Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 4 - ერთგული მოწამენი

    წყვდიადმა, რომელმაც პაპის გამგებლობის ხანგრძლივ პერიოდში მთელი წუთისოფელი მოიცვა, მაინც ვერ ჩააქრო ჭეშმარიტების ნათელი. ყოველ საუკუნეში იყვნენ უფლის ერთგული მოწმენი - ადამიანები, რომელთაც სწამდათ ქრისტე, როგორც ერთადერთი შუამდგომელი ღმერთსა და მათ შორის, ისინი, რომელნიც ბიბლიას ერთადერთ საზომად თვლიდნენ და ჭეშმარიტ შაბათს იცავდნენ. კაცობრიობა ბოლომდე ვერასოდეს მიხვდება, თუ რა დიდად არის დავალებული მსოფლიო ამ ადამიანებისგან. მათ სჯიდნენ, როგორც ერეტიკოსებს, ამახინჯებდნენ და კრძალავდნენ მათ ხელნაწერებს. მათ იდეებს უარყოფდნენ, ცილს სწამებდნენ, მათ ყოველ ნაბიჯს აყალბებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ შეუდრეკელნი და ერთგულნი რჩებოდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ შეუბღალავ რწმენას, როგორც წმიდა მემკვიდრეობას მომავალი თაობებისათვის.დბ 31.1

    რომის მმართველობის ამ ბნელი საუკუნეების მანძილზე ღვთის ხალხის ისტორია ზეციურ წიგნებში იწერებოდა - ადამიანთა მიერ შედგენილ მატიანეში იგი მეტად სუსტადაა აღწერილი. რა ცოტა რამ შეგვიძლია წავიკითხოთ მათ შესახებ - ისიც მხოლოდ მათ მდევნელთა ბრალდებებიდან! რომი ღრმად იყო დაინტერესებული ყველა მსჯელობის მოსპობაში, რომელიც მის ოფიციალურ დოქტრინებს ეწინააღმდეგებოდა. იგი ცდილობდა ყველას და ყველაფრის განადგურებას, რაც მის მოძღვრებას არ ეთანხმებოდა, იქნებოდა ეს ადამიანი თუ მისი ნაწარმოები, საკმარისი იყო ეჭვის გამოთქმა პაპის დოგმატების ავტორიტეტის მიმართ და ეს სიცოცხლის ფასად შეიძლებოდა დასჯდომოდა მდიდარსაც და ღარიბსაც, დიდებულსაც და დაბალი ფენის წარმომადგენელსაც. რომი შეეცადა”გამთიშველთა” მიმართ თავისი სისასტიკის ყველა კვალის მოსპობას. პაპის კრებების დადგენილებით ცეცხლს მისცეს ყველა ის წიგნი და მასალა, სადაც იყო ჩანაწერები დევნის შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა სტამბა და წიგნებიც ცოტა იყო, თანაც დიდი ზომისა და შესანახად მოუხერხებელი, ამიტომ მათი განადგურება რომის ეკლესიის მესვეურთა მიერ დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა.დბ 31.2

    რომის სამფლობელოში შემავალ არც ერთ ეკლესიას დიდხანს არ უსარგებლია სინდისის თავისუფლებით. როგორც კი პაპის ხელისუფლებამ ძალა მოიკრიბა, მისი ხელი მისწვდა ყველას, ვინც ეწინააღმდეგებოდა მის მიზნებს, და თანდათანობით, ერთმანეთის მიყოლებით, ყველა ეკლესია რომის ბატონობას დაემორჩილა.დბ 31.3

    დიდ ბრიტანეთში ქრისტიანობამ ძალიან ადრე შეაღწია. რომის განდგომილებას არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ბრიტანელებზე, რომლებმაც სახარება ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში მიიღეს. წარმართ იმპერატორთა მიერ ქრისტიანთა დევნა, ვინც ამ შორეულ ნაპირებამდეც მიაღწიეს, წყალობა აღმოჩნდა ბრიტანეთის ეკლესიებისთვის. ბევრი დევნილი ქრისტიანი ინგლისიდან გაიქცა და შოტლანდიას შეაფარა თავი; აქედან ჭეშმარიტებამ შეაღწია ირლანდიაში, სადაც იგი სიხარულით მიიღეს.დბ 31.4

    საქსონთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობასთან ერთად, იქ წარმართობამ მოიკიდა ფეხი და ძალაუფლება და ავტორიტეტი მოიპოვა. გამარჯვებულებს დამცირებად მიაჩნდათ რაიმეს სწავლა თავისი მონებისგან და ქრისტიანები იძულებული ხდებოდნენ მთებსა და უდაბური ადგილებისათვის შეეფარებინათ თავი. მაგრამ დროებით დაფარული ნათელი მაინც აშუქებდა. ასი წლის შემდეგ სიმართლის სხივმა კვლავ შეანათა შოტლანდიაში და ყველაზე შორეულ ქვეყნებს მისწვდა. Iრლანდიიდან გამოვიდა ღვთისმოსავი კოლუმბა, რომელმაც თავის თანამოღვაწეებთან ერთად მთელი ქვეყნის მორწმუნენი დაუსახლებელ კუნძულ იონაზე შეკრიბა და ეს ადგილი მისიონერული მოღვაწეობის ცენტრად აქცია. ამ ევანგელისტთა შორის იყო კაცი, რომელიც იცავდა ბიბლიურ შაბათს და მისგან ეს ჭეშმარიტება ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდა. კუნძულ იონაზე ჩამოყალიბდა სკოლა, რომელიც თავის მისიონერებს აგზავნიდა არა მარტო შოტლანდიასა და ინგლისში, არამედ გერმანიაში, შვეიცარიაში და იტალიაშიც კი.დბ 31.5

