენ შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. მათ შორის ხშირად იყო უთანხმოება დოქტრინალური მოძღვრების ამა თუ იმ პუნქტის გამო, მაგრამ ისინი წმიდა სულით იყვნენ აღვსილი, მათ ერთი იდეა და მიზანი ამოძრავებდათ, - ადამიანთა ქრისტესკენ მოქცევა. ერთხელ უაითფილდსა და უესლებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება განხეთქილებით დაემუქრა მათ. მაგრამ ქრისტეს სკოლაში ნასწავლმა შემრიგებლობამ, სიყვარულმა და მიმტევებლობამ გაიმარჯვა და მათ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და შერიგება. კამათის დრო არ იყო, რადგან ირგვლივ გაბატონებული იყო სიცრუე, უწმიდურება და ცოდვილნი პირდაპირ დაღუპვის უფსკრულისაკენ მიექანებოდნენ.დბ 158.2

    უფლის მსახურებმა ეკლიან გზაზე შეაბიჯეს. მათ ეწინააღმდეგებოდნენ საკმაოდ გავლენიანი და განათლებული ადამიანები. მალე სამღვდელოების რისხვაც დაატყდათ თავს და რწმენის სიწმიდისა და მის მქადაგებელთა წინაშე დაიხურა ეკლესიის კარი. ისინი კათედრებიდან ლანძღავდნენ მათ, რითაც მათ წინააღმდეგურწმუნო და უმეცარ ხალხს ამხედრებდნენ. ჯონ უესლი ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს ღმერთის წყალობით. ერთხელ, როდესაც მძვინვარე ბრბოს შუაგულში აღმოჩნდა და იგრძნო, რომ გამოსავალი არსაიდან იყო, ადამიანის სახით მოსულმა უფლის ანგელოზმა გადაარჩინა იგი; ხალხი ორად გაიყო და გზა მისცა მათ. და იესო ქრისტეს მსახურმა ეს სახიფათო ადგილი სრულიად უვნებელმა დატოვა.დბ 158.3

    ერთერთი ასეთი სასწაულის გახსენებისას უესლი ამბობდა:“როდესაც მთიდან მოლიპული ბილიკით დაბლა ვეშვებოდით, ზოგიერთები ჩემს წაქცევას ცდილობდნენ იმ იმედით, რომ ვეღარ ავდგებოდი. მაგრამ მე არც კი წავბორძიკებულვარ, არ წავქცეულვარ და მშვიდობიანად დავაღწიე თავი ჩემს მდევნელთ... ბევრი უშედეგოდ ცდილობდა, საყელოში ან სახელოში ეტაცა ხელი, ერთი მათგანი ჯიბესაც კი ჩაეჭიდა, მაგრამ ჩემი ჟილეტის ჯიბე მაშინვე, მომენტალურად მოწყდა და მტერს შერჩა ხელში. მეორე ჯიბე, რომელშიც ფული მქონდა შენახული, სანახევროდ ჩაირღვა. ვიღაც უშველებელმა ახმახმა რამდენჯერმე ხელკეტი ასწია დასარტყმელად. მისი ერთი დარტყმა თავზე საკმარისი იყო, რომ ვეღად ავმდგარიყავი. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ მან ვერც ერთხელ ვერ დამარტყა, თუმცა თავის გადახრის საშუალებაც კი არ მქონდა არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. მეორემ ხალხის ტალღა გაარღვია და ჩემსკენ გამოექანა დასარტყმელად, მაგრამ ხელი ძირს ჩამოუვარდა ისე, რომ მხოლოდ ოდნავ შემეხო, თან წარმოსთქვა:“რა რბილი თმა აქვს მას!” და ამის შემდეგ, ამ თავზეხელაღებულმა გმირებმა, რომლებიც ქალაქში ყველა შეჯახებისა და ჩხუბის მოთავენი იყვნენ, - ერთ მათგანს პრიზიც კი hქონდა მიღებული დათვთან ორთაბრძოლაში, - შეცვალეს ჩემს მიმართ დამოკიდებულება.”დბ 158.4

