Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 37 - ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გარანტია

    “მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი” (ეს. 8:20). ღვთის შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ წმიდა წერილი მათ ცრუმოძღვრებისა და სატანური ცდუნების გავლენისაგან იცავს. სატანა ყოველგვარ ეშმაკობას იყენებს, რათა ადამიანებს ხელი შეუშალოს ბიბლიის გაცნობაში, რადგან ამ წიგნის ნათელი მტკიცებანი ნიღაბს ხდის მის სიცრუეს. უფლის მსახურების ყოველი აღორძინებისას წყვდიადის მეფე ამრავლებს თავის ხრიკებს. დღეს იგი მთელი ძალით ცდილობს ქრისტესა და მისი მიმდევრების დამარცხებას. სულ მალე დავინახავთ მის უკანასკნელ, უდიდეს ტყუილს. ანტიქრისტე ჩვენს თვალწინ მრავალ სასწაულს მოახდენს. მისი სიყალბე იმდენად დაემსგავსება სიმართლეს, რომ ჭეშმარიტების სიცრუისაგან გარჩევა მხოლოდ წმიდა წერილის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ყოველი სასწაული და ყოველი მტკიცება ბიბლიური ტექსტებით უნდა შემოწმდეს.დბ 374.2

    უფლის მცნებების მორჩილთ თავს დაატყდება სიძულვილი და დაცინვა. ისინი მხოლოდ უფალში hპოვებენ ძალასა და მფარველობას. მომავალი ცდუნებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად ღრმად უნდა ჩაწვდნენ უფლის ნებას, მის სიტყვაში ასახულს. მხოლოდ მაშინ შეძლებენ ღმერთის სათანადო პატივისცემას, როცა სწორი წარმოდგენა ექნებათ მის ხასიათზე, მმართველობაზე და ჩანაფიქრზე და შესაბამისად იმოქმედებენ. მხოლოდ ის, ვინც თავისი გონიერება ბიბლიური ჭეშმარიტებით გააძლიერა, შეძლებს, შეუპოვრად იდგეს უკანასკნელ დიად ბრძოლაში. მაშინ ყოველმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს:“უფალს უფრო უნდა დავემორჩილო, თუ ადამიანებს?”. ეს გადამწყვეტი მომენტი ძალიან, ძალიან ახლოსაა. ვდგავართ თუ არა მტკიცედ ღვთის სიტყვის ურყევ კლდეზე? მზადა ვართ თუ არა ღვთის მცნებებისა და იესოს რწმენის დასაცავად?დბ 374.3

    თავისი ჯვარცმის წინ, როცა უფალი უხსნიდა თავის მოწაფეებს, რომ მას მოკლავენ და იგი კვლავ აღდგება მკვდრეთით, უფლის ანგელოზები ცდილობდნენ, მისი სიტყვები მოციქულთა გულებში ჩაებეჭდათ. მაგრამ ქრისტეს მოწაფეებს რომაელთა უღლისაგან სწრაფი გათავისუფლება სწყუროდათ და თვით იმის გაფიქრებაც კი, რომ ის, ვისზეც ისინი ასეთ დიდ იმედებს ამყარებდნენ, სამარცხვინო სიკვდილით უნდა მოკვდეს, მათთვის აუტანელი იყო. და დაივიწყეს სიტყვები, რომლებიც მათ გულზე უნდა დაწერილიყო და გამოცდას მოუმზადებელნი შეხვდნენ. ქრისტეს სიკვდილმა ისეთი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მათ იმედებს, თითქოს გაფრთხილებული არ ყოფილიყვნენ ამის თაობაზე. ასევეა წინასწარმეტყველებაშიც, რომელშიც ნათლად არის განსაზღვრული ჩვენი მომავალი, როგორც ეს ქრისტეს მოწაფეებისთვის იყო გახსნილი. ბოლო დროის მოვლენები და მწუხრის ჟამისათვის მომზადების აუცილებლობა წმიდა წერილში ნათლად და განსაზღვრულად არის გამოთქმული. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას იმდენად სუსტი წარმოდგენა აქვს ამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებზე, თითქოს ბიბლიის ფურცლებზე ვერც კი ხედავდნენ მათ. სატანა ცდილობს, არ დაუშვას რაიმე ცოდნის გავრცელება, რომელიც ადამიანს გადარჩენის გზას აჩვენებდა, რათა მწუხრის ჟამი მოულოდნელად დაატყდეს თავს.დბ 374.4

