Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 28 - სამსჯავროს წინაშე

    `ბოლოს ვნახე, - ამბობს დანიელ წინასწარმეტყველი, - რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ვერცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები” (დან. 7:9,10).დბ 300.1

    ასე იხილა წინასწარმეტყველმა დღე უდიდესი და დიდებული, როდესაც მთელი დედამიწის უზენაესი მსაჯული განიხილავს ადამიანთა ცხოვრებასა და ხასიათს და ყოველი მათგანი მიიღებს საზღაურს”თავისი საქმეების მიხედვით”.”ძველი დღეთა” - ეს მამა ღმერთია. მეფსალმუნე ამბობს:“ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი” (ფს. 89:2). ის - წყარო ყოველი არსებულისა, შემოქმედი და დამაარსებელი მთელი კანონისა, უხელმძღვანელებს სამსჯავროს.”ვნახე: აhა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი”ძველ დღეთა”-სთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას” (დან. 7:13,14). აქ ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლა არაა აღწერილი. იგი წარდგა”ძველ დღეთა”-ს წინაშე ზეცაში ხელმწიფების, დიდებისა და მეფობის მისაღებად, რომელიც მას თავისი შუამდგომლური მსახურების დამთავრების შემდეგ მიეცემა. ეს წინასწარმეტყველება მიუთითებდა მოვლენაზე, რომელსაც ადგილი უნდა hქონოდა 2300 დღის გასრულებისას, 1844 წელს და არა ქრისტეს მეორედ მოსვლაზე. წმიდა ანგელოზთა თანხლებით ჩვენი უდიდესი მღვდელმთავარი შედის ზეციურ წმიდათაწმიდაში, რათა წარდგეს ღმერთის წინაშე და დაასრულოს თავისი შუამდგომლური მსახურება ადამიანებისათვის, ე.ი. ჩაატაროს სასამართლო ძიება და გამოისყიდოს ყველა, ვინც კურთხევის ღირსი აღმოჩნდება.დბ 300.2

    მიწიერი მსახურებისას განწმედის ამ უდიდესი დღის მსახურებაში მხოლოდ ისინი ღებულობდნენ მონაწილეობას, ვინც აღსარებითა და მონანიებით მივიდა უზენაესთან და ვისი ცოდვებიც მათთვის შეწირული მსხვერპლის სისხლით შეტანილ იქნა საწმიდარში. ამ დიდებულ, საბოლოო შემორიგებისა და სამსჯავროს გამოცხადების დღესაც მხოლოდ ღვთის ხალხის საქმეები განიხილება. უღვთოთა სამსჯავრო - სხვა მოვლენაა, რომელიც მოგვიანებით იქნება.”რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა და, თუ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს?” (1პეტ. 4:17).დბ 300.3

    ადამიანთა ბედი გადაწყდება ზეციური წიგნების ჩანაწერების თანახმად, სადაც შეტანილია ყოველი ადამიანის სახელი და საქმენი. დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს:“დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები”. გამოცხადების წიგნის ავტორი იგივე მოვლენების აღწერისას დამატებით გვიცხადებს:“...გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ” (გამოცხ. 20:11,12).დბ 300.4

    სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია ყველა ადამიანის სახელი, რომელიც ოდესღაც უფალ ღმერთს ემსახურებოდა. იესომ მიმართა თავის მოწაფეებს:“გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ჩაიწერება ცაში” (ლუკ. 10:20). პავლე მოციქულიც გვიამბობს თავის ერთგულ თანამშრომელთა შესახებ,“რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია” (ფილ. 4:3). დანიელი, რომელმაც იხილა”მძიმე დრო”,“ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა”, ამბობს, რომ ღვთის ხალხი,“ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება” (დან.12:1). გამოცხადებაშიც ნათქვამია, რომ ღვთის ქალაქში შევლენ”მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი”. (გამოცხ. 21:27).დბ 301.1

