Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 15 - ბიბლია და საფრანგეთის რევოლუცია

    XVI საუკუნეში რეფორმაცია, რომელმაც ხალხს ბიბლია შესთავაზა, ევროპის ყველა სახელმწიფოში შეღწევას ცდილობდა. ზოგი ქვეყანა სიხარულით ხვდებოდა მას, როგორც სასურველ ზეციურ მაცნეს. ხოლო იქ, სადაც პაპიზმმა შეძლო წინ აღდგომოდა მის გავლენას, ბიბლიური ჭეშმარიტების მაღალი ნათელი თითქმის ვერ გავრცელდა. ქვეყანა, რომლის შესახებაც საუბარი გვექნება ამ თავში, გაანათა ზეციურმა ნათელმა, მაგრამ წყვდიადი ვერ გაფანტა. მთელი საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა ამ ორ ძალას შორის. ბოლოს, ბოროტებამ გაიმარჯვა და ზეციური ჭეშმარიტება უარყოფილ იქნა.”განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს” (იოან. 3:19). და ამ ხალხმა მოიმკა ის, რაც დათესა. სულიწმიდის შემკავებელი ძალა წაერთვა ხალხს, რომელმაც უარყო მისი მადლის საბოძვარი; უფალმა დაუშვა, რომ ბოროტებას ფესვი გაედგა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რა შედეგი მოhყვა უფლის ნათლის ნებაყოფლობით უარყოფას.დბ 163.1

    საფრანგეთში ბიბლიის წინააღმდეგ ბრძოლამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, უმაღლეს წერტილს რევოლუციის პერიოდში მიაღწია. ასეთი საშინელი აფეთქება რომის მიერ წმიდა წერილის აკრძალვის გარდაუვალი შედეგი იყო. ეს ომი - პაპის პოლიტიკის ერთერთი ნათელი ილუსტრაციაა და იმ შედეგების მაჩვენებელია, რომლისკენაც რომის ეკლესიის მოძღვრებას თითქმის 400 წლის მანძილზე მიhყავდა ხალხი.დბ 163.2

    პაპის ხელისუფლების პერიოდში წმიდა წერილის აკრძალვა წინასწარ ნაუწყები იყო უფლის წინასწარმეტყველთა მიერ. იოანე ღვთისმეტყველის”გამოცხადებაშიც” ნათქვამია”განდგომილების ძის” ბატონობის საშინელი შედეგების შესახებ, რამაც განსაკუთრებით საფრანგეთში იჩინა თავი.დბ 163.3

    უფლის ანგელოზმა გაგვაფრთხილა:“...ისინი ორმოცდაორ თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს. მივცემ ჩემ ორ მოწაფეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით შემოსილნი... როცა ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად hქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც... მცხოვრებნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვინაიდან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა დედამიწის მკვიდრთ... სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ; დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა” (გამოცხ. 11:2-11).დბ 163.4

    ზემოთ აღნიშნული დროის მონაკვეთი -“42 თვე” და”1260 დღე” - ერთი და იგივე პერიოდია, რომლის დროსაც ქრისტეს ეკლესიას სასტიკი დევნა ელოდა რომის ეკლესიის მხრიდან. პაპის ბატონობის 1260-წლიანი პერიოდი 538 წელს დაიწყო და დამთავრდა 1798 წელს, როდესაც საფრანგეთის არმია რომში შევიდა და დაატყვევა პაპი, რომელიც შემდგომ გადასახლებაში გარდაიცვალა. თუმცა მის ნაცვლად მალე ახალი პაპი აირჩიეს, მაგრამ პაპის იერარქიას უკვე აღარასოდეს hქონია ადრინდელი ძალაუფლება და ძლიერება.დბ 163.5

    ეკლესიის დევნა ამ 1260 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ არ მიმდინარეობდა. უფალმა თავისი წყალობით შეამოკლა ცეცხლოვანი გამოცდის დღეები. ხოლო”დიდი მწუხრის” შესახებ, რომელიც ეკლესიას მომავალში დაუდგება, მაცხოვარმა თქვა:“ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები” (მათ. 24:22). რეფორმაციის ზეგავლენის წყალობით დევნა 1798 წლამდე კარგა ხნით ადრე შეწყდა. დბ 164.1

    ორი მოწმის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს:“ესენი არიან ზეთისხილის ორი ხე და ორი სასანთლე, რომლებიც დედამიწის უფლის წინაშე დგას” (გამოცხ. 11:4; ფს. 118:105). ეს ორი მოწმე სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმისა. ისინი ერთნაირად ამტკიცებენ ღმერთის კანონის წარმოშობას, მის მარადიულობას და აგრეთვე გადარჩენის გეგმის არსებობასაც. ძველი აღთქმის სიმბოლოები, მსხვერპლი და წინასწარმეტყველებანი მიუთითებენ მაცხოვრის მოსვლაზე, რომელიც სწორედ ისე მოვიდა დედამიწაზე, როგორც ეს ნაჩვენები და ნაწინასწარმეტყველები იყო ძველ აღთქმაში. ამას სახარება და ახალი აღთქმის წერილები ადასტურებენ.დბ 164.2

    `და ისინი იწინასწარმეტყველებენ 1260 დღეს ძაძებით შემოსილნი”. ამ დროის უმეტესი ნაწილი ღვთის მოწმეებმა წყვდიადში გაატარეს. პაპის მესვეურნი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ხალხისთვის ჭეშმარიტების სიტყვა დაემალათ და უგზავნიდნენ ცრუმოწმეებს, რომელნიც ბიბლიის საწინააღმდეგოდ მოწმობდნენ. როდესაც ბიბლია საერთოდ იქნა აკრძალული საეკლესიო და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ, მის მოწმობას ამახინჯებდნენ და ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ იგი ადამიანთა შემეცნებამდე არ მისულიყო; როდესაც იმათ, ვინც წმიდა ჭეშმარიტების წარმოთქმას გაბედავდა, დევნიდნენ, ღალატობდნენ, ტანჯავდნენ, მიწაში ცოცხლად მარხავდნენ, კოცონზე წვავდნენ ან იძულებულს ხდიდნენ თავშესაფარი მიუვალ კლდეებში, ხევებში, გამოქვაბულებში ეძებნათ - მაშინ ერთგული მოწმენი,“ძაძებით შემოსილნი”, წინასწარმეტყველებდნენ. დევნის მიუხედავად ისინი ღვთის სიტყვას 1260 წლის განმავლობაში ქადაგებდნენ. ყველაზე საშინელ პერიოდშიც კი არსებობდნენ ერთგული ადამიანები, რომელთაც უყვარდათ ღვთის სიტყვა და მას დიდებას მატებდნენ.”თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს; და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას” (გამოცხ. 11:5). ადამიანები, რომელნიც აბუჩად იგდებენ ღვთის სიტყვას, დაუსჯელად ვერ გადაურჩებიან ღმერთს. ამ საშინელი გაფრთხილების არსი გადმოცემულია გამოცხადების ბოლო თავში:“მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს; თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი” (გამოცხ. 22:18-19).დბ 164.3

    ასეთ გაფრთხილებებს უგზავნიდა უფალი ადამიანებს, რათა განდგომისაგან დაეცვა ისინი და მათთვის გაეცნო თავისი ნება და მიზანი. ეს საზეიმო გაფრთხილებანი ეხება ყველას, ვინც თავისი ცხოვრებით ადამიანებს უფლის კანონის უგულვებელყოფის მაგალითს უჩვენებს. ამ გაფრთხილებამ შიში და მოწიწება უნდა შთაუნერგოს მას, ვინც თვლის, რომ მორჩილება უფლის კანონის წინაშე სულაც არ არის აუცილებელი. ის, ვინც თავის პირად აზრს უფლის გამოცხადებებზე მაღლა აყენებს, ვინც წერილის ნათელ შინაარსს რაიმე ანგარების გამო ან მისი ამქვეყნიურთან გათანაბრებისათვის ამახინჯებს, საკუთარ თავზე საშინელ პასუხისმგებლობას იღებს. დაწერილი სიტყვა, უფლის კანონი არის საზომი ყოველი ადამიანისათვის და ყველაფერი ის, რაც მას არ შეეფარდება, მომავალში განიკითხება.დბ 164.4

    `როცა ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოწმობას”... პერიოდი, რომლის განმავლობაში ორ ძაძებით მოსილ მოწმეს უნდა ეწინასწარმეტყველა, დასრულდა 1798 წელს. სულიერ წყვდიადში მათი მსახურების დამთავრებისას მათ უნდა შებრძოლებოდა ძალა, რომელსაც”უფსკრულიდან ამომავალი მხეცი” წარმოადგენს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ეკლესიისა და სახელმწიფოს მმართველნი მრავალ საუკუნეთა განმავლობაში სატანის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომელიც პაპის მეშვეობით მოქმედებდა. მაგრამ ჩვენ აქ სატანური ძალის ახალ გამოვლინებას ვხედავთ.დბ 165.1

