Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 22 - აღსრულებული წინასწარმეტყველება

    გასრულდა1844 წლის გაზაფხული - ქრისტეს მოსვლის დრო და ისინი, ვინც რწმენით ელოდნენ მის გამოჩენას, საგონებელში ჩაცვივდნენ. წუთისოფელი ამ ადამიანებს სიცრუის მსხვერპლად თვლიდა, მაგრამ მათი ნუგეშისცემის წყაროდ კვლავ ღვთის სიტყვა რჩებოდა. ბევრი კვლავ განაგრძობდა წმიდა წერილის შესწავლას, ამოწმებდა თავისი რწმენის საფუძველს და ჭეშმარიტების უფრო დიდი ნათლისაკენ სწრაფვაში კვლავ კითხულობდა წინასწარმეტყველებებს. ბიბლიის მტკიცე მოწმობანი მათთვის საბოლოო და ცხადი იყო. ნიშნები შეუცდომლად მიუთითებდნენ ქრისტეს მოსვლის მოახლოებაზე. უფლის განსაკუთრებული კურთხევანი, რაც ცოდვილთა მოქცევასა და ქრისტიანთა სულიერ აღმავლობაში გამოიხატა, ნათლად მოწმობდნენ, რომ იგი უფლის მიერ იყო გამოგზავნილი. და თუმცა იმ დროს მორწმუნეებს ვერ აეხსნათ თავს დატეხილი იმედგაცრუება, მაინც გრძნობდნენ, რომ ღმერთი მათთან იმყოფებოდა.დბ 243.1

    ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამის შესახებ წინასწარმეტყველებასთანაა დაკავშირებული დარიგება წმიდა წერილიდან, რომელიც მშვენივრად შეესაბამებოდა მათ გაურკვეველ მდგომარეობას და უფლის ერთგულთ შთააგონებდა, რწმენითა და მოთმინებით დალოდებოდნენ იმას, რაც ამ პერიოდში ჯერ კიდევ გაუგებარი იყო მათი შემეცნებისათვის, მაგრამ მომავალში პირდებოდა ნათლის მოფენას.დბ 243.2

    ეს არის ნაწყვეტი აბაკუმის წინასწარმეტყველების წიგნიდან (2:1-4):“ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს ჩივილზე. მომიგო უფალმა და მითხრა:“ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დაგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. აhა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს”.დბ 243.3

    ამ წინასწარმეტყველების ბრძანების კილომ:“ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა”, ჯერ კიდევ 1842 ჩააგონა ჩარლზ ფიტჩს, მოემზადებინა წინასწარმეტყველებათა სქემა, რომელიც დაკავშირებული იყო დანიელის და იოანეს გამოცხადების წიგნებში აღწერილ ხილვებთან. ამ სქემის გამოცემას იგი აბაკუმის წიგნში მოცემული უფლის ბრძანების აღსრულებად თვლიდა. მაგრამ ვერავინ შეამჩნია ის, რომ ამავე წინასწარმეტყველებაში არის ნათქვამი ხილვების აღსრულების დაყოვნების შესახებ. წმიდა წერილის ამ ტექსტმა იმ საყოველთაო იმედგაცრუების შემდეგ განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა შეიძინა.”დათქმული ჟამისათვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დაგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა... მართალი თავისი რწმენით იცოცხლებს”.დბ 243.4

    ეზეკიელის წინასწარმეტყველების რამდენიმე ტექსტმაც იმედი და ძალა შემატა იესოს მორწმუნეებს:“იყო ჩემს მიმართ უფლის სიტყვა ნათქვამი: ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე:“ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?” ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობსთქო უფალი ღმერთი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულებათქო; რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ, რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; აhა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობსთქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება, რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი” (ეზეკ. 12:21-25,27,28). დბ 244.1

    უფლის მომლოდინენი გახარებული იყვნენ და სწამდათ, რომ მან, ვინც დასაწყისი და დასასრული იცის, მრავალი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა მათი იმედგაცრუება და გასამხნევებლად იმედის სიტყვები გამოუგზავნა. წმიდა წერილის ეს ტექსტები რომ არა, რომელნიც მოუწოდებდნენ, მოთმინებით დალოდებოდნენ და ერწმუნათ ღვთის სიტყვა, მათი რწმენა გამოცდის იმ დღეებში შეირყეოდა.დბ 244.2

    მათეს სახარების 25-ე თავში მოცემულ იგავს ათი ქალწულის შესახებ პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ადვენტისტებთან. მათეს სახარების 24-ე თავში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ პასუხობდა რა მოწაფეთა შეკითხვებს მისი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშნების შესახებ, ქრისტემ მიუთითა ეკლესიისა და დედამიწის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომელთაც ადგილი ექნებათ მის პირველსა და მეორედ მოსვლის შუა პერიოდში, სახელდობრ: იერუსალიმის დანგრევა, ეკლესიის სასტიკი დევნა წარმართთა და პაპის ხელისუფლების მხრიდან; მზისა და მთვარის დაბნელება, ვარსკვლავთცვენა. ამის შემდგომ, მისივე სიტყვებით, გამოჩნდება უფალი. მან თქვა იგავი, რომლის მიხედვითაც ბოლო ჟამს იქნება მის მომლოდინე ადამიანთა ორი ჯგუფი. 25-ე თავი შემდეგი სიტყვებით იწყება:“მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს”. აქ ლაპარაკია ბოლო ჟამის ეკლესიაზე, რომელიც 24-ე თავის ბოლოშია ნახსენები. ამ იგავში აღმოსავლური ქორწილის მაგალითზე ნაჩვენებია ის, რისი გადატანაც მოუხდა ღვთის ხალხს.დბ 244.3

    `მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი:“აhა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად”.დბ 244.4