    `როცა უფლის მოშიშნი ერთმანეთში ლაპარაკობენ, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის” (მალ. 3:16). მათი რწმენის სიტყვები და სიყვარულის საქმეები ზეცაში აღინიშნება. ამაზე დაყრდნობით ნეემია სთხოვს უფალს:“ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წარხოცავ იმ ჩემს ძველ საქმეებს, რაც ღვთის სახლისთვის და მისი სამსახურისთვის გამიკეთებია” (ნეემ. 13:14). უფლის სამახსოვრო წიგნში შეტანილია ყოველი მართალი საქმე. იქ სამართლიანად არის აღნიშნული წარმატებით ჩაბარებული გამოცდა, ყოველი გამარჯვება ბოროტებაზე, ადამიანის მიერ წარმოთქმული ყოველი თბილი სიტყვა. იქ აღნიშნულია ყოველი თავდადება, ქრისტეს გულისათვის გადატანილი ყოველი განსაცდელი, ტკივილი და განცდა. მეფსალმუნე ამბობს:“ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ შენს წიგნშია” (ფს. 55:9).დბ 301.2

    ზეცაში აღინიშნება ადამიანთა ცოდვებიც:“რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს” (ეკლ. 12:14).”...ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები” (მათ. 12:36,37). ამ სამართლიან ანგარიშგებაში ჩაწერილია ფარული ზრახვები და ფიქრები, რადგან უფალი”გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს” (1კორ. 4:5).”აhა, დაწერილია ჩემს წინაშე... და საზღაურს მივაგებ... მათი ცოდვებისთვის და მათი მამაპაპის ცოდვებისთვის ერთიანად” (ეს. 65:6,7).დბ 301.3

    ყოველი ადამიანის თითოეული ნაბიჯი უფლის მიერ განიხილება და აღინიშნება, როგორც ჭეშმარიტი ან უსამართლო ზეციურ წიგნებში. ჩვენი სახელის გასწვრივ უდიდესი სიზუსტით აღინიშნება ყოველი ცუდი სიტყვა, ყოველი ეგოისტური ქცევა, ყოველი შეუსრულებელი მოვალეობა და ყოველგვარი დაფარული ცოდვა, რა დიდი ოსტატობითაც არ უნდა იყოს შენიღბული. ანგელოზი უყურადღებოდ არ ტოვებს უფლის არც ერთ გაფრთხილებას, რომელიც ადამიანმა არ ისმინა; უქმად გაფლანგულ დროს, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას, ადამიანის მიერ გავრცელებულ კეთილ ან ბოროტ გავლენას მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.დბ 301.4

    უფლის კანონი არის ის საზომი, რომლითაც ადამიანები სამსჯავროზე შემოწმდებიან. სოლომონ ბრძენი ამბობს:“ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი” (ეკლ.12:13,14). მოციქული იაკობი ძმებს აფრთხილებდა:“ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა” (იაკ. 2:12).დბ 301.5

    ხოლო ისინი, ვინც ღირსად ჩაითვლება, მონაწილეობას მიიღებენ მართალთა აღდგომაში. იესო ამბობს:“ხოლო, ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა... ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, - აღდგომის ძენი” (ლუკ. 20:35,36). და კვლავ განაგრძობს:“კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ” (იოან. 5:29). ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან მხოლოდ სამსჯავროს შემდეგ, როდესაც მათ ღირსად სცნობენ”სიცოცხლის აღდგომისათვის”. აქედან გამომდინარე, ისინი არ დაესწრებიან სასამართლოს, როდესაც მათი საქმეები იქნება განხილული და მათი ბედი გადაწყდება.დბ 302.1

    იესო მათი დამცველი იქნება. იგი უშუამდგომლებს მათ ღმერთის წინაშე.”ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე” (1იოან. 2:1).”ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე” (ებრ. 9:24).”ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ” (ებრ. 7:25).დბ 302.2

