Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 21 - უარყოფილი გაფთხილება

    უილიამ მილერი და მისი თანამოაზრენი ჭეშმარიტებას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ ერთადერთი მიზნით ქადაგებდნენ - ადამიანები განკითხვის დღისათვის მოემზადებინათ. ისინი აგრეთვე ცდილობდნენ, რელიგიურ ხელმძღვანელთა ყურადღება ეკლესიის ჭეშმარიტი იმედისაკენ მიექციათ, დაერწმუნებინათ ქრისტიანული ცხოვრების ღრმა გამოცდილებათა უცვლელობაში და რა თქმა უნდა, განუწყვეტლივ შრომობდნენ ურწმუნოთა გამოფხიზლებისათვის, მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ მოენანიებინათ თავიანთი ცოდვები და უფლისკენ მოქცეულიყვნენ.დბ 232.2

    `ჩემი მოღვაწეობა, - წერდა მილერი, - არასოდეს ყოფილა მიმართული რაიმე ახალი რელიგიის შექმნისაკენ; არასოდეს მიცდია რომელიმე ერთი მოძღვრების განდიდება ან მეორის დაკნინება. მე მხოლოდ ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა: დავხმარებოდი ყველას. მჯეროდა, რომ ყველა ქრისტიანს გაახარებდა იმედი ქრისტესთან მალე შეხვედრისა, რომ ჩემი თვალსაზრისის მოწინააღმდეგეთ არანაკლებ ეყვარებათ ჭეშმარიტების მიმღები ძმები; მე ვერც კი წარმომედგინა, რომ ეკლესია როდისმე გაიყოფოდა. მე ერთადერთი სურვილი მქონდა - ადამიანებს დავხმარებოდი უფალთან შესახვედრად მომზადებაში. ჩემი შრომის შედეგად მრავალი ახალმოქცეული შეუერთდა სხვადასხვა მოქმედ ეკლესიებს”.დბ 233.1

    თავდაპირველად მილერის მოღვაწეობას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, რადგანაც იგი ეკლესიის ზრდას უწყობდა ხელს. მაგრამ რელიგიურმა ღვთისმსახურებმა და ხელმძღვანელებმა უარყვეს ადვენტისტთა მოძღვრება და ყველა ღონეს ხმარობდნენ მის მიმართ ინტერესის ჩასაქრობად. ისინი მას არა მხოლოდ საჯაროდ, კათედრიდან აკრიტიკებდნენ, არამედ ეკლესიის წევრებსაც უკრძალავდნენ იმ ღვთისმსახურებებზე დასწრებას, სადაც იქადაგებოდა სახარება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ და საერთოდ, მასზე საუბარსაც კი უშლიდნენ. ამგვარად, მორწმუნენი მეტად რთულ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: თავიანთი ეკლესიების ერთგულთ არ სურდათ მათი დატოვება, მაგრამ როდესაც დაინახეს, თუ როგორ უმალავენ ღვთის სიტყვის მოწმობას და როგორ უკრძალავენ მსჯელობას წინასწარმეტყველებათა შესახებ, დარწმუნდნენ, რომ უფლისადმი ერთგულება შეუთავსებელია მათ მოთხოვნებთან. მათ არ შეეძლოთ ქრისტეს ეკლესიად,“ჭეშმარიტების სვეტად და საძირკვლად” მიეღოთ ღვთის სიტყვის უარმყოფელნი. და ამ სიმართლის შეგრძნებამ გააბედვინა მათ ეკლესიების დატოვება. 1844 წელს თითქმის 50 ათასმა მორწმუნემ დატოვა თავისი ეკლესიები.დბ 233.2

    ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ეკლესიების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. წლების განმავლობაში სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა თანდათანობითი, მაგრამ მზარდი გადახრა ამქვეყნიური ჩვეულებებისა და ტრადიციებისაკენ, რამაც სულიერების დაქვეითება გამოიწვია, მაგრამ იმ წელს შტატების თითქმის ყველა ეკლესიაში განსაკუთრებით ერთბაშად და მკვეთრად მოხდა მისი დაცემა. თუმცა არავის შეეძლო ამის ახსნა, მაგრამ ეს პროცესი იმდენად თვალსაჩინო და ნათელი იყო, რომ ეკლესიებისა და პრესის ყურადღებაც მიიპყრო.დბ 233.3

    ფილადელფიაში ხუცესთა შეკრებაზე ბარნესმა, ფართოდ ცნობილი კომენტარების ავტორმა და ერთერთი წამყვანი ეკლესიის პასტორმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ”იგი უკვე 20 წელია ეკლესიის მსახურია და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვით უფლის სერობის უკანასკნელ ჩატარებამდეც კი, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ზიარების დროს ეკლესიას ახალმოქცეულნი არ შეერთებოდნენ. ახლა კი აღარ არის არც გამოფხიზლება, არც მოქცევა, არც მოძღვართა შესამჩნევი სულიერი ზრდა უფლის მადლში. უკვე აღარავინ მოდის მასთან სულის ხსნაზე სასაუბროდ. ბიზნესისა და კომერციის ზრდასთან ერთად ხდება სულიერი დაცემა და ასეთი მდგომარეობა ყველა დენომინაციაში შეინიშნება”.დბ 233.4