    როდესაც ღმერთი ადამიანებს მნიშვნელოვან გაფრთხილებას უგზავნის წმიდა ანგელოზთა მეშვეობით, რომლებიც ზეცის შუა დაფრინავენ, რასაკვირველია, მოითხოვს, რომ ყოველმა გონიერმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს ამ გაფრთხილებას. იმ საშინელმა სამსჯავრომ, რომელიც ელის ყოველს, ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატებას (იხ. გამოცხ. 14:9-11), ადამიანებს უნდა გაუღვიძოს წინასწარმეტყველებათა გულდასმით გამოკვლევის სურვილი, რათა სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ მხეცის ხატებაზე და იმაზე, თუ რა გზით შეიძლება მისი აცილება. მაგრამ ხალხი უარყოფს ჭეშმარიტებას და თავის ყურადღებას თქმულებებსა და ლეგენდებს დაუთმობს. პავლე მოციქულმა, წინასწარ განჭვრიტა რა ბოლო ჟამის დღეები, თქვა:“ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ” (2ტიმ. 4:3). ეს დრო უკვე დადგა. ადამიანებს არ სურთ ბიბლიური ჭეშმარიტების მიღება იმიტომ, რომ იგი არ ეთანხმება მათი ცოდვილი გულის მიდრეკილებებს, სატანა კი ყალბი ილუზიებით ამშვიდებს მათ.დბ 375.1

    მაგრამ უფალს დედამიწაზე hყავს ხალხი, ვისთვისაც ბიბლია და მხოლოდ ბიბლია არის ყოველი მოძღვრების საზომი და ყოველგვარი რეფორმის საფუძველი. სწავლულთა არც ერთი აზრი, სამეცნიერო დასკვნა, დოქტრინა თუ საეკლესიო დადგენილება, ისეთივე მრავალრიცხოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო, როგორც თავად ეკლესიებია, რომელთაც ისინი წარმოადგენენ, არც უმრავლესობის ხმა, - არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური რწმენის რომელიმე პუნქტის მტკიცებად ან უარყოფად. სანამ რომელიმე მოძღვრებას ან მითითებას მივიღებდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ იგი განმტკიცებულია ღვთის სიტყვით:“ასე ამბობს უფალი!”დბ 375.2

    სატანა გამუდმებით ცდილობს, ჩვენი ყურადღება ღმერთიდან ადამიანებზე გადაიტანოს. იმის ნაცვლად, რომ ადამიანი წმიდა წერილის შესწავლით თავადვე ჩაწვდეს უფლის წინაშე საკუთარი მოვალეობის არსს, იგი შთააგონებს, რომ მისი მოძღვარია ეპისკოპოსი, პასტორი, ღვთისმეტყველების მასწავლებელი და, იძენს რა ამ გზით ძალაუფლებას ხელმძღვანელთა გონებაზე, მათი მეშვეობით სატანა ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ნებაზე.დბ 375.3

    როდესაც ქრისტე დედამიწაზე მოვიდა, რათა სიცოცხლის სიტყვა ექადაგა, მას სიხარულით უსმენდნენ არა მარტო უბრალო ადამიანები, არამედ ბევრმა მღვდელმა და მთავარმაც ირწმუნა იგი. მაგრამ მღვდელმთავრებსა და ერის წინამძღოლებს გადაწყვეტილი hქონდათ, არ მიეღოთ მისი მოძღვრება და მსჯავრი დაედოთ მისთვის. მათი მცდელობა - რაიმე დანაშაული მოენახათ მის მოქმედებაში, - მარცხით დამთავრდა. თუმცა შეუძლებელი იყო, მათ არ განეცადათ მისი სიტყვიდან გამომდინარე ღვთიური ძალისა და სიბრძნის ზეგავლენა, მაგრამ ცრურწმენით დატყვევებულებმა, თავადვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი: უარყვეს მისი, როგორც მესიის, ყველა დამამტკიცებელი მოწმობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოწაფეები უნდა გამხდარიყვნენ. იესოს წინააღმდეგ განეწყვნენ ის ადამიანები, რომელთა პატივისცემას იუდეველებს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ და რომელთა ავტორიტეტს ისინი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.”რატომ არ დაუჯერეს იესოს ჩვენმა მთავრებმა და მწიგნობრებმა? - კითხულობდნენ ისინი, - ნუთუ ეს ღვთისმოსავი ადამიანები არ მიიღებდნენ მას, იგი რომ ნამდვილად ქრისტე ყოფილიყო?” სწორედ ამ მოძღვართა ზეგავლენამ მიიყვანა იუდეველნი იქამდე, რომ მაცხოვარი უარყვეს.დბ 375.4