    როდესაც სამსჯავროზე წიგნები გადაიშლება, მაშინ იესო ქრისტეს ერთგულ მორწმუნეთა ცხოვრებაც გადაიშლება ღვთის წინაშე. ჩვენი შუამდგომელი იწყებს დედამიწის პირველი მკვიდრიდან, თანმიმდევრულად გადადის თაობიდან თაობაზე და დაასრულებს ცოცხლებით. ყოველი ადამიანი თავისი სახელით იქნება აღნიშნული და მთელი მისი ცხოვრება დიდი გულმოდგინებითა და ყურადღებით იქნება შესწავლილი. ზოგს მიიღებენ, ზოგს კი - უარყოფენ. თუკი წიგნში აღმოჩნდება ადამიანის მიერ მოუნანიებელი და უფლის მიერ მიუტევებელი ცოდვები, მისი სახელი ამოიღება სიცოცხლის წიგნიდან და მის კეთილ საქმეთა სიასაც ხაზი გადაესმება.”უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან” (გამოს. 32:33). და ეზეკიელ წინასწარმეტყველიც ამბობს:“თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისაგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება” (ეზეკ. 18:24).დბ 302.3

    ყველას, ვინც გულწრფელად მოინანია ცოდვები და ირწმუნა ქრისტეს სისხლის გამომსყიდველი მსხვერპლი, ზეციური წიგნების თანახმად, მიეტევება. ისინი გახდებიან ქრისტეს სიმართლის თანაზიარნი და აღასრულებენ უფლის კანონის მოთხოვნას. უფალი კი წაშლის ზეციურ წიგნში ჩაწერილ მათ ცოდვებს და მარადიული სიცოცხლის ღირსად სცნობს მათ. უფალი ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით აღგვითქვამს:“მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი” (ეს. 43:25). იესო ამბობს:“გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე”.”ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე; ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე” (გამოცხ. 3:5; მათ. 10:32,33).დბ 302.4

    როგორი სიმართლის მომცველიც არ უნდა იყოს მიწიერი სასამართლო, იგი მაინც სუსტი ანარეკლია იმ ყურადღებისა, რომლითაც შესწავლილი იქნება მთელი სამყაროს უზენაესი მსაჯულის მიერ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილთა ცხოვრება და საქმეები. ღვთიური შუამდგომელი ითხოვს მათ დანაშაულთა მიტევებას, ვინც გაიმარჯვა მისი სისხლის რწმენით, რათა ისინი კვლავ დაბრუნდნენ ედემში და ღვთის მემკვიდრეებად იწოდებოდნენ, როცა “წინანდელი ხელმწიფება” დაბრუნდება (მიქ. 4:8). სატანა იმედოვნებდა ადამიანის გადარჩენის ღვთიური გეგმის ჩაშლას, მაგრამ ახლა ქრისტე ისე მოითხოვს ამ გეგმის განხორციელებას, თითქოს დედამიწაზე ცოდვა არასოდეს ყოფილა. იგი ითხოვს მისი ხალხის არა მხოლოდ სრულ მიტევებასა და გამართლებას, არამედ იმასაც, რომ ისინი მისი დიდების თანაზიარნი გახდნენ და მის ტახტზე, მისივე გვერდით დაჯდომის უფლება hქონდეთ.დბ 302.5

    იმ დროს, როდესაც იესო შუამდგომლობას უწევს მისი მადლის მიმღებთ, სატანა მათ ღმერთის წინაშე დამნაშავეებად წარმოადგენს. უდიდესი მაცდური ყოველთვის უბიძგებდა მათ ურწმუნოებისაკენ, უფლის სიყვარულის მცნებების უარყოფისა და უიმედობისაკენ, ახლა კი მათ ცხოვრებისეულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს, იმაზე, თუ როგორ არ hგვანან ეს ადამიანები ქრისტეს, რომ მათ შეარცხვინეს თავიანთი მაცხოვარი; ხაზგასმით მიუთითებს ყველა იმ ცოდვაზე, რომლისკენაც თავად უბიძგა და აცხადებს თავის უფლებამოსილებას მათზე, როგორც თავის ქვეშევრდომებზე.დბ 303.1

