Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 12 - რეფორმაცია საფრანგეთში

    შპეიერის პროტესტისა და აუგსბურგის პროცესის შემდეგ, რომელმაც რეფორმაციას გერმანიაში გამარჯვება მოუტანა, დადგა ბრძოლისა და წყვდიადის წლები. შინაური განხეთქილებებითა და გარედან უძლიერეს მტერთა მუდმივი იერიშებით დაუძლურებული პროტესტანტიზმი თითქოს სულს ღაფავდა. ათასობით ადამიანმა სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტებისადმი ერთგულება. გაჩაღდა სამოქალაქო ომი; პროტესტანტულ მოძრაობას უღალატა ერთერთმა მისმა ხელმძღვანელმა და ცნობილი პროტესტანტი მთავრები იმპერატორმა შეიპყრო. მათ, როგორც ტყვეებს, ერთი ქალაქიდან მეორეში აგზავნიდნენ. მაგრამ მოჩვენებითი ტრიუმფის მომენტში იმპერატორმა დამარცხება იგემა. მან დაინახა, რომ ნადავლს ვერ შეინარჩუნებდა და იძულებული გახდა, მოეხსნა აკრძალვები იმ მოძღვრებებზე, რომელთა განადგურებაც მთელი თავისი ცხოვრების მიზნად დაისახა. მან იმპერია დაღუპვის პირას მიიყვანა, დააცარიელა ხაზინა და სიცოცხლეც კი სასწორზე დადო ერესის მოსპობის საქმისათვის. ახლა კი აღმოაჩინა, რომ ამ სისხლისმღვრელი ბრძოლებით არმია განადგურებულია, ხაზინა ცარიელია, მის მრავალ სამფლობელოში მოსალოდნელია აჯანყებები. და ყველაფერი ეს იმ დროს, როდესაც რწმენა, რომლის სისხლში ჩახრჩობაც მას ასე ძლიერ სურდა, სულ უფრო ფართოდ ვრცელდება. კარლოს V უზენაეს ძალას ეომებოდა. ღმერთმა თქვა:“იყოს ნათელი”, - მაგრამ იმპერატორმა წყვდიადი არჩია. მის გეგმებს აღსრულება არ ეწერა. ნაადრევად დაბერებულმა იმპერატორმა უარყო თავისი ტახტი და სიცოცხლე მონასტერში დაასრულა.დბ 126.3

    შვეიცარიაში, ისევე როგორც გერმანიაში, რეფორმაციას შავბნელი დღეები დაუდგა. იმ დროს, როდესაც კანტონები რეფორმატორთა რწმენას ღებულობდნენ, სხვები კვლავ ბრმად ემორჩილებოდნენ რომს. ჭეშმარიტების დამცველთა დევნა საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ცვინგლი და მისი მომხრეები კაპელესთან სისხლსმღვრელ ბრძოლაში დაეცნენ. ამ საშინელი უბედურებით შეძრული ეკოლამპადიუსი მალე გარდაიცვალა. რომი ზეიმობდა. გამარჯვებულმა, მრავალ ოლქში დაიწყო თავისი ბატონობის აღდგენა. მაგრამ მას, ვისი გეგმებიც მარადიული და უცვლელია, არ დავიწყებია თავისი საქმე და თავისი ხალხი. იგი თავისუფლებას უმზადებდა მათ. რეფორმაციის საქმე კვლავ გაგრძელდა და სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა.დბ 127.1

    საფრანგეთში, სადაც ლუთერის სახელი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ჭეშმარიტებამ შემოანათა. ერთერთი პირველთაგანი, რომელმაც ეს ნათელი მიიღო, იყო მხცოვანი ლეფევრი - სწავლული, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, პაპის გულწრფელი და ერთგული მომხრე. ანტიკური ლიტერატურის კვლევისას მისი ყურადღება ბიბლიამ მიიპყრო და იგი უნივერსიტეტში შეიტანა, როგორც სასწავლო საგანი.დბ 127.2

    ლეფევრი წმიდანთა თავგამოდებული თაყვანისმცემელი იყო და საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, მოწამეთა ისტორია დაეწერა. ამ შრომის უდიდესი ნაწილი მას უკვე დაწერილი hქონდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბიბლიამ შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს ამ ნაშრომის დამთავრებაში და მისი შესწავლა დაიწყო. მასში მან ნამდვილად აღმოაჩინა მართალთა ცხოვრების აღწერა, მაგრამ არა იმ წმიდანებისა, რომელნიც რომის კალენდარში იყვნენ შეტანილი. პროფესორს ღვთიურმა ნათელმა გაუნათა გონება. განცვიფრებულმა, უმალვე ზურგი აქცია თავის უწინდელ მიზანს და წმიდა წერილის შესწავლას შეუდგა. და მალე იმ ძვირფას ჭეშმარიტებათა ქადაგება დაიწყო, რომელიც თავად უფალმა გაუხსნა.დბ 127.3

    1512 წელს, ლუთერისა და ცვინგლის რეფორმატორული მოღვაწეობის დაწყებამდე, ლეფევრი წერდა:“ღმერთი მხოლოდ რწმენით გვამართლებს ჩვენ; მხოლოდ მისი მადლით მოცემული სიმართლე გაგვიხსნის გზას ზეციური სასუფევლისაკენ.” გამოსყიდვის საიდუმლოს შესახებ მსჯელობისას იგი აღფრთოვანებული ამბობდა:“ო, ენით გამოუთქმელია ჭეშმარიტების დიდება! უცოდველი განკითხულია, დამნაშავე გამართლებულია; კურთხეული დაწყევლილია, დაწყევლილი კი - კურთხეული; სიცოცხლე კვდება, მკვდარი ცოცხლობს; დიდება ბნელითაა მოცული, შერცხვენილი კი დიდებითაა მოსილი”.დბ 127.4

    და თუმცა იგი ასწავლიდა, რომ ხსნის დიდება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, იქვე აცხადებდა, რომ ღვთის წინაშე მორჩილება ადამიანის მოვალეობაა.”თუკი ქრისტეს ეკლესიას მიეკუთვნები, - ამბობდა იგი, - მაშინ შენ მისი სხეულის ნაწილი ხარ; ხოლო თუკი მისი სხეულის ნაწილი ხარ, შენ ატარებ მისი ღვთიური ბუნების სისავსეს;.. რა კარგი იქნებოდა, ადამიანები რომ ჩაწვდომოდნენ ამ უპირატესობის საიდუმლოს; რამდენად უფრო ამაღლებული და წმიდა იქნებოდა მათი ცხოვრება და რა უდიდესი მზადყოფნით შეაქცევდნენ ზურგს ამ წუთისოფლის დიდებას, რომელიც არარაობაა იმ შინაგან დიდებასთან შედარებით, რომელსაც თვალით ვერ დაინახავ”.დბ 127.5

    ლეფევრის სტუდენტთა შორის აღმოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც უდიდესი ინტერესით უსმენდნენ მას, და მასწავლებლის ხმის სამუდამოდ დადუმების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ქადაგებდნენ ჭეშმარიტებას. ამ მაცნეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა უილიამ ფარელი. ღვთისმოსავ ოჯახში გაზრდილი, იგი ბრმად მიhყვებოდა ეკლესიის ყველა მოძღვრებას. მას პავლე მოციქულთან ერთად შეეძლო ეთქვა:“მე, როგორც ფარისეველი, ვცხოვრობდი ჩვენი სარწმუნოების უჭეშმარიტესი მოძღვრების მიხედვით” (საქ. 26:5). ეს ერთგული კათოლიკე მზად იყო გაენადგურებინა ყველა, ვინც ეკლესიას წინააღმდეგობას გაუბედავდა.”მე კბილებს ვაკრაჭუნებდი, როგორც გააფთრებული მგელი, - თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენებისას ამბობდა იგი, - როცა ვინმე პაპის საწინააღმდეგოს ამბობდა”. თაყვანს სცემდა რა წმიდანებს, იგი ლეფევრთან ერთად დადიოდა პარიზის ყველა ეკლესიაში, საკურთხეველთან ლოცულობდა და შესაწირავი ძღვენი მიhქონდა წმიდა სამარხებთან. მაგრამ ყოველივე ეს მის სულს შვებას ვერ hგვრიდა. ყველა ამ რიტუალის შესრულების შემდგომაც კი მას არ ტოვებდა ცოდვიანობის შეგრძნება. ზეციურ ხმად ჩაესმარეფორმატორის სიტყვები:“გადარჩენა ხდება მხოლოდ მადლით. უდანაშაულო განკითხულია, დამნაშავე - შეწყალებულია. მხოლოდ ქრისტეს ჯვარი აღებს ზეცის კარიბჭეს და ხურავს ჯოჯოხეთის კარს.”დბ 127.6

    ფარელმა სიხარულით მიიღო ჭეშმარიტება. მოიქცა რა პავლე მოციქულის მსგავსად, მან მიატოვა ტრადიციათა სიმძიმე და ღვთის შვილთა თავისუფლება მიიღო.”მტაცებელი მგლის სისხლმოწყურებული გულის ნაცვლად მას უმანკო კრავის ნაზი გული მიეცა, იგი განუდგა პაპს და თავი სრულად მიუძღვნა ქრისტეს.”დბ 128.1

    იმ დროს, როდესაც ლეფევრი ჭეშმარიტების ნათელს სტუდენტთა შორის ავრცელებდა, ქრისტეს სამსახურში დამდგარი ფარელი, რომელიც ისეთივე გულმოდგინებით ემსახურებოდა ღმერთს, როგორც ადრე პაპს, საჯაროდ ქადაგებდა ჭეშმარიტებას. მალე მას შეუერთდა ქალაქ მოს ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიის იერარქიის პატივსაცემი პიროვნება. გამოჩდნენ სხვა მასწავლებლებიც, რომელნიც თავიანთი განსწავლულობისა და ნიჭის გამო დიდი პატივისცემით სარგებლოდნენ. მათი განუწყვეტელი ქადაგების მეშვეობით სახარება გავრცელდა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა შორის, დაწყებული ხელოსნებითა და გლეხებით, დამთავრებული გვირგვინოსანი დიდებულებით. საფრანგეთის იმდროინდელი მეფის ფრანცისკ 1-ის დამ რეფორმატორთა რწმენა მიიღო. თავად მეფე და დედა დედოფალიც კეთილად განეწყვნენ ახალი რელიგიის მიმართ და რეფორმატორებს იმედი მიეცათ, რომ მთელი საფრანგეთი მალე სახარების ჭეშმარიტებას მიიღებდა.დბ 128.2