    ქრისტეს მოსვლა, რომლის შესახებაც საუბარია პირველი ანგელოზის უწყებაში, გამოსახულია ნეფის მოსვლით. უდიდესი რეფორმაცია, რომელსაც თან მისი მოსვლის მოახლოების შესახებ ქადაგება მოhყვა, აღნიშნულია ქალწულთა გამოჩენით. ამ იგავში, ისევე როგორც მათეს სახარების 24-ე თავში, ადამიანთა ორი ჯგუფია ნაჩვენები. ყველამ აიღო ლამპრები - ბიბლია და გამოვიდა მის ნათელში ნეფის შესახვედრად. მაგრამ”უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან”,“ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით”. და ამ ადამიანებმა მიიღეს ღვთის მადლი სულიწმიდის გარდამქმნელი ძალის სახით, რომელმაც უფლის სიტყვა მისკენ მიმავალი გზის მანათობელ ლამპრად აქცია. წმიდა ღვთის მოშიშებით სწავლობდნენ ისინი წერილს ჭეშმარიტების შესამეცნებლად და გულწრფელად ისწრაფოდნენ თავიანთი ცხოვრებისა და გულის სიწმიდისაკენ. საკუთარ თავზე გამოსცადეს ყოველივე და ტანჯვაში გამობრძმედილი მათი რწმენა უფლისა და მისი სიტყვის მიმართ, ვერ შეარყია ვერც იმედგაცრუებამ და ვერც უფლის მოსვლის შეყოვნებამ. სხვებმა კი”ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან”. ეს ადამიანები წუთიერი ემოციებით მოქმედებდნენ. ამ გამაფრთხილებელმა სახარებამ შიშის გრძნობა ჩაუნერგა მათ, მაგრამ ისინი თავიანთი ძმების რწმენას ეყრდნობოდნენ და თავიანთი გრძნობების მოციმციმე სინათლის სუსტი სხივით დაკმაყოფილდნენ, სინამდვილეში კი არ hქონდათ სრული წარმოდგენა ჭეშმარიტებაზე, ან კიდევ, ღვთის მადლის მიერ ადამიანის გულის გარდამქმნელ მოქმედებაზე. ისინი უფლის შესახვედრად იმ სასიხარულო იმედით გამოვიდნენ, რომ მალე მიიღებდნენ აღთქმულ ჯილდოს და სრულებით არ იყვნენ მზად მოსალოდნელი იმედების გაცრუებისა და უფლის მოსვლის შეყოვნებისათვის. ხოლო როდესაც გამოცდის დრო მოვიდა, მათი რწმენა გაქრა და ლამპრებიც ჩაქრა.დბ 244.5

    `ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა”. ნეფის დაგვიანება ნიშნავს იმედების გაცრუებასა და მოჩვენებითი შეყოვნების პერიოდს უფლის მოლოდინში. იმ დაბნეულობის ჟამს ნახევრადმოქცეულ, ზედაპირული რწმენის მქონე ადამიანებს ეჭვი შეეპარათ, იმედები გადაეწურათ, მაგრამ ისინი, ვისი რწმენის საძირკველიც ბიბლია იყო, მტკიცედ იდგნენ ამ რწმენის კლდეზე და იმედგაცრუების ვერავითარმა ტალღამ ვერ შეარყია.”ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა”, - ზოგს უზრუნველად და უდარდელად, თავისი რწმენის დაკარგვის გამო, სხვებს კი უფრო დიდი ნათელის მოთმინებით მოლოდინში. მაგრამ გამოცდის ღამეს მათაც კი ცოტა ხნით დაკარგეს თავიანთი გულმოდგინება და საქმისადმი ერთგულების გრძნობა. ნახევრადმოქცეული და ზედაპირული, მცირე რწმენის ადამიანები ვეღარ ეყრდნობოდნენ თავიანთი ძმების რწმენას. თითოეული მათგანი ან მტკიცედ უნდა მდგარიყო ფეხზე, ან უნდა დაცემულიყო.დბ 245.1

    ამ დროს იწყო გამოვლენა ფანატიზმმაც. ქრისტეს მოსვლის სახარების ადრინდელი გულმოდგინე და ერთგული მიმდევრები ახლა უარყოფდნენ ღვთის სიტყვას, როგორც ცხოვრების ჭეშმარიტ სახელმძღვანელოს და ამტკიცებდნენ, რომ ახლა ისინი სულის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და საკუთარი გრძნობებით, შთაბეჭდილებებითა და წარმოდგენებით უნდა იხელმძღვანელონ. ზოგიერთები უაზრო გულმოდგინებით კიცხავდნენ ყველას, ვინც მათ მაგალითს არ ბაძავდა. ადვენტისტთა უმრავლესობა არ იზიარებდა მათ ფანატიკურ თვალსაზრისს, მაგრამ ჭეშმარიტებას მაინც მიადგა ჩრდილი.დბ 245.2

    სატანა ამგვარი გზით ცდილობდა ხელი შეეშალა ღვთის საქმისათვის და გაენადგურებინა იგი. ადვენტისტთა იდეებმა ხალხი ააღელვა: ათასობით ცოდვილი მოიქცა ღმერთისაკენ, ხოლო ღვთის საქმის ერთგული ადამიანები თავდაუზოგავად ქადაგებდნენ ჭეშმარიტებას მაშინაც კი, როდესაც უფალი დათქმულ დროს არ მოვიდა. ბნელეთის მეფემ დიდი დანაკარგი განიცადა და იმისათვის, რომ ღვთის საქმისათვის ზიანი მიეყენებინა, გულწრფელ მორწმუნეთა ცდუნებას და მათ უკიდურესობამდე მიყვანას ცდილობდა. მისი დემონები მზად იყვნენ ესარგებლათ მათი ნებისმიერი, სულ მცირე შეცდომით ან არასწორი საქციელით, რათა გაეზვიადებინათ ის და გამოემზეურებინათ ხალხის წინაშე, რითაც ხალხში ადვენტისტთა მიმართ ზიზღსა და სიძულვილს თესავდნენ. ამგვარად, რაც უფრო იზრდებოდა მათი რიცხვი, ვისაც სჯეროდა ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ამავე დროს სატანის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მით უფრო მეტი შანსი hქონდა ბოროტს, ხალხის მთელი ყურადღება მიეპყრო მათზე, როგორც მთელი ეკლესიის წარმომადგენლებზე.დბ 245.3

    სატანა”ძმების ცილისმწამებელია”. იგი აქეზებს ადამიანებს, შეცდომები და ნაკლოვანებები გამოუძებნონ ღვთის შვილთ, ხელიდან არც ერთი შემთხვევა არ გაუშვან და უარყოფითად წარმოუდგინონ ისინი საზოგადოებას იმ დროს, როცა ადვენტისტთა საუკეთესო საქმეები შეუმჩნეველი რჩება. სატანა განსაკუთრებით უფრო აქტიურად მოქმედებს მაშინ, როცა უფალი სულთა გადარჩენისათვის შრომობს. როდესაც ღვთის შვილნი უფლის წინაშე წარდგებიან, აქვეა სატანაც. ყოველი რელიგიური გამოღვიძების მომენტში სატანა ეკლესიაში უწმიდური და სუსტი გონების მქონე ადამიანების მოყვანას ცდილობს. და იმ ადამიანთა მეშვეობით, რომელნიც ნაწილობრივ ღებულობენ ჭეშმარიტებას, იგი სხვებს თავისი თეორიებით აცდუნებს. არც ერთი ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანად მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ღვთის შვილთა შორის იმყოფება ლოცვებისა და უფლის სერობის ცერემონიალის ჩატარების დროს. სატანა ხშირად ესწრება ასეთ საზეიმო შეკრებებს მათი სახით, ვისაც იგი იარაღად იყენებს.დბ 246.1

