Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 25 - ამერიკა წინასწარმეტყველებაში

    `გაიღო ღვთის ტაძარი ცაში, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში” (გამოცხ. 11:19). ღვთის აღთქმის კიდობანი წმიდათაწმიდაში, ზეციური საწმიდარის მეორე განყოფილებაში იმყოფება. მიწიერ კარავში მსახურებისას, რომელიც”სახე და ჩრდილი” იყო ზეციურისა, ეს განყოფილება მხოლოდ შერიგების უდიდეს დღეს საწმიდარის განწმედისათვის იღებოდა. ამიტომ მტკიცება იმისა, რომ ზეცაში გაიღო ღვთის ტაძარი და მასში გამოჩნდა უფლის აღთქმის კიდობანი, მიუთითებს ზეციური საწმიდარის წმიდათაწმიდას კარის გახსნას 1844 წელს, როდესაც ქრისტე შევიდა მასში და შეუდგა შერიგების მსახურების დასკვნითი ნაწილის აღსრულებას. და მათ, ვინც რწმენით გაhყვნენ უდიდეს მღვდელმთავარს წმიდათაწმიდაში მსახურებისას, დაინახეს მისი აღთქმის კიდობანი. საწმიდარზე მსჯელობისას მათთვის გასაგები გახდა მაცხოვრის მსახურებაში მომხდარი ცვლილება და დარწმუნდნენ, რომ მაცხოვარი იწყებს თავის მსახურებას უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე და ცოდვილთ თავისი სისხლით შუამდგომლობს.დბ 269.3

    აღთქმის კიდობანში, რომელიც მიწიერ საწმიდარში იმყოფებოდა, იდო ორი ქვის ფიქალი მასზე დაწერილი ღვთის მცნებებით. კიდობანი წარმოადგენდა მხოლოდ ადგილს, სადაც ინახებოდა კანონის ფიქალები. მისი საფასური და სიწმიდე მასში მყოფი ღვთიური მცნებებით განისაზღვრებოდა. როდესაც ცაში გაიღო ღვთის ტაძარი, გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი. ზეციური კარვის წმიდათაწმიდაში წმიდად ინახება ღვთიური კანონი - სინაის მთაზე უფლის მიერ გრგვინვითა და ქუხილით წარმოთქმული და მისივე ხელით ქვის ორ ფიქალზე დაწერილი.დბ 270.1

    უფლის კანონი, რომელიც ზეციურ საწმიდარში ინახება, არის უმაღლესი ორიგინალი, რომლის ზუსტი ასლი მოსემ ამოკვეთა ქვის ფიქალებზე და ჩაწერა ხუთწიგნეულში. ის, ვინც ამ საკითხის დიდი მნიშვნელობა შეიმეცნა, დარწმუნდა ღვთიური კანონის სიწმიდესა და უცვლელობაში, საბოლოოდ ჩაწვდა მაცხოვრის სიტყვების ძალას:“ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება” (მათ. 5:18). უფლის კანონი, როგორც უფლის ნების გამოცხადება, მისი ხასიათის ანარეკლია, რომელიც მარადისობაში არსებობს, როგორც”ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში”. არც ერთი მცნება არ გაუქმებულა მასში, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი. მეფსალმუნე ამბობს:“უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში”.”სარწმუნოა ყველა მცნება მისი, იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე” (ფს. 118:89; 110:8).დბ 270.2

    ათი მცნების შუაგულში იმყოფება მეოთხე მცნება, თავიდანვე უფლის ბაგეებით წარმოთქმული:“გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა hყო იგი. ექვს დღეს იმუშავე და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია და, მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაhყო იგი” (გამოს. 20:8-11).დბ 270.3

    სულიწმიდამ ზეგავლენა მოახდინა იმ ადამიანთა გულებზე, ვინც მის სიტყვას იკვლევდა. მათ არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ არღვევენ ამ მცნებას, რადგან არ იცავენ შემოქმედის დასვენების დღეს. მათ დაიწყეს იმ მიზეზთა გამოკვლევა, რამაც აიძულა ადამიანები, დაეცვათ კვირის პირველი დღე უფლის წმიდა დღის ნაცვლად. და ვერ იპოვეს ვერავითარი საფუძველი მეოთხე მცნების გაუქმებისა ან შაბათი დღის გადატანისა. მეშვიდე დღის სიმშვიდის თავდაპირველი კურთხევა და მადლი არასოდეს ტოვებდა მათ. ისრაფოდნენ რა მთელი სულითა და გულით შეეცნოთ უფლის ნება, დამნაშავედ გრძნობდნენ თავს მისი ამ მცნების დარღვევის გამო და ეს დიდად აწუხებდა მათ. უფლისათვის თავისი ერთგულების დასამტკიცებლად, სწორედ მაშინ დაიწყეს უფლის მეშვიდე დღის - შაბათის დაცვა.დბ 270.4

    დიდი იყო მცდელობა მათი რწმენის შერყევისა. ყველასათვის გასაგები იყო, რომ თუკი მიწიერი საწმიდარი ასლი იყო ზეციურისა, მაშინ მასში შენახული აღთქმის კიდობანიც, რომელშიც უფლის კანონის ათი მცნება ინახებოდა, ზეციურის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო; ზეციური საწმიდარის შესახებ ჭეშმარიტების მიღება ნიშნავდა უფლის კანონების აუცილებელ დაცვას, მათ შორის მეოთხე მცნებისაც - შაბათის შესახებ. სწორედ ამაში მდგომარეობს წმიდა წერილის სწორი განმარტების მიმართ ჯიუტი და მტკიცე წინააღმდეგობის საიდუმლო, იმ წერილისა, რომელიც ქრისტეს ზეციურ საწმიდარში მსახურებაზე მიგვითითებს. ადამიანები ცდილობდნენ დაეხურათ ქრისტეს მიერ გაღებული კარი, მაგრამ მან, ვინც”აღებს - და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს”, თქვა:“აhა, შენს წინაშე მოგეცი შენ ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს” (გამოცხ. 3:7,8). ქრისტემ გააღო კარი, ე.ი. დაიწყო მსახურება წმიდათაწმიდაში და ზეციური საწმიდარის გახსნილი კარიდან ამობრწყინდა ნათელი. ყველამ დაინახა, რომ მეოთხე მცნება - ეს იმ კანონის ნაწილია, რომელიც ზეციურ საწმიდარში ინახება. ადამიანს არა აქვს უფლება იმის გაუქმებისა, რაც ღმერთმა დაადგინა.დბ 270.5

