Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 27 - გამოღვიძება ჩვენს დღეებში

    ღვთის სიტყვას, სადაც კი მთელი თავისი ჭეშმარიტებით იქადაგებოდა, ყველგან მოhქონდა ნაყოფი, რომელიც მის ღვთიურ წარმოშობაზე მოწმობდა. ღვთის სული ხელმძღვანელობდა უფლის მსახურთა მუშაობას და მათ სიტყვას დიდი ძალა hქონდა. ცოდვილნი იღვიძებდნენ. “ნათელი... რომელიც ანათლებს ამ ქვეყნად მოსულ ყოველ ადამიანს”, სულის იდუმალ სიღრმეებს უნათებდა მას და”ყოველი დაფარული ცხადი ხდებოდა”. ღრმა მონანიების გრძნობა ეუფლებოდა ადამიანთა გონებასა და გულს. მათ ცხოვრებაში შედიოდა მცნებები: ცოდვა, სიმართლე და მომავალი განკითხვა. მათ თანდათანობით იწყეს უფლის სიმართლის შეცნობა და თავზარს სცემდათ იმის გაფიქრებაც კი, რომ თავიანთი ცოდვებითა და უწმიდურებით წარდგებიან გულთამხილველის წინაშე. და სულიერ ტანჯვებში მყოფნი, ღაღადებდნენ:“ვინ გამანთავისუფლებს ამ ხრწნადი სხეულისაგან?” მათ წინაშე სრულად იშლებოდა გოლგოთას დიდება ადამიანთა ცოდვების გამო გაღებული უსაზღვრო მსხვერპლით და გასაგები ხდებოდა: მხოლოდ ქრისტეს დამსახურებით შეიძლება ადამიანთა ურჯულოების მიტევება და მათი უფალთან შერიგება. რწმენითა და მორჩილებით ღებულობდნენ ადამიანები ღვთის კრავს, რომელმაც იტვირთა წუთისოფლის ცოდვები. და ქრისტეს სისხლით მათ მიიღეს”ცოდვებისაგან გათავისუფლება”.დბ 287.1

    ამ სულებმა”მონანიების ღირსეული ნაყოფი” გამოიღეს; ირწმუნეს, ნათელ იღეს და აღდგნენ ახალი ცხოვრებისათვის, როგორც ახალი ქმნილება ქრისტე იესოში, რათა ძველი სურვილები დავიწყებისათვის მიეცათ, უფლის ძის რწმენით მის კვალს გაhყოლოდნენ და მისი ხასიათისა და მისებრ ღვთიური სიწმიდისათვის მიეღწიათ. ახლა მათ შეიყვარეს ის, რაც ადრე სძულდათ. ჭირვეულნი და თავის თავში დარწმუნებულნი - თავმდაბალ და მორჩილ ადამიანებად იქცნენ; უზნეონიღვთისმოსავებად; ლოთები გამოფხიზლდნენ, მეძავები სათნოებით შეიმოსნენ და ამქვეყნიური ვნებები მიტოვეს. უფლის შემცნობთათვის მთავარი იყო არა”მშვენება... თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებში ან ჩაცმულობაში”,“არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე” (1პეტ. 3:3-4).დბ 288.1

    დადგა გამოფხიზლების ჟამი, რამაც ადამიანები საკუთარ გულში ჩაახედა და მორჩილება ჩაუსახა. ყველაზე საზეიმო და სერიოზული მოწოდებები მიმართული იყო ცოდვილებისადმი, ვისთვისაც ქრისტემ თავისი სისხლი დაღვარა. მამაკაცები და ქალები აღავლენდნენ ლოცვებს და მადლობას სწირავდნენ უფალს სულთა გადარჩენისათვის. ამ უდიდესი გამოფხიზლების შედეგები კარგად მოჩანდა ადამიანთა სულებში, რომელნიც მზად იყვნენ თავგანწირვისათვის, ბედნიერებად მიიჩნევდნენ ქრისტეს სახელისათვის ტანჯვასა და გმობას. ყველასთვის ცხადი იყო მათ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, ვინც ქრისტე აღიარა. ეს ადამიანები მეტად დადებით ზეგავლენას ახდენდნენ საზოგადოებაზე. ისინი აგროვებდნენ ქრისტესთან ერთად და თესდნენ სულით, რათა მოემკათ მარადიული სიცოცხლის ნაყოფი.დბ 288.2

    მათ შესახებ შეიძლებოდა გეთქვათ:“თქვენ... დანაღვლიანდით მოსანანიებლად”.”რადგან დანაღვლიანდით ღვთის გულისათვის; ვინაიდან ღვთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს სახსნელად, ხოლო წუთისოფლის ნაღველი სიკვდილს წარმოშობს. ვინაიდან იმან, ღვთის გულისთვის რომ დანაღვლიანდით, დახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი მობოდიშება, როგორი გულისწყრომა ცოდვაზე, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი შურისგება! და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში” (2კორ. 7:9-11).დბ 288.3

    ეს ღვთის სულის ზემოქმედების შედეგი იყო. ყველა ეს ცვლილება სრულ მონანიებაზე მეტყველებს. თუკი ცოდვილი შეასრულებს თავის დადებულ აღთქმას, დააბრუნებს მოპარულს, აღიარებს თავის დანაშაულს და შეიყვარებს მოყვასსა და ღმერთს, მაშინ შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთს შეურიგდა. ასეთი იყო რელიგიური გამოფხიზლების შედეგები წარსულში. ამ შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი უფლისგან იყო წინასწარ განზრახული ადამიანთა გადარჩენისა და კაცობრიობის მოდგმის ამაღლებისათვის.დბ 288.4

    მაგრამ ასეთი გამოღვიძების მსგავსი სხვა მრავალი მოძრაობა, რასაც ადგილი აქვს ჩვენს დღეებში, მკვეთრად განსხვავდება იმ ღვთიური მადლის გამოვლინებისაგან, რომელიც უხვად ეძღვნებოდა ღვთის მორჩილთა მსახურებას. მართალია, ხალხის ინტერესი ფართოვდება, მრავალი იმედით შესცქერის ღმერთს და ეკლესიებიც იზრდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების დონე იზრდება. სინათლე ელვასავით გაკრთება სულ ცოტა ხნით, შემდეგ კი ქრება და წყვდიადიც უფრო პირქუში ხდება.დბ 289.1