    ბოროტების მეფე იბრძვის ყოველი გოჯი მიწისათვის, რომლითაც ღვთის ხალხი ზეციური ქალაქისაკენ მიიწევს. ეკლესიის მთელ ისტორიაში არც ერთი რეფორმა არ ჩატარებულა უბრძოლველად და მშვიდად. ასევე იყო პავლე მოციქულის დღეებშიც. მის მიერ შექმნილ ეკლესიებში ყოველთვის მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ღებულობდნენ რწმენას, მაგრამ ამასთან ერთად, თან მოhქონდათ ერესი, რომლის მიღებაც ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის ცეცხლს ჩაქრობას უქადდა. ლუთერმაც ბევრი გაჭირვება და მწუხარება გადაიტანა სხვადასხვა ფანატიკოსთა გამო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თითქოსდა ღმერთი უშუალოდ მათი მეშვეობით მოქმედებდა, რითიც ცდილობდნენ, თავიანთი იდეები და თვალსაზრისი წმიდა წერილის მოწმობებზე მაღლა დაეყენებინათ. მრავალნი, რომელთაც არ hქონდათ საკმარისი რწმენა და გამოცდილება, ძალა და მისწრაფება რეფორმებისადმი, ცდუნდნენ ამ ახალ მოძღვართა მიერ და სატანის დამქაშებს შეუერთდნენ, რათა დაენგრიათ ყველაფერი ის, რაც უფალმა ლუთერის ხელით ააშენა. უესლი და მრავალი სხვა რეფორმატორი, რომლებიც თავიანთი რწმენისა და გავლენის მეშვეობით კურთხევად იქცნენ მთელი მსოფლიოსათვის, ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდნენ სატანის ეშმაკურად დაგებულ მახეებს უჩვეულოდ გულმოდგინე, გაუნათლებელი და ფანატიკურად განწყობილი ადამიანების სახით.დბ 246.2

    უილიამ მილერის დამოკიდებულება ფანატიზმის მიმართ მეტად მკაცრი იყო. ლუთერის მსგავსად, ისიც დარწმუნებული იყო, რომ ყოველგვარი სული უნდა შემოწმდეს წმიდა წერილით.”ჩვენს დროში სატანას, - ამტკიცებდა მილერი, - მეტად დიდი გავლენა აქვს ზოგიერთი ადამიანის გონებაზე. და როგორ შეიძლება გავიგოთ, რომელი სულია ადამიანში? ბიბლია ამბობს:“ნაყოფით შეიცნობთ მათ”. არსებობს მრავალი სული და ჩვენ უნდა შევამოწმოთ ისინი. სული, რომელიც არ შთაგვაგონებს, ვიცხოვროთ ფხიზელი, მართალი და ღვთისმოსაური ცხოვრებით, არ არის ქრისტეს სული. ყოველდღიურად სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ფანატიზმის ყოველგვარი გამოვლინება - სატანის საქმეა. ხშირად ბევრ ჩვენთაგანს პრეტენზია აქვს აბსოლუტური უმწიკვლოებისა, იცავს ტრადიციებს, მაგრამ იგი ისევე შორსაა ჭეშმარიტებისაგან, როგორც რელიგიაში სრულიად უვიცი ადამიანი. ცდუნების სული გვაშორებს ჭეშმარიტებას, ღვთის სულს კი მასთან მივყავართ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩნდება სავსებით კანონზომიერი კითხვა: როგორ მოიქცეს ადამიანი, რომელიც ცდება, მაგრამ თავად დარწმუნებულია იმაში, რომ ჭეშმარიტ გზაზე დგას? ჩვენ ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გვაქვს: სული და სიტყვა სრულ ურთიერთhარმონიაში არიან. თუკი ადამიანი შეამოწმებს თავის თავს ღვთის სიტყვით და აღმოაჩენს თავისი ბუნების სრულ თანხმობას მასთან, მაშინ შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ შეიცნო ჭეშმარიტება; მაგრამ თუკი იგი აღმოაჩენს, რომ მასში მყოფი სული არ ეთანხმება უფლის მცნებებს და საერთოდ მთელ წმიდა წერილს, მაშინ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ სატანის ქსელში არ გაებას. მე ხშირად ერთ მადლიერ გამოხედვაში, ერთ გულწრფელ სიტყვაში და ერთ მძიმე ამოოხვრაში მეტ შინაგან ღვთისმოსაობას ვიჭერდი, ვიდრექრისტიანულ სამყაროში გამეფებულ მთელ ხმაურში”.დბ 246.3

    რეფორმაციის დღეებში მისი მტრები განსაკუთრებული სისასტიკით დებდნენ ბრალს ფანატიზმში სწორედ მათ, ვინც მთელი ძალით იბრძოდა მის წინააღმდეგ, ასევე მოქმედებდნენ ადვენტისტური მოძრაობის მტრები. ისინი არ კმაყოფილდებოდნენ ფანატიკოსთა შეცდომების გაზვიადებითა და დამახინჯებით და ავრცელებდნენ რაღაც მოჩმახულ ისტორიებს, რომელიც ძალიან შორს იყო სიმართლისაგან. ამ ადამიანებს სიძულვილი და ცრურწმენა ამოძრავებდათ. უწყებამ ქრისტეს მოსვლის მოახლოების შესახებ სიმშვიდე დაურღვია მათ. სჯეროდათ და თან არ სჯეროდათ ეს ჭეშმარიტება.”ვაითუ სიმართლე გამოდგეს? მაგრამ არა, შეუძლებელია, ეს მოხდეს”. - აი, ამაშია ადვენტისტთა და მათი რწმენის მიმართ ამ ადამიანთა მტრული დამოკიდებულების საიდუმლო.დბ 247.1

    თუკი რამდენიმე ფანატიკოსმა კიდეც შესძლო ადვენტისტთა რიგებში შეღწევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მოძრაობა ღვთისაგან არ არის, ისევე, როგორც პავლე მოციქულის ან ლუთერის დროინდელ ეკლესიაში ცრუმორწმუნეთა და ფანატიკოსთა არსებობა სრულებით არ ამცირებს მათი მოღვაწეობის მნიშვნელობას. დაე, ღვთის ხალხი გამოფხიზლდეს ღრმა ძილისაგან და გულწრფელად მოინანიოს; დაე, იშრომოს მან რეფორმაციის საკეთილდღეოდ, დაიწყოს წმიდა წერილის შესწავლა ქრისტეს ჭეშმარიტების შესაცნობად; სრულად მიუძღვნას თავი ღმერთს და მაშინ მას ექნება საკმარისი მტკიცებანი იმისა, რომ სატანა კვლავინდებურად მეტად აქტიური და ცბიერი მტერია. იგი ყოველგვარი მზაკვრული ხერხების გამოყენებით გამოაჩენს თავის ძალას და ამაში დასახმარებლად მოიხმობს თავისი სამეფოს ყველა დაცემულ ანგელოზს.დბ 247.2