    სული, რომელიც ამ მღვდლებსა და მთავრებში მოქმედებდა, დღესაც მოქმედებს გარეგნულად ღვთისმოსავ ადამიანებში. მათ არ სურთ წმიდა წერილის მოწმობების შესწავლა დღეისთვის მეტად აქტუალურ, განსაკუთრებულ ჭეშმარიტებათა შესახებ. ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ მრავალრიცხოვნებას, სიმდიდრესა და პოპულარობას და აბუჩად იგდებენ ჭეშმარიტების ერთ მუჭა, მოკრძალებულ და თავმდაბალ დამცველთ, რომელნიც ვერ პოულობენ ფართო მხარდაჭერას, რადგან აქვთ რწმენა, რომლითაც მთელი ქვეყნიერებისაგან გამოირჩევიან.დბ 376.1

    ქრისტემ განჭვრიტა, რომ მწიგნობრებისა და ფარისევლების მიერ ძალაუფლების უკანონოდ მითვისება მხოლოდ იუდეველთა გაფანტვით არ დამთავრდება. იგი წინასწარ ხედავდა ადამიანური ხელისუფლების აღზევებას, რომელიც სინდისზე გაბატონდება, რაც ყველა საუკუნეში საშინელი წყევლაკრულვა იყო ეკლესიისათვის. იესოს მიერ ფარისეველთა და მწიგნობართა შთამბეჭდავი მხილება, მის მიერ ადამიანთა გაფრთხილება, არ გაhყოლოდნენ ამ ბრმა მასწავლებლებს - დაიწერა წმიდა წერილში, როგორც დარიგება მომავალი თაობისათვის.დბ 376.2

    რომის კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, წმიდა წერილის ახსნაგანმარტების უფლება მხოლოდ სულიერ მამებს აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ სულიერ პირებს აქვთ საკმარისი განათლება იმისათვის, რომ განმარტონ ღვთის სიტყვა, ამიტომ მისი ჭეშმარიტება ხალხისაგან დაფარული ხდება. თუმცა რეფორმაციამ ყოველ ადამიანს მისცა ხელში ბიბლია, მაგრამ ის პრინციპი, რომლითაც რომი ხელმძღვანელობდა, პროტესტანტულ ეკლესიებშიც ბევრს უშლის ხელს წერილის დამოუკიდებლად შესწავლაში. მათ ასწავლიან, იგი ისე მიიღონ, როგორც ეკლესია განმარტავს. ათასობით ადამიანს არ hყოფნის გაბედულება, მიიღოს ის, რაც ასე ნათლადაა გადმოცემული წმიდა წერილში, მაგრამ ეწინააღმდეგება მათი ეკლესიის ტრადიციულ სწავლებასა და წესებს.დბ 376.3

    მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში მრავლადაა გაფრთხილება ცრუ მოძღვრების შესახებ, ბევრი დიდი მზადყოფნით აბარებს თავის სულს სამღვდელოებას. ათასობით თანამედროვე ქრისტიანი ვერ დაასახელებს არგუმენტს თავისი რელიგიური სწავლების პუნქტების დასაცავად იმის გამო, რომ მათ ასე ასწავლიან ეკლესიის ხელმძღვანელები. ისინი საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას მაცხოვრის გაფრთხილებას და ბრმად ენდობიან ეკლესიის მსახურთა სიტყვებს. მაგრამ ეს მსახურნი განა უცოდველნი არიან? როგორ შეიძლება მიენდო მათ, თუკი ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ ისინი არ არიან სინათლის მომტანნი? ზნეობრივი სიმამაცეა საჭირო იმისათვის, რომ უარყო შენს მიერ არასწორად განვლილი გზა, ხოლო ისინი, ვისაც ის არ გააჩნია, იძულებული არიან, მისდიონ სწავლულთა სიბრძნეს, მათ არ სურთ დამოუკიდებლად წერილის შესწავლა და ამის გამო საიმედოდ არიან შებორკილნი ცდუნების ჯაჭვით. მათ ესმით, რომ წერილის ფურცლებზე ნათლად არის გახსნილი ჭეშმარიტება ჩვენი დროისათვის, გრძნობენ სულიწმიდის ძალას, რომლითაც ჭეშმარიტება ცხადდება და მიუხედავად ამისა, უარყოფენ იმ ნათელს, რომელსაც სულიერი მამები უმალავენ მათ. თუმცა ამ ადამიანებს გონიერება და სინდისი კარნახობს, რომ ჭეშმარიტება ხელშეუხებელია, მაგრამ ეს ცდუნებით დაბრმავებული სულები ვერ ბედავენ, გამოთქვან საკუთარი აზრი და მარადიულობის ინტერესებს მსხვერპლად სწირავენ ურწმუნოებას, მსახურთა სიამაყესა და ცრურწმენას.დბ 376.4

