Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 26 - რეფორმის ჟამი

    ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ადამიანები დაუბრუნდებიან შაბათის დღესასწაულს:“ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება. ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი”.”უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის მტკიცედ დამჭერს, მოვიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ” (ეს. 56:1,2,6,7).დბ 281.1

    ეს სიტყვები ქრისტიანულ ხანასაც მიესადაგება. როგორც კონტექსტიდან ჩანს:“ამბობს უფალი ღმერთი. გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს” (ეს. 56:8). აქ სიმბოლურად არის ნათქვამი, რომ სახარების ქადაგება გააერთიანებს წარმართებს. და კურთხევა აქვს აღთქმული ყველას, ვინც დაიცავს და პატივს მიაგებს შაბათს. ამიტომაც, მეოთხე მცნება ძალაში რჩება ქრისტეს ჯვარცმის, აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგაც და ვრცელდება იმ პერიოდშიც, როდესაც უფლის მსახურნი გადარჩენის სახარებას ყველა ხალხს უქადაგებენ.დბ 281.2

    უფალი ბრძანებს წინასწარმეტყველის პირით:“შეhკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში” (ეს. 8:16). უფლის კანონის ბეჭედი - მეოთხე მცნებაა. დანარჩენ ცხრა მცნებათაგან მხოლოდ მასშია გაცხადებული კანონმდებლის სახელი და ტიტული. ეს მცნება ამტკიცებს: უფალი არის შემოქმედი ცისა და მიწისა, საიდანაც უფლის, როგორც უზენაესის, თაყვანისა და პატივისცემის მოთხოვნა გამომდინარეობს. უფლის არც ერთ მცნებაში, გარდა მეოთხისა, არ არის მითითებული, თუ ვისი ძალაუფლების მიერაა გამოცემული კანონი. როდესაც პაპის ხელისუფლებამ შაბათი შეცვალა, კანონს ბეჭედი აეხსნა. იესოს მოწაფენი მოწოდებული არიან, რომ აღადგინონ მეოთხე მცნების კანონიერი მდგომარეობა და აამაღლონ იგი, როგორც უზენაესის ძალაუფლების ნიშანი და უფლის დღე.დბ 281.3

    `მიმართეთ რჯულსა და ანდერძს”. სხვადასხვა კანონთა და თეორიათა შორის უფლის კანონი არის ერთადერთი საზომი, რომლის მეშვეობითაც უნდა შემოწმდეს ყოველგვარი თვალსაზრისის, მოძღვრებისა თუ თეორიის ჭეშმარიტება. წინასწარმეტყველი ამტკიცებს:“თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი” (ეს. 8:20).დბ 281.4

    კვლავ გაისმის უფლის ბრძანება:“ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები (ეს. 58:1). ეს სიტყვები ეხება არა ურწმუნო მსოფლიოს, არამედ (უფალი კიცხავს ჩადენილი ურჯულოებისათვის) მათ, ვისაც იგი”თავის ხალხს” უწოდებს. და შემდეგ ამბობს:“ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ” (ეს. 58:1-2). აქ ნაჩვენებია ადამიანები, რომელნიც თავს მართლებად თვლიან და გარეგნულად გულმოდგინედ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ ის, ვინც ადამიანთა გულში იხედება, ისე მკაცრად და მრისხანედ ამხელს მათ, რომ ცხადი ხდება - ისინი უფლის კანონებს არ იცავენ.დბ 281.5

    ადამიანთა მიერ უგულვებელყოფილ მცნებათა შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს:“აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის. თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისაგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოhყვები, მაშინ ინეტარებ უფალში” (ეს. 58:12,13). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებსაც ეკუთვნის. შაბათის შეცვლით რომის ხელისუფლებამ სრულად დაარღვია უფლის კანონი. მაგრამ დადგა უფლის დადგენილებათა აღდგენის ჟამი. უნდა ამოივსოს მასში შექმნილი სიცარიელე და უნდა აშენდეს მტკიცე საძირკველი მრავალი თაობისათვის.დბ 281.6