    ადამიანებმა მიიღეს ქრისტეს შუამდგომლური მსახურებისა და უფლის კანონის უცვლელობის შესახებ ნათელი და აღმოაჩინეს, რომ სწორედ ეს ჭეშმარიტებაა გადმოცემული გამოცხადების წიგნის მე-14 თავში. ამ თავში მოცემულია სამი გაფრთხილება, რომლებმაც დედამიწის მკვიდრნი ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის უნდა მოამზადონ. სიტყვები:“ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი” - ქრისტეს მიერ ადამიანთა გამოსყიდვისათვის მსახურების დამამთავრებელ ეტაპზე მიუთითებს. ამ სიტყვებშია ჭეშმარიტება, რომელიც უნდა ექადაგოს ხალხს, ვიდრე მაცხოვარი თავის შუამდგომლურ მსახურებას დაამთავრებს ზეციურ სასუფეველში და მოვა თავისი ხალხის წასაყვანად. 1844 წელს დაწყებული სამსჯავრო გრძელდება მანამ, სანამ არ გადაწყდება ყოველი ადამიანის - მკვდრისა თუ ცოცხლის ბედი. მაშასადამე, იგი გამოცდის ბოლო ჟამამდე გაგრძელდება. ადამიანთა სამსჯავროს პერიოდისათვის მოსამზადებლად გაისმა ბრძანება:“გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას... თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”. ამ გაფრთხილების მიღების შედეგი გადმოცემულია ღვთის სიტყვაში:“აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას” (გამოცხ. 14:12). სამსჯავროზე წარსადგომად მომზადებისათვის საჭიროა ღვთის მცნებების დაცვა. სწორედ ეს კანონი იქნება ხასიათის საზომი განკითხვის დროს. პავლე მოციქული ამბობს:“ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან... იმ დღეს, როცა ღმერთი განიკითხავს იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა დაფარულ ფიქრებს” (რომ.2:12-16). უფლის კანონის დაცვისა და აღსრულებისათვის საჭიროა რწმენა, რადგან”რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა”.”ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა” (ებრ. 11:6; რომ. 14:23).დბ 271.1

    პირველი ანგელოზი ადამიანებს მოუწოდებს”ეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგონ მას”, თაყვანი სცენ ცისა და დედამიწის შემქმნელს. ამის შესრულებისათვის საჭიროა დაემორჩილონ უფლის კანონს. ეკლესიასტე ამბობს:“ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი” (ეკლ. 12:13). მისი მცნებებისადმი მორჩილების გარეშე ღმერთისთვის არავითარი მსახურება არ არის მოსაწონი.”ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს”.”ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა” (1იოან. 5:3; იგავ. 28:9).დბ 271.2

    ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს იმიტომ, რომ იგი შემოქმედია და ჩვენს გარშემო ყველაფერი - მისი შემოქმედების ნაყოფია. და ბიბლიის იმ ადგილას, სადაც უფალი ადამიანისაგან მოითხოვს თაყვანისცემასა და პატივისცემას, მოყვანილია მისი შემოქმედებითი ძალის მტკიცებაც:“რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეhქმნა ცანი” (ფს. 95:5).”ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა. ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი?””ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა...): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა” (ეს. 40:25-26; 45:18). მეფსალმუნე ამბობს:“უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ”.”მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე” (ფს. 99:3; 94:5,6). წმიდა არსებანი თაყვანს სცემენ მას ზეცაში და ასეთი სიტყვებით გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას:“შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე” (გამოცხ. 4:11).დბ 271.3

    გამოცხადების მე-14 თავი მოგვიწოდებს, თაყვანი ვცეთ შემოქმედს. წინასწარმეტყველებაც მიუთითებს იმ ადამიანებზე, ვინც მიიღო სამი ანგელოზის გაფრთხილება და ვინც იცავს ღვთის მცნებებს. ერთერთი ამ მცნებათაგანი პირდაპირ მიგვითითებს ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. მეოთხე მცნება გვიცხადებს:“მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია... რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომ აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაhყო იგი” (გამოსვ. 20:10-11). შაბათის შესახებ უფალი კვლავ ამბობს:“წმიდად შეინახეთ ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენს შორის, და იცოდეთ, რომ მე უფალი ვარ, თქვენი ღმერთი” (ეზეკ. 20:20). ხოლო ამის საფუძველი შემდეგშია:“ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა” (გამოსვ. 31:17).დბ 272.1