    ძალიან ხშირად რელიგიური გამოღვიძება სიახლისა და იდუმალებისაკენ ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებას ეყრდნობა და ემოციებსა და წარმოდგენებზეა დაფუძნებული. ამ გზით მოქცეულ ადამიანებს არა აქვთ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლის სურვილი და არ აინტერესებთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მოწმობანი. თუკი ღვთისმსახურებაში არ არის რაიმე სენსაციური, ისინი არ უსმენენ მას. სახარება, რომელიც მოუხმობს არა ვნებებით დაბურულ, არამედ საღი გონებისაკენ, მათში გამოხმაურებას ვერ hპოვებს. და ღვთის სიტყვის ნათელი გაფრთხილებანი, რომელნიც მათ მარადიულ ინტერესებს გამოხატავს, უგულვებელყოფილი რჩება.დბ 289.2

    ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში მთავარია ღმერთთან და ზეცასთან ურთიერთობა. მაგრამ დღეს სად არის პოპულარულ ეკლესიებში უფლისადმი ჭეშმარიტი მსახურების სული? მოქცეულთ არ მიუტოვებიათ თავიანთი სიამაყე და წუთისოფლის სიყვარული. მოქცევის შემდეგაც კი არ ცდილობენ უარყონ საკუთარი”მე”, აიღონ თავისი ჯვარი და გაhყვნენ თავმდაბალ და სათნო იესოს. რელიგია დაცინვისა და იუმორის საგანი გახდა ურჯულოთა და სკეპტიკოსთათვის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება მრავალი ადამიანისა, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებს, ძალიან შორს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული პრინციპებისაგან. მრავალ ეკლესიაში ძალზე ძნელია ღვთისმოსაობის აღმოჩენა. მხიარული და გასართობი სეირნობები, საეკლესიო წარმოდგენები, თამაშები, მდიდრული სახლები, საკუთარი გამოფენები - ყოველივე ამან ჩაახშო უფლისადმი ინტერესი და მასზე მსჯელობის სურვილი. ადამიანები იმდენად გადატვირთული არიან ამქვეყნიური საქმეებითა და საზრუნავით, რომ საუკუნო სიცოცხლე მათ არარაობად, არასაჭიროდ და წვრილმანად ეჩვენებათ.დბ 289.3

    მიუხედავად რწმენისა და ღვთისმოსაობის საყოველთაო დაცემისა, ამ ეკლესიებში მაინც არიან ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები. უფლის მიერ დედამიწის საბოლოო განაჩენის გამოტანის წინა პერიოდში ღვთის შვილთა შორის მოხდება ღვთისმოსაობისა და სიწმიდის ისეთი აღორძინება, როგორსაც ადგილი არ hქონია მოციქულთა დღეების შემდგომ. უფლის შვილები სულიწმიდის ძალით აღივსებიან. მაშინ ეკლესიები, სადაც უფლისა და მისი სიტყვისადმი სიყვარულმა გამოდევნა ამქვეყნიურობისადმი ლტოლვა, დაიცლება. მრავალი ღვთისმსახური და უბრალო ადამიანი დიდი სიხარულით მიიღებს იმ უმაღლეს ჭეშმარიტებას, რომელიც იმ პერიოდში უფლის ნებით ექადაგება წუთისოფელს, რათა ხალხი მოამზადოს უფლის მეორედ მოსვლისათვის. მაგრამ ადამიანის სულის მტერი მთელი თავისი ძალით ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ სამუშაოს. იგი შეეცდება, შეაჩეროს ეს მოძრაობა და მისი ჭეშმარიტება თავისი სიცრუით შეცვალოს. იმ ეკლესიებში, რომელთა ცდუნებასაც შეძლებს, იგი ხალხს შთააგონებს, რომ უფლის განსაკუთრებული კურთხევა უკვე მიეცა ადამიანებს და მათაც ეგონებათ, რომ იწყება უდიდესი რელიგიური გამოღვიძება. ბევრი სიხარულით აღივსება უფლის ძალის ამ საოცარი ზემოქმედების გამო იმ დროს, როდესაც ამ ყველაფერს სულ სხვა სული აღასრულებს. ღვთისმოსაობის იერით შენიღბული სატანა შეეცდება მთელ ქრისტიანულ სამყაროზე თავისი გავლენის გავრცელებას.დბ 289.4

    ამ ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ბევრ რელიგიურ მოძრაობაში მეტნაკლებად შეიმჩნევა იმ ძალის მოქმედება, რომელიც მომავალში უფრო დიდი მოძრაობებით იჩენს თავს. აშკარაა, რომ ადამიანთა გრძნობები აფორიაქებულია, ჭეშმარიტება სიცრუეშია არეული, რასაც მრავალი შეცდომაში შეhყავს. მაგრამ ამ სიყალბის თავიდან აცილება შესაძლებელია. ღვთის სიტყვის მეშვეობით არცთუ ისე ძნელია ამ მოძრაობის სულის განსაზღვრა. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფლის კურთხევა არ არის იქ, სადაც უგულვებელყოფილია ბიბლიური მოწმობანი, სულის გამომცდელი ჭეშმარიტებანი, რაც ადამიანებისაგან თავდადებასა და ამქვეყნიური სიამტკბილობის უარყოფას მოითხოვს. და თვით უფალ იესოს მიერ ნათქვამი სიტყვების თანახმად:“მათი ნაყოფით იცნობთ მათ” (მათ. 7:16), ნათელი ხდება, რომ ეს მოძრაობა უფლის სულისგან არ არის.დბ 290.1

    თავის ჭეშმარიტ სიტყვაში უფალი გაეხსნა ადამიანებს. და ყველასათვის, ვინც ამ ჭეშმარიტებებს ღებულობს, იგი არის ფარი სატანის ყოველგვარი ცდუნებისაგან თავდასაცავად. რელიგიურ სამყაროში ბოროტების გავრცელების მიზეზი - მხოლოდ ამ ჭეშმარიტებათა უგულვებელყოფაა. უფლის მცნებათა არსი და მნიშვნელობა თვალთახედვიდან დაკარგულია. ღვთიური კანონის არსის, მოთხოვნებისა და მისი ურყეობის შესახებ არასწორმა წარმოდგენამ გამოიწვია მცდარი შეხედულებანი ადამიანის მოქცევასა და განწმედაზე, ამას კი ეკლესიაში ღვთისმოსაობის დაცემა მოhყვა. ამით აიხსნება ღვთის სულისა და ძალის არყოფნა თანამედროვე განახლებულ მოძრაობებში.დბ 290.2