    ადამი იცავდა უფლის მიერ განწმედილი და კურთხეული შაბათის სიმშვიდეს არა მხოლოდ დაცემამდე, არამედ მისი ნეტარი სამშობლოდან განდევნის შემდეგაც. შაბათს იცავდა ყველა პატრიარქი, დაწყებული აბელით და დამთავრებული მართალი ნოეთი, აბრაამითა და იაკობით. როდესაც რჩეული ხალხი ეგვიპტის ტყვეობაში იმყოფებოდა, იქ, წარმართთა ქვეყანაში გამეფებულ კერპთაყვანისმცემლობას შორის მრავალს დაავიწყდა უფლის კანონი. მაგრამ ისრაელის ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ უფალმა საზეიმოდ, საჯაროდ გამოუცხადა თავისი კანონი ურიცხვ ადამიანთა კრებას, რათა ხალხს სცოდნოდა უზენაესის ნება, დამორჩილებოდა მას და მისი მოშიშება hქონოდა საუკუნოდ.დბ 282.1

    იმ ხნიდან დღემდე დედამიწაზე შემონახულია უფლის კანონის ცნება და შაბათს იცავდნენ მეოთხე მცნების თანახმად. თუმცა”ურჯულოების კაცმა” შესძლო ღვთის წმიდა დღის ფეხით გათელვა, მაგრამ მისი ბატონობის პერიოდშიც კი იყვნენ ადამიანები, რომელნიც ამ დღეს ფარულად იცავდნენ. რეფორმაციის დღეებიდან მოყოლებული, ყოველ თაობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ. ლანძღვისა და დევნის მიუხედავად, ღვთის ერთგული შვილები მუდამ მოწმობდნენ, რომ უფლის კანონი მარადიულია და შემოქმედის შაბათის დაცვა ყოველი ადამიანის წმიდა მოვალეობაა.დბ 282.2

    როგორც გამოცხადების წიგნის მე-14 თავშია აღნიშნული, ეს ჭეშმარიტებანი,“მარადიულ სახარებასთან” დაკავშირებით, ქრისტეს ეკლესიის განმასხვავებელი ნიშანი იქნება უფლის მოსვლისას, რადგან სამი ანგელოზის სახარების გაცხადების შემდეგ უფალი შეკრებს ხალხს, რომელიც იცავს ღვთის მცნებებს და აქვს იესოს რწმენა. ეს არის ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ მსოფლიოს მიმართ უკანასკნელად წარმოთქმული სახარება. მთელ მსოფლიოში მისი გამოცხადების შემდეგ, როგორც ეს წინასწარმეტყველმა იხილა, კაცის ძე მოვა სულ მალე თავისი დიდებით, რათა მოაგროვოს სამკალი.დბ 282.3

    ისინი, ვინც მიიღო საწმიდარისა და ღვთის კანონის უცვლელობის ნათელი, სიხარულითა და აღტაცებით აღივსნენ გაცხადებული ჭეშმარიტების სილამაზისა და hარმონიის გამო. მათ სურდათ ჭეშმარიტების ეს ძვირფასი ნათელი ყველა ქრისტიანისათვის გაეზიარებინათ და ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ ადამიანები მას გაიგებდნენ და სიხარულით მიიღებდნენ. მაგრამ ჭეშმარიტებამ, რომელმაც ისინი წუთისოფელს დაუპირისპირა, არ გამოიწვია იმათი აღფრთოვანება, ვინც თავს ქრისტეს მიმდევრად თვლიდა. მეოთხე მცნების აღსრულება მსხვერპლს ითხოვდა და უმრავლესობამ არ გაიღო იგი.დბ 282.4

    ამქვეყნიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, მრავალნი მსჯელობდნენ ღირს თუ არა შაბათის შენახვა?”ჩვენ ყოველთვის ვიცავდით კვირას ჩვენი მამების მსგავსად. მრავალი ღვთისმოსავი და კეთილი ადამიანიც იცავდა ამ დღეს და ისინი მართლებად კვდებოდნენ. და თუკი ისინი მართლები იყვნენ, ჩვენც მართლები ვართ ამ საკითხში. შაბათის დაცვა გაგვრიყავს მთელი დანარჩენი სამყაროსაგან და ჩვენ ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ მასზე. რისი იმედი უნდა hქონდეს შაბათი დღის დამცველ ერთ მუჭა ხალხს, როცა კვირა დღის დამცველ უზარმაზარ მსოფლიოს დაუპირისპირდება?” იუდეველნი სწორედ ამგვარი მტკიცებებით ცდილობდნენ თავის მართლებას ქრისტეს უარყოფის გამო. მათი მამები მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს. უფალიც ღებულობდა მათ და რატომ არ შეუძლიათ მათ შვილებს ხსნის მიღება იმავე გზაზე სიარულით? ზუსტად ასევე ამტკიცებდნენ პაპის წარმომადგენლები ლუთერის დღეებში: რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები კათოლიკეებად კვდებოდნენ, მაშასადამე, ამ რელიგიას მოაქვს ხსნა. ასეთი დასკვნები მეტად სერიოზულ წინააღმდეგობებს უქმნის რელიგიური რწმენისა და ცხოვრების ყოველგვარ განვითარებას.დბ 282.5

    ბევრი ამტკიცებდა, რომ კვირა დღის დაცვა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში კანონით დაწესებული დღეა ეკლესიისათვის. მაგრამ ამ მტკიცების უარყოფა იმით შეიძლება, რომ შაბათი დღის დაცვა - უფრო ძველი და უფრო ფართოდ გავრცელებული წესია, ისეთივე ძველი, როგორც დედამიწა და იგი ღმერთისა და მისი ანგელოზების მიერაა კურთხეული.”როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები” და უფალმა შექმნა დედამიწა, მაშინ დაწესდა შაბათი დღეც (იობ. 38:6,7; დაბ. 2:1-3). აი, რატომ უნდა მივაგოთ პატივი შაბათს: იგი არ არის დაწესებული ადამიანის მიერ და არ არის დაფუძნებული ადამიანურ გადმოცემებზე; იგი დადგენილია”ძველი დღეთა”-ს მიერ და მისი მარადიული სიტყვა ბრძანებს ამ დღის დაცვას.დბ 283.1

    როდესაც ადამიანები მიხვდნენ, რომ შაბათი შეცვლილია, წამყვან ეკლესიათა მსახურებმა იწყეს წმიდა წერილის დამახინჯებულად განმარტება, რათა მოედუნებინათ მათი გამოღვიძებული გონება. და ვინც დამოუკიდებლად არ სწავლობდა ღვთის სიტყვას, დიდი კმაყოფილებით ღებულობდა ასეთ დასკვნას, რადგან მის სურვილებს პასუხობდა. ბევრი ცდილობდა ჭეშმარიტების უარყოფას სხვადასხვა ხრიკებით, იშველიებდა რა მამების გადმოცემებსა და ეკლესიის ავტორიტეტს. მისმა დამცველებმა კი მეოთხე მცნების კანონიერების დასამტკიცებლად ბიბლიას მიმართეს. უბრალო ადამიანები, მხოლოდ ღვთის სიტყვით შეიარაღებულნი, გაბედულად იგერიებდნენ სწავლულთა იერიშებს, რომელნიც განცვიფრებითა და რისხვით ხედავდნენ, თუ რა უძლური იყო მთელი თავიანთი მჭევრმეტყველური სოფისტიკა მათ უბრალო და პირდაპირ მტკიცებათა წინააღმდეგ, ვინც წმიდა წერილში უფრო იყო ჩახედული, ვიდრე სწავლულთა სიბრძნეში.დბ 283.2