    ქრისტეს მეორედ მოსვლის უწყების ქადაგებას არ გამოუწვევია ფანატიზმი და განხეთქილება. ეს მოხდა 1844 წლის ზაფხულში, როდესაც ადვენტისტები მეტად მძიმე მდგომარეობაში და ეჭვებში იმყოფებოდნენ. პირველი ანგელოზის უწყება და”შუაღამის ყვირილი” აკავებდა ფანატიზმს და გაყოფას. ამ უდიდესი მოძრაობის ერთგულნი ერთსულოვანნი იყვნენ; მათი გულები აღსავსე იყო მოყვასისა და იესოსადმი სიყვარულით და მასთან მალე შეხვედრის იმედით ცოცხლობდნენ. რწმენისა და ნეტარი იმედის ერთიანობა მიუღწეველს ხდიდა მათ ყოველგვარი მავნე ზეგავლენისთვის და სატანის შემოტევისაგან იცავდა.დბ 247.3

    `ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი:“აhა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგეგებლად”. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები” (მათ. 25:5-7). 1844 წლის ზაფხულში ნახევარი დრო გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც უნდა გასრულებულიყო 2300 დღე, ანუ იმავე წლის შემოდგომამდე, როცა შემდგომი აღმოჩენის თანახმად, ეს პერიოდი უნდა დამთავრებულიყო - და სწორედ მაშინ გაისმა მოწოდება:“აhა, ნეფე მოდის!”დბ 247.4

    ამ მოძრაობის დაწყების იმპულსი გახდა აღმოჩენა, რომელმაც განსაზღვრა, რომ მეფე ართახშაშთას მიერ გამოცემული ბრძანებულება იერუსალიმის აღდგენის შესახებ, საიდანაც 2300-დღიანი პერიოდის გამოთვლა იწყება, ძალაში შევიდა ჩვენს წმდე 457 წლის შემოდგომაზე და არა იმავე წლის დასაწყისში, როგორც ადრე ვარაუდობდნენ. 457 წლიდან ათვლილი 2300 დღე 1844 წლის შემოდგომაზე სრულდებოდა.დბ 248.1

    ძველი აღთქმის სიმბოლოებიც შემოდგომაზე მიუთითებდა, როგორც იმ პერიოდზე, როდესაც, წმიდა წერილის მიხედვით, უნდა მომხდარიყო”საწმიდარის გაწმედა”. იმის გამო, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი ქრისტეს პირველი მოსვლის შესახებ ზუსტად აღსრულდა, მათ სწამდათ, რომ სავსებით ნათელი და განსაზღვრული გზით მიდიოდნენ.დბ 248.2

    საპასექო კრავის მსხვერპლშეწირვა ქრისტეს სიკვდილის სიმბოლო იყო. პავლე მოციქული ამბობს:“ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა” (1კორ. 5:7). ხოლო პასექის დროს უფლისადმი პირველნაყოფის შეწირვა ქრისტეს აღდგომის სიმბოლო იყო. უფლისა და მთელი მისი ხალხის აღდგომის შესახებ პავლე მოციქული წერდა:“პირმშოქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნიმისი მოსვლისას” (1კორ. 15:23). შესარხევი ძნის მსგავსად, რომელიც მკის წინ შეკრებილ მწიფე თავთავთა კონას წარმოადგენდა, ქრისტე პირველია იმ გამოსყიდულ თავთავთა შორის, რომელიც აღდგომის დროს უნდა შეგროვდეს უფლის ბეღელში.დბ 248.3

    ეს სიმბოლოები აღსრულდა არა მარტო არსებითად, არამედ დროის სიზუსტითაც. იუდეველთა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, სწორედ იმ თვეს, რომელშიც ხანგრძლივი 15 საუკუნის განმავლობაში მსხვერპლად სწირავდნენ პასექის კრავს, ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად ჭამა პასექი და ამგვარად დაადგინა სერობა, რომელიც შემდგომში მისი სიკვდილის მოსაგონებლად უნდა აღსრულებულიყო,“როგორც ღვთის კრავისა, რომელიც დასაკლავად წაიყვანეს”. იმავე ღამეს იგი შეიპყრეს ურჯულოებმა, ჯვარს აცვეს და მოკლეს. და ჩვენი უფალი აღდგა მკვდრეთით მესამე დღეს, როგორც “პირმშო მკვდართაგან”, როგორც მაგალითი ყველა მკვდრეთით აღმდგარ მართალთათვის, რომელთა”დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის მსგავსად” (ფილ. 3:20,21).დბ 248.4

    ასევე თავის დროზე უნდა აღსრულებულიყო სიმბოლური მსახურების ყველა მაგალითი, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლას უკავშირდება. მოსეს რჯულის თანახმად, საწმიდარის განწმედა, ანუ გამოსყიდვის უდიდესი დღე ხდებოდა იუდეველთა მეშვიდე თვის მეათე დღეს (იხ. ლევ. 16:29-34), როდესაც მღვდელმთავარი აღასრულებდა მთელი ისრაელის გამოსყიდვის მსახურებას და იუდეველთა ცოდვებისაგან საწმიდარის განწმედის შემდეგ ხალხთან გამოდიოდა და აკურთხებდა მათ. ამ მაგალითით სწამდათ, რომ ჩვენი უდიდესი მღვდელმთავარი გამოჩნდება ცოდვისა და ცოდვილის მოსასპობად, დედამიწის განსაწმედად და თავისი ხალხისათვის უკვდავების მისაცემად. მეშვიდე თვის მეათე დღე - გამოსყიდვის უდიდესი დღე და საწმიდარის განწმედის დროა. 1844 წელს ეს დღე 22 ოქტომბერი იყო. სწორედ ამ დღეს ელოდნენ უფლის გამოჩენას. ეს შეესაბამებოდა ადრინდელ გამოთვლას, რომლის თანახმადაც 2300-დღიანი პერიოდი შემოდგომაზე უნდა გასრულებულიყო. ასეთი დასკვნა მეტად ლოგიკური იყო.დბ 248.5