    იმავე წლის თებერვალში ობერლინსკის კოლეჯის პროფესორი ფინეი იძულებული გახდა აღენიშნა:“ჩვენ იძულებული ვართ, ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა პროტესტანტულმა ეკლესიამ გულგრილობა და, უფრო მეტიც, მტრული დამოკიდებულება გამოავლინა ყოველგვარი ზნეობრივი ხასიათის რეფორმების მიმართ ამ საუკუნეში. არიან ცალკეული გამონაკლისები, მაგრამ ისინი იმდენად მცირერიცხოვანია, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ საერთო ტენდენციაზე: ეკლესია ერთ წერტილზე გაიყინა. ყველგან სუფევს სულიერი აპათია, იმდენად აშკარა, რომ ამან პრესის ყურადღებაც კი მიიქცია. ეკლესიის წევრთა უმრავლესობა მოდის მონა ხდება და არ იკლებს ამქვეყნიურ სიამტკბილობას; ცეკვავს და დღესასწაულებს მართავს. ჩვენ არ გვჭირდება ამ საგულისხმო მოვლენების გაზვიადება, რადგან სამწუხაროდ, ფაქტი სახეზეა და ყოველივე ეს მძიმე ტვირთად გვაწვება, როდესაც ვხედავთ ეკლესიის სავალალო მდგომარეობას. ადამიანები განუდგნენ უფალს და უფალმაც მიატოვა ისინი”.დბ 234.1

    ერთი ლიტერატორი ჟურნალში”სულიერი ტელესკოპი” - წერდა:“ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მოწმენი ისეთი რელიგიური დაცემისა, როგორსაც დღეს ვხედავთ. ჭეშმარიტად, ეკლესიამ უნდა გამოიღვიძოს და ეძებოს ამ უბედურების მიზეზი იმიტომ, რომ ყოველი უფლის მოყვარული ამ ფაქტს შეხედავს, როგორც დიდ უბედურებას. როდესაც ვხედავთ, რა მცირეა ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი და რა უსაშველოდ დიდია ურწმუნოთა კადნიერება, უნებლიედ აღმოგვხდება:“ნუთუ უფალმა დაივიწყა წყალობა? ნუთუ მადლის კარი დახურულია?”დბ 234.2

    ეკლესიის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თვით ეკლესიის ბრალიცაა. სულიერ წყვდიადში ხალხი, ეკლესიები და ცალკეული ადამიანები ეფლობიან არა იმიტომ, რომ უფალი თავისი სურვილისამებრ ართმევს მათ ზეციურ მადლს, - ეს ღვთიური სინათლის უგულვებელყოფის, ან თუნდაც უარყოფის შედეგია. ამ ჭეშმარიტების დამამტკიცებელი გასაოცარი მაგალითია იუდეველთა ისტორია ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს. ამქვეყნიურ საქმეებში ჩაფლულმა ისრაელიანებმა დაივიწყეს ღმერთი და მისი სიტყვა; სიბნელემ მოიცვა მათი გონება და მათ გულში მხოლოდ ამქვეყნიური ვნებებისათვის შემორჩა ადგილი. ამის გამო მათთვის ბნელით იყო მოცული მესიის მოსვლა და თავიანთი ურწმუნოებისა და სიამაყის გამო უარყვეს მხსნელი. თუმცა, მაშინაც არ დატოვა ღმერთმა ისინი ბნელში და კვლავ მისცა გადარჩენის საშუალება. მაგრამ ჭეშმარიტების უარმყოფელებმა დაკარგეს ყოველგვარი სურვილი ზეციური ძღვენის მიღებისა. მათ”ბნელი ნათლად აქციეს და ნათელი - ბნელად”, სანამ მათში მყოფი ნათელიც ბნელად არ იქცა და რა დიდი იყო ეს წყვდიადი!დბ 234.3

    სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს სატანას - აიძულოს ადამიანები აღასრულონ რელიგიური ადათწესები, ჩვეულებანი და დაივიწყონ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა. უარყვეს რა სახარება, იუდეველები განაგრძობდნენ ძველი ადათწესების გულმოდგინე დაცვას, მკაცრად უფრთხილდებოდნენ თავიანთ ეროვნულ უპირატესობას და ამავე დროს, არ შეეძლოთ არ ეღიარებინათ, რომ უფალმა მიატოვა ისინი. დანიელის წინასწარმეტყველება ისე ნათლად და შეუცდომლად მიუთითებდა მესიის მოსვლის დროზე და მის სიკვდილზე, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ხალხის ინტერესის გაქარწყლებას მისი შესწავლის მიმართ. და ბოლოს, რაბინებმა დაიწყეს მათი შეჩვენება, ვინც ამ წინასწარმეტყველებაში მოცემული პერიოდების გამოთვლას ცდილობდა. თავიანთი სიბრმავითა და მოუნანიებლობით ისრაელის ხალხი მთელ მომდევნო საუკუნეთა განმავლობაში გულგრილი დარჩა წყალობით შემოთავაზებული გადარჩენის მიმართ, ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვეს სახარების მადლიცა და საზეიმო, მრისხანე გაფრთხილებაც მათთვის, ვინც ზეციურ ნათელს უარყოფს.დბ 234.4

    სადაც მიზეზია, იქ შედეგიც არ აყოვნებს. ის, ვინც საკუთარ თავში განზრახ კლავს მოვალეობის გრძნობას მხოლოდ იმიტომ, რომ მის მრწამსს არ ემთხვევა, დაკარგავს ჭეშმარიტების შეცდომისაგან განსხვავების უნარს. ასეთ შემთხვევაში გონება ჩლუნგდება, სინდისი იძინებს, გული ქვავდება და სულიც შორდება ღმერთს. იქ, სადაც ჭეშმარიტებას ჯეროვნად ვერ აფასებენ და უარყოფენ, ეკლესია ბნელში იძირება, რწმენა და სიყვარული გრილდება და მასში გაუცხოება და უთანხმოება ისადგურებს. და იმ დროს, როდესაც ეკლესიის წევრების ყურადღება და ძალები მიპყრობილია ამქვეყნიურობისაკენ, ცოდვილთ უფრო უსასტიკდებათ გული თავიანთ მოუნანიებლობაში.დბ 235.1