    ბევრნი, რომელთაც ღვთის სიტყვიდან ხელთ არავითარი მტკიცება არ hქონდათ და რომელთაც დაავიწყდათ, რომ ოდესღაც ფარისევლებიც ასევე ცდილობდნენ ქრისტესა და მის მოციქულთა დადანაშაულებას, ჯიუტად განაგრძობდნენ მტკიცებას: შაბათის შესახებ ამ თვალსაზრისს”რატომ არ იზიარებენ ჩვენი სახელოვანი მამები და სწავლულები? მხოლოდ ადამიანთა უმცირესობას სწამს ის. დაუშვებელია, რომ თქვენ იყოთ მართლები, ხოლო მსოფლიოს ყველა ღვთისმეტყველი ცდებოდეს”.დბ 283.3

    ასეთ არგუმენტთა უარყოფისათვის საკმარისია მივმართოთ წმიდა წერილს და თავის ხალხთან უფლის დამოკიდებულებას ყველა საუკუნეში. უფალი მოქმედებს მათი მეშვეობით, ვისაც ესმის მისი ხმა და ვინც მისი მორჩილია, ვინც საჭიროების შემთხვევაში გამოთქვამს მკაცრ ჭეშმარიტებას და არ შეეშინდება, ამხილოს გავრცელებული ცოდვები. საჭირო რეფორმის გატარებისათვის უფალი იშვიათად ირჩევს განსწავლულ და წარჩინებულ ადამიანებს, რადგან ასეთი ადამიანები უფრო მეტად ენდობიან საკუთარ თვალსაზრისს, თეორიებსა და ღვთისმეტყველურ წყობას და ღმერთისაგან სწავლის მოთხოვნილება არ გააჩნიათ. წმიდა წერილის შემეცნება და განმარტება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ახლოს არის სიბრძნის წყაროსთან. ზოგჯერ ჭეშმარიტების გავრცელებას ნაკლებად განათლებულ ადამიანებს ანდობენ - არა მათი მცირე განათლების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ არიან იმდენად თავდაჯერებულნი, რომ არ ისწავლონ უფლისაგან. ისინი ქრისტეს სკოლაში ღებულობენ განათლებას და მაღლდებიან თავიანთი მორჩილებითა და თავმდაბლობით. ანდობს რა თავისი ჭეშმარიტების შემეცნებას და გავრცელებას, უფალი ისეთ პატივს მიაგებს მათ, რომლის გვერდითაც ყოველგვარი ამქვეყნიური, ადამიანური დიდება ფერმკრთალდება.დბ 283.4

    ადვენტისტთა უმრავლესობამ უარყო ჭეშმარიტება საწმიდარისა და უფლის კანონის შესახებ, ბევრმა დატოვა ადვენტისტური მოძრაობა, რადგან მიიღო წინასწარმეტყველების ამ საკითხთა საპირისპირო თვალსაზრისი. ზოგი ქრისტეს მოსვლის დროის გამოთვლამ გაიტაცა, რამაც შეცდომაში შეიყვანა. ნათელს, რომელმაც გააშუქა საკითხი საწმიდარის შესახებ, უნდა ეჩვენებინა მათთვის, რომ არც ერთი წინასწარმეტყველური პერიოდი არ განსაზღვრავს უფლის მეორედ მოსვლის თარიღს, რომ მისი მოსვლის ზუსტი დრო უფალს წმიდა წერილში არ დაუდგენია. მაგრამ ზურგი აქციეს რა სიმართლეს, ისინი კვლად და კვლავ ასახელებდნენ უფლის მოსვლის თარიღს და ყოველთვის მწარედ უცრუვდებოდათ იმედები.დბ 284.1