    იესო არ ამართლებს ადამიანთა ცოდვებს, მაგრამ მიუთითებს მათ რწმენაზე და მიტევების მიღების უფლებაზე, იწვდის თავის განგმირულ ხელებს მამისა და წმიდა ანგელოზებისაკენ და ამბობს: მე მათ სახელებით ვცნობ. მე ჩემს ხელისგულებზე დავიწერე ისინი.”შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო!” (ფს. 50:19). და იგი მიმართავს თავისი ხალხის ცილისმწამებელს:“გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?” (ზაქ. 3:2). ქრისტე შემოსავს თავის ერთგულთ თავისი სიმართლით, რათა წარადგინოს ისინი მამის წინაშე, როგორც თავისი ეკლესია,“რომელსაც ლაქა ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი არაფერი აქვს” (ეფ. 5:27). მათი სახელები ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში და მათზეა ნათქვამი:“ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ისინი ღირსნი არიან” (გამოცხ. 3:4).დბ 303.2

    ამგვარად, სრულად ახდება უფლის მიერ აღთქმული:“ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს”.”იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოეკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ” (იერ. 31:33; 50:20).”იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი - ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის; სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ” (ეს. 4:2,3).დბ 303.3

    ზეციური სამსჯავრო და ცოდვათა მოსპობა უფლის მეორედ მოსვლამდე უნდა დასრულდეს. იმდენად, რამდენადაც მიცვალებულნი წიგნის ჩანაწერების მიხედვით განიკითხებიან, ადამიანთა ცოდვები არ შეიძლება წაიშალოს სამსჯავროს დამთავრებამდე, რომელზედაც მათი ბედი უნდა გადაწყდეს. პეტრე მოციქული გასაგებად ამბობს, რომ მორწმუნეთა ცოდვები შეიძლება აღიხოცოს ოდეს”მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის სახისაგან და მოავლინოს თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესო ქრისტე” (საქ. 3:19,20). გასრულდება რა სამსჯავროს პერიოდი, უფალი იესო მოვა დედამიწაზე შურისგებისათვის, რათა ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღას.დბ 303.4

    ისრაელის ცოდვისაგან გამოსყიდვის მიწიერი მსახურებისას მღვდელმთავარი გამოდიოდა ხალხის წინაშე და აკურთხებდა მას. ასევე ქრისტეც, თავისი შუამდგომლური მსახურების აღსრულების შემდგომ”გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად” (ებრ. 9:28), მარადიული სიცოცხლის მომლოდინეთა საკურთხებლად და როგორც მღვდელმთავარი საწმიდარიდან გატანილ ცოდვებს აკისრებდა”განტევების ვაცს”, ასევე ქრისტეც ყველა ცოდვას დააკისრებს სატანას, ურჯულოებისა და ბოროტების სათავეს და როგორც ისრაელის ცოდვებით დამძიმებული განტევების ვაცი იდევნებოდა”დასაკარგავისაკენ... უდაბნოში” (ლევ. 16:22), ასევე სატანაც, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა დანაშაულისათვის, თავად რომ უბიძგა ღვთის შვილთ, იხეტიალებს ათასი წლის განმავლობაში გატიალებულ, უსიცოცხლო უდაბნოში და საბოლოოდ დამსახურებისამებრ დაისჯება იმ ცეცხლით, რომლითაც უნდა განადგურდეს და ბოლო მოეღოს ყოველგვარ უწმიდურებასა და უწმიდურთ. ამგვარად, გამოსყიდვის უდიდესი გეგმა დასრულდება ცოდვებისა და ბოროტების განადგურებით და მათი გადარჩენით, ვინც ბოროტებას წინ აღუდგა.დბ 303.5

    წინასწარმეტყველების მიხედვით, სამსჯავროსათვის განსაზღვრული დროიდან (2300 დღის გასრულებისას), ე.ი. 1844 წლიდან დაიწყო ზეციური სამსჯავრო და ცოდვათა მიტევება: ცხოვრება ყოველი ადამიანისა, რომელიც თავს ქრისტეს მიმდევრად თვლიდა, გულმოდგინე და ღრმად შესწავლის საგანი გახდება. ცოცხლებიც და მკვდრებიც”წიგნებში ჩაწერილ თავიანთ საქმეთა მიხედვით” განიკითხებიან.დბ 304.1