    სატანას ადამიანის დამონების მრავალი ხერხი გააჩნია. იგი ოსტატურად იყენებს ძლიერ კავშირებს ადამიანებსა და ქრისტეს ჯვრის მტრებს შორის, რითაც ადვილად იპყრობს ათასობით გულს. რანაირიც არ უნდა იყოს ეს კავშირები - მშობლიური, ცოლქმრული, ნათესაური, მეგობრული თუ სოციალური, - შედეგი მაინც ერთია: ადამიანის სინდისი დაწოლას განიცდის ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეთა მხრიდან და მათი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ პიროვნებებს არ გააჩნიათ საკმარისი გამბედაობა და დამოუკიდებლობა, რომ თავიანთ მოვალეობის გრძნობას დაემორჩილონ.დბ 377.1

    ჭეშმარიტება და უფლის დიდება განუყოფელია. ჩახედულნი ვართ რა ბიბლიაში, ჩვენთვის შეუძლებელია, ვადიდოთ ღმერთი და ამავე დროს გვქონდეს არასწორი თვალსაზრისი.”არა აქვს მნიშვნელობა, რისი გვწამს, ოღონდ სწორად ვიცხოვროთ”, ამტკიცებს ზოგიერთი. მაგრამ, განა ჩვენი რწმენა არ აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას? როდესაც სინათლე და ჭეშმარიტება ჩვენს ხელშია, ჩვენ კი უარვყოფთ მათში ჩაწვდომის პრივილეგიას, ამით, ფაქტიურად, უარვყოფთ ჭეშმარიტებას და ნათელს ბნელს ვამჯობინებთ.დბ 377.2

    `არის გზა, კაცს რომ სწორი hგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა” (იგავ. 16:25). შეცდომა და ცოდვა არ შეიძლება გამართლდეს უმეცრებით მაშინ, თუკი ხელთ გვაქვს უფლის ნების შეცნობის შესაძლებლობა. მოგზაური მიდის გზაჯვარედინამდე, საიდანაც გზები სხვადასხვა მხარეს იყრება, მაჩვენებელზე კი აღნიშნულია, თუ საით მიდის თითოეული მათგანი. თუკი ის მაჩვენებელს ყურადღებას არ მიაქცევს და თავად ამოირჩევს გზას, რომელიც მას სწორად მოეჩვენა, შემდეგ აუცილებლად მიხვდება, რომ არასწორი გზა აირჩია და გულწრფელად აღიარებს ამას.დბ 377.3

    ღმერთმა მოგვცა თავისი სიტყვა, რათა გავეცნოთ მის მოძღვრებას და გავიგოთ, რას მოითხოვს ჩვენგან. როდესაც მწიგნობარი მივიდა იესოსთან და hკითხა:“რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?” მაცხოვარმა ყურადღება წმიდა წერილზე გაამახვილებინა და უპასუხა:“რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?” არცოდნა არ ეპატიება არც ახალგაზრდას და არც მოხუცს, არც სასჯელისაგან ათავისუფლებს უფლის კანონის დარღვევის გამო მაშინ, როცა მათ ხელთ აქვთ ამ კანონის, მისი პრინციპებისა და მოთხოვნების ჭეშმარიტი მოწმობა. არაა საკმარისი, გქონდეს მხოლოდ კეთილი ზრახვები; საკმარისი არაა, ადამიანმა გააკეთოს ის, რასაც თავად თვლის სიკეთედ ანდა რასაც მოძღვარი თვლის სამართლიანად. ადამიანი თვითონ წყვეტს თავისი გადარჩენის საკითხს და ამიტომ მან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლოს წმიდა წერილი. რა ძლიერიც არ უნდა იყოს მისი თვითრწმენა, როგორც არ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ღვთისმსახურმა იცის ჭეშმარიტება, ეს არ შეიძლება და არც უნდა იყო მისი რწმენის საფუძველი. მას აქვს რუქა, რომელზედაც მისი ზეცაში მოგზაურობისათვის ყოველი საჭირო ნიშანია აღნიშნული და იგი არ უნდა ეყრდნობოდეს რებუსებს.დბ 377.4

