Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 29 - ბოროტების წარმოშობა

    ცოდვის წარმოშობა და მისი არსებობის მიზეზები ბევრისათვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება. ბოროტების დამანგრეველი მოქმედების დანახვისას, რასაც მოაქვს მწუხარება და სიცარიელე, ადამიანებს ძალაუნებურად ებადებათ კითხვა: როგორ შეუძლია ამის დაშვება მას, ვისი სიბრძნე, ძალაუფლება და სიყვარული ასე უსაზღვროა? მათთვის შეუძლებელია ამ საიდუმლოებაში ჩახედვა და მასში შეღწევა. მათ არ ესმით ეს და ეჭვებით შეპყრობილნი, ვერ ხედავენ იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ნათლადაა გახსნილი ღვთის სიტყვაში და ჩვენი გადარჩენისთვისაა განკუთვნილი. არიან ისეთებიც, ვინც ცოდვის არსებობის მიზეზების შესაცნობად ცდილობენ შეაღწიონ იმ ზღვარს იქით, სადაც უფალი არავის უშვებს და რასაკვირველია, ვერ პოულობენ პასუხს თავის კითხვებზე. ამის გამო კრიტიკისა და ეჭვების სულით შეპყრობილნი, თვლიან, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია და ამართლებენ თავის მხრივ წმიდა წერილის უარყოფას. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ვერ პოულობენ ბოროტების ახსნა-განმარტებას იმ მიზეზით, რომ უფლის არსის, მისი მმართველობის წესებისა და ცოდვისადმი დამოკიდებულების პრინციპების ბიბლიური სწავლება დაფარულია თქმულებებითა და ბიბლიის მცდარი ახსნით.დბ 308.1

    ცოდვის წარმოშობისა და არსებობის ლოგიკური დასაბუთება შეუძლებელია. ამასთანავე, ცოდვის წარმოშობისა და მისი საბოლოო აღმოფხვრის განხილვისას შეიძლება სრულად შევიცნოთ ის სამართლიანობა და მოწყალება, რომელსაც ღმერთი ავლენს ბოროტეულთან დამოკიდებულებაში. წერილი სრულიად ნათლად გვასწავლის, რომ ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ცოდვის წარმოშობაზე, თვითნებურად არ შეუწყვეტია მას ღვთიური მადლი, არც რაიმე ხინჯი ყოფილა მის მმართველობაში, რასაც შეეძლო, ზეცაში აჯანყება გამოეწვია. ცოდვა - დაუპატიჟებელი სტუმარია, რომლის გამოჩენას არავითარი ახსნა არა აქვს. ეს ჩვენთვის მიუწვდომელი საიდუმლოა. ცოდვის გამართლება ნიშნავს მის დაცვას. და რომ შესაძლებელი ყოფილიყო ცოდვის წარმოშობის მიზეზის მოძებნა ან მისი გამოჩენის გამართლება, მაშინ ის უკვე ცოდვა აღარ იქნებოდა. ჩვენთვის ცოდვის ერთადერთი განსაზღვრებაა წმიდა წერილის სიტყვები: -“ცოდვა ღმერთის კანონის დარღვევაა”. ცოდვა ჩნდება სიყვარულის უდიდეს მცნებებთან (რომლებზედაც დაფუძნებულია ღვთიური მმართველობა) შეურიგებელ წინააღმდეგობაში მყოფი პრინციპების გატარების შედეგად.დბ 308.2

    ბოროტების წარმოშობამდე მთელ სამყაროში მშვიდობა და სიხარული სუფევდა. ყველაფერი შემოქმედის ნებასთან სრულ hარმონიაში იმყოფებოდა. ყველაზე მთავარი - ღმერთისადმი სიყვარული იყო, ერთმანეთისადმი სიყვარული კი - მიუკერძოებელი და წმიდა. ქრისტე- სიტყვა, ღმერთისგან მხოლოდშობილი და მამა ერთნი იყვნენ. მათ ერთნაირი ბუნება და ერთი მიზანი hქონდათ. მთელ სამყაროში მხოლოდ ერთადერთი ქრისტე იყო ჩახედული ღმერთის ყოველ ჩანაფიქრში. ქრისტეს მეშვეობით შექმნა მამამ ყველა ზეციური არსება,“ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული თუ უხილავი; საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი” (კოლ. 1:16).დბ 308.3

    იმდენად, რამდენადაც ღვთიური მმართველობა დაფუძნებული იყო სიყვარულის კანონზე, მის მიერ შექმნილი ყოველი არსების ბედნიერება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ შეეთვისებოდა იგი სიმართლის უდიდეს პრინციპებს. უფალს სურს, რომ მისი შექმნილი არსებები სიყვარულით ემსახურებოდნენ მას, ე.ი. მოწიწების გრძნობით, რომელიც მისი ხასიათის გონივრული შემეცნებიდან გამომდინარეობს. უფალს არ აკმაყოფილებს იძულებითი მსახურება. იგი ყველას აძლევს მოქმედების თავისუფლებას, რათა ადამიანები კეთილი ნებით ემსახურონ მას.დბ 309.1