    მოუნანიებელი და მოუშორებელი ცოდვები ადამიანებს არ მიეტევებათ. ისინი წიგნებში დარჩებიან ცოდვილის წინააღმდეგ მოწმობისათვის უფლის დღეს. ბოროტება, ჩადენილი დღისით თუ ღამით - სულ ერთია,“გაცხადდება და გაშიშვლდება” მის წინაშე, ვინც უნდა განგვიკითხოს. უფლის ანგელოზები ხედავენ ყოველ ცოდვას და უდიდესი სიზუსტით აღნიშნავენ მას. ცოდვის დაფარვა, დამალვა და უარყოფა შეიძლება მამის, დედის, ცოლის, ბავშვებისა თუ მეგობრების წინაშე და შესაძლოა, თავად ცოდვილის გარდა, ვერასოდეს ვერავინ გაიგოს ჩადენილი ბოროტების შესახებ, მაგრამ ზეცის წინაშე შეუძლებელია მისი დაფარვა. ვერც ყველაზე ბნელი ღამის წყვდიადი, ვერც ყველაზე ოსტატური ნიღაბი ვერცერთ აზრსა და ფიქრს ვერ დამალავს უზენაესისაგან. უფლისათვის კარგად არის ცნობილი ყოველი უსამართლო საქციელი და ყოველი უწმიდური საქმე. შეუძლებელია მისი მოტყუება ღვთისმოსაობის ნიღბით. იგი უშეცდომოდ შეიცნობს ჩვენს არსებას. მზაკვარ და სულწაწყმედილ ადამიანებს შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ თავიანთი ახლობლები, მაგრამ უფლისათვის გაცხადებულია ყოველგვარი სიცრუე და ყოველი ადამიანის შინაგანი, სულიერი ცხოვრება.დბ 304.2

    რა საოცარია! ადამიანები ყოველდღიურად ტოვებენ ამ წუთისოფელს, მაგრამ მათი ყოველი მოქმედება დაბეჭდილი რჩება ზეციურ წიგნებში. ერთხელ ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარასოდეს დააბრუნებ და ვერც უკვე ჩადენილს შეცვლი. ანგელოზები აღნიშნავენ როგორც კეთილ, ასევე ბოროტ საქმეებს. ყველაზე ძლიერ დამპყრობელსაც კი არ ძალუძს, დაიბრუნოს ერთადერთი დღეც კი. ჩვენს საქმეებს, სიტყვებს და ყველაზე დაფარულ ფიქრებსაც კი - ყოველივეს თავისი წონა და მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბედის გადაწყვეტისას. ბევრი წვრილმანი, შესაძლოა უკვე დავიწყებულიც, ან გაგვამართლებს, ან გაგვამტყუნებს.დბ 304.3

    როგორც ფოტოგრაფიული ფირი აფიქსირებს ადამიანის სახეს, ასევეა აღბეჭდილი ადამიანი ზეციურ წიგნებში. სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ადარდებს ის ფაქტი, რომ ზეცისათვის არაფერია დაფარული. რომ შეიძლებოდეს იმ ფარდის გადაწევა, რომელიც ხილულს hყოფს უხილავისაგან, დედამიწის შვილები დაინახავდნენ ანგელოზებს, რომელნიც იწერენ ყოველ ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას და ყველაფერს, რაც შემდგომში სამსჯავროზე განიხილება. რამდენ უკეთურ სიტყვას არ წარმოვთქვამდით და რამდენ უღირს საქციელს არ ჩავიდენდით მაშინ!დბ 304.4

    სამსჯავროზე დიდი ყურადღებით აიწონება სარგებელი იმ ტალანტიდან, რომელიც ჩვენ გვებოძა. როგორ გამოვიყენეთ ზეცის მიერ მობარებული კაპიტალი? დავუბრუნებთ თუ არა ქრისტეს მისი მოსვლის დღეს მის საკუთრებას სარგებლით? გამოვიყენეთ თუ არა ჩვენი ხელი, გული და გონება უფლის დიდებისა და წუთისოფლის კურთხევისათვის? რას მოვახმარეთ ჩვენი დრო, კალამი, ხმა, ფული და გავლენა? რა გავაკეთეთ ქრისტესათვის ღარიბთა, ტანჯულთა, ობოლთა და ქვრივთა დახმარების სახით? ღმერთმა გვანდო თავისი წმიდა სიტყვა, როგორ გამოვიყენეთ ადამიანთა გადარჩენისათვის ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტების ნათელი? ქრისტიანული რწმენის აღიარებას მხოლოდ სიტყვებით, საქმის გარეშე, არავითარი ფასი არა აქვს, რადგან საქმეებით ხორცშესხმული სიყვარული ითვლება ჭეშმარიტებად. ზეცა აღიარებს მხოლოდ სიყვარულით გაკეთებულ საქმეებს. სიყვარულით აღსრულებული საქმე, ადამიანების თვალში თუნდაც მცირე და უმნიშვნელო, სასიამოვნოა უფლისათვის და საზღაურს მიაგებს მათ.დბ 305.1