    ყოველი მოაზროვნე ადამიანის უპირველესი და უმაღლესი ვალდებულება წმიდა წერილის შესწავლაა. ჭეშმარიტების შემეცნება, შემდეგ კი მისი სინათლის გავრცელება და საკუთარი მაგალითით სხვების წახალისება - აი, რა არის ჩვენი ვალი. ჩვენ ყოველდღიურად გულდასმით უნდა შევისწავლოთ ბიბლია, ავწონდავწონოთ ყოველი აზრი და შევადაროთ ტექსტები. უფლის დახმარებით უნდა გამოვიმუშავოთ საკუთარი აზრი, რადგან ყოველმა ადამიანმა პირადად უნდა აგოს პასუხი ღმერთის წინაშე.დბ 377.5

    ბიბლიის ნათელ ჭეშმარიტებაში ეჭვი შეაქვთ მეცნიერებს, რომელთაც hგონიათ, რომ აქვთ უმაღლესი სიბრძნე და ასწავლიან, რომ წმიდა წერილს აქვს მისტიკური, საიდუმლოებით მოცული სულიერი აზრი, რომელსაც ადამიანი ვერ ჩაწვდება. ისინი ცრუმასწავლებლები არიან. სწორედ მათკენ არის მიმართული იესოს სიტყვები:“იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღვთის ძალა?” (მარკ. 12:24). ბიბლია ისე უნდა გავიგოთ, როგორც არის დაწერილი, რასაკვირველია, სიმბოლოთა და სხვათა გამოთქმების გამოკლებით. ქრისტემ აღგვითქვა:“ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას” (იოან. 7:17). ადამიანებმა ისევე რომ მიიღონ ბიბლია, როგორც არის დაწერილი, რომ არ არსებობდნენ ცრუ მოძღვრები, რომლებიც ამახინჯებენ და აბნელებენ მის ტექსტებს, მაშინ რა დიდი იქნებოდა ანგელოზთა სიხარული იმის გამო, რომ ქრისტეს ფარას შეემატა ათასობით და ათიათასობით სული, რომელნიც დღეს გზააბნეული არიან.დბ 378.1

    მთელი ჩვენი გონებრივი ძალა წმიდა წერილის შესწავლას უნდა მოვახმაროთ და მიზნად უნდა დავისახოთ ღვთის ჩანაფიქრსა და მის ზრახვათა სიღრმეში წვდომა, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენთვის, მოკვდავთათვის, მაგრამ ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ მოწაფეობის ჭეშმარიტი სული - ეს არის ბავშვური მინდობა და უბრალოება. წმიდა წერილის ძნელი ადგილების ახსნა შეუძლებელია იმ მეთოდების გამოყენებით, რომელთაც ფილოსოფიურ პრობლემათა გადაწყვეტისას მივმართავთ. ის, ვინც ბიბლიის შესწავლას იწყებს, უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი თვითრწმენისაგან, რომელიც ბევრ სწავლულს ახასიათებს და ჩაწვდება რა ლოცვების შედეგად, რომ მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, გულწრფელი სურვილებით აღივსება. მისი ნების შესაცნობად ჩვენ სწავლა უნდა დავიწყოთ მორჩილი გულით და უზენაესისაგან ცოდნის მიღების სურვილით, რომელმაც წარმოთქვა:“მე ვარ”. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტი ანგელოზები ისე დაგვიბნელებენ გონებას და გაგვიქვავებენ გულს, რომ ჭეშმარიტება არ დაგვარწმუნებს.დბ 378.2