    `რა ფრთხილად და თანდათანობით გვამზადებს უფალი თავისი ნების აღსასრულებლად! ორი წლის წინათ ნასროლმა აგურმა მხარი დამიზიანა. ერთი წლის შემდეგ შუბლში ქვა მომარტყეს. გასულ თვეს ძლიერი დარტყმა ვიგემე. დღეს საღამოს კი ორჯერ მცემეს, ქალაქში შესვლისას და შემდეგ, მისი დატოვებისას. მაგრამ ეს კიდევ არაფერია! ვიღაც მამაკაცმა მთელი ძალით მუშტი დამარტყა მკერდში, ხოლო მეორემ - სახეში. მაშინვე სისხლი წამსკდა, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩალა შემეხო”.დბ 159.1

    არსებობის პირველ წლებში მეთოდისტები - მორწმუნენიც და პასტორებიც - დევნასა და დაცინვას განიცდიდნენ როგორც ეკლესიის წევრების, ასევე აშკარა ურწმუნოთა მხრიდან, რომელთაც სხვადასხვაგვარი ჭორებით აქეზებდნენ. მეთოდისტებს ხშირად ასამართლებდნენ, თუმცა ის მხოლოდ იწოდებოდა სასამართლოდ, თორემ სად იყო სამართალი. მორწმუნენი ხშირად ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ. მათ სახლებს ქუჩის ნაძირალები ძარცვავდნენ, ამსხვრევდნენ და არბევდნენ, თვით მორწმუნეებს კი აბუჩად იგდებდნენ. ზოგჯერ განცხადებასაც კი გამოაკრავდნენ, რომელიც მსურველთ მეთოდისტთა დარბევაში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა ამა თუ იმ დროს. და ადამიანური და ღვთიური კანონების ასეთ უხეშ, აშკარა დარღვევას არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ამ ადამიანთა სისტემატური დევნისა და დარბევის ერთადერთი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მათ დასაღუპად განწირულ ცოდვილთა დაყენება სურდათ ჭეშმარიტების გზაზე.დბ 159.2

    ბრალდებას, რომელიც მას და მის თანამოაზრეებს წაუყენეს, ჯონ უესლიმ ასე უპასუხა:“ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანთა ეს ახალი რელიგია ცრუ, ფანატიკური და მცდარია, ხოლო მისი მიმდევრები - კვაკერები, ფანატიკოსები და პაპისტები არიან. მაგრამ ასეთი ბრალდებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რადგან უკვე ფართოდ არის ცნობილი და დამტკიცებული, რომ ამ რელიგიის ყველა ელემენტი წმიდა წერილის ჭეშმარიტ მოძღვრებაზეა დაფუძნებული. და თუკი წერილი ჭეშმარიტებაა, მაშინ ეს მოძღვრებაც არ შეიძლება იყოს ცრუ და მცდარი. სხვები ამტკიცებენ, რომ მათი მოძღვრება მეტად მკაცრია და ზეცისკენ მიმავალი გზაც ძალზე ვიწროა. ეს იყო ერთადერთი (იმ დროისათვის) ბრალდება, რომელზედაც აგებული იყო სხვა ბრალდებები, რაც მათ წაუყენეს. მაგრამ განა მათ დაავიწროვეს ქრისტესა და მის მოციქულთა მიერ გაკვლეული გზა? განა მათი მოძღვრება ბიბლიურ მცნებებზე უფრო მეტად მკაცრია? მიაქციეთ ყურადღება ზოგიერთ მათგანს:“შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა”.”ყოველი უსარგებლო სიტყვისათვის, რომელსაც ადამიანები იტყვიან, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს”.”ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად”.დბ 159.3

    თუკი მათი მოძღვრება ამ მოთხოვნებს არ ეთანხმება, მაშინ იგი გაკიცხვის ღირსია. თუ შეუძლია ვინმეს დაუშვას სულ მცირე უზუსტობა წმიდა წერილის მიმართ, რომ არ დაამახინჯოს იგი? შეიძლება თუ არა უფლის საიდუმლოთა შემნახველს ეწოდოს ერთგული, თუკი იგი რაიმეს შეცვლის ამ წმიდა საგანძურში? რა თქმა უნდა არა; მას არ შეუძლია მასში რაიმე შეამციროს ან შეარბილოს. იგი ვალდებულია განუცხადოს ხალხს:“მე არ შემიძლია შევუფარდო წმიდა წერილი თქვენს გემოვნებას. თქვენ ან უნდა იცხოვროთ მასთან თანხმობით, ან სამუდამოდ დაიღუპოთ”. აი, რატომ ამბობს ხალხი მათი მისამართით:“მათ არა აქვს სიყვარული!” ნუთუ მართლა? განა ისინი არ აპურებენ მშიერთ და არ მოსავენ შიშველთ? არა, საქმე ამაში არ არის. ამაში მათ ვერ დაადანაშაულებ. ისინი შეუწყალებელი არიან თავიანთ მსჯელობებში, რადგან იციან, რომ ვერავინ გადარჩება, თუკი მათ მაგალითს არ მიბაძავენ”.დბ 159.4