    მაგრამ მათ იმედებს შესრულება არ ეწერა. ქრისტეს მოწაფეებს განსაცდელი და დევნა ელოდათ. მათთვის განკუთვნილი მშვიდობის პერიოდი საჭირო და აუცილებელი იყო ძალების მოსაკრებად, რათა ღირსეულად დახვედროდნენ ცდუნებებსა და განსაცდელებს. რეფორმაცია წარმატებით ვრცელდებოდა. ქალაქ მოს ეპისკოპოსი მსახურებას განაგრძობდა თავის ეპარქიაში და ჭეშმარიტების ნათელს hფენდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე მოსახლეობას. უმეცარი და მანკიერი მღვდლები გადააყენეს და ისინი ღვთისმოსავი და მცოდნე ადამიანებით შეცვალეს. ეპისკოპოსს ძლიერ სურდა, რომ ქრისტეს სახარება ხალხისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და მალე მისი ეს სურვილი აღსრულდა. ლეფევრმა ითავა ახალი აღთქმის თარგმნა და დაახლოებით იმ დროს, როდესაც ლუთერის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილი ბიბლია ვიტენბერგში გამოიცა, ქალაქ მოში გამოცემული იქნა ახალი აღთქმა ფრანგულ ენაზე. ეპისკოპოსი სახსრებსა და ძალას არ იშურებდა თავის მრევლში მის გასავრცელებლად და მალე ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ თითქმის ყველა გლეხს hქონდა ახალი აღთქმა.დბ 128.3

    როგორც მწყურვალე მგზავრი სიხარულით ეწაფება მაცოცხლებელ წყაროს, ამ ადამიანებმაც ასეთივე სიხარულით მიიღეს ზეციური სახარება. მინდორში თუ სახელოსნოებში მუშაობისას ხალხი მხოლოდ წმიდა წერილის ამ ძვირფას ჭეშმარიტებებზე საუბრობდა. საღამოობით ბევრნი დასათრობად კი აღარ მიდიოდნენ, არამედ რომელიმე სახლში იკრიბებოდნენ, რათა ერთად წაეკითხათ ღვთის სიტყვა. ლოცულობდნენ და ადიდებდნენ უფალს. მალე ამ ხალხში შესამჩნევი გარდაქმნები მოხდა. უბრალო, გაუნათლებელი მშრომელები უფლის მადლის ძალით გაკეთილშობილდნენ. მორჩილნი, მოყვარულნი, ღვთისმოსავნი - ისინი ცოცხალი მოწმენი იყვნენ იმისა, თუ რა სასწაულის მოხდენა შეუძლია სახარებას მისი გულწრფელად მიღების შემთხვევაში.დბ 129.1

    ქალაქ მოში ანთებული სინათლე სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. მოქცეულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. იერარქიის მძვინვარებას ერთხანს აკავებდა მეფე, რომელშიც ბერთა ფანატიზმი ზიზღს იწვევდა, მაგრამ საბოლოოდ, პაპისტებმა მაინც გაიმარჯვეს. დაინთო უამრავი კოცონი. ქალაქ მოს ეპისკოპოსმა, რომელიც იძულებული გახდა, არჩევანი გაეკეთებინა: კოცონი ან განდგომა, ჭეშმარიტებისაგან განდგომა არჩია, მაგრამ მიუხედავად მწყემსის დაცემისა, სამწყსო შეუდრეკელი აღმოჩნდა. ცეცხლის ალში გახვეულმა ბევრმა მორწმუნემ დაამტკიცა თავისი ერთგულება ჭეშმარიტების მიმართ. ამ უბრალო ქრისტიანთა წამების დროს გამოჩენილი სიმამაცე და ერთგულება იყო უფრო დიდი მტკიცება, ხმამაღალი მოწმობა და ქადაგება, ვიდრე მშვიდობიანობის დროს წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა.დბ 129.2

    არა მხოლოდ უბრალო და ღარიბი ადამიანები მოწმობდნენ ქრისტეს თავიანთი ტანჯვაწამებით; დიდებულ სასახლეებშიც აღმოჩნდნენ წარჩინებულნი და დიდგვაროვანნი, ვისთვისაც ჭეშმარიტება ყოველგვარ სიმდიდრეზე, თანამდებობაზე და თვით სიცოცხლეზე ძვირფასიც კი იყო. სამეფო საჭურველში უფრო მეტად ამაღლებული და მტკიცე სული იმალებოდა, ვიდრე ეპისკოპოსის გვირგვინისა და მანტიის ქვეშ. ლუი დე ბერკენი წარჩინებული გვარის წარმომადგენელი იყო. ეს მამაცი და თავაზიანი, მეცნიერებით გატაცებული კეთილშობილი რაინდი გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებითა და მაღალი ზნეობით.”იგი პაპიზმის მგზნებარე მიმდევარი იყო, - წერს ერთ-ერთი მწერალი, - დიდი ყურადღებით უსმენდა მესას და ქადაგებებს და ყველაფერი სძულდა, რაც ლუთერის სახელს უკავშირდებოდა”. მაგრამ სხვა მრავალთა მსგავსად, ბიბლიის წაკითხვისას უფლის ნებით და ძალით, თავისდა გასაოცრად,“მასში იპოვა არა რომის, არამედ ლუთერის დოქტრინები”, რის შედეგადაც მთელი თავისი სიცოცხლე სახარების საქმეს შესწირა.დბ 129.3

    `ერთერთი ყველაზე განათლებული ადამიანი საფრანგეთში”, უშიშარი, მგზნებარე და ბრწყინვალე ორატორი, მეფის კარზე გავლენიანი ახალგაზრდა, მეფის ფავორიტი ბერკენი ყველა ამ მონაცემით დიდ იმედებს იძლეოდა, რომ თავისი სამშობლოს ღირსეული რეფორმატორი გახდებოდა. ბეზა ამბობდა:“ბერკენი მეორე ლუთერი იქნებოდა, ფრანცისკ 1-ის სახით მას რომ მეორე ფრიდრიხ საქსონელი ეპოვა”.”ის ლუთერზე უარესია,” - ყვიროდნენ პაპისტები და მართლაც, იგი მათთვის გერმანელ რეფორმატორზე ბევრად უფრო საშიში იყო. ბერკენი დაადანაშაულეს ერესში და დილეგში ჩააგდეს, მაგრამ მეფემ გაათავისუფლა. ეს ბრძოლა წლობით გრძელდებოდა. რომსა და რეფორმაციას შორის მდგარი ფრანცისკ I დიდხანს აკავებდა რომის მესვეურებს. რომის ხელისუფლებამ სამჯერ ჩააგდო საპრობილეში ბერკენი და სამჯერვე მეფემ გაათავისუფლა იგი. მისი გონიერებითა და კეთილშობილებით დატყვევებული მეფე მუდამ ცდილობდა გადაერჩინა იგი ბოროტი სამღვდელოებისაგან.დბ 129.4

    ბერკენს ხშირად აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ხიფათის შესახებ, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ემუქრებოდა მას საფრანგეთში და დაჟინებით ურჩევდნენ, მიებაძა მათთვის, ვინც თავშესაფარი ნებაყოფლობით გადასახლებაში hპოვა. ფრთხილი, ყველა დროსა და სიტუაციასთან შემგუებელი ერაზმი, რომელსაც, მიუხედავად უმაღლესი განათლებისა, აკლდა ის ზნეობრივი სიდიადე, რომელიც ადამიანებს ჭეშმარიტებისადმი მთელი თავისი ცხოვრებით მსახურებას შთააგონებს, ბერკენს წერდა:“მოითხოვე, რომ ელჩად გაგიშვან რომელიმე ქვეყანაში; ან გერმანიაში წადი სამოგზაუროდ. შენ კარგად იცნობ ბეზას და მისნაირებს. ის ათასთავიანი შხამიანი ურჩხულია. შენი მტრები - ლეგიონია. და შენი საქმეები იესო ქრისტეს საქმეებზე უკეთესიც რომ იყოს, ისინი მაინც არ დაგანებებენ თავს, სანამ ვერაგულად არ მოგიღებენ ბოლოს. ძალიან ნუ მიენდობი მეფის შემწყნარებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში - სახელს ნუ მიტეხ ჩვენს ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.”დბ 130.1

    მოსალოდნელი საშიშროება სულ უფრო იზრდებოდა და მასთან ერთად ძლიერდებოდა ბერკენის სიმამაცე და გულმოდგინება. ერაზმის დიპლომატიური და ეგოისტური რჩევების მიღების ნაცვლად მან გადაწყვიტა უფრო თამამად ემოქმედა: არა მხოლოდ დაეცვა ჭეშმარიტება, არამედ ემხილებინა სიცრუე და შეცდომები. მან ერეტიკოსები უწოდა პაპის ხელისუფალთ. მისი ყველაზე სასტიკი და შეურიგებელი მოწინააღმდეგენი იყვნენ სწავლულები და ბერები ცნობილი პარიზის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტიდან, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი სასულიერო ავტორიტეტით სარგებლობდა. ამ ღვთისმეტყველთა თხზულებებიდან მან 12 დებულება ამოიღო და საჯაროდ გამოაცხადა, რომ”ისინი ბიბლიის საწინააღმდეგონი არიან და შესაბამისად - ერეტიკული” და მეფეს თხოვნით მიმართა, ყოფილიყო მათი დისპუტის მსაჯული.დბ 130.2

    მონარქმა, სურდა რა ეჩვენებინა ამ მოწინააღმდეგე მხარეთა შორის განსხვავება ძალასა და სიბრძნეში და დაეთრგუნა ამაყ ბერთა პატივმოყვარეობა, კათოლიკებისაგან თავის დაცვა ბიბლიის საფუძველზე მოითხოვა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ამით წარმატებას ვერ მიაღწევდნენ: ისინი უკეთესად ფლობდნენ სხვა იარაღსა და საშუალებებს: საპყრობილეს, წამებას და კოცონს. ახლა კი მათი როლები შეიცვალა და ისინიც მიხვდნენ, რომ განწირული არიან და დგანან იმ უფსკრულის პირას, რომელშიც ბერკენის გადაჩეხვა სურდათ.დბ 130.3