    თავისი ღვთისმოსაობით ცნობილი, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანები აღიარებენ ამ ფაქტს და მწარე სინანულს გამოთქვამენ ამის გამო. პროფესორმა ედუარდ პერკმა თანამედროვე რელიგიისადმი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრისას სწორად აღნიშნა:“საშიშროების ერთერთი წყარო იმაში მდგომარეობს, რომ უგულვებელყოფილია ღმერთის კანონის კათედრიდან ქადაგება. ძველ დროში კათედრა სინდისის ხმას წარმოადგენდა. ცნობილი მქადაგებლების გამოსვლები საზეიმო დიდებით იყო აღსავსე იმის გამო, რომ ისინი მიhყვებოდნენ თავიანთი მასწავლებლის მაგალითს და მთავარ ადგილს კანონს, უფლის მცნებებსა და აკრძალვებს უთმობდნენ, რითაც ადამიანებს განუწყვეტლივ ახსენებდნენ ორ უდიდეს პრინციპს, სახელდობრ: კანონი არის ღვთიური სრულყოფილების ანარეკლი, ხოლო ადამიანს, რომელსაც არ უყვარს რჯული, არ უყვარს სახარებაც. ვინაიდან რჯული, სახარების მსგავსად, არის სარკე, რომელიც უფლის ჭეშმარიტ ხასიათს ასახავს. ამის უგულვებელყოფას კი უდიდეს საშიშროებამდე მივყავართ: ცოდვის სიმძიმის, მისი მასშტაბებისა და სხვა თვისებების შეუფასებლობისაკენ. როგორც დიდია მცნებათა სიმართლე, ასევე დიდია ბოროტებაც, მისი დაუცველობიდან გამომდინარე”.დბ 290.3

    ამას კიდევ ერთი საშიშროება ემატება: ღვთის სამართლიანობის შეუფასებლობა. თანამედროვე მქადაგებლები ცდილობენ ღვთიური სამართლიანობა ღვთიური მოწყალებისაგან გამოყონ და მოწყალების, როგორც პრინციპის, ამაღლებისა და განდიდების ნაცვლად, მას უბრალო გრძნობასთან აიგივებენ. თანამედროვე თეოლოგები აცალკევებენ იმას, რაც ღმერთმა გააერთიანა. სინამდვილეში, რას წარმოადგენს უფლის კანონი - სიკეთეს თუ ბოროტებას? ეს სიკეთეა. და თუ ეს ასეა, მაშინ სამართლიანობაც სიკეთე ყოფილა, რადგან იგი კანონის პრინციპთა ასრულების გამოვლინებაა. შეეჩვია რა ღვთიური კანონისა და სამართლიანობის, ადამიანური დაუმორჩილებლობის მასშტაბებისა და ხარისხის შეუფასებლობას, ხალხი ადვილად ეგუება ღვთის მადლის შეუფასებლობასაც, მიცემულს ცოდვებისაგან გასათავისუფლებლად. ამგვარად, ადამიანთა თვალში სახარება უფასურდება და ისინი მზად არიან თვით ბიბლიის უარყოფისთვისაც.დბ 290.4

    მრავალი თეოლოგი ამტკიცებს, რომ ქრისტემ თავისი სიკვდილით გააუქმა კანონი და აქედან გამომდინარე, ადამიანები თავისუფალი არიან მისი მოთხოვნებისაგან. არიან ისეთებიც, რომელნიც გვარწმუნებენ, რომ კანონი - მძიმე ტვირთია და კანონისადმი მორჩილებას უპირისპირებენ სახარების მიერ ბოძებულ თავისუფლებას.დბ 291.1

    მაგრამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დამოკიდებულება ღვთის წმიდა მცნებებისადმი სხვადასხვაგვარია:“ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი” (ფს. 118:45) - ამბობს დავითი. მოციქულმა იაკობმა უკვე ქრისტეს სიკვდილის შემდეგ უწოდა ათ მცნებას”სამეფო რჯული” და”სრულყოფილი რჯული თავისუფლებისა” (იაკ. 2:8; 1:25). და იოანეც, უფლის ჯვარცმიდან 50 წლის შემდეგ ამბობდა იმ კურთხევათა შესახებ, რომელიც უფლის კანონის დამცველთ მიეცემათ,“რათა hქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში” (გამოცხ. 22:14).დბ 291.2

    ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ქრისტემ თავისი სიკვდილით გააუქმა რჯული. თუკი შესაძლებელი იქნებოდა კანონის შეცვლა ან გაუქმება, მაშინ სულაც არ იყო საჭირო ქრისტეს სიკვდილი ადამიანის ცოდვების სასჯელისაგან გათავისუფლებისათვის. ქრისტეს სიკვდილი, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს კანონის გაუქმებასთან, თავად ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელია. უფლის ძე მოვიდა, რადგან”ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და განეთქვა რჯული” (ეს. 42:21). მან თქვა:“არ იფიქროთ, თითქოს რჯულის გასაუქმებლად მოვედი”.”არც ერთი იოტა ანდა ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა” (მათ. 5:17,18). ხოლო თავის დროზე იგი ამბობს:“შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია” (ფს. 39:9).დბ 291.3

    ღმერთის კანონი თავისი არსით მარადიულია და უცვლელი. იგი მისი ავტორის ხასიათისა და ნების გამოვლინებას წარმოადგენს. ღმერთი არის სიყვარული და მისი კანონიც სიყვარულია. მისი ორი უდიდესი პრინციპია - სიყვარული უფლისადმი და სიყვარული ადამიანისადმი.”სიყვარული რჯულის აღსრულებაა” (რომ. 13:10). უფლის ხასიათი - ეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება; მისი კანონის არსიც ეს არის. მეფსალმუნე ამბობს:“შენი რჯული ჭეშმარიტია”,“რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა” (ფს. 118:142,172). პავლე მოციქულიც აცხადებს:“რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი” (რომ. 7:12). კანონი, რომელიც უზენაესის ნებისა და სიბრძნის გამოვლინებაა, ისეთივე მარადიული უნდა იყოს, როგორიც მისი ავტორია.დბ 291.4