    მაგრამ გამოჩნდა ვიღაც, რომელმაც ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება. ცოდვამ პირველად დაიბუდა მასში, ვინც მეორე იყო ქრისტეს შემდეგ, ვინც დიდად პატივცემული იყო ღმერთის მიერ და თავისი ძლიერებითა და დიდებით ყველა ზეციურ არსებაზე მაღლა იდგა. დაცემამდე ლუციფერი პირველი ნათლის ქერუბიმი იყო, წმიდა და უნაკლო.”ასე ამბობს უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი... მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი. იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი. სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა” (ეზეკ. 28:12-15).დბ 309.2

    ლუციფერს ყოველთვის შეეძლო ესარგებლა ციური მხედრობის პატივისცემითა და სიყვარულით, ასევე უფლის წყალობითაც, თუკი თავის ძლიერებას სხვათა კურთხევისათვის და შემოქმედის სადიდებლად გამოიყენებდა. მაგრამ წინასწარმეტყველი ამბობს:“გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით” (ეზეკ. 28:17). ლუციფერში თანდათან გამოიკვეთა სწრაფვა თვითგანდიდებისაკენ.”რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ” (ეზეკ. 28:6).”გულში ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე... მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდები!” (ეს.14:13,14). იმის ნაცვლად, რომ განედიდებინა ღმერთი და მისი ღვთიური დიდებისაკენ მიემართა შექმნილ არსებათა მთელი სიყვარული და ერთგულება, ლუციფერი შეეცადა, აეძულებინა ისინი, მისთვის ეცათ თაყვანი და ემსახურათ. მას სურდა იმავე პატივით ესარგებლა, როგორითაც მამა ღმერთმა შემოსა თავისი ძე და მან, ციური მხედრობის მბრძანებელმა, ჩაიფიქრა იმ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნოდა.დბ 309.3

    მთელ ზეცას განსაკუთრებულ სიხარულს hგვრიდა უფლისადმი მსახურება იმით, რომ ეჩვენებინათ შემოქმედის ძალა და ქებადიდება შეესხათ მისთვის. სანამ ღმერთი პატივდებული იყო, მანამ ყველა ცხოვრობდა სიმშვიდეში და სიამეში. მაგრამ ციური hარმონია დაირღვა. თვითგანდიდება და თვითმსახურება მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა შემოქმედის ჩანაფიქრს, რამაც ბოროტი გრძნობები და სურვილები ჩაუნერგა გონებაში მათ, ვისთვისაც ადრე ღვთისადმი მსახურება ყველაზე დიდი სიხარული იყო. ლუციფერს ზეციურ შეკრებებზე იწვევდნენ. უფლის ძე არწმუნებდა მას შემოქმედის სამართლიანობაში, სიკეთესა და სიდიადეში, მისი მცნებების სიწმიდესა და მარადიულობაში. ზეციური კანონები თვით ღმერთმა დააწესა, ხოლო მათი უარყოფით ლუციფერმა შეურაცხყო თავისი შემოქმედი, რითაც საკუთარი თავი თავადვე გადაჩეხა სიკვდილის უფსკრულში. უსაზღვრო სიყვარულითა და მოწყალებით გამოწვეული ყოველი გაფრთხილება მასში წინააღმდეგობის სულს აღძრავდა. ლუციფერმა გულის კარი გაუხსნა შურის გრძნობას, რომელიც უფრო და უფრო სასტიკს ხდიდა მას.დბ 309.4

    ამაყობდა რა თავისი წარმოშობით, მას უმაღლესი ძალაუფლება სწყუროდა. სათანადოდ ვერ შეაფასა ის უდიდესი პატივი, რომლითაც შემოსა უფალმა და არ გამოხატა მადლიერების გრძნობა თავისი შემქმნელის მიმართ. იგი ამაყობდა სხვა ციურ არსებებზე თავისი უპირატესობით და მიზნად დაისახა, ღმერთის თანასწორი გამხდარიყო. ციური მხედრობა სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა მას. ანგელოზები სიხარულით ასრულებდნენ მის ბრძანებებს. იგი უდიდესი სიბრძნით იყო დაჯილდოებული და ყველაზე დიდებული იყო მათ შორის... მაგრამ ზეცის მბრძანებლად მიიჩნიეს ღვთის ძე, რომელიც მფლობელი იყო ისეთი ძალაუფლებისა და ავტორიტეტისა, როგორიც მამას hქონდა. ქრისტე თანამზრახველი იყო მამის ჩანაფიქრისა, ლუციფერისთვის კი დაფარული იყო ღვთის გეგმები. რატომ უნდა hქონდეს ქრისტეს უმაღლესი ძალაუფლება? - ფიქრობდა ძლიერი ანგელოზი. - რატომ უნდა იდგეს იგი ჩემზე, ლუციფერზე მაღლა?დბ 310.1