    პირველი ანგელოზის უწყება გამოცხადების წიგნის მე-14 თავიდან, რომელიც ღვთის სამსჯავროს მოახლოებას აცხადებს და ხალხს მოუწოდებს ეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგონ მას, მიმართული იყო მორწმუნეთა გასაფრთხილებლად, რათა მორიდებოდნენ ამქვეყნის გამხრწნელ ზემოქმედებას, ახელოდათ თვალები და კარგად დაენახათ თავიანთი მდგომარეობა და დაცემა. ამ უწყებით უფალი აფრთხილებდა ეკლესიას, რომ მისი მიღების შემთხვევაში აღმოიფხვრებოდა ყოველგვარი ბოროტება, რომელიც მათ ღმერთს აშორებდა. მათ რომ ეს ზეციური ჭეშმარიტება მორჩილებით მიეღოთ, უფლის ძალა და სული მათთან იქნებოდა, ეკლესიაში კვლავ აღდგებოდა რწმენისა და სიყვარულის ის კურთხეული ერთიანობა, რომელიც სუფევდა მოციქულთა ეკლესიებში, სადაც მორწმუნეებს”hქონდათ ერთი გული და სული”, როდესაც”გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას” და”უფალი დღითიდღე მატებდა დახსნილთ ეკლესიას” (საქ. 4:32,31; 2:47).დბ 235.2

    უფლის შვილებს რომ ღვთის სიტყვიდან გამომდინარე ნათელი მიეღოთ, მიაღწევდნენ ერთიანობას, რომლის შესახებაც ლოცულობდა ქრისტე და წერდა მოციქული:“ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება” (ეფეს. 4:3-5).დბ 235.3

    სწორედ ასეთი უდიდესი კურთხევის ღირსი გახდნენ ისინი, ვინც ადვენტისტური მოძღვრება მიიღო. ეს ადამიანები სხვადასხვა ეკლესიებიდან გამოვიდნენ, დაგმეს ადრინდელი წინააღმდეგობები, რომელიც მათ ერთმანეთს აშორებდა, რითაც რელიგიურ უთანხმოებებს ბოლო მოეღო. დედამიწაზე ათასწლიანი სასუფევლის საფუძველს მოკლებული იმედი ნისლივით, ხოლო სიამაყე და ამქვეყნიური ინტერესები შარშანდელი თოვლივით გაქრა; შეცდომები გამოსწორდა; ადამიანები გაერთიანდნენ და ერთურთს შორის სიყვარული და სიხარული გამეფდა. ამ მოძღვრების წყალობით ასევე გარდაიქმნებოდა და შეიცვლებოდა ყოველი მათგანის ცხოვრება, ვინც მას მიიღებდა.დბ 235.4

    მაგრამ ეკლესიამ სრულად არ მიიღო ეს გაფრთხილება. მის მსახურებს,“ისრაელის სახლის დარაჯთა” მსგავსად, პირველებს უნდა დაენახათ ქრისტეს მოსვლის მოახლოების ნიშნები, მაგრამ ვერ შენიშნეს ვერც წინასწარმეტყველთა მოწმობანი და ვერც დროის ნიშნები. ამქვეყნიურმა იმედებმა და პატივმოყვარე მისწრაფებებმა მათი გულიდან გამოდევნეს ღვთის სიყვარული, რწმენა მისი სიტყვის მიმართ და როდესაც გაისმა სახარება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, ამან უფრო მეტი ურწმუნოება და ცრურწმენა აღძრა მათში. ვინაიდან ამ ჭეშმარიტებას, ძირითადად, უბრალო ადამიანები ქადაგებდნენ, რომელთაც ღვთისმეტყველური განათლება არ გააჩნდათ, მათ ნაკლებად უსმენდნენ. ძველი დროის მსგავსად, ღვთის სიტყვის ამ ნათელი მოწმობების ქადაგებას ხვდებოდნენ შეკითხვით:“მთავრებიდან და ფარისევლებიდან ირწმუნა ვინმემ?” და როცა რწმუნდებოდნენ, თუ რა ძნელია მოცემულ წინსწარმეტყველურ პერიოდებზე დაფუძნებულ მტკიცებათა უარყოფა, ბევრნი უარს ამბობდნენ წინასწარმეტყველებათა წიგნების ღრმად შესწავლაზე იმ მიზეზით, რომ ისინი”დაბეჭდილია” და მათი გაგება შეუძლებელია. ერთნი ბრმად ენდობოდნენ თავიანთ რელიგიურ მასწავლებლებს და საერთოდ უარს ამბობდნენ ამ გაფრთხილებათა მოსმენაზე; მეორენი, თუმცა მალე რწმუნდებოდნენ ჭეშმარიტებაში, ამის ხმამაღლა განცხადებას ვერ ბედავდნენ იმის შიშით, რომ მათ”სინაგოგიდან გააძევებდნენ”. უფლის მიერ ეკლესიის გამოსაცდელად და განსაწმენდად გამოგზავნილმა გაფრთხილების უწყებამ ნათელhყო, თუ რა დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ქრისტეზე მეტად წუთისოფელი უყვართ. მათ ამქვეყნიური კავშირები ანაცვალეს ზეციურისაკენ ლტოლვას, ამ წუთისოფლის სიბრძნე ირჩიეს და უარყვეს ჭეშმარიტების სახარება, რომელიც მათ გამოსაცდელად გაისმა.დბ 235.5

    პირველი ანგელოზის გაფრთხილების უარყოფით ადამიანებმა უარყვეს ის საშუალებანი, რომელნიც ზეცის მიერ მათი სულიერი განახლებისათვის იყო განკუთვნილი. ერთგულ მოწმეს სურდა, განეწმინდა მათი ცხოვრება და განეშორებინა მათგან ყველაფერი ის, რაც ღმერთისაგან hყოფდა. მაგრამ მათ სიძულვილით აქციეს ზურგი უფლის მცდელობას და უფრო დიდი მონდომებით იწყეს წუთისოფელთან მეგობრობის გზების ძებნა. აი, სწორედ ეს იყო ეკლესიების დასუსტების, განდგომილებისა და სულიერი დაცემის მიზეზი 1844 წელს.დბ 236.1