    მაგრამ სულ მალე რომის ყურადღება ბრიტანეთმაც მიიპყრო, რომელმაც გადაწყვიტა ისიც თავისი ძლევამოსილებისათვის დაემორჩილებინა. მეექვსე საუკუნეში კათოლიკე მისიონერებმა იწყეს მუშაობა წარმართ საქსონთა გაქრისტიანებისათვის. მათ კეთილგანწყობით შეხვდნენ ამაყი ბარბაროსები და ათასობით საქსონელმა მიიღო რომის რელიგია. თავიანთი მოღვაწეობის გაფართოებასთან ერთად პაპის მისიონერები და მოქცეული საქსონელები ხშირად ხვდებოდნენ ქრისტიანებს, რომლებიც აღიარებდნენ პირველ საუკუნეთა ჭეშმარიტ ქრისტიანულ რელიგიას. მათ შორის განსხვავება მეტად აშკარა და თვალშისაცემი იყო! ეს უკანასკნელნი - მორჩილნი და სათნონი იყვნენ. წმიდა წერილის ნათელი შუქი მოჩანდა მათ სწავლებაში, ხასიათში, ქცევაში, იმ დროს, როცა მათი მოწინააღმდეგენი იყვნენ ცრუმორწმუნენი, ამაყნი და ამპარტავანნი. რომის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ ქრისტიანულ ეკლესიებს ეღიარებინათ პაპის უმაღლესი ძალაუფლება. ბრიტანელებმა მოკრძალებული პასუხი გასცეს, რომ მათ ყველასთან სურთ მშიდობიანი ურთიერთობა, რომ პაპს არა აქვს უფლება ეკლესიებზე გაბატონებისა და ამიტომ ისინი მას მხოლოდ ისეთ პატივს მიაგებენ, როგორსაც ქრისტეს ყოველ მიმდევარს. რომმა კვლავ მრავალჯერ სცადა მათი თავის მხარეზე გადმობირება, მაგრამ ეს თავმდაბალი ქრისტიანები მტკიცედ იდგნენ დიდებულ დესპანთა წინაშე და პასუხობდნენ, რომ ისინი არ სცნობენ სხვა ბატონს, ქრისტეს გარდა. მაშინ გამოვლინდა პაპის ჭეშმარიტი სული. რომის ემისარმა განაცხადა:“თუკი თქვენ არ გსურთ ძმების მიღება, რომელთაც მშვიდობა მოგიტანეს, მაშინ თქვენ მიიღებთ მტრებს, რომლებიც მოვლენ ომით. თუ თქვენ არ შემოგვიერთდებით, რათა საქსონელებს ვაჩვენოთ სიცოცხლის გზა, მაშინ მათგან თქვენ მიიღებთ სასიკვდილო დარტყმას”. და ეს უბრალო მუქარა არ იყო. ბიბლიური რწმენის მოწმეთა წინააღმდეგ დაიწყო ძალადობა, სისხლისღვრა, შეთქმულებები, ცილისწამება, სანამ ბოლოს ბრიტანეთის ეკლესიები ან სრულიად არ გაანადგურეს ან არ აიძულეს, პაპის ძალაუფლებას დამორჩილებოდნენ.დბ 32.1

    იმ ქვეყნებში, რომლებიც რომის იმპერიას არ ეკუთვნოდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქრისტიანები, რომელთაც სრულიად არ შეხებიათ პაპის ხელისუფლების პოლიტიკა. წარმართთა გარემოცვაში, რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ისინი მათი ცთომილების გავლენის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ ბიბლიას მაინც მიიჩნევდნენ რწმენის ერთადერთ საზომად და კვლავ მის მრავალ ჭეშმარიტებას მისდევდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთის კანონი ხელშეუხებელი და უცვლელია, და მეოთხე მცნების თანახმად, იცავდნენ შაბათს. ასეთი ეკლესიები არსებობდა ცენტრალურ აფრიკაში და აზიის სომხურ დასახლებებში.დბ 32.2

    მაგრამ პაპის ხელისუფლებას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ვალდენსებმა გაუწიეს სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც პაპმა თავისი ტახტი დაიდგა. საუკუნეთა განმავლობაში პიემონტის ეკლესიები იცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას, სანამ რომმა ისინიც არ დაიმორჩილა. რომის დიქტატთან უშედეგო ბრძოლის შემდეგ ამ ეკლესიების ხელმძღვანელებმა თუმცა იძულებით, მაგრამ მაინც სცნეს პაპის უმაღლესი ხელისუფლება, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო დაიმორჩილა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც უარი თქვა პაპისა და პრელატთა ავტორიტეტის აღიარებაზე. მათ გადაწყვიტეს ღმერთის ერთგული დარჩენილიყვნენ და თავიანთი რწმენის სიწმიდე და უბრალოება შეენარჩუნებინათ. მოხდა დაყოფა: ძველი რწმენის დამცველნი გაიფანტნენ: ზოგმა დატოვა მშობლიური ალპები, წავიდა სხვა ქვეყნებში და იქ აღმართა ჭეშმარიტების ალამი. სხვებმა შორეულ დაბლობებსა და კლდეთა ხეობებს შეაფარეს თავი და იქ თავისუფლად ემსახურებოდნენ ღმერთს.დბ 32.3

    მოძღვრება, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში იცავდნენ და ავრცელებდნენ ქრისტიანი ვალდენსები, მკვეთრად განსხვავდებოდა რომის ცრუ დოქტრინებისაგან. მათი რელიგია დამყარებული იყო ღვთის სიტყვაზე, ქრისტიანობის ჭეშმარიტ საფუძველზე. ეს მოკრძალებული მშრომელები, რომლებიც განცალკევებულ სადგომებში ცხოვრობდნენ და ქვეყნიერებისაგან მოწყვეტილნი, ყოველდღიურ საზრდოს მეცხოველეობითა და ვაზის მოშენებით პოულობდნენ, არ ქმნიდნენ განდგომილ ეკლესიათა დოგმებისა და სწავლების ახალ ჭეშმარიტებას. ისინი არ იგონებდნენ ახალ რელიგიას - მათ ეს რწმენა წინაპართაგან მემკვიდრეობით მიიღეს. ისინი იღწვოდნენ”რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ” (იუდ. 3), - მოციქულთა ეკლესიის რწმენისათვის. არა მსოფლიო ქალაქში გამეფებული პატივმოყვარე იერარქია, არამედ”ეკლესია უდაბნოში” იყო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, ჭეშმარიტების საგანძურის დამცველი, რომელიც ღმერთმა თავის ხალხს იმისათვის ჩააბარა, რომ მას, თავის მხრივ, ქვეყნიერებისათვის გადაეცა.დბ 33.1

    რომისაგან ჭეშმარიტი ეკლესიის გამოყოფის ერთერთი ძირითადი მიზეზი იყო მისი სიძულვილი ბიბლიური შაბათის მიმართ. წინასწარმეტყველების თანახმად, პაპის მმართველობამ ჭეშმარიტება მიწასთან გაასწორა. უფლის კანონი უარყვეს და აბუჩად აიგდეს, ხოლო ადამიანური კანონები და ადათწესები ამაღლდა და განდიდდა. პაპის ხელქვეით ეკლესიებს თავიდანვე აიძულებდნენ კვირა დღის, როგორც წმიდა დღის შენახვას და მრავალი ადამიანი თვით უფლის ჭეშმარიტი ეკლესიიდანაც კი იმდენად იყო თავბრუდახვეული საზოგადოებაში გამეფებული ცრურწმენითა და ცდუნებებით, რომ შაბათს კი იცავდა, მაგრამ იმავდროულად კვირა დღესაც თავს იკავებდა შრომისაგან. პაპის ხელისუფლება არც ამან დააკმაყოფილა. იგი ითხოვდა მხოლოდ კვირა დღის დაცვას, ადამიანებს აიძულებდა ემუშავათ შაბათ დღეს და სასტიკად აუკრძალა ამ დღისადმი პატივისცემა. მხოლოდ რომიდან შორს გადასახლებულ ღვთის შვილებს შეეძლოთ თავისუფლად და მშვიდად დაეცვათ უფლის მცნებები.დბ 33.2