    ზეციური წიგნები გააცხადებენ ადამიანში ღრმად დამალულ ეგოიზმს. მათში აღინიშნება ისიც, რომ არ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა მოყვასის მიმართ და ისიც, რომ დავივიწყეთ მაცხოვრის მცნებები. ადამიანები დაინახავენ, თუ რა ხშირად ახარჯავდნენ ისინი სატანას ენერგიას და დროს, რომელიც ქრისტეს ეკუთვნოდა. ო, რა სამწუხარო ჩანაწერებს აკეთებენ ანგელოზები ზეცაში! გონიერი არსებები, რომელთაც ქრისტეს მიმდევრები hქვიათ, მთლიანად ჩაფლულნი არიან ამქვეყნიურ საქმეებსა ან გართობებში. ამქვეყნიურ სიამოვნებათა და პატივმოყვარე ვნებათა დაკმაყოფილებას ეწირება მათი ფული, ძალა და დრო, და რა მცირე დრო ეთმობა ლოცვებს, წმიდა წერილის შესწავლას, ცოდვათა მონანიებასა და აღსარებას.დბ 305.2

    საზღვარი არა აქვს სატანის გამომგონებლობას, რომელიც ცდილობს ჩვენი ყურადღების მოდუნებას ჩვენივე მთავარი დანიშნულების მიმართ. შეუდარებელ თვალთმაქცს სძულს უდიდესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც გამომსყიდველი მსხვერპლისა და ყოვლისშემძლე შუამდგომლისაკენ გვიკაფავს გზას. მან კარგად იცის, რომ მისი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს დააშოროს ადამიანი ქრისტეს და მის ჭეშმარიტებას.დბ 305.3

    ისინი, ვინც ქრისტეს მოზიარენი გახდებიან ზეციურ სიხარულში, წარბშეუხრელად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და”იწმიდებიან ღვთის მოშიშობაში”. პატივმოყვარე ანგარების დასაკმაყოფილებლად ძვირფასი წუთების ფუჭ გართობებზე გაფლანგვის ნაცვლად, ასეთი ადამიანები მთელ დროს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების ლოცვებით შესწავლას ანდომებენ. ჭეშმარიტებანი საწმიდარისა და სამსჯავროს შესახებ ღვთის ხალხმა ღრმად უნდა შეიმეცნოს. ყველას უნდა hქონდეს ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს უდიდესი მღვდელმთავარი ჩვენთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს არ ექნება საჭირო რწმენა და ვერ დაიკავებს უფლის მიერ მათთვის განკუთვნილ ადგილს. ყოველ ადამიანს აქვს სული, რომელიც უნდა გადარჩეს, ან დაიღუპოს. ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება სასწორზე იწონება. ყოველი ადამიანი პირისპირ უნდა წარდგეს უდიდესი მსაჯულის წინაშე. სწორედ ამიტომ საჭიროა, ადამიანმა ხშირად იფიქროს იმ მრისხანე წუთებზე, როდესაც ზეციური წიგნები გადაიშლება და ყოველი ადამიანი, დანიელთან ერთად,“დღეთა დასასრულს” წარდგება თავისი განაჩენის მოლოდინში.დბ 305.4