    ადამიანის მოქცევა და განწმედა ისე მოქმედებს, რომ ის ურიგდება უფალს და იწყებს ახალ ცხოვრებას მისი კანონის პრინციპების მიხედვით. თავიდან უფალმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად. იგი ცხოვრობდა ბუნებასთან და ღვთის კანონთან სრულ hარმონიაში; სიმართლის პრინციპები მის გულზე იყო აღბეჭდილი. მაგრამ ცოდვამ დააშორა იგი შემოქმედს. და ადამიანში უკვე აღარ დარჩა უფლის ხატება. მისმა გულმა ომი გამოუცხადა ღვთის კანონის პრინციპებს.”ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია” (რომ. 8:7). მაგრამ”ღმერთმა ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე” ადამიანის უფალთან შემორიგებისათვის. ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მეშვეობით ადამიანმა მიიღო თავის შემოქმედთან hარმონიული ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა. მისი გული ღვთიური მადლით უნდა განახლდეს; მან უნდა მიიღოს ახალი, ზეცით ბოძებული სიცოცხლე. სწორედ ამ ცვლილებას ეწოდება ხელახლა შობა, ანუ ზეციდან შობა, რომლის გარეშეც, იესო ქრისტეს თქმით,“ადამიანი ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს”.დბ 291.5

    უფალთან შერიგების პირველი ნაბიჯი - ეს არის ცოდვის შეცნობა.”ცოდვა - ურჯულოებაა”. და”რჯულით შეიცნობა ცოდვა” (1იოან. 3:4; რომ. 3:20). თავისი დანაშაულის შესაცნობად ცოდვილმა თავისი თავი უფლის სიმართლის უდიდესი საზომით უნდა შეამოწმოს. ეს არის სარკე, რომელიც ადამიანს უჩვენებს მართალი ხასიათის სრულყოფილებას და ეხმარება საკუთარი ნაკლის დანახვაში.დბ 292.1

    კანონი ადამიანს თავის ცოდვებზე მიუთითებს, მაგრამ არ ათავისუფლებს მათგან. კანონის შემსრულებელთ აღთქმული აქვთ სიცოცხლე, ხოლო მის დამრღვევთ - სიკვდილი. მხოლოდ ქრისტეს სახარებას შეუძლია ადამიანის გათავისუფლება ცოდვის წყევლისაგან. ადამიანმა უნდა მოინანიოს ღმერთის წინაშე, რომლის კანონიც დაარღვია; უნდა ირწმუნოს ქრისტე და მისი შემრიგებლური მსხვერპლი. ამ გზით იგი ტოვებს თავის ცოდვებს და ღვთიური ბუნების თანაზიარი ხდება. იგი ღვთის შვილია და რადგან უფლის შვილობა მიიღო, ამიტომ შეhღაღადებს:“მამაო ჩვენო!”დბ 292.2

    თავისუფლდება კი იგი ახლა უფლის კანონის მოთხოვნისაგან? პავლე მოციქული ამბობს:“მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს” (რომ. 3:31). იოანე კი აცხადებს:“ვინაიდან ღვთის სასუფეველი ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია” (1იოან. 5:3). ხელახლა შობისას ადამიანის გული უფრო მორჩილი ხდება და იგი მისი მცნებების დაცვას იწყებს. როდესაც ცოდვილ ადამიანში ასეთი დიდი ცვლილებები ხდება, მაშინ იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში, ცოდვიდან - სიწმიდეში, ურჯულოებიდან და ურჩობიდან - მორჩილებასა და ერთგულებაში გადადის. მთავრდება უფლისაგან გაუცხოებული, და იწყება ახალი, უფალთან შემორიგებული, რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ცხოვრება. მაშინ კანონის სიმართლე აღსრულდება მათში,“რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად” (რომ. 8:1). მაშინ ითქმება გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვები:“რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ” (ფს. 118:97).დბ 292.3

    `რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს” (ფს. 18:8). რჯულის გარეშე ადამიანებს ჭეშმარიტი წარმოდგენა არ ექნებოდათ არც ღვთის სიწმიდისა და სიმართლის და არც საკუთარი დანაშაულისა და უკეთურების შესახებ. ადამიანები ვერ შეიცნობდნენ თავიანთ ცოდვილ მდგომარეობას და არც მონანიების საჭიროება ექნებოდათ. და ვინაიდან უფლის კანონის დარღვევის გამო ვერ შეიცნობდნენ თავიანთ სავალალო მდგომარეობას, ვერც ქრისტეს შემრიგებლური სისხლის საჭიროებას დაინახავდნენ. გადარჩენის იმედს არ მოhყოლია მათი გულების განახლება და არც მათი ცხოვრება შეუცვლია. ასეთი ზედაპირული მოქცევა საყოველთაო მოვლენად იქცა. და მრავალნი, რომელთაც არასოდეს hქონიათ ქრისტესთან ახლო ურთიერთობა, შეუერთდნენ ეკლესიას.დბ 292.4

    ღვთიური კანონის უგულვებელყოფის ფაქტებიდან გამომდინარე განწმედისა და სულიერი აღმავლობის ცრუ თეორიები თვალსაჩინო ადგილს იკავებენ დღევანდელ რელიგიურ მოძრაობებში. ეს თეორიები დოქტრინალურად არასწორი და პრაქტიკულ ცხოვრებაში მეტად საშიშია; თვით ის ფაქტი, რომ ასე ადვილად მიიღო იგი ხალხის ფართო მასებმა, მოითხოვს მათთვის წმიდა წერილის აუცილებელ განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით.დბ 293.1