    ევროპაში პირველად სწორედ ვალდენსებმა გადათარგმნეს წმიდა წერილი. რეფორმაციამდე საუკუნით ადრე ისინი უკვე თავის საკუთარ ენაზე კითხულობდნენ ბიბლიის თარგმანს ხელნაწერებში. მათ ხელთ ეპყრათ ჭეშმარიტების ნამდვილი სიტყვა და ამის გამო საძულველნი და დევნილნი გახდნენ. მათ რომის ეკლესიას გამოცხადების წიგნის მიხედვით განდგომილი ბაბილონი უწოდეს და თავიანთი სიცოცხლის ფასად მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ მის დამღუპველ ზემოქმედებას. ხანგრძლივმა დევნამ ზოგი აიძულა დათმობაზე წასულიყო, სხვები კი მტკიცედ იდგნენ და იცავდნენ ჭეშმარიტების პრინციპებს. ესენი იყვნენ ვალდენსები, რომლებმაც განდგომილების საშინელ საუკუნეებში უარყვეს რომის ხელისუფლება, ხატების გაღმერთება, კერპთაყვანისმცემლობა და წმიდად იცავდნენ უფლის შაბათს. ყველაზე დიდი გაჭირვების დროსაც კი ინარჩუნებდნენ თავიანთ რწმენას. სავოიის შუბებით განგმირული და ინკვიზიციის კოცონზე წამებული ვალდენსები ურყევად იდგნენ ღვთის სიტყვის სიწმიდის დასაცავად.დბ 33.3

    მთის მიუვალ მწვერვალებზე, რომელიც ყველა საუკუნის დევნილთა თავშესაფარი იყო, ვალდენსებმაც hპოვეს საყუდარი. და იქ, შუა საუკუნეების წყვდიადში, აკაშკაშდა ჭეშმარიტების ნათელი. იქ თითქმის მთელი ათასწლეულის მანძილზე ჭეშმარიტების მოწმენი პირვანდელ რწმენას იცავდნენ.დბ 34.1

    უფალმა თავის ხალხს მოუმზადა იმ ბრწყინვალე ჭეშმარიტებათა შესაფერისი დიდებული საწმიდარი, რომელიც მას მიანდო. ამ ერთგულ დევნილთათვის მთები ღმერთის ხელშეუხებელი სიმართლის სიმბოლო იყო. ისინი თავიანთ შვილებს იმ მწვერვალებისაკენ მიუთითებდნენ, რომელნიც უცვლელი დიდებით აღმართულიყვნენ და მეტყველებდნენ უზენაესის შესახებ, რომელიც არასოდეს იცვლება და რომლის სიტყვა ისეთივე მარადიულია, როგორც ეს უძველესი მთები. უფალმა შექმნა მთები, შემოსა ძლიერებით და უფლის უსაზღვრო ძალის გარდა ვერავინ დასძრავს მათ ადგილიდან. ამგვარადვე დააწესა მან თავისი კანონი - თავისი მმართველობის საფუძველი ზეცაში და დედამიწაზე. ადამიანს თავისი ხელით შეუძლია სიცოცხლე წაართვას სხვას, მაგრამ როგორც მას არ შეუძლია მთების ადგილიდან დაძვრა და მათი ზღვაში ჩაძირვა, ასევე არ ძალუძს ღვთის წესების შეცვლა ან მისი რომელიმე აღთქმის მოსპობა, რაც მიცემული აქვთ მისი ნების აღმსრულებელთ. ღვთის მსახურნი მისი კანონისადმი მტკიცე ერთგულებაში ისეთივე ძლიერები უნდა იყვნენ, როგორც მარადიული, ურყევი მთები.დბ 34.2

    მთები და გარემომცველი დაბლობები ამ ხიზნებს მუდამ ახსენებდნენ უფლის შემოქმედებით ძალას და მისი აღთქმის მარადიულობას. მათ ისწავლეს უფლის მოწმობის ამ უტყვ სიმბოლოთა სიყვარული. ისინი არ ჩიოდნენ ცხოვრების სიძნელეებზე, არასოდეს გრნობდნენ მარტოობას მთათა მდუმარებაში და მადლობას სწირავდნენ ღმერთს ამ თავშესაფრისთვის, სადაც ადამიანთა სისასტიკისა და მრისხანებისაგან სიმშვიდე და უსაფრთხოება hპოვეს. მათ უხაროდათ, რომ აქ შეეძლოთ თამამად ემსახურათ უფლის წინაშე. ხშირად, მტრებისაგან დევნილნი ნავსაყუდელსა და საიმედო თავშესაფარს ამ დიდებული მთების კალთებზე პოულობდნენ. უზარმაზარ, ფრიალო კლდეთა მწვერვალებიდან უფლისადმი მიძღვნილი დიდების hიმნები ისმოდა და რომაელ ჯარისკაცებს არ hყოფნიდათ ძალა, ჩაეხშოთ ეს დიდებული საგალობლები.დბ 34.3

    რა წმიდა, უმწიკვლო და მგზნებარე იყო ამ ქრისტიანების ღვთისმოსაობა! ჭეშმარიტების პრინციპები მათთვის სახლებზე, მიწებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე და თავიანთ სიცოცხლეზე ძვირფასიც კი იყო. ისინი გულწრფელად ცდილობდნენ ამ პრინციპების ჩაბეჭდვას მომავალი თაობების გულებში. ბავშვებს ადრეული წლებიდანვე ასწავლიდნენ წმიდა წერილის ჭეშმარიტებებს და უფლის კანონისადმი მოწიწებას. ბიბლიური ხელნაწერები ცოტა იყო და ამიტომ ამ ძვირფას სიტყვებს ზეპირად იმახსოვრებდნენ. ასე, რომ ბევრმა ზეპირად იცოდა მთელი თავები ძველი და ახალი აღთქმიდან. ღმერთზე ფიქრის განმტკიცებაში მათ ხელს უწყობდა ბუნება და მოკრძალებული წყალობა, რომელსაც უფალი ყოველდღიურ ცხოვრებაში უბოძებდა მათ. პატარა ბავშვებს ასწავლიდნენ მადლიერების გრძნობის გამოხატვას უფლისადმი, როგორც ყოველგვარი წყალობისა და ნუგეშის მომცემისადმი.დბ 34.4

    მშობლებს თავიანთი შვილები ნაზი და მზრუნველი სიყვარულით უყვარდათ, რომელშიც უხვად იყო ჩაქსოვილი ღვთიური სიბრძნე, ამიტომ ისინი თავგანწირვისათვის ამზადებდნენ მათ. ამ ბავშვებს ელოდათ განსაცდელი, გაჭირვება და შეიძლება მოწამებრივი სიკვდილიც კი. ისინი პატარაობიდანვე ეჩვეოდნენ სიძნელეთა ატანას, რჩევადარიგების მორჩილად მიღებას და ამასთან ერთად დამოუკიდებელი აზროვნება და მოქმედება შეეძლოთ. ადრეული წლებიდანვე მათ hქონდათ პასუხისმგებლობის გრძნობა, სწავლობდნენ სიფრთხილეს საუბრებში და ესმოდათ დუმილის სიბრძნე. ერთი გაუფრთხილებელი სიტყვა, მტრის ყურამდე მისული, შეიძლება სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა არა მარტო მთქმელს, არამედ ასობით ადამიანს, რადგან ჭეშმარიტების მტრები რელიგიის თავისუფლების მომხრეთ ისე სდევნიდნენ, როგორც მონადირე მგლები - თავიანთ ნადავლს.დბ 34.5