    ყველამ, ვინც მიიღო ამ უდიდეს ჭეშმარიტებათა ნათელი, სხვებს უნდა გაუზიაროს იგი. ზეციური საწმიდარი - ეს არის ქრისტეს ადამიანისათვის მსახურების ცენტრი. ის, რაც იქ ხდება, ეხება ყველა ადამიანს მთელი დედამიწის ზურგზე. იგი ნათელს ხდის გამოსყიდვის მთელ გეგმას, მივყავართ დედამიწის ისტორიის ბოლო ჟამისაკენ და ცოდვაზე უდიდესი გამარჯვებისაკენ. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხთა ღრმა და დაფიქრებული შესწავლა, რათა სწორი პასუხი გაეცეს ყველას, ვინც ჩვენი იმედებით დაინტერესდება.დბ 306.1

    ადამიანისათვის ქრისტეს შუამდგომლობა ზეციურ საწმიდარში - ეს გადარჩენის გეგმის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორიც მისი ჯვარცმა. თავისი სიკვდილით დაიწყო მან ამ გეგმის განხორციელება, რომლის დასასრულებლად ზეცად ამაღლდა მკვდრეთით აღდგომის შემდგომ. ჩვენ რწმენით უნდა შევიდეთ ფარდის მიღმა,“სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო” (ებრ. 6:20). იქ ბრწყინავს გოლგოთას ჯვრის ნათელი. იქ შეგვიძლია ღრმად შევიცნოთ გამოსყიდვის საიდუმლო. ზეცამ უდიდესი საფასური გაიღო ადამიანის გადასარჩენად; გაღებული მსხვერპლი სრულად აკმაყოფილებს უფლის დარღვეული კანონის მოთხოვნებს. იესომ გახსნა გზა მამის ტახტისაკენ და მისი შუამდგომლური მსახურების მეოხებით, მასთან რწმენით მოსულ ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი სურვილი ამცნოს უზენაესს.დბ 306.2

    `ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება” (იგავ. 28:13). მათ, ვინც თავის შეცდომებს მალავს და ამართლებს, ამის გამო სატანის ზეიმისა, ქრისტეს და მის ანგელოზთა მიმართ მკრეხელური დაცინვის ხილვა რომ შეეძლოთ, ერთი წუთითაც არ შეყოვნდებოდნენ: აღიარებდნენ და მიატოვებდნენ თავიანთ ცოდვებს. სატანა სარგებლობს ადამიანის სისუსტით და ცდილობს დაეუფლოს მთელ მის არსებას, რადგან იცის, რომ თუკი მანკიერება განმტკიცდება, იგი გაიმარჯვებს. ამიტომ ის მუდამ ცდილობს, ქრისტეს მიმდევართ შთააგონოს, რომ ისინი მაინც ვერ მოერევიან თავიანთ სუსტ მხარეებს. მაგრამ იესო შუამდგომლობს მათ. თავისი განგმირული და ნაიარევი ხელებით იგი მიუთითებს თავის დაჭრილ სხეულზე და მიმართავს მათ, ვისაც სურს, გაhყვეს მის გზას:“გეყოფა ჩემი მადლი”.”იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და hპოვებთ სულის სიმშვიდეს, ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი” (2კორ. 12:9; მათ. 11:29,30). ამიტომ ნურავინ ჩათვლის თავის ცოდვებს გამოუსწორებლად. უფალი გვაძლევს რწმენასა და მადლს, რათა გავთავისუფლდეთ მათგან.დბ 306.3