    `შაბათი, უფლის შემოქმედების ნიშანი, იმიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ იგი ყოველთვის მოწმობს უფლისადმი ჩვენი თაყვანისცემის მიზეზს”, რაც იმაში მდგომარეობს, რომ იგი შემოქმედია, ჩვენ კი მისი შექმნილნი.”შაბათი განსაკუთრებით იმიტომაც არის ღვთისმსახურების საძირკველი, რომ იგი ნებისმიერ დადგენილებაზე მეტად გამოხატავს ამ უდიდეს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტი მიზეზი ღვთის თაყვანისცემისა ნათლად ჩანს არა მხოლოდ შაბათის მცნებაში, არამედ იმ განსხვავებაშიც, რომელიც არსებობს ღმერთსა და მის შექმნილთ შორის. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი არასოდეს მოძველდება და მისი დავიწყებაც არ შეიძლება”. უფალმა შაბათის მცნება ედემში დაადგინა, რათა ამ გზით ადამიანისათვის ეს ჭეშმარიტება გაეხსენებინა და მანამ, სანამ ჩვენ პატივს მივაგებთ უფალს, როგორც ჩვენს შემოქმედს, შაბათი დარჩება ნიშნად და სამახსოვრო დღედ ჩვენსა და უფალს შორის. შაბათს ყველა რომ იცავდეს, მაშინ ადამიანთა ფიქრები და მისწრაფებები მიმართული იქნებოდა უფლისაკენ, შემოქმედისაკენ, იქნებოდა საყოველთაო თაყვანისცემა და პატივი მის მიმართ; მაშინ აღარ იარსებებდა არც ერთი კერპთაყვანისმცემელი, ათეისტი და ურწმუნო. შაბათის დაცვა - ნიშანია ერთგულებისა ჭეშმარიტი ღმერთისადმი, ვინც”შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყაროები”. აქედან გამომდინარე, სახარება, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, თაყვანი სცენ ღმერთს და დაიცვან მისი მცნებები, განსაკუთრებით მიგვითითებს მეოთხე მცნების დაცვის აუცილებლობაზე.დბ 272.2

    მათგან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას, მკვეთრად განსხვავდებიან ის ადამიანები, რომელთაც ასე საზეიმოდ და სასტიკად აფრთხილებს მესამე ანგელოზი:“ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან” (გამოცხ. 14:9,10). ამ გაფრთხილების სწორი გაგებისათვის აუცილებელია ამ სიმბოლოთა სწორი განმარტება. რას ნიშნავს მხეცი, მისი ხატება ან მისი ნიშანი?დბ 272.3

    გამოცხადების წიგნის მე-12 თავის წინასწარმეტყველება, რომელშიც ეს სიმბოლოებია მოყვანილი, იწყება გველეშაპის აღწერით, რომელიც ცდილობს ქრისტეს მოსპობას მისი დაბადებისთანავე. გველეშაპს სატანასაც უწოდებენ (გამოცხ. 12:9). ეს მან შთაუნერგა hეროდეს მაცხოვრის მოკვლა. მაგრამ ქრისტიანული ერის პირველ საუკუნეში ქრისტეს და მისი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში სატანის მთავარი იარაღი იყო რომის იმპერია, რომელშიც წარმართული რელიგია ჭარბობდა. ამგვარად, თუმცა უპირველეს ყოვლისა, გველეშაპი სატანის განსახიერებაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, იგი წარმართული რომის სიმბოლოცაა.დბ 272.4

    გამოცხადების წიგნის მე-13 თავში (1-10) აღწერილია სხვა მხეცი, ავაზას მსგავსი, რომელსაც გველეშაპმა მისცა”თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება”. ეს სიმბოლო, პროტესტანტთა უმრავლესობის აზრით, განსახიერებაა პაპიზმისა, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ძველი რომის იმპერიის ძალა, ტახტი და ხელმწიფება. ავაზის შესახებ ნათქვამია:“მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკნა და დაეგმო ღმერთი” (გამოცხ. 13:5-7).”გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე, ცაში დავანებულნი. ნება მიეცა მას, რომ ეომა წმიდანებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე”. ეს წინასწარმეტყველება, რომელიც თითქმის მთლიანად ემთხვევა დანიელის წიგნის მე-7 თავში პატარა რქის აღწერილობას, ეჭვსგარეშეა, პაპის მმართველობაზე მიგვითითებს. დბ 273.1

    `მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ”. წინასწარმეტყველი ამბობს:“ვიხილე, ერთი მის თავთაგან სასიკვდილოდ იყო განგმირული”. და კიდევ:“ვინც მახვილით hკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ვისაც ტყვე მიhყავს, თვითონაც ტყვედ წავა”. 42 თვე - ეს იგივეა, რაც დრო, დრონი და ნახევარი დრო, ანუ 1260 დღე, როგორც მითითებულია დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მე-7 თავიში. ამ დროის განმავლობაში პაპის ხელისუფლებას უნდა შეევიწროებინა ღვთის ხალხი. როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ, ეს პერიოდი დაიწყო 538 წელს, როდესაც პაპმა ხელში ჩაიგდო უმაღლესი ხელისუფლება და დასრულდა 1798 წელს, როდესაც პაპი საფრანგეთის არმიამ ტყვედ წაიყვანა; პაპის ძალაუფლებამ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და აღსრულდა წინასწარმეტყველება:“ვისაც ტყვე მიhყავს, თვითონაც ტყვედ წავა”.დბ 273.2

    შემდგომ გვეცხადება სხვა სიმბოლო. წინასწარმეტყველი ამბობს:“ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი; მას hქონდა კრავის მსგავსი ორი რქა” (გამოცხ. 13:11). ამ მხეცის გარეგნობა და თვით მისი გამოჩენა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ სიმბოლოთი სულ სხვა ხალხია გამოსახული. მსოფლიოში გაბატონებული უდიდესი სამეფოები დანიელმა იხილა მტაცებელი ცხოველების სახით, რომლებიც იბრძოდნენ, როგორც”ზეცის ოთხი ქარი... დიდ ზღვაზე” (დან. 7:2). გამოცხადების წიგნის მე-17 თავში ანგელოზი განმარტავს, რომ”წყლები... არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები” (გამოცხ. 17:15). ხოლო ქარები - ომის სიმბოლოა. ზეცის ოთხი ქარი, რომელიც დიდ ზღვას აწყდებოდა, სიმბოლოა დამპყრობლური ომებისა და რევოლუციებისა, რის საშუალებითაც სამეფოებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება.დბ 273.3