    ვალდენსებმა თავიანთი მიწიერი კეთილდღეობა ჭეშმარიტებას შესწირეს, ლუკმაპურის მოსაპოვებლად დიდი მოთმინება და შრომა სჭირდებოდათ. ისინი მთებში გულმოდგინედ ამუშავებდნენ მიწის ყოველ ნაკვეთს და ეს უნაყოფო დაბლობებიც ამართლებდა მათ მოლოდინს. ეკონომია და მკაცრი თავგანწირვა, - ეს იყო ვალდენსთა ბავშვების ერთადერთი მემკვიდრეობა. მათ ასწავლიდნენ, რომ ცხოვრება - სკოლაა, რომელშიც მათი ყველა საჭიროება შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ საკუთარი შრომით, წინდახედულებით, მზრუნველობით და რწმენით. ეს მეტად ძნელი და მომქანცველი, მაგრამ სასარგებლო იყო. ეს სწორედ ის სკოლა იყო, რომელიც დაცემულ ადამიანებს სჭირდებოდათ; სკოლა, რომელიც უფალმა განსაზღვრა ჩვენი აღზრდისა და განვითარებისათვის. ჭაბუკებს აჩვევდნენ მძიმე შრომასა და გაჭირვებას და ამავე დროს ზრუნავდნენ მათ გონებრივ განვითარებაზე. მათ უნერგავდნენ, რომ ადამიანს ყოველგვარი ნიჭი უფლისგან აქვს მიცემული და რომ ისინი ვალდებული არიან იგი უფლის სამსახურისთვის განავითარონ.დბ 35.1

    ვალდენსთა ეკლესია თავისი სიწმიდითა და უბრალოებით მოციქულთა დროის ეკლესიას hგავდა. მათ უარყვეს პაპისა და სამღვდელოების ავტორიტეტი და ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ ბიბლიით, ერთადერთი უმაღლესი და უეჭველი ავტორიტეტით. მათი პასტორები, რომის ამპარტავანი სამღვდელოებისაგან განსხვავებით, თავიანთი მასწავლებლის მაგალითს ბაძავდნენ, რომელიც”იმიტომ კი არ მოვიდა, რომ მას ემსახურონ, არამედ, რომ თვითონ ემსახუროს” სხვებს. ისინი აძოვებდნენ უფლის ფარას, მიhყავდათ ნოყიერი საძოვრებისა და უფლის წმიდა სიტყვის ცოცხალი წყაროებისაკენ. ამ წუთისოფლის დიდებასა და სიამაყეს მოშორებულნი, არ იკრიბებოდნენ მდიდარ ტაძრებში, არამედ თავს აფარებდნენ მთებს, ალპების ველებს, ან, მოსალოდნელი საფრთხის დროს, კლდეთა ხეობებს, რათა იქ ესმინათ ჭეშმარიტების სიტყვა ქრისტეს მსახურთაგან. პასტორები არა მარტო ქადაგებდნენ სახარებას, არამედ ეხმარებოდნენ ავადმყოფებს, ასწავლიდნენ ბავშვებს, რჩევადარიგებებს აძლევდნენ ცოდვილთ, აგვარებდნენ გაუგებრობას და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ადამიანთა შორის ძმური სიყვარული და ერთიანობა ყოფილიყო. მშვიდობიან დროს ისინი ცხოვრობდნენ თანამორწმუნეთა ნებაყოფლობით შესაწირავებზე, მაგრამ მეკარვე პავლეს მსგავსად, ყოველი მათგანი, ვინც კი რაიმე ხელობა იცოდა, მზად იყო საჭიროების შემთხვევაში თავისი თავი თვითონ გამოეკვება.დბ 35.2

    ჭაბუკებს პასტორები ასწავლიდნენ. თუმცა ზოგად განათლებასაც ექცეოდა ყურადღება, მაგრამ მაინც ძირითადი შესწავლის საგანი - ბიბლია იყო. მათეს და იოანეს სახარებებს სხვა წერილებთან ერთად ზეპირად სწავლობდნენ. ისინი წმიდა წერილის გადაწერასაც ახერხებდნენ. მათ გააჩნდათ მთლიანი ბიბლიის ხელნაწერებიც და შემოკლებული კრებულებიც, რომელთაც მოhყვებოდა უბრალო, მაგრამ ყველასათვის ხელმისაწვდომი კომენტარები, შესრულებული იმათ მიერ, ვისაც შეეძლო ღვთის სიტყვის ახსნა. ამ გზით ვრცელდებოდა ჭეშმარიტება, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე მალავდნენ ისინი, ვინც ღმერთზე მაღლა აღზევება მოინდომა.დბ 35.3

    იქ, ღრმა გამოქვაბულებში, მთვარის მოციმციმე შუქზე ხდებოდა წმიდა წერილის თითოეული ბწკარის, თითოეული თავის გულმოდგინედ გადაწერა. და რაც უფრო წინ მიიწევდა სამუშაო, მით უფრო ხალასი ოქროს ბრწყინვალებას ემსგავსებოდა უფლის ნება. რაც უფრო დიდი იყო განსაცდელი, მით უფრო მეტი იყო სახარების ნათელი და უფრო გასაგები ხდებოდა მათთვის, ვინც ამ შრომაში მონაწილეობას ღებულობდა. ამ ერთგულ მსახურებს ზეციური ანგელოზები მფარველობდნენ.დბ 36.1

    თუმცა სატანა ყველა ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ პაპის პრელატთა მეშვეობით ღვთის სიტყვა ცდომილებების, ცრურწმენისა და ერესის ნაგვის გროვაში დაემარხა, მაგრამ წმიდა წერილი სასწაულებრივად ინახავდა თავის სიწმიდეს შავბნელ შუასაუკუნეთა წყვდიადში. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წმიდა წერილი დაწერილია არა ადამიანის, არამედ ღმერთის ნებით. ადამიანები ჯიუტად ცდილობდნენ წმიდა წერილის უბრალო, ყველასათვის გასაგები აზრის დამახინჯებასა და მის მოწმობებში წინააღმდეგობათა დანერგვას, მაგრამ უზარმაზარ ტალღებზე მოქანავე კიდობნის მსგავსად, ღვთის სიტყვა უძლეველი აღმოჩნდა მრავალი ქარიშხლის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველჟამს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. როგორც მიწის წიაღში ჩამალული განძის აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც შეუპოვრად ეძებს, ასევე ძვირფასი ჭეშმარიტებანი ეხსნება მხოლოდ მას, ვინც წმიდა წერილს გულწრფელი ლოცვითა და მოკრძალებით სწავლობს. უფალს სურდა, რომ ბიბლია ყველა ადამიანის მეგობარი ყოფილიყო ბავშვობაშიც, სიჭაბუკის წლებშიც,მოწიფულ ასაკშიც და მთელი ცხოვრების მანძილზე. თავის სიტყვაში უფალი თავად გამოეცხადა ხალხს. ჩვენს მიერ ყოველი აღმოჩენილი ჭეშმარიტება მისი ავტორის არსის ახალ აღმოჩენას წარმოადგენს. წერილის გამოკვლევა - ეს ის ღვთიური საშუალებაა, რომელიც ადამიანებს უფრო აახლოვებს შემოქმედთან და ხელს უწყობს უფლის ნების შემეცნებას. ბიბლია - ეს ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის საშუალებაა.დბ 36.2