    `სწორედ იმ დროს გააუწმიდურეს ქალაქის ერთერთი ქუჩის კუთხეში მდგარი მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკება. ამან მოქალაქეთა დიდი მღელვარება გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მრავალი აღშფოთებული ადამიანი მოვიდა. მეფეც დიდად შეურაცხყოფილი დარჩა ამ ინციდენტის გამო. ბერკენის მტრებს მეტად ხელსაყრელი მომენტი დაუდგათ და მშვენივრად გამოიყენეს კიდეც იგი: მათ განაცხადეს:“აი, ბერკენის სწავლების ნაყოფი. სულ მალე ამ ლუთერანთა შეთქმულების მიერ იგნორირებული იქნება კანონი, რელიგია და მეფის ტახტი”.დბ 130.4

    და ბერკენი კვლავ შეიპყრეს. სწორედ ამ დროს მეფე გასული იყო პარიზიდან და ბერებმა თავისუფლება იგრძნეს. რეფორმატორი გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო ფრანცისკ I მისი ხსნის საშუალება რომ არ მიეცათ, განაჩენის დაუყოვნებლივ სისრულეში მოყვანა გადაწყვიტეს. შუადღისას იგი დასჯის ადგილას მიიყვანეს, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ბევრს ენანებოდა ბერკენი და მწუხარებით აღნიშნავდა, რომ პაპის კლანჭებში საფრანგეთის კიდევ ერთი წარჩინებული გვარის უმამაცესი და უკეთილშობილესი წარმომადგენელი მოხვდა. ადამიანებს სახეზე ეწერათ სიძულვილი, განცვიფრება და მწარე სინანული. მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა მშვიდად და აუღელვებლად. მოწამის ფიქრები შორს იყო მღელვარებისა და მწუხარებისაგან; იგი მხოლოდ უფლის სიახლოვეს გრძნობდა.დბ 130.5

    ბერკენი ვერ ამჩნევდა ვერც იმ ღარიბულ ორთვალას, რომლითაც სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად მიhყავდათ, ვერც ჯალათთა პირქუშ სახეებს და არც იმ საშინელ სიკვდილზე ფიქრობდა, მას რომ ელოდა. ის, ვინც”მკვდარი იყო და გაცოცხლდა”, ვისაც ხელში უჭირავს ჯოჯოხეთისა და სიკვდილის გასაღები, მის გვერდით იყო. ზეციური სიმშვიდე და ნათელი მოhფენოდა ბერკენის სახეს. თავისი დიდებული წარმოშობის შესაბამისად მას”ეცვა ხავერდის მოსასხამი, ალისფერი ატლასის კამზოლი და ოქროსფერი პანტალონები”. დადგა დრო, როდესაც მას თავისი რწმენა უნდა დაემოწმებინა უფლისა და მთელი სამყაროს მბრძანებლის წინაშე და მწუხარების ვერავითარმა ჩრდილმა ვერ დაფარა მისი სიხარული.დბ 131.1

    პროცესია ნელა მიიწევდა წინ ხალხით გადატვირთულ ქუჩებში; ყველას უკვირდა ამ ერთგული მოწმის სიმშვიდე და მისი სახის ზებუნებრივი, საზეიმო გამომეტყველება.”იგი წააგავს ადამიანს, რომელიც ზის ტაძარში და რაღაც წმიდაზე და ამაღლებულზე ფიქრობს”, - ამბობდნენ სასეიროდ მოსული ადამიანები.დბ 131.2

    ავიდა რა კოცონზე, ბერკენს სურდა რამდენიმე სიტყვით მიემართა ხალხისათვის, მაგრამ ბერებმა არ დაუშვეს ის, რისიც ძალიან ეშინოდათ და ყვირილი ატეხეს, ჯარისკაცებმა იარაღის ჟღარუნი დაიწყეს და ბერკენის ხმა ხმაურმა შთანთქა.”დაადუმა რა მომაკვდავი მოწამის უკანასკნელი სიტყვები, პარიზის, ამ კულტურის უდიდესი ცენტრის უმაღლესმა სასულიერო ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1529 წელს სამარცხვინო მაგალითი დაუტოვა საფრანგეთის 1793 წლის მოვლენებს”.დბ 131.3

    ბერკენი მოკვდა. ცნობამ მისი სიკვდილის შესახებ ძალზე დაამწუხრა ყველა, ვინც თანაგრძნობას უწევდა საფრანგეთის რეფორმაციას. მაგრამ იგი ამაოდ არ მომკვდარა.”ჩვენც მზადა ვართ - აცხადებდნენ ჭეშმარიტების მოწმენი, - სიხარულით შევხვდეთ სიკვდილს მარადიულობის მოლოდინში.”დბ 131.4

    დევნის პერიოდში ქალაქ მოში რეფორმატორთა მომხრე მასწავლებლებს აეკრძალათ ქადაგება და მათ უცხო მხარეებს მიაშურეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეფევრი გერმანიაში გაემგზავრა, ფარელი კი აღმოსავლეთ საფრანგეთში თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა ჭეშმარიტების ნათელის გასავრცელებლად. ამ ადგილებში ცნობილი გახდა ქალაქ მოში მომხდარი მოვლენების შესახებ და ფარელის მიერ ასეთი სიმამაცითა და მონდომებით ნაქადაგებმა ჭეშმარიტებამ მრავალი მომხრე hპოვა, მაგრამ სულ მალე, ხელისუფლებამ აიძულა იგი დადუმებულიყო, შემდეგ კი ქალაქიდან გააძევა. ლეგალური მოღვაწეობა შეუძლებელი გახდა და მაშინ მან დაიწყო ქადაგება სოფლებში, შორეულ მხარეებში, დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, სახლიდან სახლში. ხშირად თავს ტყეებსა და გამოქვაბულებს აფარებდა, სადაც ბავშვობაში ხშირად იმალებოდა ხოლმე. ღმერთი უდიდესი გამოცდისათვის ამზადებდა ფარელს.”ჯვარი, დევნა და სატანის ძალისხმევა, - ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, - ამბობდა იგი, - და ეს ჩემს ძალას აღემატებოდა, მაგრამ უფალი, ჩემი ზეციერი მამა მაძლევდა ძალას და მე მჯერა, რომ იგი არასოდეს მიმატოვებს”.დბ 131.5

    როგორც მოციქულთა დღეებში, ახლაც დევნა და მასზე”მოწეული ამბები ემსახურნენ სახარების დიდ წარმატებას” (ფილ. 1:12). პარიზიდან და ქალაქ მოდან გაძევებულნი, ისინი”გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას” (საქ. 8:4). და ამგვარად, ჭეშმარიტების ნათელმა საფრანგეთის შორეულ კუთხეებშიც შეაღწია.დბ 131.6

    უფალი განაგრძობდა ზრუნვას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეხარებინა მისი სიტყვა. პარიზის ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა ერთი მეტად სერიოზული და სიტყვაძვირი ახალგაზრდა. იგი გამოირჩეოდა არა მარტო ძლიერი, შორსმჭვრეტელი გონებით, არამედ თავისი შინაგანი სიწმიდითა და რელიგიური სწრაფვით. უნიკალური ნიჭისა და გულმოდგინების გამო მისით მთელი კოლეჯი ამაყობდა და ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჟან კალვინი რომის ეკლესიის ერთერთი ნიჭიერი და პატივსაცემი მოღვაწე გახდებოდა. მაგრამ ღვთიური სინათლის სხივმა სქოლასტიკისა და ცრურწმენის კედლებშიც შეაღწია, რომელშიც ჟან კალვინი იმყოფებოდა. ახალი მოძღვრება შიშს გვრიდა მას და ეჭვი არასოდეს ეპარებოდა, რომ ერეტიკოსები ნამდვილად იმსახურებდნენ კოცონზე სიკვდილს. მაგრამ სრულიად შემთხვევით, იგი პირისპირ შეეჯახა ერესს და თავისდაუნებურად, იძულებული გახდა, გამოეცადა რომის თეოლოგიის ძალა პროტესტანტულ მოძღვრებასთან მიმართებაში.დბ 132.1

    იმ პერიოდში პარიზში ცხოვრობდა კალვინის ნათესავი, რეფორმაციის ერთერთი მომხრე. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მსჯელობდნენ საკითხებზე, რომელნიც ასე აღელვებდა ქრისტიანობას.”მსოფლიოში არსებობს ორი რელიგიური მიმართულება, - ამბობდა პროტესტანტი ოლივეტანი, - ერთი რელიგია მოიგონეს ადამიანებმა, სადაც ადამიანი ცდილობს ხსნა დაიმსახუროს ცერემონიებისა და კეთილი საქმეების მეშვეობით; მეორე რელიგია - რომელიც ბიბლიაშია მოცემული, ადამიანს ასწავლის, ეძებოს ხსნა მხოლოდ უფლის მადლის თავისუფალი ძღვენით.”დბ 132.2

    “მე არ მსურს რაიმე საერთო მქონდეს შენს ახალ მოძღვრებასთან - წამოიძახა კალვინმა, - იქნებ შენ ფქრობ, რომ მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდები?”დბ 132.3

    თანდათანობით, საკუთარი სურვილის გარეშე, იგი მეტად დააფიქრა ნათესავის სიტყვებმა. თავისი ცოდვილი ცხოვრების შეგრძნება მუდამ თან სდევდა კალვინს. სამართლიანი და მართალი მსაჯულის პირისპირ დარჩენილი, ხედავდა თავის უბადრუკ მდგომარეობას. წმიდანთა მფარველობა, კეთილი საქმეები, საეკლესიო ცერემონიალები - ყველაფერი ეს უძლური იყო სულის სახსნელად. წინ აღარაფერი იყო, მარადიული სასოწარკვეთილებისა და წყვდიადის გარდა. ამაოდ ცდილობდნენ ღვთისმეტყველნი მისი მწუხარების შემსუბუქებას. არც აღსარებამ უშველა და არც ეპიტიმიამ; არაფერს და არავის შეეძლო მისი სულის შემორიგება ღმერთთან.დბ 132.4

    მსგავსი სულიერი ბრძოლის მდგომარეობაში მყოფი კალვინი ერთხელ მოედანზე აღმოჩნდა, სადაც ერთი ერეტიკოსის კოცონზე დაწვის მოწმე გახდა. იგი გაოცებული იყო განწირულის სახის მშვიდი გამომეტყველებით. ასეთი საშინელი სიკვდილის ბორკილებში, ეკლესიისაგან მოკვეთილმა (ეს კი ფიზიკურ ტანჯვაზე უფრო საშინელი იყო) მოწამემ შეინარჩუნა რწმენა და სიმამაცე, რასაც ახალგაზრდა სტუდენტი თავის სასოწარკვეთილებასა და გამოუვალ მდგომარეობას ადარებდა, თუმცა კი მკაცრად ემორჩილებოდა ეკლესიის სწავლებას. მან კარგად იცოდა, რომ ეს ერეტიკოსები თავიანთ რწმენაში წმიდა წერილს ეყრდნობოდნენ და მათი სიხარულის საიდუმლოს ამოსახსნელად ბიბლიის შესწავლა გადაწყვიტა.დბ 132.5