    ჭეშმარიტი განწმედა - ეს არის ბიბლიური სწავლება. პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:“ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას”, და ლოცულობდა, რათა მშვიდობის ღმერთს სრულად განეწმიდა ისინი (1თეს. 4:3; 5:23). ბიბლია ნათლად განმარტავს, თუ რა არის განწმედა და როგორ შეიძლება მიაღწიო მას. მაცხოვარი ასე ავედრებს მამა ღმერთს თავის მოწაფეებს:“განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით, შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა” (იოან. 17:17,19). პავლე მოციქულიც ასწავლიდა, რომ მორწმუნენი სულიწმიდით განწმედილნი უნდა ყოფილიყვნენ (რომ, 15:16). რაში მდგომარეობს სულიწმიდის მსახურება? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა:“როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ იგი ყოველ ჭეშმარიტებაში” (იოან. 16:13). მეფსალმუნეც გვეუბნება:“რჯული არის ჭეშმარიტება”. სიტყვის მეშვეობით სულიწმიდა ადამიანებს უხსნის სიმართლის უდიდეს პრინციპებს, რომელთაც სრულყოფილება hპოვეს მის რჯულში. და რადგანაც რჯული”არის წმიდა, სამართლიანი და კეთილი” და ღვთიურ სრულყოფილებას ასახავს, ამიტომ ამ მცნებათა საფუძველზე ჩამოყალიბებული ხასიათიც მართალი იქნება. იესო ამბობს:“მე დავიცავი მამაჩემის მცნებები”,“რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო” (იოან. 15:10; 8:29). ქრისტეს მიმდევრები მას უნდა ემსგავსონ; ღვთის მადლის მეშვეობით მათი ხასიათი უფლის წმიდა რჯულის პრინციპებთან hარმონიაში უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს არის ბიბლიური განწმედა.დბ 293.2

    ამის მიღწევა მხოლოდ ქრისტეს რწმენით, მისი სულიწმიდის ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი. პავლე მოციქული ამცნობს მორწმუნეთ:“ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად, რადგან ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით” (ფილ. 2:12,13).დბ 293.3

    ცოდვა კვლავ ეცდება ადამიანის ცდუნებას, მაგრამ იგი შეუდრეკელი აღმოჩნდება მასთან მუდმივ ბრძოლაში. სწორედ აქ არის აუცილებელი ქრისტეს დახმარება. ადამიანური სისუსტე ერწყმის ღვთიურ ძალას და რწმენა ღაღადებს:“მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ” (1კორ. 15:57).დბ 293.4

    წერილში გასაგებად არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ განწმედა - ეს არის მუდმივი წინსვლა. როდესაც მოქცეული ცოდვილი მშვიდობას hპოვებს ღმერთთან მისი გამომსყიდველი სისხლის მეშვეობით, სწორედ მაშინ იწყება ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება. ახლა იგი იწყებს სრულყოფილებისაკენ წინსვლას და სულიერ ზრდას”ქრისტეს სრული ასაკის ზომამდე”. პავლე მოციქული გვამცნობს საკუთარი თავის შესახებ:“ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში” (ფილ. 3:13,14). პეტრე მოციქულიც გვამცნობს ბიბლიური განწმედის მიღწევას საფეხურების მიხედვით:“ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ, რათა წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში სათნოება და სათნოებაში - შემეცნება, შემეცნებაშითავშეკავება, თავშეკავებაში - მოთმინება, მოთმინებაში - ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობაში - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობაში - სიყვარული... თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ” (2პეტ. 1:5-10).დბ 293.5

    ისინი, ვისაც აქვს ბიბლიური განწმედის პირადი გამოცდილება, ყველაფერში მორჩილების სულს გამოავლენენ. მოსეს მსგავსად, მათ იხილეს მოწიწების შთამაგონებელი სიწმიდის დიდება და შეიცნეს თავიანთი უღირსობა უზენაესის უმწიკვლო სრულყოფილებისა და სიწმიდის წინაშე.დბ 294.1

    დანიელ წინასწარმეტყველი ჭეშმარიტი განწმედის მაგალითია. მისი ხანგრძლივი სიცოცხლე აღსავსე იყო შემოქმედისადმი კეთილშობილური მსახურებით. იგი ზეცის საყვარელი მსახური იყო. თავისი სიწმიდისა და უმანკოების გამო ქედმაღლობის ნაცვლად, ეს პატივდებული წინასწარმეტყველი თავს ცოდვილი ისრაელის თანატოლად წარმოგვიდგენს და ღმერთს ევედრება, შეიწყალოს თავისი ხალხი.”რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით”.”შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ”. დანიელი პირდაპირ აცხადებს:“ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს”, მოგვიანებით კი, როდესაც მას ხილვის განმარტებისათვის ღვთის ძე გამოეცხადა, დანიელი ამბობს:“სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვერ მოვიკრიბე” (დან. 9:18,15,20; 10:8).დბ 294.2

    ისმინა რა ძლიერ ქარში უფლის ხმა, იობმა წარმოთქვა;”ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში” (იობ. 42:6). როდესაც ესაია წინასწარმეტყველმა იხილა უფლის დიდება და ისმინა ქერუბიმთა შეძახილები:“წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი!” შეhღაღადა:“ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ” (ეს. 6:3,5). მას შემდეგ, რაც პავლე მესამე ცამდე იქნა ატაცებული, სადაც ისმინა ისეთი სიტყვები, რომელთა გადმოცემაც ადამიანურ ენაზე შეუძლებელია, მან თავის თავს”ყველა წმიდას შორის უმცირესი” უწოდა (ეფ. 3:8). ქრისტეს საყვარელი მოწაფე, რომელიც მრავალჯერ ეკვროდა მკერდში თავის უფალს და რომელმაც იხილა მისი დიდება, მკვდარივით დაეცა ანგელოზის ფერხთით (იხ. გამოცხ. 1:17).დბ 294.3

    მათ, ვისაც გოლგოთას ჯვრის ჩრდილი მისწვდა, არასოდეს არ უნდა hქონდეთ თვითკმაყოფილების გრძნობა და არც უნდა იტრაბახონ, რომ უცოდველი არიან. მათ შეგნებული აქვთ, თუ რა დიდი ტანჯვა მიაყენა მათმა ცოდვებმა უფლის ძის გულს და ამის გამო უფრო უნდა დაიმდაბლონ თავი. რაც უფრო ახლო ურთიერთობაშია ადამიანი ქრისტესთან, მით უფრო ნათლად ხედავს თავის უძლურებას, ცოდვილ ბუნებას და მხოლოდ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის დამსახურების იმედით ცოცხლობს.დბ 294.4