    თუმცა ვალდენსები თვლიდნენ, რომ ღვთის შიში სიბრძნის დასაწყისია, მაინც ამავე დროს კარგად ესმოდათ წუთისოფელთან ურთიერთობის მნიშვნელობაც, რადგან ეს აუცილებელი იყო მათი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ზოგიერთ ახალგაზრდას მთებში სკოლის დამთავრების შემდეგ საფრანგეთისა და იტალიის სასწავლებლებში გზავნიდნენ, სადაც მათ წინაშე ფართო შესაძლებლობები იშლებოდა გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის, ხედავდნენ წუთისოფლის მანკიერებას, პირისპირ ხვდებოდნენ სატანის მზაკვრულ მოქმედებას, რომელიც ცდილობდა ისინი თავისი ცდუნებისა და სიცრუის ბადეში გაეხვია. მაგრამ ყრმობის წლებში მიღებულმა აღზრდამ ისინი ამ გამოცდისთვისაც კარგად მოამზადა.დბ 36.3

    ამ სასწავლებლებში მათ არ უნდა გაეჩინათ მეგობრები (და არ უნდა მინდობოდნენ მათ). თავიანთი ტანსაცმლის ნაკეცებში ისინი მოხერხებულად მალავდნენ უძვირფასეს განძს - წმიდა წერილის ხელნაწერებს. მათ ყოველთვის თან დაhქონდათ ეს, თვეებისა და წლების განმავლობაში თავდადებული შრომის ნაყოფი და პირველი შესაძლებლობისთანავე ფურცლებს წმიდა წერილის ტექსტებით ფრთხილად უდებდნენ მათ, ვისაც მათი აზრით, შეეძლო ჭეშმარიტების მიღება. ეს ჭაბუკები ამ სულით ბავშვობიდანვე იყვნენ აღზრდილები, კარგად ესმოდათ პირადი პასუხისმგებლობაც და მოვალეობაც და ერთგულად ასრულებდნენ მას. ამ გზით ამ სასწავლებელში ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება. ხშირად, ეს ახალი მოძღვრება მთელ სკოლაში ვრცელდებოდა და დიდი მცდელობის მიუხედავად, პაპის ერთგული ზედამხედველები ვერ პოულობდნენ ამ”ერეტიკული მოძღვრებების” პირველწყაროს, როგორც ისინი უწოდებდნენ მას.დბ 36.4

    ქრისტეს სული - მისიონერული სულია. ახალმოქცეული გულის უპირველესი სურვილია - სხვებიც მიიყვანოს მხსნელთან. ასეთი სული hქონდათ ქრისტიან ვალდენსებსაც. მათ ესმოდათ, რომ უფალი მათგან არა მხოლოდ ჭეშმარიტების წმიდად შენახვას, არამედ უფრო მეტს - ამ სინათლის ბნელში გავრცელებას ითხოვდა. უფლის უძლიერესი სიტყვის ძალით ისინი ცდილობდნენ რომის ეკლესიის მონობისაგან ადამიანთა განთავისუფლებას. ვალდენსელი მსახურები მისიონერებად იყვნენ აღზრდილები. უფლის ყანაში მსახურების ყოველ მსურველს, პირველ რიგში, ევანგელისტის გამოცდილება უნდა შეეძინა. სამშობლოში დაბრუნებისას, ეკლესიის სათავეში ჩადგომამდე, ყოველ მათგანს, არა ნაკლებ სამი წლის განმავლობაში, მისიონერულ სარბიელზე უნდა ემსახურა. ეს მეთოდი, რომელიც თავიდანვე დიდ თავგანწირვასა და მსხვერპლს მოითხოვდა, განსაკუთრებით შესაფერისი იყო იმ მძიმე პერიოდში. წმიდა მსახურებისათვის ხელდასხმულ ახალგაზრდებს ელოდა არა კეთილდღეობა და პატივი, არამედ ხიფათითა და გაჭირვებით აღსავსე ცხოვრება და შესაძლოა, მოწამებრივი სიკვდილიც. უფლის მაცნეებს წყვილწყვილად აგზავნიდნენ; ზუსტად ისე, როგორც იესო თავის მოწაფეებს. ახალგაზრდას თან მიhყვებოდა ასაკოვანი, გამოცდილი მეგობარი, რომელსაც იგი უნდა დამორჩილებოდა, როგორც თავის ხელმძღვანელს და ყველა მისი დავალება შეესრულებინა, უფროსი კი ზრუნავდა უმცროსის განათლებაზე. ეს თანამსახურნი ყოველთვის ერთად არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ ლოცვებისა და რჩევადარიგებისათვის და ამით ერთიმეორეს განამტკიცებდნენ რწმენაში.დბ 37.1

    უფლის ეს მაცნეები გულმოდგინედ მალავდნენ თავიანთ ჭეშმარიტ ჩანაფიქრს, რადგან თავიანთი ამოცანების პირდაპირ განცხადების შემთხვევაში მარცხი ელოდათ. ყოველმა მსახურმა იცოდა რაიმე ხელობა და ჩვეულებრივ საქმიანობას ამოფარებულნი, განაგრძობდნენ ღვთისმსახურების საქმის კეთებას. ხშირ შემთხვევაში ისინი ვაჭრობდნენ სხვადასხვა წვრილმანით: ყიდდნენ აბრეშუმის ქსოვილებს, საიუველირო ნაკეთობებს ან სხვა საგნებს, რომელთა შეძენაც მხოლოდ დიდ ბაზრობებზე შეიძლებოდა და ამგვარად, შეეძლოთ ისეთ ადგილებში სიარული, საიდანაც მისიონერებს ხშირად აძევებდნენ ხოლმე. ისინი ჩუმად, გულში აღავლენდნენ ლოცვებს და უფალს სიბრძნესა და ძალას სთხოვდნენ ადამიანებისათვის უფრო ძვირფასი განძის მისაცემად, ვიდრე ოქრო და მარგალიტია. მათ ფარულად თან დაhქონდათ ბიბლიის ხელნაწერები, ნაწილნაწილ ან მთლიანად და როგორც კი ხელში მარჯვე შემთხვევას ჩაიგდებდნენ, მაშინვე უკითხავდნენ მყიდველებს, რომელთა მთელი ყურადღება წმიდა წერილზე გადაhქონდათ და თუკი ვინმეს ღვთის სიტყვის მოსმენის სურვილი გაუჩნდებოდა, მისიონერები მათ წმიდა წერილის ხელნაწერებს სიხარულით ჩუქნიდნენ.დბ 37.2