    როდესაც თესალონიკელთა ეკლესიაში თავი იჩინა ქრისტეს მეორედ მოსვლის არასწორმა გაგებამ, პავლე მოციქული მათ ურჩევდა, თავიანთი იმედები და მოლოდინი მთელი გულისყურითა და ყურადღებით ღვთის სიტყვის მეშვეობით გადაემოწმებინათ. მან მორწმუნეთ მიუთითა შესაბამის წინასწარმეტყველებაზე იმ მოვლენების შესახებ, რომელთაც ადგილი ექნებათ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ და გააფრთხილა, რომ იმ დღეებში ქრისტეს მოლოდინის არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ.”არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ” (2თეს. 2:3). მათ რომ იმ იმედით ეცოცხლათ, რომლისთვისაც წმიდა წერილში არავითარი საფუძველი არ არსებობს, ეს უცილობლად გამოიწვევდა მათ არასწორ მოქმედებას და ურწმუნოთა დაცინვის საგანი გახდებოდნენ, რითაც მოსალოდნელი იყო ეჭვი შეეტანათ ჭეშმარიტებაში, რომელიც ასე აუცილებელია ადამიანთა გადარჩენისათვის. მოციქულის გაფრთხილება თესალონიკელთა მიმართ (იხ. 2თეს. 2:3) მნიშვნელოვანი გაკვეთილია ბოლო ჟამის მორწმუნეთათვის. ბევრი ადვენტისტი ვარაუდობს: ვისაც უფლის გამოჩენის დროის მიმართ რწმენა არ გააჩნია, ის დაუდევრობას იჩენს მასთან შეხვედრისათვის მომზადების საქმეში. მაგრამ, რადგან მათი იმედები ყოველთვის ცრუვდება, რწმენაც თანდათანობით სუსტდება და მათ უკვე აღარ შეუძლიათ წინასწარმეტყველებათა უდიდესი ჭეშმარიტების მიღება.დბ 284.2

    სამსჯავროსათვის განსაზღვრული დრო პირველი ანგელოზის უწყებაში უფლის ნებითაა მითითებული. წინასწარმეტყველური პერიოდის გამოთვლები, რომელსაც ეს სახარება ეყრდნობა და რომელიც გვიჩვენებს, რომ 2300 დღე 1844 წლის შემოდგომაზე მთავრდება, არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამ წინასწარმეტყველური პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის განსაზღვრის მრავალი მცდელობა და მტკიცებანი, რომლებიც ვერ უძლებს კრიტიკას და, რაც ასე აუცილებელია ამ თარიღთა დაზუსტებისათვის, არა მხოლოდ აშორებს ადამიანებს ჭეშმარიტებას, არამედ ეჭვს იწვევს წინასწარმეტყველების განმარტების ყველა მცდელობის მიმართ. რაც უფრო ხშირად ადგენენ უფლის მოსვლის კონკრეტულ თარიღს და რაც უფრო ფართოდ იქადაგება იგი ხალხის მასებში, მით უფრო მეტი წყალი ესხმება სატანის წისქვილს. როდესაც ამაოდ გადის დანიშნული დრო, ხალხში ამგვარ წინასწარმეტყველებისადმი ეჭვი და სიძულვილი იღვიძებს, რაც ჩრდილს აყენებს 1843-44 წლების უდიდეს ადვენტისტურ მოძრაობას. ისინი, ვინც კვლავ ჯიუტად იმეორებენ თავიანთ შეცდომებს, ბოლოს და ბოლოს გამოთვლიან უფლის მოსვლის თარიღს, რომელიც ამ მოვლენას შორეულ მომავალში გადაიტანს. მაშინ მათ მოტყუებითი უზრუნველობის გრძნობა დაეუფლებათ და მრავალი ადამიანი სამარადისოდ დაკარგული აღმოჩნდება უფლისათვის.დბ 284.3

    ძველი ისრაელის ისტორია საოცარი სურათია იმ გამოცდისა, რომელიც ადვენტისტთა ეკლესიას ხვდა წილად. უფალი ისევ ისე მართავს თავის ხალხს ადვენტისტურ მოძრაობაში, როგორც თავისი რჩეული ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანას ხელმძღვანელობდა. მათი რწმენა ისეთივე უდიდესი იმედგაცრუებით გამოიცადა, როგორც ებრაელთა რწმენა მეწამულ ზღვასთან. ისინი რომ სრულად მინდობოდნენ უფლის უძლიერეს ხელს, რომელიც მათ წარსულში მართავდა, დაინახავდნენ უფლის მიერ შემოთავაზებულ გადარჩენის გზას. 1844 წლის მოძრაობის მონაწილეებს რომ მიეღოთ მესამე ანგელოზის სახარება და სულიწმიდის ძალით ექადაგათ იგი, უფალი მათი მეშვეობით უდიდეს საქმეებს აღასრულებდა. დედამიწას მოეფინებოდა სინათლის უდიდესი ნაკადი. დედამიწის მკვიდრნი უკვე დიდი ხნით ადრე მიიღებდნენ გაფრთხილებას, მსახურების ბოლო ეტაპიც უკვე დასრულებული იქნებოდა და ქრისტე მოვიდოდა თავისი ხალხის სახსნელად.დბ 285.1