    რომის პოლიტიკა იქით იყო მიმართული, რომ ხალხისთვის გაუგებარ ენაზე დაწერილი ბიბლია საზოგადოებისთვის დაემალა, ვითომდა, ბიბლიის მიმართ უდიდესი პატივისცემისა და მოკრძალების გამო. და რომის ხელისუფლების მმართველობის დროს მოწმენი,“ძაძებით მოსილნი” ქადაგებდნენ. მაგრამ უნდა გამოჩენილიყო სხვა ძალა, -“უფსკრულიდან ამომავალი მხეცი”, - და ღვთის სიტყვის წინააღმდეგ საჯაროდ უნდა გამოეცხადებინა ბრძოლა.დბ 165.2

    `დიდ ქალაქს”, რომლის ქუჩაში მოკლეს ორი მოწმე და სადაც მათი გვამები ეყარა, რელიგიური გაგებით, ეგვიპტე ეწოდება. ბიბლიაში მოყვანილ ერებს შორის ეგვიპტელები ყველაზე უფრო დიდი თავხედობით უარყოფდნენ ცოცხალ ღმერთს და წინააღმდეგობას უწევდნენ მის ნებას. ვერც ერთმა მეფემ ვერ გაბედა ასე აშკარად და თავხედურად აღმდგარიყო ზეცის ავტორიტეტის წინააღმდეგ , როგორც ეს ეგვიპტის მმართველმა გააკეთა. როდესაც მოსემ უფლის სახელით აუწყა ფარაონს უზენაესის ნება, ამ ამაყმა მონარქმა უპასუხა:“ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ” (გამოს. 5:2); ეს ათეიზმია. და ხალხი, რომელიც სიმბოლურად ეგვიპტეა, ზუსტად ასე უნდა გამოსულიყო ცოცხალი ღმერთის წინააღმდეგ და ასეთივე უნდობლობისა და დაუმორჩილებლობის სული გამოეჩინა.”დიდი ქალაქი” აგრეთვე შედარებულია სულიერ სოდომთან. სოდომის გარყვნილება და მის მიერ უფლის კანონის დარღვევა განსაკუთრებული ძალით მის გახრწნილებაში გამომჟღავნდა. ამგვარივე ცოდვა იყო იმ ხალხის დამახასიათებელი თვისება, რომლის ცხოვრებაშიც უნდა აღსრულებულიყო წერილის ეს წინასწარმეტყველება.დბ 165.3

    წინასწარმეტყველის თქმით, 1798 წლამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდება სატანის ძალა და დაიწყებს ომს ბიბლიის წინააღმდეგ, და იმ ქვეყანას, სადაც ღვთის ამ ორი მოწმის ხმა დადუმდება, ფარაონის ათეიზმი და სოდომის გახრწნილება წალეკავს.დბ 165.4

    ეს წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით აღსრულდა საფრანგეთის ისტორიაში. 1798 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროს”მსოფლიომ პირველად შეიტყო, რომ ცივილიზებულ და განათლებულ საზოგადოებაში დაბადებული და აღზრდილი ადამიანები, რომელთაც ევროპის ერთერთი უძლიერესი ქვეყნის მმართველობის უფლება hქონდათ მინიჭებული, გამოვიდნენ ადამიანებისათვის ოდესმე მოცემული ყველაზე ფაქიზი და ამაღლებული ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ერთხმად უარყვეს ღმერთი და ღვთისმსახურება”.”საფრანგეთი - ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც, სარწმუნო წყაროების მიხედვით, აშკარად აუჯანყდა სამყაროს შემოქმედს. თუმცა ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში და მრავალ სხვა ქვეყანაში ყოველთვის იყო და ახლაც მრავლადაა ურწმუნონი და ღვთისმკრეხელნი, მაგრამ საფრანგეთი მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც საკანონმდებლო კრების სპეციალური დადგენილებით განაცხადა, რომ ღმერთი არ არსებობს. დედაქალაქშიც და ყველგან, მთელ ქვეყანაში, ხალხი ცეკვასიმღერითა და უდიდესი სიხარულით შეხვდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას”.დბ 165.5

    სოდომის დამახასიათებელი თვისებები სრულიად აშკარად გამოჩნდა საფრანგეთში. რევოლუციის დროს აქ ისეთივე გახრწნილება გაბატონდა, რომელიც თავის დროზე სოდომის და გომორის დაღუპვის მიზეზი გახდა. ისტორიკოსი საფრანგეთის უზნეობასა და ათეიზმს წინასწარმეტყველებასთან სრული შესაბამისობით აღწერს: “რელიგიასთან დაკავშირებულ კანონებთან ერთად გამოვიდა ახალი დადგენილება ქორწინების, მთელ დედამიწაზე ამ ყველაზე წმიდა კავშირის, საზოგადოების კონსოლიდაციის საწინდარის შესახებ, რომლის თანახმადაც ქორწინება მოქალაქეთა შორის დროებით შეთანხმებას წარმოადგენდა. მისი დარღვევა ასევე შეიძლებოდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მეუღლეთა თანხმობით... ეშმაკებს დიდი ძალისხმევით რომ ეშრომათ ყველაზე ეფექტური კანონის გამოგონებაზე ოჯახში ყოველგვარი სიწმიდის, კეთილშობილებისა და მარადიულის გასანადგურებლად, რაც გარანტია იქნებოდა იმისა, რომ ეს დამღუპველი ზეგავლენა უცვლელად გადაეცემა თაობიდან თაობას, ისინიც კი უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდნენ. მსახიობმა სოფი არნომ, რომელიც თავისი მახვილგონიერებით არის ცნობილი, სამოქალაქო ქორწინებას”მრუშობის საიდუმლო” უწოდა.დბ 166.1

    `სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც”. საფრანგეთში აღსრულდა წინასწარმეტყველების ეს ნაწილიც. არც ერთ ქვეყანას არ გამოუჩენია ასეთი მტრობა ქრისტეს მიმართ, როგორიც მას. არც ერთ ქვეყანაში ასე სასტიკად არ იდევნებოდა ჭეშმარიტება, როგორც იქ. საფრანგეთმა კვლავ ჯვარს აცვა ქრისტე მის მოწაფეთა სახით, რომელთაც იგი უმაგალითო სისასტიკით სდევნიდა.დბ 166.2

    საუკუნეების მანძილზე იღვრებოდა მართალთა სისხლი. იმ დროს, როდესაც პიემონტის მთებში თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ”ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის”, მათი ძმები, ფრანგი ალბიგოელები, მათგან მოშორებით ასევე მოწმობდნენ სახარების შესახებ. რეფორმაციის პერიოდში მისი ერთგულნი საშინელი ტანჯვაწამებით ესალმებოდნენ სიცოცხლეს. მეფე და მისი ამალა, დიდგვაროვანი ქალები და უზადო ქალიშვილები, ერის სიამაყე და ნაღები საზოგადოება, ყველანი ტკბებოდნენ იესო ქრისტეს მოწმეთა სასიკვდილო ტანჯვების ცქერით. მამაცი hუგენოტები, რომლებიც ადამიანის წმიდა უფლებებისათვის იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ სასტიკ ბრძოლებში. პროტესტანტები კანონგარეშედ გამოაცხადეს; მათი თავებისათვის გარკვეული საზღაური იყო დაწესებული. მათზე ნადირობდნენ, როგორც გარეულ მხეცებზე.დბ 166.3

    “ეკლესია უდაბნოში”, ადრეულ ქრისტიანთა მცირერიცხოვანი თაობები, რომლებმაც თავშესაფარი hპოვეს მთებში ქვეყნის სამხრეთით და ამ გზით შეძლეს XVIII საუკუნეში თავიანთი მამების რწმენის შენარჩუნება, ჯერ კიდევ შემორჩენილიყვნენ საფრანგეთში. თუკი ისინი ზოგჯერ ბედავდნენ თავიანთი თავშესაფრებიდან გამოსვლას და მთის ხეობაში, ან სხვა მიუვალ ადგილებში შეკრებას, მათზე მონადირე დრაგუნები იჭერდნენ მათ და სამუდამო ტყვეობაში მიhყავდათ გალერებზე. საფრანგეთის საუკეთესო, უკეთილშობილეს და უაღრესად განათლებულ შვილებს, - მამაკაცებსა და ქალებს, ბორკილებს ადებდნენ, როგორც ქურდებსა და მკვლელებს. ზოგს კი უფრო დიდი ბედნიერება ხვდებოდა წილად: მათ, უძლურებსა და სუსტებს, ლოცვისას მუხლმოყრილთ, შეუბრალებლად ხოცავდნენ. ათასობით მოხუცი, სუსტი, დაუცველი ქალი და უმანკო ბავშვი იქნა მოკლული ღვთისმსახურების დროს. და ხშირად, როდესაც ისინი გზას მიიკვლევდნენ უღრან ტყეებში და ხეობებში,“თავიანთ გზაზე მოკლულთა გვამები და ხეებზე ჩამოხრჩობილ ადამიანთა უსულო სხეულები ხვდებოდათ”. მახვილით, ნაჯახით და ცეცხლით დაცარიელებული ქვეყანა”უზარმაზარ უდაბნოდ იქცა”. და ეს მხეცობანი ხდებოდა არა უმეცრებისა და სიბნელის პერიოდში, არამედ ლუდოვიკო XIV ბრწყინვალი ეპოქაში, მეცნიერებისა და ლიტერატურის აყვავების პერიოდში, იმ წლებში, როდესაც სამეფო კარი და დედაქალაქის სამღვდელოებაც განათლებული და მჭევრმეტყველი პიროვნებებისაგან შედგებოდა, რომლებიც მოკრძალებისა და სათნოების გამოხატვას ცდილობდნენ”.დბ 166.4