    ამ მაცნეთა მისიონერული მოღვაწეობა დაიწყო მშობლიური მთების მისადგომებთან, დაბლობებსა და ხეობებში, შემდეგ კი მათ საზღვრებს გასცდა. ფეხშიშველნი, შარაგზის მტვრისაგან გაშავებულ ტანისამოსში გახვეულნი დადიოდნენ, უფლის მსგავსად, ერთი ადგილიდან მეორეში, ყველაზე შორეულ ქვეყნებშიც კი. და ყველგან თესავდნენ ძვირფას თესლს. იქმნებოდა ახალი ეკლესიები და ხშირად მოწამენი სისხლით მოწმობდნენ ჭეშმარიტებას. უფლის მომავალი დღე გვაჩვენებს სულთა იმ დიდ მოსავალს, რომელიც ამ ერთგულ მოწამეთა მსახურების შედეგია. ღვთის სიტყვა შეუმჩნევლად, თანდათანობით იკვალავდა გზას ქრისტიანულ სამყაროში და მას ყველგან სიხარულით უხსნიდნენ გულისა და სახლის კარს.დბ 37.3

    წმიდა წერილი ვალდენსებს ასწავლიდა არა მხოლოდ ღმერთისა და ადამიანების ადრინდელ ურთიერთობას, არა მარტო ახლანდელ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას, არამედ კიდეც აფრთხილებდა მოსალოდნელი ხიფათის შესახებ და აჩვენებდა მომავლის დიდებას. მათ სწამდათ წუთისოფლის ახლო აღსასრული და ცრემლიანი ლოცვებით კითხულობდნენ და სწავლობდნენ ბიბლიას, რითაც უფრო ღრმად სწვდებოდნენ ამ ძვირფას მოძღვრებას და სხვებსაც უზიარებდნენ ხსნის მომტან ჭეშმარიტებას. მათთვის სრულიად გასაგები იყო გადარჩენის გეგმა, რომელიც ნათლადაა ასახული წმიდა წერილის ფურცლებზე და სწამდათ იესოსი, რომლის მეშვეობიდაც hპოვებდნენ ნუგეშს, იმედსა და მშვიდობას. და როცა ეს სხივი ანათებდა მათ გონებას, სიხარულით ივსებოდა მათი გულები, უჩნდებოდათ მგზნებარე სურვილი - ეს ნათელი გაეზიარებინათ მათთვის, ვინც პაპის ცდუნებათა წყვდიადში იმყოფებოდა.დბ 38.1

    ისინი ხედავდნენ, რომ პაპის მსახურნი და მათი ქვეშევრდომნი ცოდვათა მიტევების მიღებას ამაოდ ცდილობდნენ თვითგვემით. მათ ასწავლიდნენ, რომ გადარჩენა შესაძლებელია საკუთარ საქმეებზე და ძალებზე დაყრდნობით და ადამიანებიც, ღვთის რისხვის შიშით, აღიარებდნენ თავიანთ დანაშაულს, იწამებდნენ სულსა და სხეულს, თუმცა ვერ პოულობდნენ სიმშვიდეს და ამ გულწრფელ ადამიანებს ამაში რომის დოქტრინები უწყობდა ხელს. ათასობით ადამიანი ტოვებდა თავის ახლობლებს და მონასტერში იხიზნებოდა. მრავალი თავისი სინდისის დამშვიდებას ხშირი მარხვებითა და სასტიკი თვითგვემით, ცივ და ნესტიან იატაკზე უძილო ღამეებით, წმიდა ადგილებში ხანგრძლივი მოგზაურობით, ნებაყოფლობითი გაჭირვებითა და საშინელი ტანჯვაწამებით ცდილობდა, მაინც ყველაფერი ამაო იყო. ბევრნი იმ შეგნებით, რომ საშინელი ცოდვები აწევთ და ამის გამო უფალი სასჯელს მოუვლენს, იქამდე იწამებდნენ თავს, რომ ბოლოს და ბოლოს, მათი ნატანჯი სხეული ამდენს ვეღარ უძლებდა და იმედის ყოველგვარი ნათელი სხივის გარეშე ჩადიოდნენ საფლავში.დბ 38.2

    ვალდენსებს მხურვალედ სურდათ ამ დაუძლურებული სულებისათვის მიეცათ სიცოცხლის პური, გაეხსნათ მათთვის სახარებისეული აღთქმა და დაერწმუნებინათ, რომ ქრისტეა ხსნის ერთადერთი გზა. ისინი მცდარ მოძღვრებად თვლიდნენ იმ სწავლებას, რომ კეთილი საქმეებით შეიძლება გამოსყიდვა ცოდვისა, რომელიც უფლის მცნებებს არღვევს. ადამიანურ დამსახურებაზე დამყარებული რწმენა ჩრდილავს ქრისტეს უსაზღვრო სიყვარულს. იესომ თავისი სიკვდილით მსხვერპლი გაიღო დაცემული კაცობრიობისათვის, რადგან ცოდვილს არაფრით შეუძლია თავისი თავის გამოსყიდვა. ჯვარცმული და შემდგომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედია. ადამიანს ქრისტესთან ისეთი ახლო და ცოცხალი ურთიერთობა უნდა hქონდეს, როგორიც სხეულის რომელიმე ერთ ნაწილს მთელ ორგანიზმთან, ანდა ლერწებს - ვაზთან.დბ 38.3

    პაპის სამღვდელობამ ხალხს ღმერთი და თავად ქრისტეც ისე წარუდგინა, როგორც მრისხანე მბრძანებელი, რომელიც იმდენად სასტიკია ცოდვილის მიმართ, რომ საჭირო გახდა სამღვდელოებისა და წმიდანების შუამავლობა. მაგრამ წმიდა წერილის ჭეშმარიტებით განათლებულ ადამიანებს გულწრფელად სურდათ აეხსნათ ხალხისათვის, რომ იესო - მოწყალე და მოსიყვარულე მაცხოვარია, რომელიც ხელგაწვდილი უხმობს ყოველს, ცოდვებით, გაჭირვებითა და მწუხარებით დამძიმებულს. ისინი ცდილობდნენ ხალხისათვის დაენახებინათ, რომ ეს დაბრკოლებები სატანის მიერაა შექმნილი იმ მიზნით, რომ ადამიანი ნაკლები ყურადღებით მოეკიდოს უფლის აღთქმას და უშუალოდ ღმერთს არ მიმართოს მონანიებით მიტევებისა და მშვიდობის მისაღებად.დბ 38.4

    რა დიდი სიხარულით უზიარებდა ვალდენსელი მისიონერი ამ ადამიანებს სახარების ჭეშმარიტებას! რა დიდი წინდახედულებით ამზადებდა იგი მსმენელთათვის გულდასმით გადაწერილ წმიდა წერილის წიგნებს! მისთვის უდიდესი სიხარული იყო ეს მსახურება - მიეცა მონანიების იმედი ცოდვებით დამძიმებული სულისთვის, რომელიც აქამდე ღმერთში მხოლოდ შურისმგებელ მსჯავრმდებელს ხედავდა. მთრთოლვარე ბაგეებით, თვალცრემლიანი, ხშირად მუხლებზე მდგარი, უხსნიდა იგი თავის ძმებს ძვირფას აღთქმებს - ცოდვილთა ერთადერთ იმედს. და ჭეშმარიტების ნათელი მათ დამწუხრებულ, დაბეჩავებულ სულებში ფანტავდა შავ ღრუბელს, სიმართლის მზე კი თავისი განმკურნავი სხივებით უნათებდა მათ. ხშირად, მსმენელთა თხოვნით, წმიდა წერილის რომელიმე ადგილს რამდენჯერმე კითხულობდნენ, რათა ადამიანები დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ ეს კი არ მოესმათ, არამედ ნამდვილად ასეა. განსაკუთრებით ხშირად კითხულობდნენ სიტყვებს:“...ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან”.”როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ისევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ hქონდეს საუკუნო სიცოცხლე” (1იოან. 1:7; იოან. 3:14,15).დბ 39.1