    მაგრამ კრავის რქებიანი მხეცი ამოდის”მიწიდან”. ამ სიმბოლოთი გამოსახული ერი ყალიბდება არა სხვა ძალაუფლების დამხობის ხარჯზე, არამედ თავისუფალ, ვინმეს მიერ დაუკავებელ ტერიტორიაზე და თანდათანობით, მშვიდად ვითარდება. მაშასადამე, ეს ერი არ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო მჭიდროდ დასახლებულ და ერთმანეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ მსოფლიო სახელმწიფოთა შორის,“ხალხების და ბრბოების, და ერების და ენების” მშფოთვარე ოკეანეში. ამიტომ იგი დასავლეთ ნახევარსფეროში უნდა ვეძებოთ.დბ 273.4

    რომელი ერი დაადგა აღმავლობისა და განმტკიცების გზას ახალ სამყაროში 1798 წლიდან და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო? ამ სიმბოლოს განმარტება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ ერს შეიძლება შეესაბამებოდეს მოცემული წინასწარმეტყველება. იგი შეუცდომლად მიუთითებს შეერთებულ შტატებზე. ხშირად ამ აზრს და თვით წინასწარმეტყველის სიტყვებსაც დიდი სიზუსტით, მაგრამ შეუგნებლად იყენებდნენ ისტორიკოსები და ორატორები ამ ერის განვითარების აღწერისას. ეს იყო”მიწიდან ამომავალი მხეცი”. და ლინგვისტთა აზრით, სიტყვა, რომელიც აქ თარგმნილია, როგორც”ამომავალი”, დედანში ნიშნავს -“აღმოცენებას მცენარის მსგავსად”. როგორც უკვე ვნახეთ, ამ ერის ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს თავისუფალ, ჯერ კიდევ დაუკავებელ ტერიტორიაზე. ცნობილი ლიტერატორი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების აღწერისას საუბრობს”მისი სიცარიელიდან აღმოცენების საიდუმლოს” შესახებ და ამბობს:“მცენარის თესლის მსგავსად უსიტყვოდ და ჩუმად აღმოვცენდით და იმპერიად ვიქეცით”. ერთერთმა ევროპულმა ჟურნალმა 1850 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს”საოცარი იმპერია” უწოდა, რომელიც”მიწიერ სიჩუმეში ამოიზარდა და დღითიდღე ივსებოდა ძალითა და სიამაყით”. ედუარდ ევერტმა თავის სიტყვაში ამ ერის დამაარსებელი და ფუძემდებელი მამების შესახებ თქვა:“რას ეძებდნენ ისინი? განცალკევებულ, მშვიდობიან, წყნარ ადგილს, სადაც მათი პატარა ლეიდენის ეკლესია იცხოვრებდა თავისი სინდისის პრინციპებით? აი, ეს თვალუწვდენელი სივრცეები, რომელნიც მათ მშვიდობიანი გზით დაიპყრეს და სადაც ქრისტიანული დროშა ააფრიალეს!”დბ 273.5

    `hქონდა კრავის მსგავსი ორი რქა”. კრავის მსგავსი რქები მიუთითებს ახალგაზრდობაზე, უცოდველობასა და სირბილეზე, რაც სრულად შეესატყვისება ამერიკის შეერთებული შტატების არსს, რომელიც წინასწარმეტყველს ეჩვენა 1798 წელს”ამომავალი”. დევნილ ქრისტიანთა შორის, რომელნიც პირველნი გაიქცნენ ამერიკაში მეფის მიერ დევნისა და რელიგიური შეუწყნარებლობის გამო, მრავლად იყვნენ ადამიანები, ვინც მტკიცედ დაადგნენ რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლების ფუნდამენტალურ საფუძველზე სახელმწიფოს შენების გზას. მათი თვალსაზრისი ნათლად აირეკლა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომელმაც წინ წამოსწია უდიდესი ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ”ღმერთმა ადამიანები თანასწორებად შექმნა” და ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის კანონიერი უფლება. მიღებული კონსტიტუცია ხალხს იმ პირობით აძლევს თვითმმართველობის უფლებას, რომ ხმის მიცემით არჩეული მისი წარმომადგენელნი შეიმუშავებენ და აამოქმედებენ სამართლიან კანონებს. ადამიანებს მიეცათ რელიგიის თავისუფლება - თითოეულს შეეძლო ღმერთისთვის თავისი რწმენისა და სინდისის მიხედვით ემსახურა. რესპუბლიკური პრინციპებისა და პროტესტანტიზმის საფუძველზე აღმოცენდა ეს ერი. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი, როგორც სახელმწიფოს, ძლიერებისა და აყვავების საიდუმლო. დედამიწის ყოველი კუთხიდან დევნილ ქრისტიანთა იმედითა და ინტერესით აღსავსე მზერა მიმართული იყო ამ მიწისაკენ და მილიონობით ადამიანმა მიაშურა მის ნაპირებს.დბ 274.1

    მაგრამ”კრავის მსგავსი რქებიანი მხეცი ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი”.”იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ, თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა... და ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და გაცოცხლდა” (გამოცხ. 13:11-14).დბ 274.2

    კრავის მსგავსი რქები და გველეშაპის ხმა სიმბოლურად მიუთითებს მკვეთრ წინააღმდეგობაზე გამოცხადებულ პრინციპებსა და ცხოვრებაში მათ პრაქტიკულ აღსრულებას შორის. აქ გამოსახულ სახელმწიფოში საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოების მოქმედება ეწინააღმდეგება თავისუფლებისა და მშვიდობის პრინციპებს, რომელიც ჩადებულია მისი პოლიტიკის საფუძველში. წინასწარმეტყველება, რომელიც ამტკიცებს, რომ”ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი” და”მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით”, ნათლად მიგვითითებს დევნისა და შეუწყნარებლობის სულის განვითარებაზე, რომელიც ახასიათებდათ სახელმწიფოებს, გამოხატულთ გველეშაპისა და მხეცის სახით,“რომელიც hგავდა ავაზას”. და მტკიცება იმისა, რომ ორრქიანი მხეცი მთელ დედამიწას და მის მკვიდრთ პირველი მხეცის თაყვანისცემას აიძულებს, მოწმობს იმას, რომ ეს ერი მთელ თავის ძლიერებას გამოიყენებს, რათა კაცობრიობა დაუმორჩილოს პაპს.დბ 274.3