    წმიდა წერილში საკმარისად არის ადგილები, რომლებიც მეცნიერებს დიდ საიდუმლოებად ან უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, მაგრამ მათთვის, ვისაც ქრისტეს სკოლაში სურს სწავლა, ნათელი, გასაგები და იმედის მომცემია. ბევრი ღვთისმეტყველი ძალზე ზედაპირულად ღებულობს ღვთის სიტყვას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თვალს ხუჭავენ იმ ჭეშმარიტებებზე, რომლის აღსრულებაც თვითონ არ სურთ. ბიბლიური ჭეშმარიტების აღქმა დამოკიდებულია არა იმდენად ადამიანის ინტელექტზე, რამდენადაც ადამიანის გადაწყვეტილების სიმტკიცეზე და სიმართლისაკენ გულწრფელ სწრაფვაზე.დბ 378.3

    ბიბლიის შესწავლა არ შეიძლება ლოცვის გარეშე. მხოლოდ სულიწმიდის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია მისი შემეცნებისათვის და იგივე სული დაგვეხმარება, თავი შევიკავოთ იმ ჭეშმარიტებათა აღქმის მცდელობისაგან, რომელიც ჩვენთვის არ არის გახსნილი. ზეციური ანგელოზები ადამიანის გულს ღვთის სიტყვის მისაღებად ამზადებენ და ზრუნავენ იმაზე, რომ დაგვატყვევოს მისმა სილამაზემ, მივიღოთ მისი გაფრთხილება და მისმა აღთქმებმა გაგვამხნევოს და გაგვაძლიეროს. მეფსალმუნის ლოცვა:“აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას” (ფს. 118:18) ჩვენი ლოცვა უნდა გახდეს. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ცდუნებას ვერ დავძლევთ, რადგან ხშირად ლოცვისა და ბიბლიის შესწავლის უგულვებელყოფის გამო, ადამიანი უცბად ვერ იხსენებს უფლის დაპირებას, რათა წერილით შეიარაღებული დახვდეს სატანას. მაგრამ მათ, ვინც ყოველთვის მზადაა ღვთიური მოძღვრების შემეცნებისათვის, გარს ეხვევიან ღვთის ანგელოზები და დიდი მწუხრის ჟამს ისინი გაახსენებენ მათ მათთვის მეტად საჭირო ჭეშმარიტებებს. ამიტომ,“როდესაც ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ” (ეს. 59:19).დბ 378.4

    იესომ თავის მოწაფეებს აღუთქვა:“ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს” (იოან. 14:26). მაგრამ ქრისტეს მოძღვრება ჯერ ჩვენს გონებაში უნდა ჩაიბეჭდოს, რათა ხიფათის დროს ღვთის სულმა გაგვახსენოს იგი.”გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდი შენს წინაშე” (ფს. 118:11).დბ 379.1

    მათ, ვინც მარადიულობაზე ფიქრობენ, გულში ეჭვი არ უნდა შეუშვან. ყველაზე მთავარი ჭეშმარიტებანი თავდასხმის ობიექტი გახდება. შეუძლებელია თავი დააღწიო დაცინვას, სხვადასხვა ყალბ ფილოსოფიას, თანამედროვე ურწმუნოების მზაკვრულ და დამღუპველ მოძღვრებას. ყოველი ჩვენგანისთვის სატანას მზადა აქვს ცდუნება: გაუნათლებელთათვის - რაღაც უაზრო თქმულებები, ლეგენდები, დაცინვები; განათლებულებს კი მეცნიერული წინააღმდეგობებითა და ფილოსოფიური თეორიებით ხვდება, მაგრამ, ერთიც და მეორეც მას იმისთვის ესაჭიროება, რომ წმიდა წერილის მიმართ ურწმუნოება დათესოს. თვით სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდობაც კი თავს უფლებას აძლევს, ეჭვი შეიტანოს ქრისტიანული პრინციპების საფუძველში. და რაც არ უნდა გულუბრყვილო გვეჩვენოს ახალგაზრდა თაობის ურწმუნოება, იგი განსაზღვრულ გავლენას მაინც ახდენს. ბევრი დასცინის თავისი მამების რწმენას და შეურაცხყოფს მადლის სულს (ებრ. 10:29).დბ 379.2

    მრავალ ადამიანს შეეძლო უფლის გზაზე დამდგარიყო და სარგებლობა მოეტანა კაცობრიობისათვის, უფლის სინათლის მატარებელი გამხდარიყო, მაგრამ ხალხი ურწმუნოების სულითაა მოწამლული. ყველა ის, ვინც ადამიანის ქედმაღლური გონების გადაწყვეტილებებს ენდობა და თვლის, რომ ღვთის საიდუმლოებებსა და მის ჭეშმარიტებებს უფლის სიბრძნის დახმარების გარეშე ჩასწვდება, სატანის ქსელში გაებმება.დბ 379.3

    ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდში. დედამიწის მცხოვრებთა ბედი მალე გადაწყდება. ჩვენი მომავალი და ადამიანთა ხსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არჩევანს გავაკეთებთ. ჩვენ გვესაჭიროება ჭეშმარიტების სულის ხელმძღვანელობა. ქრისტეს ყოველმა მიმდევარმა გულწრფელად უნდა იკითხოს:“უფალო, რას დამავალებ?” ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მორჩილება უფლის წინაშე ლოცვებით, მარხვებით და ბევრი უნდა ვიფიქროთ მის სიტყვაზე, განსაკუთრებით კი - სამსჯავროს სცენებზე. უნდა ვეძებოთ უფლის ჭეშმარიტებათა ღრმა და ცოცხალი გამოცდილებები. ერთი წამის დაკარგვაც კი არ შეიძლება. ჩვენს გარშემო უდიდესი მოვლენები ხდება. ჩვენ ვცხოვრობთ სატანის მიერ მოჯადოებულ დედამიწაზე! ღვთის გუშაგნო! გამოიღვიძეთ, რადგან მტერი ახლომახლო დაძრწის, ყოველ წუთს მზად არის თავდასხმისათვის და მისი ნადავლი გახდებით, თუ დაიღლებით და ჩათვლემთ.დბ 379.4

    მრავალ ადამიანს hგონია, რომ მართალია ღმერთის წინაშე და ამით თავს იტყუებს. ასეთი ადამიანები კმაყოფილდებიან იმით, რომ არავითარ ბოროტებას არ სჩადიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ღმერთი მათგან კეთილშობილურ საქმეებს ითხოვს. არ არის საკმარისი, იყო მხოლოდ ხე უფლის ბაღში. ადამიანებმა უნდა გაამართლონ უფლის მოლოდინი და ნაყოფი გამოიღონ. იგი მათ პასუხისმგებლობას აკისრებს იმის გამო, რომ არ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც უფლის მადლის ძალით შეეძლოთ. ზეციურ წიგნებში ისინი აღნიშნული არიან, როგორც უნაყოფო ხეები დედამიწაზე. მაგრამ არც მათი მდგომარეობა არის უიმედო. უფალი კვლავ მოუწოდებს მათ, ვინც უგულვებელყოფს მის წყალობას და უარყოფს მის მადლს.”გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე. მაშ, ფრთხილად მოიქეცით... გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან დღეები ბოროტია” (ეფ. 5:14-16).დბ 379.5

    როდესაც გამოცდის დრო მოვა, გამოჩნდება ყოველი, ვინც ღვთის სიტყვა თავისი ცხოვრების წესად გაიხადა. ზაფხულში არ ჩანს განსხვავება მარადმწვანე ხეებსა და ჩვეულებრივ მცენარეებს შორის, მაგრამ ზამთრის დადგომისას მარადმწვანე ხეები არ იცვლება, დანარჩენებს კი ფოთლები სცვივა. ასეა დღესაც, როდესაც ჯერ შეუძლებელია ჭეშმარიტი ქრისტიანის ცრუსაგან გარჩევა. მაგრამ სულ მალე დადგება ჟამი, როცა ეს განსხვავება აშკარა გახდება. როგორც კი დაიწყება ბრძოლა, როგორც კი ფანატიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა კვლავ აღდგება მთელი თავისი ძალით, როგორც კი განახლდება დევნა, ნახევრადმოქცეული, არაგულწრფელი ქრისტიანები ყოყმანს დაიწყებენ და უარყოფენ თავიანთ რწმენას, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი კლდესავით მტკიცედ იდგება. მისი რწმენა უფრო განმტკიცდება და მის იმედს ნათელი შეემატება.დბ 380.1

    მეფსალმუნე ამბობს:“რადგან შენი მცნებანი სააზროვნოა ჩემი, ...შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყოველი გზა სიცრუისა” (ფს. 118:99,104).დბ 380.2

    `კურთხეულია კაცი, სიბრძნის მძებნელი”,“რადგან იგი იქნება წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი” (იერ. 17:8).დბ 380.3