    ამ საქმიანობამ ბევრს აუცრუა გული რომის მოძღვრების მიმართ. ბევრი დარწმუნდა ცოდვილთათვის ადამიანთა ან ანგელოზთა შუამავლობის უაზრობაში. ჭეშმარიტების შეცნობისას ისინი სიხარულით ამბობდნენ:“ქრისტეა ჩემი მღვდელი; მისი სისხლი - ჩემთვის გაღებული მსხვერპლია; მისი საკურთხეველი - ჩემი მონანიების ადგილია”. მათთვის იესოს დამსახურება დახმარების წყაროდ იქცა და ხშირად იმეორებდნენ”რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის მოსაწონად ყოფნა”.”სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მოცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით” (ებრ. 11:6; საქ. 4:12).დბ 39.2

    ზოგი უბედური, ცდუნებისაგან გატანჯული სულისთვის მაცხოვრის სიყვარული ძნელად მისაწვდომი აღმოჩნდა. ახლა კი სახარების ასეთმა განმარტებამ ადამიანებს შვება მისცა და იმდენად დიდი იყო ჭეშმარიტების ნათელი, რომ თავი უკვე ზეცაში ეგონათ. მათ hქონდათ ბავშვური რწმენა, რომელიც”საუკუნეთა კლდეზე” იყო დამყარებული. სიკვდილის შიში აღარ hზარავდა მათ. ახლა მათ კოცონზე წამებისა და საპყრობილეებში ყოფნის სურვილიც კი hქონდათ, თუკი ეს მაცხოვრის სახელს განადიდებდა.დბ 39.3

    ღვთის სიტყვას კითხულობდნენ და ქადაგებდნენ მალულად, საიდუმლო ადგილებში. ზოგჯერ ჭეშმარიტების შემეცნების მსურველთ მას სათითაოდ უკითხავდნენ, ზოგჯერ კი პატარა ჯგუფებს. ხშირად მთელ ღამეებს წერილის კითხვაში ატარებდნენ. ზოგჯერ ისეთი დიდი იყო მსმენელთა აღტაცება, რომ ღვთის მადლის მაცნე წყვეტდა კითხვას, რათა მათთვის გადარჩენის სახარებაში ღრმად ჩაწვდომის შესაძლებლობა მიეცა. ხანდახან ისმოდა შეკითხვები:“მიიღებს თუ არა უფალი ჩემს მსხვერპლს? შემიწყალებს მე იგი? მომიტევებს მე თუ არა? პასუხი კი ასეთი იყო:“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ!” (მათ. 11:28).დბ 39.4

    ისინი რწმენით მიმართავდნენ უფლის აღთქმას და სიხარულით აღიარებდნენ:“აღარ გვჭირდება წმიდა ადგილებში სალოცავად დამქანცველი სიარული და ამის გამო ტანჯვა. შემიძლია წარვდგე იესოს წინაშე ისეთი, როგორიც ვარ: ცოდვილი და მანკიერი, რადგან შეისმენს იგი ჩვენი მონანიების ლოცვებს და გვეტყვის:“მოგეტევებათ ცოდვები თქვენი”. და ჩემი ცოდვებიც კი იქნება მიტევებული!”დბ 39.5

    წმიდა სიხარულის ნაკადი ავსებდა მათ გულებს და ხდებოდა იესოს სახელის ამაღლება და განდიდება. ეს ბედნიერი სულები ბრუნდებოდნენ შინ, რათა მიღებული ნათელი სხვებისთვისაც გაეზიარებინათ და ხალხს შეძლებისდაგვარად ამცნობდნენ თავისი განცდების შესახებ, თუ როგორ იპოვეს ჭეშმარიტი და ცოცხალი გზა. წმიდა წერილის სიტყვებში ჩადებული იყო გამარჯვების საოცარი ძალა, უშუალოდ მოქმედი ჭეშმარიტების მიღების მსურველის გულზე. ეს იყო უფლის დამაჯერებელი ხმა.დბ 40.1

    ჭეშმარიტების მაცნე თავის გზას განაგრძობდა, დარჩენილნი კი დიდხანს საუბრობდნენ მის მოკრძალებულ გარეგნობაზე, სერიოზულობაზე და მსახურების მხურვალე სურვილზე. ხშირ შემთხვევაში მსმენელები არ ეკითხებოდნენ მას, საიდან მოვიდა ან საით მიდის. საუბრის დასაწყისში ისინი იმდენად განცვიფრებული, ხოლო მის დასასრულს - მადლიერებისა და სიხარულის გრძნობით აღვსილი იყვნენ, რომ სხვა აღარაფერი ახსოვდათ და არც არაფერს ეკითხებოდნენ. ხოლო როდესაც დაჟინებით ეპატიჟებოდნენ რომელიმე სახლში, იგი პასუხობდა, რომ მიეჩქარება გზააბნეულ ცხვრებთან.”იქნებ ეს ზეცით ჩამოსული ანგელოზია?” - გაკვირვებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს ადამიანები.დბ 40.2

    და უმრავლეს შემთხვევაში ვეღარც ხვდებოდნენ იმას, ვინც მათ გულებში ჭეშმარიტების თესლი დათესა. იგი სხვა ქვეყნებისაკენ მიემართებოდა ან თავის სიცოცხლეს ამთავრებდა რომელიმე საპყრობილის კედლებში, ან იმ ადგილებში, სადაც ოდესღაც ჭეშმარიტების შესახებ მოწმობდა. მაგრამ მისგან დატოვებული სიტყვა არ კვდებოდა. იგი თავის საქმეს აკეთებდა ადამიანთა გულებში და მისი შედეგები მხოლოდ სამსჯავროს დღეს გაცხადდება.დბ 40.3

    ვალდენსელი მისიონერები სატანის სამფლობელოებში იჭრებოდნენ, ამიტომ ბოროტი ძალები ფხიზლობდნენ. ბოროტების მეფე ყურადღებით ადევნებდა თვალს ჭეშმარიტების გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯს და თავის ქვეშევრდომთ შიშის გრძნობას უნერგავდა. პაპის ხელისუფლება ხედავდა, რომ ამ სახარების მოკრძალებულ მაცნეთა შრომა დიდ საფრთხეს უქმნის პაპის ავტორიტეტს: თუკი იგი დაუშვებს ბნელში სინათლის სხივის შემოჭრას, მაშინ გაიფანტება ხალხისათვის თავსმოხვეული სიცრუის შავი ღრუბელი, და ადამიანთა ფიქრები წარიმართება მხოლოდ ღმერთისაკენ, ეს კი, საბოლოოდ, რომის უმაღლესი ხელისუფლების დამხობას ნიშნავდა.დბ 40.4