    უფლის ნება არ იყო ის, რომ ისრაელს 40 წლის განმავლობაში ეხეტიალა უდაბნოში; მას განზრახული hქონდა მათი შეყვანა ქანაანის მიწაზე, სადაც ისინი მართალი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებდნენ. მაგრამ”მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო” (ებრ. 3:19). ურწმუნობამ და განდგომილებამ დაღუპა ისინი, აღთქმული მიწა კი წილად სხვა თაობას ხვდა. ახლაც ასევე უფლის ნების საწინააღმდეგოდ ყოვნდება ქრისტეს მოსვლა და მორწმუნენიც ასე დიდხანს რჩებიან ამ ცოდვისა და ტანჯვის წუთისოფელში. ისინი ურწმუნოებამ დააშორა ღმერთს. და რადგან უარი თქვეს უფლის დავალების შესრულებაზე, სხვები აღდგნენ სახარების გამოსაცხადებლად. წუთისოფლისადმი თანაგრძნობის გამო აყოვნებს იესო მოსვლას და ცოდვილს აძლევს ამ სახარების მოსმენის შესაძლებლობას, რათა უფალში hპოვოს მან თავშესაფარი მანამ, სანამ ღვთის რისხვა დაატყდება თავს დედამიწას.დბ 285.2

    დღესაც ისევე, როგორც წარსულში, ცოდვათა და შეცდომათა მამხილებელი ჭეშმარიტების ქადაგება წინააღმდეგობას აწყდება.”ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი” (იოან. 3:20). ბევრნი ხედავენ, რომ არ შეუძლიათ თავიანთი თვალსაზრისის მტკიცება წმიდა წერილის მეშვეობით და რისხვით ილაშქრებენ ამ”არაპოპულარული” ჭეშმარიტების დამცველთა წინააღმდეგ. ასეთი სული ყველა საუკუნეში ვლინდება. ელია წინასწარმეტყველი ისრაელის ხალხის ამბოხებისაკენ მოწოდებაში დაადანაშაულეს, იერემია - ღალატში, პავლე მოციქული - ტაძრის გაუწმიდურებაში და იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე ჭეშმარიტების ერთგულ ადამიანებს ბრალს სდებენ შეთქმულებებში, ერესში და განხეთქილებებში. და ადამიანები, რომლებიც სუსტი რწმენის გამო ვერ ღებულობენ წინასწარმეტყველების სიტყვას, მიამიტად უერთდებიან მათ ლანძღვას, ვინც ბედავს თანამედროვე წუთისოფლის ცოდვათა მხილებას. ასეთი ტენდენცია მომავალში კვლავ გაიზრდება. და ბიბლიაც პირდაპირ გვეუბნება, რომ დადგება დრო, როდესაც სახელმწიფო კანონები იმდენად დაუპირისპირდება ღვთის მცნებებს, რომ ღვთიურ დადგენილებათა დამცველთ ბრალი დაედებათ საზოგადოების სიმშვიდის დარღვევაში და მათი გაკიცხვისა და სასჯელის ღირსად ჩათვლიან.დბ 285.3