    თანამედროვე რელიგიურ სამყაროში მიღებული და მეტად გავრცელებული განწმედის არსი გამსჭვალულია თვითგანდიდებისა და უფლის კანონის უარყოფის სულით. ასეთი თეორიის მომხრენი ასწავლიან, რომ განწმედა ერთჯერადი აქტია, როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთხელ მიღებული რწმენის მეშვეობით აღწევს სრულყოფილ სიწმიდეს.”მთავარია გწამდეთ, - არწმუნებენ ისინი, - და კურთხეული იქნებით”. მათი აზრით, ამ კურთხევების მიღება მათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ. ამავე დროს უარყოფენ უფლის კანონის ავტორიტეტს და ამტკიცებენ, რომ ისინი თავისუფალი არიან უფლის მცნებათა დაცვის აუცილებლობისაგან. მაგრამ შეუძლია თუ არა ადამიანს, გახდეს უფლისათვის სათნო და წმიდა, თუკი იგი უგულვებელყოფს იმ პრინციპებს, რომელშიც გამოსახულია უფლის არსი, ნება და სურვილი?დბ 294.5

    მხოლოდ სურვილმა, რომ ეღიარებინა უფრო ადვილი, უფრო მოსახერხებელი რელიგიური მრწამსი, რომელიც არ მოითხოვს ბრძოლას, თავგანწირვასა და ამქვეყნიურ ფასეულობათა უარყოფას, დაბადა მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანისათვის საკმარისია მხოლოდ რწმენა. ეს მოძღვრება მეტად გავრცელებულია, მაგრამ რას ამბობს ამის შესახებ ღვთის სიტყვა? მოციქული იაკობი აღნიშნავს:“ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? ...შენ კი, ამაო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? განა აბრაამი, მამაჩვენი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისააკს სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. ...თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით” (იაკ. 2:14-24).დბ 295.1

    ღვთის სიტყვა უარყოფს ასეთ ცრუ მოძღვრებას მხოლოდ რწმენის შესახებ, საქმეების გარეშე. რწმენა, რომელიც ითხოვს ზეციურ მადლს და ამავე დროს არ ემორჩილება პირობებს, რომელთა თანახმადაც შეიძლება იგი მოგვეცეს - არ არის რწმენა, არამედ მხოლოდ კადნიერი თვითდაჯერებულობაა; რადგან ჭეშმარიტი რწმენა წმიდა წერილის აღთქმებზეა დაფუძნებული.დბ 295.2

    ნურავინ ცდუნდება - შეუძლებელია ადამიანი გახდეს წმიდა, თუ იგი უფლის ერთ მცნებასაც კი არღვევს. წინასწარგანზრახული ცოდვა აჩუმებს სულიწმიდის მამხილებელ ხმას და ადამიანს ღმერთისაგან აშორებს.”ცოდვა ურჯულოებაა”.”ვერცერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას” (ღმერთს) (1იოან. 3:6). თუმცა იოანე თავის წერილებში ამდენს წერს სიყვარულის შესახებ, მაგრამ იგი უყოყმანოდ ამხილებს მათ, ვისაც თავი წმიდად მოაქვს და ამავე დროს, უფლის კანონს არღვევს.”ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება”,“ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული” (1იოან. 2:4,5). აქ გამოიცდება ყოველი ადამიანის სიყვარული. არ შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის სიწმიდეზე მანამ, სანამ იგი არ გამოიცდება ერთადერთი საზომით როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე - უფლის სიწმიდით. ადამიანები, რომლებიც არ გრძნობენ ზნეობრივი კანონის მოთხოვნების აუცილებლობას, ამცირებენ და აუფასურებენ უფლის მცნებებს, როცა არღვევენ თუნდაც მათ შორის მცირედს და ამას სხვებსაც ასწავლიან. მათ არ უნდა hქონდეთ უფლისაგან კურთხევის მიღების იმედი, და შეიძლება მთელი დამაჯერებლობით ითქვას, რომ მათი პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.დბ 295.3

    ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ უცოდველია, შორს არის სიწმიდისაგან. იგი თავს უცოდველად თვლის, რადგან არ გააჩნია ჭეშმარიტი წარმოდგენა უფლის უსასრულო სიწმიდესა და სიმართლეზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყვნენ უფლის გზაზე მავალი ადამიანები. მას არა აქვს სწორი გაგება იესოს წმიდა და ამაღლებული სიყვარულისა, ცოდვის მანკიერებისა და ვერაგობისა. რაც უფრო დიდია მანძილი ადამიანსა და ქრისტეს შორის, რაც უფრო არასრულყოფილია მისი შემეცნება უფლის ხასიათისა და მისი მოთხოვნების შესახებ, მით უფრო მართალი hგონია მას საკუთარი თავი.დბ 295.4

    განწმედა, რომელზეც საუბარია წმიდა წერილში, მთელ ადამიანურ არსებას ეხება: სულს, სამშვინველსა და ხორცს. პავლე მოციქული სთხოვდა თესალონიკელებს, რომ მათი”სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის” (1თეს. 5:23). და იგი კვლავ მიმართავს მორწმუნეთ:“ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის მოწყალებებით, რომ შესწიროთ თქვენი თავი ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად” (რომ. 12:1). ძველ ისრაელში უფლის სამსხვერპლოდ განკუთვნილი შესაწირავი გულდაგულ მოწმდებოდა. შესაწირავის სხეულზე აღმოჩენილი რაიმე ნაკლი უვარგისს ხდიდა მას მსხვერპლშეწირვისათვის, რადგან უფალი თხოულობდა”უმანკო” მსხვერპლს. სწორედ ამგვარად უნდა წარუდგინონ მორწმუნეებმა უფალს თავიანთი სხეული,“როგორც ცოცხალი, წმიდა და ღვთისთვის სასურველი მსხვერპლი”. ამისათვის ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განწმედაზე. ყოველი მანკიერი თვისება, რომელიც ასუსტებს მის ფიზიკურ და გონებრივ ძალებს, შეუძლებელს ხდის ადამიანის მსახურებას შემოქმედისადმი. და განა უზენაესი დაკმაყოფილდება ჩვენი უმცირესი მსხვერპლის გაღებით, როდესაც შეგვიძლია საუკეთესო შევწიროთ მას? ქრისტემ თქვა:“შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით” და ვისაც ღმერთი უყვარს, ეცდება, მთელი თავისი ცხოვრებით ემსახუროს მას, შეეცდება, მთელი თავისი არსება შეუთანხმოს კანონებს, რომლებიც დაეხმარება უფლის ნების აღსრულებაში. უფლის მოყვარული თავს ნებას არ მისცემს მუცლის ამოყორვით ან სხვადასხვა ვნებებით დაამციროს და გააუწმიდუროს მსხვერპლი, რომელიც მან ზეციერ მამას უნდა შესწიროს.დბ 295.5