    უმძიმესი დანაშაული ყველა საშინელ დანაშაულთა შორის, ამ მხეცობის პირქუშ და ბნელ საუკუნეში, ბართლომეს ღამე იყო. მსოფლიო დღესაც ძრწოლვით იხსენებს იმ ღამის საშინელებას. რომის მღვდელთა და პრელატთა მხრიდან მორწმუნეთა შემაძრწუნებელი და მხეცური განადგურების მოთხოვნაზე საფრანგეთის მეფემ თანხმობა განაცხადა. შუაღამის სამრეკლოს ზარი ნიშანი იყო ხოცვაჟლეტის დაწყებისა. ათასობით პროტესტანტს მშვიდად ეძინა თავის სახლებში, დარწმუნებულს იმაში, რომ მეფის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ისინი გამოhყავდათ ქუჩებში და შეუბრალებლად ხოცავდნენ.დბ 167.1

    როგორც უხილავი ქრისტე გზას უკვლევდა თავის ხალხს ეგვიპტის ტყვეობიდან გამოყვანის დროს, ასევე უხილავი სატანა ხელმძღვანელობდა თავის ქვეშევრდომთ ამ საზარელ საქმეში. სისხლისღვრა პარიზში მთელ კვირას გაგრძელდა, აქედან პირველი სამი დღე განსაკუთრებული და წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩეოდა. ეს თავზარდამცემი ხოცვა-ჟლეტა მარტო ქალაქის კედლებით არ შემოიფარგლებოდა; მეფის საგანგებო ბრძანებულებით, პროტესტანტთა სისხლი საფრანგეთის პროვინციებსა და სხვადასხვა ქალაქებშიც იღვრებოდა. ასაკსა და სქესს მკვლელთათვის არავითარი მნიშვნელობა არ hქონდა. უმანკო ყრმას და ჭაღარა მოხუცს ერთნაირი ხვედრი ელოდა. წარჩინებული და მდაბიო, ახალგაზრდა და მოხუცი, დედა და შვილი ერთად იხოცებოდნენ. ორი თვის განმავლობაში განუწყვეტელი ხოცვაჟლეტის შედეგად საფრანგეთი სასაკლაოდ იქცა. ამ ხნის განმავლობაში განადგურებული იქნა 70 ათასი ადამიანი - ერის სიამაყე.დბ 167.2

    `როდესაც რომმა მომხდარი უბედურების შესახებ შეიტყო, სამღვდელოების სიხარულს საზღვარი არ hქონდა. ამ ამბის მაცნეს კარდინალმა ლორენსკიმ ათასი კრონი აჩუქა. ეს ამბავი ქალაქ წმ. ანჯელოს ზარბაზანმა მქუხარე გასროლით აღნიშნა. რეკდნენ სამრეკლოს ზარები; კოცონის ალმა ღამე დღედ აქცია; პაპი გრიგორი XIII კარდინალთა და სხვა სასულიერო პირთა თანხლებით წმ. ლუდოვიკოს ტაძარს ეწვია, სადაც ლორენსკი მღეროდა:“შენთვის, უფალო...” ამ სასაკლაოს უკვდავსაყოფად მედალიონი გამოუშვეს. ვატიკანში დღემდე შემონახულია ვაზარის სამი ფრესკა, რომელზედაც გამოსახულია hუგენოტ ადმირალზე თავდასხმა; მეფე თავისი მრჩევლებით, რომლებიც მომავალი სისხლისღვრის შესახებ თათბირობდნენ და თვით სასაკლაო. გრიგორიმ საფრანგეთის მეფეს”ოქროს ვარდი” გაუგზავნა, ხოლო ამ ხოცვაჟლეტის დღიდან ოთხი თვის შემდეგ ...იგი სიამოვნებით ისმენდა ფრანგი მღვდლის ქადაგებას... რომელიც იხსენებდა სიხარულისა და ბედნიერების იმ დღეს, როცა ამ სასიხარული ამბის მიღებით გახარებული წმიდა მამა ტაძრისაკენ გაემართა, რათა სამადლობელი შეეწირა უფლისათვის და წმ. ლუდოვიკოსათვის”.დბ 167.3

    სული, რომელიც ბართლომეს ღამის ხოცვაჟლეტას ხელმძღვანელობდა, რევოლუციის შთამაგონებელ ძალად იქცა. იესო ქრისტე თვითმარქვიად და თაღლითად იქნა გამოცხადებული, ხოლო ფრანგ ურწმუნოთა ლოზუნგად იქცა სიტყვები:“ძირს თაღლითი” (მხედველობაში hყავდათ ქრისტე). ხალხში საშინელმა ურჯულოებამ და საზიზღარმა უწმიდურებამ დაისადგურა. ყველაზე დაცემული ადამიანები და ყველაზე საზიზღარი ნაძირალები, ზნედაცემული და გარყვნილი ქუჩის მაწანწალები ამაღლებულ და განდიდებულ იქნენ. და უმაღლესი პატივი მიაგეს სატანას იმ დროს, როცა ქრისტე - სრულყოფილი სიწმიდე, ჭეშმარიტება და უანგარო სიყვარულის განსახიერება - ჯვარცმული იქნა.დბ 167.4

    `უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ”. ათეისტური ხელისუფლება, რომელიც საფრანგეთში რევოლუციისა და გაბატონებული ტერორის შედეგად დამყარდა, ღმერთისა და მისი სიტყვის წინააღმდეგ თავისი აშკარა ბრძოლით მსოფლიოს აოცებდა. ეროვნულმა კრებამ გააუქმა ღვთისმსახურება. ხალხისაგან ამოღებული ბიბლიის წიგნები შეაგროვეს და დაცინვითა და აბუჩად აგდებით ცეცხლს მისცეს. ღმერთის კანონი შეურაცხყვეს. გააუქმეს ბიბლიური დადგენილებანიც. ყოველკვირეული დასვენების დღე გაუქმებულ იქნა, მის ნაცვლად კი დაწესდა ყოველი მეათე დღე, როგორც ღვთისმკრეხელობისა და აღვირახსნილობის დღე. ნათლობა და ზიარება აიკრძალა. სასაფლაოებზე გაჩნდა პლაკატები, რომელიც სიკვდილს საუკუნო ძილად აცხადებდა.დბ 168.1

    გავრცელდა აზრი, რომ ღვთის შიში - სისულელის დასაწყისია და არა სიბრძნისა. ყოველგვარი რელიგიური ცერემონიალი აკრძალულ იქნა, გარდა ქვეყნისა და თავისუფლების მიმართ სამსახურისა.”პარიზის ეპისკოპოსი იძულებული გახდა მთავარი როლი ეთამაშა ამ უტიფარ კომედიაში, რომელიც მთელი ერის სახელით თამაშდებოდა... იგი მოიყვანეს კონვენტთა შეკრებაზე და აიძულეს, ყველას წინაშე ეღიარებინა, რომ რელიგიას, რომელსაც იგი ამდენი წლის მანძილზე ემსახურებოდა, არავითარი საფუძველი არა აქვს არც ისტორიაში და არც წმიდა ჭეშმარიტებაში და რომ ეს მღვდლების გამოგონილი სიცრუეა. საზეიმოდ და მკაფიოდ უარყო მან ღმერთის არსებობა, რომელსაც წლების მანძილზე ემსახურებოდა და თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის, ზნეობისა და სიკეთის სამსახურისათვის მზადყოფნა გამოაცხადა. მან მაგიდაზე დააწყო ეპისკოპოსის სამოსი, რის შემდეგაც კონვენტის თავმჯდომარე ძმურად გადაეხვია. ამ პრელატის მაგალითს კიდევ რამდენიმე მოღალატე ეპისკოპოსმა მიბაძა”.დბ 168.2