    თავად ამ პირვანდელი, ჭეშმარიტი რწმენის მატარებელი ადამიანების არსებობაც კი საშიში და სახიფათო იყო რომის მმართველობისათვის, რადგან მათი მოწმობით ნათლად იკვეთებოდა პაპის ეკლესიის განდგომილება და სწორედ ეს იყო მათი სიძულვილისა და ქრისტიანთა საშინელი დევნის მიზეზი. როცა მათ ბიბლიის უარყოფა მოითხოვეს, ვალდენსთა სასტიკმა უარმა მთლად გააცოფა პაპი. მან ასეთი პასუხი თავის პირად შეურაცხყოფად ჩათვალა და გადაწყვიტა ვალდენსთა აღგვა”პირისაგან მიწისა!” დაიწყო საშინელი ჯვაროსნული ლაშქრობები მთის ხეობას შეფარებულ ღვთის შვილთა წინააღმდეგ. მათ ყველგან სდევნიდა ინკვიზიცია. განმეორდა ძველი ტრაგედია: უდანაშაულო აბელის მკვლელობა ბოროტი კაენის ხელით.დბ 40.5

    და კვლავ უპატრონოდ რჩებოდნენ ვალდენსთა დამუშავებული ნოყიერი ყანები. მიწასთან ასწორებდნენ მათ ქოხებსა და სამლოცველოებს. და ამ მშვიდობიან, შრომისმოყვარე ადამიანთა ერთ დროს აყვავებული მინდვრები და საცხოვრებლები უკაცრიელი ხდებოდა. როგორც მტაცებელი ცხოველი სისხლის დანახვაზე უფრო მეტად შმაგდება, ასევე პაპის დამქაშებსაც უფრო მეტი მძვინვარება ეუფლებოდათ მსხვერპლის წამებისას. ბევრ ჭეშმარიტ მოწმეს ამ მთების გადაღმაც კი, დაბურულ ტყეებში და კლდოვან ფერდობებზე დევნიდნენ.დბ 40.6

    ეს იყო მცირერიცხოვანი, მაგრამ ზნეობრივად ამაღლებული ხალხი. თვით ვალდენსთა მტრებიც კი ამბობდნენ, რომ ისინი მეტად მშვიდი და ღვთისმოსავი ხალხია. მათი უდიდესი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ არ სურდათ ისეთი ღვთისმსახურება, როგორსაც პაპი მათგან მოითხოვდა. და ამ დანაშაულისათვის მათ ამცირებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ხოცავდნენ იმ საშინელი წამებით, რომლის გამოგონებაც კი სატანასა და ადამიანებს შეეძლოთ.დბ 41.1

    ბოლოს რომმა ამ საძულველი სექტის სრული განადგურება გადაწყვიტა. პაპმა გამოსცა ბულა, რომლის თამახმადაც ისინი, როგორც ერეტიკოსები, სიკვდილს იმსახურებდნენ. მათ არ ადანაშაულებდნენ მაწანწალობაში, უსაქმურობასა და უზნეობაში, პირიქით, გამოცხადებული იყო, რომ”ისინი გარეგნულად ღვთისმოსავნი და წმიდები არიან”, რითაც აცდუნებენ”ჭეშმარიტ ცხვრებს”. პაპმა ბრძანა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში”ამ საძულველი სექტის ბოროტმოქმედთა” განადგურებას”შხამიან გველთა” მსგავსად. უფიქრია თუ არა როდისმე ამ ქედმაღალ მმართველს, რომ მისი სიტყვები ჩაწერილია ზეციურ წიგნებში და შემონახულია სამსჯავროს დღისათვის?”რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ” (მათ. 25:40).დბ 41.2

    ეს ბულა ეკლესიის წევრებს მოუწოდებდა გაერთიანებულიყვნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში ერეტიკოსთა წინააღმდეგ. ამ საშინელ საქმეში უფრო მეტი ხალხის ჩათრევის მიზნით პაპმა ჯვაროსნული ლაშქრობის ყველა მონაწილე გაანთავისუფლა”ეკლესიის მიერ დადებული ყოველგვარი საერო თუ პირადი სასჯელისაგან. ბულა ლაშქრობის მონაწილეებს ათავისუფლებდა ადრე დადებული ფიცისაგან, დაუკანონა უფლება ყოველგვარი ურჯულოების გზით შეძენილ საკუთრებაზე და ყველა ცოდვის მიტევებას დაპირდა მათ, ვინც თუნდაც ერთ ერეტიკოსს მოკლავდა. ბულამ გააუქმა ყოველგვარი შეთანხმება, დადებული ვალდენსთა სასარგებლოდ; მათ ჩამოერთვათ შინაურებთან რაიმე ურთიერთობის საშუალება; არავის hქონდა მათი დახმარების უფლება და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი ქონების მიტაცება”. ეს საბუთი ნათელი დასტურია მისი ჭეშმარიტი ავტორის ბოროტი საქმეებისა, რომელშიც ქრისტეს ხმის ნაცვლად დრაკონის ღრიალი ისმის.დბ 41.3

    პაპის ხელისუფლება მოქმედებდა არა ღმერთის კანონების, არამედ საკუთარი საზომის მიხედვით და ყველას აიძულებდა, დამორჩილებოდა. ასეთი იყო რომის ნება. ადგილი hქონდა საშინელ ტრაგედიებს. გარყვნილი, ღვთისმგმობი სამღვდელოება და პრელატები სატანის საქმეს აკეთებდნენ. მათ არ იცოდნენ, თუ რა არის შეწყალება. იგივე სული, რომელმაც ჯვარს აცვა ქრისტე და ხოცავდა მოციქულებს, რომელმაც თავის დროზე ქრისტიანთა წინააღმდეგ განაწყო სისხლისმსმელი ნერონი, ახლაც ღვთის მოყვარულთა გასანადგურებლად მოქმედებდა.დბ 41.4

    მრავალი საუკუნის განმავლობაში ღვთის ხალხი ერთგული მოთმინებით იტანდა საშინელ დევნას თავისი გამომსყიდველის განდიდებისათვის. მიუხედავად ჯვაროსნული ლაშქრობებისა და უმოწყალო სისხლისღვრისა, თავის მაცნეთა მეშვეობით იგი კვლავ განაგრძობდა ძვირფასი ჭეშმარიტების გავრცელებას. ღვთის შვილებს დევნიდნენ და კლავდნენ, მაგრამ მათი სისხლი რწყავდა დათესილ თესლს, რომელმაც ნაყოფი გამოიღო. ასე მოწმობდნენ ვალდენსები ღმერთის შესახებ საუკუნეთა განმავლობაში ლუთერის დაბადებამდე. სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულები, ისინი რეფორმაციის თესლს თესავდნენ, რომელიც უიკლიფის პერიოდში დაიწყო, ფართო გაქანება hპოვა ლუთერის მოღვაწეობის დროს და ბოლო ჟამამდე გაგრძელდება მათი მეშვეობით, ვინც თანახმაა ყველაფერი აიტანოს”ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის” (გამოცხ. 1:9).დბ 41.5