    პეტრე მოციქული ამბობს:“შეგაგონებთ... განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან” (1პეტ. 2:11). მაცდურ სურვილთა ყოველგვარი დაკმაყოფილება ამცირებს სულიერ და გონებრივ შესაძლებლობებს. და ასეთი ადამიანის გულზე ღვთის სიტყვა ან სულიწმიდა სუსტ ზეგავლენას ახდენს. პავლე მოციქული კორინთელებს მიმართავს:“განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე” (2კორ. 7:1), რათა გქონდეთ სულის ნაყოფი:“სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება” (გალ. 5:22,23).დბ 296.1

    ამ შთამაგონებელი სიტყვების უგულვებელყოფით მრავალი ქრისტიანი ვნებს თავის ჯანმრთელობას მომხვეჭელობის ან მოდის დევნაში; მრავალი აუწმიდურებს თავის თავში უფლის ხატებას გაუმაძღრობით, ლოთობით ან სხვადასხვაგვარი უღირსი დროსტარებით. და ამ მანკიერებათა გაკიცხვის ნაცვლად ეკლესია ხშირად ხელს უწყობს ამ ბოროტებათა აღზევებას, ანგარებისა და უწმიდურებისაკენ სწრაფვას თავისი ხაზინის ასავსებად, რომლის ავსება არ შეუძლია ქრისტეს სიყვარულით, რადგან მასში ეს სიყვარული მეტად სუსტია. თანამედროვე ეკლესიაში იესო რომ შესულიყო, მასში დაინახავდა დღესასწაულებისა და უწმიდურების ქაოსს, რომელიც რელიგიის სახელს ატარებს. და განა არ გაყრიდა ამ უწმიდურთ ეკლესიიდან ისევე, როგორც ძველი ეკლესიიდან - ფულის გადამცვლელები გაყარა?დბ 296.2

    იაკობ მოციქული ამბობს, რომ”ზემოდან მოცემული სიბრძნე”, უპირველეს ყოვლისა, წმიდაა. და იგი რომ შეხვედროდა”ქრისტიანს”, რომელიც იესოს სახელს თამბაქოთი გაუწმიდურებული ბაგეებით წარმოთქვამდა, თავადაც ამ hაერის მომწამვლელი სუნით იქნებოდა გაჟღენთილი და ხალხსაც აიძულებდა ამ შხამით ესუნთქათ, განა მოციქული არ გაკიცხავდა წმიდა სახარების საწინააღმდეგო ასეთ თვისებებს და არ შეაფასებდა მას, როგორც”ამქვეყნიურს, მანკიერსა და სატანურს?” თამბაქოს მონებს hგონიათ, რომ ზეცით კურთხეულნი არიან და ზეციურ სასუფეველში მოხვედრის იმედი აქვთ, მაგრამ ღვთის სიტყვა ნათლად და გასაგებად ამბობს, რომ ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური” (გამოცხ. 21:27).დბ 296.3

    `ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისანი არიან” (1კორ. 6:17,29). ის, ვისი სხეულიც სულიწმიდის ტაძარია, არ დაემონება ამ დამღუპველ თვისებებს და მთელ ძალას ქრისტეს სამსახურს მოახმარს, იმ უფლის სამსახურს, რომელმაც იგი თავისი სისხლით გამოისყიდა. ყველაფერი, რაც მისია, უფალსაც ეკუთვნის. განა იგი უდანაშაულო იქნება, თუკი მასზე მინდობილ კაპიტალს გაფლანგავს? ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან, ყოველწლიურად დიდ თანხებს ხარჯავენ უსარგებლო და დამღუპველ გართობებში იმ დროს, როდესაც სულებს იღუპავენ სიცოცხლის სიტყვის მოსმენის გარეშე. ისინი მეტ დროს უთმობენ თავიანთი მანკიერი სურვილების ასრულებას, ვიდრე ღარიბთა დახმარებასა და სახარების გავრცელებას, რითაც ატყუებენ ღმერთს მეათედში და შესაწირავებში. ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევარს უწოდებენ, ჭეშმარიტად განწმედილნი რომ იყვნენ, არ მოახმარდნენ თავის ქონებას უსარგებლო და მავნე საქმეს, არამედ უფლის საგანძურში მიიტანდნენ მას. თავშეკავების, თავდადებისა და თვითშეწირვის რა დიდებულ მაგალითს უჩვენებდნენ ხალხთა მასებს ასეთი ქრისტიანები! მაშინ ისინი ამ წუთისოფლის ნათელი იქნებოდნენ.დბ 297.1

    დღეს მთელი მსოფლიო მიილტვის ამქვეყნიური სიამოვნებისა და გართობისაკენ.”ხორციელი გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა!” - აი, რა ძალები ბატონობს ადამიანებზე დღეს. მაგრამ ქრისტეს მიმდევართ უფალი მოუწოდებს”გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან”. ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის თანახმად, სრული უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ განწმედა არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი მანამ, სანამ ადამიანი თავის ცოდვიან თვისებებს და ამქვეყნიურ სიამოვნებას არ მიატოვებს.დბ 297.2