    `დედამიწის ზურგზე მცხოვრებნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვინაიდან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა დედამიწის მკვიდრთ”. ათეისტურმა საფრანგეთმა დაადუმა ღვთის ორი მოწმე, რომელნიც ამხილებდნენ მას. ჭეშმარიტების სიტყვა შებღალულ იქნა და ღმერთის კანონის ყოველი უარმყოფელი და მოძულე ზეიმობდა... ისინი აშკარად გამოთქვამდნენ უპატივცემულობას ღმერთის მიმართ და ძველი დროის ცოდვილებივით ყვიროდნენ:“როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?” (ფს. 72:11).დბ 168.3

    ახალი ხელისუფლების ერთერთმა ქურუმმა წარმოუდგენელი ღვთისმკრეხელური კადნიერებით განაცხადა:“ღმერთო, თუკი შენ მართლა არსებობ, შური იძიე შენი შეურაცხყოფისათვის! მე შენ გიწვევ! შენ დუმხარ? შენ ვერ ბედავ გრგვინვით და ქუხილით გამცე პასუხი?! ამის შემდეგ ვინღა ირწმუნებს შენს არსებობას?” განა ეს არ არის ფარაონის სიტყვების გამოძახილი:“ვინ არის უფალი, რომ მე ვუსმინო მას? მე არ ვიცნობ უფალს!”დბ 168.4

    `თქვა უგუნურმა თავის გულში: “არ არის ღმერთი”. უფალი კი ჭეშმარიტების მგმობელთა მიმართ აცხადებს:“მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე” (ფს. 13:1; 2ტიმ. 3:9). სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უარყო ცოცხალი ღმერთი,“მართალი და ყველა ცოცხალზედ ამაღლებული საუკუნოდ” და კერპთაყვანისმცემლობის მორევში ჩაიძირა მთელი ქვეყანა, რომელიც ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა გონიერების ქალღმერთს ვიღაც გარყვნილი, როსკიპი ქალის სახით. და ყოველივე ამას მთელი ერის წინაშე ჩადიოდნენ წარჩინებულნი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელნი! ისტორიკოსი ამბობს:“იმ შეშლილი დროის ერთ-ერთმა ცერემონიამ ხომ ყველაფერს გადააჭარბა თავისი უაზრობითა და ურჯულოებით. კონვენტის კარი საზეიმო პროცესიის დაწყებამდე გაიხსნა: მუნიციპალიტეტის წევრები მუსიკოსთა თანხლებით და თავისუფლების სადიდებელი hიმნის მღერით მიაბიჯებდნენ. შეკრებილთა შუაში იდგა ქალი, საფარველში გახვეული, მათი მომავალი ღმერთის სიმბოლო, რომელსაც ისინი გონიერების ქალღმერთს უწოდებდნენ. იგი კონვენტის წევრებს წარუდგინეს, საბურველი გადახადეს და თავმჯდომარის ხელმარჯვნივ დასვეს”და მასში ყველამ ამოიცნო ოპერის მოცეკვავე; და ამ ქალს, რომელიც საოცრად კარგად თამაშობდა იმ გონიერების ქალღმერთის როლს, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ, საფრანგეთის ეროვნულმა კონვეტმა სახალხოდ მიაგო პატივი”.დბ 168.5

    ეს უღირსი და სასაცილო მასკარადი შემთხვევითი არ ყოფილა; გონიერების ქალღმერთის უზენაესობა დაკანონდა მთელ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ მათ უკვე მიაღწიეს”რევოლუციის უმაღლეს მწვერვალებს”.დბ 169.1

    ორატორი, რომელიც მოუწოდებდა თაყვანი ეცათ გონიერებისათვის ამტკიცებდა:“კანონმდებელნო! ფანატიზმი შეცვალა ჯანსაღმა აზრმა, გაბინდულმა თვალებმა ვერ აიტანეს კაშკაშა ნათელი. დღეს უამრავი ხალხი შეიკრიბა ამ გოთური თაღის ქვეშ, სადაც პირველად წარმოითქვა ჭეშმარიტება. აქ საფრანგეთი პირველად აღნიშნავს ერთადერთ ჭეშმარიტ მსახურებას - თავისუფლებისა და გონიერების წინაშე. დღეს ჩვენ იმედებს ვამყარებთ რესპუბლიკის იარაღის ძალაზე. აქ ვტოვებთ უსულო კერპებს, რათა თაყვანი ვცეთ გონიერებას, ბუნების ამ სრულქმნილ, ცოცხალ სიმბოლოს”.დბ 169.2

    როდესაც გონიერების ქალღმერთი კონვენტში შეიყვანეს, ორატორმა ხელი მოhკიდა მას და კრებას მიმართა:“მოკვდავნო! ნუ კანკალებთ ღმერთის უძლური გრგვინვის წინაშე, რომლითაც თქვენ გაშინებდნენ. ამ წუთებიდან თქვენ არა გყავთ სხვა ღმერთი, გარდა გონიერებისა. მე წარმოგიდგენთ მის კეთილშობილ და წმიდა სიმბოლოს; თუკი გსურთ კერპები, მიუტანეთ შესაწირავები მხოლოდ ამის მსგავსთ. თაყვანი ეცით თავისუფლებას. ო, თავისუფლების საბურველო!”დბ 169.3

    ამის შემდეგ, თავმჯდომარეს ჩახუტებული გონიერების ქალღმერთი მდიდრულად მორთულ ეკიპაჟში ჩაჯდა და ადამიანთა მრავალრიცხოვანი ბრბოს თანხლებით ნოტრ დამის ტაძრისკენ გაეშურა ღმერთის ადგილის დასაკავებლად. და იქ, საკურთხეველში, ღებულობდა თაყვანისცემას ყველა დამსწრესაგან”.დბ 169.4

    ამას ბიბლიის სახალხოდ დაწვა მოhყვა. ერთხელ მუზეუმის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები მუნიციპალიტეტის დარბაზში შევიდნენ შეძახილებით:“გაუმარჯოს გონიერებას!” მაღალ კვარცხლბეკზე ნახევრად დამწვარი წიგნები მოhქონდათ, სხვადასხვა საეკლესიო გამოცემებს შორის იყო ძველი და ახალი აღთქმა, რომელმაც, თავმჯდომარის თქმით,“დიდი ცეცხლით გამოისყიდა ის უგუნურებანი, რომლის ჩადენასაც იგი კაცობრიობას აიძულებდა”. დბ 169.5

    ასე ჩაუყარა პაპიზმმა საფუძველი იმ საქმეს, რომელიც ათეიზმმა დაასრულა. რომის პოლიტიკამ შექმნა სოციალური, პილიტიკური და რელიგიური წინაპირობა საფრანგეთის დაცემისა. მწერლები, რომლებიც წერდნენ რევოლუციურ საშინელებათა შესახებ, ჩვეულებრივ, ამ ექსცესებში სახელმწიფოს და ეკლესიას ადანაშაულებდნენ. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ამისათვის მთელი პასუხისმგებლობა ეკლესიას ეკისრება. პაპის ხელისუფლებამ რეფორმაციისადმი უარყოფითად განაწყო მონარქები და მეფის ტახტის, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და მშვიდობის უბოროტეს მტრად წარმოადგინა იგი. სწორედ რომი უბიძგებდა მეფეებს უკიდურესი სისასტიკისა და ხალხის საშინელი შევიწროებისაკენ.დბ 169.6

    ბიბლიას მხოლოდ თავისუფლება მოhქონდა. იქ, სადაც სახარებას ღებულობდნენ, ადამიანთა გონება იღვიძებდა. ისინი ამსხვრევდნენ თავიანთი მონური უმეცრების, მანკიერებისა და ცრუმორწმუნეობის ბორკილებს და დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოქმედებას იწყებდნენ. ამის შემხედვარე მონარქები თავიანთი ძალაუფლების დაკარგვის შიშით კანკალებდნენ. დბ 170.1

    რომი აღარ აყოვნებდა მათ ცეცხლზე ნავთის დასხმას. 1525 წელს პაპმა საფრანგეთის რეგენტი შემდეგნაირად გააფრთხილა:“პროტესტანტიზმის ეს მანია მოსპობს და გაანადგურებს არა მარტო რელიგიას, არამედ თვით სახელმწიფოებს, თავადაზნაურობას, კანონებსა და მართლწესრიგს”. რამდენიმე წლის შემდეგ პაპის დესპანი კვლავ აფრთხილებდა მეფეს:“თქვენო ბრწყინვალებავ, არ შეცდეთ! პროტესტანტები ერთნაირად ემუქრებიან როგორც სახელმწიფოს, ისე საეკლესიო ხელისუფლებას... მეფის ტახტსაც ისეთივე საშიშროება ელის, როგორიც საკურთხეველს... ახალი რელიგიის შემოღება ახალი მმართველობის აუცილებლობას გამოიწვევს”. ღვთისმეტყველნი სარგებლობდნენ ხალხის ცრუმორწმუნეობით და ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ”პროტესტანტული რელიგია ხალხს აცდუნებს თავისი სიახლითა და უგუნურებით; იწვევს მეფის ქვეშევრდომთა ღალატს და ანადგურებს როგორც ეკლესიას, ასევე სახელმწიფოს”. სწორედ ასეთი მეთოდების გამოყენებით აამხედრა რომმა საფრანგეთი რეფორმაციის წინააღმდეგ.”საფრანგეთში პირველად გაშიშვლდა დევნის მახვილი ტახტისა და დიდებულთა დასაცავად და კანონიერების შესანარჩუნებლად”.დბ 170.2