    ბიბლიაში მან ქრისტე იპოვა.”მამაო ჩემო, - ლოცულობდა იგი, - მისმა მსხვერპლმა დააცხრო შენი მრისხანება; მან იტვირთა ჩემი წყევლა, მისმა სიკვდილმა გამომისყიდა მე. ჩვენ საკუთარ უმეცრებაში ვიძირებით, მაგრამ შენ მომიძღვენი შენი სიტყვა, როგორც ჩირაღდანი. შემოდი ჩემს გულში, რათა ყველაფერი შემძულდეს, იესოს გარდა.”დბ 132.6

    კალვინს სასულიერო წოდების მისაღებად ამზადებდნენ. 12 წლის ასაკში იგი კაპელანის თანამდებობაზე დანიშნეს ერთ პატარა ეკლესიაში, სადაც ეპისკოპოსმა ცერემონიალი საეკლესიო წესების მიხედვით ჩაატარა. მას არ მიუღია ხელდასხმის კურთხევა, არც მღვდლის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ჩაეწერა მღვდელთა სიაში და შესაბამის ჯამაგირს იღებდა.დბ 133.1

    ახლა კი, როდესაც იგრძნო, რომ არასოდეს გახდებოდა მღვდელი, დაიწყო სამართლის შესწავლა, მაგრამ მალე ესეც მიატოვა და გადაწყვიტა თავისი ცხოვრება სახარების შესწავლისათვის მიეძღვნა. თუმცა სახარების მქადაგებლის მოღვაწეობა დიდად აშინებდა: იგი ბუნებით მეტად მორიდებული და მორცხვი იყო; მაგრამ ამავე დროს სრულებით გააცნობიერა პასუხისმგებლობა ამ მსახურების მიმართ. მას კვლავინდებურად იზიდავდა მეცნიერება და ბოლოს მეგობრების დაჟინებული რჩევით იგი დათანხმდა.”საოცარია, - ამბობდა იგი, - რომ ასეთი დაბალი ფენის წარმოშობის ადამიანს ასეთი დიდი პატივი ხვდა წილად”.დბ 133.2

    კალვინმა მშვიდად იწყო თავისი შრომა. მისი სიტყვები დედამიწის მაცოცხლებელ ცვარს hგავდა. მალე პარიზი მიატოვა და სახარების ერთგულ პრინცესა მარგარიტას მფარველობით ერთერთ პროვინციულ ქალაქში დასახლდა. კალვინი იმ პერიოდში თავაზიანი და მოკრძალებული მანერების მქონე ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. თავიდან იგი სახლიდან სახლში დადიოდა, ოჯახებში კითხულობდა ბიბლიას და ადამიანებს უხსნიდა ხსნის ჭეშმარიტებას. ისინი კი, თავის მხრივ, ამ ცნობას სხვებს უზიარებდნენ და მალე ახალმა მასწავლებელმა ქალაქის ახლომახლო სოფლებში დაიწყო სიარული. იგი დადიოდა როგორც ციხედარბაზებში, ასევე ღარიბთა ქოხებშიც და მტკიცედ მიიწევდა წინ, აშენებდა რა საძირკველს მომავალი ეკლესიებისათვის, რომელთაც უშიშრად უნდა ეშრომათ ჭეშმარიტების მოწმობისათვის.დბ 133.3

    რამდენიმე თვის შემდეგ იგი პარიზში დაბრუნდა. სწავლულთა შორის უჩვეულო მღელვარება იგრძნობოდა: ანტიკური ენების შესწავლამ ადამიანები ბიბლიამდე მიიყვანა და ისინიც კი, ვინც გულით არ მიიღო ეს ჭეშმარიტებანი, მხურვალედ კამათობდნენ ამ საკითხზე პაპის წარმომადგენლებთან. თუმცა კალვინი პოლემიკაში მეტად ძლიერი იყო, მას უფრო ამაღლებული მისიის შესრულება ელოდა, ვიდრე ამ ხმაურიან სწავლულებს. ადამიანები გამოფხიზლდნენ და ეს მეტად ხელსაყრელი მომენტი იყო მათთვის ჭეშმარიტების გასაცნობად. იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში ღვთისმეტყველთა ხანგრძლივი დისპუტები მიმდინარეობდა, კალვინი დადიოდა სახლიდან სახლში, ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებებს ასწავლიდა და ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ უამბობდა.დბ 133.4

    უფალს სურდა, რომ პარიზს ერთხელ კიდევ გაეგონა ეს კეთილი და ადამიანთა მხსნელი სახარება. მართალია, ლეფევრისა და ფარელის მოწოდებები აქ უარყვეს, მაგრამ უფლის ნება იყო, რომ ამ დიდი ქალაქის ყოველ ბინადარს მოესმინა ეს სახარება. პოლიტიკური მოსაზრების გამო მეფე ჯერ კიდევ არ იყო გადასული რომის მხარეზე რეფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრინცესა მარგარიტას ჯერ კიდევ hქონდა იმედი, რომ პროტესტანტიზმი საფრანგეთში გამარჯვებას მოიპოვებდა და მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რეფორმატორთა რწმენა ექადაგათ პარიზში. ქალაქში მეფის არყოფნის დროს მან ნება დართო პროტენტანტიზმის ხელმძღვანელებსა და ღვთისმსახურთ, ღვთის სიტყვა ქალაქის ტაძრებში ექადაგათ. როცა პაპისტებმა ეს აკრძალეს, პრინცესამ მათ თავისი სასახლე დაუთმო. შენობა შესაბამისად მოამზადეს და გამოაცხადეს, რომ ყოველდღე, განსაზღვრულ დროს, აქ ჩატარდებოდა ღვთისმსახურება, რომელზედაც იწვევდნენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთ. უამრავი ადამიანი მოდიოდა აქ ყოველდღიურად. მათ შორის იყვნენ სახელმწიფო მოღვაწეები, იურისტები, ვაჭრები და ხელოსნები. სასახლის ეკლესიის გარდა, სავსე იყო წინკარიც და დარბაზებიც, აკრძალვის ნაცვლად მეფემ კიდევ ორი სამლოცველოს გახსნა ბრძანა პარიზში. არასოდეს არ hქონია ასეთი ძალა ღვთის სიტყვას ამ ქალაქში. თითქოს ზეციურ სიწმიდეს მოეცვა ხალხი. ლოთობა, გარყვნილება, მტრობა და უსაქმურობა თავდაჭერილობამ, სიწმიდემ, წესრიგმა და შრომისმოყვარეობამ შეცვალა.დბ 133.5

    მაგრამ სამღვდელოება არ თვლემდა. როდესაც მეფემ უარი განაცხადა ეკლესიის დახურვაზე, მათ მთელი ყურადღება ქალაქის მოსახლეობაზე გადაიტანეს; ისინი ძალღონეს არ იშურებდნენ ამ ცრუმორწმუნე და უმეცარ ხალხში ფანატიზმის, ცრურწმენისა და შიშის გასაღვივებლად. ბრმად მიენდო რა ცრუმასწავლებლებს, პარიზმა, როგორც ძველი დროის იერუსალიმმა, ვერ გამოიცნო თავისი დრო და ვერ მიხვდა, რა მოუტანდა მას მშვიდობას. პარიზში ორი წლის განმავლობაში გაისმოდა სახარების ხმა და თუმცა ბევრმა მიიღო, მაგრამ უმრავლესობამ მაინც უარყო იგი. ფრანცისკ I შემწყნარებლობის გამო, რომელსაც განსაზღვრული ჩანაფიქრი hქონდა, პაპისტებმა შეძლეს თავიანთი ადრინდელი ძალაუფლების აღდგენა. კვლავ დაიხურა სამლოცველოები, აიკრძალა ქადაგება და მალე შუა პარიზში ეშაფოტი აღიმართა.დბ 134.1

    კალვინი ჯერ კიდევ პარიზში იყო. იგი სწავლობდა, მსჯელობდა და ლოცულობდა, რითაც მომავალი მსახურებისათვის და ჭეშმარიტების ნათელის გავრცელებისათვის ემზადებოდა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, იგი ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა და ქალაქის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა: კოცონზე დაწვა. ერთხელ კალვინთან, რომელმაც არაფერი იცოდა მოსალოდნელი ხიფათის შესახებ, მისი აღელვებული მეგობრები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ წუთიწუთზე მოვლენ მის დასაპატიმრებლად და მართლაც, ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. წამის დაკარგვაც არ შეიძლებოდა. კალვინის ერთერთი მეგობარი კარის გასაღებად წავიდა, ხოლო სხვებმა იგი ფანჯრიდან გააპარეს და სასწრაფოდ ქალაქგარეთ გაიყვანეს. მან რეფორმაციის გულშემატკივართან, ერთ უბრალო ხელოსანთან hპოვა თავშესაფარი. კალვინმა გადაიცვა სახლის პატრონის ტანსაცმელი, ხელში თოხი დაიჭირა და გზას გაუდგა. იგი მიდიოდა სამხრეთის მიმართულებით მანამ, სანამ პრინცესა მარგარიტას სამფლობელოს არ შეაფარა თავი.დბ 134.2

    აქ იგი რამდენიმე თვეს დარჩა თავის უძლიერეს მეგობართა მფარველობის ქვეშ და კვლავ ღვთის სიტყვის შესწავლას მიhყო ხელი. მაგრამ არ ასვენებდა ფიქრი საფრანგეთში ჭეშმარიტების გავრცელების შესახებ; უმოქმედობა მისთვის შეუძლებელი შეიქნა. როგორც კი პარიზის მღელვარება მიწყნარდა, მან თავისი მოღვაწეობისათვის ასპარეზი მონახა პუატიეში, სადაც არსებობდა უნივერსიტეტი და სადაც ახალ მოძღვრებას კეთილგანწყობით შეხვდნენ. საზოგადოების ყველა ფენა სიხარულით ღებულობდა სახარების ჭეშმარიტებას. კალვინი იქ საჯაროდ არ ქადაგებდა, მაგრამ ხან ქალაქის მერის, ხან თავის სახლში, ხან ქალაქის საზოგადოების თავშეყრის ადგილას, ბაღში, საუკუნო სიცოცხლის სიტყვას აწვდიდა მსურველთ. მოგვიანებით, როდესაც მას მსმენელნი შესამჩნევად შემოემატნენ, გადაწყვიტეს, უფრო უსაფრთხო ადგილას, ქალაქგარეთ შეკრებილიყვნენ. მონახეს ხეებითა და კლდის შვერილებით ოსტატურად შენიღბული გამოქვაბული, სადაც ხალხი პატარპატარა ჯგუფებად, სხვადასხვა გზებით მოდიოდა და ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ამ მყუდრო გამოქვაბულში კითხულობდნენ ბიბლიას და ღებულობდნენ საჭირო ახსნაგანმარტებებს. სწორედ აქ, პირველად საფრანგეთში, პროტესტანტებმა მონაწილეობა მიიღეს უფლის სერობაში. ამ პატარა ეკლესიიდან რამდენიმე ერთგული მქადაგებელი გამოვიდა.დბ 134.3