    ლუციფერმა უგულვებელყო თავისი ადგილი ღვთის წინაშე და ანგელოზთა შორის იწყო უკმაყოფილების სულის თესვა. ღრმად ჩაიდო გულში სხვებისგან დაფარული საიდუმლო და უფლისადმი დიდი მოწიწების ნიღბით შეიმოსა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო მის ნამდვილ ზრახვებს. ცდილობდა უკმაყოფილების გამოწვევას იმ კანონების მიმართ, რომლებსაც ყოველი ციური არსება ემორჩილებოდა. ის არაორაზროვნად მიუთითებდა იმაზე, რომ მათში ჩადებული შეზღუდვები სულაც არაა საჭირო. რადგანაც ანგელოზები თავისი ბუნებით წმიდანი არიან, - შთააგონებდა მათ, - აქედან გამომდინარე, ისინი უნდა დაემორჩილონ საკუთარ ნებას და არა ღმერთის კანონებს. იმედოვნებდა, რომ გამოიწვევდა ანგელოზთა თანაგრძნობას და განაცხადა, თითქოს ღმერთმა უსამართლობა გამოიჩინა მის მიმართ მაშინ, როცა უმაღლესი პატივი და ძალაუფლება ქრისტეს მიაკუთვნა. არწმუნებდა მათ, რომ ისწრაფვის მეტი ძალაუფლებისაკენ და უფრო მაღალი თანამდებობისაკენ არა თვითგანდიდების, არამედ იმის გამო, რომ ყოველ ციურ ბინადარს მისცემოდა უფრო დიდი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა.დბ 310.2

    უფალი დიდ მოწყალებასა და მოთმინებას იჩენდა ლუციფერის მიმართ. მართალია, იგი უკმაყოფილების სულს თესავდა, მაგრამ არც მაშინ წაერთვა თავისი უმაღლესი მდგომარეობა, როდესაც ერთგულ ანგელოზთა წინაშე თავის უკანონო მოთხოვნებს აყენებდა. იგი კვლავ დიდხანს იყო ზეცაში. მრავალჯერ შესთავაზეს მიტევება იმ პირობით, თუ მოინანიებდა და უფლის მორჩილი გახდებოდა. უსაზღვრო სიყვარულისა და სიბრძნის მქონე უფლის დიდი ძალისხმევა მიმართული იყო იქით, რომ მისთვის აეხსნა მისი შეცდომები. მანამდე განხეთქილების სული უცნობი იყო ზეცაში. თავდაპირველად, თვით ლუციფერმაც ვერ განჭვრიტა, სადამდე მიიყვანდა ყოველივე ეს. მას არ ესმოდა თავისი გრძნობების ჭეშმარიტი ბუნება. მაგრამ როდესაც აუხსნეს, რომ უკმაყოფილებისათვის არ არსებობს საფუძველი, ლუციფერი დარწმუნდა, რომ ცდებოდა, ხოლო უფლის მოთხოვნები სამართლიანი იყო. მას ეს მთელი ზეცის წინაშე უნდა ეღიარებინა და მართლაც ასე რომ მოქცეულიყო, იხსნიდა თავსაც და მრავალ ანგელოზსაც. იმ პერიოდში იგი ჯერ კიდევ რამდენადმე ექვემდებარებოდა ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოერთვა მფარველი ქერუბიმის მდგომარეობა; მას ჯერ კიდევ შეეძლო ღმერთთან ნებაყოფლობით დაბრუნებულიყო, ეღიარებინა შემოქმედის სიბრძნე და დაკმაყოფილებულიყო იმ მდგომარეობით, რომელიც უფლის უდიდეს გეგმაში მისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ იგი დაიბრუნებდა თავის ადრინდელ ძალაუფლებას. მაგრამ სიამაყემ არ მისცა ნება, დამორჩილებილიყო. იგი ჯიუტად იცავდა თავის აზრს და მოქმედებას, ამტკიცებდა, რომ არაფერი აქვს მოსანანიებელი და საბოლოოდ, თავისი შემოქმედის წინააღმდეგ დიდი ბრძოლის გზა აირჩია.დბ 310.3

    და მთელი თავისი გონიერება მიმართა იმ ანგელოზთა ცდუნებისაკენ, რომელნიც მისი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. თავისი მოღალატე გეგმების აღსასრულებლად ქრისტეს გაფრთხილება და რჩევებიც კი გააყალბა. მათ, ვისაც იგი განსაკუთრებით უყვარდა, ლუციფერი შესჩიოდა, რომ არ სცემენ სათანადო პატივს, რომ უხეშად არღვევენ მის თავისუფლებას და უსამართლოდ ექცევიან. მან გააყალბა ქრისტეს სიტყვები, მიმართავდა სხვადასხვა ხერხს და პირდაპირ ცილისწამებასაც კი, რათა უფლის ძე დაედანაშაულებინა იმაში, რომ თითქოსდა მას ლუციფერის შეურაცხყოფა და ზეციურ მცხოვრებთა წინაშე შერცხვენა სურდა. ცდილობდა ერთგული ანგელოზებისათვის ცრუდ წარმოედგინა თავისი უთანხმოება. ყველას, ვისი ცდუნება და თავის მხარეზე გადმობირება ვერ შესძლო, ზეცის ბინადართა ინტერესებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებდა. მათ, ვინც ღმერთის ერთგული დარჩა, ბრალს დებდა იმაში, რასაც თავად ჩადიოდა და ისინი რომ მის მიმართ ღმერთის უსამართლო დამოკიდებულებაში დაერწმუნებინა, ცრუდ განმარტავდა შემოქმედის სიტყვებსა და მოქმედებებს. მისი მზაკვრული პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ სხვადასხვა ეშმაკური ფანდებით ანგელოზთა შორის დაბნეულობა დაეთესა და ეჭვი გამოეწვია უფლის გეგმების მიმართ. ღმერთის წმიდა სიტყვებს ოსტატურად აყალბებდა და ეჭვის ჩრდილით ფარავდა. ლუციფერის უმაღლესი თანამდებობა და მისი ღვთიურ ხელმძღვანელობაში მონაწილეობა უფრო მეტ ძალას მატებდა მის ყველა მტკიცებას და ბევრმა ცდუნებულმა მხარი დაუჭირა მას ზეციური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებაში.დბ 311.1