    გამოცხადების წიგნის მე-14 თავში ვკითხულობთ, რომ პირველ ანგელოზს უკან მოhყვა მეორე, რომელიც ამბობდა:“დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”. სიტყვა”ბაბილონის” ძირი არის”ბაბელი”, რაც”არეულობას”,“უწესრიგობას” ნიშნავს. წმიდა წერილში ამ სიტყვით აღინიშნება ყოველგვარი შეცდომა და რელიგიური განდგომილება. გამოცხადების წიგნის მე-17 თავში ბაბილონი წარმოდგენილია ქალის სახით, ეს კი ბიბლიაში ეკლესიის სიმბოლოა. უმანკო ქალი სიმბოლოა ჭეშმარიტი ეკლესიისა, ხოლო მეძავი ქალი - ცრუ ეკლესიისა.დბ 236.2

    წმინდა და ერთგულ დამოკიდებულებას ქრისტესა და მის ეკლესიას შორის ბიბლიურად”საქორწინო კავშირი” hქვია. უფალმა საზეიმოდ აღუთქვა თავის ხალხს, რომ საუკუნოდ მათი ღმერთი იქნებოდა, ხოლო მისმა ხალხმა აღთქმა დადო მის წინაშე, რომ ის იქნებოდა მისი ხალხი და მხოლოდ უფალი იქნებოდა მათი ერთადერთი ღმერთი. იგი ამბობს:“და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლითა და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით” (ოს. 2:21). და კიდევ:“მე ვარ თქვენი პატრონი” (იერ. 3:14). პავლე მოციქულსაც აქვს გამოყენებული ეს სიმბოლო ახალ აღთქმაში, როდესაც ამბობს:“დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე” (2კორ. 11:2).დბ 236.3

    განდგომა ეკლესიისა, რომელსაც აღარა აქვს ქრისტეს მიმართ ნდობა, სიყვარული და რომლის სული მიწიერისაკენ ისწრაფვის, ცოლქმრული აღთქმის დარღვევასთანაა გაიგივებული. უფლისაგან განდგომილი ისრაელის ცოდვა სწორედ ასეთი სიმბოლოთია წარმოდგენილი, ხოლო მათ მიერ უარყოფილი უფლის საოცარი სიყვარული კი შემდეგი ამაღელვებელი სიტყვებით არის გამოხატული:“შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, - ამბობს უფალი ღმერთი, - და ჩემი გახდი”.”დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი. გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ...დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა”.”hგავდი გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა”.”როგორც ცოლი ღალატობს თავის მეგობარს, ასე მიღალატე შენც, ისრაელის სახლო, - ამბობს უფალი” (ეზეკ. 16:8,13-15; 32. იერ 3:20).დბ 236.4

    ახალ აღთქმაში მოციქული ასევე მიმართავს იმ მორწმუნეთ, რომელნიც წუთისოფელთან მეგობრობისაკენ უფრო იხრებიან, ვიდრე უფლის წყალობისაკენ. მოციქული იაკობი ამბობს:“მრუშნო! განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება” (იაკ. 4:4).დბ 237.1

    დიაცი (ბაბილონი) გამოცხადების წიგნის მე-17 თავში”შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებით და მარგალიტებით, ხელთ hქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძვის სიბილწით და უწმიდურებით სავსე. მას შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”. წინასწარმეტყველი ამბობს:“დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით”. და კვლავ, ბაბილონი წარმოდგენილია, როგორც”დიდი ქალაქი, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე” (გამოცხ. 17:4-6;18).დბ 237.2

    ხელისუფლება, რომელსაც ქრისტიანი მეფეები მრავალი საუკუნის განმავლობაში ემორჩილებოდნენ - ეს არის რომი. პორფირი და ძოწეული, ოქრო, პატიოსანი ქვები და მარგალიტები - ყოველივე ეს ნათელ ფერებში გვიხატავს რომის სიამაყეს და ამპარტავნობას. და არც ერთი ხელისუფლების შესახებ არ შეიძლება ასეთი სიმართლით ითქვას, რომ იგი”დამთვრალი იყო წმიდათა სისხლით”, გარდა რომისა, რომელიც ასე სასტიკად სდევნიდა ქრისტეს მიმდევრებს. ბაბილონს ასევე ბრალი ედება”დედამიწის მეფეებთან” მეძავობაში. განუდგა რა უფალს და შეუერთდა წარმართებს, იუდეველთა ეკლესია მეძავად იქცა. მიწიერი ძალაუფლების მძებნელი რომიც, მის მსგავსად გაირყვნა და ასევე განიკითხება.დბ 237.3

    ბაბილონს”მეძავთა დედას” უწოდებენ. მის შვილებში იგულისხმება ის ეკლესიები, რომელნიც მისი მოძღვრებისა და ტრადიციების ერთგული არიან და რომლებმაც რომის მსგავსად უარყვეს ჭეშმარიტება და ღვთის მადლი წუთისოფელთან ურჯულო კავშირის გამო. გამოცხადების მე-14 თავის უწყება ბაბილონის დაცემის შესახებ, მიმართულია იმ რელიგიური საზოგადოებების მიმართ, რომელნიც ოდესღაც წმიდა იყვნენ, ხოლო შემდგომში მეძავობის გზას დაადგნენ. რადგან ეს სახარება მოსდევს სამსჯავროს შესახებ გაფრთხილებას, იგი უნდა ექადაგოს ხალხს უკანასკნელ დღეებში, ამიტომ იგი მხოლოდ კათოლიკური ეკლესიისადმი არაა მიმართული, რადგან ეს ეკლესია მრავალი საუკუნის განმავლობაში დაცემული იყო. უფრო მეტიც: გამოცხადების მე-18 თავში უფალი ღვთის ხალხს ბაბილონიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამ ტექსტის მიხედვით, ბევრი ღვთის შვილთაგანი ჯერ კიდევ ბაბილონში იმყოფება. რომელ რელიგიურ საზოგადოებას მიეკუთვნება იესო ქრისტეს მიმდევართა უმრავლესობა? ეჭვსგარეშეა, პროტესტანტულს. პროტესტანტული ეკლესიების აღორძინების პერიოდში ამ ეკლესიებმა მიიღეს ღმერთი და ჭეშმარიტება. და უფლის კურთხევაც თან სდევდა მათ. თვით ურწმუნო მსოფლიოც კი იძულებული გახდა, ეღიარებინა სახარების პრინციპების მიღების კეთილი შედეგები. ისრაელის წინასწარმეტყველი ამბობს:“გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი”. მაგრამ ისინი დაეცნენ თავიანთი ცოდვილი სურვილების გამო. ისრაელი შეჩვენებულ იქნა და დაღუპვის პირამდე მივიდა - რადგან მიბაძეს უწმიდურთა ადათწესებს და მეგობრად გაიხადეს ისინი.”დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა” (ეზეკ. 16:14,15).დბ 237.4