    მათეს სახარების 25-ე თავში ნეფის მოსვლას წინ უძღვის მოლოდინისა და ძილის პერიოდი. ესეც შეესაბამება წინასწარმეტყველებასა და სიმბოლოებს. მორწმუნენი ღრმად იყვნენ დარწმუნებული თავიანთ მტკიცებათა ჭეშმარიტებაში და”შუაღამის ყვირილის” შესახებ მრავალი მაცნე ქადაგებდა.დბ 248.6

    ეს მოძრაობა ზღვის უზარმაზარი ტალღის მსგავსად აგორდა მთელ ქვეყანაში. ამ ამბავს გადასცემდნენ ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეებში, სანამ მთელმა ღვთის ერმა არ გაიღვიძა უფალთან შესახვედრად. მისი ძლიერება ჩრდილავდა ფანატიზმის ყოველგვარ გამოვლენას ისევე, როგორც ამომავალი მზის სხივები ადნობს ყინულის ლოლუებს. ეჭვი და დაბნეულობა გაქრა. იმედმა და მხნეობამ გაასხივოსნა მორწმუნეთა სული. ადგილი არ hქონდა უკიდურესობებს, რომლებიც ყოველთვის თავს იჩენდნენ იქ, სადაც ადამიანები ღვთის სიტყვისა და მისი სულიწმიდის შემკავებელი ძალის გარეშე მოქმედებენ. ეს დღეები საოცრად ემსგავსებოდა იმ პერიოდს, როდესაც ძველი ისრაელი, ღვთის წარგზავნილ მორჩილთა მიერ მისი მხილების შედეგად, მორჩილებას იჩენდა და კვლავ ღმერთს უბრუნდებოდა. ამ მოძრაობას ისეთი გარდამქმნელი შრომის ბეჭედი ესვა, რომელიც ყოველ საუკუნეში სრულდება. არავინ არ ეძლეოდა უაზრო დროსტარებას; ადამიანები იკვლევდნენ საკუთარ გულს, ინანიებდნენ ცოდვებს და hქონდათ სულიერი სიმშვიდე. ემზადებოდნენ რა უფლის შესახვედრად, ისინი მუდმივ ლოცვებში იყვნენ და სრულად მიენდნენ ღმერთს.დბ 249.1

    მილერი ამ მდგომარეობას ასე აღწერს:“იგრძნობოდა, რომ ადამიანები თითქოს განზრახ არ ავლენდნენ დიდ სიხარულს და სპეციალურად ინახავდნენ მას მომავლისათვის, როდესაც ცა და დედამიწა ერთად გაიხარებდნენ ენით გამოუთქმელი, მარადიული სიხარულით. არსად ისმოდა ხმამაღალი შეძახილები - მასაც საყოველთაო დიდებისთვის ინახავდნენ. დუმდნენ მომღერლები - თითქოს ისინიც ელოდებოდნენ იმ დროს, როდესაც მათი ხმები საერთო საგალობელში შეერწყმებოდნენ ანგელოზთა მხედრობის ზეციურ hანგებს. არ ისმის კამათი. თითქოს მათში ერთი გული და ერთი გონებაა”.დბ 249.2

    აი, რას წერდა სხვა თვითმხილველი:“ამ მოძრაობამ ღრმად ჩაახედა ადამიანები საკუთარ შინაგან ცხოვრებაში და ასწავლა მოთმინება ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე. უკან დარჩა ამქვეყნიური ინტერესები, გაქრა მტრობა და შუღლი, მოინანიეს ცოდვები და ყველამ მუხლი მოიყარა უზენაესის წინაშე მიტევების თხოვნით. თავის ასეთი დამდაბლება და მონანიება მსოფლიოს ჯერ არ ენახა. როგორც იოველ წინასწარმეტყველის მიერ იყო ნათქვამი, უფლის უდიდესი დღის მოახლოებამ გამოაღვიძა ხალხი, რომელმაც არა ტანსაცმელი, არამედ”გულები დაიგლიჯა” და უფალს მარხვებითა და ლოცვებით, ცრემლითა და ქვითინით მიმართა. უფალმა მადლითა და წყალობით აავსო თავისი შვილები, როგორც თქვა კიდეც ზაქარია წინასწარმეტყველის პირით:“ისინი შეხედავენ მას, ვინც განგმირეს და ატირდებიან მასზე” და უფლის მომლოდინეები დაიმდაბლებენ თავიანთ სულებს მის წინაშე”.დბ 249.3

    მოციქულთა დღეებიდან მოყოლებულ უდიდეს რელიგიურ მოძრაობათა შორის არც ერთი არ ყოფილა ასე თავისუფალი ადამიანური მანკიერებისა და სატანის ცდუნებისაგან, როგორც 1844 წლის შემოდგომის მოძრაობა. ახლაც კი, მას შემდეგ მრავალი წლის გასვლის შემდეგ, ამ მუშაობის მონაწილენი, მის ჭეშმარიტებაში მტკიცედ დარწმუნებულნი, განიცდიან ამ მოძრაობის წმიდა ზეგავლენას და მოწმობენ იმის შესახებ, რომ იგი ღვთისგან იყო.დბ 249.4

    როდესაც გაისმა ყვირილი:“აhა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!”, მისმა მომლოდინეებმა”გამართეს თავიანთი ლამპრები”. ისინი ღვთის სიტყვას უჩვეულო მონდომებით იკვლევდნენ. იმედგაცრუებულთა გასამხნევებლად და უწყების მიღებისათვის მოსამზადებლად ზეცამ თავისი ანგელოზები მოავლინა. ამ შრომაში მონაწილეობას ღებულობდა ადამიანის სიბრძნე და ცოდნა, მაგრამ მოძრაობის ხელმძღვანელი ღვთის ძალა იყო. ყველაზე პირველად ეს სახარება გაიგონეს და მიიღეს არა ყველაზე განათლებულებმა და ნიჭიერებმა, არამედ ყველაზე მორჩილებმა და ერთგულებმა. ფერმერები ყანებში ტოვებდნენ აუღებელ პურის მოსავალს; ხელოსნები - თავიანთ სამუშაო იარაღებს და ცრემლიანი სიხარულით გადიოდნენ ხალხში საქადაგებლად. ისინი კი, ვინც ადრე ხელმძღვანელობდა უფლის საქმეს, ერთერთი უკანასკნელნი შეუერთდნენ ამ მოძრაობას. ეკლესიებმა საერთოდ მიუხურეს კარი ამ მოძრაობას, ხოლო ვინც მას მიიღებდა, რელიგიურ საზოგადოებას ტოვებდა. შორსმჭვრეტელი უფლის სურვილი იყო, რომ”შუაღამის ყვირილი” მეორე ანგელოზის სახარებას შერწყმოდა მის გასაძლიერებლად.დბ 249.5