    რა არის ჭეშმარიტების მაცნეს მოვალეობა? უნდა შეწყვიტოს თუ არა მან ჭეშმარიტების ქადაგება, თუკი ეს მხოლოდ აღიზიანებს ხალხს და მაინც არ ღებულობს მას? არავითარ შემთხვევაში. მან, პირველ რეფორმატორთა მსგავსად, არ უნდა შეწყვიტოს მოწმობა ღვთის სიტყვის შესახებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს წინააღმდეგობას იწვევს. წმიდანთა და მოწამეთა მიერ სარწმუნოების აღიარება მომავალ თაობათა საკეთილდღეოდ შევიდა ისტორიაში. მათი სიწმიდისა და უდრეკი სიმტკიცის მაგალითები დღესაც ცოცხლადაა შემონახული ჩვენში და მხნეობას მატებს მათ გულს, ვინც უფლისაგან მოწოდებულია მის სამსახურში. მათ მიიღეს მადლი და ჭეშმარიტება არა მხოლოდ თავისთვის, არამედ, ღვთის შემეცნების ნათლით მთელი მსოფლიოს გასანათებლად. მისცა თუ არა ღმერთმა ნათელი თავის მსახურთ ამ თაობაში? დიახ, და მათ უნდა გაუნათონ მთელ მსოფლიოს.დბ 285.4

    ძველად უფალმა გააფრთხილა ერთერთი წინასწარმეტყველი, რომელიც მისი სახელით ქადაგებდა:“ისრაელის ხალხი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ”. მიუხედავად ამისა, უთხრა:“უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან” (ეზეკ. 3:7; 2:7). დღესაც მიმართავს უფალი თავის მსახურთ:“ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები” (ეს. 58:1).დბ 286.1

    ჭეშმარიტების შუქის მიმღები ყოველი ადამიანი, შეძლებისდაგვარად, თავის თავზე ღებულობს საშინელ და სასტიკ პასუხისმგებლობას, ისრაელის იმ წინასწარმეტყველის მსგავსად, რომლის მიმართაც უფალს აქვს ნათქვამი:“აhა, ადამის ძევ! ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი. როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდებიმეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ” (ეზეკ. 33:7-9).დბ 286.2

    ჭეშმარიტების გავრცელებასა და დამკვიდრებას წინ მრავალი სიძნელე და უსიამოვნება ეღობება, რაც ღვთის სიტყვის ყოველ მქადაგებელს აუცილებლად შეხვდება თავის გზაზე. ეს ის ერთადერთი არგუმენტია ჭეშმარიტების წინააღმდეგ, რომელსაც ვერასოდეს უარყოფენ მისი დამცველნი. მაგრამ ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს ეს არ უნდა აშინებდეთ. მათ არ შეუძლიათ და არც უნდა ელოდონ იმ დროს, როდესაც ჭეშმარიტება საყოველთაოდ აღიარებული იქნება. იციან რა საკუთარი მოვალეობა, ისინი ნებაყოფლობით იღებენ თავიანთ ჯვარს და პავლე მოციქულის მსგავსად იმედოვნებენ, რომ”ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის” (2კორ. 4:17) და ძველ წინასწარმეტყველთან ერთად თვლიან, რომ”ქრისტესთვის გმობა მეტი სიმდიდრეა... ვიდრე ეგვიპტის საგანძურები” (ებრ. 11:26).დბ 286.3

    მხოლოდ ისინი, ვინც მთელი სულითა და ხორცით წუთისოფელს არიან მიჯაჭვულნი, გადაწყვეტენ რელიგიურ საკითხებს - თავისი სარწმუნოების მიუხედავად - პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე და არა საკუთარი პრინციპების მიხედვით. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე სიმართლისათვის, შედეგები კი ღმერთს მივანდოთ. მსოფლიო დიდ გარდაქმნებს პრინციპულ, მორწმუნე და მამაც ადამიანებს უნდა უმადლოდეს. ასეთი ადამიანები რეფორმებს დღესაც ატარებენ.დბ 286.4

    უფალი ამბობს:“მისმინეთ სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვაგინება ნუ შეგაკრთობთ. რადგან სამოსელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მათ ჭია; ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი ხსნა თაობიდან თაობაში გადავა”. (ეს. 31:7,8).დბ 286.5