    მრავალმა პროტესტანტულმა ეკლესიამ მიბაძა რომს და იწყო”მეძავობა დედამიწის მეფეებთან” - სახელმწიფო ეკლესიები ამას საერო ხელისუფლებასთან აკეთებენ, ხოლო სხვა რელიგიის წარმომადგენლები ამქვეყნიურ კეთილდღეობას ეძებენ. და სიტყვა”ბაბილონი” ანუ”არეულობა”, - სრულიად შეეფერება ამ ეკლესიებს და თუმცა ისინი თავიანთი მოძღვრების საყრდენად ბიბლიას მიიჩნევენ, ამავე დროს ურთიერთსაწინააღმდეგო დოგმებითა და თეორიებით მრავალრიცხოვან სექტებად არიან დაყოფილი.დბ 238.1

    გარდა ამ”მეძავობისა დედამიწის მეფეებთან”, რომისგან განდგომილმა ეკლესიებმა მისგან სხვა მრავალი თვისებებიც მიიღეს მემკვიდრეობით.დბ 238.2

    ერთერთ კათოლიკურ თხზულებაში -“სწავლებანი კათოლიკე ქრისტიანთათვის”, ნათქვამია:“თუკი წმიდანთა თაყვანისმცემელ რომის ეკლესიას ბრალი ედება კერპთაყვანისმცემლობაში, მაშინ მისი მემკვიდრე ანგლიკანური ეკლესიაც ასეთივე დამნაშავეა იმაში, რომ აქვს მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ათი ეკლესია და მხოლოდ ერთი - ქრისტეს სახელობისა”.დბ 238.3

    პროფესორი hოპკინსი თავის ტრაქტატში”1000-წლიანი სასუფეველი”, აცხადებს:“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ ანტიქრისტეს სული და მისი საქმეები მხოლოდ რომის ეკლესიაში მოქმედებს. ანტიქრისტე კარგად მოღვაწეობს პროტესტანტულ ეკლესიებშიც, ისინი შორს არიან პატიოსნებისა და ზნეობრივი სიწმიდისაგან”.დბ 238.4

    რომისაგან გამოყოფილი პრესვიტერიანული ეკლესიების შესახებ დოქტორი hუსრი წერდა:“სამასი წლის წინათ ჩვენი ეკლესია რომის კედლებიდან გამოვიდა ემბლემაზე აღნიშნული გადაშლილი ბიბლიით და დევიზით:“გამოიკვლიეთ წმიდა წერილი”. შემდეგ კი იგი მრავალმნიშვნელოვნად კითხულობს:“გამოვიდა თუ არა წმიდად ჩვენი ეკლესია ბაბილონიდან?”დბ 238.5

    `ანგლიკანურ ეკლესიას, - ამბობს სპერჯენი, - ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ადათ-წესები, ხოლო მისგან გამოსული სხვა ეკლესიები კი გამსჭვალული არიან ფილოსოფიური ურწმუნოებით. ისინი, ვისგანაც ძალზე ბევრს მოველოდით, ერთიმეორის მიყოლებით განშორდნენ რწმენის საფუძვლებს. მე არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ თვით ინგლისის გული ჩაფლულია ურჯულოების მორევში, რომელიც ბედავს კათედრასთან გამოსვლას და თავს ქრისტიანს უწოდებს”.დბ 238.6

    როგორ დაიწყო ეს უდიდესი განდგომილება? როგორ მოხდა, რომ პირვანდელი ეკლესია ასე დაშორდა სახარებისეული მოძღვრების უბრალოებას? პასუხი ერთია: წარმართთა უფრო ადვილად გაქრისტიანებისათვის ეკლესიამ თავად დაიწყო წარმართული ცერემონიებით სარგებლობა. პავლე მოციქული თავის დროზე წერდა:“ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს” (2თეს. 2:7). მოციქულთა სიცოცხლეში ეკლესია ჯერ კიდევ ინარჩუნებდა შედარებით სიწმიდეს, მაგრამ”მეორე საუკუნის დასასრულისათვის ეკლესიების უმრავლესობამ ცვლილება განიცადა: აღარ იყო ადრინდელი უბრალოება და ერთგულ მოწაფეთა სიკვდილის შემდეგ მათი ადგილები ნელნელა შეუმჩნევლად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა და ახალმოქცეულებმა დაიკავეს... და მათ ყველაფრის თავისებურად კეთება დაიწყეს”. ახალმოქცეულთა შესანარჩუნებლად თანდათან დაბლდებოდა და უფასურდებოდა ქრისტიანული პრინციპები და ამის შედეგად”წარმართთა ნაკადი შეიჭრა ეკლესიაში, რომელმაც თან მოიტანა თავისი წესჩვეულებანი, ტრადიციები და ღმერთები”. როდესაც ქრისტიანობამ საერო ხელისუფლებისაგან მხარდაჭერა hპოვა, მაშინ ფორმალურად ბევრმა მიიღო იგი, რის შედეგადაც ისინი ქრისტიანებად იწოდებოდნენ, სინამდვილეში კი”ჭეშმარიტ წარმართებად დარჩნენ და ფარულად კვლავ თავიანთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს”.დბ 238.7