    შეძახილს:“აhა, ნეფე მოდის!”, არ ესაჭიროებოდა მტკიცება თუნდაც იმიტომ, რომ იგი დაფუძნებული იყო ნათელ და განსაზღვრულ ბიბლიურ მოწმობაზე. ამ სიტყვებს განსაკუთრებული ძალა და გავლენა hქონდა ადამიანთა სულებზე. ის არ ტოვებდა ეჭვსა და გაუგებრობას. ქრისტეს იერუსალიმში საზეიმოდ შესვლისას, ქვეყნის ოთხივ კუთხიდან შეკრებილი ადამიანები შეუერთდნენ ზეთისხილის მთისკენ მიმავალ ბრბოს, რომელიც იესოს მიაცილებდა და ყველასთან ერთად სიხარულით ყვიროდნენ:“კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!” (მათ. 21:9). ამგვარად შეუერთდნენ ადვენტისტურ მოძრაობას ურწმუნონი - ზოგი ცნობისმოყვარეობის გამო, ზოგიც გასართობად: ერთნიც და მეორენიც საკუთარ თავზე სახარების ძალის მოქმედებას განიცდიდნენ და იძახდნენ:“აhა, ნეფე მოდის!”დბ 250.1

    იმ დროს ადამიანებს hქონდათ ისეთი მტკიცე რწმენა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ლოცვაზე პასუხის მიღებას, - რწმენა, რომელსაც უფალი არ ტოვებს საზღაურის გარეშე. როგორც გვალვისგან გამომშრალ მიწას აცოცხლებს წვიმა, ასე გარდმოეფინა მადლის სული ჭეშმარიტების მიღების მსურველთ. ენით აუწერელ სიხარულს გრძნობდნენ ისინი, ვინც მოუთმენლად ელოდა უფალთან პირისპირ შეხვედრას. სულიწმიდის დამამშვიდებელი, დამატყვევებელი ძალა აკეთილშობილებდა გულებს და მისი კურთხევა უხვად იღვრებოდა ჭეშმარიტების ერთგულ და გულწრფელ შვილებზე.დბ 250.2

    ამ უწყების მიმღებნი მოწიწებით ელოდნენ უფალთან შეხვედრის მომენტს. ყოველ დილას, უპირველეს ყოვლისა ცდილობდნენ, დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ უფალი მათთანაა. ისინი ერთსულოვნად და მხურვალედ ავედრებდნენ ერთურთს უფალს. ღმერთთან ურთიერთობისათვის ხშირად ბუნების წიაღის მყუდრო ადგილებში იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ და უფლის მფარველობას ითხოვდნენ. უფალთან ურთიერთობა მათთვის უფრო ძვირფასი და საჭირო იყო, ვიდრე”პური არსობისა” და თუკი სულს მოუსვენრობა დაეუფლებოდა, ადგილს ვერ პოულობდნენ მანამ, სანამ მათ სულში სიმშვიდე არ დაისადგურებდა. გამოსცადეს რა საკუთარ თავზე ყოვლისმიმტევებელი მადლის მოქმედება, მათ დიდად სწყუროდათ თავიანთი საყვარელი მაცხოვრის ხილვა.დბ 250.3

    მაგრამ კვლავ გაუცრუვდათ იმედი. მითითებული დრო დადგა, მაგრამ მაცხოვარი არ მოვიდა. ურყევი სასოებითა და იმედით ელოდნენ ისინი მის გამოჩენას და ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ, როგორშიც იყო მარიამი, როდესაც სამარხში შევიდა და ქვითინით წარმოთქვა:“ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს!” (იოან. 20:13).დბ 250.4

    წმიდა შიში იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ჭეშმარიტება ყოფილიყო, ერთხანს აკავებდა ურწმუნოთ. დაპირებულმა დრომ განვლო, მაგრამ ეს გრძნობა მათ დიდხანს შემორჩათ. თავიდან ისინი ვერ ბედავდნენ აშკარა სიხარულის გამოხატვას ქრისტეს მომლოდინეთა იმედგაცრუების გამო. მაგრამ, როცა ვერ იხილეს ღვთის რისხვის გამოვლინების რაიმე ნიშანი, შიში გაუქრათ და უფლის ერთგული შვილების დაცინვა და მასხარად აგდება დაიწყეს. უამრავმა ადამიანმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ აცხადებდა, რომ სჯერა უფლის მალე მოსვლისა, უარყო თავისი რწმენა. ზოგიერთნი თავიანთი სიამაყის გამო იმდენად შეურაცხყოფილი დარჩნენ, რომ სურვილი გაუჩნდათ ამ ქვეყნიდან წასვლისა. იონა წინასწარმეტყველის მსგავსად ისინი უფალს ადანაშაულებდნენ და ასეთ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ, ხოლო ისინი, ვინც რწმენის საკითხში სხვის თვალსაზრისს ეყრდნობოდნენ და არა ღვთის სიტყვას, ახლა მზად იყვნენ, ისევ შეეცვალათ საკუთარი აზრი. ღვთისმეტყველთ თავიანთ მხარეზე გადაhყავდათ სუსტი და მშიშარა ადამიანები და ისინიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ უკვე აღარავისი უნდა ეშინოდეთ, რადგან არავინ მოვა. დათქმული დრო გავიდა, უფალი კი არ მოვიდა და წუთისოფელიც კვლავინდებურად უცვლელი დარჩა.დბ 250.5

    გულწრფელმა, სერიოზულმა მორწმუნეებმა ყველაფერი შესწირეს ქრისტეს და ახლა ისე გრძნობდნენ მის განსაკუთრებულ სიახლოვეს, როგორც არასდროს. ისინი თვლიდნენ, რომ უკვე ამცნეს უკანასკნელი გაფრთხილება მსოფლიოს და არ დაუკარგავთ იმედი, რომ სულ მალე შეხვდებოდნენ მაცხოვარს და მის ანგელოზებს. და გაურბოდნენ მათთან შეხვედრას, ვინც არ მიიღო ეს გაფრთხილება. ისინი მთელი გულით ლოცულობდნენ:“მოდი უფალო იესო, მალე მოდი!” მაგრამ ის არ მოვიდა. ახლა მათ კვლავ უნდა ეტვირთათ ზრუნვისა და სიძნელეების უღელი, გაეძლოთ საყვედურებისათვის, აეტანათ დაცინვა და გამასხარავება წუთისოფლის მხრიდან. მათ რწმენასა და მოთმინებას მართლაც საშინელი განსაცდელი დაემუქრა.დბ 251.1