    ამ ქვეყნის მმართველნი, ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ და ვერც განსაზღვრავდნენ ამ საბედისწერო, ბოროტი პოლიტიკის შედეგებს. ბიბლიის შესწავლა ადამიანთა გულში და შემეცნებაში სამართლიანობის, თავშეკავების, ჭეშმარიტების, თანასწორობისა და ქველმოქმედების პრინციპებს განამტკიცებდა, რაც ერის განვითარებისა და აყვავების ქვაკუთხედია.”სიმართლე აამაღლებს ადამიანებს”,“რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება”, რაც”შეიქმს მშვიდობას და მყუდროებას... უკუნისამდე” (იგავ. 14:34; 16:12; ესაია 32:17). ვინც უფლის კანონს ემორჩილება, იგი, მით უმეტეს, პატივს სცემს თავისი ქვეყნის კანონებს. უფლის მოშიში პატივს მიაგებს მეფეს და მის ყველა სამართლიან და კანონიერ მოთხოვნას. მაგრამ უბედურმა საფრანგეთმა, სამწუხაროდ, აკრძალა ბიბლია და მისი ერთგულნი კანონგარეშედ გამოაცხადა. საუკუნეების განმავლობაში ეს პრინციპული და პატიოსანი, მახვილგონიერი და მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, რომელთაც საკმაო გაბედულება გააჩნდათ იმისათვის, რომ თავიანთი იდები და რწმენა საჯაროდ ეღიარებინათ, ჭეშმარიტებისათვის ეტანჯათ, საუკუნეების მანძილზე ისინი, როგორც მონები, წელებზე ფეხს იდგამდნენ კატორღულ სამუშაოებზე, მოწამებრივი სიკვდილით კვდებოდნენ ან ცოცხლად ლპებოდნენ მიწისქვეშა საპყრობილეებში. ათასობით და ათიათასობით ადამიანი იძულებული იყო, გაქცევით ეშველა თავისთვის და ეს უბედურება რეფორმაციის დაწყებიდან 250 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.დბ 170.3

    `მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფრანგთა ერთერთი თაობა ხომ მაინც გახდებოდა იმისი მოწმე, თუ რა სისასტიკით და შეუბრალებლობით იდევნებოდნენ სახარების მიმდევარნი. სამშობლოდან გაძევებულთ თან მიhქონდათ ცოდნა, განათლება, ხელოვნება, ოსტატობა და წესრიგი. ყოველივე ამით ისინი ამდიდრებდნენ იმ ქვეყანას, სადაც თავშესაფარს პოულობდნენ. თავიანთი ნიჭით ისინი ხელს უწყობდნენ სხვა, უცხო ქვეყნების აყვავებას, ხოლო მათი საკუთარი სამშობლო მწირი ხდებოდა. და ყველა ეს ნიჭიერი ადამიანი საფრანგეთში რომ დარჩენილიყო, ამ 300 წლის განმავლობაში დევნილთა ტალანტი რომ მშობლიურ მხარეს მოხმარებოდა; ქვეყანას მათი მხატვრული ნიჭი, ხელოვნების გენია და გონების ძალა საკუთარი ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარებისათვის რომ გამოეყენებინა და თავიანთი სიბრძნით ხელისუფლებას დახმარებოდნენ, თავიანთი სიმამაცით კი - სარდლებს, და მათი სამართლიანი მსჯელობების ნიადაგზე კანონები რომ გამოცემულიყო, ბიბლიურ რელიგიას კი განემტკიცებინა გონებრივი ძალები და იგი მათი სინდისის გამგებელი გამხდარიყო, დიდების რა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევდა საფრანგეთი! დიდებული, აყვავებული, ბედნიერი ქვეყანა - რა შესანიშნავი მაგალითი შეიძლებოდა გამხდარიყო მსოფლიოს ყველა ხალხებისათვის!”დბ 171.1

    `მაგრამ ბრმა და შეუწყალებელმა ფანატიზმმა ქვეყნიდან განდევნა ყველა კეთილი მოძღვარი, წესრიგის მომხრე და ტახტის პატიოსანი დამცველი. მათ, ვისაც თავისი ქვეყნისათვის სიკეთე და დიდება სურდათ, მიეცათ არჩევანის საშუალება:“აირჩიეთ, რა გსურთ: კოცონი თუ გადასახლება”. და სახელმწიფო საბოლოოდ დაინგრა. სინდისი აღარ იდევნებოდა, რადგან იგი აღარ იყო ხალხში; რელიგიური იდეებისათვის კოცონზე აღარ წვავდნენ, რადგან რელიგია უკვე აღარ არსებობდა; გადასახლებით აღარავის ემუქრებოდნენ, რადგან აღარ არსებობდნენ პატრიოტები”. ამ საშინელი პოლიტიკის დამაგვირგვინებელი შედეგი იყო რევოლუცია მთელი თავისი დამანგრეველი საშინელებებით.დბ 171.2

    `hუგენოტთა საფრანგეთიდან გაძევების შედეგად ქვეყანაში ყოვლისმომცველი კრიზისი დაიწყო. დაჭკნა აყვავებული ქალაქები, უდაბნოდ იქცა ნაყოფიერი მიწები, განვითარების არნახული წარმატებები ინტელექტუალურმა უძრაობამ და ზნეობრივმა გახრწნილებამ შეცვალა. პარიზი დავრდომილთა უზარმაზარ თავშესაფრად იქცა და როგორც შემდგომ დაითვალეს, რევოლუციის შემდეგ, პირველსავე დღეებში, 200 ათასი მათხოვარი ქუჩაში გამოვიდა მეფის მოწყალების მოლოდინში. მხოლოდ იეზუიტები ნეტარებდნენ ამ გაძარცვულ ქვეყანაში და თავიანთი უფლებამოსილებით გაუგონარ სისასტიკეს იჩენდნენ ეკლესიების, სკოლების, ციხეებისა და გამოსასწორებელი სახლების მიმართ”.დბ 171.3

    სახარების მეშვეობით საფრანგეთში შეიძლებოდა იმ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრა, რომლებმაც საგონებელში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო სამღვდელოება, მეფე და კანონმდებლობა, რომელთაც საბოლოო ჯამში ერი ანარქიამდე და დაღუპვამდე მიიყვანეს. მაგრამ რომის ზეგავლენით, ხალხმა ვერ შეიმეცნა მაცხოვრის ძვირფასი რჩევადარიგებანი უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვის შესახებ. ადამიანები ძალზე შორს იყვნენ იმისგან, რომ სხვების კეთილდღეობისათვის მსხვერპლი გაეღოთ. მდიდართ არავინ ამხელდა ღარიბთა შევიწროებისათვის, ხოლო მონურ მდგომარეობაში მყოფ დამცირებულ ღატაკთ აღარავინ უწვდიდა დახმარების ხელს. სიმდიდრისა და ძალაუფლების ეგოიზმი სულ უფრო საგრძნობი და დესპოტური ხდებოდა. საუკუნეთა განმავლობაში დიდგვაროვანთა სიხარბე და გამფლანგველობა მძიმე ტვირთად აწვებოდა ღარიბღატაკთ. მდიდრები ატყუებდნენ ღარიბებს, ღარიბებს კი სძულდათ მდიდრები.დბ 171.4