    დღეს ჩვენ გამოსყიდვის უდიდეს პერიოდში ვცხოვრობთ. მიწიერი სიმბოლური მსახურებისას, როდესაც მღვდელმთავარი ისრაელის გამოსყიდვის ცერემონიალს ატარებდა, ყველას სული უნდა მოედრიკა მონანიებითა და ღვთის წინაშე ცოდვების აღიარებით. იგივე უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენც, რათა ცოდვებმა არ გაგვრიყოს უფლის ხალხისაგან. მათ მსგავსად ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი სახელი შენარჩუნებული იყოს სიცოცხლის წიგნში, ამ გამოცდისათვის დარჩენილ მცირე დღეებში გულწრფელად უნდა მოინანიოს ღვთის წინაშე თავისი ცოდვები. საჭიროა ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს გულში. საჭიროა მოვიშოროთ ის არასერიოზულობა და უზრუნველობა, რომელიც მრავალ, ეგრეთ წოდებულ, ქრისტიანს ახასიათებს. მძიმე ბრძოლა ელის ყველას, ვისაც თავის ცოდვებზე გამარჯვება სურს. მზადების სამუშაო თითოეულმა თავად უნდა შეასრულოს. ჩვენ კოლექტიურად ვერ გავიმარჯვებთ. ერთი ადამიანის ღვთისმოსაობა და ერთგულება ვერ შეავსებს მეორეში ამ თვისებებს და თუმცა უფლის სამსჯავროს წინაშე ყველანი უნდა წარვდგეთ, მაგრამ უზენაესი ისეთი ღრმა ყურადღებით განიხილავს თითოეული ჩვენთაგანის საქმეს, თითქოს ჩვენს გარდა ქვეყნად სხვა არავინ არსებობდეს. ყოველი ადამიანი უნდა გამოიცადოს და წარდგეს ღვთის წინაშე ყოველგვარი ნაკლისა და მანკიერების გარეშე.დბ 306.4

    რა საზეიმოდ დასრულდება შემორიგების მსახურება! რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყდეს! დღეს ზეციურ საწმიდარში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იგი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. მალე - არავინ იცის, ზუსტად როდის, დაიწყება ცოცხალთა საქმეების განხილვა. და მაშინ უფლის წინაშე განსახილველად წარდგება ჩვენი ცხოვრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიგნოს მაცხოვრის სიტყვები:“გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ეს ჟამი” (მარკ. 13:33).”თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ” (გამოცხ. 3:3).დბ 307.1

    სასამართლო ძიების დასრულებისას გადაწყდება ყოველი ადამიანის ბედი - მას სიცოცხლე ელის თუ - სიკვდილი. გამოცდის პერიოდი დამთავრდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, ზეციურ ღრუბლებზე მის დიდებით გამოჩენამდე. იმ ჟამის შესახებ ქრისტე ამბობს:“უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აhა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა” (გამოცხ. 22:11,12).დბ 307.2

    მართლებიც და უწმიდურებიც კვლავ იცხოვრებენ დედამიწაზე: დათესავენ და ააშენებენ, შეჭამენ და დალევენ და სრულიად არაფერი ეცოდინებათ იმის შესახებ, რომ მათთვის გამოტანილია საბოლოო განაჩენი, რომლის შეცვლაც უკვე აღარ შეიძლება. წარღვნის წინ, ნოეს კიდობანში შესვლის შემდეგ, უფალმა დახურა მისი კარი და ურჯულონი კარს მიღმა დარჩნენ, მაგრამ შემდგომი შვიდი დღის განმავლობაში ადამიანებმა თავიანთი განწირული ბედის შესახებ არაფერი იცოდნენ, კვლავ განაგრძობდნენ უზრუნველ ცხოვრებას და სასაცილოდ არ hყოფნიდათ გაფრთხილება სამსჯავროს შესახებ.”ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც” (მათ. 24:39). უხმაუროდ, როგორც ღამის ქურდი, დადგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ყოველი ადამიანის ბედი გადაწყდება და მაშინ ცოდვილებს სამუდამოდ წაერთმევათ ადრე ასე უხვად შემოთავაზებული მადლი.”ამიტომ ფხიზლად იყავით,.. რათა მოულოდნელად არ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ” (მარკ. 13:35,36). რა დიდ საფრთხეში იგდებენ თავს ისინი, ვინც მოლოდინმა დაღალა და კვლავ ამქვეყნიურ გართობებს დაუბრუნდა. იმ მომენტში, როდესაც საქმოსანი დაკავებული იქნება სიმდიდრის მოხვეჭით, სიამტკბილობის მოყვარული გართული იქნება თავის სურვილთა დაკმაყოფილების ძებნაში, ხოლო მოდების მოყვარული - საკუთარი თავის გალამაზებაში... სწორედ იმ წუთებში მთელი ქვეყნის მსაჯული წარმოთქვამს განაჩენს:“სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი” (დან. 5:27).დბ 307.3