    ასეთი მოქმედება ეწინააღმდეგება ამ სახელმწიფოს მმართველობის პრინციპებს, მის თავისუფლებისმოყვარე კანონებს, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და კონსტიტუციის არაორაზროვან და საზეიმო პრინციპებს. ამ სახელმწიფოს ფუძემდებელნი ბრძნულად იქცეოდნენ, როდესაც სამოქალაქო ხელისუფლებას ეკლესიის ზეგავლენისაგან იცავდნენ, რათა არ მისულიყვნენ ისეთ გარდაუვალ შედეგებამდე, როგორიცაა შეუწყნარებლობა და დევნა. კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ”კონგრესს არა აქვს რაიმე რელიგიის დაკანონების ან მისი მრწამსის თავისუფლად აღიარების აღკვეთის უფლება” და რომ”რელიგია ამერიკის შეერთებულ შტატებში არასოდეს არ უნდა იყოს პირობა საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი თანამდებობის დასაკავებლად”. სამოქალაქო ხელისუფლების მიერ რომელიმე, ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანისათვის იძულებით თავსმოხვევა იმ პრინციპის სასტიკი დარღვევაა, რომელიც ერის თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ასეთი ნაბიჯის შეუთავსებლობა სრულებით შეესაბამება ამ ძალაუფლების გამომსახველ სიმბოლოს. იგი არის მხეცი კრავის რქებით - სიწმიდის, უბრალოებისა და უცოდველობის განსახიერება, მაგრამ ლაპარაკობს, როგორც გველეშაპი.დბ 275.1

    `ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება”. ეს სიტყვები მიუთითებს მმართველობის ისეთ ფორმაზე, რომლის დროსაც საკანონმდებლო ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და ეს ყველაზე გასაოცარი მოწმობაა იმისა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ის სახელმწიფო, რომლის შესახებაც ლაპარაკია წინასწარმეტყველებაში.დბ 275.2

    მაგრამ რას წარმოადგენს”მხეცის ხატება” და როგორ ჩამოყალიბდება ის? იგი წარმოდგენილია ორრქიანი მხეცის სახით და პირველი მხეცის ხატებას წარმოადგენს. ამ ხატების არსისა და მისი ჩამოყალიბების გასაგებად კარგად უნდა ვიცოდეთ თვით მხეცის, ე.ი. პაპის ხელისუფლების თავისებურებანი.დბ 275.3

    როდესაც ადრეულმა ეკლესიამ წარმართული წესჩვეულებანი და ტრადიციები მიიღო, დაკარგა სახარებისეული სიწმინდე და უბრალოება. ამით წაერთვა ღვთის სული და ძალა და ადამიანთა სინდისზე ბატონობისათვის სწრაფვით, იწყო მხარდაჭერის ძებნა სამოქალაქო ხელისუფლებაში. ამის შედეგად ჩამოყალიბდა პაპის ეკლესია, რომელიც აკონტროლებდა სახელმწიფო ხელისუფლებას და მას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებდა, განსაკუთრებით კი ე.წ. “ერეტიკოსებთან” ანგარიშსწორებისათვის... ამერიკის შეერთებული შტატების მიერ”მხეცის ხატების” შექმნისათვის, რელიგიურ იერარქიას უნდა დაემორჩილებინა სახელმწიფო მმართველობა და მისი ავტორიტეტი თავისი მიზნის მისაღწევად უნდა გამოეყენებინა.დბ 275.4

    ყველა დროის ეკლესია სახელმწიფო ძალაუფლების შეძენის შემდეგ ცდილობს იმათ დასჯას, ვინც მის მოძღვრებას არ ღებულობს. რომის წამბაძველი პროტესტანტული ეკლესიები სამოქალაქო ხელისუფლებასთან შეკავშირდნენ და სინდისის თავისუფლების შეზღუდვას შეეცადნენ. ამის კარგი მაგალითია ანგლიკანური ეკლესია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დევნიდა მათ, ვინც არ ღებულობდა ამ ეკლესიის მოძღვრებას. XVI-XVII საუკუნეებში ათასობით ეკლესიის მსახური, რომელიც სახელმწიფო რელიგიას არ იზიარებდა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი ეკლესია. მრავალი პასტორი და რიგითი მორწმუნე დააჯარიმეს, დააპატიმრეს, აწამეს და მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს.დბ 275.5

    განდგომილმა ეკლესიამ მხარდაჭერისა და დახმარების ძებნა დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლებაში. ამგვარად შეიქმნა პირობები პაპისმხეცის მმართველობისათვის. პავლე მოციქული წერს:“ის დღე არ დადგება, სანამ უწინ არ მოვა განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა” (2თეს. 2:3).მაშასადამე, ეკლესიის განდგომილებამ მოუმზადა გზა მხეცის ხატების ჩამოყალიბებას.დბ 276.1

    ბიბლია გვასწავლის, რომ ქრისტეს მოსვლის წინ დადგება რელიგიური დაცემის პერიოდი, ზუსტად ისე, როგორც ეს იყო პირველ საუკუნეში.”უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ” (2ტიმ. 3:1-5).”ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს” (1ტიმ. 4:1). სატანა მოქმედებს”ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებით, სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით და იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად”, თავისი თავის ანაბარა იქნებიან დატოვებულნი და”ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე” (2თეს. 2:9-11). როდესაც ეს უწმიდური ჟამი დადგება, შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც პირველ საუკუნეში.დბ 276.2