    მაგრამ იმედის ეს გაცრუება და გულგატეხილობა ვერ შეედრებოდა იმ გრძნობას, რაც მოწაფეებმა ქრისტეს პირველად მოსვლის დროს განიცადეს. როდესაც იესო ზეიმით შევიდა იერუსალიმში, მისი მიმდევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ იგი დავითის ტახტზე დაჯდებოდა და ისრაელს დამპყრობთაგან გაათავისუფლებდა. ისინი სიხარულისა და იმედის მოლოდინში მთელი მონდომებით ცდილობდნენ, დიდი პატივი მიეგოთ თავიანთი მეფისათვის. ხალიჩის ნაცვლად ბევრი თავის ტანსაცმელს უფენდა ძირს. სხვები პალმის ტოტებით ხვდებოდნენ. ხალხი აღტაცებული სიხარულით ეგებებოდა მას:“ოსანა დავითის ძეს!” როდესაც განრისხებულმა ფარისევლებმა იესოს მოსთხოვეს, გაეჩუმებინა თავისი მოწაფეები, მან უპასუხა:“ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ” (ლუკ. 19:40). წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო. მოწაფეები ღვთის ნებით მოქმედებდნენ, მაგრამ მაინც მწარე იმედგაცრუება ელოდათ. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრისტეს მოწამებრივი სიკვდილისა და მისი დამარხვის მოწმენი გახდნენ. არც ერთ მათ მცირე ოცნებას და იმედს არ ეწერა ხორცშესხმა და მათი მომავლის იმედიც ქრისტესთან ერთად მოკვდა. მხოლოდ გამარჯვებული უფლის სამარხიდან ამოსვლის შემდეგ მიხვდნენ ისინი, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ნათქვამი იყო წინასწარმეტყველებაში და რომ”ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო” (საქ. 17:3).დბ 251.2

    ამ დღემდე 500 წლით ადრე უფალმა ზაქარია წინასწარმეტყველის პირით წარმოთქვა:“იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აhა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე” (ზაქ. 9:9). მოწაფეებს თუ წინასწარ ეცოდინებოდათ, რომ იესოს სასამართლო და სიკვდილი ელის, ვერ შეძლებდნენ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას.დბ 251.3

    სწორედ ამგვარად აღასრულეს მილერმა და მისმა თანამზრახველებმა წინასწარმეტყველება და მსოფლიოს მისთვის განკუთვნილი სახარება ამცნეს. მათ რომ წინასწარ სრულად შეეცნოთ წინასწარმეტყველება, რომელშიც ნათქვამი იყო მოსალოდნელი იმედგაცრუების შესახებ და ამავე დროს სხვა სახარებაც, რომელიც ექადაგება ყველა ხალხს ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ისინი ვერ შეასრულებდნენ ამ სამუშაოს. პირველი და მეორე ანგელოზის სახარება ზუსტად მითითებულ დროს ემცნო ხალხს და შეასრულა თავისი დანიშნულება, რომელიც უფალმა განუსაზღვრა.დბ 252.1

    მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა ამ მოძრაობას და იმედოვნებდა, რომ რადგან დრო გასრულდა და დანიშნულ დროს ქრისტე არ მოვიდა, ადვენტიზმი შეწყვეტს თავის არსებობას. მაშინ, თუმცა ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას და უარყო თავისი მრწამსი, ბევრი მაინც მტკიცედ იცავდა მას. რა ნაყოფი გამოიღო ადვენტისტურმა მოძრაობამ? - სულის მორჩილება, თვითანალიზისადმი მიდრეკილება, წუთისოფლის უარყოფა და ცხოვრების ძირეული გარდაქმნა - რაც ნათლად მიუთითებდა, რომ ეს მოძრაობა ღვთისაგან იყო. განა შეეძლოთ მათ იმის უარყოფა, რომ სწორედ სულიწმიდის ძალა შთააგონებდა ამ ხალხს, ექადაგა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ? განა შეეძლოთ მათ, შეცდომად ჩაეთვალათ წინასწარმეტყველური პერიოდების გამოთვლა? მათმა ყველაზე ბრძენმა მოწინააღმდეგეებმაც კი ვერ შეძლეს მათი წინასწარმეტყველების ახსნის სისტემის უარყოფა. ამ ადამიანებმა ვერ უარყვეს თავიანთი რელიგიური მრწამსი, რომელიც დაფუძნებული იყო ბიბლიურ მტკიცებებზე და რომელიც შემეცნებული იყო იმ ადამიანთა მიერ წმიდა წერილის სერიოზული და მოწიწებული შესწავლის შედეგად, რომელთაც გონება უფლის სულმა გაუნათა და რომელთა გულს უზენაესის მგზნებარე სიყვარული ხელმძღვანელობდა. განა შეეძლოთ მათ იმ ჭეშმარიტების უარყოფა, რომელმაც გაუძლო ყველაზე მკაცრ კრიტიკას, ხალხის რელიგიურ წინამძღოლთა უსასტიკეს სიძულვილს და ცნობილ ფილოსოფოსთა შემოტევას, და მიუხედავად მეცნიერთა დავისა, მჭევრმეტყველური საყვედურებისა, დაცინვისა და შეურაცხყოფისა, რითაც საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებმა შეამკეს ადვენტისტები, მაინც ურყევად იდგა თავის პოზიციაზე?დბ 252.2

    მართალია, არ მოხდა ის, რასაც ისინი ელოდნენ, მაგრამ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში ერთი წამითაც არ დაეჭვებულან. როდესაც იონა წინასწარმეტყველმა ნინევიის ქუჩებში გამოაცხადა, რომ 40 დღის შემდეგ ეს ქალაქი დაინგრეოდა, უფალმა ყურადღება მიაქცია იმ ცვლილებას, ნინევიის მკვიდრთა ცხოვრებაში რომ მოხდა და მათ გამოცდის ვადა გაუგრძელა; მით უმეტეს, რომ იონა ღმერთისგან იყო წარგზავნილი და ქალაქის მცხოვრებთა გამოცდაც უფლის ნება იყო. ადვენტისტებს სწამდათ, რომ უფალმა მათ დაავალა კაცობრიობის გაფრთხილება მომავალი სამსჯავროს შესახებ:“ამ სახარებამ, - ამბობდნენ ისინი, - გამოსცადა იმ ადამიანთა გულები, ვინც მოისმინა ის და ზოგს უფალთან შეხვედრის დიდი სურვილი აღუძრა, ზოგს კი მეტნაკლებად სიძულვილი... ამ უწყებამ გაhყო ადამიანები, რათა მათ გამოეკვლიათ თავიანთი გული და გაეგოთ, ვის მხარეზე აღმოჩნდებოდნენ უფლის მოსვლისას და მზად იყვნენ თუ არა, მისი მოსვლის დღეს ეთქვათ:“აhა, ჩვენი ღმერთი, მას ვესავდით და გვიხსნა”, ან მიემართათ კლდეებისა და მთებისათვის, რომ ჩამომსხვრეულიყვნენ და დასცემოდნენ მათ, რათა დაეფარათ კრავის რისხვისაგან; ამრიგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფალმა გამოსცადა თავისი ხალხი; გამოსცადა მათი რწმენა, რათა სცოდნოდა, შეინარჩუნებდნენ თუ არა ისინი სიმტკიცეს გამოცდის მომენტში, მზად იქნებიან თუ არა ამქვეყნიური ცხოვრების უარსაყოფად და დაეყრდნობიან თუ არა ღვთის სიტყვას”.დბ 252.3