    ინგლისის მოსახლეობის სულიერი დაცემა, რომელიც უესლის დაბრუნებამდე შეინიშნებოდა, უპირველესად იმით იყო განპირობებული, რომ მათ რელიგიას მხედველობიდან გამორჩა უფლის კანონი. ბევრი ამტკიცებდა, რომ ქრისტემ გააუქმა ზნეობრივი კანონი და ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის მისი შესრულება, რომ ყოველი ქრისტიანი თავისუფალია”კეთილ საქმეთა მონობისაგან”. სხვები თუმცა აღიარებდნენ კანონის უცვლელობას, მაგრამ აცხადებდნენ, რომ არ არის აუცილებელი, მოძღვრებმა ხალხს ასწავლონ ღვთის წინაშე მორჩილება,“რადგან ღვთის რჩეულნი ღვთის მადლის უდიდესი ძალის ზემოქმედებით” თავად მივლენ ღვთისმოსაობამდე და კეთილი საქმეების კეთებამდე, ხოლო საუკუნო სიკვდილისათვის განწირულთ”არ ძალუძთ ღვთიური კანონების აღსრულება”.დბ 160.1

    სხვები, რომელნიც თვლიდნენ, რომ”რჩეულთ არ წაერთმევა უფლის მადლი და წყალობა”, უფრო საშინელ დასკვნამდე მივიდნენ: ამტიცებდნენ, რომ”ამ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაული არ ითვლება ცოდვად და უფლის მცნებათა დარღვევად და, აქედან გამომდინარე, მათთვის სულაც არ არის საჭირო თავიანთი დანაშაულის მონანიება და პატიების თხოვნა”. ამიტომ, აცხადებდნენ ისინი, ყველაზე ამაზრზენი დანაშაული, რომელიც”ღვთიური კანონის უხეშ დარღვევად ითვლება, არ არის ცოდვა უფლის თვალში, თუკი მას რომელიმე მისი რჩეული ჩაიდენს, რადგან მისი რჩეულნი სხვებისაგან სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ არ შეუძლიათ ჩაიდინონ უფლის სურვილის საწინააღმდეგო ქმედება ანდა მისი კანონით აკრძალული საქციელი”.დბ 160.2

    ეს საშინელი დოქტრინები უფრო ნათლად გამოიკვეთა გამოჩენილ ღვთისმეტყველთა და მოძღვართა უფრო გვიანდელ სწავლებაში, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს უცვლელი ღვთიური კანონი, როგორც სამართლიანობის საზომი, არამედ საზოგადოება თავად ირჩევს და გამოიმუშავებს ზნეობის ნორმებს, რომელიც მუდმივად იცვლება. ყველა ეს იდეა მოდის იმ სულისაგან, რომელმაც თავისი მოღვაწეობა დაიწყო უცოდველ არსებათა შორის, რომელსაც სურდა გაენადგურებინა უფლის კანონის სამართლიანი შეზღუდვები.დბ 160.3

    სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანის ბედი წინასწარ განსაზღვრულია უფლის მიერ, ბევრი ადამიანისათვის უფლის მცნებათა უარყოფის საბაბი გახდა. უესლიმ გაბედულად გაილაშქრა ამ მცდარი, ანტინომისტური სწავლების წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ იგი წმიდა წერილის საწინააღმდეგოა.”ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი”.”ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას, ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი, -კაცი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად” (ტიტე 2:11; 1ტიმ. 2:3-6). ღვთის სული ეძლევა ყველას, რათა თითოეულმა ისარგებლოს ამ ხსნის საბოძვარით. ამგვარად, იესო ქრისტე”ნათელი ჭეშმარიტი, ...გაუნათებს წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს” (იოან.1:9). და როცა საკუთარი ნებით უარყოფენ სიცოცხლის ძღვენს, ადამიანები ვეღარ ღებულობენ ხსნას.დბ 160.4