    ბევრი თვლის, რომ პროტესტანტულ ეკლესიებში დოქტრინათა მრავალფეროვნება იმის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, რომ ძალადობით ერთიანობის მიღწევა შეუძლებელია. მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში პროტესტანტულ ეკლესიებში დიდად იზრდება სწრაფვა რელიგიური და დოქტრინალური გაერთიანებისაკენ. ასეთი ერთიანობის მიღწევის უზრუნველსაყოფად საჭირო გახდება დისკუსიის უარყოფა იმ საკითხებში, რომლებშიც არ არსებობს თანხმობა, იმისდა მიუხედავად, თუ ბიბლიური თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებს.დბ 276.3

    ჩარლზ ბიჩერმა 1846 წელს თავის ქადაგებაში თქვა, რომ”პროტესტანტული ეკლესიის მსახურნი არა მხოლოდ უბრალო, ადამიანური შიშის უჩვეულო ზემოქმედებით აკეთებენ ყველაფერს, არამედ ცხოვრობენ, მოძრაობენ და სუნთქავენ ამ გაუწმიდურებულ ატმოსფეროში, მიhყვებიან თავიანთი მდაბალი არსის მოთხოვნილებებს, ჩქმალავენ ჭეშმარიტებას და თავს ხრიან განდგომილი ძალაუფლების წინაშე. განა ასევე არ იყო რომთან დაკავშირებით? ხომ არ ვიმეორებთ იგივე ისტორიას? რა გველის მომავალში? სხვა მსოფლიო კრება! საყოველთაო შეთანხმება! ქრისტიანული კავშირი და ერთიანი, საყოველთაო დოქტრინა!” როდესაც ეს აღსრულდება, მაშინ მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი ძალადობამდე, რადგან ეს სრული ერთიანობის შენარჩუნებას დასჭირდება.დბ 276.4

    როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ეკლესიები მათ მიერ მიღებული დოქტრინების გარშემო გაერთიანდებიან, ისინი შეეცდებიან, ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლებაზე თავიანთ დადგენილებათა დანერგვისა და თავიანთ ორგანიზაციათა მხარდაჭერის მიზნით და მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტულ ამერიკაში ჩამოყალიბდება რომის იერარქიის მსგავსი სისტემა, რომლის უცილობელი შედეგი იქნება სახელმწიფო სასჯელის გამოყენება სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ.დბ 277.1

    ორრქიანი მხეცი აიძულებს ყველას - დიდებსა და პატარებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს - მიიღონ”ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე, რომ არავის შეძლებოდა ყიდვაგაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი” (გამოცხ. 13:16-17). მესამე ანგელოზი გვაფრთხილებს:“ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან”. ამ გაფრთხილებაში ნახსენები”მხეცი”, რომლის თაყვანისცემასაც აიძულებს ყველას ორრქიანი მხეცი, - ეს არის პირველი, ანუ”ავაზას” მსგავსი ცხოველი (გამოცხ. 13 თავი) - პაპის ძალაუფლება.”მხეცის ხატებას” წარმოადგენს პროტესტანტიზმის განდგომილების ფორმა, რომელიც მაშინ გამოჩნდება, როდესაც პროტესტანტული ეკლესიები, თავიანთი კანონების იძულებითი გავრცელებისათვის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ სამოქალაქო ხელისუფლებას. გასაგები დაგვრჩა საკითხი”მხეცის ნიშნის” შესახებ.დბ 277.2

    ანგელოზის იმ გაფრთხილების შემდეგ, რომ არ ვცეთ თაყვანი მხეცს და მის ხატებას, წინასწარმეტყველებაში ნათქვამია:“აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას”. ვინაიდან უფლის მცნებების დამცველნი ეწინააღმდეგებიან მათ, ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას, ან მიიღებს მის ნიშანს, აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ სწორედ უფლის კანონის დაცვა, და მეორეს მხრივ, მისი დარღვევა მოგვცემს შესაძლებლობას, განვასხვაოთ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი მათგან, ვინც თაყვანს სცემს მხეცს.დბ 277.3

    მხეცისა და მისი ხატების განსაკუთრებული თავისებურება უფლის კანონის დარღვევაში მდგომარეობს. დანიელ წინასწარმეტყველი ასე ამბობს”მომცრო რქის”, ანუ პაპის მმართველობის შესახებ:“განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას” (დან. 7:25). პავლე მოციქულმა ამ მმართველობას”ურჯულოების კაცი” უწოდა, რომელიც”აღზევებულია ყველაფერზე მაღლა, რაც სახელდებულია ღმერთად”. ერთი წინასწარმეტყველება მეორეს ავსებს.დბ 277.4

    საკუთარი თავის ღმერთზე მაღლა აღზევება პაპის ძალაუფლებას მხოლოდ ღმერთის კანონის შეცვლით შეეძლო. და ის, ვინც შეგნებულად დაიცავს ამ დამახინჯებულ კანონს, უდიდეს პატივს მიაგებს ძალაუფლებას, რომელმაც ეს ცვლილებები მოახდინა. ადამიანი, რომელიც ემორჩილება პაპის კანონებს, მის ძალაუფლებას აღიარებს და უზენაესის ძალაუფლებაზე მაღლა აყენებს.დბ 277.5

    პაპის ძალაუფლება შეეცადა ღმერთის კანონის შეცვლას. მეორე მცნება, რომელიც კრძალავს ხატებისადმი თაყვანისცემას, კანონიდან ამოიღეს, ხოლო მეოთხე მცნება შეცვალეს და მეშვიდე დღის, - შაბათის უქმობის ნაცვლად კვირის პირველი დღე დააწესეს. ამასთან ერთად, პაპისტები ამტკიცებენ, რომ მეორე მცნება შედის პირველში, იგი მისი შემადგენელი ნაწილია და რომ ისინი კანონს სწორედ ისე წარმოადგენენ, როგორც უფალს სურს. მაგრამ ასეთი ცვლილების შესახებ როდი გვესაუბრება წინასწარმეტყველი! აქ ლაპარაკია წინასწარგანზრახულ, წინასწარმოფიქრებულ ცვლილებაზე.”განიზრახავს მათთვის დროისა და რჯულის შეცვლას”. მეოთხე მცნების შეცვლა ზუსტად შეესაბამება წინასწარმეტყველების აღსრულებას. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ეკლესიას აქვს ასეთი ცვლილებების უფლება. ამგვარად, პაპის ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა ღმერთზე თავისი უპირატესობა.დბ 277.6

    ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები ძირითადად გამოირჩევიან მეოთხე მცნების დაცვით, რადგან სწორედ იგია ნიშანი უფლის შემოქმედებითი ძალისა და მოწმობა იმისა, რომ მხოლოდ ღმერთს უნდა მივაგოთ დიდება და პატივი, რადგან იგი მხოლოდ მას ეკუთვნის. მხეცის თაყვანისმცემლები შემოქმედის მიერ დაწესებული დღის გაუქმებისაკენ სწრაფვით გამოირჩევიან და უფლის კანონზე მაღლა რომის დადგენილებებს აყენებენ. თავისი ქედმაღლური პრეტენზია პაპის ხელისუფლებამ პირველად მაშინ წამოაყენა, როდესაც კვირა დღის საკითხი დადგა, როდესაც მან დახმარებისათვის სამოქალაქო ხელისუფლებას მიმართა, რათა აეძულებინა ადამიანები, პატივი მიეგოთ ამ დღისათვის, როგორც”უფლის დღისათვის”. მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ უფლის დღე არის მეშვიდე დღე - შაბათი და არა კვირის პირველი დღე. ქრისტემ თქვა:“კაცის ძე შაბათის უფალიც არის “. მეოთხე მცნება გვეუბნება:“მეშვიდე დღე - უფლის შაბათია”. უფალიც ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ამ დღეს შემდეგი სიტყვებით განსაზღვრავს:“ჩემს წმიდა დღეს” (ეს. 58:13).დბ 278.1

    ისინი ხშირად ამბობენ, რომ ქრისტემ გააუქმა შაბათი, მაგრამ ამ მტკიცებას თავად უფალი უარყოფს; მთაზე ქადაგების დროს მან თქვა:“არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში” (მათ.5:17-19).დბ 278.2

    საერთოდ, პროტესტანტები აღიარებენ, რომ წმიდა წერილი არ იძლევა შაბათის შეცვლის საფუძველს. ეს აზრი ნათლად არის ჩამოყალიბებული ამერიკის საზოგადოების ცნობილი გამომცემლობების პუბლიკაციებში და საკვირაო სკოლების ამერიკულ კავშირში. მათ ერთერთ სტატიაში აღიარებულია”ახალი აღთქმის აბსოლუტური დუმილი კვირადღის დაცვის მცნების შესახებ”.დბ 278.3

    არსებობს ასეთი აზრიც:“ქრისტეს ჯვარცმამდე არავითარი ცვლილება არ მომხდარა ამ დღესთან დაკავშირებით და რამდენადაც ამას წმიდა წერილი მოწმობს, მოციქულებსაც არავითარი მითითება არ დაუტოვებიათ მეშვიდე დღის, შაბათის გაუქმებისა და მის ნაცვლად კვირის პირველი დღის დაწესების შესახებ”.დბ 278.4

    რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელნი არ უარყოფენ იმას, რომ უფლის დღე მათმა ეკლესიამ შეცვალა. ამასთან ერთად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროტესტანტები კვირა დღის დაცვით რომის ავტორიტეტს აღიარებენ.”კათოლიკეთა ქრისტიანულ კატეხიზმში” კითხვაზე:“რომელი დღე უნდა დავიცვათ მეოთხე მცნების თანახმად?” პასუხი ასეთია:“კანონის თანახმად, შაბათი იყო წმიდა დღე; მაგრამ ქრისტეს ეკლესიამ, სულიწმიდის ხელმძღვანელობით, შაბათი კვირა დღით შეცვალა; ამგვარად, ახლა ჩვენ ვიცავთ კვირის პირველ და არა მეშვიდე დღეს. კვირა დღე ჩვენთვის უფლის დღეა”.დბ 278.5

    პაპისტები კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტის სიმბოლოდ მიიჩნევენ “თვით შაბათის კვირა დღით შეცვლის აქტს, რომელსაც პროტესტანტებიც ეთანხმებიან... რადგანაც, კვირა დღის დაცვით ისინი აღიარებენ ეკლესიის უფლებას, რომ დააწესოს დღესასწაულები, ხოლო მისი უარყოფა - ცოდვად გამოაცხადოს”. ასეთ შემთხვევაში რას წარმოადგენს შაბათის შეცვლა, თუ არა რომის ეკლესიის ავტორიტეტის ნიშანს -“მხეცის ნიშანს”.დბ 279.1

    რომის ეკლესია არ უარყოფს თავის პრეტენზიებს უმაღლეს ხელისუფლებაზე და როდესაც მთელმა მსოფლიომ და მათ შორის პროტესტანტულმა ეკლესიებმაც მიიღეს მის მიერ დაწესებული შაბათი და უარყვეს ჭეშმარიტი ბიბლიური შაბათი, ამით ფაქტიურად აღიარეს რომის ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება. ეს ცვლილება შეიძლება გამართლებულ იქნას ეკლესიის ტრადიციებით და წმიდა მამების ავტორიტეტით, მაგრამ მისი მიღებით პროტესტანტები უგულვებელყოფენ მთავარ პრინციპს, რომლითაც ისინი რომის ეკლესიებისაგან გამოირჩევიან, სახელდობრ:“ბიბლია და მხოლოდ ბიბლია არის პროტესტანტთა რელიგია”. პაპისტებს კარგად ესმით, რომ პროტესტანტები ამ ფაქტზე თვალის დახუჭვით თავს იტყუებენ. ისინი მეტად კმაყოფილი არიან იმით, რომ ბევრი რელიგიური მიმართულება ღებულობს კვირა დღეს, როგორც უფლის დღეს - და ეს რომს მატებს იმის რწმენას, რომ ბოლოს და ბოლოს, მთელი პროტესტანტული სამყარო მისი დროშის ქვეშ გაერთიანდება.დბ 279.2