    უფალმა თავისი სიბრძნით ნება დართო სატანას, გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა მანამ, სანამ უკმაყოფილების სული აშკარა აჯანყებაში არ გადაიზარდა. ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ სრულად ახდოდა ფარდა სატანის გეგმებს და ყველას დაენახა მისი ჭეშმარიტი არსი და მიზანი. ლუციფერს, როგორც ცხებულ ქერუბიმს, მაღალი თანამდებობა ეკავა, ციურ ბინადართა დიდი სიყვარულით სარგებლობდა და მათზე ძლიერი ზეგავლენა hქონდა. უფალი მართავდა არა მარტო ზეცის ბინადართ, არამედ თავის შექმნილ მთელ სამყაროს და სატანა იმედოვნებდა, რომ თუკი იგი შეძლებდა ზეციური ანგელოზების გახვევას აჯანყებაში, მაშინ მისთვის შესაძლებელი გახდებოდა სხვა სამყაროების ცდუნებაც. იგი ძალიან ოსტატურად და ხელოვნებით აყალიბებდა თავის არგუმენტებს, რისთვისაც სხვადასხვაგვარ სიყალბესა და მზაკვრობას იყენებდა. ძალზე დიდი იყო მისი ცდუნების ძალა და სიცრუის მანტიაში გამოხვეულმა, წარმატებას მიაღწია. თვით ერთგული ანგელოზებიც კი ვერ ჩაწვდნენ მის ხასიათს და ვერ მიხვდნენ, საით იყო მიმართული მისი ქმედებანი.დბ 311.2

    სატანას ისეთი მაღალი თანამდებობა ეკავა და ყოველი მისი ქმედება ისეთი ამოუცნობი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ ანგელოზებს უჭირდათ მისი მოქმედების ჭეშმარიტი ბუნების ამოცნობა. სანამ ცოდვამ სრულ განვითარებას არ მიაღწია, მანამდე ვერ შეიცნეს ის მთელი თავისი სისრულით. აქამდე უფლის შექმნილ მთელ სამყაროში არასოდეს მომხდარა მსგავსი რამ, ამიტომ წმიდა არსებებს არც ცოდვის მზაკვრობასა და არსზე, არც მის საშინელ შედეგებზე არავითარი წარმოდგენა არ hქონდათ. ღვთიური კანონების დარღვევებიდან გამომდინარე, თავდაპირველად სატანა თავის ნამდვილ ზრახვებს ღვთისადმი მოჩვენებითი ერთგულების საფარქვეშ მალავდა. ის ყველას არწმუნებდა, რომ ცდილობს განამტკიცოს და გააძლიეროს უფლის სიდიადე, გაამყაროს მისი მმართველობა და ხელი შეუწყოს ზეციურ მცხოვრებთა კეთილდღეობას. იგი უთანხმოების შხამით წვეთწვეთობით ავსებდა მისი მორჩილი ანგელოზების გონებას და ოსტატურად უჩვენებდა მათ, თითქოს მთელი ძალისხმევით ცდილობს ბოლო მოუღოს ამ უკმაყოფილებას. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა უფლის მმართველობის კანონებისა და პირობების შეცვლას და ამას იმით ხსნიდა, რომ თითქოსდა ამ გზით შეიძლებოდა ზეცის თანხმობის შენარჩუნება.დბ 311.3

    ღმერთს ცოდვასთან ბრძოლა მხოლოდ სიმართლითა და ჭეშმარიტებით შეეძლო. სატანამ კი თავის მხრივ გამოიყენა ის, რისი გამოყენებაც ღმერთს არ შეეძლო - მლიქვნელობა და სიცრუე. იგი ცდილობდა ღვთის სიტყვის დამახინჯებას და უფლის მმართველობის გეგმის ანგელოზთა წინაშე ცრუდ წარმოსახვას. ამტკიცებდა, რომ უფალი არ არის მართალი იმაში, რომ თავის წესებსა და კანონებს დაუმორჩილა ზეცის მცხოვრებნი; რომ იგი თავის შექმნილთაგან მორჩილებისა და დაქვემდებარების მოთხოვნით, უბრალოდ, თვითგანდიდებისაკენ ისწრაფვის. ამიტომ უფალი იძულებული გახდა, ზეციურ მცხოვრებთათვის და საერთოდ, მთელი სამყაროსათვის ეჩვენებინა ღვთიური მმართველობის სამართლიანობა და მისი კანონების სრულყოფილება. სატანა ისე მოქმედებდა, თითქოს თავად იღწვოდა მთელი სამყაროს სიკეთისა და კეთილდღეობისათვის. ამიტომ საჭირო გახდა, ყველა მიმხვდარიყო, როგორი იყო ამ უზურპატორის ხასიათი და რა იყო მისი ჭეშმარიტი მიზანი. ამისთვის განსაზღვრული დრო იყო საჭირო, რათა მას თავადვე აეხადა ფარდა თავისი ურჯულოებისათვის.დბ 312.1

    ზეცაში მის მიერ წარმოქმნილ განხეთქილებაში ლუციფერმა კანონსა და ღვთის მმართველობას დასდო ბრალი. მან განაცხადა, რომ მთელი ბოროტება - ღვთიური მმართველობის შედეგია, ხოლო მისი ერთადერთი მიზანია - უფლის კანონების სრულყოფა. ამიტომ აუცილებელი იყო, რომ მას თავისი მისწრაფებების არსი სააშკარაოზე გამოეტანა და მის მიერ შემოთავაზებული ღვთიური კანონების შეცვლა პრაქტიკულად განეხორციელებინა. მისთვის მსჯავრი მისივე ქცევასა და მოქმედებას უნდა დაედო. სატანა თავიდანვე ამტკიცებდა, რომ აჯანყება მას არ დაუწყია და ამიტომ აუცილებელი გახდა, მისი სიცრუე მთელი სამყაროს წინაშე გამოაშკარავებულიყო.დბ 312.2

    მაშინაც კი, როდესაც მისი ზეციდან გაძევება გადაწყდა, უსასრულოდ ბრძენმა ღმერთმა არ გაანადგურა იგი. უფალი ღებულობს მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებულ მსახურებას, ამიტომ მის შექმნილთა ერთგულება დამყარებული უნდა ყოფილიყო მისი სამართლიანობისა და სიკეთის რწმენაზე. ცისა და სხვა სამყაროს ბინადარნი, რომელთაც არ შეეძლოთ ცოდვის წიაღში და მის შედეგებში ჩაწვდომა, ვერ ჩათვლიდნენ ღმერთს სამართლიანად და მოწყალედ, თუკი იგი მაშინვე მოსპობდა სატანას. სატანა მაშინვე რომ განადგურებულიყო, შემდგომში ცის ბინადართა ღვთისმსახურება დაფუძნებული იქნებოდა არა სიყვარულზე, არამედ შიშზე, მზაკვარი ბოლომდე არ დამარცხდებოდა და წინააღმდეგობის სული სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა. ბოროტება უნდა მომწიფებულიყო. მთელი სამყაროს კეთილდღეობისათვის საჭირო იყო, სატანას მისცემოდა თავისი პრინციპების აღსრულების ნება მომავალ უსასრულო საუკუნეებში, რათა ღვთიური მმართველობის მიმართ მისი ბრალდება ჭეშმარიტ ნათელში გამოჩენილიყო უფლის შექმნილ ყოველი არსების წინაშე - მაშინ უფლის სიმართლე, მოწყალება და მისი კანონის ურყევობა უეჭველად საუკუნოდ დამტკიცდებოდა.დბ 312.3

    სატანის ამბოხება უნდა ყოფილიყო გაკვეთილი და მომავალ საუკუნეთა განმავლობაში ცოდვის არსისა და მისი საშინელი შედეგების მარადიული მოწმობა. სატანის მოქმედებისა და ზეგავლენის შედეგი იმის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო, თუ რა დამღუპველია ღვთიური ძალაუფლების წინააღმდეგ ამბოხება. ყველაფერი ეს უნდა ყოფილიყო იმის დამადასტურებელი, რომ უფლის შექმნილი ყოველი არსების კეთილდღეობა დამოკიდებულია უფლის კანონის დაცვაზე და ღვთიური პრინციპების გატარებაზე. ამგვარად, ეს საშინელი ამბოხება გააცხადებდა ურჯულოების ჭეშმარიტ არსს და მარადიული გაფრთხილება იქნებოდა ყოველი წმიდა არსებისათვის, რათა თავი შეეკავებინა ცოდვის ჩადენისა და მისგან გამომდინარე გარდაუვალი ტანჯვისა და სასჯელისაგან. უდიდესი გაიძვერა კვლავ განაგრძობდა თავის მართლებას ბოლომდე, ზეცაში ომის დამთავრებამდე. როდესაც ცნობილი გახდა, რომ სატანას მის თანამოაზრეებთან ერთად ზეციდან გააძევებდნენ, მეამბოხემ მაშინვე აშკარად გამოავლინა და გამოაცხადა თავისი სიძულვილი შემოქმედის კანონების მიმართ; გაიმეორა თავისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ანგელოზები არავითარ კონტროლს არ საჭიროებენ და რომ ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ თავიანთი ძალაუფლებით, რომელიც ყოველთვის აღძრავს მათში სიკეთის გრძნობას. მან განაცხადა, რომ ღვთიური კანონი ზღუდავს მათ თავისუფლებას და საჭიროა მისი გაუქმება, რათა მისი ბორკილებიდან გათავისუფლებულმა ციურმა მხედრობამ შეძლოს, მიაღწიოს უფრო მეტ სიმაღლეებსა და დიდებულებას.დბ 313.1

    სატანამ და მისმა მომხრეებმა თავიანთ მოწყობილ აჯანყებაში ერთხმად დაადანაშაულეს ქრისტე და განაცხადეს, რომ მათთვის საყვედური რომ არ გამოეთქვათ, ისინი არასოდეს აჯანყდებოდნენ. ამაოდ ცდილობდნენ ისინი ღვთიური მმართველობის ჩამოგდებას და ამასთანავე საკუთარი თავის დესპოტური ძალაუფლების უდანაშაულო მსხვერპლად ჩვენებას. ბოლოს და ბოლოს, უდიდესი თვალთმაქცი და მისი მიმდევრები ზეციდან გააძევეს.დბ 313.2

    იგივე სული, რომელმაც აჯანყება მოახდინა ზეცაში, დღემდე განაგრძობს იმავე საქმის კეთებას დედამიწაზე. ადამიანებთან მიმართებაში სატანა იგივე ხრიკებს მიმართავს, რომელიც ანგელოზთა საცდუნებლად გამოიყენა. მისი სული დღესაც ბატონობს უფლის ურჩ შვილებში. მის მსგავსად, ადამიანებიც ცდილობენ, გაანადგურონ უფლის კანონის შეზღუდვები და მისი მცნებების უარმყოფელ ადამიანებს თავისუფლებას პირდებიან. ცოდვის მხილება იგივე წინააღმდეგობასა და სიძულვილს იწვევს ხალხში. როდესაც უფალი აფრთხილებს ადამიანებს, სატანა მათ შთააგონებს, თავი გაიმართლონ და თავისი დანაშაულებრივი საქმეებისადმი თანაგრძნობა სხვებთან ეძებონ. თავისი შეცდომების გამოსწორების ნაცვლად ადამიანები მიდიან მამხილებლის წინააღმდეგ, თითქოსდა იგია წარმოქმნილი უსიამოვნების ერთადერთი მიზეზი. მართალი აბელის დროიდან ასე უყურებენ ყოველ ადამიანს, ვინც გაბედავს ცოდვის მხილებას.დბ 313.3

    სატანა დედამიწაზეც იმავე მეთოდებით მოქმედებს, რომლითაც ზეცაში. იგი ადამიანებს უქმნის ცრუ წარმოდგენას უფალზე, როგორც მკაცრ და სასტიკ ტირანზე, შეცდომაში შეhყავს ადამიანები და უბიძგებს ცოდვის ჩადენისაკენ, წარმატებას აღწევს ამაში და აცხადებს, რომ სწორედ ღმერთის უსამართლო მოთხოვნებმა მიიყვანა კაცობრიობა დაცემამდე ისევე, როგორც ოდესღაც მას უბიძგა აჯანყებისკენ.დბ 313.4

    მაგრამ უზენაესი ზუსტად ისეთია, როგორსაც მოსე წარმოგვიდგენს თავის უფლისადმი მიმართვაში:“უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო, შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო! (გამოს. 34:6,7).დბ 314.1

    სატანას ზეციდან გამოძევებით ღმერთმა დაამტკიცა თავისი სამართლიანობა და ამით შეინარჩუნა თავისი ტახტის ავტორიტეტი. ხოლო როდესაც ადამიანი ამ ჭეშმარიტების უარმყოფელი სულის ზეგავლენის ქვეშ მოექცა და შესცოდა, უფალმა იმით დაამტკიცა თავისი სიყვარული, რომ დაცემული კაცობრიობის გადასარჩენად სასიკვდილოდ გასწირა თავისი მხოლოდშობილი ძე. ამით უფალმა გაგვიხსნა თავისი ბუნების ჭეშმარიტი არსი. ჯვარი - ეს არის უდიდესი მოწმობა იმისა, რომ ლუციფერის მიერ არჩეული ცოდვის გზა არავითარ შემთხვევაში არ არის ღვთიური მმართველობის შედეგი.დბ 314.2

    მაცხოვრის დედამიწაზე მსახურების დროს უდიდესმა მაცდურმა ქრისტესა და სატანას შორის ბრძოლაში სრულად ამხილა საკუთარი თავი. მხოლოდ კაცობრიობის მხსნელთან მის სასტიკ ბრძოლას შეეძლო გამოევლინა სატანის ბოროტი სული. ამის დამნახველ უფლის ერთგულ ზეციურ ანგელოზებსაც შესაძლებლობა მიცემოდათ, ზურგი ექციათ სატანისათვის და დაეგმოთ იგი. სატანის თავხედური ღვთისგმობა, როდესაც მან მოსთხოვა ქრისტეს, თაყვანი ეცა მისთვის, მისი ქედმაღლური ტრაბახი, როდესაც იესო აიყვანა მთის მწვერვალზე და ტაძრის ქიმზე; ბოროტული განზრახვა, რომელიც გამოჩნდა მის წინადადებაში - თავბრუდამხვევი სიმაღლიდან ქრისტე ძირს გადავარდნილიყო; მუდმივი ბოროტება, რომლითაც იგი სდევნიდა მას და აიძულებდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო და რომლითაც შთააგონებდა მღვდლებს და აიძულებდა ადამიანებს, არ მიეღოთ მისი სიყვარული და ბოლოს მოეთხოვათ:“ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი!” - ყოველივე ამან მთელი სამყაროს გაოცება და აღშფოთება გამოიწვია.დბ 314.3

    სწორედ სატანამ შთაუნერგა კაცობრიობას ქრისტეს უარყოფა. ბოროტების მეფემ ყველა ღონე იხმარა და ყოველგვარი მზაკვრობა გამოიყენა ქრისტეს განადგურებისათვის, რადგან კარგად ხედავდა, რომ მაცხოვარმა თავისი უდიდესი მოწყალებითა და სიყვარულით, თანაგრძნობითა და შემწყალებელი სათნოებით კაცობრიობას ღმერთი დაანახა. სატანა იბრძოდა ღვთის ძის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის წინააღმდეგ და თავის იარაღად ადამიანებს იყენებდა, რათა მაცხოვრის ცხოვრება ტანჯვითა და მწუხარებით აღევსო. სიცრუე და თვალთმაქცობა, რომლითაც იგი ხელს უშლიდა იესოს მსახურებას; სიძულვილი, რომელმაც თავი იჩინა უფლის ურჩ შვილებში; ულმობელი ბრალდება მისი მისამართით, ვისი ცხოვრებაც ღვთისმოსაობის უდიდესი გამოხატულება იყო - ყველაფერი ეს მასში ღრმად ფესვგადგმული შურისგების წყურვილით იყო გამოწვეული. ამ საშინელებით შეძრული მთელი ზეცა მდუმარედ უყურებდა გოლგოთას, სადაც უფლის ძეს ბოროტების, შურის, სიძულვილისა და შურისგების ალი მისწვდა.დბ 314.4

    უდიდესი მსხვერპლის გაღების შემდეგ ქრისტე ამაღლდა ზეცად და არ მიიღო ანგელოზთა თაყვანისცემა მანამ, სანამ მამას არ წარუდგინა თავისი თხოვნა:“მსურს, რომ სადაც მე ვიქნები, იქვე იყვნენ ისინიც, რომელნიც მომეცი” (იოან. 17:24). და მამის ტახტიდან გაისმა ენით გამოუთქმელი სიყვარულითა და ძალით აღსავსე ხმა:“დაე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა” (ებრ. 1:6). იესოს არ აღმოაჩნდა არც ერთი ლაქა. დამთავრდა მისი დამცირება. მან გაიღო მსხვერპლი და მისი სახელი ამაღლდა ყოველ სახელზე მაღლა.დბ 314.5

    ამის შემდეგ სატანის დანაშაულის გამართლება შეუძლებელი გახდა. მან გააშიშვლა თავისი ჭეშმარიტი არსი - თვალთმაქცისა და მკვლელის ხასიათი. ახლა ყველამ დაინახა, რომ იმავე მეთოდებით, როგორითაც იგი წარმართავდა ადამიანთა ცხოვრებას, იმოქმედებდა ზეციურ მაცხოვრებელთა შორისაც. იგი ამტკიცებდა, რომ უფლის კანონების დარღვევა ადამიანებს თავისუფლებას მოუტანს და სულიერად აამაღლებს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამან მათ მხოლოდ ნგრევა და მონობა მოუტანა.დბ 315.1

    ნათლად გამოჩნდა სატანის ცილისმწამებლური ბრალდება უფლისა და მისი მმართველობის მიმართ. მან ბრალი დასდო ღმერთს იმაში, რომ თავის შექმნილ არსებათაგან მორჩილებისა და მოკრძალების მოთხოვნით იგი მათ თავს ახვევდა თავის ნებას, რითაც თვითგანდიდებისაკენ ისწრაფვოდა. და, რომ სხვებს მოუწოდებდა თავდადებისაკენ, თავად კი, თავის მხრივ, არავითარი მსხვერპლის გაღება არ სურდა. ახლა კი ყველამ დაინახა, თუ რა დიდი მსხვერპლი გაიღო დაცემული და ცოდვილი კაცობრიობის გადარჩენისათვის სამყაროს მბრძანებელმა. ასეთი ძვირფასი მსხვერპლის გაღება მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია:“ღმერთმა ქრისტეში შეირიგა წუთისოფელი” (2კორ. 5:19). ასევე ყველამ დაინახა ლუციფერის სწრაფვა პატივისა და უზენაესი ძალაუფლებისაკენ, რამაც გზა გაუხსნა ცოდვას. ქრისტემ კი ცოდვის განადგურებისათვის დაიმდაბლა თავი და სიკვდილამდე მორჩილი გახდა. ღმერთმა აჩვენა ამბოხების პრინციპებისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. მთელმა ზეცამ დაინახა მისი სამართლიანობა, რაც სრულად გამოვლინდა როგორც სატანის გასამართლებაში, ასევე ადამიანის ცოდვისაგან გამოსყიდვაში. ლუციფერმა განაცხადა, რომ თუკი ღმერთის კანონი უცვლელია და მისი დარღვევისათვის არ არსებობს მიტევება, მაშინ არც ერთ მის დამრღვევს არ უნდა hქონდეს ღვთისგან შეწყალება. იგი ამტკიცებდა, რომ ცოდვილი კაცობრიობის გამოსყიდვა არ მოხდება და აქედან გამომდინარე, წუთისოფელი მისი კანონიერი ნადავლი გახდა. მაგრამ ქრისტეს სიკვდილი ისეთი არგუმენტი იყო ადამიანის სასარგებლოდ, რომლის უარყოფაც შეუძლებელია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი დაედო მას, ვინც ღვთის სწორი იყო და ადამიანმა მოიპოვა უფლება, ქრისტეს სიმართლის მიღებითა და თავისი მორჩილი, ღვთისმოსაური ცხოვრებით გაემარჯვა ცოდვაზე ისევე, როგორც უფლის ძემ გაიმარჯვა სატანის ძალაუფლებაზე.დბ 315.2

    მაგრამ ქრისტე მარტო იმისთვის არ მოსულა ამ ქვეყნად, რომ თავისი ტანჯვისა და სიკვდილის ფასად გამოესყიდა ადამიანი. მას უნდა”აემაღლებინა და დიდებით შეემკო კანონი”. უფლის კანონისა და მისი უცვლელობის შესახებ სწორი წარმოდგენა უნდა hქონოდა არა მარტო დედამიწის მკვიდრთ, არამედ სხვა სამყაროების ყოველ წარმომადგენელს. კანონის შეცვლა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ სულაც არ იქნებოდა საჭირო უფლის ძის სიცოცხლის განწირვით კანონის დამრღვევთა გამოსყიდვა. ქრისტეს სიკვდილი ამტკიცებს რჯულის უცვლელობას და ეს მსხვერპლი, რომელიც მამამ და შვილმა ცოდვილისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო გაიღეს, მოწმობაა მთელი სამყაროს წინაშე იმ სამართლიანობისა და მოწყალებისა, რომელიც უფლის მმართველობისა და მისი კანონის საფუძველია.დბ 315.3

    სამსჯავროს დასრულებისას ყველასათვის ნათელი გახდება, რომ ცოდვის აღმოცენების არავითარი მიზეზი არ არსებობდა. როდესაც დედამიწის მსჯავრმდებელი მოსთხოვს პასუხს სატანას:“რატომ აჯანყდი ჩემს წინააღმდეგ და გადაიბირე ჩემი სამეფოს ქვეშევრდომნი?” ბოროტების სათავე ვერაფერს იტყვის თავის გასამართლებლად. ვერავინ ამოიღებს ხმას, მთელი ამბოხებული მხედრობა დადუმდება.დბ 315.4

    გოლგოთის ჯვარი მტკიცებაა კანონის ურღვევობისა და უცვლელობისა, რომელმაც მთელ სამყაროს უჩვენა, რომ ცოდვის სასჯელი - სიკვდილია. სიკვდილის წინ მაცხოვრის წარმოთქმული სიტყვა”აღსრულდა!” სატანისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. უკვე გამოჩნდა დიდი ბრძოლის დასასრული, რომელიც ამდენ ხანს გრძელდებოდა და რითაც შესაძლებელი გახდა ბოროტების საბოლოოდ აღმოფხვრა. უფლის ძე მოკვდა,“რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი” (ებრ. 2:14). განდიდების სურვილმა ლუციფერს ათქმევინა:“ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ... უზენაესს გავუტოლდები” (ეს. 14:13,14). უფალი ამბობს:“ნაცრად გაქცევ მიწაზე... და აღარ იქნები უკუნისამდე” (ეზ. 28:18,19).”აhა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს” (მალაქ. 3:19).დბ 316.1

    მთელი სამყარო დაინახავს, თუ რა არის ცოდვა და როგორია მისი შედეგები. მისი სრულად მოსპობა თავიდანვე რომ მომხდარიყო, შეაშინებდა ანგელოზებს და შელახავდა უფლის ავტორიტეტს, ახლა კი უფლის სიყვარულის დადასტურება იქნება და აამაღლებს მას სამყაროს ყოველი მკვიდრის თვალში, რომელნიც უდიდეს ნეტარებს hპოვებენ მისი ნების აღსრულებაში და რომელთა გულებშიც ჩაბეჭდილია მისი კანონი. არასოდეს, არსად, არ იარსებებს ბოროტება. ღვთის სიტყვა ამბობს:“და უბედურება აღარ განმეორდება” (ნაუმ 1:9). უფლის კანონი, რომელიც სატანამ მონურ ტვირთად წარმოადგინა, დაფასდება, როგორც თავისუფლების კანონი. სამყაროს უკვე გამოცდილი მცხოვრებნი, რომელთაც გაუძლეს გამოცდას, არასოდეს დაეჭვდებიან და მარად ერთგული დარჩებიან მისი, ვინც სრულიად ნათლად გამოავლინა თავისი უსაზღვრო სიყვარული და უსასრულო სიბრძნე.დბ 316.2