    პასუხად იმის მტკიცებაზე, რომ ქრისტეს სიკვდილის გამო საჭირო აღარ არის უფლის ათი მცნება და რჯულის სხვა კანონები, უესლიმ განაცხადა:“ზნეობრივი კანონი უფლის ათი მცნების სახით, რომლითაც ღვთის წინასწარმეტყველნი ხელმძღვანელობდნენ, არ არის გაუქმებული ქრისტეს მიერ. იგი არ მოსულა დედამიწაზე ღმერთის კანონის ან მისი რომელიმე ნაწილის გასაუქმებლად, რადგან ამ კანონის შეცვლა ან გაუქმება არ შეიძლება, მარადიულია იგი,“როგორც ერთგული მოწმე ზეცაში”. იგი არსებობდა დასაბამიდან და დაწერილი იყო არა მხოლოდ ქვის ფიქალებზე, არამედ უფლის მიერ შექმნილ ადამიანთა გულზე. და თუმცა ახლა ღვთის ხელით ნაწერი ცოდვის საბურველითაა დამახინჯებული, მაინც, ვიდრე ბოროტისა და კეთილის შემეცნება შეგვიძლია, მისი განადგურება არ შეიძლება. ამ კანონის ყოველი მცნება ძალაში უნდა იყოს კაცობრიობისათვის საუკუნეთა მანძილზე, რადგან ეს კანონი არ არის დამოკიდებული არც დროზე, არც ადგილზე და არც რაიმე სხვა ფაქტორზე, რომელთა შეცვლაც შეიძლება, არამედ დაფუძნებულია თვით უფლის არსზე, ადამიანის ბუნებაზე და მათ შორის უცვლელ დამოკიდებულებაზე”.დბ 160.5

    `გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად”...- ეჭვგარეშეა, ქრისტე ამაში გულისხმობდა შემდეგს, (რაც ეთანხმება მის ადრინდელ და შემდგომში ნათქვამ სიტყვებს): მე მოვედი, რათა აღვადგინო იგი მთელი თავისი სისრულით მის ადამიანურ განმარტებათა საწინააღმდეგოდ; მე მოვედი, რათა ბოლომდე აგიხსნათ ის, რაც თქვენთვის აქამდე ბნელით იყო მოცული; მე მოვედი, რათა გაგიხსნათ ყოველი მცნების ჭეშმარიტი აზრი, გაჩვენოთ მისი ჭეშმარიტი შინაარსის სიდიდე, სიღრმე და სიმაღლე და კანონის ყოველი ნაწილის უსაზღვრო სიწმიდე და სულიერება გამოვავლინო.დბ 161.1

    უესლი სახარებისა და კანონის სრულ hარმონიას ქადაგებდა:“უფლის კანონსა და სახარებას შორის უახლოესი კავშირია. ერთის მხრივ, კანონი გზას იკვლევს სახარებისაკენ და საბოლოო ჯამში მასთან მივყავართ, მეორეს მხრივ კი - სახარება სრულად მიგვითითებს კანონის ზუსტ აღსრულებაზე. მაგალითად, კანონი მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი, ვიყოთ მოკრძალებულნი, მორჩილნი და მართალნი. მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჩვენთვის შეუძლებელია ასე ცხოვრება და ეს მართლაც ასეა, მაგრამ გვახსოვს უფლის აღთქმა, რომელიც დაგვიპრდა, რომ მოგვცემდა ასეთ სიყვარულს, მოკრძალებას, მორჩილებასა და სიმართლეს და ჩვენც ვღებულობთ ამ სახარებას, ამ კეთილ უწყებას და ეს ჩვენში ხდება ჩვენი რწმენით და”კანონის სიმართლე სრულდება ჩვენში” მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით...დბ 161.2