    მრავალ პროვინციაში ადგილმამულები დიდგვაროვანთ ეკუთვნოდა, მშრომელები კი მხოლოდ არენდატორები იყვნენ. მათი ცხოვრება დამოკიდებული იყო პატრონთა მოწყალებაზე და ისინიც იძულებული იყვნენ დამორჩილებოდნენ მათ უსამართლო მოთხოვნებს. ეკლესიისა და სახელმწიფოს შენახვის სიმძიმე საზოგადოების საშუალო და დაბალ ფენას აწვებოდა მხრებზე, რომელთაც დიდ გადასახადებს აკისრებდა როგორც სახელმწიფო, ასევე საეკლესიო ხელისუფლება.”წარჩინებულთა სურვილი უმაღლეს კანონს წარმოადგენდა”, გლეხი, შესაძლოა, შიმშილით მომკვდარიყო, მაგრამ მათ ბატონებს სრულებითაც არ ენაღვლებოდათ ეს. ხალხს ყველაფერში მიწის მფლობელთათვის უნდა გაეწია ანგარიში. გლეხთა ცხოვრება - ეს იყო გამუდმებული შრომა და უიმედო გაჭირვება. ყველა მათ საჩივარს (თუკი ვინმე ჩივილს გაბედავდა), ამპარტავნული სიძულვილით უარყოფდნენ. სასამართლო ყოველთვის იცავდა მდიდარს და არა ღარიბს. მოსამართლეები იღებდნენ ქრთამს და არისტოკრატთა ყოველგვარი ახირებული სურვილი კანონის სახეს ღებულობდა ამ საყოველთაო გახრწნილების მორევში. გადასახადის ნახევარიც კი, რომელსაც მთავრები და სასულიერო პირები უბრალო ხალხს ახდევინებდნენ, საეკლესიო და სამეფო ხაზინაში კი არ შედიოდა, არამედ მდიდართა დროსტარებას ხმარდებოდა. მოყვასთა ურიცხვი მძარცველნი თავად არავითარ გადასახადს არ იხდიდნენ და უფლება hქონდათ, წესისა და კანონის მიხედვით, - სახელმწიფოში ნებისმიერი თანამდებობა დაეკავებინათ. პრივილეგირებული ფენა დაახლოებით 150 ათას კაცს ითვლიდა და მათი სურვილის დასაკმაყოფილებლად მილიონობით ადამიანი განწირული იყო ბეჩავი და ღატაკი არსებობისათვის.დბ 172.1

    სამეფო კარი ფუფუნებასა და გარყვნილებაში ცხოვრობდა. მმართველებსა და მოსახლეობას შორის არავითარი ნდობა არ არსებობდა. უმაღლესი ხელისუფლების მიერ ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ხალხი მზაკვრობად და ანგარებად აღიქვამდა. რევოლუციის წინა პერიოდში, 50 წლის განმავლობაში ტახტზე იჯდა ლუდოვიკო XV, რომელიც ამ ავისმომტან პერიოდშიც კი ცნობილი იყო თავისი არასერიოზულობით, უსაქმურობითა და გარყვნილებით. გახრწნილი და სასტიკი არისტოკრატია, გაძარცული, გაუნათლებელი ბრბო, ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი სახელმწიფო, სასოწარკვეთილებამდე მისული ხალხი... არ არის აუცილებელი, იყო წინასწარმეტყველი, რომ ნათლად დაინახო კვანძის მოახლოებული გახსნა. მრჩეველთა ყოველ გაფრთხილებაზე მეფე პასუხობდა:“ეცადეთ, რომ ჩემს სიცოცხლეში ყველაფერი ძველებურად დარჩეს, ჩემი სიკვდილის შემდეგ კი მოხდეს, რაც მოსახდენია”. მეფე ყურად არ იღებდა არანაირ რჩევასა და საუბრებს რეფორმების გატარების შესახებ. იგი ხედავდა ბოროტებას, მაგრამ არც ძალა გააჩნდა და არც გაბედულება, წინ აღდგომოდა მას. მისი არასერიოზული და ეგოისტური პასუხი”ჩემს შემდეგ თუნდაც წყალს წაუღია ყველაფერი”, მშვენივრად განსაზღვრავდა საფრანგეთის მომავალს.დბ 172.2

    აჩაღებდა რა შურსა და ეჭვს მეფეებსა და მმართველ წრეებში, რომი ხელს უწყობდა მათ, მონობაში hყოლოდათ ხალხი, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს სახელმწიფოს დაასუსტებდა და მაშინ მმართველნიც და ხალხიც მისი მონები გახდებოდნენ. რომის შორსმჭვრეტელ სამღვდელოებას კარგად ესმოდა, რომ ადამიანთა დასამონებლად მათი სულების დამონებაა საჭირო, ხოლო მათზე სამუდამო ბატონობის საუკეთესო გზაა - უუნარონი გამხდარიყვნენ თავისუფლების გამოყენებაში. ზნეობრივი გარყვნილება - რომის პოლიტიკის შედეგი - ფიზიკურ ტანჯვაზე ბევრად უფრო მძიმე იყო. ბიბლიის გარეშე დარჩენილი, ფანატიზმის ტყვეობაში მყოფი ხალხი უმეცრების, ცრურწმენის, მანკიერების მორევში იძირებოდა და თვითმმართველობისათვის სრულიად უძლური აღმოჩნდა.დბ 172.3

    მაგრამ თავისი მოღვაწეობის შედეგებმა რომს იმედები არ გაუმართლა. სურდა რა ხალხი თავისი დოგმების ბრმა მორჩილებაში hყოლოდა, რომმა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ადამიანებს საერთოდ წაართვა რწმენა და რევოლუციონერებად აქცია. მათ შეიძულეს კათოლიციზმი, რადგან მას სამღვდელოების ინტრიგებთან აიგივებდნენ, რასაც თავისი ჩაგრული მდგომარეობის მიზეზად თვლიდნენ. ერთადერთი ღმერთი, რომელსაც ისინი სცნობდნენ, რომის ღმერთი იყო და ერთადერთი რელიგია - რომის ეკლესიის მოძღვრება. რომის სიხარბეს და სისასტიკეს ბიბლიური მოძღვრების კანონიერ ნაყოფად მიიჩნევდნენ და ამიტომ უარყვეს იგი.დბ 173.1

    რომმა ხალხს ღმერთის ხასიათი არასწორად წარმოუდგინა და დაამახინჯა მისი მოთხოვნები, რის შედეგადაც ხალხმა ბიბლიაც უარყო და მისი ავტორიც. რომი მოითხოვდა თავისი დოგმების მიმართ ბრმა რწმენას და ამტკიცებდა, რომ ასე ასწავლის წმიდა წერილი. ამის საპასუხოდ ვოლტერმა და მისმა მომხრეებმა უარყვეს ბიბლია და ყველგან უნდობლობისა და ურწმუნოების შხამი გაავრცელეს. რომმა თავისი რკინის ქუსლით მიწას მიასრისა ხალხი და ახლა, დამცირებულმა და გაველურებულმა ადამიანებმა საერთოდ ზურგი აქციეს მას და მონობის ყველა ბორკილი დაამსხვრიეს. ამდენი სიცრუითა და მზაკვრობით გაბოროტებულმა ხალხმა სიცრუესთან ერთად ჭეშმარიტებაც უარყო, და მიიჩნია რა გარყვნილება თავისუფლებად, ამ მანკიერების მონები ხარობდნენ ასეთი ცრუ თავისუფლებით.დბ 173.2

    უშუალოდ რევოლუციის წინა პერიოდში, მეფის დათმობების წყალობით, უბრალო ხალხმა პარლამენტში უფრო მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე მთავრებმა და სამღვდელოებამ, ერთად აღებულმა. ამგვარად, მათ ხელში კი აღმოჩნდა ძალაუფლება, მაგრამ მზად არ იყვნენ, ის ბრძნულად და გონივრულად გამოეყენებინათ. ცდილობდნენ შეეცვალათ არა ის, რასაც ამდენი უბედურება მოhქონდა მათთვის, არამედ საზოგადოების გარდაქმნა იწყეს. ხალხმა მრისხანება თავისი დაუსრულებელი დამცირებისათვის თავს დაატეხა იმათ, ვისაც იგი საკუთარი ტანჯვის მიზეზად თვლიდა. ტირანიის გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ადრინდელმა მონებმა დღეს თავიანთი ბატონების შევიწროება დაიწყეს.დბ 173.3

    გაუბედურებული და სისხლდაცლილი საფრანგეთი იმას იმკიდა, რაც დათესა. რა საშინელი შედეგი მოუტანა მას რომის წინაშე მორჩილებამ! და იმ ადგილას, სადაც საფრანგეთმა რეფორმაციის პირველ დღეებში კათოლიკე მღვდელთა კარნახით”ერეტიკოსისათვის” პირველი კოცონი დაანთო, რევოლუციამ თავისი პირველი გილიოტინა აღმართა. სწორედ იმ ადგილას, სადაც XVI საუკუნეში კოცონზე დაწვეს პირველი მოწამეპროტესტანტები, ორი საუკუნის შემდეგ გილიოტინაზე აიყვანეს რევოლუციის პირველი მსხვერპლი. უარყო რა სახარება, რომელიც მას განკურნებას მოუტანდა, საფრანგეთმა კარი გაუხსნა ურჯულოებასა და ნგრევას. როდესაც სრულად იქნა უარყოფილი უფლის კანონის მოთხოვნები, ნათელი გახდა ადამიანური კანონის უძლურება მათი ვნებების შესაოკებლად და ხალხი ანარქიამ და ქაოსმა მოიცვა. ბიბლიის წინააღმდეგ ომის გამოცხადებამ მსოფლიო ისტორიაში ახალი ფურცელი შეიტანა, რომელიც”ტერორის ბატონობის” სახელწოდებით არის ცნობილი. მშვიდობამ და ბედნიერებამ მიატოვა ადამიანთა გულები და სახლები; არავინ იცოდა, რას მოუტანდა მათ ხვალინდელი დღე. დღეს მოზეიმე, ხვალ შესაძლოა, ეჭვმიტანილთა და მსავრდადებულთა სიაში მოხვედრილიყო. ირგვლივ ძალადობა და გარყვნილება ბატონობდა.დბ 173.4