    პაპისტები აცხადებენ, რომ”კვირა დღის დაცვით პროტესტანტები თავისდაუნებურად აღიარებენ კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლებას”. კვირა დღის დაცვით პროტესტანტული ეკლესიები აიძულებენ ხალხს, თაყვანი სცენ პაპის ძალაუფლებას, ე.ი. მხეცს. ის, ვინც მეოთხე მცნების მოთხოვნას ასრულებს, მაგრამ ჭეშმარიტი შაბათის ნაცვლად ცრუ შაბათს იცავს, პატივს მიაგებს იმ ძალაუფლებას, რომელმაც შეცვალა უფლის წმიდა კანონი. ადამიანებს სამოქალაქო ხელისუფლების ძალით ავალდებულებენ აღასრულონ ეს რელიგიური მოთხოვნა, რითაც ეკლესიები თავად ატარებენ”მხეცის ნიშანს”; აქედან გამომდინარე, ადამიანთა იძულება, დაიცვან კვირა დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიშნავს”მხეცის და მისი ხატების” თაყვანისცემისის მოთხოვნას.დბ 279.3

    წარსულ საუკუნეში ქრისტიანებს, იცავდნენ რა კვირა დღეს, მტკიცედ სწამდათ, რომ იცავენ ბიბლიურ შაბათს. დღეს ყოველ ეკლესიაში, და მათ შორის კათოლიკურშიც, არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, დარწმუნებული იმაში, რომ კვირა დღე - უფლის მიერ დაწესებული შაბათია. უფალი ღებულობს მათ წრფელ მსახურებას და ამ საკითხისადმი მათ პატიოსან მიდგომას. მაგრამ, როდესაც კვირა დღის დაცვა კანონის ძალით მოხდება, კაცობრიობას კი ეცოდინება ჭეშმარიტება უფლის შაბათის შესახებ, მაშინ რომის ბრძანების გამო, უფლის მცნებათა ყოველი დამრღვევი უფრო მეტ პატივს მიაგებს პაპს, ვიდრე ღმერთს. იგი დაემორჩილება რომს და იმ ხელისუფლებას, რომელიც მას თავისი დადგენილებების შესრულებას აიძულებს. და მაშინ იგი”თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატებას”. უარყოფენ რა ღმერთის დადგენილებას, რომელიც უფლის ძალაუფლების ნიშანია და მიიღებენ რომის დადგენილებებს - მისი ხელისუფლების უზენაესობის ნიშნად, ადამიანები რომისადმი ერთგულების გამომხატველ -“მხეცის ნიშანს” იღებენ. როდესაც ყოველივე ამის არსს შეიმეცნებენ და უფლის მცნებებსა და ადამიანის მიერ დადგენილ მცნებათა შორის არჩევანის წინაშე დადგებიან, მხოლოდ მაშინ მიიღებენ”მხეცის ნიშანს” უფლის მცნებათა ჯიუტად უარმყოფელნი.დბ 279.4

    მესამე ანგელოზი ადამიანებს ამცნობს მეტად სერიოზულ და მრისხანე გაფრთხილებას, რაც ოდესმე მოკვდავისადმი ყოფილა მიმართული. ლაპარაკია საშინელ ცოდვაზე, რომელიც გამოიწვევს უფლის მძვინვარებას ცოდვილზე და მაშინ უფლის რისხვა არ იქნება წყალობასთან შეზავებული. ადამიანები, რასაკვირველია, არ უნდა დარჩნენ უმეცარნი ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. კაცობრიობას უნდა მიეცეს გაფრთხილება ამ ცოდვის წინააღმდეგ მანამ, სანამ უფალი დედამიწას თავის სამსჯავროს მოუვლენს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს ამ სამსჯავროს შესახებ, რათა მომავლის სასჯელი ხალხს მოულოდნელად არ დაატყდეს თავს და გადარჩენის შესაძლებლობა მიეცეს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ პირველი ანგელოზი თავისი სახარებით მიმართავს”ყოველ ერს და ტომს, ენასა და ხალხს”. მესამე ანგელოზის გაფრთხილება, რომელიც სამი ანგელოზის სახარების ნაწილს წარმოადგენს, არანაკლებ ფართო გაქანებას მიიღებს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ანგელოზი ამ გაფრთხილებას”დიდი ხმით” წარმოთქვამდა და ზეცის შუა დაფრინავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს.დბ 280.1

    ბრძოლის დამთავრებისას მთელი საქრისტიანო ორ ნაწილად გაიყოფა. ერთნი, ვინც იცავს უფლის მცნებებს და აქვთ იესო ქრისტეს რწმენა და მეორენი, ვინც თაყვანს სცემს მხეცს, მის ხატებას და მიიღებს მის ნიშანს. თუმცა ეკლესია და სახელმწიფო გააერთიანებს თავის ძალებს, რათა აიძულონ”ყველა - დიდები და პატარები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები” (გამოცხ. 13:16) - მიიღონ მხეცის ნიშანი, ღვთის ხალხი მაინც არ მიიღებს მას. წინასწარმეტყველმა იოანემ კუნძულ პატმოსზე ყოფნისას უკვე იხილა ისინი, ვინც გაიმარჯვეს მხეცზე, მის ხატებაზე, მის ნიშანსა და მისი სახელის რიცხვზე. ისინი”დგანან მინის ზღვაზე და უპყრიათ ღვთის ქნარები და გალობენ ღვთის მორჩილის მოსეს გალობას და კრავის გალობას” (გამოცხ. 15:2-3).დბ 280.2