    მათ, ვინც შემოთავაზებულ პირობას დაეთანხმება და გამოერიდება მას,“რათა არ ეზიაროს მის ცოდვებს და არ მიიღოს მისი წყლულებისაგან”, მიცემული აქვთ ღვთის აღთქმა:“გამოდით მათგან და გამოეყავით! უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა, და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი” (2კორ. 6:17,18). ყოველი ქრისტიანი ვალდებულია და აქვს უპირატესობა, იცხოვროს სრული და შინაარსიანი სულიერი ცხოვრებით.”მე ნათელი ვარ წუთისოფლის, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას” (იოან. 8:12).”მართალთა გზა დილის ნათელივითაა; უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე” (იგავ. 4:18). რწმენისა და მორჩილების ყოველი ნაბიჯი აახლოებს სულს სიცოცხლის ნათელთან, რომელშიც”არ არის ბნელი”. სიმართლის მზე ეფინება ღვთის მორჩილთ და მათზე უნდა აისახოს მისი სხივები. როგორც ვარსკვლავები მოწმობენ ზეცაში არსებულ უდიდეს ნათელზე, რომელსაც ისინი ირეკლავენ, ასევე ქრისტიანებმაც უნდა აჩვენონ, რომ მთელ სამყაროზე მეფობს ღმერთი, რომელიც ქებადიდებისა და მიბაძვის ღირსია. მისი სულის საბოძვარი, მისი სიწმიდე და სიმართლე მის მოწაფეებში უნდა გამოჩნდეს.დბ 297.3

    პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ თავის წერილში საუბრობს იმ უხვ კურთხევათა შესახებ, რომელიც ღვთის შვილებს აღუთქვა უფალმა:“ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, როცა ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით; მთელი ძალით გაძლიერებულნი მისი დიდების სიმტკიცისამებრ, ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელობაში, სიხარულით” (კოლ. 1:9-11).დბ 297.4

    ასეთივე სახით მიმართავს იგი ეფესელ ძმებს, რათა მათაც შეიცნონ ქრისტიანული სულის სიმაღლეები. მეტად გასაგები ენით ესაუბრება იგი მათ იმ საოცარი, შესანიშნავი ძალისა და ცოდნის შესახებ, რომლის მფლობელნიც შეიძლება გახდნენ უზენაესის ძენი და ასულნი. მათ მიეცემათ ძალა”თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად”, რათა”ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში”,“ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდნენ, რა არის სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე და შეიცნონ ქრისტეს სიყვარული”. მოციქულის ლოცვა მეტად მღელვარე ხდება, როდესაც ამბობს:“რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით” (ეფ. 3:16,18,19).დბ 298.1

    ამ ტექსტებში ნაჩვენებია სიმაღლეები, რომელთაც მივაღწევთ ჩვენი ზეციერი მამის აღთქმათა რწმენით, თუკი აღვასრულებთ მის ნებას. ქრისტეს დამსახურებანი მიგვაახლოვებს უსასრულო ძალების ტახტთან.”ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?” (რომ. 8:32). მამამ ძეს მისცა მთელი თავისი სული მთელი სიხარულით და ჩვენც ასევე შეგვიძლია დავეუფლოთ მას. იესო ამბობს:“თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს” (ლუკ. 11:13). და”თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ”.”ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს” (იოან. 14:14; 16:24).დბ 298.2

    თუმცა ქრისტიანი მოკრძალებით, თავმდაბლობითა და მორჩილებით უნდა გამოირჩეოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მწუხარე და დათრგუნული იყოს. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ უფლის მოწონება და კურთხევა დავიმსახუროთ. ჩვენს ზეციერ მამას არ სურს, რომ ბნელში ვიყოთ და მუდამ სინდისის ქენჯნა გვაწუხებდეს. ჭეშმარიტი მორჩილება არ ნიშნავს თავდახრილ სიარულსა და საკუთარ ცოდვებზე ურვას; ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ იესოსთან, განვიწმიდოთ და მისი კანონის წინაშე ყოველგვარი სირცხვილისა და სინდისის ქენჯნის გარეშე წარვდგეთ.”ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად” (რომ. 8:1).დბ 298.3

    იესოს მეშვეობით ადამის დაცემული შვილები”ღვთის შვილებად” იქცნენ.”ვინაიდან გამწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს” (ებრ. 2:11). ქრისტიანის ცხოვრება უნდა იყოს რწმენით, გამარჯვებითა და სიხარულით აღსავსე უფალში.”ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს წუთისოფელს. ეს არის ძლევა, წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა” (1იოან. 5:4). რა სამართლიანად ამბობს უფლის მსახური ნეემია:“უფლის სიხარულია თქვენი გაძლერება” (ნეემ, 8:10). პავლე მოციქული ამბობს:“მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ”.”მუდამ ხარობდეთ. ილოცეთ ერთთავად. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში” (ფილ. 4:4; 1თეს. 5:16-18).დბ 298.4

    ასეთია ბიბლიური მოქცევისა და განწმედის ნაყოფი, მაგრამ იგი იშვიათია, რადგან ქრისტიანული სამყარო არ ღებულობს უფლის კანონით გადმოცემულ სამართლის უდიდეს პრინციპებს. ამავე მიზეზის გამო ვხედავთ ღვთის სულის მსახურების ღრმა და ყოვლისმომცველ გამოვლენას, რომელიც თან სდევდა გასულ საუკუნეთა რელიგიური გამოღვიძების მოძრაობებს.დბ 298.5

    მომავლის ჭვრეტითა და ქრისტეზე ფიქრით ჩვენ გარდავიქმნებით. და თუკი ადამიანებს არ სურთ იმ წმიდა მცნების შეცნობა, რომელშიც ღმერთმა გვიჩვენა თავისი ხასიათის სიწმიდე და სრულყოფილება, და მის ნაცვლად ადამიანურ თეორიებსა და მოძღვრებებს სწავლობენ, განა გასაკვირია, რომ ეკლესიაში ასე მცირეა ცოცხალი ღვთისმოსაობა? უფალი ამბობს:“რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ” (იერემ. 2:13).დბ 299.1

    `ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას... არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ დაჭკნება და ყოველივეში რასაც იქმს, წარმატებულია” (ფს. 1:1-3). მხოლოდ მაშინ, როდესაც უფლის კანონი განდიდდება და სათანადო სიმაღლეს მიაღწევს, უფლის რჩეულთა შორის განახლდება თავდაპირველი რწმენა და ღვთისმოსაობა.”ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს იმ გზებზე იარეთ და სულისთვის შვებას hპოვებთ” (იერ. 6:16).დბ 299.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents