Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 6 - ორი გმირი სიკვდილის პირისპირ იან hუსი და იერონიმე

    სახარებამ ბოhემიაში ჯერ კიდევ მე-9 საუკუნის დამდეგს შეაღწია. ბიბლია ამ ენაზე უკვე ნათარგმნი იყო და საზოგადო ღვთის მსახურება ხალხის მშობლიურ ენაზე ტარდებოდა. მაგრამ პაპის ძალაუფლების გაძლიერებასთან ერთად ღვთის სიტყვა თანდათან უფრო იხშობოდა და მეორეხარისხოვანი ხდებოდა. პაპი გრიგორი VII, რომელმაც მიზნად დაისახა”მეფეთა სიამაყის დამორჩილება”, თავის წინამორბედებზე ნაკლებად არ იყო დაინტერესებული ამ ხალხის დამონებაში და ამ მიზნით გამოსცა ბულა, რომელიც კრძალავდა ღვთის მსახურების ჩატარებას ჩეხურ ენაზე. პაპმა განაცხადა:“უზენაესს სურს, რომ ღვთისმსახურება ტარდებოდეს უცხო ენაზე, რადგან ამ დადგენილების შეუსრულებლობით მრავალი ერეტიკული და ცრუ მოძღვრებები გაჩნდა”. ამრიგად, რომმა გადაწყვიტა ჩაექრო ღვთის სიტყვის ნათელი და ხალხი ბნელში დაეტოვებინა. მაგრამ ზეცამ ეკლესიის შენარჩუნებისათვის სხვა გზა გამონახა; მრავალი ვალდენსი და ალბიგოელი, რომელთაც საფრანგეთსა და იტალიაში დევნიდნენ, ბოhემიაში გადასახლდა. თუმცა ისინი ვერ ქადაგებდნენ სახალხოდ, ღიად, მაგრამ ნელნელა, მალულად და გულმოდგინედ მაინც შრომობდნენ. ამ გზით ჭეშმარიტება საუკუნიდან საუკუნეში გადადიოდა და ინახებოდა.დბ 53.1

    ჯერ კიდევ hუსის მოღვაწეობამდე ბოhემიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებდნენ ეკლესიის გახრწნილებას და ადამიანურ მანკიერებებს. მათმა თვალსაზრისმა დიდი გამოხმაურება hპოვა ხალხში. შეშინებულმა სამღვდელოებამ გაილაშქრა სახარების მოწაფეთა წინააღმდეგ და მათი დევნა დაიწყო. ისინი იძულებული გახდნენ ღვთისმსახურება ტყეებსა და მთებში ჩაეტარებინათ, მაგრამ ჯარისკაცები იქაც პოულობდნენ მათ და ამგვარად ბევრი მათგანი დაიღუპა. მოგვიანებით გამოიცა ბრძანებულება კოცონზე დაეწვათ ყველა, ვინც რომის რელიგიას არ აღიარებდა. სწირავდნენ რა სიცოცხლეს, ქრისტიანებს იმედი hქონდათ თავიანთი საქმის საბოლოო გამარჯვებისა. ერთერთმა მოწამემ,“რომელიც ასწავლიდა, რომ ადამიანის ხსნა მხოლოდ ჯვარცმული ქრისტეს რწმენით შეიძლება”, სიკვდილის წინ განაცხადა:“ახლა ჭეშმარიტების მტერთა მძვინვარებამ გაიმარჯვა, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იქნება. გამოჩნდება უბრალო ადამიანი - მახვილისა და ძალაუფლების გარეშე და მტერი ვერ დაამარცხებს მას”. ლუთერის დრო ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ უკვე დაიბადა ადამიანი, რომლის მოწმობას რომის წინააღმდეგ მთელი ერები უნდა გაეღვიძებინა.დბ 53.2

    იან hუსი ღარიბ ოჯახში დაიბადა. იგი მამით ადრე დაობლდა. მისი ღვთისმოსავი დედა, რომელიც განათლებას და”უფლის შიშს” ყველაზე დიდ განძად თვლიდა, ცდილობდა ერთიც და მეორეც მიეცა თავისი შვილისათვის. თავიდან hუსი ერთერთ პროვინციულ სკოლაში დადიოდა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც უფასოდ სწავლობდა. hუსს პრაღაში დედამისი გაhყვა; საწყალ ქვრივს ბევრი არაფრის მიცემა შეეძლო შვილისათვის, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდნენ დიდ ქალაქს, მან უფლის წინაშე მუხლი მოიყარა თავის ობოლ შვილთან ერთად და ზეციერ მამას შვილისათვის მადლი და კურთხევა შესთხოვა. ვერც კი წარმოიდგენდა საწყალი ქვრივი, რომ უზენაესი მის ვედრებას ასე საოცრად უპასუხებდა!დბ 54.1

    უნივერსიტეტში hუსმა მუყაითობითა და ბრწყინვალე წარმატებებით გამოიჩინა თავი, ხოლო უმანკო ცხოვრებითა და ყველასთან თბილი, მეგობრული დამოკიდებულებით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. იგი რომის ეკლესიის გულწრფელი მიმდევარი იყო და მთელი მონდომებით ცდილობდა მისი კურთხევის დამსახურებას. ხშირად, რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებით იგი უკანასკნელ ფულს ხარჯავდა, რათა აღსარების პროცესიას შეერთებოდა და აღთქმული მიტევება მიეღო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის მღვდლად აკურთხეს და ამ სარბიელზეც რომ გამოიჩინა თავი, იმპერატორის კარზე მიიწვიეს. მალე მას პროფესორის წოდება მიენიჭა და იმავე უნივერსიტეტის რექტორი გახდა, სადაც თვითონ მიიღო განათლება. და ამგვარად, სულ რამდენიმე წლის განმავლობაში უბრალო მოსწავლე, რომელსაც გროშიც კი არ გააჩნდა განათლების მისაღებად, ქვეყნის სიამაყედ იქცა და მისი სახელი მთელ ევროპაში გახდა ცნობილი.დბ 54.2

    მაგრამ hუსმა რეფორმაციის საქმე სხვა ასპარეზზე დაიწყო. სასულიერო ჩინის მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იგი ბეთლემის კაპელის მოძღვრად დაინიშნა. კაპელის დამაარსებელი ითხოვდა ჩეხურ ენაზე სწავლების უფლებას, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. რომის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოhემიის ზოგ ადგილებში ღვთისმსახურება მშობლიურ ენაზე ტარდებოდა. მაგრამ ბიბლია ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდა და საზოგადოების ყველა ფენაში საძაგელი მანკიერება სუფევდა. ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით hუსი უმოწყალოდ ამხელდა ბოროტებას, უნერგავდა რა ადამიანებს ჭეშმარიტებისა და სიწმიდის ცნებას.დბ 54.3

    პრაღის ერთერთმა მოქალაქემ - იერონიმემ, რომელიც შემდგომში hუსის თანამოაზრე გახდა, ინგლისიდან უიკლიფის ნაშრომები ჩამოიტანა. ინგლისის დედოფალი, რომელმაც უიკლიფის წყალობით ჭეშმარიტი რწმენა მიიღო, გათხოვებამდე ბოhემიის პრინცესა იყო და მისი დახმარებით რეფორმატორის შრომები ფართოდ გავრცელდა მის მშობლიურ ქვეყანაში. hუსი გატაცებით სწავლობდა ამ თხზულებებს, მათ ავტორს ჭეშმარიტ ქრისტიანად თვლიდა და ამგვარად, თავისდა შეუმჩნევლად, ფეხი შედგა რეფორმაციის გზაზე, რომელმაც სრულიად დააშორა რომის ეკლესიას.დბ 54.4

    ერთხელაც პრაღაში ინგლისიდან ორი უცხოელი ჩამოვიდა. ამ განათლებულ ადამიანებს, რომელთაც იხილეს ჭეშმარიტების ნათელი, სურდათ მისი გავრცელება ამ შორეულ ქვეყანაში. მათ თავიანთი მოღვაწეობა რომის პაპის მესვეურთა საჯარო მხილებით დაიწყეს, მაგრამ მალე ხელისუფალთა მხრიდან დევნის გამო იძულებული გახდნენ შეეცვალათ თავიანთი მეთოდები. ეს მქადაგებლები ნიჭიერი მხატვრებიც აღმოჩდნენ და გადაწყვიტეს თავიანთი ოსტატობით ესარგებლათ. მალე მოქალაქეთა წინაშე ორი სურათი წარსდგა: ერთზე გამოსახული იყო ქრისტეს იერუსალიმში შესვლა, სადაც ის,“მშვიდი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი” (მათ. 21:5) მოციქულთა თანხლებით მოგზაურობისაგან გაცვეთილ ტანსაცმელში ფეხშიშველი შედიოდა ქალაქში. მეორე სურათზე კი გამოსახული იყო პაპის სამღვდელოების პროცესია: მდიდრულ სამოსელში გამოწყობილი პაპი, თავზე დიდებული გვირგვინით, იჯდა ძვირფასად შეკაზმულ მშვენიერ ცხენზე, უკან კი მდიდრულად ჩაცმული პრელატები მიhყვებოდნენ.დბ 55.1

    ეს იყო ქადაგება, რომელმაც საზოგადოების ყველა ფენის ყურადღება მიიპყრო. უამრავი ხალხი მოდიოდა ამ სურათების სანახავად და ყველას შეეძლო შესაბამისი დასკვნის გამოტანა. კონტრასტმა ქრისტემოძღვრის თავმდაბლურ მორჩილებასა და ამაყი პაპის (რომელიც თავს ქრისტეს მსახურს უწოდებდა) პატივმოყვარეობას შორის, ადამიანები შესძრა. პრაღაში დიდი მღელვარება დაიწყო და ორმა უცხოელმა მხატვარმა დატოვა ქალაქი. მაგრამ ხალხი დიდხანს ვერ ივიწყებდა მათგან მიღებულ გაკვეთილს. ამ სურათებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს იან hუსზე და მან გადაწყვიტა ბიბლიისა და უიკლიფის ნაშრომების ძირფესვიანად შესწავლა. თუმცა იგი ჯერ კიდევ მზად არ იყო უიკლიფის მოძღვრების სრულად მიღებისათვის, მაინც მისთვის უკვე ნათელი იყო პაპის ჭეშმარიტი არსი და უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო პაპის იერარქიის სიამაყის, პატივმოყვარეობისა და მანკიერების კრიტიკა.დბ 55.2

    ბოhემიიდან ნათელმა გერმანიაშიც შეაღწია, რადგან პრაღის უნივერსიტეტში წამოჭრილმა მღელვარებამ და უწესრიგობამ მრავალი გერმანელი სტუდენტი აიძულა სახლში დაბრუნებულიყო. ზოგიერთმა მათგანმა hუსისაგან მოასწრო ბიბლიური გაკვეთილების მიღება და ახლა ამ ნათელს თავიანთ სამშობლოშიც ავრცელებდნენ.დბ 55.3

    პრაღაში მომხდარი ამბების შესახებ რომმა შეიტყო და მალე hუსი იძულებული გახდა, პაპის წინაშე წარმდგარიყო. ამ ბრძანების შესრულება სიკვდილს უდრიდა. ბოhემიის მეფემ და დედოფალმა, უნივერსიტეტმა, პრაღის მაღალმა საზოგადოებამ და სახელმწიფო მოხელეებმა თხოვნით მიმართეს პაპს, მიეცათ hუსისათვის პრაღაში დარჩენის უფლება, ხოლო საჭირო ახსნაგანმარტებებისათვის ისინი თავიანთ წარმომადგენლებს გააგზავნიდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ეს თხოვნა დაეკმაყოფილებინა, პაპმა სასამართლო გარჩევა მოაწყო, hუსს განაჩენი გამოუტანა და პრაღის ყველა მცხოვრები ეკლესიას მოhკვეთა.დბ 55.4

    იმ პერიოდში ასეთი განაჩენი საყოველთაო მღელვარებას იწვევდა. ამასთან დაკავშირებული ყველა ცერემონია გათვლილი იყო იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაეშინებინათ ხალხი, რომელიც პაპს თვლიდა”უფლის მოადგილედ”, რომელსაც ხელთ უპყრია ზეცისა და ჯოჯოხეთის გასაღები და მიცემული აქვს როგორც სამოქალაქო, ასევე საეკლესიო მართლმსაჯულების უფლება. ხალხს სჯეროდა, რომ ეკლესიიდან მოკვეთილთათვის ზეცის კარი სამუდამოდ არის დახშული და სანამ პაპი არ გააუქმებს ამ სასჯელს, მანამდე მკვდრები ვერ შევლენ სამოთხეში. ამ საშინელი უბედურების გამო, რომელიც პრაღას დაატყდა თავს, შეწყდა ყოველგვარი ღვთისმსახურება, ეკლესიები დაიკეტა და საქორწინო ცერემონიები სასაფლაოს სამლოცველოებში ტარდებოდა. აიკრძალა მიცვალებულთა დამარხვა განწმენდილ (ნაკურთხ) მიწაზე და ყოველგვარი წესჩვეულების დაცვის გარეშე მათ მარხავდნენ, სადაც მოახერხებდნენ. აი, ასეთი მეთოდებით ცდილობდა რომი ადამიანთა ფსიქიკაზე და მათ სინდისზე ზემოქმედებას.დბ 55.5

    მთელი პრაღა შეშფოთებული იყო. უმრავლესობა თავიანთ უბედურებაში hუსს სდებდა ბრალს და მოითხოვდა მის გადაცემას რომის სასამართლოსათვის. ამოვარდნილი ქარიშხლის ჩასაწყნარებლად რეფორმატორმა დროებით დატოვა ქალაქი და თავის მშობლიურ სოფელს მიაშურა. პრაღაში დარჩენილ მეგობრებს იგი წერდა:“თუ მე მიგატოვეთ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იესო ქრისტეს მაგალითს მივბაძე: არ შეიძლება საფრთხე შეუქმნა სულით დაავადებულ ადამიანებს, არ შეიძლება ღვთისმოსავ ადამიანებს თავს დაატეხო უსიამოვნება და დევნა. მე დროებით იმიტომ დაგტოვეთ, რომ ვგრძნობ: ურჯულო მღვდლები ხანგრძლივ ბრძოლას გააჩაღებენ ღვთის სიტყვის სწავლების აკრძალვისათვის. მაგრამ მე იმიტომ კი არ წავედი თქვენგან, რომ ღვთიური ჭეშმარიტება უარვყავი, რომლისთვისაც მე, ღვთის შეწევნით, მზადა ვარ მოვკვდე”. hუსს არ შეუწყვეტია თავისი შრომა და პროვინციებში მოგზაურობისას ჭეშმარიტებას ყველგან უქადაგებდა ადამიანებს, რომელთაც სიმართლე სწყუროდათ. ამგვარად, პაპის მიერ სახარების გავრცელების ჩასახშობად მიღებულმა ზომებმა მის გავრცელებას უფრო მეტად შეუწყო ხელი:“ვინაიდან არაფრის გაკეთება ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის” (2კორ. 13:8).დბ 56.1

    hუსს მძიმე დღეები დაუდგა. თუმცა ეკლესიამ მისი მიწასთან გასწორება მოინდომა, მაგრამ იგი მაინც აღიარებდა მის ავტორიტეტს; რომის ეკლესია მისთვის კვლავ რჩებოდა ქრისტეს სასძლოდ, პაპი კი - უფლის მოადგილედ და მის წარმომადგენლად. hუსი იბრძოდა არა პრინციპის, არამეს პაპის ხელისუფლების მიერ დაშვებული ბოროტმოქმედების წინააღმდეგ. მის გონებასა და სინდისს შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. თუკი ეს ხელისუფლება უცოდველი და სამართლიანია, როგორც ის თვლიდა, მაშინ რატომ აქვს სულის სიღრმეში შინაგანი წინააღმდეგობის გრძნობა? hუსმა ვერ შეძლო ამ პრობლემებში გარკვევა, ეჭვი კი ერთი წუთითაც არ აძლევდა მოსვენებას. და ბოლოს მივიდა დასკვნამდე: მეორდება მაცხოვრის დედამიწაზე ცხოვრების დროინდელი მოვლენები, როდესაც უწმიდური ეკლესიის მსახურნი თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას იყენებდნენ უკანონო საქმეებისათვის. ეს თვალსაზრისი hუსმა საფუძვლად დაუდო თავის მოძღვრებას იმის შესახებ, რომ წმიდა წერილის ჭეშმარიტებების გონებით მიღებას სინდისი უნდა ხელმძღვანელობდეს, სხვა სიტყვებით, ბიბლიური ჭეშმარიტებისაკენ გზას მიუთითებს მხოლოდ ღმერთი ბიბლიის მეშვეობით და არა ეკლესია - სამღვდელოების საშუალებით.დბ 56.2

    რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც პრაღის მღელვარება დაცხრა, hუსი დაუბრუნდა ბეთლემის კაპელას, რათა უფრო მეტი გულმოდგინებითა და გაბედულებით ექადაგა ღვთის სიტყვა. მას ბევრი ძლიერი და ბრძოლისუნარიანი მტერი hყავდა, მაგრამ დედოფალი და წარჩინებულთა უმრავლესობა რეფორმატორის მხარეზე იყვნენ. ადარებდნენ რა მის წმიდა, ამაღლებულ მოძღვრებას და მართალ ცხოვრებას რომის დამახინჯებულ სწავლებასთან, სამღვდელოების სიხარბესა და გარყვნილ ცხოვრებასთან, მრავალს დიდ პატივად მიაჩნდა hუსის მხარეზე ყოფნა.დბ 56.3

    აქამდე hუსი დამოუკიდებლად შრომობდა, მაგრამ რეფორმაციის საქმეს შეუერთდა იერონიმე, რომელმაც ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას მიიღო უიკლიფის მოძღვრება. და აქედან მოყოლებული, ამ ორი ადამიანის ცხოვრება ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს, რომ სიკვდილშიც კი განუყრელი დარჩნენ. იერონიმე ბრწყინვალე ნიჭით იყო დაჯილდოებული, რამაც საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა, მაგრამ hუსი უფრო პრინციპული და მტკიცე იყო. hუსის მშვიდი და დინჯი მსჯელობა იერონიმეს უნელებდა ფიცხ და ცეცხლოვან ბუნებას და ისიც ქრისტიანული მოთმინებით აღიარებდა მის გამოცდილებას და ყურადღებით ეკიდებოდა მის რჩევებს. მათი ერთობლივი შრომით რეფორმაციის საქმე სწრაფად მიიწევდა წინ.დბ 57.1

    ღმერთმა თავისი ნათლით შემოსა ამ ორი რჩეულის გონება და რომის მრავალი სიცრუე დაანახა. მაგრამ ეს არ იყო ის სრული ნათელი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა მოhფენოდა. ამ ადამიანთა საშუალებით უფალს ხალხი კათოლიციზმის წყვდიადიდან გამოhყავდა. მათ წინ მრავალი სერიოზული წინააღმდეგობა ელოდათ. უზენაესს ისინი ნაბიჯნაბიჯ მიhყავდა წინ და აძლევდა იმდენ ნათელს, რამდენის მიღებაც შეეძლოთ. ისინი მზად არ იყვნენ იმისათვის, რომ სრულად მიეღოთ ჭეშმარიტების მთელი ნათელი, რადგან წყვდიადში დიდხანს მყოფ ადამიანთა მსგავსად, ვერ გაუძლებდნენ შუადღის მზის ბრწყინვალებას. ამიტომ უფალი მათ ჭეშმარიტების ნათელს თანდათანობით უხსნიდა იმდენად, რამდენადაც ადამიანებს მისი მიღება შეეძლოთ. ყველა საუკუნეს hყავდა უფლის ერთგული თანამშრომლები, რომელთაც ხალხი რეფორმაციის გზით მიhყავდათ.დბ 57.2

    ეკლესიაში განხეთქილება კვლავ გრძელდებოდა. ახლა უკვე სამი პაპი იბრძოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რამაც ქრისტიანული სამყარო დანაშაულობათა და ბოროტების მორევში ჩაითრია. პაპები ანათემით უკვე აღარ კმაყოფილდებოდნენ და ახლა იარაღს მიმართეს. ყოველი მათგანი თავისი არმიის ჩამოყალიბებას ცდილობდა, ამისათვის კი ფული იყო საჭირო და ისინი ყიდდნენ საეკლესიო ნივთებს, თანამდებობებსა და კურთხევებს. მღვდლები თავიანთ მასწავლებელთა მსგავსად სიმონიითა და სამხედრო მოქმედებებით ცდილობდნენ ძალაუფლების განმტკიცებას და მეტოქეთა დამორჩილებას. hუსი მხურვალე გაბედულებით იბრძოდა ამ სისაძაგლეების წინააღმდეგ, რომელთაც ისინი რელიგიის სახელით სჩადიოდნენ და ხალხიც რომის იერარქიას საჯაროდ სდებდა ბრალს იმ უბედურებებში, რომლებმაც წალეკა მთელი ქრისტიანული სამყარო.დბ 57.3

    და ქალაქი პრაღა კვლავ სისხლიანი შეტაკებების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. როგორც ძველად, ღვთის მსახურს წაუყენეს ბრალდება, როგორც”ისრაელის მაოხრებელს” (3მეფ. 18:17). ქალაქი კვლავ დაიწყევლა პაპის მიერ და იან hუსი კვლავ თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. ხმა, რომელიც ჭეშმარიტებას ასე ერთგულად და გაბედულად მოწმობდა ბეთლემის კაპელის კათედრიდან, დადუმდა. მაგრამ მალე მას უფრო დიდ ტრიბუნაზე გამოსვლა ელოდა, საიდანაც მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის უნდა მიემართა მანამ, სანამ ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას საკუთარი სიცოცხლით დაამტკიცებდა. დბ 57.4

    ბოროტების აღსაგველად, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა, კონსტანცაში მოიწვიეს მსოფლიო კრება; იგი მოიწვია სამი მეტოქიდან ერთერთმა პაპმა - პაპმა იოანე XXII იმპერატორ სიგიზმუნდის დაჟინებული მოთხოვნით. იოანე, რომელსაც თავისი გარყვნილობის გამო, რითაც მაშინდელი სამღვდელოება განთქმული იყო, თვით პრელატებიც კი აკრიტიკებდნენ, სულაც არ იყო დაინტერესებული კრების მოწვევით, მაგრამ ვერ ბედავდა სიგიზმუნდის ნების წინააღმდეგ წასვლას.დბ 57.5

    მთავარი საკითხები, რომლებიც ამ კრებაზე უნდა განხილულიყო, მდგომარეობდა შემდეგში: ბოლო მოუღონ განხეთქილებას ეკლესიაში და აღმოფხვრან ერესი. პაპის სხვა მოწინააღმდეგეთა შორის მოწვეული იყო იან hუსი, როგორც ახალი მოძღვრების მთავარი მქადაგებელი. დანარჩენი ორი პაპი მოსალოდნელი საფრთხის შიშით კრებაზე არ გამოცხადდა და თავიანთი წარმომადგენლები გამოაგზავნეს. პაპა იოანეს, რომელიც თავს ისე აჩვენებდა, თითქოს კრების მოწვევის ინიციატორი თვითონ იყო, საშინელი წინათგრძნობა და ეჭვი ტანჯავდა. იგი ფიქრობდა, რომ იმპერატორს მისი ტახტიდან ჩამოგდება hქონდა განზრახული, რომ მას მოუწევს პასუხისგება ყველა იმ ბოროტებისა და დანაშაულის გამო, რომელიც მან პაპის ტიარის შენარჩუნებისთვის ჩაიდინა. მიუხედავად ასეთი შიშისა, იგი დიდი ზეიმით, უმაღლესი რანგის ჩინოსანთა და კარისკაცთა ამალით შევიდა კონსტანცაში. მთელმა სამღვდელოებამ, ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ადამიანთა მრავალრისხოვანთა ჯგუფებმა შეხვედრა მოუწყეს მათ. გაშლილი ოქროს ბალდახინი ოთხ მთავარ მაგისტრატს ეჭირა. წინ ჯარი მიუძღოდა, ხოლო კარდინალთა და წარჩინებულთა მდიდრული ჩაცმულობა ამ სურათს უფრო დიდებულს ხდიდა.დბ 58.1

    იმავე დროს კონსტანცას მეორე მგზავრი უახლოვდებოდა. hუსმა კარგად იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. იგი მეგობრებს გამოემშვიდობა და დაადგა გზას, რომელიც, მისი წინათგრძნობით, კოცონთან მიიყვანდა. მიუხედავად იმისა, რომ თან hქონდა ბოhემიის მეფის მიერ გაცემული დაცვის სიგელი, ხოლო გზაში მეორეც გადასცეს იმპერატორ სიგიზმუნდისაგან, იგი მაინც სიკვდილისათვის მოემზადა.დბ 58.2

    პრაღაში დარჩენილი მეგობრების მისამართით გაგზავნილ წერილში იგი წერდა:“ძმებო... მე თან მიმაქვს მეფის დაცვის სიგელი და მივდივარ ჩემს მრავალრიცხოვან, დაუძინებელ მტერთან შესახვედრად... მაგრამ მე სრულად მივენდე ყოვლისშემძლე ღმერთს და ჩემს მაცხოვარს; მე მჯერა, რომ იგი შეისმენს თქვენს მხურვალე ლოცვებს და მომცემს თავის სიბრძნესა და გონიერებას მტერთან საბრძოლველად; მე ვევედრები უფალს, აღმავსოს სულიწმიდით, რათა განამტკიცოს ჩემში ჭეშმარიტება და მამაცურად შევხვდე განსაცდელს, საპყრობილეს და თუ საჭირო გახდება, სიკვდილსაც კი. იესო ქრისტე საყვარელი ადამიანებისათვის იტანჯა და რასაკვირველია, იგი მაგალითია ჩვენთვის. მან ბევრი დაითმინა ჩვენი გადარჩენისათვის და ჩვენც გვასწავლა მოთმინება. იგი - ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი - მისი შექმნილები; იგი - ჩვენი უფალია, ჩვენ კი - მისი მსახურნი; იგი სამყაროს უდიდესი მოძღვარია, ჩვენ კი - უბადრუკი მოკვდავნი და მიუხედავად ამისა, მან ჩვენთვის იტანჯა! რატომ არ უნდა ვიტანჯოთ ჩვენც, თუკი ტანჯვა გაგვწმენდს! ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თუკი ჩემი სიკვდილი საჭირო გახდება მისი სახელის განდიდებისათვის, ილოცეთ, რომ ეს დრო მალე დადგეს და მან მომცეს ძალა ყოველივე იმის ასატანად, რაც მომავალში მომელის. მაგრამ თუკი მე თქვენთან დაბრუნება მიწერია, მაშინ ილოცეთ, რომ დავბრუნდე შეურცხვენელი, რაც ნიშნავს, რომ მტკიცედ დავიცვა სახარების ჭეშმარიტების ყოველი სიტყვა და ამით ღირსეული, მისაბაძი მაგალითი დაგიტოვოთ თქვენ, ჩემს ძმებს. ჩვენ, შესაძლოა, უკვე ვეღარასოდეს შევხვდეთ პრაღაში, მაგრამ თუკი ყოვლისშემძლე ღმერთი ინებებს ჩემს თქვენთან დაბრუნებას, მაშინ ჩვენ ერთად უფრო მეტი სიმტკიცით გავძლიერდებით მისი კანონის სიყვარულსა და შემეცნებაში”.დბ 58.3

    სხვა ერთერთი მღვდლისადმი მიმართულ წერილში, რომელიც ქრისტეს მოწაფე გახდა, hუსი ღრმად ნანობს თავის შეცდომებს და თავის თავს ადანაშაულებს იმაში, რომ”სიამოვნებით ატარებდა მდიდრულ სამოსელს და დიდ დროს ანდომებდა ფუჭ საქმიანობას”. და შემდეგ გულწრფელად აფრთხილებს მას:“დაე, მხოლოდ უფლის დიდებამ და სულთა ხსნამ დაისადგუროს შენს გონებაში და არა სიმდიდრემ და შემოსავალმა. გაფრთხილდი, რომ შენი სახლი არ იყოს შენს სულზე მეტად შემკული და უპირველეს ყოვლისა, იზრუნე შენს სულიერ ზრდაზე. გამოიჩინე ღვთისმოსაობა, ღარიბებთან ურთიერთობაში იყავი თავმდაბალი და ნუ დახარჯავ ფულს დღესასწაულებისთვის. თუკი თავად არ გარდაქმნი შენს თავს, არ შეიცვლი ცხოვრების წესს და თავს არ შეიკავებ საკუთარ თავზე ზედმეტი ზრუნვისაგან, ვშიშობ, რომ ჩემსავით სასტიკად დაიტანჯები... შენთვის ცნობილია ჩემი მოძღვრება, რადგან ბავშვობიდანვე გასწავლიდი მას, ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია მისი გამეორება. გაფიცებ ღვთის მადლს - არ გაიმეორო პატივმოყვარეობისაგან გამოწვეული არც ერთი ჩემი შეცდომა”. კონვერტზე მან მიაწერა:“ჩემო მეგობარო, ძალიან გთხოვ, არ გახსნა ეს კონვერტი, სანამ ზუსტ ცნობებს არ მიიღებ ჩემი სიკვდილის შესახებ”.დბ 59.1

    კონსტანცასკენ მიმავალ გზაზე hუსი ხედავდა თავისი შრომის ნაყოფს... ადამიანთა დიდ ინტერესს მისი საქმიანობისადმი. ხალხი ჯგუფებად ხვდებოდა და ესალმებოდა მას, ზოგ ადგილებში კი ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ქუჩაში მიაცილებდნენ.დბ 59.2

    კონსტანცაში ჩასულ hუსს სრული თავისუფლება მიეცა. მეფის გაცემულ დაცვის სიგელს პაპის პირადი სიგელიც მიემატა, რაც მის მფარველობას მოწმობდა. მაგრამ მიუხედავად ამ საჯარო და მრავალგზის დარწმუნებისა, პაპისა და კარდინალთა ბრძანებით რეფორმატორი შეიპყრეს და ბნელ სარდაფში ჩააგდეს. მოგვიანებით იგი რეინის მეორე მხარეს ციხეში გადაიყვანეს. თუმცა პაპმა ბევრი ვერაფერი მოიგო თავისი მზაკვრული საქციელით, რადგან სულ მალე თვითონაც ამ საპატიმროს ტუსაღი გახდა. მკვლელობის, ძალადობისა და გარყვნილების გარდა იგი კრების წინაშე დაადანაშაულეს სულმდაბლობაში და ისეთ ცოდვებში,“რომელთა წარმოთქმაც არ შეიძლება”. კრებამ დაადასტურა იოანეს დანაშაული, მას ტიარა ჩამოართვეს და დააპატიმრეს. სხვა ანტიპაპებიც ჩამოაგდეს და არჩეული იქნა ახალი პაპი.დბ 59.3

    თუმცა თვით პაპის მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმე იყო, ვიდრე ის, რაშიც hუსი ადანაშაულებდა სამღვდელოებას და რითაც ასაბუთებდა რეფორმაციის აუცილებლობას, მიუხედავად ამისა, იგივე კრებამ, რომელმაც პაპი დასაჯა, მაინც დაჟინებით მოითხოვა hუსის გასამართლებაც. hუსის დატუსაღებამ დიდი აურზაური გამოიწვია ბოhემიაში. საზოგადოების ძლევამოსილმა თავადებმა კრებას პროტესტი წარუდგინეს ასეთი ძალადობისათვის. მეფემაც, რომლის მიერ გაცემული სიგელი უგულებელყვეს, უკმაყოფილება გამოთქვა. მაგრამ რეფორმატორის მტრები შეუპოვარნი და შურისმგებელნი აღმოჩნდნენ. მათ მეფე მიკერძოებაში დაადანაშაულეს, შეაშინეს და ეკლესიის წინაშე მოვალეობა შეახსენეს. მას უკარნახეს არგუმენტები, რომლებითაც შესაძლებელი იყო ყველა დოკუმენტის გაუქმება და ყველა დაპირების შეუსრულებლობა ერეტიკოსთა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ერესში, თუნდაც ეს დოკუმენტი მეფის მიერ გაცემული დაცვის სიგელი ყოფილიყო. ამგვარად, მათ გაიმარჯვეს.დბ 59.4

    დასუსტებული და დაავადებული (დილეგის ნესტიანმა hაერმა მასში ციებცხელება გამოიწვია და სიკვდილის პირას მიიყვანა) hუსი კრებაზე მიიყვანეს. შებორკილი იდგა იგი მონარქის წინაშე, რომლის პატიოსანი სიტყვა მისთვის უშიშროების გარანტი უნდა ყოფილიყო. ხანგრძლივი დაკითხვების დროს იგი ჭეშმარიტებას დაბეჯითებით იცავდა და სასულიერო და სახელმწიფო ჩინოსანთა თანდასწრებით საჯაროდ და მტკიცედ ამხილებდა იერარქიის მანკიერებას. და როდესაც მას შესთავაზეს ან განდგომოდა თავის რწმენას, ან მომკვდარიყო, მან მოწამებრივი სიკვდილი ირჩია.დბ 59.5

    ღვთის მადლი სულიერად აძლიერებდა მას. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ტანჯვის დღეებში მის სულში ზეციური სიმშვიდე სუფევდა.”ამ წერილს გწერ სატუსაღოდან - წერდა იგი ერთერთ მეგობარს - ბორკილგაყრილი ხელით, ხვალინდელი სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში... როდესაც იესო ქრისტეს მადლით ერთმანეთს შევხვდებით ჩვენს წმიდა სამშობლოში, მაშინ გაიგებ, როგორ მეხმარებოდა მწყალობელი უფალი განსაცდელის ჟამს საპყრობილეში”.დბ 60.1

    თავისი ბნელი დილეგიდან hუსი ჭეშმარიტი რწმენის გამარჯვებას ხედავდა. ერთხელ იგი მეტად შეწუხდა თავისი სიზმრის გამო: მან ნახა, რომ პრაღაში, სადაც იგი სახარებას ქადაგებდა, პაპმა და ეპისკოპოსებმა, მის მიერ ოდესღაც კაპელის კედლებზე დახატული ქრისტეს გამოსახულება გაანადგურეს. მაგრამ მეორე დღეს მან სხვა სიზმარი ნახა: სამლოცველოში თავი მოეყარა მრავალ მხატვარს, რომლებმაც აღადგინეს მტრის მიერ განადგურებული ნახატი და უფრო ნათელი საღებავებით სხვა, ახალ სურათებს ხატავდნენ. და როდესაც მხატვრებმა თავიანთი სამუშაო დაასრულეს, ხმამაღლა მიმართეს ხალხს:“აბა, მოვიდნენ ახლა პაპი და მისი ეპისკოპოსები; ამ სურათებს ისინი ვერასოდეს მოსპობენ!” ამ სიზმრის გაზიარების შემდეგ რეფორმატორმა დასძინა:“მე დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტეს ხატება არასოდეს გაქრება ადამიანთა გულებიდან და ისევ აღორძინდება უფრო დიდი მქადაგებლების მიერ, ვიდრე მე ვარ”.დბ 60.2

    hუსი უკანასკნელად მოიყვანეს კრებაზე. კრება დიდებული იყო: იმპერატორი, სახელმწიფო მოხელეები, მეფის წარმომადგენლები, კარდინალები, ეპისკოპოსები, მღვდლები და ცნობისმოყვარეთა მრავალრიცხოვანი ბრბო. აქ ყველა ქრისტიანული ქვეყნიდან შეიკრიბნენ სინდისის თავისუფლების დაცვისათვის ხანგრძლივი ბრძოლის პირველი უდიდესი მსხვერპლის მოწმენი.დბ 60.3

    როდესაც hუსს ბოლო სიტყვის თქმა შესთავაზეს, მან კვლავ უარი განაცხადა თავისი რწმენისაგან განდგომაზე, გამსჭვალავი მზერა მიაპყრო მონარქს, რომელმაც ასე სამარცხვინოდ გატეხა თავისი პირობა და თქვა:“მე ჩემი ნებით გამოცხადდი ამ კრებაზე საზოგადოებისა და აქ მყოფი იმპერატორის მფარველობისა და დაცვის იმედით”. სიგიზმუნდს სახე აელეწა, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ ყველამ მას მიაპყრო მზერა.დბ 60.4

    სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს და სამარცხვინო ცერემონიაც დაიწყო. როდესაც ტუსაღს თეთრი რიზა ჩააცვეს, მან თქვა:“ჩვენს უფალს - იესო ქრისტესაც თეთრი სამოსელი ეცვა, როდესაც hეროდემ მისი პილატესთან წაყვანა ბრძანა”. hუსს კვლავ შესთავაზეს რწმენის უარყოფა, მაგრამ მან სახალხოდ განაცხადა:“როგორი თვალებით შევხედო შემდეგ ზეცას? რა პასუხი გავცე ხალხს, რომელსაც ჭეშმარიტ სახარებას ვასწავლიდი? არა, ჩემთვის მათი ხსნა უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩემი დამძიმებული სხეული, რომელიც დღეს მოკვდება”. შემდეგ მას გახადეს სამოსელი და როცა ყოველმა ეპისკოპოსმა სამოსის სხვადასხვა ნაწილზე წარმოთქვა წყევლა, თავზე პირამიდის ფორმის ქაღალდის გვირგვინი ჩამოაცვეს, რომელზედაც ეშმაკის მახინჯი ფიგურები იყო გამოსახული, ხოლო თვალში საცემად გამოკვეთილი იყო სიტყვა... “უდიდესი ერეტიკოსი”.”დიდი სიხარულით მივიღებ სამარცხვინო გვირგვინს შენი სახელისათვის, იესო! შენ ხომ ჩემთვის ეკლის გვირგვინი დაიდგი” - წარმოთქვა hუსმა.დბ 60.5

    ბოლოს პრელატებმა განაცხადეს:“ახლა ჩვენ შენს სულს ეშმაკს გადავცემთ”.”მე კი - თვალები ზეცით აღაპყრო hუსმა - ჩემს სულს შენ გაბარებ, ჩემო უფალო იესო, რადგან შენ გამომისყიდე!”დბ 61.1

    შემდეგ სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი დასჯის ადგილისაკენ წაიყვანეს. ურიცხვი ბრბო მისდევდა უკან; ასობით შეიარაღებული ჯარისკაცი, მდიდრულად ჩაცმული მღვდლები და ეპისკოპოსები, კონსტანცას მცხოვრებნი. იგი სვეტს მიაბეს და ცეცხლის დანთებამდე კიდევ შესთავაზეს მისი ცრურწმენის უარყოფა და თავის გადარჩენა;”რომელ ცრურწმენას უნდა განვუდგე? მე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის. ღმერთია ჩემი მოწმე, რომ ჩემს შრომებსა და ქადაგებებს მხოლოდ ერთი მიზანი hქონდათ: ადამიანთა გათავისუფლება ცოდვისა და საუკუნო დაღუპვისაგან. და ჭეშმარიტებას, რომელსაც ვასწავლიდი, სიხარულით ვამოწმებ ჩემი სისხლით”. როდესაც გარშემო ცეცხლის ალი ავარდა, hუსმა სიმღერა დაიწყო:“იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!” და ამ სიტყვებს იმეორებდა, სანამ მისი ხმა სამუდამოდ არ დადუმდა.დბ 61.2

    თვით hუსის მტრებიც კი შეძრა მისმა გმირულმა საქციელმა. ერთმა პაპის ერთგულმა სასულიერო პირმა ასე აღწერა hუსისა და იერონიმეს მოწამებრივი სიკვდილი (იერონიმე hუსის სიკვდილის შემდეგ სულ მალე დაიღუპა):“ისინი მამაცურად შეხვდნენ თავის აღსასრულს. ისინი ისე მოემზადნენ კოცონისათვის, როგორც საქორწინო ზეიმისათვის და ერთხელაც არ დაუკვნესიათ ტკივილისაგან. როდესაც ცეცლის ალი მათ სხეულს მისწვდა, ფსალმუნების სიმღერა დაიწყეს და მხოლოდ აბობოქრებულმა ცეცხლმა შეძლო მათი სიმღერის შეწყვეტა.დბ 61.3

    როდესაც ცეცხლმა დაასრულა თავისი დამღუპველი საქმე hუსის სხეულზე, ფერფლი მიწასთან ერთად მოაგროვეს და რეინში გადაყარეს, მდინარემ კი იგი ოკეანისკენ წაიღო. ამაოდ ინუგეშებდნენ თავს hუსის მტრები იმით, რომ საბოლოოდ მოსპეს მის მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება. დბ 61.4

    ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ იმ დღეს მდინარეში გადაყრილი ფერფლი, თესლის მსგავსად, დედამიწის ყველა კუთხეში, ყველაზე შორეულ ქვეყნებში გაიდგამდა ფესვს და ჭეშმარიტების მოწმეთა რიცხვი საოცრად გაიზრდებოდა; რომ ხმას, რომელიც კონსტანცას საკრებულო დარბაზში მოწმობდა სახარებას, ექოს მსგავსი გამოძახილი ექნებოდა შემდგომ საუკუნეებში. hუსი მოკვდა, მაგრამ ჭეშმარიტება, რისთვისაც მან თავი დადო, მარადიულია. მისი რწმენის სიმტკიცე მაგალითი გახდება ბევრისათვის, ვის ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას ტანჯვითა და სიკვდილით გამოსცდიან. მისმა სიკვდილით დასჯამ მთელ მსოფლიოს დაანახა რომის ვერაგობა და სისასტიკე. ასე თავისდაუნებურად შეუწყეს ხელი ჭეშმარიტების მტრებმა იმ იდეათა გავრცელებას, რომელთა მოსპობასაც ასეთი გულმოდგინებით ცდილობდნენ.დბ 61.5

    მაგრამ სულ მალე კონსტანცაში მეორე საწამებელი სვეტი აღიმართა. ჭეშმარიტება კიდევ ერთი მოწამის სისხლს უნდა დაემოწმებინა. იერონიმემ გამგზავრების წინ, განშორებისას მხნეობა და სიმტკიცე უსურვა hუსს და საშიშროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა; გაიგო თუ არა რეფორმატორის შეპყრობის ამბავი, მის საშველად გაემართა. ყოველგვარი დაცვის სიგელის გარეშე, ერთადერთი მეგობრის თანხლებით დაადგა იგი კონსტანცას გზას თავისი დაპირების აღსასრულებლად. ადგილზე ჩასვლისას იგი დარწმუნდა, რომ hუსის გათავისუფლებისათვის ვერაფერს იღონებდა, პირიქით, მასაც საფრთხე დაემუქრა. მან ქალაქიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. იგი კონსტანცაში ბორკილდადებული მიიყვანეს მრავალი ჯარისკაცის ზედამხედველობის ქვეშ. კრებაზე მისი გამოჩენისთანავე გაისმა შეძახილები:“კოცონზე! კოცონზე!” იგი დილეგში ჩააგდეს და ბორკილები ისე მოუჭირეს, რომ ენით გამოუთქმელ ტანჯვას განიცდიდა. საკვებად მხოლოდ პურსა და წყალს აძლევდნენ. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იერონიმე მძიმედ დაავადდა და იმის შიშით, რომ სიკვდილს არ გამოეგლიჯა მათი ხელიდან, ციხის ზედამხედველებმა შეასუსტეს მისდამი მკაცრი დამოკიდებულება, თუმცა მიუხედავად ამისა, საპყრობილეში ერთი წელი მაინც გაატარა.დბ 61.6

    hუსის სიკვდილმა პაპისტებს მოლოდინი არ გაუმართლა და მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო. დაცვის სიგელის უგულებელყოფამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და კრება თვლიდა, რომ უმჯობესია, იერონიმე კოცონზე კი არ დაწვან, არამედ აიძულონ, უარყოს თავისი რწმენა. იგი კრებაზე მოიყვანეს და შესთავაზეს რწმენის უარყოფა ან სიკვდილი. სატუსაღოში ყოფნის პირველ დღეებში იერონიმეს სიკვდილი ერჩია იმ ტანჯვას, რასაც იგი იქ განიცდიდა, მაგრამ ახლა, არაადამიანური მოპყრობითა და ავადმყოფობით დაუძლურებული, შიშითა და ეჭვებით შეპყრობილი, უმეგობროდ დარჩენილი და hუსის სიკვდილით შეშინებული იერონიმე შედრკა და გადაწყვიტა, დამორჩილებოდა კრებას. მან კათოლიკური რწმენისადმი ერთგულების ფიცი დადო და სამართლიანად აღიარა უიკლიფისა და hუსის მოძღვრებათა მიმართ კრების მიერ გამოტანილი განაჩენი. გამონაკლისი იყო”წმიდა ჭეშმარიტებანი”, რომელსაც ისინი თავად ასწავლიდნენ.დბ 62.1

    ამგვარი ხერხის გამოყენებით იერონიმე ცდილობდა საკუთარი სინდისის ხმის ჩახშობას და მოსალოდნელი განაჩენის თავიდან აცილებას. მაგრამ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა ნათლად დაინახა, თუ რა ჩაიდინა. მან გაიხსენა hუსის სიმამაცე და თავგანწირვა და შეუდარა თავის საქციელს: იგი ხომ ჭეშმარიტებას განუდგა! შემოეძალა ფიქრები ღვთიურ მოძღვარზე, რომელსაც მან მსახურება აღუთქვა და რომელიც მისი გულისათვის ჯვარს ეცვა. განდგომამდე ტანჯვის ჟამს, იგი შვებას უფლის წყალობასა და მის მხარდაჭერაში პოულობდა, ახლა კი მის გულს სინანული და ეჭვი ღრღნიდა. კარგად იცოდა, რომ რომთან სრული შერიგების დადგომამდე მას ჯერ კიდევ ბევრი რამის უარყოფა მოუწევდა. გზა, რომლზეც ფეხი დაუცდა, რწმენის სრულ უარყოფამდე მიიყვანდა; და მან მტკიცედ გადაწყვიტა: ხანმოკლე ტანჯვის გამო იგი არასოდეს განუდგეს უფალს.დბ 62.2

    მალე იერონიმე კვლავ წარდგა კრების წინაშე. მისმა მორჩილებამ არ დააკმაყოფილა მსაჯულნი. hუსის სიკვდილით აგზნებულნი, ისინი ახალ მსხვერპლს ეძებდნენ. მხოლოდ ჭეშმარიტების სრული უარყოფით შეეძლო იერონიმეს სიცოცხლის შენარჩუნება. მაგრამ მან თავისი რწმენის სახალხოდ აღიარება და თავისი წამებული ძმის მსგავსად კოცონზე ასვლა გადაწყვიტა.დბ 62.3

    მან უარყო თავისი ადრინდელი განდგომილება და როგორც სიკვდილმისჯილმა, საჯაროდ მოითხოვა საკუთარი თავის დაცვის უფლება. ეშინოდათ რა მისი სიტყვების ხალხზე ზეგავლენისა, პრელატები მისგან მოითხოვდნენ წაყენებული ბრალდების სამართლიანობის ან სრულ უარყოფას, ან მასზე თანხმობას. იერონიმემ პროტესტი გამოთქვა ასეთი სისასტიკისა და უსამართლობის წინააღმდეგ.”340 დღის განმავლობაში ჩაგდებული გყავდით საშინელ სარდაფში, - თქვა მან. - მოკლებული ვიყავი ყველაფერს და ვცხოვრობდი სიბინძურეში, უწმიდურებასა და სიმყრალეში. შემდეგ მომიყვანეთ აქ, უსმენთ ჩემს დაუძინებელ მტრებს და ყურად არ იღებთ ჩემს სიტყვებს... თუკი თქვენ გაქვთ სიბრძნე და გსურთ იყოთ წუთისოფლის ნათელი, გაფრთხილებთ: გამოიჩინეთ სამართლიანობა. რაც შემეხება მე, - ერთი საწყალი მოკვდავი ვარ, ჩემი სიცოცხლე არარაობაა და თუკი გაფრთხილებთ უსამართლო განაჩენის გამოტანის გამო, ამას თქვენი გულისათვის უფრო ვაკეთებ, ვიდრე ჩემთვის...”დბ 62.4

    მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. მსაჯულთა თვალწინ იერონიმემ მუხლმოყრით თაყვანი სცა ღმერთს და ლოცვით სთხოვა სულიწმიდას, განეწმიდა მისი აზრები და სიტყვები, რათა ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ისეთი რამ არ წარმოეთქვა, რაც მის უზენაეს მოძღვარს ჩრდილს მიაყენებდა. იმ დღეს აღსრულდა უფლის აღთქმა მისი პირველი მოწაფეების მიმართ:“წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო,.. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ” (მათ. 10:18,.20).დბ 63.1

    იერონიმეს სიტყვებმა თვით მის მტრებშიც კი აღტაცება და გაოცება გამოიწვია. მთელი ერთი წლის განმავლობაში იგი სარდაფში იტანჯებოდა, არ hქონდა კითხვის საშუალება, არც რაიმე ცნობები გარე სამყაროს მოვლენების შესახებ და მთელი ეს დრო სულიერ შფოთვასა და ფიზიკურ ტანჯვაში გაატარა. და მიუხედავად ამისა, იგი იმდენად მტკიცედ და დამაჯერებლად ლაპარაკობდა, თითქოს მთელი ეს დრო მეცნიერული მომზადებისა და მეცადინეობისთვის მოეხმაროს. მან მსმენელთა ყურადღება მსაჯულთა მიერ უსამართლოდ განსჯილ მართალთა გრძელ სიას მიაპყრო. ყველა თაობაში იყვნენ ადამიანები, რომელნიც სულიერებას შთააგონებდნენ ხალხს. მათ ჯერ სამარცხვინოდ დევნიდნენ, გარკვეული დროის შემდეგ კი კვლავ პატივს მიაგებდნენ. უსამართლო მსაჯულთა მიერ თვით ქრისტე იქნა განსჯილი, როგორც ბოროტმოქმედი.დბ 63.2

    განდგომის დროს იერონიმემ მხარი დაუჭირა hუსის მიმართ გამოტანილი განაჩენის სამართლიანობას, მაგრამ ახლა მან საჯაროდ მოინანია თავისი სიტყვები და განაცხადა, რომ hუსი უდანაშაულო და მართალი მოწმე იყო.”მე მას ბავშვობიდან ვიცნობდი. - განაცხადა მან. - ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სამართლიანი და წმიდა; მას ბრალი დასდეს, თუმცა უდანაშაულო იყო... და რაც შემეხება მე... მზადა ვარ მოვკვდე და არ დავიხევ უკან ტანჯვების გამო, რომელიც ჩემმა მტრებმა და ცრუმოწმეებმა მომიმზადეს, რომელნიც ერთ დღეს წარდგებიან და პასუხს აგებენ ღმერთის წინაშე, რომელსაც ვერავინ მოატყუებს”.დბ 63.3

    ინანიებდა რა ჭეშმარიტებისაგან განდგომას, იერონიმე განაგრძობდა:“არც ერთი ცოდვა, ჩადენილი ბავშვობიდან დღემდე, ისე მძიმედ არ აწევს ჩემს სინდისს და არ მტანჯავს, როგორც აქ ჩადენილი დანაშაული, როდესაც მე გავამართლე ჩემი მასწავლებლების, უიკლიფისა და იან hუსის მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი. დიახ, მთელი გულით ვინანიებ ჩემს ცოდვას და სინანულით ვაღიარებ,.. რომ სიკვდილის შიშის გამო უარვყავი მათი მოძღვრება... და მე ვთხოვ უზენაესს, ყოვლისშემძლე ღმერთს, მომცეს მიტევება, განსაკუთრებით კი მაპატიოს ეს ცოდვა, ყველაზე საშინელი ჩემს ცოდვათა შორის”. შემდეგ კი მტკიცედ წარმოთქვა:“თქვენ მსჯავრი დასდეთ უიკლიფსა და იან hუსს არა იმიტომ, რომ მათ შეურაცხყვეს ეკლესია, არამედ იმიტომ, რომ ამხილეს სამღვდელოების სამარცხვინო საქმეები, მათი სიხარბე, ამპარტავნობა და პრელატთა და მღვდელთა მრავალი მანკიერება. ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ, სიმართლეა და მე ვიზიარებ მათ აზრს”.დბ 63.4

    მას შეაწყვეტინეს. ბრაზისაგან აკანკალებული პრელატები ყვიროდნენ:“კიდევ რისი მტკიცებაა საჭირო? საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ ჩვენს წინაშე ნამდვილი ერეტიკოსია!”დბ 63.5

    იერონიმემ ყოველგვარი აღელვების გარეშე წამოიძახა:“იქნებ გგონიათ, რომ სიკვდილის მეშინია? თქვენ მთელი წლის განმავლობაში დამწყვდეული გყავდით საშინელ სარდაფში. რომელი სიკვდილი არ ჯობია მას? თურქებს, იუდეველებსა და წარმართებს უკეთესად ექცევიან, ვიდრე თქვენ მექცეოდით. ჩემი სხეული დალპა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ მე არ ვწუწუნებ, რადგან წუწუნი ამცირებს ადამიანს, რომელსაც აქვს სულიც და გულიც; მაგრამ მაინც არ შემიძლია არ გამოვთქვა გაკვირვება ქრისტიანის მიმართ ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულების გამო”.დბ 64.1

    კვლავ აღელდა მრისხანების ქარიშხალი და იერონიმე სატუსაღოში დააბრუნეს. მაგრამ მსმენელთა შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებზედაც იერონიმეს სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რომელთაც მისი გადარჩენა სურდათ. იერონიმესთან მიდიოდნენ ეკლესიის ცნობილი ჩინოსნები და ურჩევდნენ, დამორჩილებოდა კრებას. რომთან თანხმობის შემთხვევაში პირდებოდნენ ბრწყინვალე მომავალს. მაგრამ, მაცხოვრის მსგავსად, რომელსაც ასევე მთელ ქვეყნიერებაზე ძალაუფლებას პირდებოდნენ, იერონიმე შეუდრეკელი აღმოჩნდა.დბ 64.2

    `წმიდა წერილის მეშვეობით დამიმტკიცეთ, რომ ვცდები და უარვყოფ”, - ამბობდა იგი.დბ 64.3

    `წმიდა წერილი” - წამოიძახა ერთერთმა მაცდურმა. - რა, ის უნდა იყოს ყველაფრის საზომი? მაგრამ ვის შეუძლია მისი გაგება ეკლესიის დახმარების გარეშე?”დბ 64.4

    “განა ადამიანური ტრადიციები უფრო არიან ნდობის ღირსი, ვიდრე ჩვენი მაცხოვრის სახარება? - უპასუხა იერონიმემ. - პავლე მოციქული არ მოუწოდებდა მორწმუნეთ, გაhყოლოდნენ ადამიანურ ტრადიციებს, არამედ ამბობდა:“გამოიკვლიეთ წმიდა წერილი”.დბ 64.5

    `შენ ერეტიკოსი ხარ” - იყო პასუხი. - ტყუილად დავხარჯე ამდენი დრო შენთან ლაპარაკში. ეხლა ვხედავ, რომ ეშმაკეული ხარ”.დბ 64.6

    მალე გამოტანილი იქნა სასიკვდილო განაჩენი და იერონიმე ზუსტად იმ ადგილას წაიყვანეს, სადაც hუსს მოუსწრაფეს სიცოცხლე. გზაზე იგი მღეროდა და მისი დამშვიდებული სახე სიხარულით იყო გაცისკროვნებული. მას თვალწინ ედგა ქრისტე და სიკვდილის შიში სრულიად გაუქრა. როდესაც ჯალათმა ცეცხლის ანთება უკანა მხრიდან დაიწყო, მოწამემ შესძახა:“მოდი აქ, უფრო თამამად იმოქმედე! ჩემს თვალწინ დაანთე ცეცხლი. მე არ მეშინია. რომ მშინებოდა, აქ არ ვიქნებოდი”.დბ 64.7

    ცეცხლის ალში გახვეულმა იერონიმემ უკანასკნელად წარმოთქვა ლოცვა:“უფალო, ყოვლისშემძლე მამაო! შემიწყალე და მომიტევე ცოდვები, რადგან შენ იცი, რომ ყოველთვის მიყვარდა შენი ჭეშმარიტება!” მისი ხმა დადუმდა, მაგრამ ბაგეები კვლავ ჩურჩულით განაგრძობდნენ ლოცვას. და როდესაც ცეცხლმა შეასრულა თავისი მისია, მიწასთან შერეული მოწამის ფერფლი, hუსის ნეშტის მსგავსად, შეაგროვეს და რეინის წყალს გაატანეს.დბ 64.8

    ასე დაიღუპნენ ღვთიური სინათლის მატარებელნი. მაგრამ მათ მიერ გადმოცემული ჭეშმარიტების ნათელი, მათი სამაგალითო გმირობის სხივი არასოდეს ჩაქრება. როგორც მზის მოძრაობის მიმართულების შეცვლა არავის შეუძლია, ასევე ვერავინ შეუშლის ხელს განთიადს, რომელიც მთელ ქვეყნიერებას hფენს ნათელს.დბ 64.9

    hუსის სიკვდილით დასჯამ უდიდესი მღელვარება გამოიწვია ბოhემიაში. ხალხმა გაიგო, რომ იგი მღვდელთა ბოროტებისა და იმპერატორის ღალატის მსხვერპლი გახდა. იგი სიმართლის ჭეშმარიტ მოძღვრად აღიარეს და მსოფლიო კრებას, რომელმაც hუსს განაჩენი გამოუტანა, მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ახლა მისმა მოძღვრებამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. თავის დროზე პაპის ბრძანებით უიკლიფის მოძღვრებები ცეცხლში დაწვეს. მაგრამ ახლა მისი გადარჩენილი ნაშრომები სამალავებიდან ამოhქონდათ და ბიბლიასთან, ან მის ცალკეულ თავებთან ერთად სწავლობდნენ და ამგვარად, ბევრმა მიიღო რეფორმატორთა მოძღვრება.დბ 64.10

    hუსის მკვლელებს არ შეეძლოთ განზე დგომა და მათი მსხვერპლის საქმეთა ზეიმის მშვიდად ცქერა. პაპმა და იმპერატორმა გადაწყვიტეს, ეს მოძრაობა ერთიანი ძალისხმევით ჩეხშოთ და მალე სიგიზმუნდის არმიის მრისხანება თავს დაატყდა ბოhემიას.დბ 65.1

    მაგრამ მხსნელიც გამოჩნდა. ბოhემიის არმიის მთავარსარდლად დაინიშნა იმ დროისათვის მეტად ცნობილი გენერალი იან ჟიჟკა, რომელმაც ომის გამოცხადების შემდეგ მხედველობა სრულიად დაკარგა. ღმერთის ძალაზე დაყრდნობით და თავისი საქმის სამართლიანობის რწმენით ხალხი მუსრს ავლებდა მტრის უდიდეს ძალებს. იმპერატორი თავისი არმიის ახალახალ ნაწილებს აგზავნიდა საბრძოლველად, მაგრამ ისინი შერცხვენილი და დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. hუსის მომხრეები, ყოველგვარი სიკვდილის შიშის გარეშე, თავგანწირვით იბრძოდნენ და ვერავინ გატეხა ისინი. ომის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჟიჟკა გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა პროკოფმა, მამაცმა და ნიჭიერმა გენერალმა და ხელმძღვანელმა.დბ 65.2

    როცა ბრმა გენერლის სიკვდილის ამბავი შეიტყვეს, ბოhემიელთა მტრებმა ჩათვალეს, რომ დადგა მომენტი დაკარგულის მოსაბრუნებლად. პაპმა hუსისტების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა და ბოhემიისაკენ კვლავ დიდძალი არმია დაიძრა, მაგრამ ისიც სასტიკად დამარცხდა. გამოცხადდა მეორე ლაშქრობა. პაპის ერთგულ ყველა ქვეყანაში დაიწყო მამაკაცთა მობილიზაცია და ფულისა და საომარი აღჭურვილობის შეგროვება. ბევრი დადგა პაპის დროშის ქვეშ იმ იმედით, რომ მალე იხილავდნენ ბოhემიელ ერეტიკოსთა განადგურებას. გამარჯვების რწმენით ფრთებშესხმულნი შეიჭრნენ ისინი ბოhემიაში. და ხალხი კვლავ ერთიანად აღდგა მტრის ღირსეულად დასახვედრად. ორი არმია სწრაფად უახლოვდებოდა ერთმანეთს, სანამ ბოლოს მდინარის აქეთიქით ნაპირს არ მიადგნენ.”სამხედრო უპირატესობა ჯვაროსნების მხარეზე იყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მდინარე გადაელახათ და მტერს შებმოდნენ, მდუმარედ იდგნენ და მდინარის გაღმა მდგომ hუსისტებს შესცქეროდნენ”. უეცრად შიშის მომგვრელმა მდუმარებამ მოიცვა მთელი ჯარი. და ეს ძლიერი არმია უეცრად უბრძოლველად აირია და ისე დაიშალა, თითქოს მას ვიღაცის უხილავი ხელი მართავდა. hუსისტებმა სასტიკი დარტყმა აგემეს მოწინააღმდეგეს; გაქცეულთა დევნისას მათ დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, ასე რომ, გაღარიბების ნაცვლად ამ ბრძოლამ ბოhემიელებს სიმდიდრე მოუტანა.დბ 65.3

    რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ახალი პაპის მიერ კვლავ გამოცხადდა ჯვაროსნული ლაშქრობა, კვლავ დაიწყო მობილიზაცია და რესურსების შეგროვება პაპის ერთგულ ქვეყანაში. ლაშქრობის მონაწილეებს ყოველგვარ პრივილეგიებს პირდებოდნენ, მათ შორის ყველაზე საშინელი, სასტიკი ცოდვებისა და დანაშაულის სრულ მიტევებას. ომში დაღუპულ ყველა მეომარს ჯილდოდ ზეციურ სასუფეველს პირდებოდნენ, ხოლო ცოცხლად დარჩენილებს - პატივსა და უხვად დასაჩუქრებას. კვლავ დაიძრა ძლიერი არმია, რომელმაც ბოhემიის საზღვრები გადაკვეთა და ქვეყანაში შეიჭრა. hუსისტთა არმიამ უკან დაიხია, რითაც დამპყრობლები ქვეყნის სიღრმეში შეიტყუა და ბრძოლაში გამარჯვების იმედი მისცა. ბოლოს, პროკოფის არმიამ უკან დახევა შეწყვიტა და იერიშისათვის მოემზადა. მხოლოდ ახლა მიხვდნენ ჯვაროსნები თავიანთ შეცდომას და საბრძოლო პოზიციები დაიკავეს. ჯერ კიდევ hუსისტების hორიზონტზე გამოჩენამდე ჯვაროსნები მოახლოებულმა ხმაურმა კვლავ პანიკაში ჩაადგო. გენერლებიც და რიგითი მებრძოლებიც იარაღს ყრიდნენ და სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ. ამაო იყო პაპის ლეგატის მცდელობა, რომელიც ამ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა, თავი მოეყარა დაბნეული და შეშინებული მეომრებისათვის. ბოლოს, თავისი უშედეგო მცდელობებით დასუსტებული, იგი თვითონაც გაhყვა გაქცეულთა ტალღას. დამარცხება სრული იყო და გამარჯვებულებს კვლავ დიდი ნადავლი ხვდათ წილად.დბ 65.4

    ამგვარად, ეს უკვე მეორედ, უზარმაზარი არმია, ევროპის უძლიერეს სახელმწიფოთა დახმარებით აღჭურვილი, მამაცი და გაბედული ადამიანებისაგან შემდგარი, იძულებული იყო გაქცეოდა ასეთი პატარა და უმნიშვნელო ქვეყნის დამცველებს. ამ ყველაფერში აშკარა იყო ღვთიური ძალის მოქმედება. დამპყრობლები ზებუნებრივის შიშით დამარცხდნენ. მან, ვინც მეწამულ ზღვაზე ფარაონის მეომრები დაამარცხა და მიდიელები გედეონისა და მისი სამასი მეომრისაგან გააქცია, ვინც ერთ ღამეში დაფანტა ამაყი ასირიელები, კვლავ გაიწოდა თავისი ხელი დამპყრობელთა შესამუსრავად:“იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს. შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი” (ფსალმ. 52:6).დბ 66.1

    დაკარგა რა ძალით გამარჯვების იმედი, პაპის ხელისუფლებამ დიპლომატიას მიმართა. დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ბოhემიელებს ფორმალურად მიეცათ სინდისის თავისუფლება, მაგრამ სინამდვილეში მათ რომის კლანჭებში აგდებდა. ბოhემიელებმა, თავის მხრივ, წამოაყენეს ოთხი პუნქტი, როგორც რომთან მშვიდობის დამყარების პირობა: ბიბლიის ქადაგების თავისუფლება; პურით და ღვინით ზიარებისა და ღვთისმსახურების მშობლიურ ენაზე ჩატარების უფლება; სასულიერო პირებს აეკრძალათ ნებისმიერი საერო ორგანიზაციების მმართველობა და არ დაიშვებოდნენ ხელისუფლებაში; სახელმწიფო კანონების დამრღვევი სასულიერო პირები გადაეცათ სამოქალაქო სასამართლოსთვის. პაპის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს”დათანხმდა hუსისტების მიერ წამოყენებული ოთხი პუნქტის მიღებაზე, მაგრამ დაიტოვა მათი ახსნაგანმარტების უფლება, ანუ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მხოლოდ კრებაზე უნდა გადაეწყვიტა; მოკლედ რომ ვთქვათ, ბოლო სიტყვის თქმის უფლება პაპსა და იმპერატორს რჩებოდა”. აი, ამ პირობით მოხდა შეთანხმება და რომმა მოტყუებით და მზაკვრობით მიაღწია იმას, რისი გაკეთებაც აშკარა ბრძოლით და ომებით ვერ შესძლო. განამტკიცა რა hუსისტების მიერ წამოყენებული პირობების განმარტების უფლება, ისევე, როგორც ბიბლიის განმარტებისა, რომმა მიიღო მათი შინაარსის თავისი სურვილისამებრ დამახინჯების შესაძლებლობა.დბ 66.2

    ბოhემიელთა უმრავლესობა ამ დოკუმენტში საკუთარი თავისუფლების სასიკვდილო განაჩენს ხედავდა და ამიტომ არ შეეძლო დათანხმებოდა მას. hუსისტებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რომელმაც სისხლისღვრა გამოიწვია. ამ ძმათა ბრძოლაში დაიღუპა პროკოფი, ხოლო ბოhემიამ დაკარგა დამოუკიდებლობა.დბ 66.3

    hუსისა და იერონიმეს მოღალატე სიგიზმუნდი ბოhემიის მეფე გახდა. და მიუხედავად ფიცისა, რომ დაიცავდა ბოhემიელთა უფლებებს, პაპის ძალაუფლების განმტკიცებას შეუწყო ხელი. მაგრამ პირადად მან ბევრი ვერაფერი მოიგო რომთან ლაქუცით. ოცი წლის განმავლობაში მისი ცხოვრება საშიშროებითა და ხიფათით იყო აღსავსე. ხანგრძლივმა და უშედეგო ბრძოლებმა დააცარიელეს მისი ხაზინა და დააუძლურეს მთელი არმია. და ახლა, კიდევ ერთი წლის მეფობის შემდეგ ის მოკვდა და შერცხვენილის სახელით დატოვა ეს სამოქალაქო ომის პირას მისული ქვეყანა.დბ 66.4

    მღელვარება, ბრძოლა და სისხლისღვრა გრძელდებოდა. ბოhემიაში კვლავ შეიჭრა უცხო ჯარი, შინაურმა ბრძოლებმა კი მთლად დაასუსტეს ქვეყანა და ერი, ხოლო სახარების ერთგულთ დევნის ახალი ქარიშხალი დაატყდა.დბ 67.1

    როდესაც ყოფილმა ძმებმა, რომის შეთანხმების შემდეგ, მიიღეს მათი ცრუსწავლება, ძველი რწმენის ერთგულებმა დააარსეს თავიანთი ეკლესია, რომელსაც”გაერთიანებული საძმო” ეწოდებოდა. ამის გამო მათ საზოგადოების ყველა ფენის სიძულვილი დაიმსახურეს. მაგრამ ისინი ბოლომდე თავიანთი რწმენის ერთგულნი დარჩნენ. ისინი იძულებული გახდნენ ეძებნათ თავშესაფარი გამოქვაბულებში და ტყეებში. მიუხედავად ამისა, მაინც იკრიბებოდნენ ერთად, რათა წაეკითხათ ღვთის სიტყვა და ლოცვებით თაყვანი ეცათ შემოქმედისათვის.დბ 67.2

    სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილ მაცნეთა მეშვეობით მათთვის ცნობილი გახდა, რომ”უამრავ ქალაქში არიან ცალკეული პირები - ჭეშმარიტების მიმდევრები, რომლებიც მათ მსგავსად იდევნებიან, და რომ ალპებში უკვე დიდი ხანია თავშესაფარი hპოვა ეკლესიამ, რომლის პრინციპები დამყარებულია წმიდა წერილზე, და რომელიც პროტესტს გამოთქვამს რომის წარმართული ადათების წინააღმდეგ”. ეს ცნობა უდიდესი სიხარულით იქნა მიღებული და ვალდენსებთან მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა.დბ 67.3

    სახარების ჭეშმარიტებისადმი ერთგული ბოhემიელები დევნის ყველაზე ბნელ ღამეებშიც კი მზერას ზეცისაკენ აღაპყრობდნენ განთიადის მომლოდინეთა მსგავსად.”მათ წილად ხვდათ სასტიკი მომავალი, მაგრამ... მათ კარგად ახსოვდათ ჯერ იან hუსის მიერ თქმული, შემდეგ კი იერონიმეს მიერ გამეორებული სიტყვები:“გავა საუკუნე და გათენდება.” ეს სიტყვები hუსისტებისათვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც იოსების სიტყვა ტყვე ისრაელთა შტოებისათვის:“მე ვკვდები, მაგრამ უფალი მოვა და გამოგიყვანთ თქვენ”.დბ 67.4

    მე-15 საუკუნის დამლევს”გაერთიანებული საძმოს” ეკლესიათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისინი კვლავინდებურად იდევნებოდნენ, მაგრამ არა ისე სასტიკად. მე-16 საუკუნის დასაწყისში ბოhემიაში და მორავიაში დაახლოებით 200 ეკლესია იყო. “სწორედ ამ ერთგულ, ცეცხლისა და მახვილის დამღუპველი ძალისაგან გადარჩენილთ წილად ხვდა hუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ განთიადთან შეხვედრა”.დბ 67.5