    განა ანალოგიური რამ არ ხდებოდა ყოველ ეკლესიაში, რომელიც თავს პროტესტანტულს უწოდებდა? როდესაც პროტესტანტიზმის ფუძემდებლები, ეს ჭეშმარიტი რეფორმატორები უკვე აღარ იყვნენ ამქვეყნად, მათი საქმის გამგრძელებლებს დიდი ცვლილებები შეhქონდათ და თავისებურად მოქმედებდნენ. ისინი ბრმად მიყვებოდნენ თავიანთი მამების რწმენას და უარყოფდნენ ყველა იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მათ ცოდნას აღემატებოდა. რეფორმატორთა შთამომავალნი სულაც არ hგავდნენ თავიანთ მამებს თავაზიანობასა და თავდადებაში, უფლისადმი ერთგულებასა და ამქვეყნიური”ბაბილონის” უარყოფაში. ამგვარად”გაქრა ადრინდელი უბრალოება”. ეკლესიაში მოვარდნილმა ადამიანთა ფართო ნაკადმა თან მოიტანა”თავიანთი ადათწესები, ცერემონიები და ღმერთები”.დბ 239.1

    სამწუხაროა, რომ ქრისტეს მიმდევართა წუთისოფელთან კავშირი, რომელიც უფალთან მტრობის ტოლფასია, დღესაც ძალას იკრებს. რა შორს არიან დღევანდელი მსოფლიოს წამყვანი ეკლესიები თავმდაბლობის, თავდადების, უბრალოებისა და ღვთისმოსაობის ბიბლიური ნორმებისგან! ჯონ უესლი ასე ამბობს ფულის სწორად გამოყენების შესახებ:“არც ერთი კაპიკი არ დახარჯოთ თქვენი გაუმაძღარი თვალის დასაკმაყოფილებლად: მდიდრული ტანსაცმლისა და უსარგებლო ძვირფასეულის შესძენად. არ დახარჯოთ ფული თქვენი სახლების უაზრო შემკობისთვის, მდიდრული ავეჯის, ძვირადღირებული სურათებისა და ოქროს სამკაულების შესაძენად. არ დახარჯოთ ფული თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან იმისათვის, რომ ადამიანებში აღტაცება ან ქება გამოიწვიოთ... საკუთარი თავისათვის მცდელობის გამო შეიძლება ადამიანთაგან ქება დაიმსახურო, სანამ”პორფირით და ძოწეულით მორთული” იქნები და”შენს დღეებს დიდებაში და სიხარულში” გაატარებ. უდავოა, ბევრი შეასხამს ქებადიდებას შენს დახვეწილ გემოვნებას, შენს სტუმართმოყვარეობას და ხელგაშლილობას. მაგრამ ნუ იყიდი მათ ხოტბას ამ ფასად. ყველაფერ ამას უფლის გულის მოგება სჯობია”. თუმცა სამწუხაროდ, ბევრი დღევანდელი ეკლესია ყურად არ იღებს ამ სწავლებას.დბ 239.2

    მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა რელიგიური მრწამსი არსებობს. სახელმწიფო მმართველნი, პოლიტიკოსები, კანონმდებლები, მეცნიერები და კომერსანტები ეკლესიაში ერთიანდებიან, რათა საზოგადოების ნდობითა და პატივისცემით ისარგებლონ და განამტკიცონ თავიანთი კეთილდღეობა. აცხადებენ რა თავს ქრისტიანებად, ამით თავიანთ ბოროტ ზრახვათა შენიღბვას ცდილობენ. მრავალ რელიგიურ გაერთიანებათა სიძლიერე მათივე გავლენიან წევრთა მოღვაწეობასა და სიმდიდრეზეა დაფუძნებული. მთავარ ქუჩებზე შენდება დიდებული და მშვენიერი ტაძრები, სადაც დადიან მდიდრულად და მოდურად ჩაცმული ადამიანები და სადაც ნიჭიერ პასტორებს დიდი ხელფასი აქვთ დანიშნული. მისგან არავინ ელის ცოდვათა მხილებას, მისი ქადაგება მხოლოდ ნაზი და დამამშვიდებელი მუსიკა უნდა იყოს ყოველი მსმენელისათვის. ამგვარი გზით ადამიანები, რომელთა ცოდვებიც საყოველთაოდ არის ცნობილი, ეკლესიის წევრები ხდებიან და მათი დანაშაული ღვთისმოსაობის ნიღბით არის დაფარული.დბ 239.3

    ერთერთი ცნობილი სახელმწიფო ჟურნალისტი თანამედროვე ეკლესიების წუთისოფელთან ურთიერთობის შესახებ წერს:“თავისდა შეუცნობლად, ეკლესია საუკუნის სულისკვეთებას დანებდა და თავისი მსახურება მშვენივრად შეუფარდა თანამედროვე საჭიროებებს. დღეს ეკლესია ყველა თავის საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ რელიგიას მეტი მომხიბვლელობა შემატოს”. აი, რას წერს მეთოდიზმის შესახებ სხვა ჟურნალი:“რელიგიის პოპულარობა იზრდება მათ ხარჯზე, ვინც მისი უპირატესობით სარგებლობს და ამასთანავე არ სურს რაიმე ვალდებულებით იყოს შებოჭილი”.დბ 240.1

    hოვარდ კროსბი ამბობს:“ჩვენ სერიოზულად გვაღელვებს ის, რომ ქრისტეს ეკლესია ასე ცუდად ამართლებს უფლის განზრახვებს. იგი დაშორდა ღმერთს იმ იუდეველთა მსგავსად, რომელნიც წარმართებში აითქვიფნენ... ასევეა ქრისტეს დღევანდელი ეკლესიაც: უწმიდურ წუთისოფელთან კავშირით და მასთან მეგობრობის სურვილით იგი უგულვებელყოფს ღვთისმოსაური ცხოვრების ღვთიურ პრინციპებს და ურწმუნო საზოგადოების ერთი შეხედვით თითქოსდა უწყინარი ჩვევების დამღუპველი გავლენის ქვეშ ექცევა, მოhყავს რა მტკიცებანი, რომელნიც სულიერად უცხო არიან უფლის გამოცხადებისათვის და შინაარსით მტრობს უფლის მადლში სულიერ ზრდას”.დბ 240.2