    და კალვინი ისევ პარიზში დაბრუნდა. მას მაინც hქონდა იმედი, რომ რეფორმაციის იდეებს მთელი საფრანგეთი მიიღებდა. მაგრამ სულ მალე დარწმუნდა, რომ იქ მუშაობის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. სახარების ქადაგება დაუყოვნებლივ ეშაფოტზე ასვლას ნიშნავდა... და მან გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა. დატოვა თუ არა საფრანგეთი, კვლავ ატყდა საშინელი ქარიშხალი პროტესტანტთა წინააღმდეგ და საფრანგეთიდან გასვლა რომ არა, კალვინსაც დაღუპვა ელოდა.დბ 135.1

    ფრანგმა რეფორმატორებმა, რომელთაც სურდათ არ ჩამორჩენოდნენ გერმანიასა და შვეიცარიას, გადაწყვიტეს, გაბედული დარტყმა მიეყენებინათ რომის ცრურელიგიისათვის და მთელი ერი ფეხზე დაეყენებინათ. ერთი ღამის განმავლობაში მთელ საფრანგეთში გააკრეს პლაკატები, რომელნიც მკაცრად აკრიტიკებდნენ მესას. მაგრამ მოსალოდნელი წარმატების ნაცვლად, ეს მოუფიქრებელი ნაბიჯი დამღუპველი აღმოჩნდა არა მარტო მათთვის, ვინც ეს ჩაიფიქრა, არამედ რეფორმაციის ყველა მომხრესათვის მთელ საფრანგეთში. პაპისტებმა მიიღეს ის, რასაც ასე დიდი ხანი ელოდნენ - საბაბი, რომელიც მშვენივრად გამოიყენეს ერეტიკოსთა, როგორც ტახტისა და ეროვნული თანხმობის მოწინააღმდეგე საშიში დამნაშავეების, სრული განადგურებისათვის.დბ 135.2

    ვიღაცის მოუფიქრებელმა ხელმა - რეფორმაციის მეგობარმა თუ ვერაგმა მტერმა - (რაც ბოლომდე გაუგებარი დარჩა) ერთერთი პლაკატი მეფის კაბინეტის კარზე ჩამოhკიდა. მეფე საშინლად აღშფოთდა: ეს ფურცელი საშინელ დარყმას აყენებდა იმ ცრურელიგიას, რომელსაც ასე მოწიწებითა და პატივისცემით ეკიდებოდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში. ამ უმაგალითო თავხედობამ მათი მხრიდან, ვინც გაბედა და სახეში ესროლა მეფეს უხეში და თავხედური სიტყვები, მეფის მძვინვარება გამოიწვია. ერთხანს იგი თითქოს დამუნჯდა, აღშფოთებისაგან ცახცახებდა, შემდეგ კი თავისი რისხვა ამ საშინელ სიტყვებში გადმოანთხია:“დაიჭირონ ლუთერანობაში ყველა ეჭვმიტანილი; მე მათ ყველას გავანადგურებ” - ასეთი იყო საბოლოო გადაწყვეტილება. მეფემ მტკიცედ გადაწყვიტა რომის მხარდაჭერა.დბ 135.3

    სასწრაფოდ იქნა მიღებული ყველა ზომა პარიზში ლუთერანთა დასაპატიმრებლად. პაპისტებმა შეიპყრეს საწყალი ხელოსანი, რეფორმატორთა მომხრე, რომელიც საიდუმლო კრებებზე იწვევდა მორწმუნეებს და სიკვდილის მუქარით აიძულეს პაპის ემისარისათვის ეჩვენებინა მისთვის ცნობილ პროტესტანტთა სახლები. თავიდან ამ უბედურმა სასტიკად უარყო ასეთი სულმდაბლობა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შიშმა ენა ამოადგმევინა და ძმათა მოღალატე გახადა. ჯარისკაცთა, მღვდელთა და ბერთა თანხლებით მორინიმეფის საძიებო პოლიციის აგენტი და ეს უბედური კაცი, თავისი სინდისის გამყიდველი, ნელნელა მიიწევდნენ ქალაქის ქუჩებში. თითქოს ეს პროცესია მოწყობილ იქნა”წმიდა საიდუმლოს” პატივსაცემად, როგორც პროტესტანთა მიერ მესისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამომსყიდველი აქტი. მაგრამ მთელი ეს”წმიდა” აქტი შავბნელ გეგმებს მალავდა. ლუთერანის სახლთან მოახლოებისას მოღალატე ხელით ანიშნებდა და პროცესიაც ჩერდებოდა; მაშინვე შეცვივდებოდნენ ხოლმე მითითებულ სახლში, აპატიმრებდნენ ყველას, ადებდნენ ბორკილებს და საშინელი პროცესია კვლავ განაგრძობდა გზას ახალი მსხვერპლის ძებნაში. ისინი”უყურადღებოდ არ ტოვებდნენ არც ერთ სახლს, შედიოდნენ ყველგან, ღარიბულ ქოხებსა თუ უნივერსიტეტის შენობაში... მთელი ქალაქი შიშმა მოიცვა... ყველგან თავზარდამცემი საშინელება გამეფდა”.დბ 135.4

    შეპყრობილთ წამების შემდეგ სიკვდილით სჯიდნენ. გამოიცა ბრძანება, დაენთოთ პატარა კოცონი, რათა ჯოჯოხეთური აგონია უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ მოწამენი, უჩვეულოდ მშვიდად და მტკიცედ კვდებოდნენ, როგორც გამარჯვებულნი. მათი მდევნელნი, რომელნიც უძლური აღმოჩნდნენ ამ უდრეკი სიმამაცის წინაშე, თავს დამარცხებულად თვლიდნენ.”პარიზის ყოველ უბანში აღმართული იყო ეშაფოტები და ყოველდღე ცეცხლზე იწვოდა ახალახალი მსხვერპლი ადამიანთა შესაშინებლად. მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც სახარების მხარეზე იყო. მთელმა პარიზმა დაინახა, თუ რას წარმოადგენდნენ ახალი მოძღვრების მიმდევარნი. მათი კათედრა იყო კოცონი. ის მშვიდი სიხარული, რომელიც მოწამეთა სახეებს ანათებდა, ცეცხლის ალში გახვეულთა გმირულ სიმამაცეს, მათ ყოვლისმიმტევებელ სიტყვებს არაერთხელ შეუცვლია რისხვა შეწყალებით, სიძულვილი - სიყვარულით და ყოველივე ეს ნათლად მოწმობდა სახარების სასარგებლოდ.”დბ 136.1

    იმისათვის, რომ ხალხის რისხვა არ ჩამცხრალიყო, სამღვდელოება საოცარ, დაუჯერებელ ჭორებს ავრცელებდა პროტესტანტთა შესახებ. მათ ადანაშაულებდნენ კათოლიკეთა წინააღმდეგ სისხლიან შეთქმულებებში, მთავრობის დამხობისა და მეფის მკვლელობის განზრახვაში. მაგრამ მათ ამის არავითარი მტკიცება არ გააჩნდათ. მათი საშინელი წინასწარმეტყველება აღსრულდა, მხოლოდ სულ სხვა გზით: დანაშაულობანი, რომელთაც კათოლიკენი უდანაშაულო პროტესტანტებს სდებდნენ ბრალად, აღსრულდა უფრო მოგვიანებით და თვით პაპისტების მიერ, რომელთა მეშვეობითაც დაიღუპა მეფე, მისი ამალა და ქვეშევრდომნი. არა პროტესტანტულმა მოძღვრებამ, არამეს მისმა განადგურებამ მიიყვანა საფრანგეთი იქამდე, რომ 300 წლის შემდეგ მას საშინელი კატასტროფა დაატყდა თავს.დბ 136.2

    შიშმა, ეჭვმა და უნდობლობამ დაისადგურა საზოგადოების ყველა ფენაში. მაგრამ ამ საერთო მწუხრის ჟამს ნათლად შეიმჩნეოდა ის სასიკეთო ცვლილებებიც, რომელიც ლუთერის მოძღვრებამ მოუტანა მის მიმდევრებს - ისინი გამოირჩეოდნენ უმაღლესი განათლებით, თავდაჭერილობით და საკუთარი თავის ღირსების შეგრძნებით. ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობის ადგილები სახელმწიფოში ვაკანტური აღმოჩნდა. ქალაქიდან გაქრნენ ხელოსნები, მბეჭდავები, სწავლულები, უნივერსიტეტის პროფესორები, მწერლები და სასახლის კარისკაცებიც კი. ათასობით ადამიანმა დატოვა პარიზი, რითაც რეფორმაციის მიმართ თავიანთი ერთგულება დაამტკიცა. პაპისტები გაოგნებული იყვნენ ამ სურათით - ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ პარიზში ამდენი ერეტიკოსი იყო... და უფრო მეტი სისასტიკით ექცეოდნენ მათ, ვინც უკვე შეპყრობილი hყავდათ. ციხეები გადატვირთული იყო, hაერი იმ კოცონთა კვამლის სუნით იყო გაჟღენთილი, რომელზედაც სახარების მოწმეებს წვავდნენ.დბ 136.3

    ფრანცისკ I ამაყობდა იმით, რომ საკუთარ თავს მეცნიერების დიადი აღორძინების მოძრაობის წინამძღვრად თვლიდა, რომელიც მე-16 საუკუნეში დაიწყო. იგი სიამოვნებით იწვევდა სწავლულთ მსოფლიოს ყველა კუთხიდან. რეფორმაციის მიმართ მისი კეთილგანწყობა ნაწილობრივ განათლების სიყვარულითა და ბერთა უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის სიძულვილით აიხსნებოდა. მაგრამ ერესის სრული განადგურების უდიდესი სურვილის გამო მან გამოსცა ბრძანება საფრანგეთში ბეჭდვითი საქმის აკრძალვის შესახებ! ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის იმისა, რომ ინტელექტუალური კულტურა ხშირად არ არის რელიგიის მიმართ შემწყნარებელი და არც ფრანცისკ პირველი იყო გამონაკლისი.დბ 136.4