    იმ ადამიანთა გრძნობები, რომელნიც დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ამ მოძრაობას უფლის ხელი მართავდა, უილიამ მილერმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა:“მე რომ თავიდან დამეწყო ცხოვრება და ხელთ იგივე მტკიცებანი მქონოდა, რომელიც მქონდა, ჩავთვლიდი, რომ სწორად ვიქცევი ღმერთისა და მოყვასის წინაშე და კვლავ იმ გზას დავადგებოდი, რომელიც უკვე განვვლე. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემზე არავისი სისხლი არ არის. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ვინმეს წინაშე არ მქონოდა რაიმე დანაშაული. თუმცა ორჯერ გამიცრუვდა იმედი, - განაგრძობს იგი, - მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ... კვლავინდებურად მტკიცედ მწამს ქრისტეს მეორედ მოსვლა. მე გავაკეთე ის, რაც მრავალი წლის სერიოზული გამოკვლევების შედეგად ჩემს მოვალეობად მივიჩნიე. და თუკი შევცდი, შევცდი მხოლოდ მოყვასის სიყვარულისა და იმის გამო, რომ მსურდა, ჩემი ვალი მომეხადა უფლის წინაშე. ერთში მტკიცედ ვარ დარწმუნებული: მე ვქადაგებდი იმას, რისიც მჯეროდა და თვით უფალი იყო ჩემთან. მისი ძალა ხელმძღვანელობდა ჩემს შრომას, ამიტომ მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა. ჩვენი ქადაგების მეშვეობით ათასობით ადამიანმა დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. და ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის რწმენით ისინი ღმერთისაკენ მობრუნდნენ. მე არასოდეს მიძებნია ამა სოფლის ძლიერთა კეთილგანწყობა და არც ჩემს მიმართ კაცობრიობის სიძულვილის შემშინებია. ახლაც არ ვცდილობ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და ჩემი მოვალეობის ზღვარს არ ვცილდები, რომ გამოვცადო მათი სიძულვილი. არც საკუთარ სიცოცხლეს ვებღაუჭები და იმედი მაქვს, არ შემეშინდება მისი დაკარგვის, თუკი ეს უფლის ნება იქნება”.დბ 253.1

    ღმერთმა არ მიატოვა თავისი ხალხი; მისი სული კვლავ მათთან იყო, ვინც არ უარყო მიღებული ნათელი და ადვენტისტური მოძრაობა. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ჩაწერილია სიტყვები, რომელიც აფრთხილებს და ამხნევებს მათ, ვინც მწუხარება განიცადა იმ კრიტიკულ მომენტში:“მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული, ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა მომავალი, არ დააყოვნებს. მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას. ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად” (ებრ. 10:35-39).დბ 253.2

    ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ისინი მიმართულია ბოლო ჟამის ეკლესიის მიმართ:“ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა მომავალი, არ დააყოვნებს”. აქ გასაგებად არის ნათქვამი მოჩვენებითი შეყოვნების შესახებ და იმაზე, რომ უფალი მალე არ მოვა. ეს სპეციალური გაფრთხილება მიმართულია იმ ადამიანებისაკენ, რომლებიც იმ დღეებში ელოდნენ ქრისტეს მოსვლას. იმ ხალხს, ვისთვისაც ეს სიტყვებია ნათქვამი, რწმენის დაკარგვის საშიშროება დაემუქრა. მათ აღასრულეს ღვთის ნება, მიhყვნენ უფლის სიტყვისა და სულიწმიდის ხელმძღვანელობას და მიუხედავად ამისა, ვერ ჩაწვდნენ უფლის განზრახვას მათი გამოცდის შესახებ, რომელიც წილად ხვდათ; ისინი ვერ მიხვდნენ, რატომ ატარა ღმერთმა ამ გზით და დაეჭვდნენ: ჭეშმარიტად ღმერთი ატარებდა მათ თუ არა? სწორედ ამ პერიოდს შეეფერება სიტყვები:“მართალი იცოცხლებს რწმენით”. როდესაც”შუაღამის ყვირილის” ნათელმა სხივმა გზა გაუნათა, მათ აშკარად დაინახეს გახსნილი წინასწარმეტყველება, ხოლო ნიშნების აღსრულებათა სისწრაფემ დაარწმუნა ქრისტეს მოსვლის მოახლოებაში; ისინი ჭეშმარიტად გრძნობდნენ ნათელს და დადიოდნენ მასში. მაგრამ ახლა, იმედის გაცრუების შემდეგ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილთ, მხოლოდ ღმერთისა და მისი სიტყვის რწმენა თუ გადაარჩენდა. უწმიდური წუთისოფელი ამბობდა:“თქვენ მოგატყუეს; უარყავით თქვენი რწმენა და აღიარეთ, რომ ადვენტისტური მოძრაობასატანისგანაა”. მაგრამ ღვთის სიტყვა ამტკიცებდა: ვინც”უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას”. რწმენისაგან განდგომა, სულიწმიდის ძალის უარყოფა, რომლითაც სახარება იქადაგებოდა, განდგომილებისა და დაღუპვის ტოლფასი იყო. პავლე მოციქულის სიტყვები:“მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ თქვენ... ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა მომავალი, არ დაყოვნებს”, ამხნევებდა მათ და სიმტკიცეს აძლევდა. ისინი უნდა წასულიყვნენ მხოლოდ ერთადერთი, ჭეშმარიტი გზით, გაფრთხილებოდნენ ნათელს, რომელიც ერთხელ მიიღეს უფლისაგან, იმედი hქონოდათ მისი აღთქმისა, გაეგრძელებინათ წმიდა წერილის გამოკვლევა და მოთმინებით ეფხიზლათ, რათა მიეღოთ ახალი ნათელი.დბ 253.3