    მეფე, სამღვდელოება და სამეფო კარი იძულებული გახდნენ, გონებადაბნელებული ხალხის დესპოტიზმს დამორჩილებოდნენ. მეფის დასჯამ კიდევ უფრო გააღვივა შურისძიების ცეცხლი და ისინი, ვინც მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, მალე თავად ავიდნენ ეშაფოტზე.”სიკვდილი!”- ეს განაჩენი ელოდა რევოლუციისადმი მტრულ დამოკიდებულებაში ყველა ეჭვმიტანილს. ციხეები გადატვირთული იყო. იმ პერიოდში საპყრობილეებში ერთდროულად 200 ათასი პატიმარი იმყოფებოდა. ქალაქში შემაძრწუნებელი ამბები ხდებოდა. თვით რევოლუციონერთა შორის მწვავე ბრძოლები იყო გაჩაღებული და საფრანგეთი ადამიანთა ვნებების დასაკმაყოფილებლად აღძრული ომების უზარმაზარ კერად იქცა;”პარიზში აჯანყებას აჯანყება მოსდევდა, მოსახლეობა პარტიებად დაიყო, რომელნიც თითქოსდა, მხოლოდ ერთმანეთის განადგურებას ცდილობდნენ”. ამ საყოველთაო ნგრევას ისიც დაემატა, რომ საფრანგეთი ჩათრეულ იქნა ხანგრძლივ და გამანადგურებელ ომებში ევროპის ძლიერ სახელმწიფოებთან.”ქვეყანა სრულ განადგურებამდე მივიდა. არმია ფულს ითხოვდა, პარიზში ხალხი შიმშილით იხოცებოდა; ყაჩაღთა ბანდები ძარცვავდნენ პროვინციებს და ცივილიზაცია თითქმის სრულად დაღუპა ანარქიამ და აღვირახსნილობამ”.დბ 174.1

    დიახ, ხალხმა კარგად აითვისა სისასტიკის მაგალითები, რომელთაც ასე გულმოდგინედ იძლეოდა რომი. და აი, დადგა შურისგების დღე. ახლა იესო ქრისტეს მოწაფეები აღარ ადიოდნენ ეშაფოტზე და აღარც ციხეებს ავსებდნენ; ისინი ან დიდი ხანია დაიღუპნენ, ან გადასახლებაში იმყოფებოდნენ. შეუბრალებელმა რომმა ახლა იგრძნო მათი სასიკვდილო ძალა, ვისაც თავად წვრთნიდა სისხლისღვრაში.”საშინელი დევნა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ფრანგი სამღვდელოების ძირითად ინსტრუმენტად ითვლებოდა, უჩვეულო, წარმოუდგენელი მძვინვარებით დაუბრუნდა მას. ეშაფოტები მღვდელთა სისხლში იძირებოდა. გალერები და ციხეები, რომლებიც ერთ დროს hუგენოტებით იყო სავსე, ახლა მათ მდევნელთა სამყოფელი გახდა. სკამზე ან ნიჩბებზე მიბმული კათოლიკე მღვდლები ისეთივე ტანჯვასა და წამებას განიცდიდნენ, როგორც ერთ დროს მათ მიერ დევნილი მორჩილი ერეტიკოსები”.დბ 174.2

    დადგა დრო, როდესაც ბარბაროსულმა მართლმსაჯულებამ ბარბაროსული კანონები შემოიღო, რომელთა თანახმადაც ადამიანს არათუ ლოცვა ეკრძალებოდა თავის მეგობართან და ნაცნობთან ერთად, არამედ მისალმებაც კი. კაცი გონს მოსვლას ვერ ასწრებდა, რომ მისი სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. დადგა დრო, როდესაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე ღალატობდნენ ერთმანეთს; დილიდანვე შეუჩერებლივ მუშაობდა გილიოტინა. ციხეები მონათმფლობელთა გემების ტრიუმებს ემსგავსებოდა და წყალსადენი მილებით სენაში ქაფმოგდებული სისხლი ჩადიოდა... პარიზის ქუჩებში ყოველდღიურად ჩამწკრივებული იყო სასიკვდილოდ განწირული ადამიანებით სავსე ფურგონების გრძელი რიგი. უმაღლესი კომიტეტიდან დეპარტამენტში გამოგზავნილი პროკონსულები ისეთი აუწერელი სისასტიკით მოქმედებდნენ, რომ პარიზიც კი გააოცეს. გილიოტინის მჭრელი დანა თავის საქმეს ნელა აკეთებდა და ბევრ ტყვეს ტყვიით უღებდნენ ბოლოს. პატიმრებით დატვირთული ბარჟების ფსკერზე სპეციალურად აკეთებდნენ ნახვრეტებს. ქალაქი ლიონი უდაბნოდ იქცა. არესში პატიმრებს უარი განუცხადეს ისეთ პრივილეგიებზეც კი, როგორიცაა სწრაფი სიკვდილი. სომურიდან ზღვამდე მდინარე ლაურა სავსე იყო ერთმანეთში საშინლად ჩახვეული და გადახლართული გვამებით, რომელთაც თავს ყვავყორნების გუნდები დასტრიალებდა. შეწყალება არ hქონდათ არც ქალებს, არც ბავშვებს. ათასობით ახალგაზრდა ქალი და ქალიშვილი დაიღუპა ამ საშინელი, არაადამიანური რეჟიმის მიერ. დედის მკერდს აგლეჯილ ძუძუმწოვარა ბავშვებს იაკობინელები ხიშტიდან ხიშტზე ისროდნენ მთელ მწყობრში. რაღაც ათი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა.დბ 174.3

    ყველაფერი ისე აღსრულდა, როგორც სატანამ ჩაიფიქრა. ამის მიღწევას იგი მთელი საუკუნეების განმავლობაში ლამობდა. მისი პოლიტიკა - თავიდან ბოლომდე სიცრუეა. მისი მუდმივი მიზანია ხალხისათვის ტანჯვისა და უბედურების მოტანა; უფლის შემოქმედების ნაყოფის გახრწნა, ღვთიური კეთილი ნებისა და სიყვარულის დამახინჯება, და ამით მთელი ზეცისთვის მწუხარების მიყენება. სატანა მეტად ოსტატურად აბრმავებს ადამიანებს, როცა ყველაფერში ღმერთს ადანაშაულებს და არწმუნებს მათ, რომ ყველა უბედურება დედამიწაზე უფლის გეგმის შედეგია. და როდესაც გარყვნილი და გამხეცებული ადამიანები საბოლოოდ თავისუფლდებიან ღმერთისაგან, სატანა უკიდურესი სისასტიკისაკენ უბიძგებს მათ, შემდეგ კი აღვირახსნილი მანკიერება ტირანთა და დიქტატორთა მიერ ცხადდება, როგორც თავისუფლების შედეგი.დბ 175.1

    როდესაც ერთ რომელიღაც სამოსელში გახვეული სიცრუე გამომჟღავნდება, სატანა მას სხვა სამოსში ახვევს და ადამიანიც ისეთივე სიამოვნებით ღებულობს მას, როგორც პირველს. როდესაც ხალხი მიხვდა, რომ პაპიზმისიცრუეა და სატანამ ვეღარ აიძულა იგი, ამ გზით დაერღვია უფლის კანონი, მან სხვა ხერხი იხმარა: ადამიანებს რელიგია სიცრუედ წარმოუდგინა, ბიბლია კიზღაპრად. უარყვეს რა უფლის დადგენილებანი, ადამიანები უსასრულო უწმიდურებაში ჩაიძირნენ.დბ 175.2

    საბედისწერო შეცდომა, რომელმაც ამდენი ტანჯვა მიაყენა საფრანგეთს, მდგომარეობს იმ უდიდესი ჭეშმარიტების უარყოფაში, რომ ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ღმერთის კანონის აღსრულებაშია.”ნეტავი ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე”.”არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის, - ამბობს უფალი”.”ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება” (ეს. 48:18,22; იგავ.1:33).დბ 175.3