    თავისი მტკიცე გადაწყვეტილება პროტესტანტიზმის განადგურების შესახებ საფრანგეთს მთლიანად უნდა მოეყვანა სისრულეში. სამღვდელოება მოითხოვდა მესის კრიტიკისათვის მიყენებული შეურაცხყოფის სისხლით გამოსყიდვას და მეფისაგან საჯარო თანხმობას ამ საშინელი საქმის აღსრულებაზე.დბ 137.1

    საშინელი ცერემონია შედგა 1535 წლის 21 იანვარს. ამ დროისათვის სამღვდელოებამ იზრუნა იმაზე, რომ ხალხში დაეთესა შიში და ერშიბრმა სიძულვილი პროტესტანთა მიმართ. პარიზის ქუჩები ხალხით იყო გადაჭედილი. და აი, გამოჩნდა დიდებული პროცესია. ქუჩების განაპირა სახლებზე სამგლოვიარო ქსოვილები იყო გადმოფენილი. ყოველი კარის წინ”წმიდა საიდუმლოს” პატივისცემის აღსანიშნავად ჩირაღდანი ენთო. ცერემონიალის მონაწილენი გათენებამდე შეიკრიბნენ მეფის სასახლესთან.”პროცესიის თავში მოhქონდათ ბაირაღი და სხვადასხვა სამრევლოებიდან გამოტანილი ჯვარცმები; მათ ორ რიგად მოhყვებოდნენ მოქალაქენი ანთებული ჩირაღდნებით ხელში.” უკან მისდევდნენ თავიანთ სამოსელში გახვეული ბერები ოთხი ორდენიდან, შემდეგ კი მიhქონდათ ცნობილ წმიდანთა ნაწილები, რომელთაც უკან მიhყვებოდნენ მეწამულ და ალისფერ საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი, ძვირფასეულობით შემკული კარდინალები.დბ 137.2

    `უკან მიhყვებოდა უამრავი მხედრობა, რომელსაც წინ პარიზის ეპისკოპოსი მიუძღოდა... ოთხ დიდებულს ხელით მიhქონდა ძვირფასი თვლებით შემკული ბალდახინი. მხედრობას უკან მიhყვებოდა მეფე... იმ დღეს მას თავზე არ ედგა გვირგვინი და არც სამეფო ტანსაცმელი ეცვა. თავსაბურავის გარეშე, თავდახრილი, ანთებული სანთლებით ხელში ფრანცისკ I მონანიების მთხოვნელ ცოდვილს უფრო hგავდა, ვიდრე დიდებულ მონარქს. ყოველი საკურთხევლის წინ იგი მორჩილებით იყრიდა მუხლს და მიტევებას ითხოვდა არა საკუთარი მანკიერი სულის და უბრალოთა სისხლის გამო, რომელშიც ხელი hქონდა გასვრილი - არა, იგი მიტევებას ითხოვდა თავის ქვეშევრდომთათვის, რომელთაც მესა შეურაცხყვეს. მას გვერდით ედგა დედოფალი და სახელმწიფო მოხელენი, რომლებიც ასევე ორ რიგად იყვნენ ჩამწკრივებული და ხელში ანთებული ჩირაღდნები ეჭირათ.დბ 137.3

    იმ დღეს ეპისკოპოსის სასახლის დიდ დარბაზში მეფემ სიტყვით მიმართა წარჩინებულთ. მწუხარე სახით გამოვიდა მათ წინაშე და დიდი სინანული გამოთქვა”დანაშაულის, ღვთისმკრეხელობის, სირცხვილისა და ნაღველის გამო”, რომელიც მთელ ერს დაატყდა თავს. შემდეგ მან თავის ერთგულთ მოუწოდა, დახმარებოდნენ ერესის აღმოფხვრაში, რომელიც მთელ საფრანგეთს დაღუპვას უქადდა.”მოწყალეო ხელმწიფენო, - თქვა მან, - მე თუ გავიგებდი, რომ ჩემს ფეხს ან ხელს მიეკერა ეს საშინელი, საზიზღარი სენი, უეჭველად მოვიკვეთდი მას... და ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ მე თქვენი მეფე ვარ. უფრო მეტიც, თუ გავიგებდი, რომ რომელიმე ჩემი შვილიც შეიბღალა ამ დაწყევლილი მოძღვრებით, არც მას დავინდობდი... თავად გადავცემდი მას მართლმსაჯულებას და მსხვერპლად შევწირავდი ღმერთს”. მეფემ ტირილითა და ცრემლებით წარმოსთქვა ეს სიტყვები და მთელმა მისმა ამალამ ერთხმად წამოიძახა:“ჩვენ მზად ვართ სიცოცხლე შევწიროთ კათოლიკურ რწმენას.”დბ 137.4

    რა საშინელმა წყვდიადმა მოიცვა ხალხი, რომელმაც უარყო ჭეშმარიტების ნათელი! ხსნის მადლი და წყალობა მიეცა საფრანგეთს; ქვეყანამ დაინახა მისი ძალა და სიწმიდე, დაინახა, თუ როგორ მოიქცა ათასობით ადამიანი ღვთიური სრულყოფილებისაკენ; ქალაქები და სოფლები ღვთიურმა ნათელმა მოიცვა; მან დაინახა ყველაფერი ეს, მაგრამ უარყო ჭეშმარიტება და სინათლეს სიბნელე არჩია. მან უარი თქვა ზეცისაგან შემოთავაზებულ საბოძვარზე. სიკეთეს ბოროტება უწოდა და ბოროტებას - სიკეთე, სანამ თავისი სიცრუის მსხვერპლი არ გახდა. შესაძლოა, მას თვითონვე სჯეროდა, რომ თავისი ხალხის სასტიკი დევნით ღმერთს ემსახურებოდა, მაგრამ ამას არავითარი გამართლება არ hქონდა. მან თავისი ნებით უარყო ნათელი, რომელსაც შეეძლო მათი ხსნა შეცდომებისა და სისხლისღვრისაგან.დბ 137.5

    გაისმა საზეიმო ფიცი ერესის განადგურების შესახებ დიდ კათედრალურ ტაძარში, რომელშიც 300 წლის შემდეგ, სრულიად დავიწყებული ცოცხალი ღმერთის ნაცვლად, გვირგვინით შეამკობენ”გონიერების ქალღმერთს”. ამის შემდეგ პროცესიამ კვლავ განაგრძო გზა პარიზის ქუჩებში და ფრანგი ხალხი შეუდგა იმ საქმის აღსრულებას, რომლისთვისაც ფიცი დადო.”ერთმანეთისაგან მცირე მანძილის დაშორებით აღმართეს ეშაფოტები პროტესტანტთა კოცონზე დასაწვავად.”ცოცხალი კოცონი” მეფის მოახლოებისთანავე უნდა ანთებულიყო, რათა პროცესიის მონაწილეთ მათი წამების დანახვა შესძლებოდათ”. ძალიან ძნელია იმ ტანჯვის დაწვრილებით აღწერა, რომელიც იესო ქრისტეს ამ მოწმეებმა გადაიტანეს; მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას, რომ მათ უყოყმანოდ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე გასწირეს თავიანთი სიცოცხლე. როდესაც ერთ პროტესტანტს შესთავაზეს ამ მოძღვრების უარყოფა, მან უპასუხა:“მე მხოლოდ ის მწამს, რასაც მოციქულები და წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ; ასევე სწამდა ყველა წმიდანს; მე მწამს უფლისა, რომელიც დაამარცხებს ჯოჯოხეთის ძალებს.”დბ 138.1

    ყოველ ეშაფოტთან ჩერდებოდა პროცესია. და ბოლოს, მიაღწია რა მეფის სასახლეს, ხალხი თანდათანობით დაიშალა, იმ დღის მოვლენებით მეტად კმაყოფილი მეფე და პრელატები ერთმანეთს ულოცავდნენ, რომ ასე წარმატებით დაიწყო ერესის აღგვის საქმე საფრანგეთის მიწაზე.დბ 138.2

    საფრანგეთის მიერ უარყოფილი მშვიდობის სახარება მალე ძირფესვიანად იქნა აღმოფხვრილი, რასაც საშინელი შედეგები მოhყვა. 1793 წლის 21 იანვარს, საფრანგეთის მიერ რეფორმაციის მოსპობის შესახებ საზეიმო ფიცის დადების დღიდან ზუსტად 258 წლის შემდეგ პარიზის ქუჩებში გზას მიიკვლევდა სულ სხვა პროცესია სულ სხვა განზრახვით.”პროცესიის ცენტრალური ფიგურა კვლავ მეფე იყო; კვლავ გაისმოდა შეძახილები; კვლავ ითხოვდა მსხვერპლს ხმაურიანი ბრბო, კვლავ აღიმართა ქალაქის ქუჩებში ეშაფოტები და კვლავინდებურად საშინელი სისხლისღვრით დამთავრდა ის დღე: ლუდოვიკო XVI, რომელიც სასოწარკვეთილებით ეწინააღმდეგებოდა ჯალათებს, ძალით მიათრიეს კუნძთან და თავი მოhკვეთეს”. მარტო მეფე არ დაღუპულა; მასთან ერთად იმ ტერორის საშინელ დღეებში გილიოტინით დასაჯეს 2800 ადამიანი.დბ 138.3

    რეფორმაცია ქვეყნიერებას სთავაზობდა ბიბლიას და აცნობდა ღმერთის კანონის მოთხოვნას, რომელიც ყოველი ადამიანის სინდისში უნდა ჩანერგილიყო. უფლის უსაზღვრო სიყვარულმა ადამიანებს ზეცის კანონები და პრინციპები გაუხსნა. უფალმა თქვა:“დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოhკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აhა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი.” (2რჯ. 4:6). საფრანგეთმა უარყო ეს ზეციური ძღვენი, რითაც ანარქიისა და დაღუპვის თესლი დათესა, რომელმაც შესაბამისი ნაყოფი გამოიღო - რევოლუცია და ტერორი.დბ 138.4