    სახარების ყველაზე დიდი მტერი ის არის, - განაგრძობდა უესლი, - ვინც ასე აშკარად კიცხავს და აკრიტიკებს კანონს; ვინც ადამიანებს მცნებების ან მისი რომელიმე ნაწილის დარღვევას, გაუქმებას, ან შეცვლას ასწავლის... ყველაზე მეტ განცვიფრებას იწვევს ადამიანთა რწმენა, რომ კანონის უარყოფით ისინი პატივს მიაგებენ ქრისტეს, უფლის მცნებათა დარღვევით კი განადიდებენ შემოქმედს და მის მსახურებას! დიახ, ისინი ისეთ პატივს მიაგებენ მას, როგორც იუდა, რომელმაც თქვა:“გიხაროდეს, რაბი” და ეამბორა მას”. და სულაც არ იქნება საფუძველს მოკლებული უფლის შეკითხვა მათ მიმართ:“ამბორით გასცემ კაცის ძეს?” და თუკი დღეს მისი გამომსყიდველი სისხლის შესახებ ქადაგებენ და ამასთან ერთად, სამეფო გვირგვინს ართმევენ მას, როდესაც აუქმებენ მის მცნებებს ან ერთ რომელიმე მათგანს, განა ეს ამბორით ღალატი არ არის? და მართლაც, ეს ბრალდება არ ეხსნება მას, ვინც ქადაგებს რა ჭეშმარიტებას, აუქმებს ან ამცირებს უფლის რომელიმე ყველაზე მცირე მცნებასაც კი, რითაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს დაუმორჩილებლობისაკენ”.დბ 161.3

    მათ, ვინც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ”სახარების ქადაგება პასუხობს კანონის ყველა მიზანს”, უესლი პასუხობდა:“ჩვენ სრულებით უარვყოფთ ამას. რადგან არ სრულდება კანონის უმთავრესი დანიშნულება: ცოდვილთა მხილება და მათი გამოფხიზლება, ვინც უფსკრულის პირას თვლემს”. პავლე მოციქული ამბობს:“რჯულით შეიცნობა ცოდვა”. სანამ ადამიანი ჭეშმარიტად არ შეიცნობს თავის ცოდვას, ვერ იგრძნობს ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის საჭიროებას... ჩვენი მხსნელი თვითონვე ამბობს:“მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ”. რა თქმა უნდა, უაზრობაა, მკურნალი შესთავაზო ჯანმრთელებს ან მათ, ვინც თავს ჯანმრთელად თვლის: ისინი ჯერ უნდა დარწმუნდნენ, რომ ავადმყოფები არიან, თორემ თქვენს მზრუნველობას არ დააფასებენ. ასევე, აზრი არა აქვს შესთავაზო ქრისტე მას, ვის გულსაც არასოდეს განუცდია ტანჯვა”.დბ 161.4

    ამგვარად, უფლის მადლის სახარების ქადაგებისას უესლი, თავისი უდიდესი მასწავლებლის მსგავსად,“კანონის ამაღლებასა და განდიდებას” ცდილობდა. მან ერთგულად და კეთილსინდისიერად შეასრულა უფლის დავალება და იხილა თავისი მოღვაწეობის ნაყოფი. მისი ხანგრძლივი ცხოვრების დასასრულს - მან 80 წელი იცოცხლა და აქედან ნახევარი საუკუნე მისიონერულ მოგზაურობაში გაატარა, - მის მიმდევართა რიცხვი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა და მაინც, როდესაც გამოსყიდულთა მთელი ოჯახი უფლის სასუფეველში შეიკრიბება, მხოლოდ მაშინ გავიგებთ, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი აღდგა ცოდვისა და მანკიერების ნანგრევებიდან მისი შრომის წყალობით, რათა წმიდა ცხოვრებისაკენ მობრუნებულიყო და რამდენმა ადამიანმა მიიღო უფრო მდიდარი და ღრმა გამოცდილება მისი მოძღვრების მეშვეობით. მისი ცხოვრება შეუფასებელი მაგალითია ყოველი ქრისტიანისათვის. და რა დასანანია, რომ ასე აკლიათ თანამედროვე ეკლესიებს ისეთი რწმენა და მორჩილება, შემეცნება და სიყვარული, როგორიც იესო ქრისტეს ამ მსახურს hქონდა!დბ 162.1