    წუთისოფლის სიამტკბილობისა და ორომტრიალის ნაკადში თითქმის სრულიად შთაინთქა ისეთი სათნოებანი, როგორიცაა ქრისტეს სახელისათვის თავგანწირვა და თავდადება.”საეკლესიო ცხოვრებაში ზოგიერთ აქტიურ მონაწილეს ბავშვობაში ასწავლეს რაიმე შესაწირავის გაღება ქრისტეს სახელისათვის. ახლა კი, როცა საჭიროა სახსრები, არავის მოუწოდებენ შესაწირავის გაღებისაკენ. არა! იმართება ბაზრობები, წარმოდგენები, ინსცენირებული სასამართლო პროცესები, თეატრალიზებული ბანკეტები - და ეს ყველაფერი მხოლოდ ხალხის გასართობად”.დბ 240.3

    ვისკონსის გუბერნატორმა, 1873 წლის იანვარში თავის ყოველწლიურ პატაკში თქვა:“კანონი მოითხოვს აზარტული თამაშების შემსწავლელი კურსების დახურვას. ეს ბოროტება თითქმის ყველგან გავრცელდა. თვით ეკლესიაც კი (თავისდაუნებურად, რა თქმა უნდა) ზოგჯერ ეშმაკის საქმეს ასრულებს. საქველმოქმედო კონცერტები, ლატარია და ა.შ. - ეს არის სატანისმიერი თვალთმაქცური ხრიკები ფულის საშოვნელად. მაგრამ არაფერია ახალგაზრდობისათვის ისე დამღუპველი, როგორც უშრომელი ფულის შოვნა. ამ საქველმოქმედო ვაჭრობაში მონაწილე პატივცემული ადამიანები სინდისს იმით იმშვიდებენ, რომ მიღებული შემოსავალი კეთილ მიზნებს მოემსახურება. და განა გასაკვირია ის, თუ რატომ ჩნდება შტატების ახალგაზრდა თაობებში ის მეტად საშიში თვისებები, რომლისკენაც ისინი ამ ამაღლებულ, აზარტულ გართობებს მიhყავთ?”დბ 240.4

    თითქმის ყველა ქრისტიანული ეკლესია შეგუებულია წუთისოფელთან. რობერტ ატკინსმა ლონდონში წარმოთქმულ ქადაგებაში ინგლისში არსებული სულიერების დაცემის საკმაოდ მძიმე სურათი დაგვიხატა:“ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნენი თითქმის აღარ არსებობენ დედამიწაზე და ეს ამბავი გულთან არავის მიაქვს. ჩვენი ეკლესიების რელიგიური ხელმძღვანელები ამქვეყნიურ სიამოვნებას არ იკლებენ, ერწყმიან წუთისოფელს, ესწრაფიან ფუფუნებაში ცხოვრებას და ზრუნავენ თავიანთი სახელის განდიდებისათვის. მოწოდებულნი ქრისტესთან ერთად ტანჯვისათვის, ისინი უბრალო საყვედურსაც კი ვერ იტანენ... ყველა ეკლესიის კარს აწერია:“განდგომილება” და მათ რომ ამის შემეცნების უნარი გააჩნდეთ, კიდევ იქნებოდა იმედი, მაგრამ - ამაოდ! ისინი ხმამაღლა აცხადებენ:“ჩვენ მდიდრები ვართ, ჩვენი კეთილი საქმეები მრავლდება და არაფერი გვჭირდება”-ო.დბ 240.5

    ბაბილონის უდიდესი ცოდვა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ”თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”. ეს შხამიანი თასი, რომელსაც იგი მთელ მსოფლიოს ასმევს, სწორედ ის ცრუ მოძღვრებაა, რომელიც მან”დედამიწის მეფეებთან” კავშირის შედეგად მიიღო. წუთისოფელთან მეგობრობა რყვნის მის რწმენას. შემდგომში კი, თავის მხრივ, იგი გამხრწნელ ზეგავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე თავისი მოძღვრებებით, რომელნიც ღვთის სიტყვის ნათელ მტკიცებათა სრულიად საწინააღმდეგო არიან.დბ 241.1

    რომი ხალხს ბიბლიას უმალავდა და მის ნაცვლად თავის დოქტრინებს ახვევდა თავს. სწორედ რეფორმაციის წყალობით დაუბრუნდა ადამიანს ღვთის სიტყვა, მაგრამ ეკლესიებში წმიდა წერილის ნაცვლად კვლავ ეკლესიურ გადმოცემებსა და რწმენის სიმბოლოებს ასწავლიან. ჩარლზ ბიჩერმა პროტესტანტული ეკლესიის შესახებ საუბრისას აღნიშნა:“ისინი შეურაცხყოფად მიიჩნევენ ყოველ სიტყვას, რომელიც აკრიტიკებს მათ წმიდანთა და მოწამეთა მომრავლებას... პროტესტანტულმა ევანგელისტურმა დენომინაციებმა ისე შეუკრეს ხელ-ფეხი ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც, რომ ახლა შეუძლებელია გახდე მქადაგებელი, თუ ბიბლიის გარდა სხვა წიგნითაც არ ხელმძღვანელობ... ამიტომ გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ თავიანთი დოქტრინებით ისინიც იწყებენ ბიბლიური სწავლების აღკვეთას ისევე, როგორც ამას რომი აკეთებდა, ოღონდ უფრო დელიკატური გზით”.დბ 241.2