    მესის საწინააღმდეგო პლაკატის გამოჩენამდე, რომელმაც ეს სასტიკი დევნა გამოიწვია, მამაცი და ფიცხი ფარელი იძულებული იყო სამშობლოდან გადახვეწილიყო. იგი ჩავიდა შვეიცარიაში და ცვინგლის დახმარებით შესძლო საზოგადოების გადახრა რეფორმაციის მხარეზე. იგი შვეიცარიაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, მაგრამ იქიდანაც კი დიდ გავლენას ახდენდა საფრანგეთის რეფორმაციაზე. გადასახლების პირველ წლებში ფარელი ძირითადად ზრუნავდა თავის მშობლიურ ქვეყანაში სახარების გავრცელებაზე. იგი ბევრს ქადაგებთა თავის თანამემამულეთა წინაშე, რომლებიც შვეიცარიის საზღვართან ახლოს ცხოვრობდნენ, შეუნელებელი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მათ ბრძოლას, ამხნევებდა სიტყვით და ასწავლიდა მათ. საფრანგეთიდან გადასახლებულთა მეშვეობით მათ ფრანგულ ენაზე თარგმნეს გერმანელ რეფორმატორთა ნაშრომები და ბიბლიასთან ერთად, ფრანგულ ენაზე დიდი ტირაჟებით გამოსცეს. ეს წიგნები მთელ საფრანგეთში გავრცელდა. მათ დაბალ ფასებში აძლევდნენ წიგნებით მოვაჭრეებს, მოგებული ფული კი სტიმულს მატებდა წიგნების გამავრცელებლებს.დბ 139.1

    ფარელმა შვეიცარიაში შრომა უბრალო მასწავლებლის როლში განაგრძო. დაიწყო რა მსახურება ერთ პატარა ეკლესიაში, მთელი თავისი სიცოცხლე ბავშვთა აღზრდას შეალია. სხვა სასკოლო საგნებთან ერთად ბავშვებს ფრთხილად აწვდიდა ბიბლიურ ჭეშმარიტებათა გამოთქმებს იმ იმედით, რომ შემდგომში ამით მათი მშობლებიც დაინტერესდებოდნენ. ზოგმა მათგანმა ირწმუნა, მაგრამ მღვდლები წინ აღუდგნენ მის სწავლებას და მოახერხეს ცრუმორწმუნე ხალხის მის წინააღმდეგ განწყობა.”ეს არ შეიძლება იყოს ქრისტეს სახარება, - დაჟინებით ამბობდნენ ისინი, - რადგან მის ქადაგებას მოაქვს არა მშვიდობა, არამედ ომი”. პირველ მოციქულთა მსგავსად, ერთი ქალაქიდან განდევნილი ფარელი მეორეში გარბოდა. დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ითმენდა ყველაფერს: შიმშილს, სიცივეს, დაღლილობას და ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ ხიფათს ელოდა. ქადაგებდა ბაზრების მოედნებზე, ეკლესიებში, ხოლო ზოგჯერ ტაძრის კათედრიდანაც კი. ზოგჯერ ეკლესიები თითქმის ცარიელი იყო, ხშირად ქადაგებას დამცინავი შეძახილებით აწყვეტინებდნენ და აძევებდნენ კიდეც კათედრიდან. მის წინააღმდეგ აქეზებდნენ მდაბიოთ, რომელნიც სასიკვდილოდ სცემდნენ. მაგრამ იგი კვლავ განაგრძობდა თავის საქმეს. ხშირად მარცხდებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა და თანდათანობით სოფლები, რომლებიც პაპს ეკუთვნოდა, კარს უხსნიდნენ სახარების ნათელს. ამ პატარა ეკლესიის სამრევლომ, სადაც მან მსახურება დაიწყო, რეფორმატორული რწმენა მიიღო. ქალაქებმა მორატმა და ნევშატელმა უარი განაცხადეს კათოლიკურ რელიგიაზე და მორწმუნეებმა თავიანთი ეკლესიებიდან წარმართული ხატები გადაყარეს.დბ 139.2

    ფარელს დიდი ხნის ოცნებად hქონდა გადაქცეული პროტესტანტიზმის ბაირაღის აფრიალება ჟენევაში. სახარების მიღების შემთხვევაში ეს ქალაქი შეიძლებოდა რეფორმაციის ცენტრი გამხდარიყო საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიისათვის. ამ მიზნის განსახორციელებლად გულმოდგინედ დაიწყო შრომა და სულ მალე ჟენევის გარშემო მდებარე ქალაქებმა და სოფლებმა რეფორმატორთა მოძღვრება მიიღეს. და მაშინ, ერთადერთი მეგობრის თანხლებით ფარელი ჟენევაში ჩავიდა. მაგრამ იქ მხოლოდ ორი ქადაგების ჩატარება შეძლო. სამღვდელოებამ, რომელმაც სამოქალაქო ხელისუფლებისაგან ვერ მიიღო დასტური ფარელის დაპატიმრებაზე, იგი საეკლესიო კრებაზე მიიწვია, სადაც მღვდლები ანაფორის ქვეშ დამალული იარაღით მოვიდნენ, რადგან მტკიცედ hქონდათ გადაწყვეტილი მისი მოკვლა. შენობა ხელკეტებითა და მახვილებით შეიარაღებული ბრბოთი იყო გარშემორტყმული. კრებას რომ ხელიდან დასხლტომოდა, ბრბოს მაინც ვერ გადაურჩებოდა ფარელი. იგი ქალაქის ხელისუფლებისა და შეიარაღებულ ჯარისკაცთა იქ ყოფნამ გადაარჩინა. მეორე დილას ფარელმა და მისმა მეგობრებმა მალულად გადაცურეს ტბა და საიმედო ადგილს შეაფარეს თავი. ასე დამთავრდა ჟენევაში სახარების ქადაგების მისი პირველი მცდელობა.დბ 139.3

    შემდგომი მცდელობისათვის ამორჩეული იქნა სხვა, უფრო შეუმჩნეველი პიროვნება - ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმდენად შეუხედავი იყო, რომ თვით რეფორმაციის მეგობრებიც კი ცივად შეხვდნენ. რას გააკეთებდა ეს ახალგაზრდა იქ, სადაც თვით ფარელმაც კი დამარცხება იგემა? როგორ გაუძლებს იგი, ასეთი გამოუცდელი და მორიდებული, ქარიშხალს, რომელსაც ასეთმა ძლიერმა და მამაცმა ადამიანებმაც ვერ გაუძლეს?”არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი” (ზაქ.4:6).”რადგან უგუნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და სისუსტე ღვთისა, - ადამიანებზე უძლიერესი... წუთისოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენები” (1კორ. 1:25,27).დბ 140.1

    ფრომენტმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მის მიერ ნასწავლ ჭეშმარიტებას ბავშვები სახლში იმეორებდნენ და მალე ბიბლიის განმარტებების მოსასმენად მშობლებმა იწყეს სკოლაში მოსვლა. ასე, თანდათანობით, საკლასო ოთახი ყურადღებიანი მსმენელებით აივსო. მათ, ვინც ვერ ბედავდა მოსვლას ახალი მოძღვრების მოსასმენად, ახალი აღთქმისა და ტრაქტატების წაკითხვას სთავაზობდნენ, ეს წიგნები კი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. რამდენიმე ხსნის შემდეგ ეს მსახურიც იძულებული გახდა, გაქცეულიყო, მაგრამ მის მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტებანი ხალხის შემეცნებაში უკვე მტკიცედ იყო ჩაბეჭდილი. რეფორმაციის თესლი ნაყოფიერ ნიადაგზე დაეცა. მოძრაობა იზრდებოდა და ფართოვდებოდა. სახარების მქადაგებელნი უკან ბრუნდებოდნენ და მათი შრომის წყალობით პროტესტანტულმა ღვთისმსახურებამ ჟენევაში მტკიცედ გაიდგა ფესვი. დბ 140.2

    როდესაც ხანგრძლივი ხეტიალისა და ბედის უკუღმართობის შემდეგ აქ კალვინი გამოჩნდა, ჟენევამ უკვე საჯაროდ აღიარა და მიიღო რეფორმაცია. კალვინი მშობლიური ადგილებიდან ბაზელში ბრუნდებოდა, მაგრამ გზა კარლოს V მეომრების მიერ გადაკეტილი აღმოჩნდა და იგი იძულებული გახდა, შემოვლითი გზით - ჟენევაზე გავლით - დაბრუნებულიყო ამ ქალაქში.დბ 140.3

    კალვინის ჩამოსვლაში ფარელმა უფლის ხელი დაინახა. თუმცა ჟენევამ მიიღო პროტესტანტთა რელიგია, მაგრამ აქ კიდევ დიდი სამუშაო იყო ჩასატარებელი. უფლისაკენ მოქცევა ხდება არა ერთბაშად და ჯგუფურად, არამედ - ინდივიდუალურად; გულისა და სინდისის გარდაქმნა და განწმედა ხდება არა საეკლესიო დადგენილებებით, არამედ სულიწმიდით. თუმცა ჟენევის მოსახლეობამ უარყო რომის ძალაუფლება, მაგრამ მის მიერ დათესილი მანკიერების აღმოფხვრისათვის ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად. ადამიანებისათვის იმის შთაგონება, რომ აუცილებელია სახარების წმიდა პრინციპებით ცხოვრება, რათა ღირსეული როლი ითამაშონ უფლის მიერ მათთვის წინასწარგათვლილ პოზიციაში — არცთუ ისე ადვილი საქმე იყო.დბ 140.4

    ფარელი დარწმუნებული იყო, რომ კალვინი სწორედ ის პიროვნებაა, რომელთანაც შეიძლება ამ საქმეში თანამშრომლობა. უფლის სახელით სთხოვდა იგი ახალგაზრდა მქადაგებელს ჟენევაში დარჩენას. ამ წინადადებამ შეაშინა კალვინი. მორიდებული და რბილი ხასიათის მქონე კალვინი თავს არიდებდა თამამ და ფიცხ ჟენეველებს. სუსტი ჯანმრთელობა და მეცნიერული შრომისაკენ მიდრეკილება მას განმარტოებისაკენ უბიძგებდა. იგი თვლიდა, რომ მისი ნაშრომები უფრო დიდ სამსახურს გაუწევდა რეფორმაციას და ცდილობდა, მყუდრო ადგილი მოეძებნა შრომისათვის, რათა თავისი კალმით დაეჭირა მხარი ჭეშმარიტი ეკლესიისათვის. მაგრამ ფარელის დაჟინებულ თხოვნაში მან ზეციური მოწოდება იგრძნო და უარის თქმა ვერ გაბედა. მას მოეჩვენა, რომ”უფალმა ხელი გამოუწოდა ზეციდან, უარის თქმა არ აცალა და არ გაუშვა იმ ადგილიდან, საიდანაც ასე გულით უნდოდა წასვლა.”დბ 140.5