    ათეისტები, სკეპტიკოსები და ურჯულოები უარყოფენ ღვთის კანონს და იბრძვიან მის წინააღმდეგ; მაგრამ ყოველივე ამის შედეგი საკმაოდ ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანის კეთილდღეობა - ღვთიურ მცნებათა მორჩილებაშია. ვისაც უფლის წიგნის მიხედვით ცხოვრება არ სურს, მას შეუძლია კარგი გაკვეთილი hპოვოს ხალხთა ისტორიაში.დბ 175.4

    სატანამ კათოლიკური ეკლესიის მეშვეობით ხალხი აიძულა, მიეტოვებინა უფლის გზა, თუმცა გულმოდგინედ მალავდა თავის ჭეშმარიტ მიზანს. მისი მცდელობა ისე კარგად იყო შენიღბული, რომ ხალხი ზნეობრივი დაცემისა და გახრწნილების მთავარ მიზეზად კანონის დარღვევას არ მიიჩნევდა. ღვთის სული ეწინააღმდეგებოდა სატანას და ამიტომ მან თავისი განზრახვის მთლიანად სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. მაგრამ რევოლუციის შედეგად, უფლის კანონი სახალხოდ იქნა აკრძალული ქვეყნის ეროვნული საბჭოს მიერ და ტერორის წლებში მიზეზი და შედეგი ყველასათვის აშკარა გახდა.დბ 175.5

    როდესაც საფრანგეთმა სახალხოდ უარყო ღმერთი და ბიბლია, ბნელი ძალები და უწმიდური სულები ზეიმობდნენ, რადგანაც მიაღწიეს სასურველ მიზანს - მთელი ქვეყანა გათავისუფლდა ღვთის კანონის მოთხოვნებისაგან.”რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას” (ეკლ. 8:11). მაგრამ სამართლიანი და წმიდა კანონის დარღვევას აუცილებლად მოhყვება უბედურება და ნგრევა. თუმცა, ადამიანთა უბედურება მომენტალურად არ იქნა დასჯილი, ისინი მაინც უკვე დაღუპვის უფსკრულისკენ მიექანებოდნენ. საუკუნეთა მანძილზე უდიდესმა განდგომილებამ და დანაშაულმა აავსო შურისგების თასი და ბოლოს, ღმერთისგან განდგომილებმა კარგად დაინახეს, თუ რარიგ საშიშია ღვთის მოთმინების გამოცდა. ბნელი ძალების შემკავებელი ღვთის სული უკვე აღარ ეწინააღმდეგებოდა სატანის დანაშაულებრივ ძალაუფლებას და მან, ვისაც ადამიანთა ტანჯვა ყოველთვის დიდ კმაყოფილებას hგვრიდა, მოქმედების თავისუფლება მიიღო. ცოდვის მსახურებმა მოიმკეს ის, რაც დათესეს, სანამ მთელი ქვეყანა საშინელმა, ენით აუწერელმა დანაშაულმა არ წალეკა. დანგრეული, მიწასთან გასწორებული პროვინციებისა და ქალაქების მცხოვრებთა სასოწარკვეთილებითა და ენით გამოუთქმელი მწუხარებით აღსავსე შეძახილები და კვნესა ზეცას სწვდებოდა. საფრანგეთი თითქოს უდიდესმა მიწისძვრამ შეაზანზარა. რელიგია, მცნებები, საზოგადოებრივი კანონები, ოჯახი, სახელმწიფო, ეკლესია - ყველაფერი აღიგავა უწმიდური ხელით, რომელმაც გათელა უზენაესის კანონი. ჭეშმარიტებას ამბობდა ბრძენი:“უკეთური თავისი უკეთურებით დაეცემა”.”ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ ჩაიდინოს ბოროტი საქმე, მიეტევება; მე ისიც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა; არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ” (იგავ.11:5; ეკლ.8:12,13). რადგან”არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება, იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან” (იგავ.1:30,31). დბ 175.6

    `უფსკრულიდან ამოსულ” ბნელ ძალთა მიერ დამარცხებული უფლის ერთგული მოწმენი დიდხანს როდი დუმდნენ.”სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ; დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა” (გამოცხ. 11:11). 1793 წელს საფრანგეთის ეროვნული კრების მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი, რომელიც კრძალავდა ქრისტიანულ რელიგიას და ბიბლიას. მაგრამ სამნახევარი წლის შემდეგ იმავე კრებამ დაუბრუნა თავისუფლება ღვთის სიტყვას. მთელმა მსოფლიომ დაინახა წმიდა წერილის უარყოფის საშინელი შედეგი და ხალხმაც აღიარა უზენაესისადმი რწმენა და აუცილებლობა მისი სიტყვისა, როგორც ზნეობისა და სათნოების საფუძველისა. უფალი ამბობს:“ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე! (ეს. 37:23).”ამიტომ, აhა, ჭკუას ვასწავლი მათ ამჯერად: დავანახვებ ჩემს მკლავსა და ძლიერებას, და ეცოდინებათ, რომ უფალია ჩემი სახელი” (იერ. 16:21).დბ 176.1

    ორი მოწმის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს:“იყო დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ:“ამოდით აქ”. ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცას, და მათმა მტრებმა დაინახეს ისინი” (გამოცხ.11:12). საფრანგეთმა ომი გამოუცხადა უფლის ორ მოწმეს, მაგრამ ისინი განდიდებულ იქნენ ისე, როგორც არასდროს. 1804 წელს დაარსდა ბრიტანეთისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ბიბლიური საზოგადოება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ასეთივე საზოგადოებებისა და მათი ფილიალების მთელ ევროპაში დაარსებას. 1816 წელიამერიკის ბიბლიური საზოგადოების დაარსების თარიღია. ბრიტანეთის საზოგადოების დაარსებისას ბიბლია გამოცემული და გავრცელებული იქნა 50 ენაზე. მას შემდეგ იგი მსოფლიოს ასობით ენაზე და დიალექტზე ითარგმნა.დბ 176.2

    1792 წლამდე, 50 წლის განმავლობაში - მეტად მცირე ყურადღება ექცეოდა უცხოეთის მისიებს. არ დაარსებულა არც ერთი ახალი საზოგადოება და წარმართთა ქვეყნებში ქრისტიანობის გასავრცელებლად მხოლოდ სულ რამდენიმე ეკლესია მოქმედებდა აქაიქ. მაგრამ XVIII საუკუნის მიწურულს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. რაციონალიზმი უკვე აღარ აკმაყოფილებდა ხალხს, ისინი გრძნობდნენ ღვთიური გამოცხადების პრაქტიკული, ცოცხალი რელიგიის აუცილებლობას. ამ დროიდან უცხოეთის მისიათა მოღვაწეობამ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია.დბ 176.3

    ბეჭდვითი საქმის განვითარებამ ნაყოფიერად იმოქმედა ბიბლიის გავრცელებაზე. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის საშუალებათა გაუმჯობესებამ, ადრინდელი ცრუმორწმუნეობისა და ნაციონალიზმის გადალახვამ, რომის პაპის სახელმწიფოზე ზეგავლენის დაკარგვამ გზა გაუხსნა ღვთის სიტყვას. ახლა უკვე ბიბლია თავისუფლად იყიდებოდა რომის ქუჩებში; მან დედამიწის ყველა კუთხეში შეაღწია.დბ 177.1

    ურწმუნო ვოლტერმა ერთხელ ტრაბახით განაცხადა:“მე დავიღალე ხალხის მოსმენით, რომელიც ამტკიცებს, რომ 12 ადამიანმა დააარსა ქრისტიანული რელიგია. მე დავამტკიცებ, რომ ერთი ადამიანიც საკმარისია მის მოსასპობად”. მისი სიკვდილის დღიდან მრავალი წელი გავიდა... მილიონობით ადამიანი შეუერთდა ბიბლიის წინააღმდეგ მებრძოლთ, მაგრამ რა უძლეველია ეს წიგნი, მისი მოსპობა შეუძლებელია! თუკი ვოლტერის პერიოდში ბიბლიის ასამდე ეგპემპლარი არსებობდა, ახლა მისი რიცხვი ასობით ათასს აღემატება. ერთერთმა პირველმა რეფორმატორმა ქრისტიანული ეკლესიის შესახებ თქვა:“ბიბლია - ეს არის გრდემლი, რომელზედაც ბევრი ჩაქუჩი გაიცვითა”. უფალი ამბობს:“ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენ წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ” (ეს. 54:17).დბ 177.2

    `ჩვენი ღვთის სიტყვა დგას საუკუნოდ”.”მის ხელთა საქმენი - ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი” (ეს. 40:8; ფს.110:7). ყველაფერი, რაც ადამიანურ ავტორიტეტზეა აგებული, დაინგრევა. მაგრამ ის, რაც ღვთის უცვლელი სიტყვის კლდეზე შენდება, მარად იცოცხლებს.დბ 177.3