    როდესაც ჭეშმარიტი მასწავლებლები ღვთის სიტყვას განმარტავენ, მაშინვე გამოჩნდებიან სწავლული მსახურნი, რომელნიც პრეტენზიას აცხადებენ წერილის განმმარტებელთა როლზე, ჯანსაღ მოძღვრებას ერესს უწოდებენ და ხალხს თვალებს უბრმავებენ ჭეშმარიტებაზე. მსოფლიო ასე უიმედოდ რომ არ იყოს ბაბილონის ღვინით დამთვრალი, მაშინ მრავალნი მოიქცეოდნენ და მიიღებდნენ ღვთის სიტყვის ნათელ, გარკვეულ ჭეშმარიტებებს. მაგრამ საერთოდ, რელიგიური მოძღვრება ისე დახლართული და გაუგებარი აღმოჩნდა, რომ ხალხმა არ იცოდა, ვისთვის ესმინა და ვისი მოძღვრება ერწმუნა. წარმართული მსოფლიოს ცოდვა ეკლესიას მძიმე ტვირთად აწევს. დბ 241.3

    გამოცხადების წიგნის მე-14 თავის მეორე ანგელოზის უწყება პირველად 1844 წლის ზაფხულში იქნა ნაქადაგები და იგი ძირითადად შეერთებული შტატების ეკლესიებისადმი იყო მიმართული, სადაც ყველაზე დიდი სულიერი დაცემა იგრძნობოდა და სადაც უფლის ეს გაფრთხილება თითქმის ყველგან უარყვეს. თუმცა მეორე ანგელოზის ეს გაფრთხილება სრულად არ იქნა აღსრულებული 1844 წელს. ეს პერიოდი ეკლესიების ზნეობრივი დაცემის პერიოდი იყო, რაც ადვენტისტური მოძღვრების უარყოფამ გამოიწვია. მაგრამ ეს დაცემაც არ იყო საბოლოო. რაც უფრო მეტად უარყოფდნენ ამ დროისათვის განკუთვნილ ჭეშმარიტებას, მით უფრო დიდი იყო მათი სულიერი დაცემა. მიუხედავად ამისა, ჯერ არ დამდგარა დრო, რომ ვთქვათ:“დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. წუთისოფელთან მეგობრობა და ჭეშმარიტებისადმი გულგრილობის სული, რა თქმა უნდა, კვლავინდებურად ცოცხლობს მთელი საქრისტიანოს პროტესტანტულ ეკლესიებში და სწორედ მათ ამხელს ასე საზეიმოდ და მკაცრად მეორე ანგელოზი. მაგრამ განდგომილების კულმინაცია ჯერ არ დამდგარა.დბ 241.4

    ბიბლია გვეუბნება, რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ სატანა იმოქმედებს”ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის იმის გამო, რომ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად”.”ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე” (2თეს. 2:9-11). სანამ ყველაფერი ზემოთქმული არ აღსრულდება და ქრისტიანული ეკლესიები სრულებით არ შეერწყმიან წუთისოფელს, მანამდე ბაბილონის სრული დაცემა არ მოხდება. ეკლესიების განდგომა თანდათანობით ხდება და სრული ასრულება იმისა, რაც ნაწინასწარმეტყველებია გამოცხადების წიგნის მე-14 თავში - მომავლის საქმეა.დბ 241.5

    თუმცა ბაბილონის სახით წარმოდგენილი ეკლესიები სულიერ წყვდიადში არიან ჩაფლული და ღმერთისაგან შორს დგანან, მაინც მათ შორისაც ბევრია ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი. ბევრს ჯერ არც გაუგონია რამე ამ დროისათვის განკუთვნილი ჭეშმარიტების შესახებ. ბევრს არ აკმაყოფილებს თავისი ახლანდელი მდგომარეობა და უფრო მეტი ნათელი სწყურია. ისინი ამაოდ ეძებენ ქრისტეს ხატებას თავიანთ ეკლესიებში. და რაც უფრო მეტად შორდება ეკლესია ჭეშმარიტებას, რაც უფრო მჭიდროა მისი კავშირი წუთისოფელთან, მით უფრო შესამჩნევი ხდება სხვაობა ეკლესიის წევრთა შორის და გაყოფა აუცილებლად მოხდება. დადგება დრო, როდესაც ქრისტეს ერთგულნი არ მოისურვებენ მათთან დარჩენას, ვინც არიან”უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა” (2ტიმ. 3:4,5).დბ 242.1

    გამოცხადების მე-18 თავი მიგვანიშნებს იმ დროზე, როდესაც სამი ანგელოზის გაფრთხილების შემდეგ (გამოცხ. 14:6-12) ეკლესია სწორედ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელიც მეორე ანგელოზის მიერ იქნა გამოცხადებული. მაშინ იქნება მოწოდება ბაბილონში მყოფი ღვთის ხალხისადმი, დატოვონ იგი. ეს იქნება უკანასკნელი გაფრთხილება მსოფლიოსათვის და იგი შეასრულებს თავის დანიშნულებას. იმ დროს, როცა”ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა” (2თეს. 2:12), ცრუ და მცდარ ეკლესიებში დარჩება, ჭეშმარიტების ნათელი ამორწყინდება ყველა მისი მიღების მსურველთა გულში. და ბაბილონში მყოფი ღვთის ყველა შვილი გაიგონებს მოწოდებას:“გამოერიდე მას, ჩემო ხალხო!” (გამოცხ. 18:4).დბ 242.2