    ამ დროს პროტესტანტებს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. პაპმა ანათემას გადასცა ჟენევა და ძლიერი სახელმწიფოებიც დაემუქრნენ მას. როგორ აღუდგა წინ ეს პატარა ქალაქი ამ ძლიერ იერარქიას, რომელსაც მეფეები და იმპერატორები ემორჩილებოდნენ? როგორ გაუძლო მან უძლიერეს დამპყრობთა შემოსევას?დბ 141.1

    მთელ ქრისტიანულ სამყაროში პროტესტანტებს უამრავი მტერი hყავდა. რეფორმაციის გამარჯვებათა პირველმა პერიოდმა განვლო; რომმა ახალი ძალები მოიკრიბა მისი საბოლოოდ განადგურების იმედით. ამ დროისათვის იქმნება იეზუიტთა ორდენი - პაპის ყველაზე სასტიკი, უპრინციპო და ერთგული მომხრეებით. იყვნენ რა თავისუფალნი ყოველგვარი მიწიერი გრძნობებისა და ინტერესებისაგან, მათ ჩაიკლეს ბუნებრივი გრძნობები და მოთხოვნილებები, დაიხშეს სინდისისა და გონების ხმა. ისინი არ სცნობდნენ არც ერთ ხელისუფლებას, არავითარ ვალდებულებას, გარდა ორდენის სამსახურისა და ორდენის გავლენის სფეროების გაფართოებას თავის ერთადერთ მოვალეობად თვლიდნენ. ქრისტეს სახარება მის ერთგულთ შიმშილის, სიცივის, ტანჯვის, გაჭირვებისა და ნებისმიერი საშიშროების ღირსეულად გადატანისათვის აძლევდა ძალასა და შესაძლებლობას. და მათ არ ეშინოდათ არც საპყრობილეებისა, არც წამებისა და არც კოცონისა. ამ ძალას იეზუიტებმა დაუპირისპირეს ფანატიზმი, რომელიც მათ ეხმარებოდა მსგავსი სიძნელეების გადალახვასა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც ყოველგვარ საშუალებას იყენებდნენ. არ არსებობდა დანაშაული, რომლის ჩადენაც მათ არ შეეძლოთ; არ არსებობდა სიცრუე, რომლის თქმასაც ისინი არ იკადრებდნენ. და არ არსებობდა არანაირი რთული მზაკვრული ფანდი, მათ რომ არ გამოეყენებინათ. დებდნენ რა სამუდამო სიღარიბისა და მორჩილების აღთქმას, ისინი მიზანდასახულად მიიწევდნენ სიმდიდრისა და ძალაუფლებისაკენ, რათა გამოეყენებინათ პროტესტანტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და პაპის ხელისუფლების აღსადგენად.დბ 141.2

    სიმშვიდის ნიღაბს ამოფარებული ორდენის წევრები დადიოდნენ ციხეებსა და საავადმყოფოებში, ემსახურებოდნენ საწყლებსა და ავადმყოფებს, რითაც ხაზს უსვამდნენ მათ მიერ ამ წუთისოფლის უარყოფას. ისინი განუმარტავდნენ ხალხს, რომ ქრისტეს სახელით, უფლის მსგავსად დადიან ყველგან, თესავენ სიკეთეს და ემსახურებიან ადამიანებს. მაგრამ ამ მოჩვენებითი კეთილი საქმეების ნიღაბქვეშ ხშირად ბოროტი და დანაშაულებრივი განზრახვა - ორდენის მთავარი პრინციპი იმალებოდა:“მიზანი ამართლებს საშუალებას”. ამგვარად, სიცრუეს, ქურდობას, ვერაგობასა და მკვლელობას ისინი არა მხოლოდ ამართლებდნენ, არამედ აქებდნენ და ახალისებდნენ კიდეც ამ საქმის გამკეთებლებს, თუკი ეს ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. სხვადასხვაგვარი მზაკვრული ხერხებით იეზუიტები გზას მიიკვლევდნენ სახელმწიფო თანამდებობისაკენ, აღწევდნენ მეფის მრჩევლის წოდებას და ზემოქმედებას ახდენდნენ მრავალი ქვეყნის პოლიტიკაზე. ისინი ხდებოდნენ ბატონთა მსახურნი, რათა თვალყური ედევნებინათ, შემდეგ კი დაებეზღებინათ ისინი. იეზუიტები ხსნიდნენ კოლეჯებს მთავართა, ხოლო სკოლებს - უბრალო ხალხთა შვილებისათვის, სადაც პროტესტანტთა შვილებს პაპის მიერ დაწესებული ცერემონიების შესასრულებლად იწვევდნენ. მთელი კათოლიკური ღვთისმსახურების მოჩვენებითი სიდიადე იქით იყო მიმართული, რომ დაეჩლუნგებინათ ადამიანთა გონება და შემდეგ ემართათ იგი და ხშირად აღწევდნენ კიდეც მიზანს. ზოგჯერ შვილები ღალატობდნენ თავისუფლების იმ იდეალებს, რისთვისაც მამაცურად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ მათი მშობლები. ასეთი ორდენები თითქმის მთელ ევროპაში შეიქმნა და ყველგან ხელს უწყობდნენ პაპის ძალაუფლების განმტკიცებასა და აღორძინებას.დბ 141.3

    ამ ორდენის ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისათვის პაპმა გამოსცა სპეციალური დეკრეტი ინკვიზიციის აღსადგენად. მიუხედავად მის მიმართ საზოგადოების დიდი სიძულვილისა, ეს საშინელი ტრიბუნალი პაპის ხელისუფლებამ კათოლიკურ ქვეყნებშიც კი აღადგინა. საიდუმლო ციხეებში ხდებოდა საზარელი მხეცობა, რომლის საშინელებას, ალბათ, დღის სინათლე ვერ გაუძლებდა. მრავალ ქვეყანაში დახოცეს ათასობით ადამიანი, მრავალი გააძევეს ქვეყნიდან. ეს ადამიანები ერის გულს წარმოადგენდნენ: ზედმიწევნით პატიოსანი წარჩინებულნი; დიდად განათლებული და ნიჭიერი ადამიანები; ღვთისმოსავი და ერთგული პასტორები; შრომისმოყვარე და თავისი სამშობლოს მოყვარული მოქალაქეები; ნიჭიერი მხატვრები; თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე ხელოსნები.დბ 142.1

    ასეთ საშუალებებს მიმართავდა რომი რეფორმაციის შუქის მოსასპობად, რათა ხალხისათვის წაერთმია ღვთის სიტყვა - ბიბლია და დაებრუნებინა შუა საუკუნეების უმეცრება, ცრუმორწმუნოება და წყვდიადი. მაგრამ უფლის ნებით, იმ ღვთისნიერ კაცთა შრომების წყალობით, რომლებიც ლუთერს ცვლიდნენ, პროტესტანტიზმი არ განადგურებულა. თავისი სიცოცხლისუნარიანობისათვის იგი უნდა უმადლოდეს არა მთავართა წყალობასა და იარაღს, არამედ პროტესტანტიზმის საყრდენი იყო პატარა ქვეყნები, ყველაზე უბრალო და სუსტი ერები. ისეთები, როგორიც იყო შვეიცარია უძლიერეს მტერთა გარემოცვაში, რომელთაც მისი მოსპობა სურდათ; hოლანდია, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ქვიშიან ნაპირებზე მამაცურად იბრძოდა ესპანეთის ტირანიის წინააღმდეგ; ღარიბი შვედეთი, სადაც რეფორმაციამ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა.დბ 142.2

    დაახლოებით 30 წელი იშრომა კალვინმა შვეიცარიაში, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ეკლესიის აღმშენებლობისათვის, რომელიც მხოლოდ ბიბლიის ზნეობრივი კანონებით იხელმძღვანელებდა; შემდგომ კი - რეფორმაციის გავრცელებისათვის მთელ ევროპაში. თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში მას, რა თქმა უნდა, hქონდა შეცდომებიც. მისი მოძღვრებაც არ იყო შეცდომებისაგან დაზღვეული, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა ჭეშმარიტების გავრცელებაში, რაც იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი საქმე იყო; სწრაფად აღორძინებული პაპის ძლიერებისაგან პროტესტანტიზმის დაცვაში იგი რეფორმატორულ ეკლესიებს ეხმარებოდა უბრალო და წმიდა ჭეშმარიტი გზებით სიარულში, იმ პერიოდის კათოლიკეთა ძალაუფლების გახრწნილებისა და ამპარტავნობის საპირისპიროდ.დბ 142.3

    ჟენევა აგზავნიდა მასწავლებლებსა და წიგნებს რეფორმატორთა მოძღვრების გასავრცელებლად. ყველა ქვეყნის სიმართლისათვის დევნილთა იმედიანი მზერა მისკენ იყო მიმართული მხნეობისა და ცოდნის მისაღებად. კალვინის ქალაქი მთელი დასავლეთი ევროპის დევნილ რეფორმატორთა თავშესაფარი გახდა. ისინი მრავალსაუკუნოვანი სასტიკი დევნისაგან თავის გადასარჩენად ჟენევისაკენ მიისწრაფოდნენ. ძალაგამოცლილნი, დაჭრილნი, სამშობლოსა და ოჯახის გარეშე დარჩენილნი, აქ პოულობდნენ სულიერ სითბოსა და კეთილ მასპინძლობას. შვეიცარია მათთვის მეორე სამშობლოდ იქცა, მათ კურთხევა და მადლი მოhქონდათ იმ ქალაქისათვის თავიანთი ოსტატობით, ცოდნითა და ღვთისმოსაობით. ბევრი მათგანი ამ თავშესაფარში ძალღონის მოკრების შემდეგ კვლავ თავის სამშობლოში ბრუნდებოდა რომის ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შორის იყვნენ მამაცი შოტლანდიელი რეფორმატორი ჯონ ნოქსი, მრავალი ინგლისელი პურიტანი, hოლანდიელი და ესპანელი პროტესტანტები, ფრანგი hუგენოტები. ყველა მათგანმა ჟენევიდან გამოიტანა ჭეშმარიტების ლამპარი, რათა გაეფანტა უმეცრებისა და ცრუმორწმუნოების წყვდიადი, რომელშიც მათი მშობლიური ქვეყანა იყო გახვეული.დბ 142.4